„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი: მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება

 

დავით ლეკიშვილი
დავით ლეკიშვილი

იმ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც „ბათუმელების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14 აპრილს, მინდა მოგაწოდოთ შემდეგი მონაცემები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ფაქტი, თითქოსდა „სოკარის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში გაიცემა თანამშრომლების კუთვნილი ხელფასების 50%, არის სრული აბსურდი, აღნიშნული პრეტენზია არც აქციის მონაწილე პირებიდან არ გამოთქმულა, აქციის მონაწილეებმა სატელევიზიო ინტერვიუებიც მისცეს და არც იქ გამოთქმულა ეს პრეტენზია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კომპანიაში არ არსებობს ისეთი თანამშრომელი , რომელსაც კუთვნილი ხელფასის 50% არ აეღოს. ასეთი რამ არ მომხდარა და ეს არის სიცრუე.

 

რაც შეეხება „სოკარის“ საქმიანობას, მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რომ „სოკარი“ ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და ბუნებრივი გაზის მიწოდებას. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ წარმოადგენს ლიცენზიანტ კომპანიას, რომელსაც კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი ვალდებულებები აკისრია. აუცილებელია ყველა მოქალაქის გაზმომარაგება მაღალი სტანდარტით – უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული და აქედან გამომდინარე კონტროლის მექანიზმები ამ კუთხით ჩვენს კომპანიაში არის ძალიან გაძლიერებული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ერთ-ერთი წარმატებული კომპანია ვართ და ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად და მაღალი სტანდარტით ვასრულებთ.

 

აღნიშნული უკმაყოფილება გარკვეული ჯგუფის მხრიდან გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ თითოეული სამონტაჟო სამუშაო მოწმდება დეტალურად, რომ არ იყოს დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და სამუშაოები მაღალი ხარისხით იყოს შესრულებული. წუნის შემთხვევაში კონკრეტულ სამონტაჟო სამუშაოებს ექსპლუატაციაში არ ვიღებთ ანუ იმ დრომდე არ გაიცემა კუთვნილი ხელფასი შემსრულებელზე, სანამ აღმოჩენილი წუნი არ აღმოიფხვრება სტანდარტების შესაბამისად.

 

ჩვენს კომპანიაში  ამ საქმიანობით 250-მდე ადამიანია დაკავებული. თითოეულის საშუალო ხელფასი არის 800-1000 ლარი. მათგან 15-20-მა ადამიანმა გაძლიერებული კონტროლის მიმართ გამოთქვა პრეტენზიები. მინდა საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყოს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რაში მდგომარეობდა მათი პრეტენზიები.

 

თქვენ ამბობთ, რომ გაძლიერებული კონტროლი გაქვთ და ამან გამოიწვია პროტესტი, ანუ ხარისხის მოთხოვნამ?

საზოგადოებისთვის მინდა იყოს ცნობილი, რომ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 1200-1500 ბინაში სრულდება ინდივიდუალური გაზიფიცირება. თითოეული სამუშაო მოწმდება როგორც ტექნიკური, ისე სტანდარტების შესაბამისად. რამდენიმე ათეულ აბონენტთან შესრულებულ სამუშაოებზე დავადგინეთ წუნი. ამიტომ ეს სამუშაოები ექსპლუატაციაში ვერ მივიღეთ – გაზი არ გავუშვით და იმ ათეული მონტაჟის ხარვეზის გამოსწორება მოვითხოვეთ. ესენი გამომუშავებით იღებენ ანაზღაურებას, აქედან გამომდინარე შეჩერდა კონკრეტული 50-მდე სამონტაჟო სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი ხელფასის გაცემა სამუშაოს გამოსწორებამდე.

 

ახალი რეგულაციები გაქვთ კონტროლის ნაწილში, ადრეც ხომ იყო ეს რეგულაციები, თუ რამე ახალი მოთხოვნები შემოვიდა და ეს არის მათთვის მიუღებელი?

არის ეტაპი, როდესაც იმატებს სამონტაჟო სამუშაოების რაოდენობა, ძირითადად ზამთრის პერიოდში, ზაფხულში – იკლებს. როდესაც სამუშაოს მოცულობა იზრდება, ჩვენც, როგორც ხარისხის მაკონტროლებელი, ვაძლიერებთ კონტროლს. ექსპლუატაციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები ცალ-ცალკე ამოწმებენ შესრულებულ სამუშაოს. როცა ერთ ადგილას აღმოჩნდა, რომ შესრულებული მონტაჟი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, კონტროლი გავაძლიერეთ. 1500 მონტაჟში ვნახეთ დაახლოებით 50 ისეთი მონტაჟი, რომლის მიღებაც ექსპლუატაციაში არ შეიძლებოდა.  დაბალი ხარისხით შესრულებული მონტაჟისთვის არ შეხვდათ ხელფასი, ანუ მოუწიათ წუნდებული სამუშაოს გამოსწორება, ორმაგი შრომა. წუნი აღმოიფხვრა და ხელფასიც გაიცა.

 

ზამთრობით იმატებს მოთხოვნაო თქვით. მოქალაქეები კი იმაზე ჩივიან, რომ დიდხანს უწევთ რიგში დგომა. რატომ არ ამატებთ შტატებს, რომ ადამიანებს რიგში დგომის გარეშე დაუმოტაჟოთ შესაბამისი მოწყობილობა?

ამ მიმართულებით დღეს კომპანიაში მუშაობს 75 ჯგუფი. ეს ნიშნავს, რომ დღეს კომპანიას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 3 ათასი ინდივიდუალური სამონტაჟო სამუშაო შეასრულოს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამი ათასი ასეთი მატება არც დეკემბერში გვქონია, არც – იანვარში. პიკი მოთხონების იყო 2000-2200 სამონტაჟო სამუშაო. სტანდარტულ სიტუაციაში ეს დაახლოებით 1000-1200 სამონტაჟო სამუშაოა.   კომპანია მობილიზებულია, რომ ყველა დატვირთვას გაუძლოს. ჩვენი ვალდებულებაა შევასრულოთ ეს სამუშაოები და შევასრულოთ ხარისხიანად. ამიტომ მე, როგორც ხელმძღვანელი, თუ დავინახავ რაიმე სახის რისკებს, რა თქმა უნდა, კონტროლს გავაძლიერებ.

 

ბათუმის რამდენი პროცენტია დღეის მდგომარეობით გაზიფიცირების გარეშე?

ახალშემოერთებული ბათუმის ჩათვლით დაახლოებით 25-30%-ი. ბათუმში ელექტროენერგიის მომხმარებელი 100%-ით არის დარეგისტრირებული. თუ ამ სტატისტიკას და ჩვენსას ერთმანეთს შევადარებთ, 53 ათასი მოსახლიდან დაახლოებით 40 ათასი ჩვენი აბონენტია.  

„მოდი გავიქცეთ…” – ბათუმელი ქალისა და ბერძენი მწერლის საბედისწერო შეხვედრა

კაზანძაკისის ჩამოსვლა საქართველოსა და რუსეთში პონტოელი ბერძნების მტკივნეულ თემას უკავშირდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პონტოელი ბერძნები, პირველ რიგში, თურქებმა შეავიწროვეს. ამის მიზეზი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული არეალი იყო, რომელიც პონტოელ ბერძნებს ეჭირათ. ბევრი ოჯახი იძულებული გახდა სახლ-კარი მიეტოვებინა და კავკასიასა და რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მათი მდგომარეობა ისევ დამძიმდა. პონტოელი ბერძნების ერთი ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს მათთვის ბევრი არაფრის შეთავაზება არ შეეძლო. თუმცა მთავრობას მაინც გამოუყვია ორი მილიონი მანეთი ლტოლვილთა დასახმარებლად, რითაც დევნილმა ყარსელმა ბერძნებმა შეძლეს ოჯახებში დაბრუნება, მაგრამ იქ ყველაფერი გადამწვარი დახვდათ.

1917-1919 წლებში ბევრმა ბერძენმა ლტოლვილმა მოიყარა თავი ბათუმში. მათ დახმარებისთვის საბერძნეთის მთავრობას მიმართეს. ბერძნულმა ხელისუფლებამ მათი შერჩევითი რეპატრიაცია (იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ) გადაწყვიტა: 1919 წლის ივნისში 20 მილიონი დრაჰმა გამოყო მათ დასახმარებლად და ამ კონკრეტული შემთხვევისათვის ნიკოს კაზანძაკისი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს გენერალურ დირექტორად დანიშნეს.

“დავთანხმდი ერთი სხვა გარემოების გამოც. მეტკინა ჩემი ჯვარცმული მოდგმა, რომელიც კვლავ საფრთხეში იმყოფებოდა… სამხრეთიდან ქურთები ჭედავდნენ ცხენებივით, სადაც კი ბერძენს წაახელთებდნენ, ჩრდილოეთიდან ბოლშევიკები მოემართებოდნენ ცეცხლითა და ნაჯახით, შუაში კი ბათუმელი, სოხუმელი, თბილისელი და ყარსის ბერძნები მოქცეულიყვნენ. სულ უფრო ვიწროვდებოდა მათი ყელის გარშემო მარყუჟი და შიშვლები, მშივრები, დაავადებულნი სიკვდილს ელოდებოდნენ”, – წერდა ნიკოს კაზანძაკისი.

1883 წელს კუნძულ კრეტაზე დაბადებული კაზანძაკისი ამ დროს სამშობლოში ერთ-ერთი ცნობილ და გავლენიან ლიტერატორად მიიჩნეოდა. მან 1907 წელს ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა პარიზში გააგრძელა. 1947 წელს მუშაობდა იუნესკოში მრჩევლად ლიტერატურის დარგში. გამოქვეყნებული აქვს 13 რომანი, 22 დრამა და უამრავი საგაზეთო სტატია. კაზანძაკისის ნაწარმოებები 50 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად თარგმნილია `გველი და შროშანი” და “აღსარება გრეკოსთან”. 46 წელს კაზანძაკისი ნობელის პრემიაზე წარადგინეს, 56 წელს კი მშვიდობის ორდენით დააჯილდოვეს.

კაზანძაკისი საქართველოში სამჯერ ჩამოვიდა: 1919, 1927 და 1928 წლებში.  პირველივე მოგზაურობა, რომელმაც სულ ორ კვირას გასტანა, საბედისწერო იყო არა მარტო მისთვის, არამედ ერთი ბათუმელი ქალისთვისაც. “მშვენიერი ქართველი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული” – ასე მოიხსენიებს მას კაზანძაკისი. ბათუმური ხანმოკლე რომანი კაზანძაკისმა აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში – “აღსარება გრეკოსთან”, რომელიც 74 წლის ასაკში დაწერა. წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც თავისი და ბათუმელი ქალის შეხვედრაა აღწერილი,  კავკასია ეწოდება.

“მწუხრის ჟამი იდგა. ბათუმი, დახურული ეზო ზღვის მახლობლად, მოფენილი ზღვის თეთრი ნიჟარებით. არაბულ ლერწმებს ხვეული ალუბლისფერი ყვავილები გამოეღოთ…”

ბარბარე ნიკოლოზის ასულმა მწერალი თავის ეზოში მიიპატიჟა. აღელვებული მნახა და შევებრალეო, წერს ნიკოს კაზანძაკისი. “არასოდეს შემხვედრია უფრო ლამაზი ქალი. არა, ლამაზი კი არა, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ იტევენ სიტყვები – თვალები მწვანე, მომნუსხველი და საშიში, და ვითარცა გველის, ხმა ოდნავ ხრიწიანი, სავსე დაპირებებით, უარყოფით და სიტკბოთი. ვუცქერდი და ვფიქრობდი: ეს წუთი აღარასოდეს განმეორდება. ამ ქალს ვეღარასოდეს შევხვდები. მილიარდობით წლებმა იღვაწეს, ურიცხვმა თავგადასავლებმა, შემთხვევებმა, ბედისწერამ, რომ შობილიყო ეს ქალი და ეს კაცი და ერთმანეთს შეხვედროდნენ კავკასიის ერთ სანაპიროზე, ამ არაბული ლერწმებით მორთულ ეზოში. რა ვქნათ, გავუშვათ ეს ღვთაებრივი წამი?

ქალი შემობრუნდა, მილულა თვალები.

– ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მითხრა, გინდა გავიქცეთ? ავცახცახდი, რასაც ვნატრობდი და თქმას ვერ ვბედავდი, ქალმა გაბედა და თქვა.

– გავიქცეთ! ვუთხარი, სად წავიდეთ?

სადმე შორს აქედან, მომბეზრდა ჩემი ქმარი, აქ ვიხრჩობი, ვჭკნები, მენანება ჩემი სხეული ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მენანება, მოდი გავიქცეთ.

– და მერე მოვალეობა ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემსგან რომ ელის შველას?

ქალმა თავი გადააქნია, შეიხსნა ოქროსფერი ბაფთა თმებზე, ჩამოეშალა ოქროსფერი ქერა თმები მხრებზე, ტუჩები მოკუმა ჯიუტად.

– მოვალეობა! თქვა სარკასტულად. ერთი რამ ისწავლე ჩემგან, ერთი მოვალეობა გაკისრია: ნუ მისცემ საშუალებას, რომ ბედნიერება გაგექცეს. ხელი სტაცე თმაში. მტაცე ხელი თმაში, ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ვერავინ გვხედავს.

ვუცქერდი ზღვას. მხოლოდ დემონები იბრძოდნენ ჩემში. არც ერთი ანგელოსი. ბედისწერა ჩამსაფრებოდა და მელოდა. გავიდა ხანი. წამოფრინდა ქალი მთლად ფერგამკრთალი.

მორჩა!  – მითხრა.  – არ დამთანხმდი მაშინვე, აწონ-დაწონე სარგებელი და დანაკარგი, მორჩა! ახლა რომ მოინდომო, მე აღარ დაგთანხმდები. კარგად იყავი ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ყოჩაღ, პატიოსანი კაცუნა ხარ, საზოგადოების ბურჯიო რომ იტყვიან, გაგიმარჯოს და კარგად იყავი! თქვა და დაცალა ღვინით სავსე პატარა ჭიქა“.

ბერძნეთა რეპატრიაციის საქმე მწერალმა წარმატებით დააგვირგვინა, მაგრამ სცენა, რომელიც ბათუმში, თეთრი კენჭებით მოკირწყლულ ეზოში განვითარდა, მას მოსვენებას მთელი ცხოვრება არ აძლევდა. ცხრა წლის შემდეგ, 1928 წელს, ამ შემთხვევის შესახებ წერს კაზანძაკისი ელენი სამიუს: “გული სიმწარითა მაქვს სავსე. გახსოვს ოდესღაც ერთ ეზოში, თეთრი კენჭებითა და არაბული ლერწმებით, ბარბარა ნიკოლაევნამ რომ მითხრა: „რას ნიშნავს მოვალეობა, სამშობლო და ხელოვნება? მოდი გავიქცეთ!“

„ბარბარა ნიკოლაევნა არც საყვარელი იყო ნიკოს კაზანძაკისის და არც უბრალო მეგობარი. ის იყო უფრო მეტი, რაღაც უფრო მტკივნეული, თავისივე სინდისი იყო იგი. ეს იყო ქალი ბედისწერა, ის, რაც ერთხელ, ან ორჯერ გამოეცხადება ხოლმე ყოველ მამაკაცს თავისი ცხოვრების განმავლობაში, რათა სასწორზე შეუგდოს პრინციპები და სურვილები, რომ შეიცნოს რა მძიმეა პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ტვირთი”, – წერს ლიტერატორი გეორგიუს სტამატიუ, კაზანძაკისის მეგობარი და ბიოგრაფი.

ბათუმში კაზანძაკისს, როგორც ჩანს, მელანქოლიამაც შეუტია: “ნელა წვიმს, მონოტონურად, სასტუმროს აივნიდან გავცქერი ბანანებისა და ფინიკის ხეებს, რომ სველდებიან. თეთრად აქაფებულა შავი ზღვა, მეტისმეტად მოწყენილი ვარ და ვისურვებდი, დასრულებულიყოს სიცოცხლე”. – ბათუმი, 1927 წელი, 29 ნოემბერი, წერილი ელის ლამპარიდისს.

ბარბარე ნიკოლოზის ასულს ნიკოს კაზანძაკისი ბათუმიდან გამგზავრების წინც უნახავს. “განშორებისას ბარბარა ნიკოლაევნამ ჩემი კაიუტა თეთრი და წითელი ვარდებით აავსო. გაუსაძლისი სიმწარეა…” – წერდა კაზანძაკისი ერთ-ერთ წერილში.

საქართველოდან კაზანძაკისი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც საბჭოთა კავშირის შესახებ ლექცია წაიკითხა. ერთ-ერთი ბერლინელი გამომცემელი შეჰპირდა მწერალს, რომ სასწრაფოდ გამოსცემდა მის მოგონებებს და მწერალმა მოკლე ხანში, ერთ თვეში, დაწერა წიგნი, რომელსაც “ტოდა რაბა” (ებრაულად – მადლობა) უწოდა. ამ პატარა წიგნის სამი თავი კაზანძაკისმა საქართველოს მიუძღვნა, სადაც წერს: `იდილიური სიზმარი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ქიმერაა… საქართველო გადამწყვეტ გეოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ არეალშია. იგი ორი ძალის შუაა მოქცეული. ახალი საბჭოთა ძალისა – რომლის მიზანიცაა შთანთქას მთელი აზია – და ძველი, კაპიტალისტური ძალისა, რომელიც ცდილობს მას შეეწინააღმდეგოს. საბრალო საქართველო ამ ორ უზარმაზარ დოლაბს შორის მოქცეულ ხორბლის მარცვალს ჰგავს…“

ბათუმელი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული ბერძენ მწერალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დავიწყებია. თავის ბოლო ნაწარმოებში იგი წერს:

“ათასი წლის შემდეგ, გაუხარელი სიბერის ჟამს, ვხუჭავ თვალებს და კვლავ იზრდებიან არაბული ლერწმები, ეხეთქება შავი ზღვა ჩემს საფეთქლებს, მოდის ბარბარე ნიკოლოზის ასული და დამიჯდება წინ, სკამზე კი არა, ფეხმორთხმული, თეთრ კენჭებზე: ვუცქერ, ვუცქერ და ვფიქრობ: ნეტავ სწორად მოვიქეცი, რომ არ ვსტაცე ღვთაებრივ წამს ხელი თმაში?!”

 “მოგზაურობა ძველ ბათუმში”

სტატია მომზადებულია თამარ მესხის წიგნის  – „დიდი ცეცხლის მეწამული ანარეკლის“ მიხედვით. 

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 34 მილიონზე მეტი ლარი

 

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციების წარდგენა 2015 წლის 1 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

აჭარის მოჭიდავეების მორიგი ხუთი მედალი საქართველოს პირველობაზე

 

22 აპრილს გამართულ შეხვედრებში აჭარის ნაკრების წევრებმა ხუთი საპრიზო მედალი მოიპოვეს, მათ შორის სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

საპრიზო ადილებზე გავიდნენ:

• გოდერძი დავითაძე – I ადგილი – 59 კგ – პირადი მწვრთნელი – ზაზა ჯიბლაძე;

• მინდია წულუკიძე – I ადგილი – 71 კგ – პირადი მწვრთნელი – ლევან შავაძე;

• ლაშა გობაძე – I ადგილი – 80 კგ – პირადი – მწვრთნელი – ლევან შავაძე;

• მურად მიქელაძე – II ადგილი – 59 კგ – პირადი მწვრთნელი – ლევან შავაძე;

• ედნარ შავაძე – III ადგილი – 59 კგ- პირადი მწვრთნელი – ლევან შავაძე.

მინდია წულუკიძე | ფოტო: worldsport.ge

ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ [ფოტო]

სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ოსმალთა იმპერიამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე 1,5 მილიონამდე სომეხი დახოცა. თავად თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, გენოციდის ფაქტს არ აღიარებს.

წიწერნაკაბერდის მემორიალი. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

24 აპრილს სომხეთში, წიწერნაკაბერდის მემორიალთან (მემორიალი ერევანში ააშენეს 1965 წელს გენოციდის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ), სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

წიწერნაკაბერდის მემორიალი. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

წიწერნაკაბერდის მემორიალი. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

გენოციდის მუზეუმი. ერევანი, 2015 წლის მარტი

გენოციდის მუზეუმი. ერევანი, 2015 წლის მარტი

დღეს, 23 აპრილს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე უნიკალური ჯგუფის System Of A Down-ის კონცერტი გაიმართება, ლოზუნგით – “გააღვიძეთ თქვენი სულები”, რომლის ონლაინ ტრანსლაციის ნახვის შესაძლებლობა მთელ მსოფლიოში ექნებათ.

რესპუბლიკის მოედანი [სომხეთის მთავრობის სახლი] ერევანი, 2015 წლის მარტი

სომხეთის პრეზიდენტის სასახლე. ერევანი, 2015 წლის მარტი

სომხეთის პარლამენტის შენობა. ერევანი, 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

დღესვე, 23 აპრილს, 23:15 საათზე, მსოფლიოს ყველა სომხურ ეკლესიაში 100-ჯერ დაირეკება ზარი.

 

სომხეთ-თურქეთის საზღვარი. ხედი ხორ ვირაპის მონასტერიდან

ოფიციალური ინფორმაციით, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ერევანში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, რუსეთის, სერბეთის და კვიპროსის პრეზიდენტები. ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ენ ბრასერი, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი ჯოზეფ დოლი.

ტბა სევანი. სომხეთი. 2015 წლის მარტი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

ანგარიში მართვადი ინფექციების შესახებ

 

იმუნიზაციას დაქვემდებარებული სამიზნე მოსახლეობის შესახებ ამცრელი უბნებიდან წარმოდგენილი სტანდარტული ანგარიშის საფუძველზე, 2014 წელს ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა 1 წლამდე ასაკის 5992 ბავშვი.  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ შეხვედრის მიზანია, იმუნიზაციის აქტუალობის შესახებ კიდევ ერთხელ ინფორმაციის მიწოდება  ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის, მედიისთვის, მოსახლეობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის.

 

საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება – იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდითა და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით. 

დისკრიმინაცია სქესის მიხედვით

 

მირანდა კონცელიძეს ორი შვილი ჰყავს. უმცროსი ცხრა თვისაა. მან დეკრეტული შვებულებით პირველად 2013 წელს ისარგებლა, როცა პირველი შვილი გაუჩნდა. მეორე ბავშვზე ორსულობის გამო მირანდამ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ვადა გააგრძელა. როგორც ამბობს, სამსახურში დათქმულ დროს, 2015 წლის თებერვალში გამოცხადდა, თუმცა სასტუმროს მენეჯერმა, სადაც ის მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა, შვებულების გაგრძელება გაზაფხულამდე, ანუ იმ პერიოდამდე შესთავაზა, ვიდრე ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყებოდა. სამსახურში მირანდა რამდენიმე დღის წინ ანუ აპრილში მივიდა, მაგრამ სასტუმროში მენეჯმენტი შეცვლილი დახვდა. მას უთხრეს, რომ შეევსო განაცხადი და საჭიროების შემთხვევაში მის რეზიუმეს განიხილავდნენ.
`ავუხსენი, რომ დეკრეტული შვებულებით ვსარგებლობდი. მითხრეს, რომ არ აინტერესებდათ სად ვიყავი. არ უთქვამთ, რომ სამსახურიდან გამიშვეს, არც ის ვიცი, შტატი, სადაც ვმუშაობდი, გააუქმეს თუ არა, ვიცი ის, რომ ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული და მე სამსახურში მუშაობა დეკრეტულის შემდეგ არ გამაგრძელებინეს. ეს უსამართლობაა“, – ამბობს მირანდა.

 

Feet under a desk
Feet under a desk

სასტუმრო „ოაზისის“ გენერალური მენეჯერი მაია ჩიქვანაია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასტუმროში პერსონალის გადამზადების პროცესი მიმდინარეობს და სასტუმროს მუშაობა სეზონამდე, დროებით შეჩერებულია: „ბრალდება იმაზე, რომ ვინმე სამსხაურიდან გავუშვი ალოგიკურია, რადგან ჩვენ გვაქვს ვაკანსიები და მჭირდება ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან დავასაქმებთ, მზარეულებსა და შეფმზარეულებს მაისში დავიბარებთ და თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენთან მზარეულის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება აქვს, ის შეიძლება უკვე მზარეულის პოზიციაზეც დავასაქმოთ. ჩვენ მაისში დავუკავშირდებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენთან სამზარეულოში მუშაობის სურვილი აქვს, განაცხადიც ამიტომ შევავსებინეთ.”
გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე მირანდა კონცელიძის მაგალითზე ამბობს, რომ ადგილი არა დისკრიმინაციას, არამედ უყურადღებობას აქვს: „ახალ მენეჯერს შეუძლია უთხრას, რომ მას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა თებერვალში. წინა მენეჯერთან ლაპარაკი არაფერს ნიშნავს, თუ ეს არ დაფიქსირებულა დოკუმენტის სახით. ეს ეშმაკობაა, რომელსაც ყველა შევეგუეთ“.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია პრობლემაა საქართველოში: „საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. დამსაქმებლები თავს იკავებენ სამსახურში ქალთა დასაქმებზე, რადგან ისინი არარენტაბელურად მიაჩნიათ. ამ მდგომარეობას ისიც ადასტურებს, რომ დღეს ქალები და კაცები სხვადასხვა ტიპის სამუშაო ადგილებზე არიან დასაქმებული, მათი ანაზღაურება განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავდება მათი სამუშაო პირობები“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აჭარაში ამბობს, რომ ქალთა შრომითი დისკირიმინაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა: „ამ გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო. ამას ადასტურებს საერთაშორისო დონეზე მიღებული არაერთი სამართლებრივი აქტი, სადაც სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ქალთა უფლებების რეალიზებას შიდა დონეზე. საქართველომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვხვდებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს, სახელშეკრულებო ურთიერთობების დროს თანაბარი ღირებულების შრომისთვის, თანაბარი ანაზღაურების, პრემიების გაცემისა თუ სამსახურში დაწინაურების პროცესში…”

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა ანგარიში „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“. „ამ კვლევამ აჩვენა, რომ ისევ იკვეთება შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებები, რაც მიმართული იქნება საჯარო სამსახურებში დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლასთან, გენდერული ბიუჯეტის შემუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფომ მეტი სამუშაო უნდა გასწიოს“.


კვლევის შედეგების მიხედვით, დამსაქმებელი ერიდება კონკრეტულ სამუშაოზე ქალის დასაქმებას. „ხშირია შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი ამჯობინებს კაცის დასაქმებას. მაგალითად, საწარმოებში, სადაც მძიმე სამუშაოა, ძირითადად მამაკაცები მუშაობენ. თუმცა, არის ამ სამსახურებში ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებზეც თავისუფლად შეიძლება ქალის დასაქმება, მაგრამ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ამა თუ იმ სფეროში ქალი არ უნდა მუშაობდეს”, – წერია კვლევაში.

გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, სწორედ არსებული სტერეოტიპები განაპირობებს იმ დისკრიმინაციულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არსებობს შრომის ბაზარზე, რაც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობების რეალურად შეფასებას არ ეფუძნება.
კვლევის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობაში დისკრიმინაციის რეგულირების გამკაცრება ან ქალებისთვის დამატებითი გარანტიების დაწესება, გარკვეულ შემთხვევებში, იწვევს უკურეაქციას – დამსაქმებელი ერიდება ისეთი ადამიანის აყვანას სამუშაოზე, რომლის მიმართ კანონი დამატებით ვალდებულებებს აწესებს. „რაც უფრო რთული რეგულაცია არსებობს კანონმდებლობაში, იგივე დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად უბიძგებს დამსაქმებელს არ დაიქირაოს ქალი, თუ ის პოტენციურად ისეთ ასაკშია, რომ მალე შეიძლება დაორსულდეს ან დაქორწინდეს, ვინაიდან კანონმდებლობით გაიზარდა დეკრეტული შვებულების პერიოდი”, – წერია კვლევაში.

 

კვლევის ავტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკური მონაცემების წარმოებას: ერთადერთი, რისი საშუალებითაც შეიძლება გამოვლინდეს დისკრიმინაციის შემთხვევები, არის სტატისტიკა. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი თავის რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, შექმნან და მუდმივად იზრუნონ სტატისტიკის გაუმჯობესებაზე და განახორციელონ ქალის მიმართ განხორციელებული ყველა ფორმის დისკრიმინაციის ანალიზი. პროფკავშირების თქმით, განსაკუთრებული როლი შრომითი უფლებების დაცვაში ენიჭება მედიაციასა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც პრევენციული ხასიათის მატარებელია. 

 

სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენმა ქალმა დაკარგა სამსახური დეკრეტულში გასვლის შემდეგ, პროფკავშირებს არ აქვს. ბოლო წლებში ამ პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს. ილია ვერძაძის შეფასებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებაქტიურობაც: „ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია, ფაქტის მიჩქმალვა ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას, შესაძლოა სტატისტიკა ასეთი ფაქტების დიდია, მაგრამ არ ამჟღავნებენ. სახელმწიფო უნდა შეეცადოს აპლიკაციებისა და გასაუბრების დროს აკრძალოს ისეთი კითხვების დასმა, რომლითაც დამსაქმებელი ცდილობს, გაარკვიოს ქალი ელოდება თუ არა ბავშვს და უახლოეს პერიოდში აპირებს თუ არა ის დეკრეტულით სარგებლობას”.

 

ილია ვერძაძის თქმით, 15 ათასი ადამიანია გაწევრიანებული აჭარაში გაერთიანებულ პროფკავშირებში, მათ შორის ყველაზე ბევრი მასწავლებელი და ექიმია, ცოტაა მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საიტზე, სადაც ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, 2010-2014 წლებში სულ 71 360 განცხადება დაფიქსირდა. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01% შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა – 24.02% შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი, jobs.fe-ს ბაზაზე სიტყვა „მამაკაცის“ გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა – „სასიამოვნო გარეგნობა“ – 1589 განცხადებაში; სიტყვა „სტაბილურს“ – 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა „ქალბატონი“ – 607 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას. ვებგვერდ „ჯობს.გე“-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომლებიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობასა თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. „იმის გამო, რომ „ჯობს.გე“ არ ახორციელებს დისკრიმინაციული სიტყვების შემცველი ვაკანსიების ფილტრაციას, ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს დამსაქმებლებს გაავრცელონ დისკრიმინაციული ვაკანსიები და მისი მეშვეობით განახორციელონ დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას ახორციელებს. ამით კი, ხელს უწყობს დამსაქმებლებს განახორციელონ დისკრიმინაცია და აფერხებს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ბრძოლას“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველმა ორგანიზაციას მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება ვებგვერდზე.

გეოგრაფიული ასპექტები ,, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაში “

 

 


იმისთვის, რომ ნაწარმოების ამ კუთხით შესწავლა ბევრად უფრო ნაყოფიერი იყოს და დროშიც არ გაიწელოს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა რუკა, სადაც მოვნიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული პუნქტი, ციხე თუ ეკლესია-მონასტრები. 

თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კოსმოსიდან გადაღებულ რუკაზე მოვძებნოთ ეს ადგილები, ზემოდან შევხედოთ და რეალურად აღვიქვათ გამსახურდიას გეოგრაფიული სივრცე.თემაზე მუშაობა დავიწყე იმით, რომ ამოვიწერე ყველა ის გეოგრაფიული ადგილი, რომელიც ნახსენებია ნაწარმოებში. რა თქმა უნდა, შესაბამის კონტექტსთან ერთად. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია თითოეულ მათგანზე ვიკიპედიის, ენციკლოპედიები სა და ქართულ ტოპონიმთა განმარტებით ეტიმოლოგიური ლექსიკონის დახმარებით. შევკრიბე დღემდე შემორჩენილი ციხეებისა თუ ეკლესიების სურათები და გეოგრაფიულ ადგილთა მცირე რუკები. ამის შემდეგ გადავიტანე თითოეული გეოგრაფიული პუნქტი ინტერნე ტრუკაზე scribble maps-ის საშუალებით.

მივიჩნიე, რომ ასევე საინტერესო იქნებო და ხელით შექმნილი რუკა და გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით შევასრულე ეს სამუშაო. ჩემი მიზანია, რომ ჩემ მიერ მოძიებული მასალა, სურათები და რაც მთავარია, შექმნილი რუკები გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. ამიტომაც, გადავწყვიტე, შემექმნა სპეციალური ბლოგი იმავე სათაურით www.didodtatismarjvena.wordpres.com, სადაც განთავსდა ეს მასალები. ინტერნეტსივრცის მეშვეობით ჩვენი ნამუშევარი ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი და ამ მშვენიერი ნაწარმოების სწავლებაში შეუწყობს ხელს მოსწავლესა თუ მასწავლებელს.


ნაწილი II

გარდა ცალკეული გეოგრაფიული ადგილებისა, ასევე შევეცადეთ ელექტრონულ რუკაზე შეძლებისდაგვარად აღგვენიშნა ძელიცხოვლის ისტორია, რომელიც X თავში (გვ. 52-54) საკმაოდ საინტერესოდაა წარმოდგენილი. თუმცა, ისტორია იმდენად ჩახლართულია, ძნელია, ფეხდაფეხ მიჰყვე, ამიტომაც აღნიშნული გეოგრაფიული პუნქტები მიახლოებითია და არა უზუსტესი. ჩვენ პირობითად დავნომრეთ თითოეული ცნობა და ნომრების მიხედვით გადავიტანეთ რუკაზე:

1. პირველი ცნობა ძელიცხოვლის შესახებ. ვახტანგ გორგასალს ჰქონდა იგი, როგორც ,,საომარი ჯვარი”;

 

2. ძელიცხოველი დაიკარგა 628 წელს, როცა ხაზარებმა ჯიბღუ-ხაკანის მეთაურობით პირველად აიღეს თბილისი.

 

3. ,,აშოტ კურაპალატს უტარებია სარკინოზების წინააღმდეგ ომებში ძელიცხოველი” – ,,და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ”. გრიგოლი იყო კახეთის მთავარი, რომელსაც ამ ბრძოლაში სარკინოზები ეხმარებოდნენ.

 

4. ძელიცხოველი ბუღა თურქს ჩაუვარდა ხელთ: ,,853 წელს, როცა სარკინოზებმა ტფილისი აიღეს, კახაი და ტარხოჯი მოკლეს. ჯვარი ბუღა თურქს ჩავარდნია ხელში “.

 

5. ბუღა თურქმა ძელიცხოველი დაკარგა. ბუღა თურქმა მთიულეთში გაილაშქრა. ცხავატამდე მიაღწია, სადაც ,,მთიულებმა და ზვავებმა მოუჭრეს გზა… ერთმა მთიელმა მონადირემ არაგვის პირად დახოცილ სარკინოზების გვამთა შორის დიდძალი ნაალაფარი და ერთი ვაშკარანი იპოვნა, ვაშკარანში სავსებით გაძარცვულიძელიცხოველი და ბაგრატ კურაპალატს მიუტანა უფლისციხეში “.

 

6. ,, იმ ბნელ ეპოქიდან სულ მცირე ცნობები მოღწეულა ჩვენ დრომდის; მესხური ერთი დავითნის მინაწერიდან ირკვევა; კიდევ ერთი ტაოსკარში – გიორგი I-ის ბასილ II-თან დამაომი მოუგია ბაგრატ კურაპალატს ,, მეოხებითა ძელისა ჭეშმარიტისათა “. ადგილი უცნობია.

 

7.,,’ბარდას სკლიაროსის შემუსვრისას ძელიცხოველი წინ უძღოდა თურმე თორნიკე ერისთავის ლაშქარს”-  ამორიუმის ჩრდილო აღმოსავლეთით იყო ბარდა ფოკასა და ბარდა სკლიაროსის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდა თორნიკე ერისთავი 12 ათასიანი ლაშქრით.

 

8. ზორაკერტი. ბაგრატ III-მ და გაგიკ სომეხთა მეფემ შემუსრეს განძელი ამირა ფადლონი. ეს გამარჯვება ძელიცხოველს მიაწერეს.

 

9. ძელიცხოველი ერთმა ბერმა ნახა ტაოსკარში- გიორგი I-ის ბასილ II-თან დამარცხების შემდეგ ძელიცხოველი ისევ დაიკარგა. ორი წლის შემდეგტაოსკარში ერთმა ბერმა იპოვა ეს ჯვარი და მაწყვერელ ეპისკოპოსს მიუტანა, მაწყვერელმა მელქისედეკ კათალიკოსს, ხოლო  ,,ახალ წელს მეფეს უკვლია მელქისედეკმა იგი ” . ეს ის გეოგრაფიული პუნქტებია, რომელიც მოხსენიებულია ძელიცხოველთან დაკავშირებით. რუკა იხილეთ ბლოგზე: www.didostatismarjvena.wordpres.com 

იმედია, ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგი და რუკა გაუადვილებს ყველა მკითხველს, რეალურად წარმოიდგინოს კონსტანტინე გამსახურდიას შესანიშნავ რომანში ასახული საინტერესო და მრავალფეროვანი გეოგრაფიული სივრცე.


 

ხელმძღვანელები: შპს განათლება – სკოლა ,, იმედის”

 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მენაბდე,

 გეოგრაფიის მასწავლებელი მიხეილ ჟორჟოლიანი

პრემიები ბათუმის საკრებულოში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საკითხის გადახედვას ითხოვს

 

ბათუმის საკრებულოში გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა – ინფორმაცია ბათუმის საკრებულოდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოითხოვა.

 

საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს აღებული. პრემია მისი სამი თვის ხელფასის ნახევარს შეადგენს.

 

2015 წლის პირველ კვარტალში 3 525 ლარი პრემია აქვს მიღებული ირაკლი ჩავლეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

 

3 000 ლარის ოდენობით აქვთ მიღებული პრემია საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ აფხაზავას, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარეს, ლევან კინწურაშვილს, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარეს, დიმიტრი დარჩიას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თამჯდომარეს, ნინო ბერაძეს. ასევე ფრაქციის თავმჯდომარეებს: თამაზ თურმანიძეს, თეიმურაზ ყურაშვილს, კობა ჩხეიძეს, გიორგი კირთაძეს და გიორგი ცინცქილაძეს [თითოეულს, ცალკე, ხელფასის სახით, პირველ კვარტალში 6 000 ლარი აქვთ მიღებული].  

 

პრემიის სახით 2015 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემულმა თანხამ სულ 37 650 ლარი შეადგინა.

 

პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით საკრებულოს აპარატის 38 თანამშრომელს სულ 32 430 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. მათგან ყველაზე მაღალი პრემია – 1650 ლარი – აპარატის უფროსს, პარმენ მგელაძეს აქვს მიღებული, ყველაზე მცირე – 200 ლარი კი, მეორე კატეგორიის სპეციალისტს.

 

საერთო ჯამში, 2015 წლის 1 იავნრიდან მარტის ჩათვლით, ხელფასისა და პრემიების სახით ბათუმის საკრებულოში 243 ათას 106 ლარი და 36 თეთრი გაიცა.

 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ კჭადუამ დღეს, 22 აპრილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს მიმართა წერილით და ბათუმის საკრებულოს პრემიების ყოველთვიური გაცემის პრაქტიკის გადახედვა სთხოვა.

 

„ბათუმის საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პრემიების გაცემის საკითხი ისეთივე სიმწვავით დგას, როგორც ეს მანამდე იყო. საკრებულოდან მიღებული საჯარო ინფორმაციით  დგინდება, რომ საკრებულოს თითქმის ყველა თანამდებობის პირს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მარტის ჩათვლით პრემია ყოველთვიურად გაქვთ აღებული. მეტიც, საკრებულოს თანამდებობის პირებმა წინა თვეში აღებული პრემიების სამმაგი ოდენობა მიიღეთ. ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია. საერთო ჯამში, 2015 წლის პირველ კვარტალში ბათუმის საკრებულოს თანამდებობის 12 პირზე 37 650 ლარი გაიცა, მაშინ როცა საკრებულოს 38 თანამშრომელზე – 32 430 ლარი. თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს შორის დისბალანსი აშკარაა.

 

ვფიქრობთ, რომ საკრებულოდან და მერიიდან პრემიებისა და დანამატების შესახებ მიღებული მონაცემები გადაუდებელ აუცილებლობას ქმნის, საკითხი ბათუმის თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოწესრიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა საკითხი მოეგვარებინა და არსებული მანკიერი პრაქტიკისთვის გადაეხედა.

 

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ბათუმის საკრებულოს მოუწოდებს, გადახედოს პრემიების ყოველთვიური გაცემის პრაქტიკას – მიიღოს საკითხის დამარეგულირებელი დადგენილება“ – აღნიშნულია წერილში.   

საზოგადოება ბათომის დამფუძნებელი არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიმართავს


„არ ვიცი გაცემულია თუ არა ნებართვა ვაჟა-ფშაველას ქუჩის N13-ში მდებარე სახლის დემონტაჟზე, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ ეს არ დაუშვათ.


არაფერ შუაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 
კანონი კიდევ მინიმუმ 4 პარამეტრის გამო იცავს ამ შენობას:

1. ისტორიული მემკვიდრეობა.
2. კულტურული მემკვიდრეობა.
3. ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობა.
4. მინიმუმ 100 წლის ხანდაზმული ნაგებობა.


ამ შენობას იცავს არა მარტო „საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, არამედ სხვა არაერთი საერთაშორისო კანონი, მაგალითად „საერთო ევროპული კონვენცია“, რომელიც საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებული აქვს.


ეს მეც კი ვიცი, სამყაროში ყველაზე ჩაუხედავმა კაცმა კანონმდებლობაში და დარწმუნებული ვარ ჩემგან არ გესწავლებათ. არც ის, რომ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შეგნებული განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია.


სისხლის სამართალს რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ მთლად ლამაზიც არ უნდა იყოს საკუთარი ქალაქის ისტორიისა და კულტურის ნგრევა.


ორიოდე წლის წინ „ბათომმა“ და „ტფილისის ჰამქარმა“ ერთობლივი ღია და საჯარო პროექტი განვახორციელეთ, რომელიც იმ შენობების აღწერას ითვალისწინებდა, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ ჰქონდათ და ამას იმსახურებენ.


ამ პროექტის აუცილებლობა კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბოლო წლებია აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ე.წ. ინვესტორების მხრიდან, რომ რასაც ძეგლის სტატუსი არა აქვს, აუცილებლად უნდა დაინგრეს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს შენობა ისტორიულ და კომერციულ უბანში დგას.


„ე.წ.“ იმიტომ დავწერე, რომ ინვესტორი იმას არ ჰქვია, ვინც კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს.


ამდენად, დიდი სიამოვნებით მოგაწვდით უაღრესად კვალიფიციურ სახელოვნებათმცოდნეო დასკვნას ვაჟა-ფშაველას N13-ს შესახებ, თუკი თქვენი სურვილიც იქნება.


ხელისუფლებამ, რომელსაც წარმოადგენთ, ჩემი ხმა სწორედ იმაში მიიღო ავანსად, რომ შეწყვეტილიყო კულტურული მემკვიდრეობის არნახული ნგრევა და თუ ამ ჯგუფს ზერელედ მაინც გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ არც სხვას მიუცია ხმა ისტორიის განადგურებისთვის და დიდი უმრავლესობა კატასტროფულად უარყოფითად აფასებს კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკას ბათუმში.


ჯგუფი „ბათომი“ დღეს 3 წლის გახდა და ამ წუთისთვის ამ ჯგუფში 13. 672 წევრია.


სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვხვდები ამ წერილის გულუბრყვილობას და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ტემპსაც კი არ შეანელებს, მაგრამ მცირე იმედი კი მაქვს.

ძალიან მცირე.

მაგრამ იმის კი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წერილმა მაინც გიპოვათ, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკზე ვერ გიპოვეთ.

პატივისცემით, 
შოთა გუჯაბიძე. 
საქართველოს მოქალაქე“


საჯარო მიმართვა ფეისბუქზე, საზოგადოება „ბათომის” გვერდზე გამოქვეყნდა. 


ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ამჟამად ცარიელია. შპს „სლავა 2015“-ს გადაწყვეტილი აქვს, ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსი ააშენოს. კომპანიის ხელმძღვანელმა მურმან ჯინჭარაძემ გუშინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სახლი ავარიულია  და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ამბობენ, რომ მათ ჯერ არც დემონტაჟის და არც მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ. 


დაანონსებული 50-მილიონიანი ინვესტიცია აჭარაში

 

„რეკან დრუპ ჯორჯია“ შემოსვლისა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ორი კვირის წინ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ პროექტების პრეზენტაციაზე გააკეთა კომენტარი, თუმცა მინისტრი მაშინ მხოლოდ მცირე ინფორმაციით შემოიფარგლა.

 

კომპანიამ ბათუმის ახალ ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად ნაკვეთი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, პირადაპირი წესით, სამი მილიონ დოლარად და გარკვეული ვალდებულებებით მიიღო.

 

შეთანხმების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7700 კვ.მ ფართობში სასტუმრო კომპლექსის განთავსება, არანაკლებ 39 000 კვ.მ ფართობში აპარტამენტების განთავსება, არანაკლებ 5000 კვ.მ-ში კომერციული ფართობის განთავსება და არანაკლებ 13400 კვ.მ-ზე არანაკლებ 400 ავტომანქანაზე გათვლილი, დახურული ტიპის ავტოპარკინგის მოწყობა უნდა დაასრულოს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა და მისი მეპატრონე ერაყის მოქალაქე აჰმედ ალი აზეეზია.
ცაგო კახაბერიძე

უფასო გამოკვლევები მახუნცეთის თემში

 

აქცია „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ინიციატივითa და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმებმა მსგავსი აქცია 27 მარტს ცხმორისის თემში ჩაატარეს.

 

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

 

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი 400,696 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.  ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი მე-3 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით).

კირნათში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული

 

თურქეთ საქართველოს საზღვარი კირნათში

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული ერთი ადამიანი 30 წლისაა, მეორე კი  _ 31 წლის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ადანაშაულებს. 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

სადღესასწაულო პრემიები მუნიციპალიტეტებში

 

„ჩვენთან ოთხი პრემიაა წლიურად  გათვალისწინებული. ორი კვარტლის პრემია, მთლიანად გავეცით“, – ამბობს ის.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე კი ამბობს, რომ სააღდგომოდ პრემიის სახით, ხელზე – 1 800  ლარი აიღო. მისი ყოველთვიური ანაზღაურება ხელფასისი სახით 2 600 ლარია.

 

„ეს იყო სადღესასწაულო პრემია, კვარტალური ცალკეა, ის მარტში იყო.  ჩვენ უფლება გვაქვს წელიწადში სამჯერ ავიღოთ დღესასწაულზე პრემია. სააღდგომოს გარდა, შეგვიძლია აგვისტოში მარიამობის და ნოემბერში გიორგობის დღესასწაულზეც ავიღოთ. ვნახოთ, როგორ იქნება. თუ ხელფასები გაიზრდება, შეიძლება საერთოდ გავაუქმოთ პრემია“.

 

სადღესასწაული პრემიები გაიცა ქედაშიც. თუმცა, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ქედაში ამბობენ, რომ ისინი კვარტალურ პრემიას აღარ ელოდებიან. „კვარტალური პრემია არ მიგვიღია, სადღესასწაულო პრემია გაიცა სააღდგომოდ, ხელფასის 50 პროცენტი იყო პრემია.  გარდა ამისა, კიდევ ერთი პრემიის აღების უფლება გვაქვს, როდის იქნება არ ვიცი“, – ამბობს ის.

 

ამირან ცინცაძე ამბობს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 2 ათასი ლარია, პრემიის სახით კი  ხელზე ათასი ლარი აიღო.

 

 

ქედა

 

 

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის. საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს მიუხედავად ამისა მას კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ იცავს.

„შენობა არ არის აუცილებელი რომ იყოს კულტურული მემკვიდრეობის ზეგლის სტატუსის მქონე. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იცავს რამდენიმე კატეგორიის შენობას, როგორიც არის მაგალითად: ისტორიული შენობა, კულტურული მემკვიდრეობა, ასი წლის ხანდაზმული შენობა და ძეგლის ნიშნის მქონე. ეს სახლი მინიმუმ ოთხ კატეგორიას აკმაყოფილებს. მისი დანგრევა არის დანაშაული. თან შეგნებული დანგრევა.  არ არსებობს არანაირი დასკვნა რომ შენობის შენარჩუნება შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ  „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“ ერთობლივ პროექტში ვმონაწილეობდით. პროექტი ითვალისწინებდა იმ ნაგებობების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, რომელსაც არა აქვს  კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ იმსახურებენ.  რამდენიმე შენობაზე ვიმუშავეთ. მათ შორის იყო ეს შენობა. არსებობს ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილის ძალიან კვალიფიციური დასკვნა, რომ ეს სახლი აუცილებლად იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

„ბათუმელები“  გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე სახლის ინტერიერი.

 

დედამიწის დღე და ფასდაკლებათა პაკეტი ბოტანიკურ ბაღში

 

სალექციო კურსის შემდეგ, ბოტანიკური ბაღის ავსტრალიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების კოლექციის შევსების მიზნით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მიერ დაირგვება ნერგები.

 

ამავე დღეს, 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმში არსებულ ტურისტულ სააგენტოებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი წარუდგენს ფასდაკლებათა პაკეტს, რომელიც გულისხმობს ტურისტული სააგენტოებისათვის ბაღის დათვალიერების საფასურზე 10, 18 და 25 % – იან შეღავათს.

 

შეხვედრაზე დაინტერესებული ორგანიზაციები გაეცნობიან ფასდაკლებების პირობებს.   

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

 

ვან გოგის „ფეხსაცმელები“ ბათუმში

 

 

ლექცია ეხება ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატს „ფეხსაცმელები“, სახელდობრ, მის რეცეფციას მეოცე საუკუნის გერმანელ ფილოსოფოსს მარტინ ჰაიდეგერთან და ამერიკელ ხელოვნებათმცოდნე მეიერ შაპიროსთან.

 

 მოხსენებაში საუბარი იქნება, ერთი მხრივ, ვან გოგის ნახატის ჰაიდეგერისეულ ინტერპრეტაციაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერპრეტაციის კრიტიკაზე შაპიროსთან.  აღსანიშნავია რომ,  ორივე პიროვნებამ ვან გოგის ზემოხსენებული ნახატის უფრო ღრმად გაგებისთვის ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. 

 

ბათუმში მე-19 საუკუნეში აგებული სახლის დემონტაჟს აპირებენ

 

„ეს სახლი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თუ შიგნით შეხვალთ, ნახავთ რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ხალხი. ბოდიში, მაგრამ ბოსელში უფრო კარგად იცხოვრება, ვიდრე იმ სახლში. გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე. ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ უნდა დავაკმაყოფილო ეს ხალხი. იმ სახლის ადგილას რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ. პროექტი უკვე არსებობს და დევს ქალაქის საპროექტოში. მშენებლობის ნებართვა ჯერ არ მიმიღია. დემონტაჟის ნებართვა მაქვს,“ – ამბობს მურმან ჯინჭარაძე.

 

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, ამ ეტაპზე ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლზე, არც დემონტაჟის და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული არაა. სახლი კერძო მესაკუთრეების მფლობელობაში იყო და იქ შვიდი ოჯახი ცხოვრობდა.

 

 

ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლის კარი. 1970-იანი წლები. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან
ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლის კარი. 1970-იანი წლები. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან

იპოვე შენი ოცნების სახლი მარტივად

 

ეწვიეთ ვებგვერდს : novostroykivbatumi.com და იპოვე შენი ოცნების სახლი მარტივად!

ან დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე : 577 07 11 85

                                                          577 07 11 87


 

“ოცნების სახლი” საოცნებო რემონტისთვის

ყველა სამშენებლო-სარემონტო მასალა ერთ სივრცეში – ამ პრინციპით მუშაობს „ოცნების სახლი“ და მართლაც, აქ მომხმარებელს რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა ერთ ადგილას ხვდება. არჩევანი „ოცნების სახლში“ მრავალფეროვანია: 250-ზე მეტი სახის, სხვადასხვა ფერის, ლითონის, ხისა თუ MDF-ის მზა კარების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, კვარცის, ბუნებრივი ქვის – მარმარილოსა და ტრავერტინის დიდი არჩევანი; ხელოვნური გრანიტი, საღებავები, აბაზანის აქსესუარები, კაფელ-მეტლახი, ეზოს დეკორატიული ფილები – ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელიც „ოცნების სახლის” საბითუმო საწყობში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სახლისათვის, ფასისა და გემოვნების გათვალისწინებით.

კომპანიას პროდუქცია ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს. „ოცნების სახლში“ ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფეროვანი დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გარდა თანამედროვე სერვისიც დაგხვდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ.

„ოცნების სახლი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – გაგარინის ქუჩის #20-ში ახალი საწყობი გაიხსნა, სადაც საბითუმო ფასად შეძლებთ საცალო პროდუქციის შეძენას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს ხარჯებს.

საბითუმო საწყობის გახსნის იდეა „ოცნების სახლის” ხელმძღვანელებს დიდი ხნის წინ გაუჩნდათ, მათი მიზანი ქვეყანაში ინოვაციური მომსახურების დანერგვა იყო. „ოცნების სახლის“ მენეჯერები განვითარებულ ქვეყნებში ვიზიტისას სამშენებლო მასალების სარეალიზაციო ადგილებში არსებულ სტანდარტებს აკვირდებოდნენ და ამ სტანდარტების დანერეგვა ბათუში, გაგარინის #20-ში გახსნილ საბითუმო საწყობში შეძლეს: „სამშენებლო მაღაზია ინფრასტრუქტურულად გამართული უნდა იყოს, ავტოპარკინგით, სხვადასხვა სერვისითა და შოურუმით აღჭურვილი. მომხმარებელს სამ წუთში ვუტვირთავთ შეძენილ პროდუქციას, ჩვენთან არ უწევთ ლოდინი შეძენილი საქონლის მისაღებად, ეს თანამედროვე ევროპული სტანდარტია. ჩვენ მომხმარებლის დროს ვუფრთხილდებით,” – ამბობს რაულ გაბაიძე, კომპანია “ოცნების სახლის” დამფუძნებელი.

რაულ გაბაიძე: „ოცნების სახლის” ფასები რევოლუციურია. ჩვენ გვაქვს სამი სახის ფასი: საცალო, საბითუმო და კორპორატიული. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ლიდერი მიმწოდებლები ვართ სამშენებლო მასალების ბაზარზე. ჩვენ ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას ვპასუხობთ. ჩვენი მომწოდებლები სანდო და გამოცდილი კომპანიები არიან, ყველა პროდუქტი აქ ჩამოტანამდე გადის შესაბამის შემოწმებას, ამის გამო ჩვენ მომხმარებლებს გარანტიას ვაძლევთ, რომ ჩვენთან ხარისხი ყოველთვის ფასზე მაღალია.“

კომპანიის მთავარი პრინციპია – არ მოატყუო მომხმარებელი! რასაც „ოცნების სახლში“ გულმოდგინედ იცავენ. „თუ კონკრეტული პროდუქტი შედარებით დაბალი ხარისხისაა, კონსულტანტმა უნდა აუხსნას კლიენტს. ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა სანდოობაა, ასე მოვდივართ წლებია”, – აღნიშნავს რაულ გაბაიძე.

კომპანიას ქართულ ბაზარზე 23 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს. 2004 წლამდე ხე-ტყის გადამუშავებას და ექსპორტს ეწეოდა, 2005 წლიდან კი კომპანიამ მიმართულება შეიცვალა, ქვეყანაში სამშენებლო მასალების იმპორტირება დაიწყო და ბაზარზე მაღაზიათა ქსელი „ოცნების სახლი“ გამოჩნდა.

„ჩვენი მიზანი იყო ქვეყანაში შემოგვეტანა ის პროდუქცია, რომელიც არ მოიპოვებოდა იქამდე ბაზარზე“, – იხსენებს რაულ გაბაიძე. მისივე თქმით, შპს „ოცნება“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში ლამინირებული პარკეტისა და მზა კარების რეალიზაცია დაიწყო.

„თავიდან ვერავის წარმოედგინა, რომ მზა კარის ყიდვა შეიძლებოდა მაღაზიაში. ეს პროდუქტი ეტაპობრივად გახდა მოთხოვნადი და დღეს უკვე კონკურენტულ გარემოში გვიწევს ბიზნესის წარმოება. იგივე შეიძლება ითქვას აბაზანის კარადებზე, მაგნეზიუმ-ოქსიდისა და კალციუმ-სილიკატის ფილებზე, ეს ფილები არის წყალგაუმტარი, ხმაგაუმტარი და ცეცხლგამძლე, მისი გამოყენება შეიძლება ინტერიერსა და ექსტერიერშიც. ასევე, „ოცნების სახლმა“ ბუნებრივი ქვების ბაზარზეც რევოლუციური გარდატეხა მოახდინა ფასების მხრივ. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში, ტაბიძის #4ა-ში მოვაწყეთ ევროპული დონის ბუნებრივი ქვების საბითუმო საწყობი, სადაც იყიდება როგორც დაუმუშავებული, ასევე დამუშავებული ფილები“, – აღნიშნავს რაულ გაბაიძე.

კომპანია საქართველოში კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტის შექმნას აპირებს. სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „ოცნების სახლი“ კედლის თერმული ბლოკების წარმოებას გეგმავს. კომპანიის მიზანია პროდუქცია ქართული რესურსით აწარმოოს, რაც ნაკლები დანახარჯებით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა. „თერმული ბლოკი ზამთარში სითბოს ინარჩუნებს შენობაში, ზაფხულში – სიგრილეს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. საქართველოში თუ ვაწარმოებთ, მინიმუმ 20 პროცენტით ნაკლები დანახარჯის გაწევა მოუწევს მის შესაძენად მომხმარებელს“, – ამბობს რაულ გაბაიძე.

„ოცნების სახლი“ „ბათუმელების“ მკითხველს გაზეთის (#13 ნომრის) პირველ გვერდზე განთავსებული კუპონის წარდგენის შემთხვევაში, 3-5 პროცენტამდე ფასდაკლებას სთავაზობს.

შპს “ოცნების“ მაღაზიები  შემდეგ მისამართებზე მდებარეობს:

სათაო ოფისი – ბათუმი, ტაბიძის 4ა; ტელ: 032 201 12

საცალო და საბითუმო საწყობი – ბათუმი, გაგარინის 32; ტელ: 577-21-00-45

საგამოფენო დარბაზი – ბათუმი, პუშკინის 27; ტელ:: 577-21-00-24

საგამოფენო დარბაზი – ბათუმი, აღმაშენებლის 58; მობ: 577-21-04-29

ელ.ფოსტა: info@otsneba.ge

ვებგვერდი: otsneba.ge

ვებგვერდი: otsneba.ge

გირავდება ერთ ოთახიანი ბინა

 

ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გირავდება ერთოთახიანი ბინა. ფასი: 7 ათასი დოლარი.

 

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85


მერიის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

 

„ორი წელზე მეტია აღნიშნულ სამსახურში ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურში რეორგანიზაცია მოხდა,  რის შედეგადაც  75 საშტატო ერთეულის ნაცვლად  შტატები 81-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ ჩემი ანუ  დირექტორის მოადგილის შტატი გაუქმდა“- აცხადებს ირაკლი მოდებაძე.

 

მისი აზრით,  სამსახურიდან მისი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკურია, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის “მიერ  გამართულ აქციაზეც იმყოფებოდა.

 

„ქალაქის მერი აგრძელებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას და ვაპირებ, რომ სასამართლოში გავაგრძელო ბრძოლა. გიორგი ერმაკოვმა ის დრო  გაიხსენოს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მანტია ეცვა.  სჯობს მიხედოს ქალაქს და თავი დაანებოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას“ – განაცხადა მოდებაძემ.

 

 

ირაკლი მოდებაძე

ქედის საკრებულოს წევრი სასამართლოში ჩივილს აპირებს

 

„ბიუროს სხდომებზე ჩვენი ინიციატივები  იბლოკება  და საკრებულოს სხდომაზე მათი გატანა არ ხორციელდება.  დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა ჩააგდეს, რომელიც  2012 წელს, ქედაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა.  ამ საკითხზე  მაშინ აჭარის სამთავრობო კომისიამაც იმსჯელა და  დაადგინა რომ 101 ოჯახზე კომპენსაცია უნდა გაცემულიყო, თუმცა  ორ წელზე მეტი გავიდა და მოსახლეობას ეს თანხა არ აუღია“- აცხადებს, ვაჟა ბოლქვაძე.

 

 ქედის საკრებულოს წევრის განცხადებით, კომპენსაციის  მთლიანი თანხა,  283 ათას ლარს შეადგენს.  

 

„კომპენსაციის თანხები ცენტრალური ხელისუფლებიდან უნდა გამოყოფილიყო, თუმცა   დღემდე არ არის პრობლემა მოგვარებული. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, სასამართლოში გაასაჩივროს დღევანდელი, 21 აპრილის ქედის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც ამ საკითხის დაბლოკვა ხელოვნურად მოხდა“- აცხადებს, ის.  

 

საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ამ საკითხის ჩაგდებით, ბიუროს სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი დაირღვა.  

 

ვაჟა ბოლქვაძე

იყიდება ერთოთახიანი ბინა იაფად

 

ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩის ბოლოში, პირველ სართულზე იყიდება ერთოთახიანი ბინა. ფასი: 16 ათასი დოლარი.


მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85


ვაკანსია გამოცდილი და ახალბედა მკერავებისთვის

 

მისამართი: ბათუმი, ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის 368

ტელეფონი: (0422) 22 88 60; 22 88 61; 22 88 62

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე: არ მახსოვს რამდენი მაქვს ხელფასი

 

 

ჯამბულ ხოზრევანიძე

 

 

ბატონო ჯამბულ, სააღდგომოდ ყველა საკრებულოში გაიცა პრემიები და თქვენ რამდენი აიღეთ?

 

საერთოდ, ამ თემით მანიპულირება არ არის კარგი. რაც ეკუთვნის და რაც არის კანონით განსაზღვრული, ისე მოიქცა ხულოს მუნიციალიტეტი. როგორ გინდათ, დავუბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქას, როცა ხელფასებს საერთოდ არ ვაძლევდით.


ჩვენ არ გვითქვამს რომ არ გეკუთვნოდათ, გკითხეთ რა თანხა გაეცით პრემიის სახით. 

შვიდი თვე გავიდა და ერთხელ არ მოგიკითხიათ ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენი საინტერესო პროექტი განხორციელდა.


თქვენ არ კითხულობთ „ბათუმელებს“? – ჩვენ ვაშუქებთ მუნიციპალიტეტების ამბებს.

ვკითხულობ, მაგრამ  რომელი პროექტი გააშუქეთ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ?


თქვენ რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ?

ჩვენ, როდესაც დავიწყეთ და ვაკეთებთ გასვლით სხდომებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველია, კონკრეტულ თემებში, საკრებულოებში გავდივართ და მოსახლეობას ვეკითხებით და ვისმენთ მათ პრობლემებს…


ეს ისედაც ხომ გევალებათ, როგორც საკრებულოს წევრებს?

შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება არის კანონით, გეგმით გათვალისწინებული. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი მიიღებს პრემიას იმიტომ, რომ ამას იმსახურებენ.


დავაზუსტოთ, პრემია გაიცა ხელფასის ოდენობით, თუ ნაკლები იყო?

არ მახსოვს.


თქვენი ხელფასი  ხომ გახსოვთ რამდენია. პრემიაც იმდენივე აიღეთ?

არ მახსოვს და რა გითხრათ. საერთოდ, ეს თემა არ არის ის თემა, რომელიც საინტერესოა ჩემთვის ან მოსახლეობისთვის.  


შეგიძლიათ მოგვიანებით დაგვიზუსტოთ თქვენი ხელფასის ოდენობა?

2 050 ლარია თუ არ ვცდები. პრემია არ მახსოვს. იმით რატომ არ დაინტერესდით, პირველი კვარტლის პრემია რომ არ ავიღეთ.


პირველი კვარტალი ახლა ხომ დასრულდა, რომელ პრემიაზე საუბრობთ?

კანონი განსაზღვრავს წელიწადში ოთხ პრემიას. ის, რაც სააღდგომოდ ავიღეთ არ იყო კვარტალური პრემია, სააღდგომო  პრემია სხვაა.  

 

ანუ, კვარტალურიც უნდა აგეღოთ და სააღდგომოც?

 

მარტო რომ ნეგატივს წერთ, იმისთვის რომ ეკონომიკა გამოსწორებულიყო და მეტი ფული წასულიყო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, ჩვენ შვიდის მაგივრად ბიუჯეტში მივიღეთ ოთხი პრემია.  მთა რომ არ დაიცალოს, უნდა წაახალისო ახალგაზრდები, მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. ჩემი თანამშრომლები ხუთას ლარს იღებენ და ეს არ არის ის ხელფასი, რომ მან არ აიღოს პრემია. სპეციალისტებსაც და სამმართველოს უფროსებსაც ორჯერ მეტი უნჯდა ჰქონდეთ, უბრალოდ, საშუალება არ არის მეტი.

 

როგორ მუშაობს ბათუმის მერის წარმომადგენელი აეროპორტის უბანში

7 აპრილს, სამშაბათს, ბათუმის მერიის აეროპორტის უბანში, ტერიტორიულ ორგანოში არც მერის წარმომადგენელი და არც მისი თანაშემწე არ იმყოფება. ერთ-ერთი ოთახის კარზე რწმუნებულის, მისი ორი თანაშემწის სახელი-გვარი და ტელეფონის ნომერია მითითებული. ოთახის კარი ღიაა, სადაც მხოლოდ რამდენიმე მაგიდა და სკამი დგას. რწმუნებული ტელეფონით გვეუბნება, რომ „უბანზეა გასული, მერის დავალებას ასრულებს“. დავალება – ტერიტორიული ორგანოს ფარგლებში კომერციული ობიექტების აღწერაა.

20 წუთში რწმუნებული სამსახურში ბრუნდება და „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხების გასაცემად მერიის პრესსამსახურთან შეთანხმებას ითხოვს. რწმუნებული ამბობს, რომ საუბრის პრობლემა არ აქვს, თუმცა საქმის კურსში უნდა იყოს სამსახურის უფროსი თეკლა ჩიჩუა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალოვანი უწყების თანამშრომლების გარდა, მსგავსი ღია აკრძალვა მედიასთან ურთიერთობაზე თითქმის აღარ გვხვდება. ბათუმის მერია გამონაკლისთა შორისაა.

თეკლა ჩიჩუა „ბათუმელებს“ ტელეფონით უხსნის, რომ რწმუნებულს ლაპარაკის უფლებას პრესსამსახური არ უზღუდავს. რომან დუმბაძე ჩაწერას თეკლასთან ზარის შემდეგაც არ თანხმდება, ის ტელეფონით თავად უკავშირდება, სავარაუდოდ, ქალაქის მერს, რის შემდეგაც ისევ უარზეა: რწმუნებულმა პირად საუბარში განმარტა, რომ ის მერის რწმუნებულია და არა მერიის. `თქვენს უფროსს მოეწონება, შეთანხმების გარეშე რომ გააკეთოთ კომენტარი?“ – კითხულობს ის. და ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან საამისოდ არაკომპეტენტურია.

აქვს თუ არა მერის რწმუნებულს უფლება, უპასუხოს ჟურნალისტის შეკითხვას? – კითხვას ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ 8 აპრილს სასტუმრო „რადისონში“, ერთ-ერთ, შეხვედრაზე უპასუხა:

„ნებისმიერ მოქალაქეს, რწმუნებული იქნება ეს თუ სხვა, აქვს უფლება ჩაეწეროს, მაგრამ თუ ის არ არის კომპეტენტური იმ საკითხებში, რომელსაც მას უსვამენ და სჭირდება კომპეტენტურ პირთან კონსულტაცია, რომ გაგცეთ ნორმალური პასუხი, რაშია აქ პრობლემა? – ამისთვის არსებობს პრესსამსახური და უნდა შეათანხმოთ. პრესსამსახური თუ გეუბნებათ, რომ ეს საკითხები გავლილია და არ არის პრობლემა, მაშინ რას ამბობს რწმუნებული, საუბარს მიკრძალავენო? ასე არ არის.“

არის თუ არა კომპეტენტური, რა მოვალეობა აქვს მერის რწმუნებულს? – ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი ( ამ პროცედურასაც კანონი არეგულირებს), შესაბამისად, მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობასაც მერი ახორციელებს. საკრებულოს დებულების მიხედვით, მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს მერიის სამსახურებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, ასევე მოსახლეობასთან ურთიერთობას; ორგანიზებას უწევს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეებისა და მერიის საჯარო მოხელეების მოსახლეობასთან შეხვედრებს; სწავლობს თავის უბანში არსებულ მდგომარეობას და ინფორმაციას აწვდის მერს, ვიცე-მერს… მას ევალება ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობა მერიის მუშაობაზე; მერის რწმუნებული თავის სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს მერიის, მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მოთხოვნებს კანონით დადგენილი წესით; ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების დავალებებს.

აეროპორტის უბანი ბათუმის მერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. ამ უბანში 2600 ოჯახი – 11 500 პირი ცხოვრობს. 

 „ბათუმელებმა“ მერის რწმუნებულთან ინტერვიუს ჩაწერის შეთანხმება პრესსამსახურისგან მეორე დღეს, 8 აპრილს მიიღო. იგივე აინტერესებდათ 8 აპრილსაც – ვარ თუ არა შეთანხმებული პრესსამსახურთან.

 რომან დუმბაძის თქმით, მისი სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება: „გასული დღის შედეგებს ვაჯამებთ. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. დღეში ოცამდე განცხადება შემოდის ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით. თანხას ძირითადად მედიკამენტების შესაძენად ითხოვენ. ასევე ითხოვენ შუამდგომლობას სამედიცინო ოპერაციის დასაფინანსებლად.“

აეროპორტის უბანში მატერიალური პრობლემების შემდეგ აქტუალური ინფრასტრუქტურული პრობლემებია: „სანიაღვრეები მოსაწესრიგებელია, რამდენიმე ქუჩა მოასფალტებას საჭიროებს. რიგ ადგილებში გარე განათების საკითხებიც დგას დღის წესრიგში. მაღლივი კორპუსებიდანაც მოდიან ეზოს ან წყლის პრობლემებით. შესაბამის სტრუქტურებს ვუკავშირდები და ვცდილობ, დავეხმარო მოსახლეობას“, – ამბობს რომან დუმბაძე.

რწმუნებულის თქმით, მის საქმეში ყველაზე დიდი სირთულე უნებართვო მშენებლობების კონტროლია: „თითქმის ყოველდღეა საჭირო შემოვლა, რომ არ გამოგეპაროს. პირველ ჯერზე ვცდილობთ გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ ვუკავშირდებით ზედამხედველობის სამსახურს.“

რწმუნებულის თქმით, მასთან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებიც ტერიტორიულ ორგანოს სასოფლო საბჭოს ეძახიან, ის კი გამგებელი ჰგონიათ და სთხოვენ მიწის დაკანონებას, კომლად გამოყოფას ან ელექტროენერგიის გადასახადის ვერგადახდის გამო დახმარებას: მათ ვაკვალიანებ, მერიას აქვს სარეზერვო ფონდი, მაგრამ ელექტროენერგიის გადახდას არ ითვალისწინებს.“

რომან დუმბაძე პროფესიით იურისტია, მერიაში დასაქმებამდე პოლიციელი იყო, თუმცა გვარწმუნებს, რომ სამსახურებრივად ასევე ყოფილ პოლიციელ გიორგი ერმაკოვთან შეხება არ ჰქონია: „მაშინ არც ვიცნობდი.“ კითხვაზე – შეასრულებდა თუ არა მერის დავალებას, თუ ის უკანონო იქნებოდა, რომან დუმბაძე პასუხობს, რომ – არა. ის მიიჩნევს, რომ მსგავს დავალებას გიორგი ერმაკოვისგან არასდროს მიიღებს.

რომან დუმბაძეს საკუთარი მანქანა არ აქვს და არც სახელმწიფო მანქანა ემსახურება. ხანდახან მანქანას თანაშემწისგან თხოულობს. რწმუნებულის ხელფასი დარიცხვით 1200 ლარია, ხოლო თანაშემწის ხელფასი – 800 ლარი.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული – აცერი და დაიცავი

 

ამასთან, შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით. 2000-2013 წლების პერიოდში მსოფლიოში ვაქცინაციის შედეგად წითელათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 75 %-ით, 544 200-დან 145 700-მდე.

 

კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა.

 

კვირეულს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით. 20 აპრილს განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან. 21 აპრილს შედგება შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში; 22 აპრილს – ქედის მუნიციპალიტეტიში 23 აპრილს – ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

ასევე კვირეულის ფარგლებში იგეგმება შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების წითელა,წითურა,ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!  აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!

 

 

თამარ ამაშუკელი: ინვესტიციამ არ უნდა გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა

 

თამარ ამაშუკელი
თამარ ამაშუკელი

ქალბატონო თამარ, გასულ კვირას მედიაში გავრცელდა პროექტი, რომელიც შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე განხორციელდეს, ევროპის მოედანზე. თქვენი აზრით, რას დაკარგავს ბათუმი მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში?

 

ბათუმი დაკარგავს კიდევ ერთ ღირებულ შენობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სახეცვლილია, მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობით და ინარჩუნებს იმ მასშტაბს, რომელიც ახასიათებდა ამ მოედანს. ეს ყველაფერი მოჰყვა ფოსტის შენობაზე განხორციელებულ ქმედებებს. თავიდანვე ვამბობდით, რომ ფოსტის შენობის ცვლილება არ იქნებოდა ერთადერთი, რადგან თუ ეს პროცესი დაიწყო, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.  

 

ფოსტის შენობის ცვლილება წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა, დღეს ვინც ხელისუფლებაშია, მათგან ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს და კულტურული მემკვიდრეობის ასეთ „განვითარებას“, მე იმედი მქონდა, რომ ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდებოდა, სამწუხაროდ ასე არ ხდება. თუ ფოსტის შემდეგ იგივე მოხდება ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზეც, ალბათ ეს იქნება განგრძობადი პროცესი, რომელიც შეიწირავს ძალიან ბევრ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და რაც მთავარია, შეიწირავს იმ მასშტაბს, რომელიც ქალაქს ჰქონდა და რომელიც დიდწილად ისედაც დაზიანდა.

 

რატომ არის მიუღებელი ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე ან მის უკან მრავალსართულიანი პროექტის განხორციელება?  

 

კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ არეგულირებს, თუ რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე. ისტორიულ ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ძეგლის მასშტაბის ცვლილებაც კი, თუ ის არ არღვევს ძეგლის მთლიანობას და ღირებულებას. სამწუხაროდ კანონში არსებული ჩანაწერები ძალიან ბუნდოვანია, იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, რაც ხშირად ხდება კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მიზეზი. ყოფილი აფთიაქის შენობაზე წარმოდგენილი პროექტის შესახებ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ქმედება, რომელიც კანონშია გაწერილი და რომელიც შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, არ გულისხმობს მსგავს პროცესს.  

 

მეორე, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ასეთი მასშტაბის ცვლილებები საერთოდ აკრძალულია ისტორიული ძეგლების არეალებში. ტერიტორია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი, უნდა იყოს დაცული და ამ ზონებში შენარჩუნებული უნდა იყოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილი, მასშტაბი და არქიტექტურული იერი. ამას კანონი არეგულირებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენობების აღმართვა, რომელიც თავისი ფორმითა თუ სიმაღლით დისონირებს ისტორიულ განაშენიანებასთან,  სასტიკად აკრძალულია.  

 

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის პროექტი, რომელიც მედიაში გავრცელდა, განაშენიანების ფორმებსაც არღვევს და კულტურული მემკვიდრეობის შენობასაც აზიანებს. ფასადი გინდა ყოფილა, გინდა – არა, რაც რჩება, იმას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მსგავსი პროექტის განხორციელების  ერთადერთი გზა ის არის, რომ მოხსნან ძეგლის სტატუსი, თუმცა სტატუსის მოხსნისთვის არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს, რადგან სახეცვლის მიუხედავად ძეგლს აქვს ისტორიული და კულტურული ღირებულება.  მსგავსი პროექტის განხორციელებით, ობიექტი სრულად დაკარგავს ღირებულებას, რაც ავტომატურად ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება კი ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და იმედია ამაზე ვინმე ოდესმე პასუხს აგებს.

 

მეორე მხრივ, არის ინვესტორის ინტერესები, შენატანები ბიუჯეტში, რაც აისახება მოსახლეობაზეც, რაზეც მიუთითებს მთავრობა…

 

გასაგებია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა ობიექტის რესტავრირება, მაგრამ მან აუცილებლად უნდა შექმნას რეგლამენტი, რომ ინვესტიციამ არ გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა. ინვესტიცია და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არ არის ერთმანეთისგან დაშორებული ცნება, ეს პროცესი მთელმა მსოფლიომ გაიარა და ძალიან კარგად ახერხებენ ისტორიულ ქალაქებში ამ ორი რამის შეჯერებას, ისე, რომ ინვესტორებიც კმაყოფილნი არიან, არ ზიანდება კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქიც კმაყოფილია და ტურისტებიც. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს და მოხელეებს ამ გზის ეშინიათ, რადგან ეს უფრო რთული გზაა, მეტ გააზრებას ითხოვს, რეგლამენტის შემუშავებას, წახალისების ფორმებს, ამიტომ მარტივი გზა აქვთ მოძებნილი, გზა რომელსაც ინვესტიციებს შეწირული ურბანული მემკვიდრეობა ჰქვია.

 

როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ადამიანებმა ოჯახიდან  ძვირფასი  ნივთების გატანა და გაყიდვა დაიწყეს მშრალ ხიდზე, ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს ახლა ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ბიუჯეტის შესავსებად გამოაქვს კულტურული მემკვიდრეობა და ყიდის, სწირავს ჩვენს უმნიშვნელოვანეს და რაც მთავარია არაგანახლებად რესურს, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.

 

დაუშვებელია ფულად ერთეულში გადავიყვანოთ კულტურული მემკვიდრეობა, ის ხომ შეუფასებელია, მასზე დგას ერის, ნაციის თვითმყოფადობა, მისი კულტურა, ისტორია და იდენტობა. სახელმწიფომ ისე უნდა მოახერხოს ბიუჯეტის შევსება და ინვესტიციის მოზიდვა, რომ ამით არ დაზარალდეს ჩვენი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა.

 

ამბობენ, რომ წარდგენილი პროექტი შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რაც შენობის არსებული ფორმით შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის. თქვენთვის სხვა პროექტიც მიუღებელი იქნება? 

 

თავიდანვე, როცა დებდნენ ამ ხელშეკრულებას, უნდა ეფიქრათ, რომ ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არ იქნა ძეგლი დანგრეული. ერთად ეს ორი რამ  არ გამოვა, სივრცე არ არის საკმარისი. მე მაქვს შეკითხვა – თუ იცის ინვესტორმა, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რომ ძელზე განსახორციელებელი ყველა ქმედება რეგულირდება კანონით?! 2005 წლამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა არ იყო დაშვებული, შემდეგ ეს დაუშვეს, და ეს სწორიც იყო, რა თქმა უნდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში მას უნდა მიჰყვეს სახელმწიფოსა და ახალ მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულება, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ვალდებულებები და შეზღუდვები.  სახელმწიფო უნდა ჰქმნიდეს ჩარჩოს, რეგლამენტს, პირობებს, რომელსაც შემდეგ მოერგებიან ინვესტორები და არა პირიქით. სამწუხაროდ ჩვენში ინვესტორები ქმნიან კანონებს, რომელიც ხშირად არ არის ქალაქისა და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული.

 

გასულ კვირას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა მირანდა ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველა შემოთავაზებული ვერსია უნდა გახდეს პირველ რიგში პროფესიული და ასევე საზოგადოების განსჯის საგანი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენ ხელოვნებათმცოდნე ხართ და წლებია სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობთ. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ამ საკითხზე სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობა? 

 

 

ხელოვნებათმცოდნეებისგან, არქიტექტორებისა და იმ სპეციალისტებისგან, ვისაც კარგად ესმის დღეს ქალაქი ბათუმი და ვისი პროფესიონალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია მსგავს პროექტზე მოვისმინო დადებითი შეფასება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ კი, შესაძლებელია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა. არავინ არ არის სახელმწიფოს მტერი, არავინ არ იბრძვის საკუთარი თავისთვის, მთავარია ქალაქმა, სახელმწიფომ საუკეთესო გამოსავალი იპოვოს ამ სიტუაციიდან, რომ არ დაზარალდეს არც სახელმწიფო, არც კულტურული მემკვიდრეობა და არც ინვესტორი,

 

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ქალაქის მცხოვრებლების აზრი. ეს თქვენი ქალაქია პირველ რიგში, თქვენ, ბათუმელებმა უნდა  განსაზღვროთ, რა არის თქვენი კულტურული მემკვიდრეობა, რა არის თქვენთვის ბათუმი, რის დაკარგვას არ შეეგუებით.… თუ ბათუმელებმა ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ ეს პროცესი ანგრევს ქალაქს და ეს აღარ არის ის ბათუმი, სადაც გავიზარდეთ, სადაც გვინდა, რომ ვიცხოვროთ და ჩვენი შთამომავლობა დარჩეს, ნამდვილად მოუწევს მთავრობას ამისათვის ანგარიშის გაწევა, რადგან მათ ყველა პროფესიონალის იგნორი შეუძლიათ, მაგრამ ისინი თვალს ვერ დახუჭავენ მოსახლეობის აზრზე. ყველგან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის აზრს ასეთი საკითხების გადაწყვეტისას, რადგან კულტურული მემკვიდრეობა პირველ რიგში არის ის, რაც იქაური თემისთვის, იქ მცხოვრებისთვის არის ღირებული.


ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ევროპის მოედანზე
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ევროპის მოედანზე

ყოფილ პატიმარ ქალებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

 

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო გამოკვლევები სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში გაიმართება.

 

 ყოფილ პატიმარ ქალებს ჩაუტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა და გაეწევა უფასო კონსულტაცია. კონსულტაციის შედეგად, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ შეიძენს და გადასცემს ყოფილ პატიმარ ქალებს.

 

აქცია იმართება ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ’’ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების მხარდაჭერა’’ – ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის ნოემბრიდან ’’ევროკავშირის’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას – იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.

 

 

ბათუმის სამშობიარო სახლი

ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს

 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დაყაჩაღებულია ჩინური კომპანიის მუშები.   „ზარალის ოდენობას გამოძიება დაადგენს“.   

 

ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი II სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

ავტობანი

 

42 წელი კორტებზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარტინ ხუმარიანი

ჩოგბურთის კორტებზე სიცხეა. ერთმანეთის გვერდი-გვერდ ოთხი საჩოგბურთო კორტია, ერთს – სათამაშოდ ამზადებენ, დანარჩენ სამ კორტზე ბავშვები თამაშობენ. კორტებიდან ერთი  სავარჯიშო კორტი დანარჩენი სამი მოედნისგან დაბლა მდებარეობს. აქ 14-15 წლის ბავშვები ვარჯიშობენ. მარტინ ხუმარიანი მათთან მიდის და თამაშის დროს რჩევებს აძლევს. მერე უკან ტრიალდება და 9-10 წლის ბავშვების თამაშს ადევნებენ თვალს. ბავშვები ხალისით თამაშობენ და მოგებულ ქულებს ხმამაღლა ითვლიან. მარტინ ხუმარიანი მათი მწვრთნელია. ახლა ის შიდა ტურნირს ატარებს ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში: 2000-2001; 2002-2003; 2004-2005; 2006-2007; 2008-2009 წლებში დაბადებულებს შორის. მასში 88 ბავშვი მონაწილეობს. მწვრთნელი ამბობს, რომ მათგან აჭარის ნაკრები გუნდი უნდა შეარჩიოს.

მარტინ ხუმარიანის დაბადების თარიღი ოფიციალურ დოკუმენტებში 8 აპრილია, თუმცა, როგორც თვითონ გვეუბნება, ის 70 წლის წინ 8 მარტს ბათუმში, ბონის სამშობიარო სახლში დაბადებულა და პირადობის მოწმობა ერთი თვის დაგვიანებით შეუდგენიათ. მან სამწვრთნელო საქმიანობა ერევანში ფიზკულტურის ინსტიტუტში ისწავლა. ბავშვობა ბათუმში გაატარა, აქვე დაამთავრა #12 საშუალო სკოლაც. „ბულვარის კორტებზე ვვარჯიშობდი. ასე გავატარე ბავშვობა“, – გვეუბნება ის.

სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. სამწვრთნელო საქმიანობა 1973 წლიდან დაიწყო, როცა ერევანში ჩოგბურთის მიმართულებით ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა. „ადრე ფიზკულტურის ინსტიტუტები იყო. სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გავხვდი მასწავლებელი და ჩოგბურთის, მინდვრის ჰოკეის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. რვა წლის მანძილზე მოვამზადე მწვრთნელების ორი ნაკადი. ზოგი მათგანი ახლა ამერიკაშია, ზოგიერთი _ ერევანში, ზოგიერთიც – თბილისში“.

მარტინ ხუმარიანი 1983 წელს ბათუმში დაბრუნდა და კლუბ „სპარტაკში“ დაიწყო მწვრთნელად მუშაობა, ვლადიმერ ასათიანის გვერდით. 40-წლიანი საქმინაობიდან

ყველაზე წარმატებულ პერიოდად ის 1986-1990 წლებს მიიჩნევს. „ამ დროს კარგი შედეგები გვქონდა, როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებშიც. ხშირად დავდიოდით შეჯიბრებაზე საქართველოს ფარგლებში, ყოველ წელიწადს რუსეთში – ნიჟნინოვგოროდში (ქალაქი დასავლეთ რუსეთში. 1932-1990 წლებში ქალაქს ეწოდებოდა გორკი, რუსი მწერლის პატივსაცემად) გვქონდა კარგი შედეგები. გვყავდა კარგი ჩოგბურთელები – ზვიად ხარაზი, ზვიად მურვანიძე, ირაკლი დარცმელიძე, დები – ნონა და რუსუდან მოწყობილები, 12 წლამდელებს შორის თათა ახობაძე, 14 წლამდელებში – მაგდა კვაჭაძე, ანა ლიპარტია, რომელიც საქართველოში რეიტინგით მე-3, მე-4 იყო. ძალიან კარგი ჩოგბურთელი გვყავდა

ირაკლი ჟორდანია. მას რამდენჯერმე აქვს პირველი ადგილი მოპოვებული გორკის ტურნირზე. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ორი-სამი წელი არაფერს ვაკეთებდით.

ქაოსი იყო. არავის სჭირდებოდა ჩოგბურთი“, – გვიყვება მარტინ ხუმარიანი.

70 წლის მარტინ ხუმარიანი ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში ახლა მთავარი მწვრთნელია. ის აქ ორი წლის წინ კომპლექსის გახსნიდან – 2013 წლის 1 მარტიდან მუშაობს. ბაზაზე კიდევ ხუთი მწვრთნელია, ისინი კომპლექსში რეგისტრირებულ დაახლოებით 160 ბავშვს ავარჯიშებენ. მათგან ავეტიკ ხუმროიანისა და ირაკლი ჟორდანიას პირადი მწვრთნელი მარტინი იყო. ირაკლი და ავეტიკა წამყვანი მწვრთნელები არიან საჩოგბურთო კომპლექსში. მარტინ ხუმარიანი ამბობს, რომ ასევე კარგი პერიოდი იყო ჩოგბურთში 1997-2014 წლები, როცა დაიწყო ტურნირი „ლედის ოუფენი“. „ახლაც ტარდება ლედის ოუფენი, მაგრამ მაშინ ბევრი მონაწილეობდა ამ ტურნირში. პირველად „ლედის ოუფენი“ 1997 წელს ჩავატარეთ, რომლის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი იყო, მომდევნო წლებში საპრიზო ფონდი გაიზარდა და 1998 წელს 25 000 ლარს, 1999 წელს – 50 000-ს, ხოლო 2002 წელს – 75 000 ლარს შეადგენდა. მერე გაძვირდა ჩოგბურთის სწავლა და ბავშვებიც წავიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩოგბურთი კარგია ჯანმრთელობისთვის, ავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს შორის. ჩოგბურთის თამაშის გადრა ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, ქცევას ქუჩაში, ეზოში, სახლში. ყველა მათგანი, ვისაც ვასწავლიდი, კარგი პროფესიონალი გახდა არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ სხვა მიმართულებითაც – ზოგიერთი კარგი ჟურნალისტია, ზოგიერთი – აკადემიკოსი.

       “ ჩემი ცხოვრება ბავშვებთან გავატარე, ათასობით

              ბავშვს ვასწავლე. ჩემთვის მთავარი შედეგი ისაა,

              რომ ვასწავლიდი ბავშვებს და ისინი დროს ქუჩაში

              ტყუილად არ კარგავდნენ. ვისურვებდი, რომ

              ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაკავდნენ

             ჩოგბურთით, და არ ჰქონდეთ სათქმელი: „მინდა

             ვივარჯიშო, მაგრამ საშუალება არ მაქვს“.

მარტინ ხუმარიანს შედგენილიაქვს 2015 წლის საჩოგბურთო ღონისძიებათა კალენდარი – ბათუმის ჩოგბურთის კომპლექსის აღსაზრდელები წელს, შიდა ტურნირის გარდა, კიდევ რვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. უახლოესი ტურნირი – აჭარის ღია პირველობა თვის ბოლოს (27აპრილი – 3 მაისი) ჩატარდება, მას მოჰყვება თეიმურაზ კაკულიას სახელობის ტურნირი (25-31 მაისი, თბილისი,), საერთაშორისო გუნდური ტურნირი (10-14 მაისი, ბათუმი), 2014-2015 სასწავლო წლის შემაჯამებელი ტურნირი (ივნისი), ნიაზ ჟორდანიას და ვლადიმერ ასათიანის მემორიალი (6-12 ივლისი, ბათუმი), ვანო ელარდაშვილის ხსოვნის მემორიალი (ნოემბერი, თბილისი), „ოქროს შემოდგომა“ (28 სექტემბერი-4 ოქტომბერი), ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის საახალწლო ტურნირი (დეკემბერი).

წაბლანასა და ნაღვარევში სპორტული მოედნები აშენდება

პროექტი

სოფელ ნაღვარევში მინი სპორტული მოედნის მოსაწყობად შუახევის მინიციაპლიტეტის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 34 950 ლარზე, ხოლო სოფელ წაბლანაში 35 000 ლარზე გამოაცხადა.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით ორივე სოფელში სტადიონი შპს „arq – პროექტის“ მიერ შემუშავებული პროექტით უნდა მოეწყოს, ლითონის კონსტრუქციით შემოისაზღვროს და კალათბურთისა და ფეხბურთის კარები განთავსდეს.

სპორტული მოედნების მოსაწყობად გამოცხადებული ელეტრონული ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოედანი სოფელ ნაღვარევში, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმაბლობაში, წაბლანაში კი 65 დღის განმავლობაში უნდა მოაწყოს.

სტადიონების მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 69 950 ლარი გამოყო.

ძიძის ვაკანსია კომფორტულ პირობებში სამუშაოდ

 

 

ძირითადი მოვალეობები:

1. ბავშვის სრულყოფილი მოვლა;

2. ბავშვის მოვლის გრაფიკის დაცვა;

3. ბავშვისთვის საჭმლის

მომზადება და მისი გამოკვება;

4. ბავშვის საკვები ჭურჭლის რეცხვა, სტერილიზაცია;

5. საბავშვო სამზარეულოს თავისებურებების ცოდნა;

6. ყოველდღიური გასეირნება;

7. ჰიგიენური პროცედურები (ტანსაცმლის, პამპერსის გამოცვლა, დაბანა და ასე შემდეგ);

8. ბავშვის სათამაშოებისა და საბავშვო ეტლის სუფთა და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება;

9. პედიატრის, მასაჟისტისა და სხვათა რეკომენდაციების, დანიშნულების დაცვა. პირველი დახმარების აღმოჩენა, მარტივი სამედიცინო პროცედურების ჩატარება;

10 საგანმანათლებლო საქმიანობა და თამაში ბავშვთან ერთად.


მოთხოვნები: რუსული ენის კარგი ცოდნა, მავნე ჩვევების არქონა,  აკურატულობა, პასუხისმგებლიანობა, პატიოსნება, მოწესრიგებულობა.


გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ: პასპორტი, დიპლომი, სამედიცინო ცნობა და თუ გაქვთ შრომის წიგნაკი.


გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: vacancykobuleti2015@yahoo.com;

მობილური: 593 959129

ბათუმის მერიისგან ბინას 4091 მოქალაქე ითხოვს

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით: „2014-2015 წლის განვლილ პერიოდში მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შემოსული და განხილული იქნა 2027 მოქალაქის განცხადება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე“. ამასთან, „ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ხორციელდება განცხადებების აღრიცხვიანობა თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ, 2011 წლიდან დღემდე [2015 წლის 27 მარტამდე] შემოსულია სულ 2064 განცხადება. აქედან თანაქალაქელებისათვის სტანდარტული საცხოვრისის – იაფი სახლის [ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის [ეტაპობრივად გადახდის] უფლებით] პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რაოდენობა 216-ია“

 

არის თუ არა მერიაში მონაცემები (სტატისტიკა) იმ ოჯახებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები? და რას ჰპირდება მერია ასეთ ოჯახებს? – ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელები“ მერიისგან ადრეც ითხოვდა, თუმცა ვერ მიიღო. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიც მერიამ წერილის – „მთავრობის დაკეტილი ბინები“ გამოქვეყნების შემდეგ მოგვაწოდა. წერილში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ბათუმის მერიას მის საკუთრებაში არსებული 51 ბინა დაკეტილი აქვს;  აჭარის ტერიტორიაზე კი 65 საცხოვრებელი ფართობი რეგიონის მთავრობის ბალანსზეც ირიცხება.

 

ბათუმის მერია

Exit mobile version