დიოდური გარეგანათება ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე

მერიის ვებგვერდის ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც უნდა დამონტაჟდეს 160 გარე განათების ბოძი, რომლებზეც დიოდური სანათები განთავსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აჭარგანათება“ ასრულებს, სამუშაოების ღირებულება 330 ათასი ლარია.

ბარცხანის დასახლებაში მინიმოედანი აშენდება

 

ბარცხანაში ასაშენებელი მინი-საფეხბურთო მოედნის პროექტი

 

 შემსყიდველმა სპორტული მინი-მოედნის მოწყობის სამუშაოები ბათუმის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმვალობაში უნდა შეასრულოს.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობაში გამოყენებული ყველა მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. სამუშაოების შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოედნის ხელოვნური საფარი შემდეგ მონაცემებს უნდა შეესაბამებოდეს:

 

  • · ბუსუსების სიმაღლე – მინ. 25 მმ;
  • · გაკერვა – 3/8;
  • · ყულფის რაოდენობა – 16 (10) სმ;
  • · ბუსუსების სიმკრივე – 17850 ყულფი/კვმ;
  • · ბუსუსების წონა – 1200 გრ/კვმ (+ – % 5);
  • · მთლიანი წონა – 2290 გრ/კვმ;
  • · საფუძველი – ბეტონი;
  • · რულონის სიგანე – 410 სმ (+ – % 2);
  • · გამძლე ძაფი – მონოფილამენტი;
  • · ბუსუსების გამძლეობა – % 8600-9500;
  • · ბუსუსების ჭრილი – 12 მმ, 100 მიკრონი.

 

რატომ შეირჩა ხელოვნური საფარისთვის კონკრეტულად ეს მონაცემები? ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები უკეთესი ხარისხისაა და შეესაბამება „ფიფას“ სტანდარტებს.


ტენდერში მონაწილე კომპანიას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2012, 2013, 2014) და 2015 წლის 1 მაისამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სპორტული მოედნების მშენებლობის ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები – საერთო ღირებულებით არანაკლებ 150 000 ლარისა.

 

ტენდერში წინადადების წარდგენა 13 მაისს იწყება და 18 მაისს მთავრდება.

 

 

 

ბათუმის ბულვარში მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა

 

ღონისძიებაზე რექტორის თაოსნობით სასწავლებლის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და მეზღვაურებმა დარგეს ხეები აღნიშნულ ტერიტორიაზე.  


 

100-ლარიანი ჯარიმა დეპუტატისთვის კვერცხის სროლის გამო

„166 მუხლი მომცეს, 100-ლარიანი ჯარიმა. სასამართლო პროცესზე მხოლოდ მე ვიყავი“ – აღნიშნა გიორგი თუშმალიშვილმა „ბათუმელებთან“.

 

დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ესროლეს. გიორგი თუშმალიშვილი და ინციდენტის მონაწილე გუჯა აგირბა, მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.


 

14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფოტო ბათუმელების არქივიდან
14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფოტო ბათუმელების არქივიდან


 

ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის შუალედური შედეგები:

 

თეორიული ნაწილი (პრეზენტაცია): ბენეფიციართა პრობლემები, გაწეული დახმარება, შედეგები, სტატისტიკა;

 

ფოტოგამოფენა, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებს და შედეგებს ასახავს;

 

პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ’’საოჯახო საწარმოების’’ ნაწარმის ნიმუშების გამოფენა (მაგალითად, პური, ბოსტნეული, თევზი, წიწილი, ქატო, რძის ნაწარმი, ფუნთუშები და ა.შ.);

 

პრეზენტაციაზე აუქციონის ფორმით მოეწყობა ყოფილი პატიმრების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გასაყიდად გამოტანილი იქნება 150-მდე ნამუშევარი (ხატები, ქისები, სამაჯურები, ქამრები, თმისამაგრები და სხვადასხვა სუვენირი). ღირებულება: 3 ლარიდან – 500 ლარამდე.

 

 

 

“დაგვიბრუნეთ მიწა” – გონიოელების მორიგი აქცია მთავრობის სახლთან

 

„მერამდენე აქციაა და ვიბრძვით ჩვენი საკუთრების დასაბრუნებლად. ხელისუფლება ისეც არ გვაქცევს ყურადღებას. ერთხელ გამოვიდა არჩილ ხაბაძე გონიოში, მოიხადეს ვალი და წამოვიდნენ. ის რაც მაშინ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, ჩვენთვის მიუღებელია“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამირან მიქელაძე.

გინიოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია

მისი თქმით, გონიოს მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განვითარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის საარსებო წყარო უფრო მნიშვნელოვანია:

„ბოსელის დადგმას არც ჩვენ ვაპირებთ იმ მიწაზე. მიწა იმისთვის გვინდა, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და ოჯახი ვარჩინოთ. ზურგზე ტყავი გადამძვრა თურქეთში მუშაობით, მე მინდა აქ  მქონდეს შესაძლებლობა, რომ თავი ვირჩინო“.

მიწის უკან დაბრუნებას მოითხოვს გონიოელი  ჟუჟუნა სურმანიძეც.

„მქონდა მიწა გაფორმებული, წამართვეს და ახლა ვითხოვ დავრუნებას. არჩილ ხაბაძე შეგვხვდა, მაგრამ მისი შემოთავაზება არარეალურია. 500 მეტრო მიწა არ გვაწყობს, ისიც სადღაც მაღლობზე“.

ჟუჟუნა სურმანიძე ამბობს, რომ  მიწა, რომელსაც თვითონ ამუშავებდა გონიოს ციხესთან, რამდენიმე მეტრშია:

„იქ მოვკვდები და ჩემს მიწას არ დავთმობ. მე არ ვამბობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან  მომცენ მიწა, მისგან შვიდი მეტრი უნდა იყოს დაშორება, როგორც ვიცი და ამ შვიდ მეტრს დავთმობთ“.

„ეგ მიწები ჩვენი იყო და იქნება“- ამბობს  ფატი  მიქელაძე.  თანასოფლელების მსგავსად მთავრობის წინადადება მისთვის მიუღებელია: „გზებს შემოვიყვანთ და განათებას გაგიკეთებთო, გვეუბნებიან, მაგრამ  არ გვინდა.  ეკალ-ბარდები მიწად ვაქციეთ და ახლა არ ვაპირებთ დავთმოთ. 2 500 მეტრი მიწა მქონდა  და მოვითხოვ დამიბრუნონ“. 

 

პრემიების პოლიტიკა აჭარაში

 

მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა

 გასულ კვირას საჯარო გახდა ინფორმაცია 2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ. რა ტენდენცია იკვეთება გასულ წელთან შედარებით? პრემიების გაცემის პრაქტიკა უცვლელია, შემცირდა თუ პირიქით, გაიზარდა?

 

 პრემიების გაცემის პრაქტიკა უცვლელია, მაგრამ მაგალითად, ბათუმის საკრებულოს შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით გაცემული თანხის რაოდენობა შემცირებულია: 2012 წელს გაიცა დაახლოებით 380 ათასი ლარი პრემიის სახით, 2013 წელს – დაახლოებით 514 ათასი და 2014 წელს – 214 315 ლარი. თითქმის ორჯერ არის შემცირებული 2014 წელს გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, რაც დადებითი ტენდენციაა. ჩვენი მთავარი შენიშვნა ბათუმის საკრებულოსთან არის ის, რომ პრემიები ისევ ყოველთვიურად გაიცემა. მეტიც, 2014 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, ყველა თვეში საკრებულოს ყველა თანამდებობის პირს საშუალოდ 1000-1100 ლარი აქვს პრემიის სახით, დეკემბერში კი, ეს თანხა იყო სამმაგი ოდენობის. მაგალითად, ირაკლი ჭეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თუ ნოემბერში აიღო 1375 ლარი პრემია, დეკემბერში ეს თანხა 4125 ლარი იყო. 1015 ლარის ოდენობის ყოველთვიური პრემია აიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, დეკემბერში მისი პრემია კი, 3075 ლარი იყო. თენგიზ აფხაზავამ, ლევან კინწურაშვილმა და ლაშა სირაბიძემ 675 ლარი აიღეს ყოველთვიური პრემია, დეკემბერში კი, თითოეულმა წინა თვეში აღებული თანხის 2025 ლარი აიღო. ამ ოდენობის პრემიის გაცემა ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია. 

 

საერთო ჯამში, ბათუმის საკრებულოში ტენდენცია მაინც კლებისკენაა, მაგრამ სხვა სიტუაციაა ბათუმის მერიაში. მაგალითად, 2012 წელს 2 მილიონ-ნახევარი იყო გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის, 2013 წელს – 2 მილიონ 800 ათასი ლარი, 2014 წელს – 3 მილიონ 75 ათასი ლარი. 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ბათუმის მერის, ვიცე-მერისა და მერის ორი მოადგილის მიერ ჯამში აღებული თანხა სახელფასო სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, შეადგენს დაახლოებით 104 000 ლარს. 2015 წელს სიტუაცია შეიცვალა, მაგალითად, 2014 წელს ბათუმის მერმა 16 435 ლარი მიიღო პრემიის სახით, 2945 ლარი კი – დანამატის სახით. 2015 წელს მერს, იანვრიდან მარტის ჩათვლით, პრემია და დანამატი არ აუღია, რაც მისასალმებელია. თუმცა დანამატები მისმა მოადგილეებმა აიღეს.
ზოგადად, ხაზგასასმელია ბათუმის მუნიციპალიტეტში შრომითი ანაზღაურების ოდენობის კლება – 2013 წლის ბიუჯეტში ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის ამ მიზნით 8 221 500 ლარი იყო გამოყოფილი, 2014 წელს _ 8 700 000, წელს კი, საკრებულოსა და მერიაში გაწეული შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან 6 424 000 ლარია გამოყოფილი. მიუხედავად ამ კლებისა, საკრებულოს ამავე მიზნობრიობის ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება – 2013 წელს იყო 1 254 400 ლარი, 2014 წელს – 1 280 000, ხოლო წელს – 1 400 000 ლარი. ბიუჯეტში ბათუმის მუნიციპალიტეტის შრომის ანაზღაურების მოცულობის კლება მერიის ხარჯზე მოხდა –  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ 2013 წელს ამ მიმართულებით 6 967 100 ლარი დახარჯა, 2014 წელს – 7 420 000 ლარი, წელს კი, ჯამში, 5 024 000 ლარს დახარჯავს.

 

 კანონის თანახმად საჯარო დაწესებულებებში პრემია უნდა გაიცეს შესრულებული სამუშაოს შეფასების ან დასაბუთების საფუძველზე. რით არის დასაბუთებული პრემიების მიზანშეწონილობა ამ შემთხვევაში?

 

პრემიებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ხშირად გვესმის და გარკვეული ღონისძიებები ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაატარა კიდეც 2014 წელს, როცა დაადგინა, თუ რა სიხშირით და რაოდენობით შეიძლებოდა გაცემულიყო პრემია აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში. ეს დოკუმენტი სავალდებულო ხასიათისაა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისთვის, მაგრამ თვითმმართველობებისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ზუსტი კრიტერიუმები, მაგალითად, რა მოცულობის სამუშაო იქნა გაწეული, რამდენი საათი დაჰყო საჯარო მოხელემ თუ თანამდებობის პირმა სამსახურში, რა კონკრეტული საქმე გააკეთა, კონკრეტული საქმე დროზე ადრე გააკეთა, ან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო მის მიერ შესრულებულმა სამუშაომ, – აი, ეს არგუმენტაცია არ ჩანს არც ერთ დოკუმენტში. სასურველია, თუ სისტემა უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება და საჯარო სამსახურში ცოტათი მაინც დაინერგება ჯანსაღი კონკურენციის ელემენტები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მეტი სამუშაოს გაწევისთვის მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, დანამატის ან პრემიის სახით, შეიძლება ასეთი მიდგომით შესრულებული სამუშაოს ხარისხმაც მოიმატოს.

 

სხვა საკითხია განსხვავება თანამდებობის პირებისა და დანარჩენი საჯარო მოხელეების პრემიებს შორის. 2015 წლის პირველ კვარტალში 12 თანამდებობის პირს საკრებულოში მეტი აქვს აღებული პრემიის სახით, დაახლოებით 36 ათასი ლარი, ვიდრე 38 ადამიანს ჯამში. გვესმის, რომ თანამდებობის პირებს მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათ მიერ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი გამოიწვიოს, მაგრამ თუ გვინდა განვითარებაზე, კარიერულ წინსვლასა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული საჯარო სამსახური მივიღოთ, მიდგომები უნდა შევცვალოთ – ერთი პირისთვის 1000-ლარიანი პრემია და მეორესთვის – 200-ლარიანი, ეს თანასწორი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ასეთივე მდგომარეობაა აჭარის მთავრობაში, სადაც მინისტრების მოადგილეებს, მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასის 75-პროცენტიანი, სპეციალისტებს კი, 40-პროცენტიანი დანამატები აქვთ. ჩვენი აზრით ეს არასწორია.

 

თუმცა პრემიის გაცემისას გასათვალისწინებელია ხელფასის ოდენობაც, რადგან ხელფასთან შეფარდებით გაიცემა პრემია…

 

 ფინანსურ წახალისებაზე საუბრისას საინტერესოა ასეთი პრაქტიკის ხაზგასმაც: როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროში არის შემდეგი მიდგომა: მინისტრის მოადგილეები იღებენ გაცილებით ნაკლები პროცენტის დანამატს ხელფასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რანგის სახელმწიფო მოსამსახურეები ამავე სამინისტროში. თანამშრომლებისთვის არის სხვა რანჟირება და ისინი საკუთარი ხელფასის გაცილებით მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს იღებენ დანამატის სახით, ვიდრე მინისტრის მოადგილეები. თავად ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტია, მას როგორი პოლიტიკა ექნება ამ საკითხთან მიმართებაში.

 

ადამიანებს რომ სჭირდებათ მოტივაცია და შრომის ანაზღაურება, ეს გასაგებია. მაგრამ საკრებულოს თანამდებობის პირები ხანდახან ამბობენ, რომ ბიზნესსაქმიანობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებდნენ, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურიდან. მგონი, არავინ არ აიძულებს ამ ადამიანებს პოლიტიკურ საქმიანობას, თანამდებობის დაკავებას – ეს იყო მათი არჩევანი და არჩევნებში მონაწილეობამდე იცოდნენ, თუ რა მოცულობის შრომითი ანაზღაურების სანაცვლოდ მოუწევდათ მუშაობა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ბათუმის საკრებულოს წერილითაც მიმართა პრემიებთან დაკავშირებით. კონკრეტულად რას ითხოვთ საკრებულოსგან?

 

 საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც უკავშირდება პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესს, თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა მიიღო დადგენილება და პროცესი გარკვეულ ჩარჩოში მოაქცია. სასურველია, რომ ბათუმის საკრებულომ დაიწყოს დადგენილების პროექტის შემუშავებაზე ფიქრი. აუცილებელი არ არის ზუსტად ის პრინციპი გადმოიტანოს მუნიციპალიტეტში, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუწესა საკუთარ თავს. შეიძლება სხვა მოდელი იქნას დამკვიდრებული – მთავარია, იფიქრონ იმაზე, რა სჯობს და რა იქნება მისაღები მათი ამომრჩევლისთვის. ეს თემა ვნებათაღელვას და გარკვეულ ბრალდებებსაც იწვევს სამოქალაქო სექტორის მისამართით, მაგრამ აქ ერთი რამ ცალსახაა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო~ არ არის წინააღმდეგი, გაიცეს პრემიები საჯარო დაწესებულებებში, უბრალოდ მიდგომაა შესაცვლელი. თითოეული ადამიანის დამსახურება და ის შრომა, რაც მან გასწია, ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული, რომ საზოგადოებას, მედიას, ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციასთან. რაც ყველაზე მთავარია, ელექტორატი უნდა ხედავდეს საკუთარი არჩეული პირების მუშაობის შედეგებს. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში გაცემული პრემიები საზოგადოებაში პროტესტს არ გამოიწვევს.

აწჰესში გარეგანათებას დაამონტაჟებენ

 

ქედის გამგეობის მიერ აწჰესის დასახლებაში გარეგანათების მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ იმ პრეტენდენტს შეუძლია, ვისაც 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულების ანლოგიური ტიპის სამუშაოები აქვს შესრულებული.  

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაბა მახუნცეთში გარეგანათების დამონტაჟება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 84 527 ლარით განისაზღვრება. გარეგანათების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი 13 მაისს, 13 საათსა და 30 წუთზე დასრულდება. 

ჩააბარე მაკულატურა – მიიღე წიგნი – პროექტის ბოლო დღე ბათუმში

 

1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს.  აქციაში მონაწილეს შეუძლია აირჩიოს  500-ზე მეტი დასახელების წიგნი.

 

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა: ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები და ჟურნალ-გაზეთები.  არ ბარდება მუყაო, ცელოფნის ფაილი და ბაინდერი.  

პროექტს „მაკულიტერატურა“ „პალიტრა მედია“ ახორციელებს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 

სოფელ პაპოშვილებში საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

 

 სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორსართულიანი სკოლის შენობა შპს „ARQ-პროექტის“  მიერ დამუშავებული პროექტით ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის განმავლობაში უნდა ააშენოს.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 145 000 ლარით განისაზღვრება. სკოლის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი 19 მაისს დასრულდება, შესაბამისად, ამის შემდეგ  გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს სკოლას სოფელ პაპოშვილებში.

 

სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდის მიხედვით საჯარო სკოლის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველი აპრილის ჩათვლით შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მსგავსი სამშენებლო სამუშაოები, საერთო ღირებულებით  – არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში,  დამკვეთი (შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა) პრეტენდენტის განაცხადს არ განიხილავს.

 

იაპონური ბაღი ბულვარშიც გაშენდება

ბაღი უნივერსიტეტთან

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ იაპონური ბაღის განაშენიანების გარდა ყვავილები და ხე მცენარეები ბულვარის მთელ ტერიტორიაზე განახლდება. „გამწვანების გარდა ახალ ბულვარში ბალახებისგან ქვაფენილი უნდა გაიწმინდოს. ქვაფენილი წელიწადში რამდენჯერმე იფარება ბალახით, ამიტომ ხშირად გვიწევს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.“

ბულვარში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაც. დაზიანებულია და გამოსაცვლელია ხეების ქვეშ დამონტაჟებული განათებები. როგორც გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, უკვე შესყიდულია ახალი ნაწილები ბულვარში არსებული შადრევნისთვის, მის დაზიანებულ ნაწილებს შეცვლიან და ტურისტული სეზონის დაწყებამდე შადრევნებს აუცილებლად გამართავენ.

ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი ახალ ბულვარში დამონტაჟებულ ამფითეატრზეც: „ამფითეატრზე წაქცეულია ე.წ. მემბრანული ქოლგები და მას აღვადგენთ. მისი აღდგენის ვალდებულება კომპანია „კრეატივ იმფრეშენ კავკასუს“ ჰქონდა, თუმცა მან ქოლგების აღდგენაზე უარი გვითხრა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ეს საქმე მოვიგეთ. საქმე აღსრულებაზეა გადაცემული და იმედი გვაქვს, რომ დაავალდებულებენ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას, ანუ ამფითეატრის საკითხიც მოგვარდება“, – ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

ამფითეატრზე მემბრანული ქოლგების განახლება 360 ათასი ლარი დაჯდება.

რაც შეეხება ახალი ბულვარის გაგრძელებას, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი ერთ კვირაში იქნება მზად.

„პროექტზე შპს „ხობი 2005“ მუშაობს. გაკეთდება დაახლოებით 900 მეტრი მონაკვეთი. დამცავი ჯებირი უკვე გაკეთებულია და დამონტაჟდება განათებებიც. ტერიტორიაზე დაიგება კორდის საფარი, დაირგვება ნარგავები და ზღვაზე გადასასვლელი რამდენიმე ბილიკიც გაკეთდება“, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე.

პროექტის ღირებულება ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის: „როცა პროექტი იქნება მზად, შემდეგ გვეცოდინება რა დაჯდება მისი განხორციელება და ამის მიხედვით გავაკეთებთ ტრანსფერზე განცხადებას. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ მონაკვეთის განახლება, არა მგონია რაიმე პრობლემა შეიქმნას“.

დამონტაჟდება თუ არა ვიდეოთვალები ბულვარის აღნიშნულ მონაკვეთში, თენგიზ პეტრიძეს ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი საავტომობილო სასწორს შეისყიდის

 

 

RW – 17P – საავტომობილო ელექტრონული სასწორი

 

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ქობულეთის მუნიციპალიტეტი სასწორს საყოფაცხოვრებო ნარჩენების აღრიცხვის მიზნით იძენს.

 

ტენდერის შემსყიდველმა სასწორი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს ხელშეკრულების გაფომებიდან 30 დღის განმავლობაში, მას თან უნდა ახლდეს ორ წლიანი საგარანტიო ვადა.

 

საავტომობილო სასწორის შესყიდვაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 16 აპრილს გამოაცხადა. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი და მონაწილედ დაფიქსირებულია შპს „სენტინელი ჯი ემ ჯი“, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს სასწორის შესყიდვას, ტენდერის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1889 ლარით ნაკლებით, 21 111ლარად სთავაზობს.

 

 

 

მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

 

თეა ჭანტურიშვილი
თეა ჭანტურიშვილი

სირიაში, სადაც ახლა ჯოჯოხეთია, 2006 წელს აღმოვჩნდი, ოცი  ქართველი დიპლომატისგან შემდგარი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. იკითხავთ, თუ  რა გვინდოდა სირიაში?! კოლეგებთან ერთად ეგვიპტის დიპლომატიურ აკადემიაში ტრენინგზე  მივემგზავრებოდით,  რომლის პროგრამაში სირიის მონახულებაც შედიოდა. ამ ვიზიტმა   ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან მაფიქრებინა, რომ ოდესმე ეს სახელმწიფო, დემოკრატული მმართველობის  პირობებში რელიგიათა დიალოგის კერა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მაგალითის მიმცემი ქვეყანაც  გახდებოდა. სირიიდან ასეთი განწყობის შექმნა უკავშირდება ჩვენს მიერ დამასკოს უძველეს უბანში მუსლიმების  გვერდიგვერდ ფეხმორთხმულ ლოცვას იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილ თავთან. მუსლიმებისთვის იაჰია (Yahya), მაცხოვრის მომნათვლელი უდიდესი წმინდანი, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მეჩეთშია დასვენებული. მეჩეთამდე ამ ადგილას ულამაზესი ბიზანტიური ეკლესია მდგარა, ისტორიული წყაროებით კი 634 წელს, არაბებისგან დაპყრობის შემდეგ ამ ადგილას უდიდესი მეჩეთი აუგიათ. მეჩეთში დასვენებულია იონე ნათლისმცემლის თავის ნაწილები, რომელსაც  ერთნაირად სცემდნენ თაყვანს ქრისტიანებიც და მუსულმებიც. ისლამური რელიგიის მიმდევრების აზრით,  სწორედ ამ ადგილას მოხდება ისას (იესოს) გამოცხადება აღქმულ დღეს.

 

სირიაში ამ ამაღელვებელი პილიგრიმობისას, ასევე მოვინახულეთ  ორი ქრისტიანული  მონასტერი, რომელიც ბერძნებისგან შეუძენია მდიდარ სომეხ მეცენატს. ბერძნული მართლმადიდებელი მრევლი აღარ არსებობდა, სომხური დიასპორა კი  მრავალრიცხოვანი და მზარდი იყო. ერთ-ერთ  ასეთ სომხურ მონასტერში თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი უამრავი ბავშვი დაგვხდა. უჩვეულო სანახავი იყო – სირიის არაბული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უდაბნოში, მონასტერში, უამრავი ქრისტიანის და თანაც კავკასიელი ბავშვების ხილვა.  ძალიან გვინდოდა საკუთარი ყურით მოგვესმინა არამეული ენა, რადგან ვიცოდით, რომ სირიაში ჯერ კიდევ არსებობდა სოფლები, სადაც მაცხოვრის ენაზე საუბრობდა იქაური მოსახლეობა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც მთავრობიდან მომაგრებულმა პირმა გვითხრა, ასეთი სოფლები დამასკოდან საკმაოდ შორს მდებარეობენ.

 

ვიხსენებ სირიაში ჩასვლისას მიღებულ ჩემს პირველს შთაბეჭდილებას – ლამაზი აეროპორტი განსაკუთრებით  მომხიბლავი ადამიანებით-მომსახურე პერსონალით (როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული რეჟიმების ჩვეულია ტრიუკია თვალში ნაცრის შეყრა პომპეზური აეროპორტებითა და სხვა სასიამოვნო ანტურჟით.) ამ სახელმწიფოში მართლაც ლამაზი ხალხი ცხოვრობს, ბევრ მათგანს ღია-მწვანე ან ლურჯი ფერის თვალები აქვს (აშკარად ხმელთაშუა ზღვისეული, ბერძნული სატელიტების გენეტიკური გადმონაშთები).

 

ჯერ კიდევ აეროპორტში ფეხის დადგმისას სულ სხვა სურნელი ვიგრძენი – ნამდვილი აღმოსავლეთის და აღფრთოვანებით ვუყურებდი მდიდრული ინტერიერის მორთულობისთვის გამოყენებულ უსასრულო არაბესკებს.  ერთმა ანგლოსაქსმა ახალგაზრდა კაცმა, ძალიან დაბალ ხმაზე, თითქმის ჩურჩულით მკითხა, ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად და სად იყო ინტერნეტი. შემდეგ ბევრჯერ გამხსენებია ამ დასავლელი სუბიექტის თვალებგაფართოვებული სახე, რომელიც ნამდვილ ფიზიოლოგიურ შიშს განიცდიდა მისთვის სრულიად უცხო  „მშვიდ“ გარემოში. ეს სიმშვიდე ხომ მოჩვენებითი იყო, ამ დაგუბებულ სტაგნაციას კი ჭკვიანი ადამიანები მაშინვე გრძნობდნენ. თუმცა ეს ვერ დაეხმარა მსოფლიოს თავიდან აეცილებინა ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ომი, რომელმაც  წარმოშვა მილიონობით ლტოლვილი, ასიათასობთ დაღუპული ადამიანი და  სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა.

 

ჩემი სირიაში მოგზაურობის შემდეგ უკვე მეტი ინტერესით ვადევნებდი თვალს იქ მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებდი, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგად მშვიდობიანად შეიცვლებოდა მმართველობა, რომელიც ჰაფეზ ალ-ასადმა თავის ვაჟიშვილს ბაშარ ასადს გადასცა. ცივი ომის დროს ისრაელის საპირწონედ ასადები მოსკოვის მოკავშირეები გახდნენ და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებენ  შესანიშნავ ურთიერთობებს კრემლთან.   მახსოვს, სულ პირველად, როდესაც დაიწყო სტუდენტების გამოსვლები და სირიის პირველმა ლედიმ ასმა ალ-ასადმა ინგლისში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალბატონმა ტვიტერში დაწერა, რომ ის უკვე მერამდენე კვირაა „შოპინგზე“ ვერ გადის ქალაქის ცენტრში. პირველი ლედის არაადეკვატურობამ ჩემში საშინელი ანტაგონიზმი გამოიწვია, რადგან გამახსენდა სიღარიბის დონეც, რომელიც მომხიბვლელი აეროპორტისა და სხვა საჩვენებელი ადგილების გარდა ყველგან გვხვდებოდა სირიაში. განსაკუთრებით გონებაში ჩამებეჭდა მშიერი ბავშვები და ქალები. შავი ფერის ჩადრებში, თავიდან ფეხებამდე შეფუთული, გზებზე გამოფენილი ქალები  ყიდდნენ  პროდუქტებს. ასმა ალ-ასადს კი ჟურნალმა „Vogue“ ,,უდაბნოს ვარდი“ უწოდა თავის დახვეწილი ჩაცმის სტილის და მანერების გამო. მსოფლიო პროტესტის შემდეგ „ვოგი“ იძულებული გახდა  ამოეღო  ამ სტატიის ინტერნეტ ვერსია,  რედაქტორმა კი სამსახური დაკარგა, რადგან მხილებულ იქნა სირიის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიასთან – Brown Lloyd Jame-თან თანამშრომლობაში, რომლის ორგანიზებულიც იყო ეს  პუბლიკაცია. სამაგიეროდ, ბრიტანულმა გამოცემა “Newsweek”-მა ასმა ასადს ,,ჯოჯოხეთის პირველი ლედი“ უწოდა.

 

რა თქმა უნდა, აუტანელ სიღარიბეს, რომელიც იქ ვნახეთ, ენაცვლება დასავლური ლოსკით გაბრწყინებული რამდენიმე მდიდრული უბნის ბრწინვალებაც. მახსოვს, უგემრიელეს დამასკურ ტკბილეულს ვყიდულობდი, როდესაც გამყიდველს ვკითხე, თუ რამდენად იყო კმაყოფილი ცხოვრებით. პასუხი კლასიკური იყო – რომ ცხოვრება ჭირდა, რადგან დიდია უმუშევრობა. მართლაც, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავდა ქუჩებში, მაღაზიებთან ახლო-მახლოდ გამოფენილ უამრავ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც ტურისტებს ათვალიერებდნენ.  სწორედ ამ რამდენიმე უბნის სიმდიდრით შემოიფარგლებოდა ამ სახელმწიფოს პროგრესი. განსაკუთრებული სიღატაკე კი მაინც დედაქალს მიღმა იყო, სწორედ იქ, სადაც ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ გულია. 

 

ფაქტი ერთია – სირია ამ საუკუნის ყველაზე შემზარავი ომის სიმბოლოდ იქნებ აღქმული, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური თუ  ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით, რომლის წარმომავლობაც დიდ კითხებს ბადებს. ჯერ კიდევ ღიად რჩება შეკითხვა, მაინც ვინ დგას ,,ისლამური სახელმწიფოს“ უკან, ვინ აფინანსებს მათ და საბოლოოდ რა მიზანს ემსახურება ამ მონსტრის ჩამოყალიბება.  

 

დეპუტატ მედეა ვასაძის განცხადება აჭარის მთავრობის კუთვნილ ავტომანქანაზე

 

 

 

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 18-19 და 20 სექტემბერს ავტომანქანის სახელმწიფო საზღვრის ინტენსიურად გადაკვეთის თაობაზე, სანდო წყარო სისტემატურად მაწვდიდა გარკვეულ ინფორმაციას, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საყურადღებო იყო ის, რომ იმ პერიოდში, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს სისტემატურად კვეთდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „Hyundai – CJC-967“.  საზღვრის კვეთა განხორციელებულია 2013 წლის 18 სექტემბრის 22 : 17 საათზე, 19 სექტემბერის – 00:47 საათზე, იმავე დღეს – 14:58 საათზე და 20 სექტემბერის – 01:27 საათზე.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად 2014 წლის 29 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართე აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, მთავრობის ბალანსზე რიცხული ამ ავტომანქანის გადაადგილების მიზნობრიობის შესახებ, რაზედაც 2014 წლის 10 სექტემბერს, აპარატის უფროსის ხელწერით, მივიღე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ამ გადაადგილების თაობაზე ოფიციალური დოკუმენტაცია მთავრობის აპარატში რეგისტრირებული არ იყო.

 

აღნიშნული დროიდან, არაერთგზის მიმოწერის მიუხედავად, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოდან მიღწეული ვერ იქნა ავტომანქანის საზღვრის კვეთის ფაქტზე ჩვენ მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დასტურის მიღება. დღეს ხელთ მაქვს და ვასაჯაროებ რა ამ დოკუმენტს, მივმართავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, რათა აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და ამ გზით უზრუნველყოს პასუხები შემდეგ კითხვებზე:

 

ვისზე იყო იმ დროისათვის აღნიშნული ავტომანქანა მიმაგრებული (განპიროვნებული), (თუკი ამ ავტომანქანით მოსარგებლე მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი იმ პერიოდში ასრულებდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობას და (სავარაუდოდ) შეჩერებული ჰქონდა აპარატის უფროსის მოვალეობა);  

 

 რას ემსახურებოდა ავტომანქანის ამ მიმართულებით გადაადგილება;  ვინ მართავდა ავტომანქანას და რა ოდენობის საწვავია მასზე იმ დროისათვის გაცემული და სხვა. 

 

ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მთავრობის აპარატს, უნდა დაეწყო ჩემი წერილის მიღებისთანავე, რაც არ განხორციელებულა. ამიტომ დღეს არჩილ ხაბაძეს მივმართავ საჯარო განცხადებით, დაიწყოს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მაცნობოს როგორც წერილობით, ასევე საჯაროდ რის შემდეგაც ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ერთ ფრიად მნიშვნელოვან ფაქტზე სასაუბროდ, რომელზედაც, დღეის მდგომარეობით, მასალები თითქმის მზად მაქვს“- განაცხადა მედეა ვასაძე.

 

დეპუტატის განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის 58-ბინიანი კორპუსი აშენდება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალსართულიანი კორპუსში 58 ბინა იქნება, რომლებსაც ეკომიგრანტებს გადასცემენ.

 

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს სამუშაოების დასრულების მომენტიდან არანაკლებ 3 წელს (ქანობიანი სახურავი ბურულით, მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ბათქაში, სამღებრო სამუშაოები, კერამიკული ფილების მოწყობა, მაგისტრალური წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები, მაგისტრალური ელექტროგაყვანილობები გამანაწილებელ ელექტროფართან ერთად).

 

შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარებას განახორციელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შესახებ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ხოლო სამუშაოების შუალედურ მიღება-ჩაბარებას განახორციელებს შემსყიდველის წარმომადგენელი – ტექნიკური ზედამხედველი.

 

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2015 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.

 

აჭარაში ამ დროისთვის 113 ოჯახია სტიქიით დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების მორიგი გადამოწმება.

 

არქიტექტურული ნაწილი სატენდერო დოკუმენტაციიდან

პიკასოს „ფიროსმანს” ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

 

„დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება“- წერია ბრძანებაში.

 

პიკასოს ნამუშევარი „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“ 1972 წელსაა შექმნილი.

 

პიკასოს ნამუშევრის გარდა, მოძრავი  ძეგლის სტატი სტრადივარიუსის ვიოლინოს (ეტიკეტი: Antonius Stradiuarius Cremonenfis Faciebat Anno )  და განჯის/განძის კარს (გელათის სამონასტრო კომპლექსი, დავით აღმაშენებლის კარიბჭის ინტერიერი) მიენიჭა.

 

პიკასოს „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“

 

 

კონკურსში ორჯერ ჩაჭრილი პირი ახალ თანამდებობაზე

გიორგი კირთაძე

„ეს არის ადამიანი, რომელსაც 2013 წელს ძალიან უნდოდა რომ გამხდარიყო საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი და შესარჩევ კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მის კანდიდატურაზე საკრებულომ ბიუროს სხდომებზე ორჯერ თქვა უარი. პირველად 16 ივლისს, შემდეგ კი 29 ივლისს. ამის შემდეგ, ავთანდილ ბურკაძე ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად დანიშნეს, საიდანაც ის მალე გადაიყვანეს მოადგილის თანამდებობაზე.  ავთანდილ ბურკაძემ მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ქულები ვერ დააგროვა. ამის შემდეგ, ირაკლი ჭეიშვილმა და ერმაკოვმა ეს ადამიანი წაიყვანეს იქ, სადაც არ იყო საჭირო კონკურსის გავლა.  ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის მეგობრობს ირაკლი ჭეიშვილთან“- აცხადებს, გიორგი კირთაძე.

კირთაძის განცხადებით, ავთანდილ ბურკაძის აიპის „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორად დანიშვნის ბრძანება ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, სამი დღის წინ გაწერა.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა, რადგან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მილიონი ლარია სასაფლაოების პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული, ამიტომ, ავთანდილ ბურკაძემ რომელმაც ვერ შეძლო ორჯერ კონკურსის გავლა, ვფიქრობ ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“.

გიორგი კირთაძის აზრით, აიპის ყოფილი ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

„ამ პოზიციაზე მუშაობდა ლაშა ბერძენიშვილი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო დანიშნული და ვფიქრობ რომ ეს გათავისუფლებაც  იყო პოლიტიკური მოტივით“.

შს მინისტრის მოადგილე „უსაფრთხო ქალაქის“ შესახებ

 

არჩილ თალაკვაძე

 

„კამპანიის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის შსს საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობის და ამ კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა სათემო დონეზე, ადგილობრივი საზოგადოებისთვის საინტერესო და მტკივნეული საკითხების იდენტიფიცირება და რეაგირება.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ახალგაზრდები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა სეგმენტების წარმომადგენლები მიიღებენ. კამპანია ხელს შეუწყობს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას რეგიონებში და მეორეს მხრივ, საშუალებას მისცემს შსს–ს მიიღოს ინფორმაცია და რეაგირება მოახდინოს თემში არსებულ პრობლემებზე“- ნათქვამია, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ განცხადებაში. 

შეხვედრებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შსს ადმინისტრაციის და დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

მსგავსი შეხვედრები საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. 

ყოფილი ფეხბურთელი კახა ახალაძე გარდაიცვალა

 

კახა ახალაძე

 

„ის 1979 წელს გახლდათ დაბადებული, შემტევი ნახევარმცველი იყო, თამაშობდა თსუ-სა და სხვადასხვა გუნდებში. ტრავმების გამო შედარებით მალე მოუწია კარიერის დასრულება და ფუტსალში გადავიდა. საკმაო ხანს თამაშობდა ფუტსალს, ეროვნულ ნაკრებშიც ირჯებოდა. 

კახა ახალაძე ბოლო წლებში შეუძლოდ იყო, მძიმე სენით დაავადდა. მის დასახმარებლად 2013 წლის მიწურულს საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა საბურთალოს ბენდელას სტადიონზე. „ჩვენი თამაშის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“ – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

 

 

 

რატომ გახდა სადაო სპეციალური მასწავლებლის შერჩევა

 

 „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, განცხადებით მიმართა კონკურსის ერთ-ერთ მონაწილემ, ნათია ჩხობაძემ. რომელმაც განაცხადა რომ მის მიმართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც სკოლას მისთვის დადგენილი წესით არ უცნობებია.

 

კერძოდ, 2015 წლის 25 მარტს, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3 კონკურსანტი: ნათია ჩხობაძე, ნარგული ბოლქვაძე და ლიანა თოდრია. ნათია ჩხობაძემ დააგროვა 257 ქულა, ნარგული ბოლქვაძემ 189 ქულა, ლიანა თოდრიამ კი 249 ქულა. კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მასწავლებლებად შერჩეული იქნა ლიანა თოდრია.

 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის საკონკურსო კომისიის წევრებმა კონკურსანტები განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით (წინასწარ მომზადებული კითხვარების საფუძველზე) მათი თეორიული ცოდნის, გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეაფასეს.

 

კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით (ოთხი ერთი წინააღმდეგ) სპეციალური მასაწავლებლის თანამდებობაზე შერჩეული იქნა ლიანა თოდრია, რადგან, როგორც კომისიის 25 მარტის ოქმშია აღნიშნული აღნიშნული, ,,მას ჰქონდა პედაგოგიური მუშაობისა და სპეციალურ მოსწავლეებთან 28 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა აღნიშნული სკოლის კოლექტივში’’.

 

რაც შეეხება კომისიის ერთი წევრის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის წევრის ელზა ლორიას აზრს, მან უპირატესობა მიანიჭა კონკურსის მონაწილეს ნათია ჩხობაძეს, ,,იმ მოტივით, რომ მან გამოავლინა ღრმა თეორიული ცოდნა ინკლუზიური განათლების საკითხებში. უმაღლესი ქულით უპასუხა ყველა შეკითხვას, გავლილი ჰქონდა სპეცილური მასწავლებლის ტრენინგები, ჰქონდა სპეციალური მასაწავლებლის მუშაობის სამთვიანი გამოცდილება, განათლებით იყო ფსიქოლიგი, გავლილი ჰქონდა ბაკალავრის 4 წლიანი წკურსი და თვლიდა, რომ ის უკეთ მოემსახურებოდა სპეციალურ მოსაწავლეებს სკოლაში, როგორც სპეციალური მასწავლებელი”, – აღნიშნულია ოქმში.

 

როგორც აღვნიშნეთ, პოზიციაზე ლიანა თოდრია შეირჩა, თუმცა მოგვიანებით, ჩვენთვის უცნობის მიზეზების გამო, იმავე პოზიაციაზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადში მითითებული იქნა, რომ კონკურსი ჩატარდებოდა მხოლოდ ტესტირების ფორმით. აღნიშნული გარემოებები კი არაერთ კითხვას აჩენს კონკურსის ჩატარებასთან და შედეგებთან დაკავშირებით.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 20 აპრილს გამართულ კონკურსზე, რომელიც ტესტირების ფორმით ჩატარდა და რომელსაც ესწრებოდნენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელები. ტესტირებას კომისიის მხოლოდ 2 წევრი ესწრებოდა. აღსანიშნავია, ტესტირების მიმდინარეობისას წევრებმა კონკურსანტების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება გამოავლინეს, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.

 

ღნიშნული კონკურსების ჩატარების დროს, დაცული არ ყოფილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის დირექტორის 2015 წლის 11 მარტის  #01-03/11 ბრძანების იმპერატიული მოთხოვნები კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ. კერძოდ, ობიეუქტურობა, საჯაროობა, კოლეგიალურობა, გამჭვირვალობა და კორექტულობა. ასევე კონკურსის ჩატარების დროს და შემდგომ ადგილი ჰქონდა პროცედურული საკითხების დარღვევას.

 

მივიჩნევთ, რომ კონკურსის ჩატარების მიზანი  –  კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებ­ლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება, აგრეთვე კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო­ბე­ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ­თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა უნდა იყოს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საჯარო სკოლაში, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა და ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ზიანი არ მიადგეს მისი საქმიანობის ხარისხს, საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები ან ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე კონკურსების მიმართ, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და არ მოხდეს პოზიციისთვის შეუსაბამო პირების დანიშვნა.

 

„ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია, რომ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ყველა პირს, განსაკუთრებით სკოლის ადმინისტრაციას, სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული კონკურსის ჩატარების დროს თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა“- ნათქვამია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში, მოგმართავთ, თხოვნით რათა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოითხოვოთ მასალები და ინფორმაცია ან ადგილზე შეისწავლოთ #14 საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულება, კერძოდ კი 2015 წლის 25 მარტსა და 20 აპრილს ჩატარებული კონკურსების კანონიერება.

 

 

 

 

 

მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულები ბათუმში

 

სულ სამი გამარჯვებულია გამოვლენილი. მოკლემეტრაჟიან ფილმების კატეგორიაშია გაიმარჯვა რეჟისორ გია დიასამიძის ფილმა, – „მსხვერპლშეწირვა“. ფილმის დაფინანსება მოხდება  9 912 ლარით. მეორე გამარჯვებული რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანის ფილმია – „ანდრო“. ფილმის დაფინანსება 10 000 ლარითაა განსაზღვრული. 
 
 
დოკუმენტური ფილმის პროექტში რეჟისორ ნიკოლოზ წიკლაურის პროექტმა გაიმარჯვა. ფილმის სახელმწოდებაა „ჯარა“. ფილმის გადაღება 15 088 ლარით დაფინანსდება. 
 
 
„იმ პროექტების ავტორებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ გამარჯვებულებს შორის, მადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს ისევ მიიღებენ მონაწილეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“  პროგრამის  ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“- აცხადებენ სამინისტროში.
 
 
 
 
 
 

რჩევები მშობლებისთვის ბავშვის კბილების ჯანმრთელობის დასაცავად

-ბავშვის კბილის ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირველი კბილის ამოსვლისთანავე, 6-7 თვის ასაკში იწყება. აფთიაქებში იყიდება თითზე წამოსაცმელი სპეციალური საშუალება, რომლითაც ბავშვს რეგულარულად უნდა გაუწმინდოთ პირველი კბილები.


-როდესაც ბავშვი წამოიზრდება, დაახლოებით 1 წლის ასაკიდან, დაიწყეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი პატარა, საშუალო სირბილის (Medium) კბილის ჯაგრისის გამოყენება. ბავშვს ასწავლეთ როგორ გაიწმინდოს ჯაგრისით კბილი და როგორ არ გადაყლაპოს კბილის პასტა. 
რადგან ბავშვები ადრეულ ასაკში ხშირად ყლაპავენ კბილის პასტას, მისი კბილების გასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური, ბავშვებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა. ზრდასრულებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა შეიცავს ნივთიერებებს, რომლის უნებლიე გადაყლაპვა ბავშვისთვის სასურველი არ არის.


-ბავშვებისთვის, ისევე როგორც ზრდასრულებისთვის, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ექიმმა საწყის ეტაპზევე აღმოაჩინოს კბილის დაზიანება და შესაბამისად, გართულებებსაც აიცილებთ თავიდან.


-ბავშვები და ტკბილეული განუყოფელია და სწორედ ეს ტკბილეულია კარიერის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. შეიძლება, ძალიან კარგად იცავდეთ მისი პირის ღრუს ჰიგიენას, თუმცა, კარიესი მაინც ჩნდება. თუ კარგად დააკვირდებით ბავშვის კბილებს, განსაკუთრებით უკანა კბილების საღეჭ ზედაპირებს, დაინახავთ რომ სწორედ აქ არის განლაგებული ძალიან წვრილი და ხანდახან საკმაოდ ღრმა ღარები – კბილის ფისურები. სამწუხაროდ, ამ მიდამოებში ვერანაირი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, ხანგრძილი დროის განმავლობაში საკვების ნარჩენების დაყოვნება კი კარიესული პროცესების განვითარებას იწვევს. კარიესის წარმოქმნას ყველაზე მეტად საწუწნი კანფეტები იწვევს, რომელსაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად მიირთმევს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც შესაძლებელია კარიესის არიდება კბილების ჰერმეტიზაციის გამოყენებით. მაშინ, როცა კბილი ახალი ამოჭრილია, მინანქარი არის დაუზიანებელი და ღარებშიც ჯერ არ არის შეღწეული მავნე მიკრობები. ამ ეტაპზე, წინასწარი მომზადების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ეს ღარები (ფისურები) შევავსოთ სპეციალური თხევადი მასალით “სილანტით”. ამის შედეგად კბილის ღარებიანი ზედაპირი ხდება გლუვი და მისი გაწმენდა ჯაგრისით გაცილებით ადვილია. აღნიშნული მეთოდი კარიესისგან დაცვის რამდენიმეწლიან გარანტიას იძლევა. “სილანტი” თხევადი კონსისტენციის ბჟენია, ის შეიცავს ფტორს, რაც ამდიდრებს კბილის მინანქარს და დაცვასთან ერთად აძლიერებს მას. “სილანტებით” კბილის ზედაპირზე არსებული ღარების შევსება სასურველია მისის ამოჭრისთანავე, ან მაქსიმალურად მცირე დროში.


-კბილების დაზიანებისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრევენციული მეთოდი – კბილების ფტორით გამდიდრება, ანუ ფტორირება. ზედაპირული ფტორირება – კბილების ზედაპირის ფტორით დაფარვის უმარტივესი, უმტკინვეულო პროცედურაა. ღრმა ფტორირება უფრო ღრმა, გაცილებით ეფექტიანი და შედეგიანი მეთოდია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა ექიმმა კლინიკაში ჩაატაროს კონკრეტული პაციენტის საჭიროების შესაბამისად, რათა შემდგომი გართულებები აიცილოთ თავიდან და ბავშვის კბილებიც უფრო საიმედოდ იყოს დაცული.


-რადგან ბავშვებში ემოციური ფონი მაღალია, მათი ერთ ადგილზე გაჩერება და კარიესის სამკურნალოდ ბურღის გამოყენება კი ხშირად პრობლემურიცაა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას და კარიესის მკურნალობის უმტკივნეულო მეთოდს დაავადების საწყის ეტაპზე. გერმანულმა კომპანია DMG-მ შეიმუშავა უნიკალური ICON ტექნოლოგია, რომელსაც “ინდიგო” თავის პატარა პაციენტებს სთავაზობს. ეს არ უნიკალური და ბავშთა სტომატოლოგიაში უალერნატივო მეთოდი, სრულიად უმტკინვეულო და არასტრესული პროცედურა. პროცედურის დროს ხდება სპეციალური ICON გელის ინფილტრაცია კბილის ქსოვილში, ამ გელის საშუალებით ხდება კარიესის საწყის ეტაპზე დაზიანებული ქსოვილების გამდიდრება მინერალებით, კარიესის კუპირება და სრული აღდგენა. პროცედურა ერთეტაპიანია და შედეგი მაშინვე სახეზეა.  ამ დროს კბილებს არ ვამუშავებთ მექანიკურად, ეს არის უმტკინვეულო და მცირეხნიანი პროცედურა. ICON ტექნოლოგიის გამოყენება ეფექტიანია კარიესის მხოლოდ საწყის ეტაპზე, ანუ მაშინ, როცა კბილის ქსოვილები შენარჩუნებულია, კბილის ზედაპირზე არ არის ღრუ და გვაქვს დემინერაზებული კერები – ადგილები, სადაც რამდენიმე თვეში უკვე ღრუ გაჩნდება.


-პატარა პაციენტებთან მუშაობა ექიმის მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და ამასთან ერთად, ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. მან უნდა მოახერხოს და პატარას ნდობა დაიმსახუროს. ასევე, სტომატოლოგთან ვიზისი სახალისო პროცედურად უნდა აქციოს. სწორედ ამიტომ ბავშვების კბილებზე გაჩენილი კარიესული ღრუების ამოსავსებად ვიყენებთ გერმანული წარმოების ფერად ბჟენებს, რომლებიც ბავშვებისთვისაც მიმზიდველია. ფერად ბჟენს მოყვება საკუთარი ფერთა სკალა, სადაც 8 ულამაზესი ფერია. პატარას შეუძლია თვითონ შეარჩიოს ბჟენისთვის ფერი და დაბჟენის პროცედურაც სახალისო თამაშად გადაიქცევა. ფერადი ბჟენები უნიკალურია თავისი შემადგენლობითაც, მისი ტექნოლოგია სპეციალურად ბავშვებისთვისაა შემუშავებული. შეიცავს ფტორს, რომელიც დაბჟენის შემდეგ გამოიყოფა ბჟენიდან და შეიწოვება კბილის ქსოვილების მიერ, ამდიდრებს მას, რითაც კარიესის საფრთხე მნიშვნელოვნად მცირდება.

 

-ხშირად, მშობლებს უჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა ვუმკურნალოთ სარძევე კბილებს, რამდენიმე წელიწადში მის ნაცვლად ახალი კბილები ხომ ამოვა? პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: დაზიანებული სარძევე კბილის მკურნალობა აუცილებელია. სარძევე კბილს აქვს აქვს ფესვი, ამ ფესვის ქვეშ, ყბის სისქეში არის პარკი, რომელშიც ზის მუდმივი კბილის ჩანასახი. მუდმივი და სარძევე კბილების სტრუქტურა ძალიან განსხვავდება. სწორედ აგებულების თავისებურების გამო, სარძევე კბილების კარიესი ძალიან ადვილად ღრმავდება და სულ მცირე დროში, ანთება გადადის კბილის არხზე, შემდეგ კი ფესვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე. ასეთ დროს მუდმივი კბილის ჩანასახის დაზიანების რისკი მაღალია, მისი ჯანმრთელი განვითარებისთვის კი აუცილებელია მისი გარემომცველი პარკი დარჩეს დაუზიანებელი. სარძევე კბილის კარიესით დაზიანებისას, ხდება კარიესის ჰერმეტიზაცია და სპეციალური ბჟენით ამოვსება, რათა მისი ამოვარდნის ბუნებრივი დროის დადგომამდე დაავადება არ გართულდეს და არ დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი. 

 

გახსოვდეთ, რომ ბავშვის კბილებზე ზრუნვა პირველი კბილის ამოსვლისთანავე იწყება, საუკეთესო ზრუნვა კი ნებისმიერი პრობლემის პრევენციაა.


 

ბავშვების პირის ღრუს ჰიგიენასა და ჯანმრთელობასთან  დაკავშირებით თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგოს“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/IndigoDentalClinics

 

 

კლინიკის ვიდეო სიახლეები კი გამოიწერეთ იუთუბზე: https://www.youtube.com/channel/UCFfICoF4wp8my2FWuGqch4w

 

 

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო”:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 187/189

 

(+995 32)2 731313 (+995) 514 311113

 

——————————————–

 

ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა.29

 

(+995 04 22) 22 30 03,

 

(+995 04 22) 27 11 81 (+995) 514 131131


შსს განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტი გამოძიებულია

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები 19 აპრილს, ღამით, ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს მშენებლობის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კოტეჯში თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 200 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ქობულეთში დააკავეს. ნაყაჩაღარი ფულის ნაწილი – 1600 იენი, დაზარალებულების პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, დანაშაულის იარაღი და ნიღბები ნივთმტკიცებად სახით ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სამივე დაკავებული ამავე მშენებლობაზე მძღოლად მუშაობდა.

 

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

 

ავტობანი

შს სამინისტროს ორი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1970 წელს დაბადებული, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს 1-ლი განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების დაცვის თანამშრომელი გ.მ. დააკავეს, რომლისგან ამოღებულია 2 შეკვრა 0,83 გრ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ გ.მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა;

 

შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული, შსს-ს პოლიციის აკადემიის მსმენელი – ი.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ი.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

 

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

შს სამინისტრო
შს სამინისტრო

რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი

 

 

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, საექიმო ამბულატორიებში, პოლიკლინიკებში, საოჯახო მედიცინის ცენტრებსა თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ტარდება. მარო ჩხაიძის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-ს და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ”ბოლო წლებში დაინერგა როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც” – ამბობს ის.

პროგრამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, თუმცა არსებობს იმავე დანიშნულების მქონე ფასიანი ვაქცინებიც (მაგალითად, სამჯერადი ვაქცინა – Infanrix -ი დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსის პროფილაქტიკისთვის), რომლითაც აცრა სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება და რომლის ერთი დოზაც ბავშვის მშობლებმა აფთიაქში საშუალოდ 110 ლარად უნდა შეიძინონ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოიყენება მხოლოდ ჯამოს მიერ რეკომენდებული და სერტიფიცირებული ვაქცინები. ”აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და კომპანიისა, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა” – ამობს მარო ჩხაიძე.

ოჯახის ექიმი ნანა ჩაუჟბა ამბობს, რომ ფასიანი და უფასო ვაქცინაც ერთნაირად ეფექტური და უსაფრთხოა და ხშირად ისეც ხდება, რომ ისინი ერთი კომპანიის მიერ არის წარმოებული. „ერთადერთი სხვაობა მათ შორის არის ის, რომ ფასიან ვაქცინას შედარებით უფრო ნაკლები ტემპერატურული რეაქციები ახასიათებს, თორემ გვერდითი ეფექტები არც ჩვენს ვაქცინებს აქვთ. ისე კი, შესაძლოა ტემპერატურა ორივე სახის ვაქცინაზე ჰქონდეს ბავშვს, ან არც ერთზე” – ამბობს ის.

 

 

მარო ჩხაიძის თქმით, აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში აცრილი ბავშვის სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 38.50C-მდე მოიმატოს, შეინიშნებოდეს ზოგადი აღგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. მისივე თქმით, ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს. ”როცა ორგანიზმში შედის ვაქცინა, მან რაღაც რეაქცია უნდა გამოიწვიოს, ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს იმუნიტეტი და ეს პროცესი შეიძლება გამოხატული იყოს სიცხის ან ტკივილის სახით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი სამი დღის რეაქციებია და იგი ყველა ბავშვში არც ვლინდება” – განმარტავს ნანა ჩაუჟბა – ”გარდა ამისა ვაქცინა, რომელსაც ჩვენ მასიური აცრისას ვიყენებთ, მშობლისთვის არის უფასო, თორემ სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება მისი შესყიდვა, იგი ნამდვილად კარგი ხარისხისაა და საკმაოდ ძვირადღირებულია”.

არსებობს არაგეგმიური (არაკალენდრული) აცრებიც, რომლებიც პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სეზონურად (მაგალითად, აცრა გრიპზე) ან აცრა იმ დაავადებებზე, რომლის რისკჯგუფშიც იმყოფება ადამიანი. მაგალითად, ექიმის თქმით, სასარგებლოა გოგონების აცრა პაპილომა ვირუსზე, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია და შემდგომში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზიც ხდება. ”აცრა პაპილომა ვირუსზე გოგონებმა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, პირველ სქესობრივ კონტაქტამდე უნდა გაიკეთონ. გლაქსოს ფირმამ ერთი პერიოდი აჩუქა საქართველოს ეს ვაქცინა, მშობლებს შესთავაზა ორჯერადი ვაქცინაცია უფასოდ, მაგრამ მშობლებმა მაშინ უარი თქვეს ამ აცრაზე და როცა კომპანიამ უკან წაიღო ვაქცინები, მერე გაჩნდა მოთხოვნა მასზე. ეს აცრა სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული” – განმარტავს ნანა ჩაუჟბა.

 

 

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

ოჯახში დამზადებული ღვინის ბათუმის მერვე ფესტივალი | 2015

ღვინოების ხარისხს სპეციალურად შექმნილი 11-კაციანი სადეგუსტაციო კომისია ამოწმებდა. მათვე გამოვალინეს ფესტივალზე დაწესებულ ნომინაციებში გამარჯვებულები და აღმოსავლურ და დასავლურ თეთრი და წითელი ღვინების კატეგორიაში საუკეთესო სამეულები. ნომინანტებს და პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს, დასკვნით საკონცერტო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართა, ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა ფულადი პრიზები და საჩუქრები გადასცეს.

სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის, გურამ პაპუნიძის თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინის ხარისხი ყოველწლიურად იზრდება:

 

„ძირითადი კრიტერიუმები, რითაც ფასდებოდა ღვინოები იყო ღვინოში ალკოჰოლის შემცველობის, სიმჟავე, მქროლავის არსებობა, რომელიც დაძმარებასთან არის დაკავშირებული. წელს იყო მონაწილეთა რეკორდი – 160-ს გადააჭარბა ნიმუშთა რაოდენობამ. დიდი ინტერესია ამ ფესტივალისადმი, ბათუმის ფესტივალს ვუწოდებთ, მაგრამ ეს არის სრულიად საქართველოს ფესტივალი. სხვათა შორის, წელს ბათუმიდან ყველაზე ნაკლები ნიმუში იყო, რადგან გასულ წელს ყინვამ და სეტყვამ მასიურად გააფუჭა მოსავალი. ყველაზე მეტი მევენახე კახეთიდან, ქართლიდან, გურიიდან, იმერეთიდან მონაწილეობდა“.

 

ფესტივალის ორგანიზატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ხოლო მისი ინიციატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრია.

ღონისძიებას სასულიერო პირებთან ერთად აჭარის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე მიტროპილიტმა დიმიტრიმ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის შესახებ ისაუბრა:

„ოჯახში დამზდებული ღვინის ფესტივალის მიზანია მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ იმ უდიდეს კულტურას, რასაც ჰქვია ღვინო. ჩვენ ვაზის კულტურის, ამ უდიდესი ცივილიზაციის სამშობლო ვართ. მიუხედავად ამისა, არ გვაქვს საამაყო ის თუ რა დამოკიდებულება გვქონდა ათეული წლების მანძილზე, მხედველობაში მაქვს გაყალბებული ღვინოები. ჩვენი ღონისძიება, უარის თქმაა ყოველგვარი სიყალბისა და არაბუნებრივისა“.

 

აღმოსავლურ და დასავლურ ღვინოებში გამოვლენილი სამეულები:

დასავლური თეთრი ღვინო

I – ოქროს მედალი. დემურ ბურჯანაძე, ღვინო ცოლიკაური

II – ვერცხლის მედალი. ანდრო ვაშალომიძე, ღვინო სარფიელა

III – ბრინჯაოს მედალი. ვარლამ ჩხეიძე, ღვინო კრახუნა

 

დასავლური წითელი ღვინო

I – ოქროს მედალი – გოჩა გათენაძე, ღვინო ალადასტური

II – ვერცხლის მედალი – ბენიტა ჭიტაძე, ღვინო ალადასტური

III – ბრინჯაოს მედალი – ზაზა კილაძე, ღვინო ალადასტური

აღმოსავლური წითელი ღვინო

I – ოქროს მედალი – ძმები ალექსანდრე და ბექა ნეშრუმაშვილები, ღვინო საფერავი

II – ვერცხლის მედალი – ვერცხლის მედალი – ნინო გაბუნია, ღვინო საფერავი

III ბრინჯაოს მედალი – ბრინჯაოს მედალი – პაატა ჩაფიძე, ღვინო საფერავი

 

აღმოსავლური თეთრი ღვინო

I – ოქროს მედალი – თემურ კოპტავა, ღვინო რქაწითელი

II – ვერცხლის მედალი – კონსტანტინე დარიაშვილი, ღვინო ქისი

III – ბრინჯაოს მედალი – ანზორ ცერცვაძე, ღვინო რქაწითელი

ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულები:

საუკეთსო ზვრები – თემურ შარაშიძე

საუკეთესო მარანი – მერაბ ჯაფარიძე

ფესტივალის ორგანიზატორი – ვახტანგ ჩახლაძე

საუკეთესო დებიუტი – ივერი ბერიძე

ფესტივალის უხუცესი მონაწილე – ვახტანგ კუტუბიძე

იშვიათი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინო – ანდრო ვაშალომიძე

 

ყურძენზე დამზადებული საუკეთესო სპირტიანი სასმელი – ნევრესტან ლორთქიფანიძე (ყურძნის მასალაზე დაყენებული სპირტიანი სასმელის დეგუსტაცია წელს მესამედ მოხდა).

ვახტანგ ჩახლაძე – ნომინაცია ფესტივალის ორგანიზატორი

გოჩა გათენაძე – დასავლური წითელი ღვინოებს შორის გამარჯვებული

ნევრესტან ლორთქიფანიძე – ნომინაცია ღვინოზე დამზადებული საუკეთესო სპირტიანი სასმელი

 

28 აპრილი – სამუშაო ადგილზე დაღუპულ მუშათა ხსოვნის დღე

 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა.  

 

აჭარის პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის, ილია ვერძაძის თქმით 2013 წელს მხოლოდ აჭარაში შრომის საფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა და 32 დასახიჩრდა, 2014 წელს კი, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. “არ გამოვრიცხავ, რომ ეს რიცხვები ბევრად მეტი იყოს, ვიდრე რეგისტრირებულია. იქ, სადაც პროფკავშირები არ არის და სადაც დახურული სისტემებია, იმისთვისაც კი ვერ შევაღწიეთ, რომ მუშებს დაველაპარაკოთ”, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“. 


 


სახელმწიფო გრანტის ოდენობა 2015-2016 სასწავლო წლისთვის

 

მთავრობის გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვრა შემდეგნაირად:

მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი; საშუალო ოდენობა – 2 000 ლარი, 1 750 ლარი, 1 500 ლარი და 1 250 ლარი, ხოლო მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ „2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ძალაში დღეს შევიდა.

 

კონსულტაცია ცნობილ ექიმებთან კლინიკა ინ ვიტროში

 

გინეკოლოგიური პრობლემები; 

ორსულთა მართვა;

ჰორმონალური დისბალანსი;

მოზარდთა რეპროდუქტოლოგია (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბი ან  შემცირებული გათმიანება და გამონაყარი).

 

 

მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ.

ტელ: +995 32 215 77 77


 

მისამართი: ბათუმი, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა, #159 ბ, მეოთხე სართული (სისხლის ბანკის გვერდით).


შს სამინისტრო იანვარ-მარტის დანაშაულებრივი სტატისტიკას აქვეყნებს

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანონის პროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მარტში წარადგინა
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანონის პროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მარტში წარადგინა

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სტატისტიკის შესახებ უცვლელად გთავაზობთ:

„აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება

2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.24%.

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით

2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 6218 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4072 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.49%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17.65%.

ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სასწავლო პროგრამებზე

 

 

 

ტურიზმისა და სასტუმრო საქმის მენეჯმენტი;

სასტუმროს დაჯავშნის ელპროგრამა OPERA(PMS);

ბუღალტერიის პრაქტიკული კურსი;

ორის ბუღალტერია, იბერ-ინფო, სუპერ ფინი (საბუღალტრო ელპროგრამები);

ბანკი-კლიენტი (დისტანციური ბანკინგის გადაწყვეტის ელპროგრამა).

 

 

 

საბუთები მიიღება სამუშაო დღეებში 13:00-დან 18:00 საათამდე.


 

მისამართი: ბათუმი, ჰ. აბაშიძის (ყოფილი ტურგენევის) #14

ტელეფონი: +27 24 79;

                (+995) 99 794 681

www.educenter.ge


 

 

 

 

ენმ-ის წევრი: „რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ბიზნესმენ ბუკიაზე ასხვისებენ

 

ოპეზიციური პარტიის წამომადგენლის ინფორმაციითვე, ჩაქვში რაგბის მოედნისა და სასპორტო სკოლის ასაშენებლად გამოყოფილ ადგილს – ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიას ხელისუფლება ყიდის: „ინფორმაციამ გამოჟონა, რომ გოდერძი ბუკიაზე აპირებენ გასხვისებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო ნაციონალების ჯიბს ბიზნესმენი და ახლა გადაიქცა ღარიბაშვილის ჯიბის ბიზნესმენად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბუკიას რაგბის სტადიონისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მიერთება სურს სასტუმრო ოაზისზე და ხელისუფლებაც თანახმაა მისცეს მას ეს ტერიტორია. ჩვენ გვინდა, რომ სასპორტო პროექტები განხორციელდეს და არა ბუკიას სასტუმრო კომპლექსები.“

 

რეზო ხარაზის ინფორმაციით, რაგბის მოედნისა და სასპორტო სკოლის პროექტები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტენდერის გზით შეისყიდეს. მას არ ახსოვს რა თანხა დახარჯეს ამ პროექტში: „ტენდერის გზით შევიძინეთ პროექტი და წამოსვლის მერე დავტოვეთ გამგეობაში, მაგრამ მე ქსეროასლები მაქვს წამოღებული. როგორც მახსოვს მილიონ ნახევარი ჯდებოდა რაგბის სტადიონი. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას სხვა თანხა სჭირდებოდა“.

 

ქობულეთის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე ადასტურებს რაგბის სტადიონის მშენებლობის საკითხის გადადებას: „რაგბის სტადიონის პროექტი, როგორც ვიცით, იყო სადღაც 2,5 მილიონიანი. ეს პროექტი საკმაო ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მომდევნო ეტაპისთვის გადავდეთ. მე მგონი არც ის არის ცუდი, რომ არის დაინტერესება ინვესტორის, რომ გასხვისდეს და ტურისტული ინფრასტრუქტურა გაშენდეს. რაც შეეხება რაგბის სტადიონს, ალბათ შესაბამისად მოვიძიებთ ალტერნატიულ ფართობს და მოხდება შემდეგ თანხის გამოყოფა და პროექტის განხორციელება. ტერიტორია არ არის მუნიციპალური საკუთრება, ჩვენ მას ვერ განვკარგავთ“.

 

გამგებლის მოადგილეს მიაჩნია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო გააჯანსაღებს გარემოს ჩაქვში, ვიდრე სხვა პროექტები.

 

რაც შეეხება ჩაქვში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ინფასტრუქტურული პრექტის განცხორციელებისთვის გერმანულმა ბანკმა –  KFW 6 მილიონ ევროზე მეტი გამოყო და ამ პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის გათვალისწინებული:

 

„პირველი პროექტი მხოლოდ წყლის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ამ პროექტში კი ასევე არის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციაც“.

 

რატი მეგრელიძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშიერბულ დეტალებზე მას ინფორმაცია არ აქვს, რადგან პროექტის ზედამხედველი ბათუმის მერიაა: „დღეს რეზერვუარები შენდება ბოტანიკური ბაღის მხრიდა. ალბათ ხაზობრივი მუშაობა შემდეგ დაიწყება“.

 

ჭადრაკი: საქართველო-ინდოეთი 2,5:1,5

 

ინდოელებთან დაპირისპირებაში ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, მესამე დაფაზე კი მერი არაბიძემ რეიტინგში გაცილებით წინ მდგომი რუტ პადმინი დაამარცხა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „დღეს, ბოლოსწინა ტურში ქართველი გოგონების ოთხეული სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრების დღევანდელი მეტოქე 7 ქულით მე-5 ადგილზეა. დღესვე რუსეთის ნაკრები პრინციპულ შეხვედრას გამართავს უკრაინასთან. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ხვალ, ჩინეთთან მატჩით დაასრულებს“.


სატურნირო  მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ:

1. საქართველო  – 11 ქულა

 2. რუსეთი  –  10 ქულა

3. ჩინეთი    –  8 ქულა

4. უკრაინა   – 7 ქულა

5. ინდოეთი  – 6 ქულა

6. სომხეთი   – 6 ქულა

7. ყაზახეთი  – 5 ქულა

8. აშშ – 4 ქულა

9.  პოლონეთი – 3 ქულა

10.  ეგვიპტე   – 0  ქულა

 

დღეს გასამართ მერვე ტურში შემდეგი ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან (27.04.2015):

ინდოეთი – პოლონეთი

ყაზახეთი – ეგვიპტე 

უკრაინა – რუსეთი

ა შ შ – ჩინეთი

საქართველო – სომხეთი


მეცხრე ტური  (28.04.2015)

 

სომხეთი –  ინდოეთი

ჩინეთი –  საქართველო

რუსეთი – ა შ შ

ეგვიპტე –   უკრაინა

პოლონეთი – ყაზახეთი

 

VII ტურში, ანუ 26 აპრილს ქართველმა სპორტსმენებმა შემდეგი შედეგები აჩვენეს:

 

საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი

ბელა ხოტენაშვილი (2513) ½:½ ჰამპი კონერუ (2581)

ლელა ჯავახიშვილი (2481) ½:½ დრონავალი ჰარიკა (2492)

მერი არაბიძე (2374) 1:0 რუტ პადმინი (2446)

 სალომე მელია (2459) ½:½ სვამინათან სუმია (2347)

VI ტურის (25 აპრილი) შედეგები ასეთია

საქართველო 3:1 აშშ

ბელა ხოტენაშვილი (2513) 1:0 ტატევ აბრაჰამიანი (2301)

ლელა ჯავახიშვილი (2481) ½:½ კატერინა ნემცოვა (2279)

მერი არაბიძე (2374) 1:0 ვიკტორია ნი (2188) 

ნინო ბაციაშვილი (2473) 1:0 ალისა მელეხინა (2235

მდინარე აჭარისწყალმა ჩვილის ცხედარი გამორიყა

 

 სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო აბორტს.

 

„ჩვილი დღენაკლული იყო,  ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვით შესაძლოა  მუხლის 1-ლი ნაწილი გადაკვალიფიცირდეს სხვა ნაწილზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

წამებაში ბრალდებულების საქმე 27 აპრილისთვის

 

ბრალდებული გიორგი ვეკუა
ბრალდებული გიორგი ვეკუა

დღევანდელ სასამართლო სხდომას, ამ საქმის განხილვის პროცესში პირველად, დაზარალებულებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც ესწრებიან. ყოფილი პატიმარი და ამჟამად დაზარალებული, მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოუყვა, რომ 41-ე საკანში იხდიდა სასჯელს და ხშირად გამხდარა მსხვერპლი:

 

„ვიცი ვეკუა იყო დირექტორი, მაგრამ მე ვეკუა ნანახი არ მყავს. საკანში შემოვარდებოდა ჯიქია. გადმოყრიდა ყველაფერს და ტანსაცმელზე ფეხებით დადიოდა… წამალს ვერ ვითხოვდით, გვეშინოდა. თუ ვინმე წამალს მოითხოვდა, საკნიდან გავყავდით და გვცემდნენ. ჩემი მოთხოვნაა დაისაჯოს აი ის (ჯიქიასკენ იშვერს ხელს) და ციხის დირექტორი…“

 

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ სცემეს, დაზარალებული პასუხობს – „მაგას ვინ დაითვლის“. 

პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის კითხვაზე, უყვებოდა თუ არა პატიმარი ამის შესახებ სხვა ვინმეს (რაც ხდებოდა ციხეში) მოწმემ უპასუხა: „ვინც ამაზე ილაპარაკა, იმას უარესი დამართეს“.

 

საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

 

ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმეზე სასამართლომ 116 ადამიანი უნდა დაკითხოს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის ციხის თანამშრომლები და პატიმრები. მე-3 საპყრობილეს ყოფილი ხელმძღვანელები – ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა პატიმრობაში არ იმყოფებიან. ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლემ.

„ხორუმის“ ანგარიში

 

 

ანგარიშში „ხორუმის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თემურ ბიბილეიშვილი წერს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში „ანსამბლს რაც ჰქონდა დაგეგმილი ფაქტობრივად შესრულდა, ერთი გამონაკლისის გარდ.  საქართველოში მოეწყო მხოლოდ 4 გასტროლი 10-ის მაგივრად. ვინაიდან ხელმძღვანელობამ პრიორიტეტად აირჩია საზღვარგარეთ გასტროლი. საზღვარგარეთ ორის მაგივრად მოეწყო ხუთი გასტროლი“.

 

„ხორუმი“-ს ანგარიშით ირკვევა, რომ გასულ წელს შეუძენიათ ახალი საცეკვაო ფორმები და სასცენო რეკვიზიტები.

 

„ხორუმში“ სულ 80 ადამიანი ყოფილა დასაქმებული,  მათგან 50 მოცეკვავე. მოცეკვავის საშუალო ანაზღაურება 200 ლარია.

Exit mobile version