საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული ერთი ადამიანი 30 წლისაა, მეორე კი _ 31 წლის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ადანაშაულებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
„ჩვენთან ოთხი პრემიაა წლიურად გათვალისწინებული. ორი კვარტლის პრემია, მთლიანად გავეცით“, – ამბობს ის.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე კი ამბობს, რომ სააღდგომოდ პრემიის სახით, ხელზე – 1 800 ლარი აიღო. მისი ყოველთვიური ანაზღაურება ხელფასისი სახით 2 600 ლარია.
„ეს იყო სადღესასწაულო პრემია, კვარტალური ცალკეა, ის მარტში იყო. ჩვენ უფლება გვაქვს წელიწადში სამჯერ ავიღოთ დღესასწაულზე პრემია. სააღდგომოს გარდა, შეგვიძლია აგვისტოში მარიამობის და ნოემბერში გიორგობის დღესასწაულზეც ავიღოთ. ვნახოთ, როგორ იქნება. თუ ხელფასები გაიზრდება, შეიძლება საერთოდ გავაუქმოთ პრემია“.
სადღესასწაული პრემიები გაიცა ქედაშიც. თუმცა, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ქედაში ამბობენ, რომ ისინი კვარტალურ პრემიას აღარ ელოდებიან. „კვარტალური პრემია არ მიგვიღია, სადღესასწაულო პრემია გაიცა სააღდგომოდ, ხელფასის 50 პროცენტი იყო პრემია. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრემიის აღების უფლება გვაქვს, როდის იქნება არ ვიცი“, – ამბობს ის.
ამირან ცინცაძე ამბობს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 2 ათასი ლარია, პრემიის სახით კი ხელზე ათასი ლარი აიღო.
ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის. საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს მიუხედავად ამისა მას კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ იცავს.
„შენობა არ არის აუცილებელი რომ იყოს კულტურული მემკვიდრეობის ზეგლის სტატუსის მქონე. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იცავს რამდენიმე კატეგორიის შენობას, როგორიც არის მაგალითად: ისტორიული შენობა, კულტურული მემკვიდრეობა, ასი წლის ხანდაზმული შენობა და ძეგლის ნიშნის მქონე. ეს სახლი მინიმუმ ოთხ კატეგორიას აკმაყოფილებს. მისი დანგრევა არის დანაშაული. თან შეგნებული დანგრევა. არ არსებობს არანაირი დასკვნა რომ შენობის შენარჩუნება შეუძლებელია.
რამდენიმე თვის წინ „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“ ერთობლივ პროექტში ვმონაწილეობდით. პროექტი ითვალისწინებდა იმ ნაგებობების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, რომელსაც არა აქვს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ იმსახურებენ. რამდენიმე შენობაზე ვიმუშავეთ. მათ შორის იყო ეს შენობა. არსებობს ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილის ძალიან კვალიფიციური დასკვნა, რომ ეს სახლი აუცილებლად იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
„ბათუმელები“ გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე სახლის ინტერიერი.
სალექციო კურსის შემდეგ, ბოტანიკური ბაღის ავსტრალიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების კოლექციის შევსების მიზნით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მიერ დაირგვება ნერგები.
ამავე დღეს, 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმში არსებულ ტურისტულ სააგენტოებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი წარუდგენს ფასდაკლებათა პაკეტს, რომელიც გულისხმობს ტურისტული სააგენტოებისათვის ბაღის დათვალიერების საფასურზე 10, 18 და 25 % – იან შეღავათს.
ლექცია ეხება ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატს „ფეხსაცმელები“, სახელდობრ, მის რეცეფციას მეოცე საუკუნის გერმანელ ფილოსოფოსს მარტინ ჰაიდეგერთან და ამერიკელ ხელოვნებათმცოდნე მეიერ შაპიროსთან.
მოხსენებაში საუბარი იქნება, ერთი მხრივ, ვან გოგის ნახატის ჰაიდეგერისეულ ინტერპრეტაციაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერპრეტაციის კრიტიკაზე შაპიროსთან. აღსანიშნავია რომ, ორივე პიროვნებამ ვან გოგის ზემოხსენებული ნახატის უფრო ღრმად გაგებისთვის ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
„ეს სახლი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თუ შიგნით შეხვალთ, ნახავთ რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ხალხი. ბოდიში, მაგრამ ბოსელში უფრო კარგად იცხოვრება, ვიდრე იმ სახლში. გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე. ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ უნდა დავაკმაყოფილო ეს ხალხი. იმ სახლის ადგილას რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ. პროექტი უკვე არსებობს და დევს ქალაქის საპროექტოში. მშენებლობის ნებართვა ჯერ არ მიმიღია. დემონტაჟის ნებართვა მაქვს,“ – ამბობს მურმან ჯინჭარაძე.
ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, ამ ეტაპზე ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლზე, არც დემონტაჟის და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული არაა. სახლი კერძო მესაკუთრეების მფლობელობაში იყო და იქ შვიდი ოჯახი ცხოვრობდა.
ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლის კარი. 1970-იანი წლები. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან
ყველა სამშენებლო-სარემონტო მასალა ერთ სივრცეში – ამ პრინციპით მუშაობს „ოცნების სახლი“ და მართლაც, აქ მომხმარებელს რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა ერთ ადგილას ხვდება. არჩევანი „ოცნების სახლში“ მრავალფეროვანია: 250-ზე მეტი სახის, სხვადასხვა ფერის, ლითონის, ხისა თუ MDF-ის მზა კარების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, კვარცის, ბუნებრივი ქვის – მარმარილოსა და ტრავერტინის დიდი არჩევანი; ხელოვნური გრანიტი, საღებავები, აბაზანის აქსესუარები, კაფელ-მეტლახი, ეზოს დეკორატიული ფილები – ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელიც „ოცნების სახლის” საბითუმო საწყობში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სახლისათვის, ფასისა და გემოვნების გათვალისწინებით.
კომპანიას პროდუქცია ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს. „ოცნების სახლში“ ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფეროვანი დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გარდა თანამედროვე სერვისიც დაგხვდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ.
„ოცნების სახლი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – გაგარინის ქუჩის #20-ში ახალი საწყობი გაიხსნა, სადაც საბითუმო ფასად შეძლებთ საცალო პროდუქციის შეძენას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს ხარჯებს.
საბითუმო საწყობის გახსნის იდეა „ოცნების სახლის” ხელმძღვანელებს დიდი ხნის წინ გაუჩნდათ, მათი მიზანი ქვეყანაში ინოვაციური მომსახურების დანერგვა იყო. „ოცნების სახლის“ მენეჯერები განვითარებულ ქვეყნებში ვიზიტისას სამშენებლო მასალების სარეალიზაციო ადგილებში არსებულ სტანდარტებს აკვირდებოდნენ და ამ სტანდარტების დანერეგვა ბათუში, გაგარინის #20-ში გახსნილ საბითუმო საწყობში შეძლეს: „სამშენებლო მაღაზია ინფრასტრუქტურულად გამართული უნდა იყოს, ავტოპარკინგით, სხვადასხვა სერვისითა და შოურუმით აღჭურვილი. მომხმარებელს სამ წუთში ვუტვირთავთ შეძენილ პროდუქციას, ჩვენთან არ უწევთ ლოდინი შეძენილი საქონლის მისაღებად, ეს თანამედროვე ევროპული სტანდარტია. ჩვენ მომხმარებლის დროს ვუფრთხილდებით,” – ამბობს რაულ გაბაიძე, კომპანია “ოცნების სახლის” დამფუძნებელი.
რაულ გაბაიძე: „ოცნების სახლის” ფასები რევოლუციურია. ჩვენ გვაქვს სამი სახის ფასი: საცალო, საბითუმო და კორპორატიული. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ლიდერი მიმწოდებლები ვართ სამშენებლო მასალების ბაზარზე. ჩვენ ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას ვპასუხობთ. ჩვენი მომწოდებლები სანდო და გამოცდილი კომპანიები არიან, ყველა პროდუქტი აქ ჩამოტანამდე გადის შესაბამის შემოწმებას, ამის გამო ჩვენ მომხმარებლებს გარანტიას ვაძლევთ, რომ ჩვენთან ხარისხი ყოველთვის ფასზე მაღალია.“
კომპანიის მთავარი პრინციპია – არ მოატყუო მომხმარებელი! რასაც „ოცნების სახლში“ გულმოდგინედ იცავენ. „თუ კონკრეტული პროდუქტი შედარებით დაბალი ხარისხისაა, კონსულტანტმა უნდა აუხსნას კლიენტს. ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა სანდოობაა, ასე მოვდივართ წლებია”, – აღნიშნავს რაულ გაბაიძე.
კომპანიას ქართულ ბაზარზე 23 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს. 2004 წლამდე ხე-ტყის გადამუშავებას და ექსპორტს ეწეოდა, 2005 წლიდან კი კომპანიამ მიმართულება შეიცვალა, ქვეყანაში სამშენებლო მასალების იმპორტირება დაიწყო და ბაზარზე მაღაზიათა ქსელი „ოცნების სახლი“ გამოჩნდა.
„ჩვენი მიზანი იყო ქვეყანაში შემოგვეტანა ის პროდუქცია, რომელიც არ მოიპოვებოდა იქამდე ბაზარზე“, – იხსენებს რაულ გაბაიძე. მისივე თქმით, შპს „ოცნება“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში ლამინირებული პარკეტისა და მზა კარების რეალიზაცია დაიწყო.
„თავიდან ვერავის წარმოედგინა, რომ მზა კარის ყიდვა შეიძლებოდა მაღაზიაში. ეს პროდუქტი ეტაპობრივად გახდა მოთხოვნადი და დღეს უკვე კონკურენტულ გარემოში გვიწევს ბიზნესის წარმოება. იგივე შეიძლება ითქვას აბაზანის კარადებზე, მაგნეზიუმ-ოქსიდისა და კალციუმ-სილიკატის ფილებზე, ეს ფილები არის წყალგაუმტარი, ხმაგაუმტარი და ცეცხლგამძლე, მისი გამოყენება შეიძლება ინტერიერსა და ექსტერიერშიც. ასევე, „ოცნების სახლმა“ ბუნებრივი ქვების ბაზარზეც რევოლუციური გარდატეხა მოახდინა ფასების მხრივ. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში, ტაბიძის #4ა-ში მოვაწყეთ ევროპული დონის ბუნებრივი ქვების საბითუმო საწყობი, სადაც იყიდება როგორც დაუმუშავებული, ასევე დამუშავებული ფილები“, – აღნიშნავს რაულ გაბაიძე.
კომპანია საქართველოში კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტის შექმნას აპირებს. სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „ოცნების სახლი“ კედლის თერმული ბლოკების წარმოებას გეგმავს. კომპანიის მიზანია პროდუქცია ქართული რესურსით აწარმოოს, რაც ნაკლები დანახარჯებით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა. „თერმული ბლოკი ზამთარში სითბოს ინარჩუნებს შენობაში, ზაფხულში – სიგრილეს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. საქართველოში თუ ვაწარმოებთ, მინიმუმ 20 პროცენტით ნაკლები დანახარჯის გაწევა მოუწევს მის შესაძენად მომხმარებელს“, – ამბობს რაულ გაბაიძე.
„ოცნების სახლი“ „ბათუმელების“ მკითხველს გაზეთის (#13 ნომრის) პირველ გვერდზე განთავსებული კუპონის წარდგენის შემთხვევაში, 3-5 პროცენტამდე ფასდაკლებას სთავაზობს.
შპს “ოცნების“ მაღაზიები შემდეგ მისამართებზე მდებარეობს:
სათაო ოფისი – ბათუმი, ტაბიძის 4ა; ტელ: 032 201 12
საცალო და საბითუმო საწყობი – ბათუმი, გაგარინის 32; ტელ: 577-21-00-45
საგამოფენო დარბაზი – ბათუმი, პუშკინის 27; ტელ:: 577-21-00-24
საგამოფენო დარბაზი – ბათუმი, აღმაშენებლის 58; მობ: 577-21-04-29
„ორი წელზე მეტია აღნიშნულ სამსახურში ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურში რეორგანიზაცია მოხდა, რის შედეგადაც 75 საშტატო ერთეულის ნაცვლად შტატები 81-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ ჩემი ანუ დირექტორის მოადგილის შტატი გაუქმდა“- აცხადებს ირაკლი მოდებაძე.
მისი აზრით, სამსახურიდან მისი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკურია, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის “მიერ გამართულ აქციაზეც იმყოფებოდა.
„ქალაქის მერი აგრძელებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას და ვაპირებ, რომ სასამართლოში გავაგრძელო ბრძოლა. გიორგი ერმაკოვმა ის დრო გაიხსენოს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მანტია ეცვა. სჯობს მიხედოს ქალაქს და თავი დაანებოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას“ – განაცხადა მოდებაძემ.
„ბიუროს სხდომებზე ჩვენი ინიციატივები იბლოკება და საკრებულოს სხდომაზე მათი გატანა არ ხორციელდება. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა ჩააგდეს, რომელიც 2012 წელს, ქედაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა. ამ საკითხზე მაშინ აჭარის სამთავრობო კომისიამაც იმსჯელა და დაადგინა რომ 101 ოჯახზე კომპენსაცია უნდა გაცემულიყო, თუმცა ორ წელზე მეტი გავიდა და მოსახლეობას ეს თანხა არ აუღია“- აცხადებს, ვაჟა ბოლქვაძე.
ქედის საკრებულოს წევრის განცხადებით, კომპენსაციის მთლიანი თანხა, 283 ათას ლარს შეადგენს.
„კომპენსაციის თანხები ცენტრალური ხელისუფლებიდან უნდა გამოყოფილიყო, თუმცა დღემდე არ არის პრობლემა მოგვარებული. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, სასამართლოში გაასაჩივროს დღევანდელი, 21 აპრილის ქედის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც ამ საკითხის დაბლოკვა ხელოვნურად მოხდა“- აცხადებს, ის.
საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ამ საკითხის ჩაგდებით, ბიუროს სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი დაირღვა.
ბატონო ჯამბულ, სააღდგომოდ ყველა საკრებულოში გაიცა პრემიები და თქვენ რამდენი აიღეთ?
საერთოდ, ამ თემით მანიპულირება არ არის კარგი. რაც ეკუთვნის და რაც არის კანონით განსაზღვრული, ისე მოიქცა ხულოს მუნიციალიტეტი. როგორ გინდათ, დავუბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქას, როცა ხელფასებს საერთოდ არ ვაძლევდით.
ჩვენ არ გვითქვამს რომ არ გეკუთვნოდათ, გკითხეთ რა თანხა გაეცით პრემიის სახით.
შვიდი თვე გავიდა და ერთხელ არ მოგიკითხიათ ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
თქვენ არ კითხულობთ „ბათუმელებს“? – ჩვენ ვაშუქებთ მუნიციპალიტეტების ამბებს.
ვკითხულობ, მაგრამ რომელი პროექტი გააშუქეთ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ?
თქვენ რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ?
ჩვენ, როდესაც დავიწყეთ და ვაკეთებთ გასვლით სხდომებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველია, კონკრეტულ თემებში, საკრებულოებში გავდივართ და მოსახლეობას ვეკითხებით და ვისმენთ მათ პრობლემებს…
ეს ისედაც ხომ გევალებათ, როგორც საკრებულოს წევრებს?
შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება არის კანონით, გეგმით გათვალისწინებული. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი მიიღებს პრემიას იმიტომ, რომ ამას იმსახურებენ.
დავაზუსტოთ, პრემია გაიცახელფასის ოდენობით, თუ ნაკლები იყო?
არ მახსოვს.
თქვენი ხელფასი ხომ გახსოვთ რამდენია. პრემიაც იმდენივე აიღეთ?
არ მახსოვს და რა გითხრათ. საერთოდ, ეს თემა არ არის ის თემა, რომელიც საინტერესოა ჩემთვის ან მოსახლეობისთვის.
შეგიძლიათ მოგვიანებით დაგვიზუსტოთ თქვენი ხელფასის ოდენობა?
2 050 ლარია თუ არ ვცდები. პრემია არ მახსოვს. იმით რატომ არ დაინტერესდით, პირველი კვარტლის პრემია რომ არ ავიღეთ.
პირველი კვარტალი ახლა ხომ დასრულდა, რომელ პრემიაზე საუბრობთ?
კანონი განსაზღვრავს წელიწადში ოთხ პრემიას. ის, რაც სააღდგომოდ ავიღეთ არ იყო კვარტალური პრემია, სააღდგომო პრემია სხვაა.
ანუ, კვარტალურიც უნდა აგეღოთ და სააღდგომოც?
მარტო რომ ნეგატივს წერთ, იმისთვის რომ ეკონომიკა გამოსწორებულიყო და მეტი ფული წასულიყო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, ჩვენ შვიდის მაგივრად ბიუჯეტში მივიღეთ ოთხი პრემია. მთა რომ არ დაიცალოს, უნდა წაახალისო ახალგაზრდები, მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. ჩემი თანამშრომლები ხუთას ლარს იღებენ და ეს არ არის ის ხელფასი, რომ მან არ აიღოს პრემია. სპეციალისტებსაც და სამმართველოს უფროსებსაც ორჯერ მეტი უნჯდა ჰქონდეთ, უბრალოდ, საშუალება არ არის მეტი.
7 აპრილს, სამშაბათს, ბათუმის მერიის აეროპორტის უბანში, ტერიტორიულ ორგანოში არც მერის წარმომადგენელი და არც მისი თანაშემწე არ იმყოფება. ერთ-ერთი ოთახის კარზე რწმუნებულის, მისი ორი თანაშემწის სახელი-გვარი და ტელეფონის ნომერია მითითებული. ოთახის კარი ღიაა, სადაც მხოლოდ რამდენიმე მაგიდა და სკამი დგას. რწმუნებული ტელეფონით გვეუბნება, რომ „უბანზეა გასული, მერის დავალებას ასრულებს“. დავალება – ტერიტორიული ორგანოს ფარგლებში კომერციული ობიექტების აღწერაა.
20 წუთში რწმუნებული სამსახურში ბრუნდება და „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხების გასაცემად მერიის პრესსამსახურთან შეთანხმებას ითხოვს. რწმუნებული ამბობს, რომ საუბრის პრობლემა არ აქვს, თუმცა საქმის კურსში უნდა იყოს სამსახურის უფროსი თეკლა ჩიჩუა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალოვანი უწყების თანამშრომლების გარდა, მსგავსი ღია აკრძალვა მედიასთან ურთიერთობაზე თითქმის აღარ გვხვდება. ბათუმის მერია გამონაკლისთა შორისაა.
თეკლა ჩიჩუა „ბათუმელებს“ ტელეფონით უხსნის, რომ რწმუნებულს ლაპარაკის უფლებას პრესსამსახური არ უზღუდავს. რომან დუმბაძე ჩაწერას თეკლასთან ზარის შემდეგაც არ თანხმდება, ის ტელეფონით თავად უკავშირდება, სავარაუდოდ, ქალაქის მერს, რის შემდეგაც ისევ უარზეა: რწმუნებულმა პირად საუბარში განმარტა, რომ ის მერის რწმუნებულია და არა მერიის. `თქვენს უფროსს მოეწონება, შეთანხმების გარეშე რომ გააკეთოთ კომენტარი?“ – კითხულობს ის. და ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან საამისოდ არაკომპეტენტურია.
აქვს თუ არა მერის რწმუნებულს უფლება, უპასუხოს ჟურნალისტის შეკითხვას? – კითხვას ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ 8 აპრილს სასტუმრო „რადისონში“, ერთ-ერთ, შეხვედრაზე უპასუხა:
„ნებისმიერ მოქალაქეს, რწმუნებული იქნება ეს თუ სხვა, აქვს უფლება ჩაეწეროს, მაგრამ თუ ის არ არის კომპეტენტური იმ საკითხებში, რომელსაც მას უსვამენ და სჭირდება კომპეტენტურ პირთან კონსულტაცია, რომ გაგცეთ ნორმალური პასუხი, რაშია აქ პრობლემა? – ამისთვის არსებობს პრესსამსახური და უნდა შეათანხმოთ. პრესსამსახური თუ გეუბნებათ, რომ ეს საკითხები გავლილია და არ არის პრობლემა, მაშინ რას ამბობს რწმუნებული, საუბარს მიკრძალავენო? ასე არ არის.“
არის თუ არა კომპეტენტური, რა მოვალეობა აქვს მერის რწმუნებულს? – ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი ( ამ პროცედურასაც კანონი არეგულირებს), შესაბამისად, მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობასაც მერი ახორციელებს. საკრებულოს დებულების მიხედვით, მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს მერიის სამსახურებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, ასევე მოსახლეობასთან ურთიერთობას; ორგანიზებას უწევს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეებისა და მერიის საჯარო მოხელეების მოსახლეობასთან შეხვედრებს; სწავლობს თავის უბანში არსებულ მდგომარეობას და ინფორმაციას აწვდის მერს, ვიცე-მერს… მას ევალება ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობა მერიის მუშაობაზე; მერის რწმუნებული თავის სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს მერიის, მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მოთხოვნებს კანონით დადგენილი წესით; ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების დავალებებს.
აეროპორტის უბანი ბათუმის მერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. ამ უბანში 2600 ოჯახი – 11 500 პირი ცხოვრობს.
„ბათუმელებმა“ მერის რწმუნებულთან ინტერვიუს ჩაწერის შეთანხმება პრესსამსახურისგან მეორე დღეს, 8 აპრილს მიიღო. იგივე აინტერესებდათ 8 აპრილსაც – ვარ თუ არა შეთანხმებული პრესსამსახურთან.
რომან დუმბაძის თქმით, მისი სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება: „გასული დღის შედეგებს ვაჯამებთ. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. დღეში ოცამდე განცხადება შემოდის ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით. თანხას ძირითადად მედიკამენტების შესაძენად ითხოვენ. ასევე ითხოვენ შუამდგომლობას სამედიცინო ოპერაციის დასაფინანსებლად.“
აეროპორტის უბანში მატერიალური პრობლემების შემდეგ აქტუალური ინფრასტრუქტურული პრობლემებია: „სანიაღვრეები მოსაწესრიგებელია, რამდენიმე ქუჩა მოასფალტებას საჭიროებს. რიგ ადგილებში გარე განათების საკითხებიც დგას დღის წესრიგში. მაღლივი კორპუსებიდანაც მოდიან ეზოს ან წყლის პრობლემებით. შესაბამის სტრუქტურებს ვუკავშირდები და ვცდილობ, დავეხმარო მოსახლეობას“, – ამბობს რომან დუმბაძე.
რწმუნებულის თქმით, მის საქმეში ყველაზე დიდი სირთულე უნებართვო მშენებლობების კონტროლია: „თითქმის ყოველდღეა საჭირო შემოვლა, რომ არ გამოგეპაროს. პირველ ჯერზე ვცდილობთ გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ ვუკავშირდებით ზედამხედველობის სამსახურს.“
რწმუნებულის თქმით, მასთან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებიც ტერიტორიულ ორგანოს სასოფლო საბჭოს ეძახიან, ის კი გამგებელი ჰგონიათ და სთხოვენ მიწის დაკანონებას, კომლად გამოყოფას ან ელექტროენერგიის გადასახადის ვერგადახდის გამო დახმარებას: მათ ვაკვალიანებ, მერიას აქვს სარეზერვო ფონდი, მაგრამ ელექტროენერგიის გადახდას არ ითვალისწინებს.“
რომან დუმბაძე პროფესიით იურისტია, მერიაში დასაქმებამდე პოლიციელი იყო, თუმცა გვარწმუნებს, რომ სამსახურებრივად ასევე ყოფილ პოლიციელ გიორგი ერმაკოვთან შეხება არ ჰქონია: „მაშინ არც ვიცნობდი.“ კითხვაზე – შეასრულებდა თუ არა მერის დავალებას, თუ ის უკანონო იქნებოდა, რომან დუმბაძე პასუხობს, რომ – არა. ის მიიჩნევს, რომ მსგავს დავალებას გიორგი ერმაკოვისგან არასდროს მიიღებს.
რომან დუმბაძეს საკუთარი მანქანა არ აქვს და არც სახელმწიფო მანქანა ემსახურება. ხანდახან მანქანას თანაშემწისგან თხოულობს. რწმუნებულის ხელფასი დარიცხვით 1200 ლარია, ხოლო თანაშემწის ხელფასი – 800 ლარი.
ამასთან, შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით. 2000-2013 წლების პერიოდში მსოფლიოში ვაქცინაციის შედეგად წითელათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 75 %-ით, 544 200-დან 145 700-მდე.
კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა.
კვირეულს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით. 20 აპრილს განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან. 21 აპრილს შედგება შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში; 22 აპრილს – ქედის მუნიციპალიტეტიში 23 აპრილს – ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ასევე კვირეულის ფარგლებში იგეგმება შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების წითელა,წითურა,ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს! აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!
ქალბატონო თამარ, გასულ კვირას მედიაში გავრცელდა პროექტი, რომელიც შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე განხორციელდეს, ევროპის მოედანზე. თქვენი აზრით, რას დაკარგავს ბათუმი მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში?
ბათუმი დაკარგავს კიდევ ერთ ღირებულ შენობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სახეცვლილია, მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობით და ინარჩუნებს იმ მასშტაბს, რომელიც ახასიათებდა ამ მოედანს. ეს ყველაფერი მოჰყვა ფოსტის შენობაზე განხორციელებულ ქმედებებს. თავიდანვე ვამბობდით, რომ ფოსტის შენობის ცვლილება არ იქნებოდა ერთადერთი, რადგან თუ ეს პროცესი დაიწყო, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.
ფოსტის შენობის ცვლილება წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა, დღეს ვინც ხელისუფლებაშია, მათგან ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს და კულტურული მემკვიდრეობის ასეთ „განვითარებას“, მე იმედი მქონდა, რომ ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდებოდა, სამწუხაროდ ასე არ ხდება. თუ ფოსტის შემდეგ იგივე მოხდება ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზეც, ალბათ ეს იქნება განგრძობადი პროცესი, რომელიც შეიწირავს ძალიან ბევრ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და რაც მთავარია, შეიწირავს იმ მასშტაბს, რომელიც ქალაქს ჰქონდა და რომელიც დიდწილად ისედაც დაზიანდა.
რატომ არის მიუღებელი ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე ან მის უკან მრავალსართულიანი პროექტის განხორციელება?
კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ არეგულირებს, თუ რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე. ისტორიულ ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ძეგლის მასშტაბის ცვლილებაც კი, თუ ის არ არღვევს ძეგლის მთლიანობას და ღირებულებას. სამწუხაროდ კანონში არსებული ჩანაწერები ძალიან ბუნდოვანია, იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, რაც ხშირად ხდება კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მიზეზი. ყოფილი აფთიაქის შენობაზე წარმოდგენილი პროექტის შესახებ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ქმედება, რომელიც კანონშია გაწერილი და რომელიც შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, არ გულისხმობს მსგავს პროცესს.
მეორე, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ასეთი მასშტაბის ცვლილებები საერთოდ აკრძალულია ისტორიული ძეგლების არეალებში. ტერიტორია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი, უნდა იყოს დაცული და ამ ზონებში შენარჩუნებული უნდა იყოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილი, მასშტაბი და არქიტექტურული იერი. ამას კანონი არეგულირებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენობების აღმართვა, რომელიც თავისი ფორმითა თუ სიმაღლით დისონირებს ისტორიულ განაშენიანებასთან, სასტიკად აკრძალულია.
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის პროექტი, რომელიც მედიაში გავრცელდა, განაშენიანების ფორმებსაც არღვევს და კულტურული მემკვიდრეობის შენობასაც აზიანებს. ფასადი გინდა ყოფილა, გინდა – არა, რაც რჩება, იმას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მსგავსი პროექტის განხორციელების ერთადერთი გზა ის არის, რომ მოხსნან ძეგლის სტატუსი, თუმცა სტატუსის მოხსნისთვის არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს, რადგან სახეცვლის მიუხედავად ძეგლს აქვს ისტორიული და კულტურული ღირებულება. მსგავსი პროექტის განხორციელებით, ობიექტი სრულად დაკარგავს ღირებულებას, რაც ავტომატურად ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება კი ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და იმედია ამაზე ვინმე ოდესმე პასუხს აგებს.
მეორე მხრივ, არის ინვესტორის ინტერესები, შენატანები ბიუჯეტში, რაც აისახება მოსახლეობაზეც, რაზეც მიუთითებს მთავრობა…
გასაგებია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა ობიექტის რესტავრირება, მაგრამ მან აუცილებლად უნდა შექმნას რეგლამენტი, რომ ინვესტიციამ არ გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა. ინვესტიცია და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არ არის ერთმანეთისგან დაშორებული ცნება, ეს პროცესი მთელმა მსოფლიომ გაიარა და ძალიან კარგად ახერხებენ ისტორიულ ქალაქებში ამ ორი რამის შეჯერებას, ისე, რომ ინვესტორებიც კმაყოფილნი არიან, არ ზიანდება კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქიც კმაყოფილია და ტურისტებიც. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს და მოხელეებს ამ გზის ეშინიათ, რადგან ეს უფრო რთული გზაა, მეტ გააზრებას ითხოვს, რეგლამენტის შემუშავებას, წახალისების ფორმებს, ამიტომ მარტივი გზა აქვთ მოძებნილი, გზა რომელსაც ინვესტიციებს შეწირული ურბანული მემკვიდრეობა ჰქვია.
როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ადამიანებმა ოჯახიდან ძვირფასი ნივთების გატანა და გაყიდვა დაიწყეს მშრალ ხიდზე, ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს ახლა ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ბიუჯეტის შესავსებად გამოაქვს კულტურული მემკვიდრეობა და ყიდის, სწირავს ჩვენს უმნიშვნელოვანეს და რაც მთავარია არაგანახლებად რესურს, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.
დაუშვებელია ფულად ერთეულში გადავიყვანოთ კულტურული მემკვიდრეობა, ის ხომ შეუფასებელია, მასზე დგას ერის, ნაციის თვითმყოფადობა, მისი კულტურა, ისტორია და იდენტობა. სახელმწიფომ ისე უნდა მოახერხოს ბიუჯეტის შევსება და ინვესტიციის მოზიდვა, რომ ამით არ დაზარალდეს ჩვენი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა.
ამბობენ, რომ წარდგენილი პროექტი შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რაც შენობის არსებული ფორმით შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის. თქვენთვის სხვა პროექტიც მიუღებელი იქნება?
თავიდანვე, როცა დებდნენ ამ ხელშეკრულებას, უნდა ეფიქრათ, რომ ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არ იქნა ძეგლი დანგრეული. ერთად ეს ორი რამ არ გამოვა, სივრცე არ არის საკმარისი. მე მაქვს შეკითხვა – თუ იცის ინვესტორმა, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რომ ძელზე განსახორციელებელი ყველა ქმედება რეგულირდება კანონით?! 2005 წლამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა არ იყო დაშვებული, შემდეგ ეს დაუშვეს, და ეს სწორიც იყო, რა თქმა უნდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში მას უნდა მიჰყვეს სახელმწიფოსა და ახალ მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულება, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ვალდებულებები და შეზღუდვები. სახელმწიფო უნდა ჰქმნიდეს ჩარჩოს, რეგლამენტს, პირობებს, რომელსაც შემდეგ მოერგებიან ინვესტორები და არა პირიქით. სამწუხაროდ ჩვენში ინვესტორები ქმნიან კანონებს, რომელიც ხშირად არ არის ქალაქისა და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული.
გასულ კვირას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა მირანდა ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველა შემოთავაზებული ვერსია უნდა გახდეს პირველ რიგში პროფესიული და ასევე საზოგადოების განსჯის საგანი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენ ხელოვნებათმცოდნე ხართ და წლებია სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობთ. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ამ საკითხზე სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობა?
ხელოვნებათმცოდნეებისგან, არქიტექტორებისა და იმ სპეციალისტებისგან, ვისაც კარგად ესმის დღეს ქალაქი ბათუმი და ვისი პროფესიონალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია მსგავს პროექტზე მოვისმინო დადებითი შეფასება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ კი, შესაძლებელია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა. არავინ არ არის სახელმწიფოს მტერი, არავინ არ იბრძვის საკუთარი თავისთვის, მთავარია ქალაქმა, სახელმწიფომ საუკეთესო გამოსავალი იპოვოს ამ სიტუაციიდან, რომ არ დაზარალდეს არც სახელმწიფო, არც კულტურული მემკვიდრეობა და არც ინვესტორი,
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ქალაქის მცხოვრებლების აზრი. ეს თქვენი ქალაქია პირველ რიგში, თქვენ, ბათუმელებმა უნდა განსაზღვროთ, რა არის თქვენი კულტურული მემკვიდრეობა, რა არის თქვენთვის ბათუმი, რის დაკარგვას არ შეეგუებით.… თუ ბათუმელებმა ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ ეს პროცესი ანგრევს ქალაქს და ეს აღარ არის ის ბათუმი, სადაც გავიზარდეთ, სადაც გვინდა, რომ ვიცხოვროთ და ჩვენი შთამომავლობა დარჩეს, ნამდვილად მოუწევს მთავრობას ამისათვის ანგარიშის გაწევა, რადგან მათ ყველა პროფესიონალის იგნორი შეუძლიათ, მაგრამ ისინი თვალს ვერ დახუჭავენ მოსახლეობის აზრზე. ყველგან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის აზრს ასეთი საკითხების გადაწყვეტისას, რადგან კულტურული მემკვიდრეობა პირველ რიგში არის ის, რაც იქაური თემისთვის, იქ მცხოვრებისთვის არის ღირებული.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო გამოკვლევები სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში გაიმართება.
ყოფილ პატიმარ ქალებს ჩაუტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა და გაეწევა უფასო კონსულტაცია. კონსულტაციის შედეგად, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ შეიძენს და გადასცემს ყოფილ პატიმარ ქალებს.
აქცია იმართება ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ’’ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების მხარდაჭერა’’ – ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის ნოემბრიდან ’’ევროკავშირის’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას – იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დაყაჩაღებულია ჩინური კომპანიის მუშები. „ზარალის ოდენობას გამოძიება დაადგენს“.
ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი II სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
ჩოგბურთის კორტებზე სიცხეა. ერთმანეთის გვერდი-გვერდ ოთხი საჩოგბურთო კორტია, ერთს – სათამაშოდ ამზადებენ, დანარჩენ სამ კორტზე ბავშვები თამაშობენ. კორტებიდან ერთი სავარჯიშო კორტი დანარჩენი სამი მოედნისგან დაბლა მდებარეობს. აქ 14-15 წლის ბავშვები ვარჯიშობენ. მარტინ ხუმარიანი მათთან მიდის და თამაშის დროს რჩევებს აძლევს. მერე უკან ტრიალდება და 9-10 წლის ბავშვების თამაშს ადევნებენ თვალს. ბავშვები ხალისით თამაშობენ და მოგებულ ქულებს ხმამაღლა ითვლიან. მარტინ ხუმარიანი მათი მწვრთნელია. ახლა ის შიდა ტურნირს ატარებს ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში: 2000-2001; 2002-2003; 2004-2005; 2006-2007; 2008-2009 წლებში დაბადებულებს შორის. მასში 88 ბავშვი მონაწილეობს. მწვრთნელი ამბობს, რომ მათგან აჭარის ნაკრები გუნდი უნდა შეარჩიოს.
მარტინ ხუმარიანის დაბადების თარიღი ოფიციალურ დოკუმენტებში 8 აპრილია, თუმცა, როგორც თვითონ გვეუბნება, ის 70 წლის წინ 8 მარტს ბათუმში, ბონის სამშობიარო სახლში დაბადებულა და პირადობის მოწმობა ერთი თვის დაგვიანებით შეუდგენიათ. მან სამწვრთნელო საქმიანობა ერევანში ფიზკულტურის ინსტიტუტში ისწავლა. ბავშვობა ბათუმში გაატარა, აქვე დაამთავრა #12 საშუალო სკოლაც. „ბულვარის კორტებზე ვვარჯიშობდი. ასე გავატარე ბავშვობა“, – გვეუბნება ის.
სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. სამწვრთნელო საქმიანობა 1973 წლიდან დაიწყო, როცა ერევანში ჩოგბურთის მიმართულებით ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა. „ადრე ფიზკულტურის ინსტიტუტები იყო. სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გავხვდი მასწავლებელი და ჩოგბურთის, მინდვრის ჰოკეის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. რვა წლის მანძილზე მოვამზადე მწვრთნელების ორი ნაკადი. ზოგი მათგანი ახლა ამერიკაშია, ზოგიერთი _ ერევანში, ზოგიერთიც – თბილისში“.
მარტინ ხუმარიანი 1983 წელს ბათუმში დაბრუნდა და კლუბ „სპარტაკში“ დაიწყო მწვრთნელად მუშაობა, ვლადიმერ ასათიანის გვერდით. 40-წლიანი საქმინაობიდან
ყველაზე წარმატებულ პერიოდად ის 1986-1990 წლებს მიიჩნევს. „ამ დროს კარგი შედეგები გვქონდა, როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებშიც. ხშირად დავდიოდით შეჯიბრებაზე საქართველოს ფარგლებში, ყოველ წელიწადს რუსეთში – ნიჟნინოვგოროდში (ქალაქი დასავლეთ რუსეთში. 1932-1990 წლებში ქალაქს ეწოდებოდა გორკი, რუსი მწერლის პატივსაცემად) გვქონდა კარგი შედეგები. გვყავდა კარგი ჩოგბურთელები – ზვიად ხარაზი, ზვიად მურვანიძე, ირაკლი დარცმელიძე, დები – ნონა და რუსუდან მოწყობილები, 12 წლამდელებს შორის თათა ახობაძე, 14 წლამდელებში – მაგდა კვაჭაძე, ანა ლიპარტია, რომელიც საქართველოში რეიტინგით მე-3, მე-4 იყო. ძალიან კარგი ჩოგბურთელი გვყავდა
ირაკლი ჟორდანია. მას რამდენჯერმე აქვს პირველი ადგილი მოპოვებული გორკის ტურნირზე. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ორი-სამი წელი არაფერს ვაკეთებდით.
ქაოსი იყო. არავის სჭირდებოდა ჩოგბურთი“, – გვიყვება მარტინ ხუმარიანი.
70 წლის მარტინ ხუმარიანი ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში ახლა მთავარი მწვრთნელია. ის აქ ორი წლის წინ კომპლექსის გახსნიდან – 2013 წლის 1 მარტიდან მუშაობს. ბაზაზე კიდევ ხუთი მწვრთნელია, ისინი კომპლექსში რეგისტრირებულ დაახლოებით 160 ბავშვს ავარჯიშებენ. მათგან ავეტიკ ხუმროიანისა და ირაკლი ჟორდანიას პირადი მწვრთნელი მარტინი იყო. ირაკლი და ავეტიკა წამყვანი მწვრთნელები არიან საჩოგბურთო კომპლექსში. მარტინ ხუმარიანი ამბობს, რომ ასევე კარგი პერიოდი იყო ჩოგბურთში 1997-2014 წლები, როცა დაიწყო ტურნირი „ლედის ოუფენი“. „ახლაც ტარდება ლედის ოუფენი, მაგრამ მაშინ ბევრი მონაწილეობდა ამ ტურნირში. პირველად „ლედის ოუფენი“ 1997 წელს ჩავატარეთ, რომლის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი იყო, მომდევნო წლებში საპრიზო ფონდი გაიზარდა და 1998 წელს 25 000 ლარს, 1999 წელს – 50 000-ს, ხოლო 2002 წელს – 75 000 ლარს შეადგენდა. მერე გაძვირდა ჩოგბურთის სწავლა და ბავშვებიც წავიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩოგბურთი კარგია ჯანმრთელობისთვის, ავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს შორის. ჩოგბურთის თამაშის გადრა ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, ქცევას ქუჩაში, ეზოში, სახლში. ყველა მათგანი, ვისაც ვასწავლიდი, კარგი პროფესიონალი გახდა არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ სხვა მიმართულებითაც – ზოგიერთი კარგი ჟურნალისტია, ზოგიერთი – აკადემიკოსი.
“ ჩემი ცხოვრება ბავშვებთან გავატარე, ათასობით
ბავშვს ვასწავლე. ჩემთვის მთავარი შედეგი ისაა,
რომ ვასწავლიდი ბავშვებს და ისინი დროს ქუჩაში
ტყუილად არ კარგავდნენ. ვისურვებდი, რომ
ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაკავდნენ
ჩოგბურთით, და არ ჰქონდეთ სათქმელი: „მინდა
ვივარჯიშო, მაგრამ საშუალება არ მაქვს“.
მარტინ ხუმარიანს შედგენილიაქვს 2015 წლის საჩოგბურთო ღონისძიებათა კალენდარი – ბათუმის ჩოგბურთის კომპლექსის აღსაზრდელები წელს, შიდა ტურნირის გარდა, კიდევ რვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. უახლოესი ტურნირი – აჭარის ღია პირველობა თვის ბოლოს (27აპრილი – 3 მაისი) ჩატარდება, მას მოჰყვება თეიმურაზ კაკულიას სახელობის ტურნირი (25-31 მაისი, თბილისი,), საერთაშორისო გუნდური ტურნირი (10-14 მაისი, ბათუმი), 2014-2015 სასწავლო წლის შემაჯამებელი ტურნირი (ივნისი), ნიაზ ჟორდანიას და ვლადიმერ ასათიანის მემორიალი (6-12 ივლისი, ბათუმი), ვანო ელარდაშვილის ხსოვნის მემორიალი (ნოემბერი, თბილისი), „ოქროს შემოდგომა“ (28 სექტემბერი-4 ოქტომბერი), ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის საახალწლო ტურნირი (დეკემბერი).
სოფელ ნაღვარევში მინი სპორტული მოედნის მოსაწყობად შუახევის მინიციაპლიტეტის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 34 950 ლარზე, ხოლო სოფელ წაბლანაში 35 000 ლარზე გამოაცხადა.
შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით ორივე სოფელში სტადიონი შპს „arq – პროექტის“ მიერ შემუშავებული პროექტით უნდა მოეწყოს, ლითონის კონსტრუქციით შემოისაზღვროს და კალათბურთისა და ფეხბურთის კარები განთავსდეს.
სპორტული მოედნების მოსაწყობად გამოცხადებული ელეტრონული ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოედანი სოფელ ნაღვარევში, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმაბლობაში, წაბლანაში კი 65 დღის განმავლობაში უნდა მოაწყოს.
სტადიონების მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 69 950 ლარი გამოყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით: „2014-2015 წლის განვლილ პერიოდში მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შემოსული და განხილული იქნა 2027 მოქალაქის განცხადება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე“. ამასთან, „ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ხორციელდება განცხადებების აღრიცხვიანობა თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ, 2011 წლიდან დღემდე [2015 წლის 27 მარტამდე] შემოსულია სულ 2064 განცხადება. აქედან თანაქალაქელებისათვის სტანდარტული საცხოვრისის – იაფი სახლის [ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის [ეტაპობრივად გადახდის] უფლებით] პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რაოდენობა 216-ია“
არის თუ არა მერიაში მონაცემები (სტატისტიკა) იმ ოჯახებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები? და რას ჰპირდება მერია ასეთ ოჯახებს? – ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელები“ მერიისგან ადრეც ითხოვდა, თუმცა ვერ მიიღო. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიც მერიამ წერილის – „მთავრობის დაკეტილი ბინები“ გამოქვეყნების შემდეგ მოგვაწოდა. წერილში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ბათუმის მერიას მის საკუთრებაში არსებული 51 ბინა დაკეტილი აქვს; აჭარის ტერიტორიაზე კი 65 საცხოვრებელი ფართობი რეგიონის მთავრობის ბალანსზეც ირიცხება.
თავის ესეში ბესო ხოზრევანიძე იმაზე წერს თუ როგორ დაამარცხა საკუთარ თავში ქსენოფობი. ბესოს ესეს სრულად ვაქვეყნებთ:
,,სანამ ადამიანის სულში არ შეაღწევ მანამ ნუ განსჯი“, – დაახლოებით ერთი წლის წინ მეგონა ამ ფრაზის მნიშვნელობა მესმოდა, სინამდვილეში მეც ქსენოფობიით სავსე ბრბოს ,,ღირსეული” წარმომადგენელი ვიყავი და ისევე როგორც ამ ბრბოს თითოეულ წევრს, მეც მაწუხებდა ,,ციგნების თავხედობა“. ვღიზიანდებოდი, როდესაც ქუჩაში არხეინად მოსიარულეს მეგობრებთან ერთად, მოწყალებას მთხოვდა „ყველასათვის ცნობილი, თავხედი ციგანი“, რომელსაც სალანძღავი სიტყვებით ,,ვამკობდი“ და რა თქმა უნდა, ბოშაც აგრესიით მპასუხობდა. მისი დამცირების შემდეგ მედიდურად მივაბიჯებდი მეგობრებთან ერთად და ვამაყობდი, რომ მე ეს გავაკეთე.
ბესო ხოზრევანიძე
წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუ როგორ შეეძლო ბოშას ჩემნაირად ეფიქრა, რამე ეგრძნო ან საერთოდ რაიმეთი ჩემნაირი ყოფილიყო. მე ვიცოდი და ამაში საკმაოდ მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა ბოშა თავს გამოძალვით ირჩენდა.
ერთი წლის წინ მეგობრის თხოვნით გავწევრიანდი ,,ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში“, რომელიც მისვლის დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. იქ არსებული გარემო მაგრძნობინებდა, რომ აქ ყველას უანგაროდ უყვარდა ერთმანეთი, ეს არის ერთი არცთუ ისე პატარა ოჯახი, სადაც ყოფნა არასოდეს მბეზრდება. ერთ-ერთი აქტივობა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს უნდა წავსულიყავით სკოლაში სადაც ბოშები სწავლობდნენ. გამიკვირდა, ბოშა შეიძლება სწავლობდეს?! ამიტომ, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ აქტივობაში.
როცა საკლასო ოთახში შევედით ყველა გაჩერდა და მორცხვად იყურებოდნენ, ცოტა უცნაირად მეჩვენა ბოშების მსგავსი საქციელი, მაგრამ შევეცადე გაოცება დამემალა. ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელმა მათ სთხოვა ,,ბოშური“ ეცეკვათ და ისინიც ღიმილით დათანხმდნენ. ისინი ცეკვავდნენ ენერგიულად და ვხედავდი, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. უცებ უკნიდან ვიღაცა ნაზად მირტყამდა ზურგზე ხელს, შევცბი და სწრაფად მოვიხედე, ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა აციმციმებული თვალებით და მიყურებდა, მორიდებით მკითხა: ,,შეიძლება შენთან სურათი გადამიღოს იმან?“ (მიმითითა ჩემს მეგობარზე რომელსაც ფოტოაპარატი ეჭირა). ცოტა დავიბენი, მაგრამ სწრაფად ვუპასუხე რა თქმა უნდა მეთქი, მეგობარს ვთხოვე ფოტო გადაეღო და დავიხარე პატარა გოგონასკენ, მან ხელები კისერზე მომხვია, ისე მაგრად, ისე მაგრად, თითქოს მისი ახლო ნათესავი ვიყავი, რომელიც დიდი ხანი არ ენახა.
იმ მომენტში მისგან იმხელა სითბო ვიგრძენი, ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება… ის ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გვერდიდან არ მომშორებია, მოჰყავდა თავის მეგობრებს და მაცნობდა, მეც ღიმილით ვეცნობოდი. წამოსვლისას გოგონამ მკითხა: ,,კიდე ხომ მოხვალ?“ მეც დაუფიქრებალდ ვუპასუხე: ,,რათქმაუნდა, რა მოგიტანოთ?“, შერცხვა და მიპასუხა: ,,ზღაპრები ოღონდ ნახატები, რომ აქვს“. გოგონას დავპირდი, რომ ,,ნახატებიან ზღაპრებს“ მოვუტანდი და თბილი ჩახუტების შემდეგ დავემშვიდობე.
ეიფორიაში ვიყავი, ჩემს გონებაში გადატრიალება მოხდა, მინდოდა იქ კიდევ დავბრუნებულიყავი და იმ გოგონასთვის ბოდიში მომეხადა, მომეხადა იმისთვის, რასაც მე მათზე ადრე ვფიქრობდი. მე მივხვდი, რომ ჩემდამი მათი აგრესია ისევ და ისევ ჩემი ბრალი იყო, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, მათაც შეუძლიათ სიყვარული, ისინიც ცდილობენ იყონ კარგები და არიან კიდეც. ყოველი ბოშას დანახვისას ქუჩაში ის გოგონა მახსენდება, როცა ფულს მთხოვენ მოკრძალებით ვეუბნები უარს არქონის შემთხვევაში, მართალია ამის გამეორება შეიძლება რამდენიმეჯერ მომიხდეს, მაგრამ ბოლოს მაინც სევდიანი თვალებით შემომხედავენ და მიდიან. ამის შემდეგ მაქსიამლურად ვცდილობ დავიცვა უმცირესობების უფლებები, რაშიც ეს პროექტი მეხმარება და დარწმუნებული ვარ დიდი თუ მცირე ძვრებით, შევქმნით ასე თუ ისე სრულფასოვან თემს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ბოშებს და, რათქმაუნდა, ჩვენ პატარა გოგონასა და მის თანატოლებს ,,სურათებიამი ზღაპრები“ მივუტანეთ.
1. საცხოვრებელი ფართობის, დერეფნების, კიბეებისა და სველი წერტილების დალაგება
2. კედლების, იატაკის, ჭერის, კარების, ფანჯრების, ხალიჩებისა და ავეჯის მტვრისგან გასუფთავება, მოხვეტა და მოწმენდა ხელით ან საგანგებო მოწყობილობით;
3. უნიტაზების, ხელსაბანების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური წერტილების გაწმენდა და დეზინფექცია;
4. ნაგვის შეგროვება და სპეციალურ ადგილზე გატანა;
5. სარეცხი და საწმენდი საშუალებების რაოდენობისათვის თვალყურის დევნება;
6.სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სისუფთავის კონტროლი შენობაში;
7. სარეცხის განკუთვნილ ადგილზე გადატანა;
8. ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
რუსული ენის კარგად ცოდნა; დიდი ფართობის დალაგების გამოცდილება; გულმოდგინება და აკურატულობა; სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენების ცოდნა და გამოცდილება; მავნე ჩვევების გარეშე; გარეგნულად სასიამოვნო შესახედაობა; სუბორდინაციის დაცვის უნარი; ჯანმრთელი; კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა; ქრონიკული ინფექციური დაავადებების არ ქონა.
ოლიმპიადაში, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობაში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა, ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხრა საჯარო სკოლის ანსამბლი მონაწილეობდა.
მოსწავლეების შემოქმედება შვიდი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. მეორე ეტაპზე გადასული ანსამბლების ვინაობა 13 მაისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, 14 მაისს ქედის კულტურის ცენტრში ჩატარდება ოლიმპიადის მეორე ეტაპი და მასში მონაწილეობას ქედის ანსამბლებთან ერთად შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფებიც მიიღებენ.
სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური და მაღალმთიან აჭარაში საინფორმაციო ვაკუუმი მეტ პრობლემას წარმოშობს. ჰესების მშენებლობასთნ დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებიც ახსენა, საუბარი იყო იმაზეც, რომ, მაგალითად, ჰესების მშენებლობაზე არათანაბარი მოპყრობა არსებობს თანამშრომლებს შორის. სახალხო დამცველის თქმით, შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები, რაც ფიქსირდება პრაქტიკაში და რასაც მისი შეფასებით, საკანონმდებლო მიზეზებიც გააჩნია. სახალხო დამცველმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
ბატონო უჩა, უსაფრთხოების ნორმებსა და შრომის კოდექსის დარღვევაზე საუბრობდით. კონკრეტული ფაქტი თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ?
რამდენიმე დღის წინ, სამუშაოს შესრულების დროს, ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ტრაგედია საღამოს რვა საათის შემდეგ მოხდა, ანუ არასამუშაო საათებში მუშაობდნენ. ის, რომ ქვეყანაში მინიმალური სტანდარტი არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვის და ეს არც ამ კომპანიაში, მე მგონი არავისთვის არ არის სიახლე. ჩვენი რეკომენდაციაა, აუცილებელია შეიქმნეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებს ნებისმიერ კომპანიაში, რომ შემოწმდეს, რამდენად არის დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები. ასეთი ორგანოს არ არსებობა ხელს უწყობს მსგავსი ფაქტების გახშირებას. ეს ბოლო ტრაგედია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისი, რომ სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნლყოს შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში, არ არის დაცული.
ზემო აჭარაში ყოფნის დროს მთელი სიმძაფრით ვიგრძენი, რომ მთის კანონის მიღება უნდა დაჩქარდეს. ამ კანონმა უნდა შექმნას ის ბერკეტები, რომ შეჩერდეს მიგრაციული პრობლემები. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა ითხოვს მეტ ინფორმაციას ამ კანონის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები უნდა იყვნენ ჩართულები. ამ კანონის შეღავათებზე, სამწუხაროდ, მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია. კირნათის თემში მოსახლეობასთან შეხვედროს დროს სასაზღვრო ზოლში, სასოფლო სამეურნეობის მიწის დამუშავებისა და მიწის რეგისტრაციის პრობლემაა. აჭარაში ყველაზე მძაფრად არსებობს მიწის რეფორმის გაჭიანურება, ეკომიგრანტების პრობლემა, სათანადო საცხოვრების პრობლემა საოციალურად დაუცველებისთვის.
პრობლემების ჩამონათვალი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ძალიან დიდია. ხომ არ აპირებთ აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას, ანუ ადამიანური რესურსის დამატებას?
იმისთვის, რომ გაძლიერდეს და გაფართოვდეს ჩვენი საქმიანობის არეალი, სახალხო დამცველის აჭარის ოფისის გაფართოებას ვგეგმავთ. იმედი მაქვს, ახალ თანამშრომელს მალე ავიყვანთ. გარდა ამისა, მალე თანამშრომელი გვეყოლება გურიაში, საუბარია ასევე რეგიონალური ოფისის გახსნაზე გურიაში.
რომელი უწყება ასრულებს ყველაზე უკეთ თქვენს რეკომენდაციებს და რომელი უგულვებელყოფს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს?
რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ყველაზე რთულია მაინც სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მისამართით არის ყველაზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ხშირად გვაქვს დისკუსია ამ ორგანოს წარმომადგენლებთან, მაგალითად, რა ითვლება რეკომენდაციის შესრულებად – ის, რომ ჩვენ მივმართავთ და დაიწყება გამოძიება, თუ ის, რომ კონკრეტული საქმის გამოძიება უნდა დასრულდეს და დადგეს რეალური შედეგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა ის, რომ მხოლდო დაიწყოს ძიება. ბევრი საქმე გვაქვს, სადაც შედეგი არ არის. უწყებები, რომელიც ასრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს, ძალიან ბევრია და ამის ჩამოთვლა გამიჭირდება, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროა.
„ქობულეთის საკრებულოსა და გამგეობაში აპრილის თვეში ხელფასებსა და პრემიებში გაიცა 220 ათასზე მეტი ლარი. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი არ ჩამორჩნენ ერთმანეთს და აიღეს 8-8 ათასი ლარი. ჩვენი ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და არჩილ ხაბაძეს. ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთ თვეში მიღებულ 8 ათას ლარიან შემოსავალზე, რამდენად ადეკვატურია მათი შემოსავლები არსებულ რეალობასთან“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ რეზო ხარაზი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი იყო.
სულხან ევგენიძე
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მას აპრილის თვეში 8 ათასი ლარის შემოსავალი არ მიუღია. „ყველა მუნიციპალიტეტმა საშობაო და სარვამარტო პრემია გასცა, მე არ გამიცია. მე სააღდგომოდ გავეცი. რაც შემეხება პირადად მე – აპრილის თვეში მივიღე კვარტალური დანამატი – 2 ათასი ლარი, სააღდგომო პრემია – 2 ათასი ლარი და ცხადია ხელფასი – 2 ათასი ლარი. სააღდგომოდ 100%-იანი პრემია მიიღო ყველა თანამშრომელმა. სხვა თვეებში დამსახურების მიხედვით იღებენ. ხელფასები არის ძალიან დაბალი, ამიტომ ჭირს ამ ხელფასებზე კვალიფიციური კადრების დაქირავება“, – ამბობს სულხან ევგენიძე.
სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ურჩევნია მის მიერვე გაცემულ პრემიებს მიხედოს, როცა ის ხელისუფლებაში იყო.
სულხან ოქროპირიძე
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე არ აზუსტებს თუ რა თანხა აიღო აპრილის თვეში შემოსავლის სახით. „არ დამიჯამებია, ჩვეულებრივ ავიღე ხელფასი, პრემია და პრემია“, – უთხრა მან „ბათუმელებს“ და დასძინა: – „რაც შეეხებე საპრემიო პოლიტიკას ქობულეთში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, წელს მხოლოდ ერთხელ გაიცა პრემია, დანარჩენი როგორც არის. წელს მხოლოდ ერთხელ ვაპირებთ სადღესასწაულო პრემიის გაცემას, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ გვაქვს პრემიის გაცემის უფლება“.
სულხან ოქროპირიძე პრემიების საკითხზე გარკვეულ რჩევებს აძლევს ნაციონალურ მოძრაობასაც: „ჩვენთან არის ნაციონალური მოძრაობის ორი ფრაქცია. არც ერთ მათგანს არ უთქვამს პრემიის აღებაზე უარი… ზოგადად, მათ მიერ აღებულ პრემიებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას გადახედონ… რამდენს იღებდნენ მე ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ იგივე პოლიტიკას აგრძელებდნენ, რაც იყო“.
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის განმარტებით, წითელი ნეკერჩხლის ნერგები, რომლებიც იმ სკვერებშია გადარგული, სადაც აქამდე ძირითადად პალმები იყო განთავსებული (მაგალითად ევროპის მოედანი, ბაგრატიონის ქუჩის გამოყოფი ზოლი) ვერ დაჩრდილავს პალმებს, რადგან „ეს არის პარკის სტილის ნეკერჩხლები“, ანუ ეს ნეკერჩხლები პალმებზე მაღალი ვერ გაიზრდება.
ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ნეკერჩხლების სიმაღლე, რომლებიც ამ დროისთვის არის დარგული, მაქსიმუმ 4 მეტრია.
„100 ათასი ლარის ნერგები – 485 ცალი თურქეთიდან შემოვიტანეთ (ტენდერის გზით), ხოლო დანარჩენი ადგილობრივ სანერგეებშია გამოყვანილი. წლის ბოლომდე კიდევ 4000 ნერგი გამოვა სანერგეებიდან“, – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
გარდა ამისა, ბათუმის მერიის ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური 1,2 მილიონი ერთწლიანი ჩითილის დარგვას აპირებს წელს, მათგან 600 ათასი ცალი ჩითილი არის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის, ამდენივე შემოდგომა-ზამთრის სეზონის.
„თბილისის შემდეგ, ბათუმის ფილიალი მეორეა, რომელსაც „პრესიჟენ ავტო“ საქართველოში ხსნის. წლის ბოლომდე ქუთაისსა და რუსთავში დაგეგმილია კიდევ ორი ფილიალის გახსნა. დღევანდელი ღონისძიება იმ 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის ნაწილია, რომელსაც „უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) ახორციელებს“, – ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ფეისბუქგვერდი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 1993 წლიდან დღემდე OPIC-მა საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა.
2014-2015 წლებში რა სამუშაო შეასრულეთ და რა ანალიზი დადო კომისიამ?
პრიორიტეტების კომისია ადრეც ფუნქციონირებდა – ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია, პროგრამების შერჩევა და ამ ინფორმაციის მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა. 2013 წლამდე ამ კომისიას დიდი ყურადღება არ ექცეოდა – თემების განხილვა, დისკუსიები ან გადაწყვეტილების მთავრობაზე წარდგენა არ ყოფილა. დირექტივა მოდიოდა ზევიდან. შემდეგ იუსაიდთან ერთად შევიმუშავეთ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის სახელმძღვანელო. მასში აისახა, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ბიუჯეტმა შევსებამდე. ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვინ აგებს პასუხს ამ გადაწყვეტილებაზე.
ამ სახელმძღვანელოში ასახული პირობებიც ხომ არ დარჩა მხოლოდ დოკუმენტზე?
საწყისი ეტაპისთვის წარმატებულად მიდის ეს ყველაფერი. წლის ბიუჯეტებში ცვლილებისას პრიორიტეტების კომისია იკრიბება, შესატან ცვლილებებს განიხილავს და თავის რეკომენდაციას დებს. ვთქვათ, განათლების ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოითხოვს ცვლილებას – ნარჩენი თანხა ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაში უნდა გადავიდეს. პრიორიტეტების კომისია ითხოვს დეტალურ ინფორმაციას, რატომ მაინცადამაინც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს? იქნებ შესაძლებელია, ის რაც გასაკეთებელია ოთხ წელიწადში, გაკეთდეს ორ წელიწადში დაჩქარებული ტემპით, და ასე შემდეგ… ამ ყველაფერს წარვუდგენთ მთავრობას. თუ დაგვეთანხმება, გადის ჩვენი ვერსია. მთავრობას აქვს უფლება, პრიორიტეტების კომისიას რაღაც ეტაპზე არ მოუსმინოს.
რატომ არ სრულდება ბიუჯეტი – ამას პრიორიტეტების კომისია არ აანალიზებს?
ყოველი კვარტლის ბოლოს პრიორიტეტების კომისია სხდომაზე იხილავს, თუ რა დაბრკოლებაა ამ თუ იმ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, საერთოდ, არის თუ არა დაბრკოლება… მოქმედი კანონმდებლობით არ არის აუცილებელი მოთხოვნა, მაგრამ აჭარის მთავრობას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დონეზე გაწერილი სამოქმედო გეგმა. ნებისმიერი ახალი მთავრობა დებს პროგრამას და ამ პროგრამის მიხედვით შემდეგ ადგენს პროგრამებს, ქვეპროგრამებს. კანონმდებლობა არ ითხოვს, აჭარის მთავრობას ჰქონდეს დაწერილი სამოქმედო გეგმა, საუბარია ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე. აჭარის მთავრობა ამ შემთხვევაში ეყრდნობა ცენტრალური სამინისტროების მიდგომებს, ანუ თუ ცენტრალური მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს სახელმწიფო ჯანდაცვას, ის ავტომატურად გადმოდის აქაც. ჩვენ გამოვდივართ შუალედური რგოლი. შესრულების მონიტორინგის დროს ნათლად ჩანს, თუ რომელიმე პროგრამას აქვს პრობლემა, ვმსჯელობთ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე და რეკომენდაციით შევდივართ, უმჯობესი ხომ არ იქნება ეს პროგრამა გავაჩეროთ და სხვა პროგრამა გავაგრძელოთ.
ბიუჯეტის ვერ შესრულება როცა გაანალიზეთ, რა მიზეზები დაინახეთ?
საბიუჯეტო კანონში ცვლილება შეგვაქვს. პროგრამის ან ქვეპროგრამის ღონისძიებებს შორის თანხის გადანაწილება იქნება შესაძლებელი გარკვეული პროცენტულობით. როცა რაღაც პროგრამა დგება, ყველაფერს ზუსტად ვერ გათვლი. თუ ერთ ღონისძიებაზე დაგვრჩა თანხა იმის გამო, რომ ეკონომია მივიღეთ და გვინდა სხვა ღონისძიებაში გადატანა, ამას კანონმდებლობა არ არეგულირებდა. ეს ხელშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან სანამ ბიუჯეტში ცვლილება შევიდოდა, მანამდე ვერაფერს ვაკეთებდით. საჭირო იყო ბიუჯეტის კანონის შეცვლა.
ანუ საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ?
დიახ. საუბარია იმაზე, რომ პროგრამა არის, ვთქვათ, 100 ლარის დაფინანსებით. ის ჩაშლილია 50, 20 და 30 ლარად. დავაწესებთ რეგულაციას, რომ თუ საჭიროება დადგა ამ ასი ლარის არაუმეტეს ხუთი პროცენტისა გადანაწილდეს ღონისძიებებს შორის, თუ ერთს დააკლდა ან მეორეს მორჩა, მეორედან გადავიტანოთ პირველში, ან პირიქით. ან საერთოდ თუ დარჩა, შეგვიძლია ახალი ღონისძიებაც კი გავაჩინოთ. ოღონდ არაუმეტეს ხუთი პროცენტისა. ეს ზუსტად ის თანხაა, რაც შეიძლება იყოს დაგეგმვის ცდომილება, ვთქვათ, ინფლაციური პროცესი განვითარდა ან ფასების ზრდა.
თუ ხუთ პროცენტზე მეტი დარჩა?
იმ თანხას ვერ შეეხებიან, თანაც ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იღებს. ოღონდ ამას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს პრიორიტეტების კომისიის დასკვნა. გავითვალისწინეთ იუსაიდის რჩევა, რომელიც დაგვეხმარა ამ დოკუმენტის მომზადებაში, კომისიაში შევიდნენ მინისტრების მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან კონკრეტულ საქმეში. რა თქმა უნდა, მინისტრებიც არიან ჩართულნი, მაგრამ მინისტრი ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავს და მოადგილეები იმისთვის ჰყავს, რომ კონკრეტულ მიმართულებებს კურირება გაუწიონ. კომისიაში შედიან მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც, ვიკრიბებით და ვიღებთ გადაწყვეტილებას.
ექსპერტები პროცესებს კრიტიკულად აფასებენ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, როგორც დამკვირვებელმა, რომელიც დებს რეკომენდაციას, რომ გვითხრათ, რაშია საქმე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, რატომ დგას ეს პრობლემა მუდმივად?
პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა ბიუჯეტი იგეგმება, უნდა ეფუძვნებოდეს რაღაც დოკუმენტს. ვსაუბრობ მხარჯავ დაწესებულებაზე. ჩემი აზრით, სამინისტროებს უნდა გაჩნდეთ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, სადაც უნდა ჰქონდეთ გაწერილი, თუ რას აპირებენ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, ეს არის სტრატეგიული გეგმა, თუ ის არ არსებობს, მაშინ არსებობს დიდი შანსი, რომ გეგმა ვერ შესრულდება ან შესრულდება ნაწილობრივ. აი, ეს არის პრობლემა.
აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლაა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უთხრეს, სკოლების 74% უკვე რეაბილიტირებულია, დანარჩენი სკოლების რეაბილიტაცია კი, ეტაპობრივად მოხდება.
აჭარის განათლების სამინისტრო სკოლების რეაბილიტაციისთვის ორ პროექტს ახორციელებს. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო 4 268 520 ლარს დახარჯავს. გასულ წელს იგივე საქმისთვის 2 419 808 ლარი დაიხარჯა.
1 587 446 ლარია გათვალისწინებული საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვისათვის. გასულ წელს იმავე მიმართულებით 703 736 ლარი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხით წელს დასრულდება და ინვენტარით აღიჭურვება დაბა შუახევის საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობა.
განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, წელს რეაბილიტაცია 7 სკოლას ჩაუტარდება: ქედაში – სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლას, ხულოში – ძირკვაძეების საჯარო სკოლას, ქობულეთში – ქვედა სამების საჯარო სკოლას. სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლაში მოეწყობა გათბობის სისტემა. ამავე თანხაში გათვალისწინებულია ბათუმის #20 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავის და სკოლის ფასადის რეაბილიტაცია. ბათუმის #27 საჯარო სკოლის შენობის ფასადის რეაბილიტაცია. ასევე ბათუმის #26 საჯარო სკოლის პირველი სართულის რეაბილიტაცია შშმ მოსწავლეებისთვის.
დაგეგმილია ოთხი სკოლის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, ახალი სკოლის შენობები ექნება ტუნაძეების საჯარო სკოლას, ფურტიოს, ზედა ჭარნალისა და ბათუმის #1 საჯარო სკოლებს.
სამინისტრო ასევე გეგმავს მაწყვალთის, სოფელ კვირიკეს #1 და სოფელ დანდალოს საჯარო სკოლების პროექტების შეძენას, ახალი სკოლების ასაშენებლად. პროექტს შეიძენენ შუახევში, სოფელ ჟანივრის დამწვარი სკოლისთვისაც.
ცალკეა გამოყოფილი თანხა სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ მიზნით სამინისტრო 347 500 ლარს დახარჯავს. დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მოწყობა.
სპორტული დარბაზები ქედაში, სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ხიჭაურის საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალისა და სოფელ ერგეს საჯარო სკოლებში, ასევე ქობულეთში სახალვაშოსა და ცეცხლაურის საჯარო სკოლებში მოეწყობა.
სკოლების რეაბილიტაცია აჭარაში 2005 წელს დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ხნის მანძილზე სკოლების 74 % გარემონტდა. როგორ დგება პრიორიტეტები. როგორ ირჩევა რომელი სკოლა უნდა გარემონტდეს და რომელი არა? – ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ.
„აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, ტენდერის პირობებით აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მდგომარეობა უნდა შესწავლილიყო. სიმძიმის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, თუ რომელი სკოლა უნდა გაკეთებულიყო პირველ რიგში. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეისწავლა ყველა სარეაბილიტაციო სკოლა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა და ამის შემდეგ შედგა სარეაბილიტაციო სკოლების სია. სამინისტრო სწორედ ამ სიით ხელმძღვანელობს,“ – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია.
მისი თქმით, სკოლების რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას არც მინისტრი და არც მინისტრის მოადგილეები არ იღებენ.
„სამინისტროში დღე არ არის, რომ არ მოდიოდნენ მოქალაქეები. რეალურად ის ადამიანი მუშაობს ცუდ პირობებში, მისთვის ის ცუდი პირორები საკმარისია იმისთვის, რომ ჩათვალოს – მისი სკოლა სარეაბილიტაციოა. მას უნდა პირობების გაუმჯობესება. უბრალოდ, სამინისტროს არ აქვს იმის მატერიალური საშუალება, რომ ერთდროულად დაიწყოს 229 სკოლის რეაბილიტაცია,“ – ამბობს თეა ვადაჭკორია.
თხილვანას სკოლა, რომელიც სარეაბილიტაციოა, 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რემონტი არასდროს ჩატარებია. „განათლების სამინისტროს პასუხი მოგვივიდა, რომ 2016 წელს თუ რაიმე გარემოებამ არ შეუშალათ ხელი, სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. იყვნენ მოსული შემოწმებაზე, წინასწარი პროექტი შეიმუშავეს, თუ რა ესაჭიროება სკოლას და რა რემონტი უნდა ჩატარდეს. ისე არის დაზიანებული ყველაფერი, მხოლოდ კარკასი უნდა დარჩეს, დანარჩენი ყველაფერი შესაცვლელია,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ედუარდ ბოლქვაძე.
სოფელ ხიხაძირის სკოლა 4 წლის წინ გაარემონტეს USAID-ის ფინანსური დახმარებით. როგორც „ბათუმელებს“ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორმა თენგიზ გაბაიძემ უთხრა, სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება – გათბობა უნდა დაამონტაჟონ.
წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლასაც. აქ მთლიანად შეიცვლება ინვენტარი.
„ავარიულ მდგომარეობაში იყო ჩვენი სკოლა. ფაქტობრივად, მხოლოდ კედლებს არ შეეხებიან. სხვა მხრივ ყველაფერი უნდა შეცვალონ,“ – ამბობს ძირკვაძეების სკოლის დირექტორი დონარ აბულაძე.
2015 წლის პრიორიტეტებში მოხვედრილ რამდენიმე სკოლასთან შედარებით სოფელ თხილვანას სკოლა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, წელს თანხა იხარჯება სკოლების ფასადების შესაკეთებლად, მაშინ როცა თხილვანას სკოლაში მოსწავლეებისთვის სწავლა არც თუ ისე უსაფრთხოა.
გარდა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამისა, განათლების სამინისტროს 2015 წელს დაგეგმილი აქვს 7 საჯარო სკოლის ინვენტარითა და ლაბორატორიით აღჭურვა.
ქედაში, ოქტომბრის საჯარო სკოლის, ხულოში აგარის საჯარო სკოლის, ქობულეთში ცეცხლაურის N2 და ქვედა სამებას საჯარო სკოლების, ხელვაჩაურში კირნათის, ახალშენის N2 და სოფელ ფერიის საჯარო სკოლების ინვენტარით აღსაჭურვად 2015 წელს 266 720 ლარი დაიხარჯება. ასევე ლაბორატორიის კომპლექტით (ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის) აღიჭურვება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლა.
საკრებულოს სხდომის დახურულად გამოცხადებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ სიტყვით მიმართა დეპუტატებს – სურდათ თუ არა სხდომის დახურვა. სხდომის დახურვის საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა სხდომა გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ სხდომის დახურვის ინიცირება მომხსენებლისგან წამოვიდა. ის აღნიშნავს, რომ სხდომა მხოლოდ ერთი საკითხის განხილვისას იყო დახურული. რაც შეეხება საკრებულოს სდომის დახურულ ფორმატში ჩატარების განკარგულებას, ამირან ცინცაძის თქმით, განკარგულება მას შემდეგ დაიწერა, რაც საკრებულომ კენჭი უყარა სხდომის დახურულად ჩატარებას.
„დღის წესრიგის დამტკიცების დროს პირველი საკითხის მომხსენებელისგან ამირან დევაძისგან წამოვიდა წინადადება, რომ სხდომა დახურულიყო. მე არ მქონდა უფლება, უარი მეთქვა ინიცირებაზე და საკითხი კენჭისყრაზე დავაყენე. უმრავლესობამ გადაწყვიტა პირველ საკითხთან დაკავშირებით სხდომა დახურულიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქტიურობდნენ და შეიძლება იმაზე, რომ მხოლოდ პირველ საკითხზე იყო დახურული სხდომა, თქვენ არ მიგიქცევიათ ყურადღება. დარბაზი დაიკეტა, თუმცა პირველი საკითხის განხილვის შემდეგ კარები გაიხსნა და ვისაც უნდოდა სხდომაზე დასწრება, შემოდიოდა“, – ამბობს ამირან ცინცაძე.
„ბათუმელებმა“ ამირან დევაძეს ჰკითხა, მის მიერ განსახილველი საკითხი შეიცავდა თუ არა საიდუმლოს მიკუთვნებულ ინფორმაციას. მან კომენტარზე უარი განაცხადა.
საკითხი, რის გამოც 3 აპრილს სხდომა დახურეს, დღის წესრიგში ასე იყო ჩამოყალიბებული: „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი“. იმავე საკითხზე ქედის საკრებულომ ჯერ კიდევ 27 მარტს ღია სხდომაზე იმსჯელა. გარდა ამისა, „ბათუმელებისთვის“ 3 აპრილსვე, სხდომის დაწყებამდე, გახდა ცნობილი სხდომის დახურვის სხვა მიზეზიც – საკრებულოს მმართველ გუნდს ამ გზით სურდა „დაესაჯა“ „ბათუმელები“, რომელმაც წინა დღეებში რამდენიმე მათგანის თხოვნა არ გაითვალისწინა და მაინც გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გურამ ანანიძისა და დეპუტატის დაპირისპირება იყო ასახული. „ბათუმელებმა“ ამ გარემოებაზეც ჰკითხა ამირან ცინცაძეს:
„პირველად, როცა მოხდა ამ საკითხის სხდომაზე განხილვა, მაშინ საკითხი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე გადიოდა განსახილველად, შემდგომ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ამ საკითხს ამზადებდა, საჭიროდ მიიჩნია, იქ რაღაც ნიუანსები იყო ფორმასთან დაკავშირებით, რაც დეპუტატებს შორის უნდა გადაწყვეტილიყო და მის მიერ იქნა ეს საკითხი დაყენებული, რომელიც სხვებმაც გაიზიარეს და სხდომა დაიხურა. კანონდარღვევა არ ყოფილა, საკრებულოს უფლება აქვს, საკითხთან დაკავშირებით დახურულ სხდომაზე იმსჯელოს. მე მოხარული ვიქნები, ნებისმიერი სხდომას დაესწროთ და გააშუქოთ“.
დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარებას, კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა ქედის საკრებულოს წევრებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ მათი აზრით, როცა მოესურვებათ, მაშინ დახურავენ სხდომას. სინამდვილეში კი არსებობს წინასწარ გაწერილი ნორმები, რითაც საკრებულომ მუშაობის დროს უნდა იხელმძღვანელოს. არადა, საკრებულოს სხდომის დახურვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე განსახილველი საკითხი შეიცავს: პერსონალურ, კომერციულ, სახელმწიფო ან პროფესიულ საიდუმლოს.
რა გამოცდილება აქვთ ქედის საკრებულოს წევრებს ან ჰქონდა თუ არა რაიმე ინიციატივა თითოეულ მათგანს თითქმის ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში? „საკრებულო როგორც საჭიროა მუშაობს, თუმცა შესაძლოა ბევრი რამ იყოს დასახვეწი, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით“, – ამბობს ამირან ცინცაძე.
ამირან ცინცაძის თქმით, საკრებულოში ყველაზე ხშირად ინიცირება სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს ამირან დევაძეს შეაქვს.
ზებურ დევაძე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია პირველ მაისის თემში. როგორც ის ამბობს, საკრებულოს ინიცირებით რამდენჯერმე მიმართა და მისი მოთხოვნილი საკითხები დადებითად გადაწყდა.
„როცა მოსახლეობასთან მივდივარ და მოითხოვენ რაღაცის გაკეთებას, მათ მოთხოვნას საკრებულოს წინაშე წამოვაყენებ, რამდენჯერმე გაიზიარეს ჩემი მოთხოვნა, მაგალითად, წერილობით მივმართე გამგეობას სოფელ აგარაში სპორტული მოედნის მოსაწყობად, სოფელ პირველ მაისში სკოლის ეზო, კოლოტაურში კი კლუბის შენობა მოწესრიგებულიყო, რაც გაკეთდა“, – ამბობს ზებურ დევაძე.
რომან დავითაძე, რომელსაც საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიცია უკავია, ამბობს, რომ საკრებულოსთვის ინიცირებით ჯერ არ მიუმართავს. „ამ ეტაპზე ერთ საკითხზე ვმუშაობ, რომლის წარდგენასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავ“, – აცხადებს რომან დავითაძე.
საკუთარი ინიცირება საკრებულოს არც „დემოკრატიული მოძრაობის“ ფრაქციას წარუდგენია. ფრაქციის თავმჯდომარე ჯამბულ სურმანიძე ამბობს, რომ საკითხს ამზადებენ. ეს ფრაქცია ქედის საკრებულოში სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი.
საკრებულოსთვის ინიცირება არ წარუდგენია ნოდარ ძნელაძესაც. სხვა წევრები – ხასან აბაშიძე (საკრებულოს ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), რომან ბედინაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები და კონსერვატორების“ თავმჯდომარე) და ამირან დევაძე (სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე) ამბობენ, რომ არაერთი ინიცირება ჰქონიათ. თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ იხსენებს, რა საკითხებით მიმართეს საკრებულოს.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაინდი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ინიცირებით გამგეობას მიმართავს, გამგეობას კი საკითხი განსახილველად სხდომაზე გააქვს. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მისი მოთხოვნით ხარაულას საჯარო სკოლას სახელმძღვანელოები შეუძინეს, კოკოტაურის სკოლის ეზო კი, კეთილმოეწყო.
„როცა საკითხი ფინანსურ ვალდებულებას ეხება, საკრებულოს არ აქვს უფლება იყოს ინიციატორი, ამიტომ ინიცირებას ვაკეთებთ გამგეობაში და გამგეობას შემოაქვს საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. პირდაპირ საკრებულოში ინიცირება რთულია“, – ამბობს რაინდი ლორთქიფანიძე.
საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი ფრაქციის გარდა საკრებულოს არც ერთ დეპუტატს საკრებულოში ინიცირება არ შეუტანია. ფრაქციის თავმჯდომარე და ქედის ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ოთხი საკითხიდან, რაც პირადად მას ჰქონდა ინიცირებული, საკრებულოს არც ერთი არ გადაუწყვეტია:
„ბოლო ინიცირება გასულ კვირას შევიტანე, რაც საქართველოს პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმართვას ითვალისწინებს – მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას მოვითხოვ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხზე საკრებულო. რაც შეეხება მანამდე შეტანილ ინიცირებას, რითაც ფრაქციის მუშაობის გაუმჯობესებისთვის შტატების დამატებას, მრავალშვილიან, სოციალურად დაცველი ოჯახებისთვის წელიწადში 2 000 ლარით დახმარებას, ღარათის წყალსადენის მშენებლობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნას, მოსახლეობისთვის მიწების გაფორმებას მოვითხოვდი, არ დაკმაყოფილდა“.
კიდევ ერთი კითხვა, რისი დასმის აუცილებლობაც „ბათუმელებმა“ ბოლო დროს ქედის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებიდან გამომდინარე მიიჩნია საჭიროდ, დეპუტატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარებას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ განმარტა: „ყოველ ექვს თვეში სჭირდება განახლება, დეპუტატების ნახევარს ექნება ნარკოლოგიური შემოწმება. ნარკოლოგიური შემოწმება ნაწილს გავლილი აქვს, ნაწილს – არა. მე გავლილი მაქვს, ყველას მოეთხოვება, თუმცა არის მიზეზი, რომ ვერ მოიტანეს, ზოგიერთი ბათუმში ვერ ჩავიდა, ამას თანხაც სჭირდება და არის შემაფერხებელი ფაქტორები, თუმცა თვის ბოლომდე ყველას ექნება წარმოდგენილი ნარკოლოგიური ცნობა“.
აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „ბათუმიტექსის“ თანამშომლები ფაბრიკის შესაძლო დახურვაზე შიშობენ. მათგან ზოგი ამბობს, რომ ამის შესახებ ადმინისტრაციამ გააფრთხილა კიდეც და `მამაკაცის პერანგების“ განყოფილების მსგავსად, სხვა განყოფილებებიც ბულგარეთში უნდა გადაიტანონ, ანუ ფაბრიკა იხურება. ამ ფაბრიკიდან ერთი თვის წინ ათობით მუშა გაათავისუფლეს. ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გათავისუფლებულთაგან არც ერთი არ იყო მკერავი:
„80 ადამიანის გაშვებაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით 15 ადამიანის დატოვება მოვახერხეთ. მამაკაცის პერანგების განყოფილების სხვა ქვეყანაში გადატანის გამო, ვინც საქონელს კეცავდა და აფასოებდა, ისინი გაუშვეს. რაც შეეხება მუშაობის შეწყვეტას, ადმინისტრაციაში ასეთი საკითხები ამჟამად არ განიხილება“.
„ბათუმიტექსის“ ადმინისტრაციისგან ამ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ. „მუშაობას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ“, – გვითხრეს სხვა ფაბრიკებში: „ჯორჯიან ტექსტილში“, „აჭარა ტექსტილესა“ და „BTM ტექსტილში“. რაც შეეხება სახელმწიფოსთან ურთიერთობის არსებულ თუ მოსალოდნელ გართულებას, ამაზე კომენტარს არც ერთ ფაბრიკაში არ აკეთებენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკები საგადასახადო სამსახურმა უნდა შეამოწმოს. „აჭარა ტექსტილეში“ შემოწმება დაწყებულია და, ფაქტობრივად, სრულდება, „ბათუმიტექსის“ შემოწმება 15 აპრილიდან უნდა დაიწყოს, დაგეგმილია ასევე „BTM ტექსტილის“ შემოწმებაც.
მთავარი პრობლემა საწარმოებისთვის ამ შემოწმებით ის არის, რომ მათ გასულ წლებში შესრულებულ ოპერაციებზე დღგ-ს გადახდას ახლა ავალდებულებენ. საუბარია იმ პროდუქციის დამზადებაზე, რომელიც შემდეგ ექსპორტზე, საზღვარგარეთ გადიოდა.
„ფაბრიკა ადრეც მოწმდებოდა, მაგრამ საექსპორტო საქონელი არ იბეგრებოდა, საგადასახადო არ გვთხოვდა დღგ-ს გადახდას. ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე იმ პერიოდში ჩვენ მიერ გაწეული მომსახურება ექვემდებარებოდა დაბეგვრას“, – უთხრა `ბათუმელებს“ ერთ-ერთი ფაბრიკის თანამშრომელმა. მისივე თქმით, ძველ ოპერაციებზე შეგნებულად, დღგ-თი დაბეგვრის მიზნით, ფაბრიკის „შემოწმება“ არასამართლიანია.
ვითარება, ფაქტობრივად, ყველა სამკერვალოში იდენტურია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ექსპერტის, აუდიტორ კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, ვინაიდან წინა წლებშიც მოწმდებოდა საწარმოები, აქედან გამომდინარე, თუ უნდა ყოფილიყო დაბეგრილი და არ ბეგრავდნენ, ისმება კითხვა – რატომ? საფუძველი რა უდევს ამას? საგადასახადო უშვებდა შეცდომას? – ამ კითხვებზე შემოსავლების სამსახურმა უნდა უპასუხოს: „აშკარად სადავო საკითხია და ფაქტობრივად, ეს პრობლემაა არა მარტო ბათუმისა თუ აჭარის რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ალბათ შეამოწმებენ სხვაგანაც, რაც საკმაოდ მტკივნეული იქნება. თბილისშიც ვიცი ერთ-ერთი ფირმა, სადაც შემოწმების შემდეგ ძველი ოპერაცია დაბეგრეს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „აჭარა ტექსილეს“, რომელსაც ფაბრიკები ქობულეთსა (ბობოყვათი) და ბათუმში აქვს, შემოსავლების სამსახურმა ძველ ოპერაციებზე უკვე დაარიცხა „წარმოუდგენლად დიდი თანხა“. თუ წყაროს ვენდობით, ძველ ოპერაციებზე გადასახადების დაკისრების შემთხვევაში ისეთი ოდენობის თანხასთან გვექნება საქმე, რაც, ფაქტობრივად, ფაბრიკების გაჩერებას გამოიწვევს:
„შიდა გადამუშავების პროდუქცია იბეგრებოდა დღგ-თი, იყო ასეთი მუხლი საგადასახადო კოდექსში, მაგრამ იყო ასევე მუხლი, რომ ექსპორტი იყო ნულოვანი, ანუ არ იბეგრებოდა დღგ-თი. ახლა დაკონკრეტდა ეს საკითხი, შიდა გადამუშავება არ იბეგრება, რაც მისასალმებელია, მაგრამ, როცა მაშინ არ დაგვარიცხეს და ახლა ამბობენ, რომ უნდა დაგრიცხვოდათო… ამაზე, ალბათ, ვიდავებთ. მიგვაჩნია, რომ კანონში იყო უზუსტობა, არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ორი მუხლი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ეს იცოდა შემოსავლების სამსახურმა თავის დროზე, ასევე დავების საბჭომაც“.
კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, ფირმამ რომ იდავოს, მყარი არგუმენტი უნდა ჰქონდეს: „შეიძლება გამოვიდეს ასე – შინაარსობრივად, კოდექსით იბეგრებოდა და არ ბეგრავდენ. ფორმალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავლების სამსახური მართალია, რადგან არავინ ყურადღებას არ აქცევდა და არ ბეგრავდა. ახლა რადგან ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ კონკრეტული ოპერაცია არ იბეგრება, ასეთი ოპერაციები 2010 წლიდან უნდა ყოფილიყო დაბეგრილი“.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „2014 წლის 25 დეკემბრამდე პირის მიერ საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე საქონლის წარმოება, ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას დადგენილი წესით (18 %).
ხოლო შესაბამისი საქონლის (წარმოებული პროდუქციის) ექსპორტი/რეექსპორტი, კოდექსის 168-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება დღგ-სგან გათავისუფლებას ჩათვლის უფლებით“.
არსებობდა თუ არა რაიმე ხარვეზი ამ კუთხით? ან, რატომ არ ბეგრავდნენ დღგ-თი ან შესაბამის გადასახადს რატომ არ არიცხავდნენ, თუ ამას კოდექსი ითვალისწინებდა? – კითხვაზე შემოსავლების სამსახურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
2014 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლედა:
„შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი)“.
(კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადამუშავების ოპერაციებია: „საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; საქონლის წარმოება; საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში“).
ანუ, დღგ-სგან გათავისუფლდა სწორედ ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც ზემოაღნიშნული სამკერვალო ფაბრიკები ეწევიან: შემოტანილი ნედლეულის საექსპორტოდ დამუშავება – კოდექსის ენით „შიდა გადამუშავება“.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ეს ნორმა ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე (2014 წლის 24 დეკემბერს); „ხოლო ცვლილების მიხედვით, მისი გავრცელება ამ ნორმის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გაითვალისწინება“.
ანუ, დაახლოებით 2010 წლიდან დღემდე შიდა გადამუშავებაზე, რაზედაც დღგ-ს არ არიცხავდნენ სამკერვალო ფაბრიკებს, ამ ოპერაციას დღეს ბეგრავენ და სოლიდურ გადასახადსაც აკისრებენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დასაქმებული.
სულ სხვა განზომილებად ითვლებოდა სკოლა. სკოლის დროს, გაკვეთილებს შორის შესვენებისას, ხშირად ვსაუბრობდით ფეხბურთზე. ქედამდე იშვიათად აღწევდა სპორტული პრესა და თუ ვინმეს ევროპული ან სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის სიახლეების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, ნამდვილი მისწრება იყო. სკოლის შემდეგ ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი ფეხბურთის წრეზე დავდიოდით. შაბათი-კვირა კი სულაც ერთმანეთის გამოწვევაში ვიყავით. საფეხბურთო ურთიერთგამოწვევის დროს რომელიმე ჩვენგანის მხრიდან სიტყვები: „არ მცალია“, „სოფელში მივდივარ“, „ავად ვარ“, „გადავდოთ თამაში“ და ა.შ. დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მარტო დაბაში რამდენი გუნდი გვყავდა: ეკნარელების, აკავრეთელების, ტაკიძეების, ზენდიდელების და რომელი ერთი კიდევ.
თუმცა, იყო ერთი ბიჭი – არჩილ ფარტენაძე, რომელიც ყველა იმ ამბის უშუალო მონაწილე იყო, რაც ამ წერილის კითხვისას გაიგეთ უკვე. ის ფეხბურთით ცხოვრობდა. ცხოვრობდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თამაშისას ჩვენ რომ დავიღლებოდით და მინდორზე წამოვწვებოდით, ის ბოლომდე თამაშობდა. ჩვენ რომ ვარჯიშის გაცდენის მიზეზად ხან ამინდს, ხანაც საშინაო დავალებას მოვიმიზეზებდით, ის ყოველთვის სტადიონზე იყო.
ყველა, ვინც ჩემი ბავშობის დროს, შავ-თეთრ 90-იანებში ბურთს ვაგორებდით, ვიცოდით, რომ თუკი ვინმე ჩვენ შორის ფეხბურთს ითამაშებდა, ეს აუცილებლად არჩილი იქნებოდა. მაშინ როცა მეათე-მეთერთმეტე კლასებიდან ჩვენი თაობის დიდი ნაწილი ფეხბურთს ჩამოშორდა და მეზღავაურის, ფინანსისტის, იურისტის თუ სხვა პროფესიის გზას დაადგა, ჩვენ შემდეგ, ჩვენს თაობაში მოდიოდა ბიჭი, რომელიც არაფრის დიდებით ფეხბურთს სხვა რამეზე არ გაცვლიდა. ასეც მოხდა, ის ბოლომდე ემსახურა ფეხბურთს. ფეხბურთს, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი და იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
რომ არა ბნელი 90-იანები, არჩილი კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ვიცი, რამხელა შრომა გასწია, როგორც მწვრთნელმა და ფეხბურთელმა იმისთვის, რომ ქედელებს ისევ ჰყოლოდათ საფეხბურთო გუნდი „ბეთლემი“. იმისთვის, რომ ბავშვები ისევ ჩაძირულიყვნენ ფეხბურთის სიყვარულში და კვირიდან კვირამდე ქედის მთავარ სტადიონზე დანიშნული თამაშის მოლოდინით ეცხოვრათ.
წელს, აპრილის ოთხში, მაშინ როცა „ბეთლემს“ მორიგი ვარჯიში ჰქონდა, „ბეთლემის“ 29 წლის კაპიტან არჩილ ფარტენაძეს გულმა უმტყუნა. იმ გულმა, რომლითაც თამაშობდა და ცხოვრობდა ფეხბურთში.
ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი მისთვის პატივი მიმეგო და იმ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი, ვინც ამ ქვეყნიდან გააცილა. ვისურვებდი, რომ იქ, ქედაში, სადაც ჩემი მთელი ბავშვობა გავატარე და ფეხბურთის თამაშში დღეები და ღამეები გვქონდა არეული, კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზარდოს.
ახლა, სადღაც გულის სიღრმეში, მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ სტადიონი, სადაც ჩვენ წინ, ჩვენთან ერთად ფეხბურთზე უგონოდ შეყვარებული ბიჭი თამაშობდა და ჩვენგან განსხვავებით სიცოცხლის ბოლო წამამდე ფეხბურთში დარჩა, მის სახელს ატარებს უკვე.
მინდა ვუთხრა არჩილის მშობლებს, რომ არჩილი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო, ვისაც პირადად ვიცნობდი, ვინც გულით თამაშობდა ფეხბურთს და ყველაფერი, მათ შორის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე ფეხბურთს მისცა.