საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გაწერილი ხარჯებიდან 6 656 200 ლარი ვერ აითვისეს. 2015 წლის სამ თვეში აჭარის ბიუჯეტიდან 40 600 500 ლარი უნდა დახარჯულიყო, ფაქტობრივად კი, 33 944 300 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 83,6 პროცენტია.
სამინისტრო, მაგალითად, ახორციელებს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას. მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილი 27 ათასი ლარის ნაცვლად, საკასო შესრულებამ 18,2 ათასი ლარი შეადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, „პირველ კვარტალში იგეგმებოდა შვიდ ბენეფიციარზე სესხის გაცემა, შესაბამისად სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების თანხაც იქნა გათვალისწინებული. ფაქტობრივად კი, ბანკის მიერ სესხი გაიცა ორ ბენეფიციარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ მოხდა პროგრამის ფარგლებში პირველ კვარტალში დაგეგმილი თანხის სრულად ათვისება“.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, შესაბამისი კონკურსი სამინისტრომ შარშან გამოაცხადა და „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა: „6 მილიონი საკრედიტო რესურსი უნდა მოზიდულიყო, ანუ 6 მილიონი ლარი უნდა გაეცა ბანკს, მაგრამ ვერ დააკმაყოფილეს ეტყობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ბანკის მოთხოვნა და, შესაბამისად, არ გაიცა თანხა. რა თანხაც გაიცემოდა, იმის 12%-ს ვიხდიდით ჩვენ. თუ ბანკი არ გასცემს თანხას, ვერც ამ 12%-ის ათვისება მოხდება.“
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია „ბათუმის ბულვარიც“, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამის – ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – დაზუსტებული გეგმა (პირველი კვარტლის) 1 342 000 ლარს შეადგენდა, ხარჯი კი, მხოლოდ 590 300 ლარი იყო. სამინისტროში განაცხადეს, რომ „დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილზე ტენდერები არ შედგა, ასევე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომიები, შედეგად კი, ქვეპროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 44 პროცენტია“.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარის მთავრობამ და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა გამოყოფილი თანხის 78,4 პროცენტი აითვისეს.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გამოყოფილი თანხა სრულად ვერ აითვისა აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, რომელიც წელს სამ პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი ქვეპროგრამის _ დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარება – დაფინანსება (გამოყოფილი იყო 26 ათასი ლარი) არ განხორციელებულა.
აჭარის ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დეპარტამენტმა წარადგინა განაცხადი სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში – „EUROGITES“-ში გაწევრიანების შესახებ, საიდანაც მიღებულია თანხმობა. დეპარტამენტი აღნიშნულ ორგანიზაციაში ოფიციალურად გაწევრიანდება 2015 წლის ივნისში დაგეგმილ სხდომაზე. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო დეპარტამენტის გაწევრიანება ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო პორტების ასოციაციაში – „MedCruise“-ში, თუმცა მიღწეული იქნა შეთანხმება ბათუმის პორტის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნულ ორგანიზაციაში დეპარტამენტის ნაცვლად ბათუმის პორტის გაწევრიანებაზე. შესაბამისად, საწევრო გადასახადს გადაიხდის ბათუმის პორტი. ხოლო ღონისძიება _ „დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები“ დაიგეგმა წლის მეორე ნახევრისთვის“.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დაევალა დახუროს სს „პრივატბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; „პრივატბანკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები კი ჩარიცხოს სს „საქართველოს ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე, ხოლო მინიმალური რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს „საქართველოს ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშებზე.
2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „საქართველოს ბანკს“ შეუნარჩუნდა სს „პრივატბანკის“ ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში ლარში და ანგარიში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში „სს „საქართველოს ბანკის“ დროებითი კოდი“ სახელწოდების ქვეშ. „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ დასაშვებია მხოლოდ ჩარიცხვების განხორციელება.
2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „პრივატბანკს“ მინიჭებული RTGS სისტემაში მონაწილის კოდი და IBAN კოდი გამოიყენოს სს „საქართველოს ბანკმა“, ხოლო საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ მიღებული ჩარიცხვების ჯამური თანხის გადატანა ყოველდღიურად (საოპერაციო დღის ბოლოს) განხორციელდეს „სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშსწორების ანგარიშზე – BAGAGE22.
გაუქმდა სს „პრივატბანკის“ მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).
ნანა ძაგნიძე | ქალთა ევროპის ჩემპიოანატი ჭადრაკში, მეორე ტური
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო კლასიფიკაციით მეოთხე მოჭადრაკედ ითვლება. ქალთა ევროპის ჩემპიონატში კი, სადაც 98 მოჭადრაკე მონაწილეობს 19 ქვეყნიდან – საერთაშორისო სარეიტინო – 2570 ქულით – პირველ ნომრად ირიცხებოდა, მას მოჰყვება მეორე ადგილზე ბელა ხოტენაშვილი (2527), და მესამე ადგილზე ანტუანეტა სტეფანოვა (2512).
ნანა ძაგნიძემ პირველ ტურში აზერბაიჯანელი საბინა ისმაილოვა (2272) დაამარცხა, მეორე ტურში რუს მარინა გუსაევს (2391) მოუგო, ხოლო მესამე ტური ფრედ დაასრულა სომეხ დიდოსტატ ელინა დანიელიანთან (2458).
დღეს ჩემპიონატის მეექვსე ტური მიმდინარეობს. გამარჯვებული 30 მაისს გამოვლინდება.
ევროპირველობა ქალთა ჭადრაკში, ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ ტარდება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 13,88 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,224 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
– ჩემი ძმა დადიოდა კრივზე. მეც გამიჩნდა ინტერესი. ხუთი წლის ვიყავი, პირველად რომ წავყევი, მაგრამ მწვრთნელებს ჩემი ასაკის გამო შევეცოდე და არ გამაგრძელებინეს ვარჯიში. ქუთაისში, გორის უბანში, #6 საშუალო სკოლაში ვსწალობდი, სადაც მოვიდა კრივის მასწავლებელი. ბავშვები რომ აყავდა, კითხულობდა – შენ მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენეო. ჩემს თანაკლასელს რომ ჰკითხეს, მან უპაუხა, რომ მემარჯვენე იყო, მწვრთნელმა კაი ბიჭი ხარო – უთხრა და გადაუსვა ხელი თავზე. მე მემარცხენე ვიყავი, მაგრამ ვიფიქრე, მემარჯვენე რომ არის, იმიტომ აიყვანა ეს ბიჭი, თუ ვიტყვი, რომ მემარცხენე ვარ, არ ამიყვანს-მეთქი, მოვიტყუე და დამაყენა მემარჯვენეში.
პირველი მწვრთნელი მერაბ ლორთქიფანიძე იყო. რაღაც პერიოდი ვივარჯიშე, მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ტურნირში და მერე დავანებე კრივს თავი. ეს იყო ბავშვური გატაცება. 15-16 წლის რომ ვიყავი, კვლავ მივედი კრივის სკოლაში და მითხრეს, – დიდი ასაკის ხარ, ვეღარმიაღწევ ვერაფერსო. მაშინ ქუთაისში ახალი შემოსული იყო კიკ-ბოქსი – მურთაზ ბებია ავარჯიშებდა ბავშვებს. მან სიამოვნებით მიმიღო, მაჩხუბა ერთთან, მეორესთან. ბებიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, ჩემ გვერდით იდგა ყოველთვის. სინამდვილეში არც მეგონა, რომ მართლა გავხვდებოდი მსოფლიო ჩემპიონი და პროფესიონალი მოკრივე. ის კი მავარჯიშებდა და მეუბნებოდა, შენ ჩემპიონი გახდებიო. ის დღესაც წვრთნის ბავშვებს და 1996 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩემი მწვრთნელია. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, მურთაზ ბებია მავარჯიშებს. რომელი სტილიც შემირჩია და რომელი დარტყმებიც მან გამოკვეთა ჩემში, მისი მოგერიება აქ, ამერიკაში უჭირთ.
– ასეთი გათვლა არ მქონია. ფეხბურთი არ მიყვარს და გარდა ფეხბურთისა, თითქმის ყველა სპორტში ვიყავი, ყველაზე მეტხანს კი – თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ორი წელი ვივარჯიშე. კრივი მომწონდა _ ჩხუბი უფრო მიყვარდა, ვიდრე ჭიდაობა.
– გყავდათბავშვობაშიკუმირიმოკრივე?
– კუმირი დღემდე მყავს, მაიკლ ტაისონი. სხვათა შორის, კრივში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტაისონის ჩხუბები ვნახე. მე და ჩემი მეგობრები მაშინ „პრისტავკას“ რომ ეძახდნენ, იმას ვქირაობდით და ვუყურებდით. ისე მომეწონა ეს კაცი, მეორე დღესვე გადავწყვიტე, დამეწყო კრივში ვარჯიში. დღემდე ვადევნებ მაიკლ ტაისონის სპორტულ ასპარეზობას თვალს. ის ჩემთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიო მონდომებითა და ვარჯიშით და რა შეიძლება მოგივიდეს საპირისპირო მიმართულებით. ბევრი მამსგავსებს კიდეც ტაისონს, რადგან ჩემსავით დაბალია თავისი წონისთვის.
– კრივში მარტო შენი სიძლიერე არ კმარა, ის იმ ხალხზეცაა დამოკიდებული, ვინც კრივით ცხოვრობს შენთან ერთად, ესენი არიან: ორგანიზატორი, პრომოუტერი, მწვრთნელები და თუ არ მოხვდები საჭირო მიმართულებით, აუცილებლად დაიკარგები. თუმცა, რასაც მივაღწიე, ძირითადად, ჩემი პრინციპულობის დამსახურებაა. შრომასა და მონდომებას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს შედეგები მოვიდა ჩემი მონდომებით და იმ ხალხის დახმარებით, ვინც იყო ჩემ გვერდით, მათ შორის ყველაზე მეტად მურთაზ ბებიას დამსახურებით. მე ნებისმიერ პირობებში შემიძლია ვივარჯიშო: დარბაზში არ გვქონდა შუქი, გათბობა… შხაპზე გამორიცხული იყო ლაპარაკი. ცივ წყალს ვუსხამდით ერთმანეთს ბავშვები. ბნელოდა, თვალები სიბნელეს ეჩვეოდა და მერე ვვარჯიშობდით… ძნელი ეტაპები სულ არის. ახლაც რთული პერიოდიმაქვს _ ჩემი სახლიდან მოშორებით, სხვა ქვეყანაში ვარ, სადაც დიდი ძალისხმევა უნდა გაიღო, რომ შენი შესაძლებლობები აღიარონ. ისე, სასიამოვნო კი იქნებოდა ყურადღება საქართველოდანაც, ან „ზბორები“ ჩაეტარებინათ ჩემთვის, ან ვაჯიშების ჩასატარებლად მოვეწვიე. ჩამოვიდოდი ამერიკელ მწვრთნელებთან ერთად. ისინი მსოფლიო დონის სპეციალისტები არინ. ბავშვები შეხვდებოდნენ, მეტი სტიმული მიეცემოდათ. მე ასეა თუ ისე ჩემი სახელი მოვიხვეჭე. დიდი-დიდი ხუთი წელი და მივდივარ ბოქსიდან. ზედმეტ სახელად „ჩაქუჩას“ მეძახიან. თბილისსა და ქუთაისში ბავშვები რომ მხვდებიან, უხარიათ ჩემთან შეხვედრა და იძახიან _ მე ჩაქუჩა უნდა გამოვიდეო. სასიამოვნოა ეს. ვფიქრობ, ჩემი ჩამოსვლა უფრო საინტერესო იქნება საქართველოში, ვიდრე ახლა აქ ყოფნა, რადგან არ არის გასაოცარი ის ამბავი, რომ ჩემი დონის მოკრივეს ამერიკელი მაღალი დონის პრომოუტერი ჰყავდეს და ამერიკაში გადიოდეს „ზბორებს“, ეს ნორმალურია პროფესიონალურ კრივში. ჩემი ჯგუფით ჩამოსვლა, ვარჯიშების ჩატარება პატარა ბავშვებთან, თუნდაც დიდებთან სამომავლო საქმე იქნებოდა.
– ვინუნდაგამოიჩინოსყურადღება?
– ალბათ იმან, ვინც სპორტშია, ვინც კრივშიადა უნდა სერიოზული შედეგი ჰქონდეს. სპორტსმენისთვის დიდი სტიმულია იმასთან შეხვედრა, ვინც შენსავით პატარა იყო და დიდ წარმატებას მიაღწია.
– რთული პერიოდები სულ არის, არამარტო მაშინ, როცა რინგზე გასვლისთვის ვემზადები… არა მარტო ის, რომ საქართველოში გინდა რაღაც გააკეთო და მომავალი არ გიჩანს. არ ვიცი როგორაა სხვა პროფესიებში, მაგრამ კრივი ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში. შეიძლება ვთქვათ, რომ პროფესიული კრივი არ არსებობს, არ ტარდება არანაირი ტურნირი. ბოლო პერიოდი მქონდა ძალიან რთული, როცა მსოფლიო ჩემპიონობა ვიზეიმე, დავაცხიკვებდი თუ არა ოთხი კაცი გამორბოდა პირსახოცით ცხვირის მოსამშრალებლად. გაიარა ეს პერიოდი და ჩემს უკრაინელ პრომოუტერთან მომივიდა უთანხმოება, რადგან ის ბრძოლას მაძლევდა იტალიაში, მოკრივესთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ნომერი იყო, მე კი ამ დროს მეორე ვიყავი… უარი მათ ბრძოლებზე 2012 წელს ვთქვი, ოთხწლიანი კონტრაქტი კი, ერთი წლის წინ მქონდა დადებული. ამიტომ პრომოუტერი ამ სამი წლის განმავლობაში არ მაძლევდა სხვა ტურნირებში მონაწილეობის უფლებას. ეს იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა. ვიჯექი სახლში და ვუყურებდი როგორ იგებდა სხვა იმ ტიტულებს, რომელსაც მე ვფლობ…
– როგორმოხვდითამერიკაშიდარატომწახვედით?
– არასოდეს მიოცნებია წავსულიყავი სხვა ქვეყანაში. ჩემ აქ ყოფნაზე იმანაც იმოქმედა, რომ 16 წლისა, ასაკის გამო, კრივის დარბაზიდან გამომიშვეს. ქუთაისში ამერიკელი პრომოუტერი ლუი დიბელა დამიკავშირდა. მითხრა, რომ ამერიკისთვის საინტერესო ვიყავი. მე ორწლიანი კონტრაქტი მსურდა, ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. თავიდან კალიფორნიაში, ლოსანჯელესში ჩამოვედი. მერე ჩემს მეგობართან, გიორგი დონაძესთან გადავედი ფილადელფიაში, იქ, სადაც 12 წლის წინ, 21 წლის ასაკში კრივში მეორედ დავბურნდი და ჩემი დებიუტი შედგა ამერიკაში. რამდენიმე თვის წინ კი ნიუ იორკში დავბინავდი. ამ ქალაქშია ჩემი პრომოუტერიც. ამერიკაში რაც ჩამოვედი, სამი ბრძოლა ჩავატარე და სამივე ნოკაუტით მოვიგე.
მესამედ რინგზე 2014 წლის ივნისში დავბრუნდი, მერე სექტემბერსა და თებერვალში. ახლა 10 დღეში უნდა მომცენ სერიოზული ბრძოლა. თუმცა ეს ყველა სარეიტინგო შეხვედრაა. დიდია კონკურენცია პროფესიულ კრივში, მსოფლიო ათეულში მოსახვედრად – 10 წლის მანძილზე ათეულში ვიყავი და პირველი ან მეორე ნომერი. ორი წლის წინ კი ათას მოკრივეშიც არ ვიყავი. დღეს – მე-14 ნომერი ვარ.
– იბრუნებთძველპოზიციას?
– მახსოვს კიდეც ჩემი ქამრები ვისაც აქვს. ყველაფერსდავიბრუნებ, რაც დავკარგე.
– ახლარისთვისემზდებით?
– 12 ივნისს უნდა მქონოდა ჩხუბი, მაგრამ ვისაც უნდა შევხვედროდი, მან ვერ გადაწყვიტა ჩემთან ბრძოლა. ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე, როდის ვიჩხუბებ, მაგრამ დაახლოებით თვე-ნახევარში გამოვალ რინგზე.
– კარიერის მერე, რა თქმა უნდა, მაქვს გეგმა. ჩემი მწვრთნელი მურთაზ ბებია მთხოვს, გავხსნათ ჩემი სახელობის ან ზოგადად კიკ-ბოქსის დარბაზი. ახლაც არის დარბაზი, მაგრამ არ არის პირობები.
– რასეტყოდითთქვენსგულშემატკივარს?
– ვუსურვებდი ბედნიერებას, წარმატებას. ვიცი ბევრი გულშემატკივარი მყავს, ისინი ამაყობენ ჩემით. აქ მცხოვრები ბევრი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა ჩემთან, ბოლოს რომ ვიჩხუბე. ისეთი ამბავი იყო, რინგიდან გამოხედვა გაგიხარდებოდა, სულ საქართველოს დროშები მოჩანდა. ვპირდები ჩემს ქართველ ქომაგებს, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევ. ახლა მე-14 ვარ, გავხვდები მსოფლიოში პირველი – საქართველოს დროშას ავწევ. ვდებ პირობას, სხვა ქვეყნის სახელით არ გამოვალ – როგორც დავიწყე საქართველოს სახელით ასპარეზობა, საქართელოს სახელითვე დავასრულებ კარიერას.
ავთანდილ ხურციძე რინგზე საქართველოს დროშით გამოდის
„პირველ კვარტალში 83 პროცენტია შესრულება, რაც ცუდ მაჩვენებლად არ უნდა ჩაითვალოს. სატენდერო პროცედურები, მუნიციპალიტეტების დაფინანსების თავისებურება და სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ეს შეუსრულებლობა არაა ისეთი ჩამორჩენა, რომ რაღაც განსაკუთრებული მსჯელობა გაიმართოს. მომდევნო პერიოდში დავძლევთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რამაზ ბოლქვაძემ.
სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2015 წლის სამ თვეში აჭარის ბიუჯეტიდან 40 600 500 ლარი უნდა დახარჯულიყო, ფაქტობრივად კი, 33 944 300 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 83,6 პროცენტია.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წელსაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, მაგრამ, მთლიანობაში, სერიოზული პრობლემა არ შექმნილა. ზოგიერთი ეკონომისტი კი მიიჩნევს, რომ როცა ფულის ხარჯვა დაგეგმილი გრაფიკით ვერ ხერხდება, შეცდომა ან დაგეგმვაშია დაშვებული, ან საშემსრულებლო პოლიტიკაა გადასახედი, რასაც არ ეთანხმებიან სამინისტროში.
„ტენდერი როცა ცხადდება, ის ყოველთვის დადებითი შედეგით არ სრულდება. ზოგჯერ გვყავს გამარჯვებული, მაგრამ პროექტის განხილვა, გარკვეული პროცედურები შეიძლება გაგრძელდეს, გადავადდეს ან შედეგები გაუქმდეს და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი. ძირითადად, ამის გამო არ არის თანხები ათვისებული“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
ბიუჯეტიდან პირველ კვარტალში მათთვის გამოყოფილი (მათ შორის პროგრამული ღონისძიებებისთვის) თანხა აჭარის ვერც ერთმა სამინისტრომ ვერ აითვისა. უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ, მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილზე დაახლოებით 1,6 მილიონი ლარით ნაკლები ღონისძიებები დაფინანსდა.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარის მთავრობამ და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა გამოყოფილი თანხის 78,4 პროცენტი აითვისეს.
ბათუმის სტადიონის პროექტის პაკეტების გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში [ფოტო თედო ჯორბენაძე]
2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ღონისძიების ფაქტობრივმა დაფინანსებამ დაგეგმილზე 1,4 მილიონით ნაკლები შეადგინა; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა ორგანიზაციებმა დაგეგმილზე 837 ათასი ლარით ნაკლები აითვისეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მისთვის სამ თვეში გამოყოფილი ასიგნებებიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ვერ გახარჯა.
იმ ფონზე, როცა აჭარის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ სრულდება, შემოსავლები იზრდება. სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსავლები განისაზღვრა 37 938 500 ლარით, ხოლო შესრულებამ შეადგინა 44 857 700 ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 118,2 პროცენტით; პირველი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 84,7 პროცენტი (37 984 400 ლარი), მოდის გადასახადებზე, რაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს.
სხვა შემოსავლებში კი აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გაიზარდა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების შედეგად ბიუჯეტში თანხის მობილიზება. პირველ კვარტალში დაგეგმილი 18 ათასი ლარის ნაცვლად, აჭარის ბიუჯეტში 79,2 ათასი ლარი შევიდა, ანუ გეგმის 440 პროცენტი;
„შემოსავლების ზრდა განპირობებულია იმით, რომ საკმაოდ აქტიურობს არასაბიუჯეტო სექტორი“, _ ამბობს რამაზ ბოლქვაძე.
შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა გასულ წელსაც. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 156 705 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა შესრულდა 111,5 პროცენტით. რაც შეეხება გასული წლის ხარჯებს _ გეგმის მხოლოდ 93,3 პროცენტი შესრულდა.
აჭარის ბიუჯეტიდან, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი, მოქალაქეებს შარშან უკან დაუბრუნდათ 8,8 მილიონი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი, დასაბრუნებელი 10 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დღემდე არ მოუსმენია აჭარის უმაღლეს საბჭოს. საბჭოს წევრებმა ჯერ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან ანგარიშის მოსმენა არ ისურვეს, ხოლო მაშინ, როცა მინისტრი მივიდა საკანონმდებლო ორგანოში, ქვორუმი არ შედგა.
ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონს დღეს, 24 მაისის გამთენიისას შეუწყდა. შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება
კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე. რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ფორმის (https://goo.gl/cxAMX) შევსებით. კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.
კონკურსანტმა ბლოგზე უნდა განათავსოს კინოფესტივალის ბანერი (საიტზე გადასასვლელი ბმულით)
კინოფესტივალამდე უნდა მოამზადოს ერთი ბლოგპოსტი
კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გააზიაროს სოციალური ქსელების მეშვეობით
ბლოგერებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე.
ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს:
– აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას
– ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები
– ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი
– ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება
– ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი
ბლოგერების კონკურსის პრიზები:
– BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე, ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
– BIAFF პრიზი – სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება – საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებსშემდეგი პირობებით – #1 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება(5 ღამე); #2 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება. განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე. + BIAFF 3-4 ბლოგერს კინოფესტივალი გაუკეთებს კარლოვი ვარის კინოფესტივალების აკრედიტაციას- მგზავრობის ხარჯების გარეშე.
– სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის
– სასტუმრო „BatumiPLAZA Hotel“-ს პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთესო ბლოგერს გადაეცემა 2-დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმროში დასვენებისთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კინოფესტივალს: ელ.ფოსტა: press@biaff.org
მობ: 599-482181 – ზვიად ელიზიანი, ფესტივალის მენეჯერი.
საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება – ეს ერთ-ერთი იმ დაპირებთაგანია, რასაც მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ქედის მოსახლეობას 2014 წელს, ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაჰპირდა. მართლაც, დავით დუმბაძის გამგებლად არჩევის შემდეგ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა – დაბა ქედაში, აწჰესის დასახლებაში, ზვარესა და ცხმორისის თემების ცენტრებში, საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს 1 მილიონ 199 900 გამოიყო. ჩატარდა სამუშაოებიც, მაგრამ ამის მიუხედავად, დაბა ქედაში კანალიზაციის სუნი ისევ დგას.
ქედის მუნიციპალიტეტმა ქსელის მშენებლობაზე ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზასთან~ გააფორმა. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას დაბა ქედასა და აწჰესში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ზვარესა და ცხმორისის თემების ცენტრებში კი, კანალიზაციის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა.
ამჟამად, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ღია მდგომარეობაშია სპეციალური ავზი, რომელშიც სალექარებიდან გამომდინარე წყალი ჩაედინება და საიდანაც წყალი გრუნტში უნდა ჩაიღვაროს. რუსთაველის ქუჩისგან განსხავებით, 9 აპრილის ქუჩაზე უარესი მდგომარეობაა – სალექარიდან გამოსული წყალი პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. ყველაზე მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაც სწორედ ამ მონაკვეთშია.
როგორ გაკეთდა ქედაში საკანალიზაციო სისტემა, რა პროექტით – ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის წარმოდგენა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12-მა დეპუტატმა მოითხოვა: მათ წერილობითი განცხადებით საკრებულოს 24 აპრილს მიმართეს დეტალური ინფორმაციის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ქედის საკრებულომ სხდომა 13 მაისს ჩაატარა, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი საკითხი საკრებულოს არ განუხავს. დეპუტატები საკანალიზაციო სისტემაზე გახარჯული თანხისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ დრომდე ელიან.
ქედის საკრებულოს წევრი და დაბაში მცხოვრები უშანგი ბერიძე შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პრობლემები არამარტო დაბაში, აწჰესსა და ცხმორისშიც არის.
„არსებული საკანალიზაციო სისტემა დიდ პრობლემას შექმნის, – სალექარები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არის, დაუსრულებელია სამუშაოები, წყალი არ იფილტრება, რის გამოც დგას სუნი. ცხრა აპრილის ქუჩაზე კი, წყალი საერთოდ არ იფილტრება და ფეკალური მასა პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. პროექტით, ჯერ უნდა გაიფილტროს წყალი და მერე უნდა ჩავიდეს მდინარეში, თუმცა აქ არ სრულდება ტექნოლოგიური პროცესი და პირდაპირ იღვრება. საკრებულოს 12-მა დეპუტატმა მოვითხოვეთ წარმოგვიდგინონ შესრულებული სამუშაოს დეტალური ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა და როგორ, რატომ არის ასეთი საშინელი მდგომარეობა, ძალიან უხარისხოდ შესრულებულია სამუშაოები, თანხა კი ბევრია დახარჯული“, – განაცხადა უშანგი ბერიძემ.
„ჩემს სოფელში, ცხმორისში, თითქოსდა გაკეთდა კანალიზაცია, მხოლოდ სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის. იქ არის სასადილოები, საერთო საპირფარეშოები კანალიზაციის გარეშე. ვნახავთ რა ანგარიშს წარმოგვიდგენს გამგეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ, შესრულებული სამუშაოები აუდიტმა შეისწავლოს“, _ აცხადებს ქედის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე.
მიღება-ჩაბარების აქტი მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შემსრულებელ კომპანიას შორის შარშან გაფორმდა – დასრულებული ობიექტი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმდი სამუშაოების მიმღებმა კომისიამ გასულ წელს ჩაიბარა. იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული და შეისწავლა თუ არა კომისიამ ობიექტის მდგომარეობა, ვიდრე ჩაიბარებდა? – ამ კითხვებით მიმღები კომისიის თავმჯდომარეს გურამ ბერიძეს მივმართეთ. მან საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.
ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძეა. ის შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საკანალიზაციო სისტემა პროექტის მიხედვით მოაწყო. აქვე დასძენს, რომ კომპანიას შესრულებულ სამუშაოებზე სამწლიანი საგარანტიო ვალდებულება აქვს:
„სამუშაოები პროექტის მიხედვით სრულყოფილად შესრულდა. თუ რაიმე სახის ხარვეზი აღმოჩნდება, მშენებელს სამწლიანი გარანტია აქვს და ვალდებულია ამ ხნის განმავლობაში პრობლემა გამოასწოროს, პროექტით მოეწყო სალექარები დაბაში, აწჰესში, ზვარესა და ცხმორისის ცენტრებში, სალექარებში შესული კანალიზაციის წყალი ფეკალური მასისგან იწმინდება და გრუნტში ჩაედინება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ამოვიდა წყალი ზემოთ, რაც პროექტით იყო გათვლილი. გზის ქვემოთ საჭიროა დამატებითი ჭის მოწყობა, სადაც წყალი ჩაიღვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში სალექარიდან გამოსული წყალი უნდა გადავიდეს ქვიშიან გრუნტში, ანუ წყალი ზედაპირზე არ უნდა ამოვიდეს. რაც შეეხება სუნს – ეს რომ არ იყოს, წყალი უნდა დაიქლოროს, რაც პროექტში ვერ იქნებოდა, ეს შიდა სამუშაოა“.
კითხვაზე, მიმართა თუ არა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მშენებელ კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ფლობს. თავის მხრივ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, სულიკო სურმანიძემ მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.
საკანალიზაციო სისტემა ქედაში ინდმეწარმე რევაზ დიდმანიძის მიერ დამუშავებული პროექტით გაკეთდა. პროექტის შედგენაზე ქედის გამგეობას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია, ინდმეწარმე ქედის გამგეობამ კონკურსით გამოავლინა.
შეესაბამებოდა თუ არა არსებულ გეოგრაფიულ არეალს პროექტი, რომლითაც ქედაში საკანალიზაციო სისტემა უნდა გაკეთებულიყო? – პროექტის ავტორი რევაზ დიდმანიძე ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილია. ის დასძენს, რომ ავზი, სადაც სალექარებიდან გამოსული წყალი ჩაედინება, ღია არ უნდა იყოს:
„სადეზინფექციო შენობები ორ ადგილზე მოეწყო. ამ შენობებში უნდა დამუშავდეს წყალი საბოლოოდ, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. სადეზინფექციო ხსნარი ქლორით არ უნდა დამზადდეს, რადგან შენობები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის და საშიშია. გარდა ამისა, მავნეა გარემოსთვის. არსებობს სპეციალური მარილი, რითაც უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. ჩვენ ეს მითითება მივეცით ქედის გამგეობას. რაც შეეხება პროექტს – წყლის საბოლოო დეზინფექციამდე სუნი ბუნებრივია იქნება. რაც შეეხება ღია ჭას, ფილა უნდა დაეხურათ, მაგრამ თუ არ არის გადახურული, ისე უნდა გადახურონ, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი მოხსნა-გასუფთავება შესაძლებელი იყოს, – განაცხადა რევაზ დიდმანიძემ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ მშენებელი კომპანიის დირექტორის კომენტარის ჩაწერა ვერ მოახერხა. შპს „გზას“ დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როდესაც ვკითხეთ, შეასრულა თუ არა მან ტენდერით ნაკისრი ვალდებულება ქედის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ქართულ-აფხაზური საგა“-ს ხელმძღვანელი, საპატიო ბათუმელი, ნათელა დუმბაძე გახსნის. შესრულდება საქართველოს ჰიმნი კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენილი იქნება მხატვრულ-ისტორიული კომპოზიცია – „ჩვენ დავბრუნდებით“.
ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, აქსანა კვიცია და სხვა სტუმრები.
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმში მცხოვრებ წარჩინებულ მოსწავლეებს დაასაჩუქრებს წიგნების კომპლექტით – „აჭარის ისტორია ბავშვებისთვის“.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი გაიმართება კონცერტი.
საზაფხულო კურსი მოიცავს ლექციებსა და სემინარებს სტრატეგიული კომუნიკაციის ამ დარგის წარმოშობის, არსის, პრაქტიკული განხორციელების ინსტრუმენტებისა და შეფასების მექანიზმების თაობაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სტრატეგიული მენეჯმენტის კომპონენტია, გამოიყენება ორგანიზაციული იმიჯის მართვისა და რეპუტაციული მენეჯმენტის წარმართვისათვის.
საზაფხულო სკოლის თითოეულ საგანზე დასწრება შეუძლიათ მსურველებს დროულად დარეგისტრირების შემთხვევაში. 5 კვირის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები შემდეგი მიმართულებით: სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (24 მაისი); მედიასთან ურთიერთობა და ინტერვიუს ტექნოლოგიები (30-31 მაისი); სოციალური მედიის მართვა (6 ივნისი); ღონისძიებების მენეჯმენტი (7 ივნისი); ბრენდინგი (13 ივნისი); კრიზისის მენეჯმენტი (14 ივნისი); პიარ კამპანიების ორგანიზება (20-21 ივნისი).
საზაფხულო სკოლის ტრენერებად მოწვეულნი არიან პიარისა და მარკეტინგის გამოცდილი სპეციალისტები: კახა მაღრაძე, სოსო გალუმაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, ანდრო მეტრეველი, ნათია სირაბიძე.
კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტებით, ასევე ამ სფეროს პრაქტიკული ნიუანსებითა და ჩვენს ქვეყანაში არსებული მიდგომებით.
მანიპულაცია – ასე ქვია ფოტოპროექტს, რომელიც ბათუმში 25-30 აგვისტოს დაიწყება. ფესტივალის მასპინძელია, „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ბათუმში.
„ეს არის მცდელობა იმის შესწავლის, თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ გამოსახულებას შექმნას ისტორიული მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია“-ამბობენ, პროექტის ავტორები.
პროექტი ხორციელდება ორ ქვეყანაში – უკრაინასა და საქართველოში, ორ დაძმობილებულ ქალაქში შავი ზღვის აუზში – ოდესასა და ბათუმში. ქალაქები დაკავშირებული არიან არა მხოლოდ ზღვით, არამედ მსგავსი მშენებლობის ისტორიითა და განვითარების კონცეფციით. ორი სახელმწიფო დაკავშირებული იქნება საერთო პროექტით: „ოდესა- ბათუმი ფოტოდღეები.“ ერთიანმა გუნდმა, რომელიც შედგება საქართველოსა და უკრაინის მხატვრებისა და კურატორებისგან, შეიმუშავა კონცეფცია და განვითარების გეგმის პროექტი“.
პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. ფესტივალის პირველი ეტაპი, ყურადღებას ამახვილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოიცავს სემინარებს ფოტოგრაფებისთვის და საკურატორო კვლევებს. ჩატარდება მასტერკლასები.
მეორე ეტაპი, დაეთმობა ვიზუალურ ნაწილს და გამოიფინება ფოტო ნამუშევრები, რომელიც დაკავშირებული იქნება მანიპულაციის თემასთან.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე ქვეყნა. მათ შორის თურქეთი, უკრაინა, ბელორუსია.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის იდეა წარმოშვა ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიული მომზადების დეფიციტმა, განსაკუთრებით თანამედროვე მიმართულებებში.
„პირველი ფესტივალი არის ადამიანის ყურადღების მიპყრობის საშუალება ფოტოგრაფიაზე, როგორც ვიზუალურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციისა და ყოველდღიური ცხოვრების მჭიდრო კავშირზე.
140 წლის მანძილზე ფოტოგრაფიამ არაერთი ცვლილება განიცადა. მისი როლი, შესაძლებლობები და ადგილი სოციალურ და კულტურულ სივრცეში შეიცვალა. თავდაპირველად ფოტოგრაფია გახლდათ ქაღალდზე გამოსახული ფაქტი, როგორც ობიექტური რეალობა. დღეისათვის ფოტოგრაფია მონტაჟისა და ახალი მედია ტექნოლოგიების მეშვეობით გახდა მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და პროპაგანდის საშუალება“.
ფესტივალი „ოდესა-ბათუმი“ ფოტოდღეები, ბათუმში 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.
თქვენ გელოდებათ საინტერესო ისტორიები ახალგაზრდული აქტივიზმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული 5 გუნდი იბრძოლებს იმისათვის რომ დაიმსახუროს მაღალი შეფასება ჟიურისგან.
თხრობითი პერფომანსების ფესტივალში მონაწილეობას იღებენ “დემოკრატიის მთხრობელთა დასის” წევრები, დასი დაფუძნდა 2014 წლის 14 მარტს და აერთიანებს 50 ახალგაზრდას, რომლებმაც გაიარეს მთხრობელთა სკოლის ვრცელი ტრენინგ-კურსი და შეძენილი თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების საფუძველზე, ისინი ეფექტურად ახდენენ დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების გავრცელებას, თანამედროვე ხელოვნების ნოვაციური ფორმის – ,,თხრობითი პერფომანსები“-ს საშუალებით.
„როცა რეგიონში არსებობს უნივერსიტეტი, ვფიქრობ მას მეტი ღიაობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. უნივერსიტეტი არ უნდა იყოს კუნძულივით, თავისთვის ცალკე. ამიტომ ცოცხალი პროცესის წამოწყება გვინდოდა, სადაც არა მარტო სტუდენტები იქნებოდნენ ჩართულნი, არამედ მოსწავლეები და თუნდაც სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი ექნებოდა, მიეღო მისთვის საინტერესო სფეროში რაღაც დამატებითი ინფორმაცია“, – ამბობს ლალი ანთიძე.
იდეის განხორციელებაში ძირითადად ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორები არიან ჩართული. როგორც ლალი ანთიძე გვეუბნება, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ტრაპაიძე ლიტერატურულ კლუბს კურირებს. კლუბი პერმანენტულად იწვევს მწერლებს, ლიტერატორებს და დისკუსიის დროს სხვადასხვა თემაზე მიდის საუბარი. „ნათია ამბობდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა სტუდენტებში მწერლობის უკეთესად გააზრებას და ახალი ნაწარმოებების გაცნობას. ამ მიმართულებით კლუბმა შეძლო განათლების სამინისტროს გრანტის მოზიდვაც და შეხვედრები მოაწყო გიორგი კეკელიძესთან და დათო ბარბაქაძესთან. ეს საკვირაო შეხვედრები საინტერესო გახდა. არ გვინდოდა ისეთ შეხვედრებს დამსგავსებოდა, სტუდენტები მოვალეობის მოხდის მიზნით, დეკანის თხოვნით რომ შემოდიან და გადიან. აქ მოდის ის, ვისაც ნამდვილად უნდა ილაპარაკოს ან მოისმინოს ლიტერატურაზე“.
ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი კინოკლუბს კურირებს, ელგუჯა მაკარაძე კი – რიტორიკის სკოლას. არაფორმალური განათლების ცენტრის კიდევ ერთი ინიციატორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მარინა გიორგაძე ღია ბიბლიოთეკას კურირებს.
„უნივერსიტეტში გავაკეთეთ ღია ბიბლიოთეკა. დერეფანში დგას კარადა, საიდანაც სტუდენტებს მიაქვთ წიგნები და კითხულობენ. ჯერ წაღების რეჟიმია და იმედი მაქვს, რომ წიგნებს წაკითხვის შემდეგ დააბრუნებენ. ღია კარადა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვენდობით, სწორედ ეს არის სამოქალაქო ცნობიერება“.
არაფორმალური განათლების განვითარებისთვის, როგორც ლალი ანთიძე ამბობს, აუცილებელია პროცესებში სტუდენტისა და მოსწავლის ჩართულობა. „ბოლო წლებში სტუდენტებს უჭირდათ სამაგისტრო პროგრამების ჩაბარება და ბევრი ვაკანსია რჩებოდა უნივერსიტეტში. გადავწყვიტე, მათ დავხმარებოდი და რამდენიმე სტუდენტთან ზოგად უნარებში ვიმუშავე. ახლა ეს სტუდენტები იმდენად მომზადებულები არიან, რომ თვითონ ეხმარებიან სკოლის მოსწავლეებს უნარების განვითარებაში“.
როგორც ლალი ანთიძე ამბობს, ამ ეტაპზე ქალაქის სკოლებდიან 32 მოსწავლეა შერჩეული, რომლებსაც არაფორმალური განათლების ცენტრი უსასყიდლოდ ამზადებს. „ეს კარგი რამე აღმოჩნდა სტუდენტების თვითდამკვიდრებისთვისაც. ისინი პედაგოგიურ პრაქტიკას იღებენ, მოსწავლეები კი – ცოდნას“
როგორც ლალი ანთიძე გვეუბნება, ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდაც მოამზადა. „250 მსურველი ჩაეწერა. ზოგადად, გამოცდების წინ სტრესში არიან აბიტურიენტები და იმიტირებული გამოცდები ამ სტრესის დაძლევაში ეხმარება მათ“.
არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაა. „ამ სფეროში ვმუშაობ მე, რადგან უნივერსიტეტში მიმყავს კურსი – დემოკრატია და მოქალაქეობა.
სტუდენტები აპირებენ სამოქალაქო ცნობიერება მძღოლებსაც განუვითარონ. „რადგან ისინი, თითქმის არასდროს აჩერებენ ავტომანქანას ე.წ. ზებრაზე და საფრთხეს უქმნიან ქვეითებს“, – ამბობს ლალი და რამდენიმე ფაქტს იხსენებს. – „ერთი უცხოელი სტუმარი ძლივს გადავარჩინე, რადგან „ზებრაზე“ გაიარა და ამ დროს მანქანა არ გაჩერდა. იყო შემთხვევა, როცა უცხოელმა ხელი დაუბრახუნა მანქანაზე და ასე ანიშნა მძღოლს, რომ მისი გზა იყო. ეს ყველაფერი ჩვენს სამოქალაქო კულტურაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ასეთი აქციებით რაღაც შეიცვლება“.
არაფორმალური განათლების ცენტრში ერთ-ერთი მიმართულებაა კრიტიკა. სტუდენტური რესურსებით ცენტრი აპირებს გააკეთოს ელექტრონული ჟურნალი, რომლის ერთი ნაწილი სტუდენტურ ნამუშევრებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი – კრიტიკას.
„იმუშავებს დებატების კლუბიც, სადაც ადგილი დაეთმობა მრავალფეროვნების საკითხების განხილვას. საუბარი გვექნება სხვადასხვა უმცირესობის უფლებებზე, რადგან ასეთი ფორმის განათლება ზრდის ახალგაზრდებს.
როგორც ლალი ანთიძე ამბობს, გაიხსნება არაფორმალური განათლების ფასიანი ცენტრებიც. „ფასიანია, მაგალითად, უცხო ენების მოსამზადებელი კურსები. საჯარო მოხელეებს ვთავაზობთ ზოგად უნარებში მომზადებას და არის დაინტერესება. დიდი ინტერესი გვაქვს, რომ გავაკეთოთ იოგას გამაჯანსაღებელი ცენტრი, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობისთვის. იოგა ადამიანს ეხმარება სხეულის ფლობასა და კონცენტრაციის უნარის განვითარებაში. დღეს ძალიან გადაღლილები და საკუთარი თავიდან გაქცეულები ვართ ადამიანები, ამიტომ ამ ცენტრის არსებობა, ვფიქრობ, ბევრს დაეხმარება.“
ლალი ანთიძის თქმით, შემოსავლების ნაწილი არაფორმალური განათლების ცენტრის განვითარებას, ნაწილი კი, პედაგოგების ანაზღაურებას მოხმარდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ სეზონს საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც.
„სეზონზე დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი “Rainbow Tours” (rainbowtours.pl) წელს ჩარტერულ ფრენებზე მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს. სეზონურ ფრენებს ისრაელიდან კვლავ გააგრძელებს ებრაული კომპანია “Eshet Tours” (eshet-tours.com), ხოლო დამატებით ჩარტერულ ფრენებს ისრაელიდან წელს პირველად ავიაკომპანია “AKRIA” (arkia.com) შეასრულებს. ბათუმის მიმართულებით ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა (yanair.ua, flyuia.com, dniproavia.com) დაინტერესებული. მაისიდან ოქტომბრამდე თითოეულ ავიაკომპანია კვირაში ორი ფრენას განახორციელებს, ხოლო ცხელ სეზონზე დამატებითი ფრენებით მარტო უკრაინიდან კვირაში 10-მდე ავიაფრენა იგეგმება.
სიახლეებით იქნება გამორჩეული 2015 წლის სეზონზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები. განახლებული დიზაინის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 20%-იან ფასდაკლებას „ბათუმველოზე“, 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში. წელს პირველად, ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრი ტურისტებს ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით მოემსახურება ქალაქის სტუმრებს.
2015 წლის სეზონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ახალი რკინიგზის სადგური „ბათუმი ცენტრალი“ batumicentral.ge, რომელიც ქალაქთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. კომპლექსში რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გასართობი ცენტრები, კაფეები და სხვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტები იქნება განთავსებული.
განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.
ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი”, კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმის ეზოს ისტორიები, გრაფიტის ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისის თვიდან სექტმებრამდე დაგეგმილია უფასო კონცერტები როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ისე ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,496 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
დაკავებული იყვნენ “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები – კახა ბაქანიძე, სოლომონ ბაჯელიძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი.
ენმ-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციას პოლიცია შესაძლებლობას არ აძლევდა 150 მეტრის რადიუსში მიუახლოვდნენ სასტუმრო “ჰილტონს”, სადაც სასტუმროს გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. აქციის მონაწილე სამი პირი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულების ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავდნენ, მოსამართლე თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილებით რევაზ ხარაზს, კახა ბაქანიძეს და სოლომონ ბაჯელიძეს, პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის 250 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.
ენმ-ს წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გიორგი კირთაძის თქმით, ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ განაჩენს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში ჯგუფმა მოინახულა ოქროპილაურის ციხე, ოლადაურის (გამონათლევის) ეკლესია, დარჩიძეების ციხე, თაგოს საბაგირო გზა, უჩხოს თაღოვანი ხიდი, ხულოს მუზეუმი, სოფელი ქედლების საოჯახო სახლები, ხიმშიაშვილების საგვარეულო სასაფლაო, გაბმული ხიდი, გაბმული ხიდის მიმდებარე სამკურნალო „აბანო“, კავიანის ციხე, დანდალოს ხიდი, ოთოლთას ციხე და ხაბელაშვილების ხის ხიდი.
ექსპედიცია მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.
ქართულმა კინოდოკუმენტალისტიკამ შემოინახა კადრები, თუ როგორ წვავენ აჭარელი ქალები ჩადრს. „აჭარელ ქალთა ყრილობა“ – ასე არის დასათაურებული 1929 წელს რეჟისორ სიკო დოლიძის მიერ გადაღებული მუნჯი კინოქრონიკა. კადრებში ჩანს, რომ ბათუმის ძველ რკინიგზის სადგურში შემოდის მატარებელი, რომელსაც ხალხი ტრანსპარანტებით ეგებება. მატარებლიდან ფილიპე მახარაძე ჩამოდის და თანმხლებ პირებთან ერთად ბათუმის ქუჩებში დადის. მსვლელობაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობენ, თითქმის ყველა მათგანს თავსაფარი ახურავს, ზოგს ჩადრიც უკეთია. მსვლელობის შემდეგ კადრში ჩანს სცენა, რომელიც ქუჩაშია მოწყობილი, სცენაზე დგას უჩადრო ქალი, კადრი გადადის კოცონზე, სადაც ჩადრები იწვის.
ქალებისთვის ჩადრის ახდა კომუნისტების უმთავრეს საზრუნავად იყო ქცეული, როგორც ისინი უწოდებდნენ, ეს იყო ერთგვარი ბრძოლა ძველი ცხოვრების წინააღმდეგ.
ქალები, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მოიხადეს ჩადრი აჭარაში
კომუნისტებამდე, ჯერ კიდევ 1917 წელს, გამოიცა კანონი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. გაუქმდა ქორწინების ძველი წესი, თუმცა ამასაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ქალი ისევ მამაკაცზე დაქვემდებარებული რჩებოდა. 1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებულ ყველა რელიგიურ წეს-ჩვეულებას ომი გამოუცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ანგრევდნენ ეკლესიებს, მეჩეთებს, ხშირად ხდებოდა ისე, რომ სალოცავებს დანიშნულებას უცვლიდნენ და იქ საწყობებს ან სოფლის კლუბებს აწყობდნენ. ქალების მიერ ჩადრის ტარების წინააღმდეგ ბრძოლა აჭარაში ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა იყო გასაბჭოების პირველ წლებში.
„საარქივო დოკუმენტებში არაერთი მასალაა შემორჩენილი, 1925 წლიდან 1926 წლის ჩათვლით კვირაში რამდენჯერმე იმართებოდა თათბირი ჩადრის ახდის კამპანიასთან დაკავშირებით,“ – იხსენებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ გოგოლიშვილი.
მისივე თქმით, საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ქალებს მოეხადათ ჩადრი და დამდგარიყვნენ კომუნისტური წყობის რელსებზე.
„სხვათა შორის, 1922 წლიდან, როდესაც შეიქმნა ღარიბკომები, ე.წ. ფუხარა ხალხის დამხმარე კომიტეტები, უშუალო დავალება იყო მათი, რომ დაეწყოთ ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ. 1922-1924 წლამდე ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი. აგიტატორებს უნდა დაერწმუნებინათ ადგილობრივი ქალები, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობა, რომ მოეხსნათ ჩადრი. ამბობდნენ, რომ ახალ ცხოვრებას, ახალ სიტუაციას არ ეკადრებოდა ჩადრი, როგორც გადმონაშთი. უნდა გათავისუფლებულიყვნენ აჭარელი ქალები ამ ჩადრისაგან. 1926 წელს დაიწყო მასობრივი მოძრაობა ჩადრის ახდისათვის ქედაში, შუახევსა და ხულოში. დადიოდნენ აგიტატორები. ჯერ მამაკაცებთან მუშაობდნენ, რომ მათ ცოლებსა და ქალიშვილებს ჩადრი მოეხადათ.
ყველას, ვინც ქალაქში ბოლშევიკებთან მუშაობდა, ევალებოდა ასეთი აგიტაციის გაწევა. თუ ამას არ გააკეთებდნენ, ისინი მკაცრად ისჯებოდნენ _ რიცხავდნენ პარტიიდან ან რამე ადმინისტრაციულ სასჯელს აკისრებდნენ. 1927 წლიდან მასობრივად შეიცვალა სიტუაცია. მოსკოვიდან მიიღეს დადგენილება, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოეხადათ ქალებს ჩადრი. დაევალა რეგიონებს და განსაკუთრებით მათ, სადაც რელიგია მძლავრი იყო, მასობრივად დაეწყოთ ჩადრის ახდისკენ მიმართული მოძრაობა, თუ საჭირო გახდებოდა ძალა დაეტანებინათ კიდეც. ის პიროვნება, ვინც არ დაემორჩილებოდა, განსაკუთრებით მკაცრად უნდა დასჯილიყო,“ – იხსენებს ოთარ გოგოლიშვილი.
გარდა ჩადრის ახდისა, კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლები ქალების გააქტიურებასაც ცდილობდნენ. სავალდებულო გახდა ქალების სოფლის კრებებზე სიარული, განათლება უნდა მიეღო ყველას, გოგოსაც და ბიჭსაც.
1929 წლის 24 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება აჭარაში ქალთა პირველი ყრილობის მოწვევის თაობაზე. 1929 წლის 30 იანვარს აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (აასსრ) ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და სახალხო კომისართა საბჭომ ერთობლივად გამოსცეს დეკრეტი, სადაც ეწერა: „აჭარისტანის ტერიტორიაზე 1928-1929 სამოსწავლო წლის მეორე ნახევრიდან შემოღებული იქნას ქართულ სკოლებში საყოველთაო სავალდებულო სწავლება. სავალდებულო სწავლა დაწესებულია ორივე სქესის ბავშვებისათვის 8 წლიდან 14 წლამდე. ბავშვების სკოლაში სიარულისათვის თვალყურის დევნება ეკისრება ყველა მოქალაქეს, რომელთა კმაყოფაზეც იმყოფებიან ბავშვები“.
ჩადრის ახდის კამპანიას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ჩადრის ტარების მოწინააღმდეგე ქალები ძირითადად კომუნისტი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იყვნენ. ფემბე ხოზრევანიძე, რომელმაც სახალხოდ დაწვა ჩადრი ხულოში, ხულოს მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის რიზა ხოზრევანიძის დედა იყო. ჩადრის მოხდის მოწინააღმდეგეები, პირველ რიგში, სასულიერო პირები (მოლები) იყვნენ, რომლებიც კომუნისტების პარალელურად აგიტაციას ეწეოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ კომუნისტებს არ დამორჩილებოდნენ.
შოთა ცეცხლაძის წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“ 1929 წლის მოვლენების ქრონოლოგიაა მოთხრობილი. ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 6 იანვარს სოფელ ღურტაში ჯოხიანი ქალები შეჭრილან სკოლის შენობაში და დაურბევიათ. იმავე წლის 7 იანვარს სოფელ პაქსაძეების სკოლაში ორმოცამდე ჯოხით შეიარაღებული ქალი მისულა, დაულეწავთ და დაუწვავთ სასკოლო ინვენტარი და ნივთები.
„სოფელ დეკანაშვილებში კომუნისტ ბ. ბოლქვაძის მეუღლეს, რომელიც ჩადრახდილი მიდიოდა, სოფლის ქალები ჯოხებით გზაში დაუხვდნენ და უმოწყალოდ სცემეს. სოფელ ღურტაში ჩადრახდილმა ახალგაზრდა ქალმა აიშე ღორჯომელაძემ ახალგაზრდების გამართულ კრებაზე პრინციპულად მოითხოვა სოფლის თანატოლ ქალებს ჩადრი მოეხადათ, ქართულ სკოლაში მისულიყვნენ და სწავლა-განათლება მიეღოთ. კრების დასრულების შემდეგ, როცა იგი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა, მისმა ახლობელმა ქალებმა ჯოხით სცემეს და მოკლეს,“ _ ვკითხულობთ წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“.
1929 წლის 8 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს მაჰმადიან ქართველ ქალთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობას 447 ქალი დელეგატი დაესწრო, აქედან 380 აჭარელი ქალი იყო. ქალები ყრილობაზე სიტყვით გამოდიოდნენ. ყრილობის ბოლოს ოცდაათამდე ქალი სცენაზე ასულა და ერთხმად დაუყვირია: „გაუმარჯოს ქალთა თავისუფლებას, ძირს ჩადრი“, – ამ სიტყვებზე ყველა მათგანს მოუხდია ჩადრი, სცენის იატაკზე დაუყრია და ცეცხლი წაუკიდებია. ჩადრის დაწვას დარბაზიდან მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვედრიან. როგორც საარქივო ჩანაწერებში ვკითხულობთ, დარბაზში გაკრული ყოფილა წარწერები: „გაუმარჯოს საყოველთაო დღესასწაულს“, „გავაძლიეროთ შეტევა ძველი ყოფა-ცხოვრების წინააღმდეგ“ და სხვა.
ჩადრის ახდის კამპანიის დროს თითოეული ქალის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩადრი მოიხადა, მნიშვნელოვანი და გაბედული იყო. მკაცრად დადგენილი წესების პირობებში რთული იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ზოგადად, ამ გამოსვლებს მაინც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მუსლიმანური წესის თანახმად ქალებს ეკრძალებოდათ სოფლად ჩატარებულ კრებებზე მამაკაცებთან ერთად დასწრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩადრის ახდის კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა, მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში აჭარის სხვადასხვა მაზრაში, ქალებისა და კაცების კრებები მაინც ცალ-ცალკე იმართებოდა.
კომუნისტები სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ ბრძოლას ტრადიციებთან. კანონით ისჯებოდა მრავალცოლიანობა, ადრეულ ასაკში ქორწინება. 1929 წლიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ კომუნისტები იმისათვის, რომ ქალებს ჩადრი მოეხადათ. საბოლოოდ ამან ზემო აჭარის – ჭვანის, ღორჯომის, სხალთის, რიყეთისა და ოლადაურის თემებში მცხოვრებთა მღელვარება გამოიწვია, რაც აჯანყებაში გადაიზარდა.
“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაუდასტურეს. ვინ არის მიხეილ კანდელაკი და რა გამოცდილებით ჩაიბარა მან ეს უწყება, სამინისტროში ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ პასუხობენ.
მესამე დაწესებულების ყოფილი დირექტორი კახაბერ გველესიანი კი მეექსვე დაწესებულების ხელმძღვანელად გადაჰყავთ.
ატესტაციის პირველი ეტაპი 2015 წლის 29 მაისიდან 2015 წლის14 ივნისამდე ჩატარდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა ატესტაციაზე ტესტირების ეტაპზე დადებით შედეგად ჩაითვლება მოხელის მიერ მაქსიმალური 60 ქულიდან მინიმალური ზღვარი განისაზღვროს განყოფილების უფროსებისათვის- 60%-ი, არანაკლებ 36 ტესტურ დავალება (ქულა), მთავარი სპეციალისტებისათვის და წამყვანი სპეციალისტებისათვის – 55%-ი, არანაკლებ 33 ტესტურ დავალება (ქულა), ხოლო ტესტირების ეტაპის საბოლოო შეფასებად ჩაითვლება მოხელის მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგის მეათედი ნაწილი და მიღებული საბოლოო შეფასება გამოიყენება მოხელის საერთო ქულის გამოსათვლელად. ის მოხელე, რომელიც ტესტირების ეტაპზე დააგროვებს მინიმალურ ქულაზე ნაკლებს, არ დაიშვება ატესტაციის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე, ხოლო კომისია მის მიმართ გამოიტანს დასკვნას: “ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.
ატესტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბორდიურები და სანიაღვრე კოლექტორები, გაშენდება მწვანე ზოლი, გაკეთდება შეჭრები ავტობუსის გაჩერებისა და სანაგვე ყუთების განთავსებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაობს, რომლისთვისაც 540 145 ლარი არის გათვალისწინებული კომპანია „ჯორჯიან სთროუნი” აწარმოებს, პროექტის მიხედვით კეთილმოწყობითი სამუშაოები ივლისისბოლოს დასრულდება.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გასულ წლებში სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანშიც. ხუცუბანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით წელს 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხუცუბნისა და ქვედა სამებას წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალისა და სათავე ნაგებობების კათილმოწყობის, საბავშო ბაღისა და რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ბატონო გოჩა, რა არის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები?
ბავშვის დაბადების შემდეგ პლაცენტაში რჩება ჭიპლარის სისხლი. ეს არის ბიოლოგიური ნაშთი. ადრე პლაცენტასა და მასში მოთავსებულ სისხლს ისე ექცეოდნენ, როგორც ნარჩენს, მაგრამ ბოლო ათეული წლებია მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ჭიპლარის სისხლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც უკვე მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს არის მოუმწიფებელი, ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლების უნარი. ისინი არა მარტო სისხლის, არამედ სხვა – ხრტილის, ძვლის, კუნთის, ნერვული ქსოვილის, სისხლძარღვების, ღვიძლის ქსოვილების წარმომქმნელი უჯრედებია.
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების უნიკალურობა იმაშია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ღეროვანი უჯრედები, თანაც მათზე ინფექციურ დაავადებებს, გამოსხივებას, სტრესს, ქიმიურ და სხვა მავნე ფაქტორებს არ უმოქმედია. ჩვილის ღეროვანი უჯრედები 20-ჯერ უფრო მაღალი აღდგენის უნარით გამოირჩევა, ვიდრე მოზრდილის ღეროვანი უჯრედები.
როგორ ხდება სისხლის შეგროვება და გამოგზავნა რეგიონებიდან?
ჭიპლარის სისხლს მშობიარობის შემდეგ სტერილურად, სპეციალურ კონტეინერში, რომელიც სისხლის შესაგროვებელი პაკეტის მსგავსია, აგროვებენ ჩვეულებრივად მეანები ან ბებიაქალები, შემდეგ კი ხდება მისი ტრანსპორტირება. სისხლი უნდა ჩამოვიდეს ბანკში 24 საათის განმავლობაში. ტემპერატურულ რეჟიმს რაც შეეხება, გარკვეული პირობები არსებობს, თუმცა საკმაოდ ლიბერალური. ტრანსპორტირება უნდა მოხდეს 4 გრადუსიდან 25 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში, ამიტომ ჩვენ სპეციალური კონტეინერები გვაქვს, რომლებშიც ვარეგულირებთ ტემპერატურას. რეგიონებიდან სადღეისოდ ჭიპლარის სისხლის ტრანსპორტირებას, შესაბამისი შეფუთვის შემდეგ, ბავშვის ოჯახის წევრი ან მისი ახლობელი ახორციელებს. ბათუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელია ქუთაისის შემდეგ. ჩვენი ბანკი 2007 წლიდან არსებობს, პირველი მოწოდება ბათუმიდან კი, 2008 წელს განხორციელდა.
რისთვის გამოიყენება ღეროვანი უჯრედები?
ეს მეთოდი ლეიკემიის, ლიმფომის, სისხლის სხვა ონკოლოგიური დაავადებების (მაგალითად, მიელომური დაავადების), სისხლის არაონკოლოგიური დაავადებების – ჰემოგლობინოპათიების, თალასემიების დროს და ზოგიერთი იშვიათი გენეტიკური დაავადების სამკურნალოდ უკვე აპრობირებულია და დედმამიშვილის ჭიპლარის სისხლმა შეიძლება გადაარჩინოს და ან ძმა (როგორც წესი, დედმამიშვილებში სრული თანხვედრა უნდა იყოს, რომელიც 25% შემთხვევაშია). ტრანსპლანტაციურ მედიცინაში დაახლოებით 80 დაავადებაა, რომლის დროსაც ამ უჯრედებს იყენებენ. იგი გამოიყენება ასევე რეგენერაციულ – აღდგენით მედიცინაში. ეს უჯრედები ორგანიზმის თვითგანახლების წყაროა, ამიტომ საკუთარი ჭიპლარის სისხლის გადასხმით ეფექტურად მკურნალობენ ცერებრალურ დამბლასაც, რომლის დროსაც გაუმჯობესება თითქმის ყველა პაციენტში შეიმჩნევა. ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში ოდნავი გამოკეთებაც მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში, ლამის ნორმალურ მდგომარეობამდეც კი მიდიან – ბავშვებს ეძლევათ დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება, იწყებენ მეტყველებას, საკუთარი ხელით ჭამას და ა.შ.
მნიშვნელოვანი შედეგებია თავის ტვინის ტრავმებისა და ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის დროს, ასევე, ლეიკემიებისა და ლიმფომების მკურნალობისას ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის შანსს 50%-მდე ზრდის. ძნელია ყველა შედეგის ზუსტი პროცენტობით გამოსახვა, რადგან კვლევების საბოლოო შედეგი არ არის დადებული, თუმცა იმის თქმა ზუსტად შეიძლება, რომ მკურნალობის ყველა შემთხვევაში პაციენტთა მდგომარეობა 20-30 %-ით გაუმჯობესდა.
კერძო ბანკებში სადღეისოდ 6 მილიონამდე ადამიანის სისხლია შენახული, ეს ხდება უკვე 24 წელია და შესაბამისად, ყველაზე ხანდაზმული კლიენტი 23-24 წლისაა, 70 წლის ასაკში ალბათ ჭიპლარის სისხლის გამოყენება ლამის ყველას დასჭირდება. მეცნიერები აქტიურად ცდილობენ მის გამოყენებას სხვა დაავადებების მკურნალობაშიც, რადგან რეგენერაციისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წყაროა.
რა პროცედურას გულისხმობს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა?
მნიშვნელოვანია რა დაავადებას მკურნალობენ. აქ რამდენიმე მიმართულებაა. როდესაც არის ლიფომებისა და ლეიკემიის მკურნალობა, წინასწარ უნდა ჩატარდეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და შემდგომ მოხდეს ძვლის ტვინის აღდგენა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით, რაც ხდება ინტრავენური გადასხმით. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ორგანოში შეყვანაა საჭირო, მაგალითად, გულში, შეიძლება შეიყვანონ უშუალოდ გულის კუნთში ოპერაციის დროს, ან ინტრავენურად, ან კონორარული არტერიების ანუ უშუალოდ გულის სისხლძარღვებით. ღვიძლის დაავადების დროს ღეროვანი უჯრედების შეყვანა შესაძლებელია ღვიძლის არტერიაში. თუ ხერხემლის ტრავმული დაზიანებაა, შესაძლებელია ინტრავენურადაც შეიყვანონ, მაგრამ უფრო ეფექტურია ხერხემლის არხში შეყვანა ან უშუალოდ ზურგის ტვინში, დაზიანების სიახლოვეს.
რა ღირს ჭიპლარის სისხლის შენახვა?
ფასი ასე ნაწილდება – აღება, შენახვა, ტრანსპორტირება, დამუშავება, გამოკვლევა და შენახვა პირველი წლის განმავლობაში ჯდება 780 ევროს ექვივალენტი ლარში. ყოველი მომდევნო წელი არის ერთჯერადი გადასახადი, წელიწადში 100 ევროს ექვივალენტი ლარებში. ეს კერძო, კომერციული ბანკია, საზღვარგარეთ კი ასეთი საჯარო ბანკებიც არსებობს, სადაც ალტრუისტული დონაცია ხდება – მშობიარე დედა აწერს ხელს, რომ უანგაროდ გადასცეს თავისი ჩვილის ჭიპლარის სისხლი ჭიპლარის ბანკს. ამის შემდეგ ხდება მისი გამოკვლევა, დამუშავება, ბანკირება და შენახვა ხანგრძლივი დროით.
აშშ-ში ბოლო 10 წელია სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომლის ფარგლებშიც 150 000 ჭიპლარის სისხლის ნიმუში ინახება საჯარო და კერძო ბანკებში. ამ პროგრამის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
რა რაოდენობისაა ეს სისხლი და შესაძლებელია თუ არა რაოდენობის გაზრდა?
პლაცენტაში საშუალოდ რჩება 40-დან 140 მილილიტრამდე სისხლი. დღეს ამ უჯრედების გამრავლების საშუალება არსებობს – უკვე ასეულობით პაციენტმა იმკურნალა გამრავლებული უჯრედებით. ჩვენ წარმატებულად გავზარდეთ მათი რაოდენობა 2009 წელს. წელს კიდევ ვაპირებთ სხვა ტიპის ღეროვანი უჯრედების გამრავლებას, რომლის შედეგადაც შესაძლოა სინჯარაში მივიღოთ სხვადასხვა ქსოვილი – ხრტილი, კუნთი და მათი ტრანსპლანტაციაც განვახორციელოთ.
შუახევის კულტურის ცენტრის შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთ კარებზე, ჯვარი, ხატი და სხვადასხვა რიტუალის განრიგია გაკრული, ეს ოთახი სამლოცველოა. დაბაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კულტურის ცენტრის შენობის ამ ოთახში მართლმადიდებელი მრევლისთვის სამლოცველო წლებია ფუნქციონირებს.
კულტურის სახლში განთავსებული სამლოცველოს მრევლი რუსუდან დავითაძე ამბობს, რომ დაბაში სხვა სალოცავი არ აქვთ, ეს მათი ერთადერთი სამლოცველოა და აქ წირვას მღვდელი გიორგი ფუტკარაძე აღავლენს.
„სალოცავი დიდი ხანია არსებობს. მე მას შემდეგ დავდივარ, რაც მოვინათლე, არამარტო დაბიდან, სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან მოსალოცად“, – ამბობს რუსუდანი.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში სალოცავი მანამდე იყო, ვიდრე ხელისუფლებაში მათ მოვიდოდნენ. ის აღნიშნავს, რომ სალოცავის არსებობით კანონი არ ირღვევა და დასძენს, რომ ამ ოთახისთვის სხვა ფუნქციების მინიჭებით მორწმუნეთა უფლებებს დაარღვევდნენ.
„ხელისუფლებაში ჩვენ მოსვლამდე არსებობდა კულტურის ცენტრში სამლოცველო. ჩვენ ყოველივე ამას მივესალმებით, არავითარი პრობლემა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს. მე იურისტი გახლავართ და გეტყვით, რომ ეს არ არის კანონდარღვევა. ამ სამლოცველოს დიდი ხნის – 20-25 წლის ისტორია აქვს და ამაზე პასუხს ჩვენ არ ვაგებთ. ცენტრში სამლოცველო არ არის, ხალხი ითხოვდა აშენებას, მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა და მას შემდეგ, რაც ეკლესია აშენდება, ის ფართობი გამოთავისუფლდება. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ ფართობის გამოყოფა. რომ მოეთხოვათ, პრობლემა არ იქნებოდა ფართობის გამოყოფაზე“, – ამბობს ავთანდილ დიასამიძე.
შუახევის მუნიციპალიტეტში ეკლესია გამგეობის გვერდით შენდება. ეკლესიის ასაშენებლად 440 კვადრატული მიწის ფართობი სხალთის ეპარქიას მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსასყიდლოდ გადასცა.
მშენებარე ეკლესია შუახევში
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში შოთა ბერიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობებში ფართობით სარგებლობის საკითხს გამგეობა წყვეტს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ფართობის ქირით ან იჯარით გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს: „კანონით, იურიდიულ პირს ფართობი შეიძლება უსასყიდლოდ გადაეცეს გამგეობისგან, შპს-ს კი – ქირით“.
აა(ი)პ კულტურის ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ბერიძე: „კულტურის ცენტრის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დადის მართლმადიდებელი მრევლი, ხშირად ტარდება წირვა-ლოცვა. ამ ეტაპზე არავითარი შეუთავსებლობა არ არის სამლოცველოსა და კულტურის ცენტრს შორის, ერთმანეთს არ ვუშლით ხელს, ორივე ინსტიტუტი _ ხელოვნებაც და ეკლესიაც მოუწოდებს ადამიანებს სიკეთე აკეთონ“.
გამოფენა 20 მაისს გაიხსნა და მასში მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
გამოფენაში საქართველოს გარდა მონაწილეობდა – თურქეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, სულ ოთხმოცამდე კომპანია.
უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა ბეჟან გობაძის სასარჩელო განცხადება და ბათილად ცნო უმაღლესი საბჭოს მიერ ტელევიზიის ბორდში ოლიკო ჟღენტისა და ვახანგ ღლონტის არჩევის საკითხი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ მას შემდეგ მიმართეს, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველ კოალიციაში გაწევრიანებული ფრაქციების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს უმცირესობაში მყოფი პარტიის მიერ [ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის] აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში მათთვის გამოყოფილ კვოტაზე წარდგენილ კანდიდატებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ უმცირესობის კვოტაზე თავიანთი კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ და გამოიყენეს კიდეც ეს „უფლება“, რის შედეგადაც დანიშნეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ოლიკო ჟღენტი და ვახტანგ ღლონტი.
ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილმა კანდიდატებმა – ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ იჩივლეს სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დაადგინა, რომ უმაღლესი საბჭო უკანონოდ მოიქცა. თუმცა, აჭარის საკანონმდებლო ორგანომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჯერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ კი – უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ უმაღლესი საბჭოს საჩივარი არ დააკმაყოფილა.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ამჟამად ასე დაკომპლექტდა: ზაზა ხალვაში (საბჭოს თავმჯდომარე), ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე, გიორგი ირემაძე და ირაკლი დარცმელიძე. ირაკლი დარცმელიძე ამ დროისთვის გაზეთ “აჭარაში” მუშაობს.
ზაზა ხალვაშმა “ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მან ინფორმაცია გუშინ მიიღო და ჯერ არ შეხვედრია ბორდის ახალ წევრს. რაც შეეხება ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას, ზაზა ხალვაში ამბობს, რომ ბეჟან გობაძეს ეს თანხა უკვე აუნაზღაურეს.
საქართველოს ნაკრები მაროკოში 8 ძიუდოისტით იასპარეზებს, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები – ლაშაშავდათუაშვილი, ავთანდილჭრიკიშვილი, ვარლამლიპარტელიანი, ამირანპაპინაშვილი.
სულ რაბატის მასტერზე მსოფლიოს 50 ქვეყნის 225 ძიუდოისტი იასპარეზებს. მედლები მამაკაცთა და კაცთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
რაბატის მასტერსის საპრიზო ფონდი 200 000 დოლარია, ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოისტებს მასტერსის ტურნირზე წარმატების შემთხვევაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები ერიცხებათ.
ტურნირის პირველ დღეს, 23 მაისს მედლებისათვის მამაკაცთა შორის -60, -66 და -73 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 24 მაისს კი ტატამზე -90, -100 და + 100 კგ. წონითი კატეგორიების სპორტსმენები გავლენ.
დომინიკ კასაბ-თეზგორი ბილკენტის უნივერსიტეტის (თურქეთი) სახვითი ხელოვნების დეპარტმენტის პროფესორია. მას პროფესიული საქმიანობის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო. არის რამოდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. მისი ლექცია ბათუმში ხვალ, 23 მაისსაც გაიმართება, ამჯერად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, 12 საათზე, სადაც დომინიკ კასაბ-თეზგორის მუზეუმებისა და მუზეოლოგიის რამდენიმე კონცეფციაზე ისაუბრებს.
ლექციები საჯაროა და დასწრება ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით იმართება.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქმით, კანონპროექტში საუბარია იმაზეც, რომ მკურნალობის პერიოდში პაციენტს ფულადი დახმარება ექნება: “პაციენტს ექნება საშუალება იმკურნალოს და ამის პარალელურად, ის მიიღებს გარკვეული ფულად დახმარებას. გარდა ამისა არის გარანტიები, იყოს დაცული მისი შრომის უფლებები, რომ ის უკანონოდ არ გაათავისუფლონ სამსახურიდან” – აღნიშნა მინისტრმა.
USAID-ის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ოფისის დირექტორი, თამარ სირბილაძე ამბობს, რომ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ბოლო დროს საქართველოში მნიშვნელოვნად წამოიწია წინ მულტირეზისტენტული ანუ მდგრადი ფორმების ტუბერკულოზის პრობლემამ: “ეს უკვე საჭიროებს ცალკე კანონმდებლობას, რადგან აღარაა საკმარისი ის, რაც არსებულ კანონმდებლობაშია საზოგადოებრივ ჯანდაცვასათან დაკავშირებით. ამიტომაც დადგა საჭიროება ცალკე კანონპროექტის შექმნის, რომელიც აუცილებელია ეფექტური პროგრამის დანერგვისა და განხორციელებისთვის და ასევე მიმართული იქნება ინდივიდუალური პაციენტის უფლებებსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებიც ახლავს ამ ძალიან რთულ გზას, რასაც ტუბერკულოზის მკურნალობა ჰქვია”.
კანონპროექტში განხილულია არანებაყოფლობითი მკურნალობის საკითხიც. “უნდა მოხდეს იზოლაცია იმ ავადმყოფების, რომლებიც ბაცილ-გამომყოფები არიან და საზოგადოებაში ავრცელებენ ტუბერკულოზის მიკრობაქტერიას. რა თქმა უნდა ეს პროცესი უნდა ჩაჯდეს კანონის ფარგლებში, რომ არ დაირღვეს მათი უფლებები და ამასთანავე უნდა მოხდეს მათი მკურნალობაში ჩართვა იზოლირებულად, რათა არ მოხდეს დაავადების გავრცელება” – ამბობს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში დიმიტრი ცეცხლაძე. მისივე თქმით, ავადმყოფთა ნაწილი, რომლებიც არიან ბაცილგამომყოფი, არიან დიაგნოსტირებული, მაგრამ უარს ამბობენ მკურნალობაზე სხვადასხვა მოტივით – “ისინი საშიშროებას წარმოადგენენ მათი ოჯახის წევრების და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათი ყოფნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაავადების გადადების მხრივ არის სახიფათო”.
2011 წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 34%, რაც დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 500-550-მდე ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტია, რაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, რეგიონში ყოველწლიურად არის 40-45 რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი, ხოლო მათ შორის 4-5 XDR ფორმით, ანუ კიდევ უფრო მძიმე ფორმით დაავადებული.
შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილაურ საკითხთა კომიტეტის წევრები შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, რეგიონალური ფთიზიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოინახულა.
ქედის სასპორტო სკოლაში ჭიდაობის 2 სახეობაში 3 სექცია ფუნქციონირებს: თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში. ამ ეტაპისთვის სკოლაში 40-მდე მოჭიდავე ირიცხება, რომელთაც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
მთავრობის თავმჯდომარეს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, მივა თუ არა უმაღლეს საბჭოში. როგორც მან განაცხადა, არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ანგარიში ჩააბაროს:
„ნაციონალური მოძრაობის რვა წარმომადგენელს რომ არ ჩავაბარო ანგარიში, ვფიქრობ ამით მოსახლეობის წინაშე დანაშაული არ მექნება. ზოგადად ხაზს ვუსვამ, რომ უმაღლესი საბჭოს ინსტიტუტს და ზოგადად ჩვენს გუნდს ვცემ იქ პატივს“ – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.
არჩილ ხაბაძეს უმაღლეს საბჭოში 18 ივნისს ელოდებიან.