სიახლეები

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში გაიხსნა

23.05.2015
საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში გაიხსნა

 

 

 

საზაფხულო კურსი მოიცავს ლექციებსა და სემინარებს სტრატეგიული კომუნიკაციის ამ დარგის წარმოშობის, არსის, პრაქტიკული განხორციელების ინსტრუმენტებისა და შეფასების მექანიზმების თაობაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სტრატეგიული მენეჯმენტის კომპონენტია, გამოიყენება ორგანიზაციული იმიჯის მართვისა და რეპუტაციული მენეჯმენტის წარმართვისათვის.

 

საზაფხულო სკოლის თითოეულ საგანზე დასწრება შეუძლიათ მსურველებს დროულად დარეგისტრირების შემთხვევაში. 5 კვირის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები  შემდეგი მიმართულებით: სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (24 მაისი); მედიასთან ურთიერთობა და ინტერვიუს ტექნოლოგიები (30-31 მაისი); სოციალური მედიის მართვა (6 ივნისი); ღონისძიებების მენეჯმენტი (7 ივნისი); ბრენდინგი (13 ივნისი); კრიზისის მენეჯმენტი (14 ივნისი); პიარ კამპანიების ორგანიზება (20-21 ივნისი).

  

საზაფხულო სკოლის ტრენერებად მოწვეულნი არიან პიარისა და მარკეტინგის გამოცდილი სპეციალისტები: კახა მაღრაძე, სოსო გალუმაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, ანდრო მეტრეველი, ნათია სირაბიძე.

 

 კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტებით, ასევე ამ სფეროს პრაქტიკული ნიუანსებითა და ჩვენს ქვეყანაში არსებული მიდგომებით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: