სიახლეები

„ბათუმი-ოდესა“ ფოტოდღეების პრეზენტაცია ბათუმში

23.05.2015
„ბათუმი-ოდესა“  ფოტოდღეების  პრეზენტაცია ბათუმში

 

ოდესა-ბათუმი. ფესტივალის ფოტოდღეები ბათუმში

 

მანიპულაცია – ასე ქვია ფოტოპროექტს, რომელიც ბათუმში 25-30 აგვისტოს დაიწყება. ფესტივალის მასპინძელია, „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ბათუმში.

 

„ეს არის მცდელობა იმის შესწავლის, თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ გამოსახულებას შექმნას ისტორიული მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია“-ამბობენ, პროექტის ავტორები.

 

პროექტი ხორციელდება ორ ქვეყანაში – უკრაინასა და საქართველოში, ორ დაძმობილებულ ქალაქში შავი ზღვის აუზში – ოდესასა და ბათუმში. ქალაქები დაკავშირებული არიან არა მხოლოდ ზღვით, არამედ მსგავსი მშენებლობის ისტორიითა და განვითარების კონცეფციით. ორი სახელმწიფო დაკავშირებული იქნება საერთო პროექტით: „ოდესა- ბათუმი ფოტოდღეები.“ ერთიანმა გუნდმა, რომელიც შედგება საქართველოსა და უკრაინის მხატვრებისა და კურატორებისგან, შეიმუშავა კონცეფცია და განვითარების გეგმის პროექტი“.

 

პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. ფესტივალის პირველი ეტაპი, ყურადღებას ამახვილებს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოიცავს სემინარებს ფოტოგრაფებისთვის და საკურატორო კვლევებს. ჩატარდება მასტერკლასები.

 

მეორე ეტაპი, დაეთმობა ვიზუალურ ნაწილს და გამოიფინება ფოტო ნამუშევრები,  რომელიც  დაკავშირებული იქნება მანიპულაციის თემასთან.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე ქვეყნა. მათ შორის თურქეთი, უკრაინა, ბელორუსია.   

 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ,  პროექტის იდეა წარმოშვა ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიული მომზადების დეფიციტმა, განსაკუთრებით თანამედროვე მიმართულებებში.

 

„პირველი ფესტივალი არის ადამიანის ყურადღების მიპყრობის საშუალება ფოტოგრაფიაზე, როგორც ვიზუალურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციისა და ყოველდღიური ცხოვრების მჭიდრო კავშირზე.

 

140 წლის მანძილზე ფოტოგრაფიამ არაერთი ცვლილება განიცადა. მისი როლი, შესაძლებლობები და ადგილი სოციალურ და კულტურულ სივრცეში შეიცვალა. თავდაპირველად ფოტოგრაფია გახლდათ ქაღალდზე გამოსახული ფაქტი, როგორც ობიექტური რეალობა. დღეისათვის ფოტოგრაფია მონტაჟისა და ახალი მედია ტექნოლოგიების მეშვეობით გახდა მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და პროპაგანდის საშუალება“.

 

ფესტივალი „ოდესა-ბათუმი“ ფოტოდღეები, ბათუმში 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: