ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი აჭარაში

 

 

მინისტრი გაეცნო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებს, დაინტერესდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დეტალებითა და სისტემაში არსებული პრობლემებით.

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დაათვალიერა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა  და ვაქცინების შესანახი ოთახ–მაცივარი.

 

„ბათუმის ეზოს ამბები“ დაიწყო

 

 

 

პროექტის 14 მონაწილე  ჯგუფურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს 10 დღის განმავლობაში ქმნიდნენ.

 

ბათუმის ქუჩის გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მომუშავე მულტიმედია არტისტები მონაწილეობენ.

 


ფესტივალში მონაწილე არტისტების ნამუშევრების ინსპირაცია ეზოს მცხოვრებლების საინტერესო პერსონალური ისტორიები, ოჯახებში არსებული ფოტომასალები, საყოფაცხოვრებო საგნები, ეზოს ურბანული გარემო ან ყოველდღიური ცხოვრება ხდება, რომელსაც არტისტები სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებით აჩვენებენ.


 

ახალი ისტორიები  და საინტერესო ნამუშევრები ძველ ბათუმში, ღია ცის ქვეშ, 6-დან 8 აგვისტოს ჩათვლით  გამოიფინება.

 

 

 

 

პროექტში წელს მონაწილეობენ მხატვრები: ნატალია ავალიანი, ქეთა ღვინეფაძე, გიორგი მაღრაძე თამარ ჩადუნელი, გოჩა ჟღენტი, გიორგი ქათამაძე, გიორგი შენგელია /ქეუ მეფარიშვილი, ზურა ჩართოლანი, 

იან ჰუდოჟილოვი (ჩეხეთი, შვეიცარია), ალბერტ ალგეირი (ავსტრია), ფერნანდო მანველ დოს სანტოს მესკიტა (პორტუგალია), ფრენსის ბელზერი (შვეიცარია), ლია კარლ (ავსტრია), მაგდალენა სპარსკა (პოლონეთი).

 

უსკოს სამი ახალი წევრი არჩეულია

 

კენჭისყრის შედეგები:

 

პირველ კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 21-მა დეპუტატმა:

ირაკლი გვარამია – მომხრე – 11, წინააღმდეგი – 9, ბათილი – 1;

ზურაბ გოლიაძე – მომხრე – 13, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;

 

მეორე კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა [რეგისტრაცია არ გაუვლია დავით ბაციკაძეს]:

რამაზ გოლომანიძე – მომხრე -12,  წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;

სოფიო კახაძე – მომხრე – 9, წინააღმდეგი -9, ბათილი – 2;

 

მესამე კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 21-მა დეპუტატმა:

თორნიკე მჟავანაძე – მომხრე -13, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;

გია ქარცივაძე – მომხრე – 10, წინააღმდეგი -10, ბათილი – 1.

 

[უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ დღეს 9 წევრი ჰყავს [ფრაქციები: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – აჭარა“ და „ქართული ოცნება – თავისუფლება“], «ნაციონალურ მოძრაობას» – 8 წევრი [ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“], «თავისუფალ დემოკრატებს» – სამწევრიანი ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“; საბჭოში არის ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილი ერთი  დეპუტატი – მედეა ვასაძე.]

 

უსკოს ახალი წევრები:

 

ზურაბ გოლიაძე – 2014 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში უფროს სპეციალისტ-მდივან რეფერენტად. მანამდე კი ამავე კომისიის მიწვეულ სპეციალისტად [შტატგარეშე მოსამსახურედ] მუშაობდა. 2006-2010 წლებში იყო აჭარის საარქივო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი [იურისტი]; ხოლო 2016-2010 წლებში ადვოკატი. სხვადასხვა არჩევნების დროს იყო #81 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

 

რამაზ გოლომანიძე – 2014 წლის ივლისიდან დღემდე არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; ქედის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი; 2014 წელს, ერთი თვით, მუშაობდა N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის ნოემბრამდე «ეროვნული ფორუმის» მიერ დანიშნული იყო დროებით კომისიის წევრად ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიაში; 2012 წელს იყო N80 ქედის საარჩევნო კომისიის წევრი.

 

თორნიკე მჟავანაძე – 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია. მანამდე მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „ეკონომისტის“ წამყვანად; 2013-2014 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; ხოლო 2012-2013 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების» მიწვეული სპეციალისტი.

 

უსკოს ახალი სამი წევრების არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილება ძალაში 2015 წლის 26 აგვისტოდან შევა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წევრობის კანდიდატთა 6-კაციანი სია აჭარის უმაღლეს საბჭოს 22 ივლისს გადაუგზავნა.

 

უსკოს წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. წევრის ხელფასი დღეს 1500 ლარია, რომელსაც კვარტალური დანამატი – დაახლოებით 2000 ლარი ემატება.

 

უსკო შედგება თავმჯდომარისა და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში – თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები.

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან გაჩნდება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა უსკოს სამ წევრს ეწურება: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს.

 

უსკოს წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე [რომელსაც წევრობა 2016 წლის პირველ მარტს შეუწყდება], თამარ ხოზრევანიძე [წევრობა შეუწყდება 2016 წლის აპრილში] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს].

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ფოტო: ბათუმელების არქივიდან

VIVUS.GE-ს პლანშეტის სერვისი უკვე ბათუმშია!

 

პლანშეტის სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია. მომხმარებელი პირდაპირ სავაჭრო ობიექტში დამოუკიდებლად გადის რეგისტრაციას და იღებს პირველ ან განმეორებით სესხს. საჭიროების შემთხვევაში კლიენტს იქვე მყოფი პლანშეტის ოპერატორი გაუწევს კონსულტაციას. სერვისი მუშაობს ყოველ დღეშაბათკვირის ჩათვლით, 12:00-20:00სთ-მდე.

 

VIVUS.GE-სგან პირველი სესხის აღება 0%-ში შეიძლება, ხოლო ყოველი მომდევნო სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. სესხის ასაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. 


ბათუმის ეზოს სპორტული მოედნები

ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის #174-ში მდებარე ხელოვნურ საფარიანი მინი მოედანი

წარწერა ალექსანდრე პუშკინის #174-ში მდებარე მინი-მოედანზე

მოსახლეობისთვის, უფრო კი ბავშვებისთვის, განკუთვნილი ეზოს სპორტული მინიმოედნები ბათუმში – აეროპორტის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ბონი-გოროდოკის, მწვანე კონცხის, თამარის, კახაბრის, რუსთაველის, ძველი ბათუმის, ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გონიოკვარიათისა და სამრეწველო უბნებშია განთავსებული. მოედნების მოვლა-შენახვა ბათუმის მერიის ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ პასუხისმგებლობაში შედის.

„ბათუმის კორპუსისგან“ მიღებული ინფორმაციით, ამჟამად ერთ ახალ მოედანს კახაბრის გამგეობასთან აშენებენ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მოედნებზე: ინასარიძის #18/32; კობალაძის #5; პუშკინის #150; სულაბერიძისა და შაფათავას კვეთაში; გიორგი ბრწყინვალის #50-52; თამარის დასახლება #18, ბაქოს #74. შეკეთება დაგეგმილია: ჭავჭავაძის #78/88; აღმაშენებლის #26-28; 26 მაისის #53; მაიაკოვსკის #3; მელიქიშვილის #110; ჯავახიშვილის #51; ლერმონტოვის #107; ტაბიძის #1 და გოგოლის #11-ში. ხოლო შეაკეთეს მოედნები გორგილაძის #44; ტბელ აბუსერიძის #4; კობალაძის # 9; თამარის დასახლება #10; ფარნავაზ მეფის #73; მელიქიშვილის #4; რუსთაველის #59-61 და სვიშევსკის #141.

ეზოს მოედნებიდან 53 ხელოვნურსაფარიანია, 27 – მოასფალტებული, ზოგი კი გრუნტისა და ბეტონისაა. მხოლოდ ორი მოედანიაბუნებრივსაფარიანი. ერთი მათგანი თამარის დასახლებაში, კაზინეცის #13 მდებარეობს და შეკეთებასჭირდება, მეორე კი სამრეწველო უბანში, დიდაჭარის ქუჩა #35-შია განთავსებული. ბათუმის კორპუსის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედნები უფრო მოსახერხებელია გასაკეთებლად და მოსავლელად. „ჯერ ჩვენ რაც გავაკეთეთ – არის ის, რომ გამოვცვალეთ ეკოლოგიურად სუფთა, უკეთესი ხარისხის საფარით. ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოწყობა დაგეგმილი არ არის. ბათუმი წვიმიანია და უფრო მოსახერხებელია, დრენაჟი ნაკლები სჭირდება ხელოვნურსაფარიან მოედანს“.

ყველაზე მეტი მოედანი (16) ბაგრატიონის დასახლებაშია მოწყობილი. ზურაბ ნაკაიძის თქმით, სპორტულ მოედნებს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე აშენებენ და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზევე შეუძლიათ მათი დანგრევა. „მოსახლეობა მოგვმართავს, რომ მათ სურთ სპორტული მოედნების გაკეთება ან შეკეთება. არის სხვა მომართვებიც, მაგალითად, 26 მაისის ქუჩა #53-ში სამი სახლის ამხანაგობა ითხოვს მოგვაშორეთ სტადიონიო; ასევე რურუას ქუჩიდანაცაა მომართვა – არ გვინდა სტადიონიო, სულაბერიძისა და ქობულეთის კვეთაში კი ხელმოწერები მოაგროვა მოსახლეობამ, სკვერად გადაგვიკეთეთ და ატრაქციონები გაგვიკეთეთ ბავშვებისთვისო. მოსახლეობის მომართვის მიზეზი მოედანზე შექმნილი ხმაური და ჩხუბია“, – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.

როგორც ზურაბ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა მინისტადიონების უმრავლესობა არასტანდარტული და შესაცვლელია. „დღეისთვის 93 სტადიონი გვაქვს აღწერილი. აქედან 80% შესაკეთებელია. ეს სტადიონები 2004-2006 წლებში გაკეთდა. „შეწერილ სტადიონებს“ ვეძახი მე მაგას, რომელიც ბიზნესმენებს დაავალეს და გააკეთებინეს მაშინ. უმეტესობა არის არასტანდარტული და შესაცვლელია, რაც ბევრ თანხებთანაა დაკავშირებული. ყველა სტადიონი რომ შევაკეთოთ, მინიმუმ 6 მილიონი მაინც დასჭირდება. მაგალითად, შვიდი პატარა სტადიონი რომ შევაკეთეთ, 200 000 ლარი დაჯდა, თითოეული მათგანი საშუალოდ 30000 ლარი. მოზრდილ მოედანს კი 60000 ლარი დასჭირდება“.

ეზოს მოედნებთან მიმართებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი უსაფრთხოებაა. 2007-2011 წლებში თბილისში ეზოში მოწყობილ სპორტულ მოედნებზე ოთხი ბავშვი  დაიღუპა, ოთხივე მათგანი ერთი მიზეზით – ბავშვები გადასაადგილებელმა საფეხბურთო კარმა მოიყოლა, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის რომ საჭირო შემთხვევაში მოედნის ნებისმიერ ადგილას განთავსდეს კარები.

ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ მოძრავი კარების პრობლემა ბათუმშიცაა: „ჩვენმა ოთხკაციანმა ბრიგადამ, რომელიც შეკეთებაზე დადის, ახლახან კარები დაამაგრა ტბელ აბუსერიძის #3-ში, ბენზეში, კობალაძეზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე. დაფიქსირებული არ გვაქვს, მაგრამ ჭორის დონეზე ყოფილა ბავშვების დაზიანების სამი-ოთხი შემთხვევა, შარშან და შარშანწინ“.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, უსაფრთხოებას სპეციალური ჯგუფი არ უწევს მეთვალყურეობას – ბავშვების უსაფრთხოების დაცვაში მათ უბნის მოსახლეობა, მშობლები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ეხმარებიან.

 

 

 

ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება

 

ნათია სირაბიძე
ნათია სირაბიძე

„ნათია სირაბიძე ახლო პერიოდში დაინიშნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოადგილის პოზიციაზე,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 


ნათია სირაბიძე პროფესიით ჟურნალისტია, სხვადასხვა დროს მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეს-მდივნის პოსტზე,  აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში, საზოგადოებრივ მაუწყებელში, რადიო „მწვანე ტალღაში“ და სხვა. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 

რას ირჩევენ ტურისტები აჭარაში


ვიზიტორთა სტატისტიკა 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე. მომზადებულია აღნიშნული ობიექტებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
ვიზიტორთა სტატისტიკა 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე. მომზადებულია აღნიშნული ობიექტებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით

ბათუმის საბაგირო გზა „არგო“ ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე „არგომ“ 82 000 ბილეთი გაყიდა. „არგო“ გასულ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იყო, 2014 წელს ბათუმის საბაგირო გზით 227 841-მა ადამიანმა ისარგებლა.

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, 2015 წლის პირველი იანვრიდან 28 ივლისამდე, 55 319 დამთვალიერებელი ეწვია, მათი უმრავლესობა – 39 300 ადამიანი, უცხოელი იყო. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უცხოელ ტურისტებს შორის თურქეთიდან ჩამოსული ჯგუფები ჭარბობენ.

 

ბოტანიკურ ბაღში აღრიცხავენ სტუდენტებსა და მოსწავლეებზე გაყიდულ ბილეთებსაც: წელს, ბოლო მონაცემებით, ბაღს 956 სტუდენტი და 4 889 მოსწავლე  ეწვია.  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10-წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს. ბაღი უფასოდ წელს 779-მა ადამიანმა დაათვალიერა. გასულ წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი 198 787 ადამიანმა მოინახულა. 

 

ბოტანიკურ ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებს 3 ლარად, უცხოელებს 8 ლარად, სტუდენტებს –  2 ლარად, მოსწავლეებს კი 1 ლარად შეუძლიათ.

 

ბათუმის დელფინარიუმი წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ტურისტებისთვის საყვარელი ადგილების პირველ სამეულშია. წელს, 28 ივლისის მონაცემებით, დელფინების შოუზე დასასწრებად ბილეთი 39 598-მა ადამიანმა შეიძინა, გასულ წელს კი დელფინარიუმს 128 640 დამთვალიერებელი ეწვია.

 

აჭარაში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებს შორის მტირალას ეროვნული პარკი ტურისტებისთვის  ყველაზე ცნობილი ადგილია.  წელს მტირალას ეროვნული პარკი ჯერ მხოლოდ 5 576-მა ვიზიტორმა მოინახულა, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ ივლისში იმყოფებოდა 4599 ტურისტი მტირალაზე, მთლიანობაში კი, 2014 წელს მტირალას 22 968 ვიზიტორი ეწვია.

 

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს 2015 წლის იანვრიდან ივლისის ბოლომდე 1992 ვიზიტორი ეწვია. მათგან 1706 იყო ქართველი. ადმინისტრაციის უფროსის, ამირან ხინიკაძის განმარტებით, უცხოელებს შორის უკრაინელები, რუსები და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ჭარბობენ. გასულ წელს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე სულ 2 138 ვიზიტორი იმყოფებოდა. მათგან 2003 – ქართველი.

 

რაც შეეხება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, ადმინისტრაციის დირექტორის, რევაზ მოისწრაფიშვილის თქმით, ისპანის ჭაობში წელს ვიზიტორების მატების ტენდენციაა. 2015 წლის ივლისის ბოლომდე ტორფნარი, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს, 4 356-მა ვიზიტორმა მოინახულა, გასული წლის მანძილზე ვიზიტორების რაოდენობა 4300 იყო. რევაზ მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ მათი დაკვირვებით, იმატა ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან და უკრაინიდან.   

 

ტურისტებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი. წელს გონიოს 26 188 ადამიანი ეწვია. 2014 წელს კი – 66 314 ვიზიტორი.  

 

ბათუმში მდებარე მუზეუმებს შორის გასული წლის ზაფხულში ყველაზე პოპულარული ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი იყო. წელს მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა მუზეუმების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

 

დამთვალიერებლების რაოდენობით მუზეუმებს შორის ლიდერობს არქეოლოგიური მუზეუმი. მუზეუმს 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე 4 259 ვიზიტორი სტუმრობდა, 2014 წელს კი მუზეუმს, მთლიანობაში, 11 474 დამთვალიერებელი ჰყავდა. გასულ წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი და მთავარი ექსპოზიცია – არქეოლოგიურ მუზეუმში ამ გარემოებებით ხსნიან გასულ წელს ვიზიტორების მეტ რაოდენობას.


წელს, ივლისის ბოლომდე, აჭარის ხელოვნების მუზეუმს 3 337 დამთვალიერებელი სტუმრობდა, გასულ წელს კი, მთლიანობაში, ხელოვნების მუზეუმს 5 625 დამთვალიერებელი ეწვია.

 

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს წელს, 20 ივლისამდე, 619 ვიზიტორი ეწვია, მათგან 337 ფასიანი და 282 უფასო ვიზიტორი. გასულ წელს მუზეუმს სულ 1918 დამთვალიერებელი ჰყავდა.

 

წელს, ივლისის ბოლომდე, 1555 დამთვალიერებელი ჰყავდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს, გასულ წელს კი – 1130 დამთვალიერებელი. მუზეუმში ამბობენ, რომ ზაფხულობით მუზეუმს უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. 

 

2015 წელს, ივლისის ბოლომდე, 420 დამთვალიერებელი ჰყავდა რელიგიის მუზეუმს, გასულ წელს ეს მუზეუმი სულ 1027-მა ადამიანმა მოინახულა. 

 

2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე 97 ადამიანი ეწვია მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმს. გასულ წელს მუზეუმში სულ 335 დამთვალიერებელი იმყოფებოდა. მუზეუმში ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია სახლ-მუზეუმის დათვლიერება უფასოა. 


იმ ადგილებში, სადაც გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება, ამას უამინდობით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ აგვისტოში სტატისტიკა გაიზრდება.

 

იმავეს ფიქრობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს აჭარაში მდებარე კულტურული და ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციისთვის: მუზეუმების, ნაკრძალებისა და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაცია შედის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ გაიდებში, რომელსაც დეპარტამენტი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს. „ასევე, მედიატურების ფარგლებში ყოველთვის შეგვყავს მუზეუმებში უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები. ყველანაირად ვცდილობთ, მათ ვაჩვენოთ ეს პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ტურისტების მოზიდვას ამ ადგილებში. ეს ჟურნალისტები შემდეგ თავიანთ სტატიებში სწორედ ამ ობიექტებზე წერენ“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, გასული, 2014 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო აჭარაში ჩამოსული ტურისტების დინამიკით. წელს დეპარტამენტმა, ძირითადად, ამ ნაკადის შესანარჩუნებლად იმუშავა.

 

„ჩვენი მთავარი მიზანი წელს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ზოგადად შავი ზღვის აუზის ქვეყნებში შეიქმნა, იყო ნაკადის შენარჩუნება. ექვსი თვის მონაცემებით, გვაქვს ორპროცენტიანი ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გვაქვს კლება სომხეთის მიმართულებით, რაც აიხსნება წვიმიანი ამინდით, სომხური ბაზარი ძირითადად დაინტერესებულია ზღვით – წვიმაში არ ჩამოვიდნენ ტურისტები. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გვაქვს საკმაოდ კარგი სურათი.

 

არის მატებაც, მაგალითად, რუსეთიდან ტურისტების 2,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, პოლონეთიდან – 1,2-პროცენტიანი მატებაა, ყაზახეთიდან 9-პროცენტიანი მატება გასულ წელთან შედარებით, თურქეთიდან ჩამოსული ტურისტების დინამიკაც შენარჩუნებულია“.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ღირსშესანიშნავი ადგილების სტატისტიკის ანალიზს სექტემბრის ბოლოს, სეზონის დასასრულს გააკეთებს. სოფო გუჯაბიძის თქმით, ამის შემდეგ დეპარტამენტი გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემს.

 

„ბათუმელები“ აჭარის კულტურულ და ტურისტულ ადგილებში ვიზიტორთა სტატისტიკის ანალიზს სეზონის დასრულების შემდეგაც შემოგთავაზებთ.

ბათუმელი სპორტსმენის პირველი დიდი შეჯიბრი

 

მარი მეჯიდოვა
მარი მეჯიდოვა

მარი მეჯიდოვასთვის ეს პირველი გამოსვლა იყო დიდ საერთაშორისო ტურნირზე, „აქამდე არც ერთ საერთაშორისო შეჯიბრზე არ ყოფილა მარი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მისმა მწვრთნელმა შალვა პატარაიამ.

 

მარი მეჯიდოვა ფინალისთვის ბრძოლაში გამოეთიშა ასპარეზობას და 21 სპორტსმენს შორის მე-16 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი რუსეთის წარმომადგენელმა ეკატერინა პროხოდკოვამ მოიპოვა.

 

„შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მაქსიმალური გავაკეთე იმისთვის, რომ ფინალში მოვხვედრილიყავი,“ – გვითხრა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

 

მარი 16 წლისაა. ის მძლეოსნობის სპორტულ კლუბ „ათლეტიკას“ სპორტსმენია. „თბილისი 2015“-ის საგზური მან საქართველოს პირველობის მოგების შემდეგ მოიპოვა. „თბილისი 2015“ ასპარეზობისთვის ორთვიანი ვარჯიში თბილისში გაიარა.

 

შალვა პატარაია: „მარიმ სიმაღლეზე ხტომა 150 სანტიმეტრიდან დაიწყო, რომელიც თავისუფლად დაფარა. 161 სანტიმეტრზე ცოტა გაუჭირდა. როცა 165 სანტიმეტრზე ფინალში გადასასვლელი ბედი წყდებოდა, ცოტა ინერვიულა, ვეღარ შეძლო მაგის დაფიქსირება, თორემ ვიქნებოდით ფინალში 12 ბავშვს შორის და უფრო მეტი შანსი გვექნებოდა საპრიზოსთვის. თუმცა მე-16 ადგილიც საკმარისია იმისთვის, რომ სპორტსმენს სტიმული მიეცეს, გააგრძელოს ასპარეზობა. მარი პერსპექტიული ახალგაზრდაა. არ არის ამ ასაკში ასეთი შედეგის დაფიქსირება ადვილი. ფაქტობრივად, თავის თავს გადაახტა სიმაღლეზე ხტომაში.“

დასაშვებზე მეტი ხმაური და პოსტსაბჭოთა ესტრადა ბათუმის ბულვარში


„ჰილტონ ბათუმმა“ შეხვედრაზე წარმოადგინა სტუმრების მიერ გამოგზავნილი უკმაყოფილო წერილები, რომლებიც ასევე გამოქვეყნებულია tripadvisor.com-სა და booking.com-ზე საჯაროდ. საიტებზე გამოქვეყნებულ წერილებში ნათქვამია, რომ სტუმრები ვერ ახერხებდნენ დაძინებას და რეკომენდაციას არ გაუწევდნენ სასტუმროს (აღვნიშნავთ, რომ ამ საიტებით სარგებლობენ ტურისტები სასტუმროში ჩამოსვლამდე, ინფორმაციის მისაღებად). შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საღამოს 11 საათზე მოსულიყვნენ სასტუმროში, კლუბ „სექტორ 26“-ის წარმომადგენლებთან ერთად და გაეზომათ მუსიკის სიხშირე“, – მსგავსი შინაარსის წერილი მიიღო „ბათუმელებმა“ სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციისგან.

 

წერილს მართლაც ახლავს თან „ჰილტონის“ სტუმრების უარყოფითი ჩანაწერები, სადაც წერენ იმაზე, თუ როგორ შემაწუხებელია მუსიკის ხმაური ღამის 3-4 საათზე, რის გამოც მთელი ღამე დაძინება ვერ მოახერხეს.

 

სასტუმროს ადმინისტრაციამ დახმარების თხოვნით მიმართა ტურიზმის დეპარტამენტს. როგორც სასტუმრო „ჰილტონის“ მარკეტინგის მენეჯერმა ლინდა ბალაძემ განმარტა, დეპარტამენტის მხარდაჭერა გამოიხატა იმაში, რომ ბათუმის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა: „შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, მერიის თანამშრომელი სოფიო მიქელაძე, „სექტორ 26“-ის წარმომადგენელი, კლუბ „ბუმ ბუმ ბიჩის“ წარმომადგენლები, „ჰილტონ ბათუმის“ წარმომადგენელი მარტინსი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ კაიკაციშვილი. შეხვედრაზე, რომელიც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, განხილული იქნა კლუბ „სექტორ 26“-დან გამოსული ხმამაღალი მუსიკით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ყოველდღე დილის 4, 5 ან 6 საათამდე გრძელდება“.

 

ლინდა ბალაძის ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ, 10 ივლისს მართლაც მივიდნენ სასტუმროში. „გაზომეს სიხშირე და დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს, 13 ივლისს შეგვატყობინებდნენ შედეგს, თუმცა მათთგან ამ საკითხს გამოხმაურება არ მოჰყოლია და ჩვენს ზარებსაც აღარ პასუხობდნენ“, – ამბობს ლინდა ბალაძე, რომელიც ადასტურებს, რომ მას შემდეგ, დღემდე, არაფერი შეცვლილა და ხმაურით უკმაყოფილო სტუმრები კვლავაც წერენ შენიშვნებს.

 

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია ქალაქის მერიაში, რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ ერთ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით, მაგრამ მერიის პრესსამსახური საკითხის გარკვევით არ დაინტერესებულა. განმარტებების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა მერიაში გამართული შეხვედრების მონაწილეებისგანაც. ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სოფო გუჯაბიძის თქმით კი, მათი როლი ამ პროცესში შეხვედრის ორგანიზებით შემოიფარგლა, რადგან სამართლებრივად მათ სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ.

 

„ბათუმელები“ თავად ღამის კლუბ „სექტორ 26“ ხელმძღვანელს მამუკა გიორგაძეს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ „სექტორი 26“-ში მუსიკის ხმას დაუწიეს და ის აღარ არის შემაწუხებელი. „მაგრამ ერთიც არის, სეზონი სულ ორ თვეს გრძელდება. თუ ღამის კლუბები მუსიკას ვერ დაუკრავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი დაიხურება. ჩვენ ვიწვევთ ცნობილ დიჯეებს, მათ თანხას ვუხდით. თუ არ მოვა ხალხი, რანაირად ვიმუშაოთ. აქ არის ზღვის სანაპირო, საერთოდ გავთიშეთ მუსიკა და როცა შევამოწმეთ ხმაური, მაინც დადგენილ ნორმაზე 50%-ით მაღალი ხმა დაფიქსირდა. რა ხმაზეც არ უნდა ჩავრთოთ მუსიკა, ხმაური მაინც იქნება. გარდა ამისა, ჩვენ მეზობლად არის ბუნგალო, სადაც ისეთი აპარატურა აქვთ დამონტაჟებული, მთელ საქართველოში სხვა მაგის მსგავსი არ არის. მისი ხმა ყველაფერს შთანთქავს“, – ირწმუნება მამუკა გიორგაძე.

 

ბოლო ორი წელია ხმაურის გარდა კიდევ ერთი ტენდეცია იკვეთება ბათუმის ბულვარის გასართობ დაწესებულებებში – ბევრი დაწესებულებიდან ისმის რუსული ესტრადის ვარსკვლავების სიმღერები. ამაზე საჯარო დაწესებულებებში ერთი შეხედულება აქვთ – „თუ უსმენენ ამ მუსიკას, ესე იგი, მოსწონთ“.

 

ღამის საათებში ხმაური კვალიფიცირდება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. წესით, დარღვევაზე გარემოს ზედამხედველობის სამსახური რეაგირებს. „ბათუმელებმა“ სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება სცადა, თუმმცა უშედეგოდ. შესაბამისად, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რამდენი სამართალდარღვევის აქტი აქვს სამსახურს ამ სეზონზე შედგენილი. 

 

შვიდი ეზოს ამბავი ბათუმში – 6 აგვისტოდან

6 აგვისტოდან ქართველი და უცხოელი ხელოვანები ძველ ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, შვიდი ეზოს ამბებს გააცოცხლებენ. მზადების პროცესი უკვე დაწყებულია. პროექტში მონაწილე არტისტები პატარა, ბათუმურ ეზოებში იცხოვრებენ და აქ იმუშავებენ.

„ახლა სამუშაო პროცესის პირველი ფაზაა. ეზოს ამბებში მონაწილე მხატვრები აქტიურად მუშაობენ კონცეფციებზე, დადიან ეზოებში, ცდილობენ მოსახლეობა ჩართონ, განავითარონ იდეები,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი მარიამ ნატროშვილი.

ჟორდანიას ქუჩაზე, ერთ პატარა ეზოში, ორი უცხოელი ხელოვანი მუშაობს. ისინი აქ მცხოვრებთათვის სადილს ამზადებენ და მათთან ერთად შიშსა და სიყვარულზე საუბრობენ. „ეს ურთიერთობის ხელოვნებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნებაში სწორედ ისაა, რომ ხელოვნება ადამიანებთან ერთად იქმნება,“ – ამბობს პორტუგალიელი ხელოვანი ფერნანდო მესკიტა. ის „ბათუმის ეზოს ამბებში“ პირველად მონაწილეობს, თუმცა როგორც ამბობს, სახელოვნებო სოციალურ პროექტებში ევროპის არაერთ ქვეყანაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ბათუმში ავსტრიელ მეუღლესთან ერთად არის ჩამოსული, ეზოს ამბების შექნაში ისიც მონაწილეობს. კორნელია გაზქურასთან დგას და სადილს ამზადებს.
ფერნანდო ამბობს, რომ პროექტის მონაწილეები „ფეისბუქის“ მეშვეობით დაუკავშირდნენ, კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს და ასე აღმოჩნდნენ ბათუმში. წელს მათთან ერთად ბათუმის ეზოს ამბებში კიდევ ოთხი უცხოელი არტისტი იქნება ჩართული. ფერნანდოს მსგავსად, ისინიც „ეზოს ამბების“ შექმნაში პირველად მონაწილეობენ.

„მონაწილეებიც და ეზოებიც ყოველ წელს იცვლება. იცვლება დამატებითი სივრცეც, შარშან ასეთი სივრცე აბანო იყო, წელს კი ნოე ჟორდანიას ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი შენობა ავარჩიეთ, სადაც საუნდ პერფორმანსი გვექნება. აქ გამოიფინება ნამუშევრების ნაწილიც,“ – ამბობს მარიამი.

„ბათუმის ეზოს ამბების“ მთავარი არსი ხელოვანებისა და მოსახლეობის ერთად მუშაობაა. დასავლეთში, როგორც მარიამი ამბობს, ამ პროცესს მონაწილეობრივ, სოციალურად ჩართულ ხელოვნებას ეძახიან.

„ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ხელოვნება აღიქმება როგორც ორ განზომილებაში გაკეთებული ფერწერა კედელზე. თანამედროვე ხელოვნებაზე ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ადამიანებს. ზუსტად ამისთვის არის კარგი ეს პროექტი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც არ დადიან გალერეებსა და მუზეუმებში, გაიგონ თანამედროვე ხელოვნების შესახებ,“ – ამბობს მარიამი.

პროექტში მონაწილეობს ბათუმელი ხელოვანი გოჩა ჟღენტიც. მისი თქმით, თავიდან რთულია, მაგრამ შემდეგ ადამიანები ინტერესით ერთვებიან ეზოს ამბების გაცოცხლებაში.

„არტისტი უნდა შეეცადოს, რომ რეალური ამბავი ხელოვნებაში გადაიტანოს და ადამიანებს სხვა ფორმით აჩვენოს,“ – ამბობს გოჩა.

მარიამი ეზოს ამბებში მონაწილე ერთ ქალზე გვიამბობს: „მედეა ჰქვია. მან გვაჩვენა თავისი ფოტოალბომები, სადაც კოლაჟები აქვს გაკეთებული. მასთან ერთად ფოტოგრაფი ქეთა ღვინეფაძე იმუშავებს, ქეთა გადაიღებს ფოტოს, მედეა კი კოლაჟებს გააკეთებს. გარდა ამისა, მედეა ძალიან კარგად მღერის და ეს კომპონენტიც იქნება გამოყენებული.“

 „ბათუმის ეზოს ამბები“, ხელოვანების თქმით, არის ადამიანების კულტურის, მათი ყოველდღიური ცხოვრების ხელოვნების ენაზე „თარგმნა“, შემოქმედებით სივრცეში გადატანა და ადამიანებში შემოქმედებითი პროცესის გაღვივება.

„ბათუმის ეზოს ამბები“ სამ დღეს გაგრძელდება. პირველ დღეს შერჩეულ შვიდივე ეზოში გაიხსნება პროექტი და მოეწყობა კატალოგების პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილი იქნება „ეზოს ამბების“ სამწლიანი ისტორია. მეორე დღეს აჩვენებენ ფილმს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, იაპონელი რეჟისორის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

მესამე დღე კი დაეთმობა საუნდპერფორმანსს – „ეზოში ავი ძაღლია“. პროექტში მონაწილეობს რვა ქართველი და ექვსი უცხოელი ხელოვანი: ნატალია ავალიანი, გიორგი მაღრაძე, ქეთა ღვინეფაძე, თამუნა ჩადუნელი, ფრენსის ბელზერი, [შვეიცარია], კორნელია აუინგერი [ავსტრია], ფერნანდო მანველ დოს სანტოს მესკიტა [პორტუგალია], მაგდალენა სპარსკა [პოლონეთი], იან ჰუდოჟილოვი [ჩეხეთი/შვეიცარია], ალბერტო ალგაიერი [ავსტრია], გიორგი ქათამაძე, ზურა ჩართოლანი, გოჩა ჟღენტი, გიორგი შენგელია/ქეუ მეფარიშვილი.

მონაწილეები კონკურსის წესით, პორტფოლიოების მიხედვით შეარჩიეს.

თვალი ადევნეთ პროექტს ფეისბუქზე: ბათუმის ეზოს ამბები/Batumi Backyard Stories IV

თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის

 

თხილი
თხილი

თხილის კრეფის სეზონი აჭარაში დაწყებულია. 1 კილოგრამი ახალი [ნედლი] თხილის ფასი 3,5-4,5 ლარია. 3,5 ლარია ადგილზე, ოჯახიდან თხილის გაყიდვა მეზობელ გურიაშიც. გამომშრალი თხილის ფასი იზრდება.

 

ხუცუბანში მცხოვრები თამაზ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ფასად თხილის ჩაბარება არ უღირს:

„გასულ წელს, აპრილში ჩავაბარე ქობულეთში – 1 კილოგრამი 12 ლარად. წელსაც გვიან გავყიდი ალბათ, თუმცა ფასებს მაინც ბაზარი არეგულირებს და რა ეღირება, წინასწარ ვერ განსაზღვრავ“.

 

„მოსავლიანობის, ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და ფასების გამო თხილის სეგმენტის განვითარება აჭარის რეგიონში სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსმა მამუკა თურმანიძემ.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონის მაჩვენებელი ქვეყნიდან მთლიან ექსპორტში მცირეა, თუმცა, რა რაოდენობის თხილია აჭარიდან ექსპორტირებული, ვერ აკონკრეტებენ.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის კულტურის განვითარებაში აქტიურად ჩართვას აპირებს. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი პროგრამების განხორციელებით შემოიფარგლება. სამინისტრო უკვე ახორციელებს ფერმერებისთვის ნერგების დარიგების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს 20 ათასი ძირი თხილის ნერგი გადანაწილდა მოსახლეობაზე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

 

„პროგრამის ფარგლებში ვაპირებთ შემოდგომაზე 32 ათასი ძირი თხილის ნერგის შემოტანას. ნერგებს ტენდერით შევისყიდით და ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით ვურიგებთ – ღირებულების 70%-ს იხდის სახელმწიფო და 30%-ს ფერმერი. წლევანდელი ნერგის ფასი ფერმერს დაუჯდება ალბათ 21 თეთრამდე“.

 

ნერგები, რომლებიც სამინისტროს შემოაქვს, ორი წლისაა და დარგვიდან მესამე წელს იძლევა ნიშანს [ისხამს ნაყოფს], ხოლო 6-7 წლიდან, უკვე როგორც ხე-ბუჩქი, შედის მსხმოიარობის აქტიურ ფაზაში. თხილის ნარგავებს პლანტაციის სახით რეგიონში მხოლოდ 400 ჰა-მდე ფართობი უკავია, გაცილებით მეტია გაფანტული ნარგავების სახით.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის თვე საუკეთესო პერიოდია თხილის დარგვისთვის, ვინაიდან შემოდგომაზე დარგული ნერგების გახარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

 

თხილის ნერგებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტროს დაგეგმილი აქვს მომავალ წელს 200-300 ათასამდე თხილის ნერგი შემოიტანოს. „ასევე ვგეგმავთ რეკომენდაცია გავუწიოთ და ხელი შევუწყოთ ფერმერებს თხილის ბაღების გაშენებაში, ნაკვეთის შერჩევაში, დავეხმაროთ ნიადაგის მომზადებაში – მინერალური და ორგანული სასუქებით უზრუნველყოფაში“, – განაცხადეს სამინისტროში.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ სწორად შეირჩეს თხილის სამრეწველო ჯიშები. სამინისტროს, ძირითადად, „ანაკლიური“ [იგივე „ბერძნულა“] ჯიშის თხილის ნერგები შემოაქვს.

 

„ანაკლიური“ – ადგილობრივი ჯიშია, ბუჩქი სწრაფად იზრდება, მოსავალი იკრიფება ივლისის ბოლოს – აგვისტოს პირველ ნახევარში, უხვმოსავლიანია, ბუჩქის საშუალო მოსავალი 4,5-5,5 კგ-ია. „ანაკლიური“ ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიასა და აჭარაში. კარგი სამრეწველო ჯიშებია ასევე „გულშიშველა“ [ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ], „დედოფლის თითი“ [7-9 კგ], „შველისყურა“ [ბუჩქის საშუალო მოსავალი 6,5-7,5 კგ].

 

გარდა აღნიშნული ჯიშებისა, საქართველოში ფართოდ გავრცელებულია როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ჯიშები – 50-მდე სახეობა, რომელთაგან ზოგიერთმა (ათა-ბაბა, განჯა, ჯენტილე, ტონდა, რომანა და სხვა) საქართველოს პირობებში კარგი შედეგი აჩვენა. მიუხედავად ამისა, ქართული ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო ბაზარზე უპირატესობით სარგებლობს.
თხილის ბუჩქის სიცოცხლის ხანგრძლივობა 180-200 წელია, თითოეული დედატოტისა კი – 70-80 წელი. მცენარე ნაყოფს იძლევა 150 წლის განმავლობაშიც კი, თუმცა საჭიროა ტოტების პერიოდული გაახალგაზრდავება.

 

თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვისუნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებსა და კვების ღირებულებას. არის ადვილად ტრანსპორტირებადი.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, თხილის სამრეწველო ბაღების გაშენება ზოგადად რეკომენდებულია ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლემდე, „თუმცა თურქეთის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია თხილის სამრეწველო ბაღები გავაშენოთ 1200 მეტრ სიმაღლემდეც. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურაში [ღორჯომის თემი, ზღვის დონიდან 1150 მეტრომდე] ვნახეთ კარგად გაშენებული და გახარებული თხილის სამრეწველო ბაღი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თხილის კულტურის განვითარების პოტენციალი აჭარაში არის საკმაოდ დიდი. თუმცა, გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა ჯიშების სწორად შერჩევა, აგროტექნიკური ღონისძიებების სრული გათვალისწინება, ნიადაგის გეოგრაფიული მდებარეობის სწორად შერჩევა და სხვა“.

 

მაღალმთიანი აჭარის სოფლები ძირითადად 1200-1300 მეტრომდეა ზღვის დონიდან [თუმცა არის უფრო მაღლა, 1600 მ-დე მდებარე სოფლებიც]. ამ სიმაღლეზე, სპეციალისტების თქმით, თხილის ბიზნესის წამოწყებას აჭარაში პერსპექტივა აქვს. ზოგადად კი, ველური, ტყის თხილი საქართველოში ბუნებრივად იზრდება ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრამდე.
თხილის კულტურას ყველაზე დიდი ფართობი კი თურქეთში უკავია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, თხილის ნარგავების ფართობების მოცულობის მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილი ეკავა.

 

თხილი საუკეთესო ანტიეროზიული მცენარეცაა, იგი ზედა ფენაში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემით ამაგრებს ნიადაგს და იცავს მას ჩამორეცხვისაგან. თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -25 გრადუს/ცელსიუსამდე არ ეცემა.

 

აჭარაში მსხვილი მეურნეობები, რომლებიც უშუალოდ თხილის ბიზნესითაა დაკავებული, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ძირითადად გლეხური, კერძო მეურნეობებია. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არის რამდენიმე კოოპერატივი, უშუალოდ თხილის ბიზნესზე ორიენტიებული და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობენ.
ქართული თხილის გასაღების ბაზარი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია. პროდუქტი გააქვთ აზიისა და რუსეთის ბაზარზეც. „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ევროპის ბაზარზე ძირითადად გარჩეულ თხილის გულზეა მოთხოვნა და 1 კგ. თხილის გულის ფასი, დღეს არსებული მონაცემებით, 12-13 აშშ დოლარია.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი თხილის ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ტექნიკური რეგლამენტის მიღების მიზანია, დადგინდეს მოთხოვნები თხილის მიმართ და თხილის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე განისაზღვროს რეგულირების ერთიანი პრინციპები, ამასთან, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებებიც.

 

შსს: სარფში პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო

 

სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 560 აბი სამედიცინო პრეპარატი „აქტიფედი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 33,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება „ფსევდოეფედრინს“ შეიცავს. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესრულებაზე

 

•იანვარ-ივლისის გეგმა  – 81 მლნ 342 ლარი

 

•იანვარ-ივლისის ფაქტი  – 105 მლნ 512,8 ლარი  129,7 %-ით, 24 მლნ 172,6 ლარით შესრულდა 

 

•აჭარის 2015 წლის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა  26 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 114 მლნ 486 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 143 მლნ 828 ათას 300 ლარი, ანუ 125,6 %-ი შეადგინა.

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აჭარის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების მუხლი 123 %-ით, სხვა შემოსავლების მუხლი – 133,7 %-ით, არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი კი 140,1 %-ით შესრულდა.

 

რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას, შვიდი თვის მონაცემებით შესრულებულია 129,7 %-ით.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ იანვარ-ივლისის მონაცემებით ბათუმის თვითმმართველი ორგანოს ბიუჯეტი შესრულებულია 113,8 %-ით, ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი შესრულდა 142,3 %-ით, შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტი – 165,8 %-ით, ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი – 188,6 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი – 99,3 %-ით, ხოლო ქედის მუნიციპალური ბიუჯეტი 47,3 %-ითაა შესრულებული.

 

ქობულეთში ღორის თავის მიჭედების საქმეზე მხარეები ვერ მორიგდნენ

 

ღორის თავი მუსლიმთა პანსიონის კარზე
ღორის თავი მუსლიმთა პანსიონის კარზე

„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ , მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოპასუხე მხარე შინაგან  საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია. ქართველი მუსლიმები შს სამინისტროს დისკრიმინაციის შემწყნარებლობაში  ადანაშაულებენ.

 

დღეს მოსარჩელის კითხვებს მოპასუხე მხარე – შს სამინისტრო პასუხობდა. სამინისტროს წარმომადგენელმა რამდენიმე კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ,,არ იცის’’, ,,არ არის კომპეტენტური’’, ,,ვერ გიპასუხებთ’’. მოსარჩელეს აინტერესებდა, რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა შს სამინისტრო პანსიონის შენობისთვის განკუთვნილ სახლზე ღორის თავის მიჭედების ფაქტზე.

 

მოსარჩელე მხარე სახელმწიფოსგან სასწავლებლის გახსნას, საკუთრების, განათლების უფლების დაცვის მიზნით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, ასევე მორალურ კომპენსაციას – სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურებას ითხოვენ.

 

მამაკაცი მამინაცვლისა და ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს გაასამართლა მამაკაცი, რომელსაც ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედებოდა ბრალად – შემაკავებელი ორდერის დარღვევა და პოლიციაზე დაუმორჩილებლობა.

 

მამაკაცს 30-დღიანი განრიდება ჰქონდა ცოლთან, რომელიც დედასთან, მამინაცვალთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ერთ სახლში. დაკავებული სწორედ ამ სახლში მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ჯერ მამინაცვალს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ცოლისკენ გაიწია, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

 

დახმარებისთვის დაკავებულის დედამ პატრული გამოიძახა. მამაკაცმა გამოძახებულ პატრულსაც წინააღმდეგობა გაუწია.

 

დაკავებულმა მოსამართლესთან ყველა ბრალდება აღიარა, რაც მას ჰქონდა წარდგენილი.

 

მოსამართლემ განსასჯელს ჰკითხა, განრიდების ეტაპზე სად ცხოვრობდა. მამაკაცმა განაცხადა, რომ ,,ქუჩაში, რადგან წასასვლელი არსად აქვს’’.

 

ჯარისკაცს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ხათუნა ბოლქვაძეს ბრალდების მხარემ განუმარტა, რომ ჯარისკაცი, ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე დააკავეს.

 

მოსამართლემ ჰკითხა დაკავებულს, რატომ დატოვა უნებართვოდ სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ჯარისკაცმა განმარტა, რომ ,,ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი’’ და ასე იმიტომ მოიქცა.

 

მოსამართლემ ასევე ჰკითხა ბრალდებულს, რატომ არ სთხოვა ხელმძღავნელს გათავისუფლება, რაზეც ჯარისკაცმა უპასუხა, რომ სთხოვა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ,,იმ დღეს ნაწილის ტერიტორიიდან გასვლა გამორიცული იყო’’ და ამიტომ გადაწყვიტა  ნაწილის ტერიტორიის თვითნებურად დატოვება.

HACCP-ის პრინციპები – ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა

 

ტრენინგის მონაწილეები საქართველოში წარმოებულ პროდუქციას განიხილავენ
ტრენინგის მონაწილეები საქართველოში წარმოებულ პროდუქციას განიხილავენ

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გამოცდილი ექსპერტები IFC-ის აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში, რომელიც კომპანიებს სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაცნობასა და დანერგვაში ეხმარება. ეს საქმიანობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, გაყიდვების ზრდას და ექსპორტის წახალისებას. IFC-ი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია.

 

IFC-ის საკონსულტაციო პროგრამების ფარგლებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა სექტორის სურსათის მწარმოებელ კონპანიას გაეწია მომსახურება სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების/სქემისა და წარმოების, ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.

 

IFC-ის აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამას სამხრეთ კავკასიაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში მაია თევზაძე ხელმძღვანელობს. მას პროექტების მართვისა და საკონსულტაციო საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნული პროგრამის საშუალებით დახმარება გაუწია კერძო სექტორის 100-ზე მეტ ფირმას ევროპაში და ცენტრალურ აზიაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში.

 

რა მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოში, რა წინაპირობა არსებობს HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვისათვის ქართულ საწარმოებში – „ინტელექტის“ კითხვებს ქალბატონმა მაია თევზაძემ უპასუხა:

 

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოა საქართველოში წარმოებული პროდუქცია და რა სტანდარტებს აკმაყოფილებენ/ვერ აკმაყოფილებენ ქართული საწარმოები?

როგორც იცით, საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი გასულ წლებთან შედარებით გაძლიერდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული სურსათის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები, სავალდებულო გახდა HACCP-ის პრინციპების დაცვა სურსათის გარკვეული სექტორებისათვის. შესაბამისად საწარმოებიც მეტ ყურადღებას უთმობენ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა საქართველოში სურსათის უვნებლობის დონე ამაღლებას კიდევ საჭიროებს. თანამედროვე სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები ფართოდ უნდა დაინერგოს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს შორის.  

 

როგორ შეაფასებდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს სურსათის წარმოების სფეროში სტანდარტების დანერგვის კუთხით?

IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა სურსათის უვნებლობის საკითხებზე საწარმოებთან საქართველოში 2010 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც დანერგილი აქვთ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა. ამაღლდა ინფორმირებულობაც სურსათის უვნებლობის კუთხით. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დარგის სახელმწიფო კონტროლის კუთხითაც. თუმცა ქართული კომპანიების საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, ქვეყნის შიგნით სურსათის უვნებლობის დონის ამაღლებისათვის კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

 

რა უპირატესობები გააჩნია HACCP-ის სტანდარტების დანერგვას მეწარმისათვის?

• სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა კომპანიებს გაყიდვების ზრდასა და პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანაში ეხმარება. სტანდარტები კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის გატანაშიც უწყობს ხელს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დამატებით მოტივაციას ქმნის ქართველი მეწარმეებისათვის განახორციელონ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის ბაზარზე.

 

• გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ სურსათის ადგილობრივი საწარმო მსხვილი საერთაშორისო კომპანიების, მაგალითად, კოკა-კოლას, კარფურის, მეტროს, დანონის და სხვათა მიმწოდებელი გახდეს.

 

• სურსათის უვნებლობის სისტემა კომპანიებს ეხმარება საოპერაციო ხარჯების შემცირებაში. შესაძლებელი ხდება საწარმოო ნარჩენების შემცირება, პერსონალის პროდუქტიულობის ამაღლება, არაუვნებელი პროდუქციის ბაზრიდან დაბრუნების, ამასთან დაკავშირებული ხარჯებისა და შესაძლო ჯარიმების თავიდან აცილება.

 

• სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად მართონ და მინიმუმამდე დაიყვანონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები და ბაზარზე სანდო კომპანიის რეპუტაცია დაიმკვიდრონ. ეს უკანასკნელი კი მწარმოებლებს ინვესტორების მოზიდვაშიც ეხმარება. პოტენციური ინვესტორისთვის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა კომპანიის მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დამადასტურებელი ნიშანია.

 

მაია თევზაძე
მაია თევზაძე

თქვენ ამჟამად ხელმძღვანელობთ აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პროგრამა წარმატებულია…

დღეს საქართველოშიც სწორედ ამ პროგრამის, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ. რეგიონის მასშტაბით IFC -ი 100-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა სურსათის უვნებლობის  მართვის სისტემების დანერგვაში. შედეგად ამ საწარმოების გაყიდვების ზრდამ 350 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მათ მიერ მოზიდულმა ინვესტიციებმა – 150 მილიონ დოლარს.

 

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში როგორაა სურსათის უვნებლობის სისტემა – HACCP დანერგილი?

შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის მასშტაბით ადგილობრივ მწარმოებლებს სურსათის უვნებლობის კუთხით მეტ-ნაკლებად მსგავსი გამოწვევები აქვთ. სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა განვითარებულ ბაზრებზე ექსპორტის წინაპირობაა. იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე (რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) ახორციელებენ პროდუქციის რეალიზაციას, HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის არსებობა აუცილებელი მოთხოვნაა. თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა კი კომპანიების მხრიდან კონცენტრირებულ ძალისხმევას საჭიროებს. სირთულეებიც ანალოგიურია: საწარმოო ინფრასტრუქტურის არასათანადო მდგომარეობა, რესურსების ნაკლებობა, პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია, ხელმძღვანელი პირების ინფორმაციისა და მოტივაციის ნაკლებობა.

 

რას ურჩევდით ქართველ მწარმოებლებს, რა რეკომენდაციას გაუწევდით?

რეგიონის მასშტაბით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ:

 

• კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი და აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია;

 

• მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის სისტემის უპირატესობების გაცნობიერება, რაც სწორ მოტივაციას შექმნის დანერგვის პროცესში;

 

• რაც შეეხება საწარმოს რეკონსტრუქციას და მასთან დაკავშირებულ ფინანსებს, რიგ შემთხვევებში შეიძლება რეკონსტრუქცია მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი. სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად საწყის ეტაპზე მრავალი ცვლილების განხორციელება შეიძლება მინიმალური დანახარჯებით.

 

რამდენად შესაძლებელია ქართულ რეალობაში HACCP-სა და ISO სტანდარტების დანერგვა უახლოეს მომავალში?

როგორც აღინიშნა, საქართველოში ბევრ კომპანიას უკვე დანერგილი აქვს HACCP-ის პრინციპები, ბევრ მათგანს ასევე გავლილი აქვს სერტიფიცირება. თუმცა სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ამას არც საქართველოს და არც ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვისაც, რომელთაც ჯერ არა აქვთ დანერგილი HACCP-ის პრინციპები, ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა, თუმცა მეწარმეების მხრიდან ეს მოითხოვს სურვილსა და სრულ ჩართულობას. 

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ ქართულ ორგანიზაციებს/მეწარმეებს და რამდენადაა ხელმისაწვდომი მათთვის თქვენი მომსახურება?

ქართულ კომპანიებს ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვასა და სერტიფიცირებისათვის მომზადებაში. ასევე საცალო ქსელების მომწოდებლების ჯგუფისათვის გვაქვს სპეციალური სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების  პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის საწარმოებისთვის. ეს პროგრამა  საწარმოს შეფასებას, კონსულტაციებსა და პერსონალის ტრენინგს მოიცავს. იგი მეწარმეებს ეხმარება სურსათის უვნებლობის დონის თანდათანობით ამაღლებაში და საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

 

ზოგადად, სისტემის დანერგვის ხარჯები განსხვავდება პროდუქციის ასორტიმენტიდან და საწარმოს ზომიდან გამომდინარე. ასევე დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები მკვეთრად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია საწარმოო ინფრასტრუქტურა. ძირითადი ხარჯები სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთანაა დაკავშირებული. თუმცა როცა HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის უპირატესობებიც, რასაც სურსათის უვნებლობის სისტემა იძლევა, ესაა: გაყიდვების ზრდა, საწარმოო დანაკარგების შემცირება და ეფექტურობის ზრდა, გაუმჯობესებული რეპუტაცია და საინვესტიციო მიმზიდველობა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – ,, HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში”  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი’’, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს პოზიციას.

ქონება, რომელიც სახელმწიფომ “იჩუქა”, კანონიერ მფლობელებს ჯერ ვერ დაუბრუნდება

 

თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად განხორციელებაძალიან რთული

 

კომიქსის ავტორი რუსუდან ხიზანიშვილი
კომიქსის ავტორი რუსუდან ხიზანიშვილი

2011 წელს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით დაიწყო პროექტი “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”. პროექტს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “მწვანე ალტერნატივა” და “საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია” ახორციელებდა. მიზანი კი, საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა; ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა იყო. პროექტის მონაწილე ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მათთვისაც გაურკვეველია, საბოლოოდ მოხდება თუ არა დაზარალებული მოსახლეობის უზრუნველყოფა და როდის გამოიძიებს პროკურატურა დაზარალებულთა საქმეებს.

 

“უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა და ათასობით უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად მათი საქმეების გონივრულ ვადებში გადასინჯვა”, – ეს არის ამონარიდი “ქართული ოცნების” 2012 წლის 1 ოქტომბრის წინაასარჩევნო პროგრამიდან.

 

“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველმა მხარი ამ დანაპირებისთვისაც მისცა, თუმცა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაურკვეველი ვადით მალევე გადაიდო _ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რომელზეც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, მალევე გადაიფიქრეს; მიზეზად კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები დასახელდა, რომელთა გადასინჯვასაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ შეძლებდა; ასევე ისიც, რომ სახელმწიფო არ იყო მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.

 

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნისას განაცხადა, რომ მთავრობა 2015 წლის თებერვლის ბოლომდე წარადგენდა „კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება”.

 

რამდენი საქმე გახსნა დეპარტამენტმა

 

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა 20-მდე საქმე გახსნა და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს ქონებაც დაუბრუნა.

 

ერთ-ერთი ბოლო საქმე პროკურატურამ 2015 წლის 21 ივლისს გახსნა და ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა, მანამდე კი, უწყებამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი 13 ივლისს გახსნა და შსს-სა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა. უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კი მეპატრონეებს დაუბრუნდათ.

 

გარდა ამისა, პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა იძულებით ჩამორთმეული ქონების 5 ფაქტი ივნისშიც გახსნა. რამდენიმე დღით ადრე კი, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გააქტიურდეს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და იქვე დააანონსა ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყება.

 

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, 2015 წლის 29 ივლისს კი, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. როგორც სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკითხზე თბილისის მერიას ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მიმართეს.

 

ირაკლი მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა და პროკურატურის წარმომადგენლებმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება ირაკლი მახარაშვილის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისა და საკუთრებაში კანონიერი ფლობის ფაქტი, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი მახარაშვილის მიერ მიწის უსასყიდლოდ მიტოვების ფაქტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი მის კანონიერ მფლობელს უკან უბრუნდება.

 

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროექტის მენეჯერი გია გვილავა ამბობს, “მთავარი პროკურატურის მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით დიდია”:

 

“ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება. მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო.

 

არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს სახელმწიფოს 12-15 მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ.

 

სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალური განცხადება იყო ის, რომ მიდიოდა საქმეების გამოძიება, თუმცა საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში გაჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც დაახლოებით იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით”, – აღნიშნავს გვილავა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქამდეც მიიჩნევდა, რომ პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები უფრო უნდა დააკონკრეტოს – ამ დრომდე არ არის ცნობილი, რომელ საქმეებს და რა კრიტერიუმით ანიჭებს უპირატესობას მთავარი პროკურატურა, ან რა დროშია შესაძლებელი, დასრულდეს ჩამორთმეული, დათმობილი და სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებული ქონებების გამოძიების საკითხი.

 

ჩუქება-მიტოვების სტატისტიკა

 

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ინფორმაციით, “2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5 634 ქონება დათმეს”. კერძოდ, ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ერთეული ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი – 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.

 

“ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხვდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი – 477, აბაშა – 116, ბათუმი – 97, ჩოხატაური – 84, ხელვაჩაური – 76, მცხეთა – 65, ხონი – 48, ხოლო საკუთრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012-დან 2015 წლის პირველ იანვრამდე პროკურატურაში 52 530 საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან, ჯერჯერობით იძულებთ დათმობილი ქონება მხოლოდ 9 პირს დაუბრუნდა.

 

2015 წლის 4 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებს.  მინისტრმა იქვე განმარტა, რომ შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ირიცხება. 

 

თუმცა, მთავარ პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, მოქალაქეთა ანაზღაურების საკითხი აღსრულების ფონდიდან გახორციელდა თუ არა.

 

კითხვაზე – რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს ზიანი აუნაზღაუროს სახელმწიფომ? “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერი გია გვილავა გვპასუხობს, რომ “ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია”: “ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით რამდენ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაზეა საუბარი. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს, თუმცა, არც ის არის ცნობილი, თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად. თეორიულად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად გახორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია”, – ამბობს გვილავა.

 

დაზარალებული მოსახლეობა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, განსაკუთრებით გააქტიურდა და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალურად, ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა ზიანის კომპენსაციის მიღება.

 

ცოტა ხნის წინ თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა გონიოში მცხოვრები 271 ოჯახიც, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.

 

ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიის, მესტიის, ხარაგაულის, საირმის ტერიტორიებზეც. დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნკვეთების დაბრუნებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” აცხადებენ, რამდენიმე მათგანს სარჩელი ევროპულ სასამართლოშიც აქვს გაგზავნილი და საქმე წარმოებაშია მიღებული, თუმცა, ხანგრძლივი და რთული პროცედურების გამო საქმეების განხილვას რამდენიმე წელია ელოდებიან.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში

“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”.

 

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები,

შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

 

6 აგვისტოს Kobuleti Summer Fest-ი იხსნება

 

7 აგვისტოს კი – ანტიბიოტიკი, მთვარის დაბნელება და KID Jesus. ფესტივალის სპეციალური სტუმარია – The Jack Wood. 

 

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „EREDELI’s Art”, როელიც  აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ატარებს ყოველწლიურ ფესტივალს.

 

ქობულეთში ბებია და შვილიშვილი დაიხრჩო

 

ტრაგედია დღეს გაბაიძეების ოჯახში მოხდა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, მდინარეზე იმყოფებოდნენ ბებია, დიდი ბებია და შვილიშვილი. ,,ასე ყვებიან, რომ თავდაპირველად მდინარემ თითქოს ბავშვი გაიტაცია. ეს ქალი, ბებია ბავშვს გაყოლია. როგორც ჩანს, ვერ მიუსწრო. მდინარე იმდენად პატარაა, შეუძლებელია ქალი დაეხრჩო. ეტყობა ბავშვი რომ ნახა გარდაცვლილი, გული გაუსკდა’’ – უთხრეს ,,ბათუმელებს’’ ქობულეთის გამგეობაში.

ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა

 

პოლიცია
პოლიცია

ბათუმელების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 12 და 14 წლის მოზარდები. მძღოლი რუსეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი გარდაცვლილი მძღოლის შვილია, ხოლო მეორე შუახევის მკვიდრი.

 

წინასწარი, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, პიკაპის მძღოლს ჩაეძინა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

”ღამის პორტიე” ბათუმის ახალ სცენაზე – პრემიერა დღეს

 

ფაშისტური რეჟიმი, საკონცენტრაციო ბანაკი, ჯალათისა და მსხვერპლის სიყვარული. რა განვითარებას ჰპოვებს ეს ამბავი წლების შემდეგ, როგორ იცვლებიან ამ ისტორიის მთავარი გმირები? – ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სცენა „ღამის პორტიეს“ წარმოგიდგენთ.  


სპექტაკლში მონაწილეობენ: ზაალ გოგუაძე, ია ვახანია, დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, ლევან თედორაძე, გოგიტა მეგრელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი და ლაშა კონცელიძე.

 

 

რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე; მხატვარი – ვახტანგ ბესელია; კოსტიუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე; მხატვრული განათება – რევაზ ლორთქიფანიძე; ვიდეოგადაღება – ალექსანდრე აბაშიძე; ვიდეომონტაჟი – ამირან ვადაჭკორია; ხმის ოპერატორი – ნანა ქობულია; რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე. 

 

სალარო: 27 31 90
ბილეთის ფასი: 12 ლარი
მისამართი მელაშვილის (ყოფილი კამო) №32

 

 


ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო ბანაკი ჩაქვში

 

ბანაკის მიზანია პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში შექმნილი თვითდახმარების ჯგუფების, რესურსცენტრების და კოოპერატივების წარმომადგენლების უნარების გაძლიერება, პრობლემების იდენტიფიცირების ხერხებისა და მათი გაანალიზების შედეგად სტრატეგიის შემუშავება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისათვის,  რესურსცენტრებისა და კოოპერატივების არსის და მისიის ფართოდ გააზრება, მათი საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა თემისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განსავითარებლად.

 

ბანაკის მსვლელობისას ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შორის.

 

ბანაკს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები დაათვალიერებენ აჭარის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.

 

ბანაკი იმართება პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ტასო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

 

 

გამგებლის წარმომადგენელი ურეკში: ცოცხალი ჯაჭვი მოზარდის გადასარჩენად გაკეთდა

 

 

 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო

სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში ფოტოს ავთენტურობას არ ადასტურებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და სააგენტოებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

 

„ბათუმელები“ დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენელს დავით რობაქიძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, დღეს 3 აგვისტოს 14:00 საათზე, მაშველებმა  ნამდვილად აღმოუჩინეს 13 წლის მოზარდს დახმარება. თუმცა, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცოცხალი ჯაჭვი მაშველების გადასარჩენად გაკეთდა, გამგებლის წარმომადგენელი უარყოფს:

 

„სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ  და მათ დასჭირდათ დახმარება, ეს ტყუილია და ასე არ ყოფილა. რადგან იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის  სიგრძე საკმარისი  არ  აღმოჩნდა, რომ მოზარდი მისწვდომოდა, ამიტომ  გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რომ ბაწარი დაგრძელებულიყო“- ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.      

 

 

 

 

„თვითმმართველობა უკანონო მითითებებს არ უნდა ასრულებდეს“

 

 

 

ნინო რობაქიძე

 

ნინო, როცა ტელევიზიას არ აძლევენ დაანონსებული კონცერტის ჩატარების შესაძლებლობას, არის თუ არა ეს მედიაზე ზეწოლა?
 

თუ ადგილობრივი თვითმმართველობები ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში არ წარმოადგენენ შესაბამის დამადასტურებელ საბუთებს იმის შესახებ, რომ იმ ლოკაციებზე, სადაც „რუსთავი 2“-ს სურდა კონცერტის ჩატარება, ნამდვილად იყო დაგეგმილი სხვა აქტივობები, გვექნება ლეგიტიმური საფუძველი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მიზანმიმართულად უშლიან ხელს კონკრეტულ მედიასაშუალებას თავისი აქტივობის განხორციელებაში.

 

მედიასაშუალებებს, მათ შორის „ბათუმელებს“, აქვთ მერიის მიერ ზაფხულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების პროგრამა, სადაც განსაზღვრულია ღონისძიების ჩატარების რიცხვი, ადგილი და დრო. არც 30 ივლისს და არც 1-ელ აგვისტოს ამ პროგრამის მიხედვით ღონისძიება არ ყოფილა დაგეგმილი…

 

ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეთანხმებული იყო ის, რომ სამ თვითმმართველ ერთეულში ერთდროულად უთხრეს უარი „რუსთავი 2“-ს, შეიძლება სპონტანურად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბათუმში არ მოიძებნა ადგილი, რომელსაც ალტერნატივად შესთავაზებდა ქალაქის თვითმმართველობა ტელეკომპანიას. არსებობს ბევრი კითხვა და იმისათვის, რომ ამ საქმეს არ მიეცეს პოლიტიკური ელფერი და არ მოგვიწიოს იმაზე საუბარი, რომ „რუსთავი 2“ იდევნება, ან ხელი ეშლება პოლიტიკური მიზეზების გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა პროაქტიურად, არასამთავრობოთა ძალისხმევის გარეშე უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტაცია, რომ ამ ლოკაციებზე იყო დაგეგმილი ღონისძიებები.

 

ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროინდელი ფაქტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციის ჩატარება, მაგრამ მერიამ მაშინაც სწორედ იმ მიზეზით უთხრა უარი, რომ მოედანი დაკავებული იყო. სინამდვილეში კი მერიამ ქედის მუნიციპალური ორკესტრი სპონტანურად ჩამოიყვანა ბათუმში, რომელიც ევროპის მოდანზე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრავდა. დაახლოებით იმავეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც – უკვე დაუგზავნეს მედიას პრესრელიზები ანბანის კოშკთან უეფას პრესტიჟული თასების განთავსებაზე. რატომ ხდება ასე?

 ბუნებრივია, გვახსენდება ასეთი შემთხვევები და ბუნებრივია, რომ ამას მოყვება მკაცრი რეაქცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მოქალაქეების მხრიდან. ძალიან ცუდია, თუ ხელისუფლება თვითონ მიანიჭებს სრულიად აპოლიტიკურ კონცერტს პოლიტიკურ შინაარს. ეს წამგებიანი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, მმართველი გუნდისთვის. ეს არ იქნება ნაბიჯი დემოკრატიისკენ.

 

ითქვა, რომ ეს იყო პირდაპირი დავალება ცენტრალური ხელისუფლებიდან. თქვენი აზრით, ვის და როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ ფაქტზე?

 თუ ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების დავალება, ძალიან ცუდია, რადგან ეს მიუთითებს, რომ თვითმმართველი ერთეულები არ არიან რეალურად დამოუკიდებლები. ეს დავალება იყო თუ არა ცენტრალური ხელისუფლებიდან, უკანონო დავალების შესრულება თავისთავად არაკანონიერი ქმედებაა და თვითმმართველობებს აქვთ უფლება, რომ მსგავსი არაკანონიერი დავალება არ შეასრულონ.

 

 რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი ფაქტების გამო მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ინდექსი გაუარესდეს?

 ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას ვაფიქსირებთ და ეს ჩვენ ანგარიშებში მოხვდება. ბუნებრივია, ჩვენი ანგარიშები შესაძლებელია მოხვდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა ანგარიშებშიც. ამიტომ, ეს დეტალები უნდა გაითვალისწინონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პირველ რიგში, ისინი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ საკუთარი მოქალაქეებისა და კანონის წინაშე.

 

 წინა ხელისუფლების დროსაც ცალკეული მედია თუ ჟურნალისტი იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით. როცა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები არ იცვლება, ეს რაზე მეტყველებს?

 ანალოგიური შემთხვევა იყო თბილისში კანცელარიასთან, როდესაც კონცერტის გამართვა უნდოდათ აქციის ორგანიზატორებს და სცენა არ დაადგმევინეს, მაგრამ ეს ერთი ან ორი შემთხვევა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სისტემურ პრობლემაზე ვილაპარაკოთ. საბოლოო დასკვნების გამოტანა ადრეა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სერიოზული არგუმენტები იმის სათქმელად, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკაა და არა ერთეული გადაცდომა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

„ბათუმის კორპუსის“ ყოფილი თანამშრომლები

„სამსახურიდან, როგორც ბრძანებაში ეწერა, რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს,  სინამდვილეში ჩვენი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკური იყო, რადგან   21  მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“  აქციაზე ვიმყოფებოდით.  პარასკევს, 5 საათზე, დაგვიბარეს და მოგვაწერინეს რეორგანიზაციის  განცხადებაზე ხელი, თან გაგვაფრთხილეს, ვინც ხვალ აქციაზე წახვალთ, სამსახურიდან იქნებით გათავისუფლებულებიო,“- ამბობს ლაშა კილაბერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი აქციაზე არასამუშაო დღეს – შაბათს იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.

„ბათუმის კორპუსის“ ყოფილი თანამშრომლების თქმით, რეორგანიზაცია მხოლოდ მათ შეეხო: „ეს მაშინ, როცა რეორგანიზაციის შედეგად შტატები არა თუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლები  ქალაქის მერის დავალებით გაათავისუფლეს.

„ჩვენ, როგორც ვიცით, „ბათუმის კორპუსი“ აპირებს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, თუმცა ყველა ინსტანციაში ვაპირებთ ბრძოლას“.

სასპორტო სკოლას ირმა ნიჟარაძე უხელმძღვანელებს

ირმა ნიჟარაძე

 

17 ივლისს, გიორგი თავამაიშვილის მოადგილემ ვალერი ბერაძემ სასპორტო სკოლის ხელმძღვანელად ირმა ნიჟარაძე წარადგინა. მუხრაბ ვახტანგაზე ირმა ნიჟარაძეს სასპორტო სკოლის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს

ირმა ნიჟარაძე 1973 წლის 16 მარტს ქობულეთში, სოფელ ალამბარში დაიბადა. 2008 წლიდან სასპორტო სკოლაში სახეობათა კოორდინატორად მუშაობდა. პროფესიით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტია. დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია, 1995-1999 წლებში იმავე ინსტიტუტში სწავლობდა ასპირანტურაში და არის მეცნიერების კანდიდატი.

ირმა ნიჟარაძისთვის, როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, ამ თანამდებობაზე დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა: „პირველ რიგში, მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა მინდა გავაკეთო, მოვიწვიო კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც სემინარებს ჩაატარებენ. შემდეგ ალბათ ინვენტარს განვაახლებთ“.

რა ნიშნით დაინიშნა ირმა ნიჟარაძე სასპორტო სკოლის ხელმძღვანელად? გიორგი თავამაიშვილის თქმით, ის დიდი ხანი მუშაობს ამ დაწესებულებაში, იცნობს კოლექტივს და აქვს სამეცნიერო ხარისხი.




ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის ახალ სახლს ააშენებენ

 

 

ფოტო/ ბათუმის მერია

ახალი საცხოვრებელი სახლის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძემ და ბათუმის ვიცე მერმა, ბაგრატ მანველიძემ  მიიღეს მონაწილეობა.  

 

„საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 12 სართულიან შენობაში 73 ბინა განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ტერიტორიაზე კომპანიამ 789 კვ.მეტრზე განთავსებული 3 სახლის დემონტაჟი უკვე განახორციელა. ოჯახებზე გაცემულმა კომპესაციამ 127,500 დოლარი შეადგინა. ოჯახებს ახალ საცხოვრებელ სახლში საკუთრებაში სულ 1090 კვ.მ ფართი გადაეცემა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ.ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. 
პროექტის მიმართ ინტერესი ,,საქართველოს ბანკმა“ გამოიჩინა, რომელიც უკვე ფლობს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილებას. „საქართველოს ბანკსა“ და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

 

სახლის პროექტი

ფაბრიკის თანამშრომლები ვენტილატორებს ითხოვენ

 

 

 

როგორც ფაბრიკის თანამშრომელი გვეუბნება, მოთხოვნები ფაბრიკის ადმინისტრაციას   წერილობით წარუდგინეს, თუმცა  პასუხი არ მიუღიათ:

„დილიდან  ვდგავართ ფაბრიკის ეზოში  და პასუხს ველოდებით.  ადმინისტრატორმა გვითხრა, ჩვენი იურისტი ბათუმში არ არის და სანამ  არ ჩამოვა, პასუხს ვერ გაგცემთო“.

 

ფაბრიკის თანამშრომლები ვენტილატორების გარდა, გაცდენილი საათების ანაზღაურებასაც ითხოვენ.

 

სამკერვალო ფაბრიკაში სულ 150 თანამშრომელია დასაქმებული.  „ჩვენს გარეშე  ცეხს ვერ ამუშავებენ“ – ამბობს სოფო კიკნაძე.

   

ქობულეთში 22 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის.

 

„არ ვიცით ადგილობრივია თუ ტურისტი, უკვე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილობრივებმა სამაშველოს დაურეკეს და დახმარება ითხოვეს“ – აცხადებენ სამაშველო სამსახურში. 

 

ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს გამოიძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

ქობულეთის პლაჟი

სწრაფი ონლაინსესხების კომპანია MoneyMan.ge ბათუმშია!

 

ასე რომ, თუ ფული დაგაკლდათ, გააკეთეთ განაცხადი ონლაინ www.MoneyMan.ge-ზე ან გვეწვიეთ საზაფხულო თეატრთან 4-დან 10 საათამდე და ჩვენი პრომო გოგონები დაგეხმარებიან სასურველი თანხის მიღებაში.

 

ჩვენი მიზანია –  ონლაინ სესხების სერვისი მაქსიმალურად მოქნილი, გამჭვირვალე და კომფორტული გავხადოთ მომხმარებლებისთვის! ამიტომ, მანიმენი გთავაზობთ:

 

  • ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას! ხანრგლივი თანამშრომლობისას: თანხა და გადახდის ვადა იზრდება, საპროცენტო განაკვეთი კი მცირდება.

 

  • სწრაფ და მარტივ სესხს! თქვენ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით მიიღებთ სასურველ თანხას 15 წუთში.

 

  • კრედიტს დოკუმენტების შეგროვების გარეშე! კრედიტის გაფორმებისას თქვენ არ გჭირდებათ ქონების გირავნობისა და ხელფასის ცნობის წარდგენა.

 

  • საუკეთესო ბონუსურ სისტემას! თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბონუსური სისტემით და მაგალითად, ყოველ მოწვეულ მეგობარზე, რომელიც სესხს მანიმენში აიღებს 25 ლარის ბონუს ქულა მიიღოთ.

 

  • გადავადების შესაძლებლობას! ვერ ასწრებთ სესხის დაფარვას? არ ინერვიულოთ, მანიმენში თქვენ შეგიძლიათ სესხის გადავადება.

 

  • სესხის მიღებას ნებისმიერი მოწყობილობიდან! სასურველი თანხის მიღება შეგიძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობით.

 

საზაფხულოდ, ჩვენს ახალ მომხმარებლებს განსაკუთრებულ კონკურსსაც ვთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ 2 კაციანი საგზური მოიგოთ და საზაფხულო თავგადასავლი საყვარელ ადამიანთან ერთად თურქეთში განაგრძოთ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.MoneyMan.ge ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე +995 322 470017

 

ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე! დაზოგეთ დრო, ენერგია და დატკბით საზაფხულო თავგადასავლით!

 

მანიმენის პრომოაქცია ბათუმში
მანიმენის პრომოაქცია ბათუმში

 

 

6 აგვისტოს ბათუმის ეზოს ამბები იწყება

 

 

პროექტი მეოთხე წელია იმართება და ის ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშველოვანი ნაწილი გახდა.  ბათუმის ყოველწლიურ  უჩვეულო ქუჩის გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე მულტიმედია არტისტები მონაწილეობენ, ისინი თავს  ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე იყრიან და „ბათუმის ეზოს ამბებს“  ეზოს მცხოვრებლებთან ერთად გვიყვებიან. 

 

 

ფესტივალში მონაწილე არტისტების ნამუშევრების ინსპირაცია ეზოს მაცხოვრებელების საინტერესო პერსონალური ისტორიები, ოჯახებში არსებული ფოტო-მასალები, საყოფაცხოვრებო საგნები, ეზოს ურბანულ გარემო ან ყოველდღიური ცხოვრება ხდება, რომელსაც ბათუმელი, თბილისელი და უცხოელი  მულტიმედია არტისტები სხვადასხვა  გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებით გვაჩვენებენ.

 

წელს ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და „ბათუმის ეზოს ამბებში“ 14 არტისტი მონაწილეობს. არტისტები კონკურსის მეშვეობით შეირჩა.

 

 

წელს, „ბათუმის ეზოს ამბები“ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ეზოს მაცხოვრებლების საინტერესო ისტორიებს გაგაცნობთ. არტისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ისინი 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ და  ჯგუფური ან ინდივიდუალურ ნამუშევრებს შექმნიან. ახალი ისტორიები  და საინტერესო ნამუშევრები ძველ ბათუმში, ღია ცის ქვეშ, 6-დან 8 აგვისტოს ჩათვლით  გამოიფინება.

 

 

„ბათუმის ეზოს ამბები“  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანასებით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება, მას უკვე ტრადიციული სახე აქვს და ბათუმის არტ-ცხოვრებაში  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

 

 

არის თუ არა ბავშვთა უსაფრთხოება დაცული ახალ ბულვარში

 

 

ბათუმის ახალი ბულვარი

 

„ბავშვთა ატრაქციონებს, სადაც პლასტმასის თოჯინები დგას, ქვემოდან აქვს განათებები, რომელიც ძალიან ცხელია და ბავშვმა ხელი დაიწვა. შეიძლება მივმართოთ ბულვარის ადმინისტრაციას ან ზედამხედველობის სამსახურს, რომ გააკეთონ დამცავი,“- წერს მშობელი.

 

„ბათუმელები“ ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი მიიღო:

 

„ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს განათებები დამონტაჟებულია არა საბავშვო ატრაქციონებზე, არამედ პალმის ძირებში. ამიტომ მშობლებმა უნდა მიაქციონ პატარებს ყურადღება, რადგან, როგორც ჩანს, ბავშვი პალმის ძირებთან მივიდა და იქ დაადო ხელი,“- ამბობს „ბათუმის ბულვარის“ ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი.

 

ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ   ბულვარში  განათებებს ვერ გამოცვლიან.

 

„ცივი განათება რომ გააკეთო, მაშინ ერთ ფერში უნდა გაანათო ბულვარი, სხვადასახვა ფერს კი თავისი ეფექტი აქვს. ეს არის ღამის ნათება და ამას ვერ შევცლით. ამიტომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რომ ბავშვები ღამის განათებებთან არ მივიდნენ“.

 

ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ბავშვთა კუთხესთან მინიშნებები დაიდგმება.       

Exit mobile version