ალი და ნინოს ქანდაკება დემონტაჟის დროს დაზიანდა

„ბულვარის ადმინისტრაციის” ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი აცხადებს, რომ ძეგლს 2-3 ფრთა აქვს დაზიანებული და იგი ერთ კვირაში აღდგება. მამუკა ჟღენტის თქმით, ძეგლის ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება და იგი დღევანდელი ადგილსამყოფელიდან 50 მეტრში გადაინაცვლებს. 

 ქანდაკების ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  ქანდაკების ტექნიკური ნორმების დარღვევით დადგმამ გამოიწვია: “მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალის და ნინოს“, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა”.

ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 234 975 ლარი. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. 

 

 

 

რას ხედავენ ფოტოგრაფები ისტორიაში – ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები

ფესტივალი სხვადასხვა თემაზე შექმნილ შვიდ ფოტოპროექტს მოიცავს და მასზე წარმოდგენილია უკრაინელი, თურქი, ბელორუსი, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები. ყველა ფოტოგამოფენას თავისი კურატორი ჰყავს.

ფესტივალი გუშინ, 25 აგვისტოს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, პროექტ „ნდობის ზონით“ გაიხსნა. მისი კურატორი უკრაინელი ფოტოგრაფი ეკატერინა რადჩენკოა. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ოთხი უკრაინელი ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოფინეს, რომლის ნახვა მსურველებს 4 სექტემბრამდე შეუძლიათ. ფესტივალის საერთო თემას წარმოადგენს „ისტორია და მანიპულაცია“.

„აქ ოთხი საკითხია ნაჩვენები: პოლიტიკა, ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,ისტორია და რელიგია. ჩვენი აღქმები რაღაც სახის ნდობას ქმნის ამ საკითხების მიმართ. შევეცადე მეჩვენებინა ის მთავარი მომენტები, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და წარმომეჩინა ამ ოთხი პუნქტის კრიტიკა და ობიექტური ანალიზი. თემა წარმოიქმნა უკრაინაში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველას გვწამს რაღაცის. ხშირად ჩვენ საზოგადოებას, ისე როგორც ადგილია ცხოვრება, მსუბუქად, უბრალოდ სწამს ყველაფრის და არ აანალიზებს. ამის გამო ხშირად ჩნდება პრობლემები, გაუგებრობები ადამიანებსა და ხელისუფლებებს შორის. ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება სიტუაციის ანალიზი. ჩვენი ცხოვრება ათასობით ინფორმაციით ივსება. ინფორმაცია კარგავს შეტყობინების ფუნქციას და იძენს მანიპულაციის დამახასიათებელ ნიშნებს. ყოველდღე ჩვენ ვართ ამ ტალღის გავლენის ქვეშ“ – ამბობს კატერინა რადჩენკო.

ფესტივალის ფარგლებში კიდევ ექვსი გამოფენა გაიმართება: „მშვიდობით სამშობლო“, „ჯადოსნური გამოგონებები“, „სამკურნალო ტალახი“, „ტრეტიაკოვკა“, Eastreet – „ქუჩის ფოტები აღმოსავლეთ ევროპიდან“, თბილისის ფოტო ფესტივალი, „კაცი აკორდეონით“.

ასევე, 29 აგვისტომდე, ბათუმში, სხადასხვა ადგილას ყოველ საღამოს თბილისის ფოტოფესტივალის რჩეული ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

ფესტივალის „ოდესა // ბათუმი ფოტო დღეები“ პირველი ეტაპი 2015 წლის 3-10 აპრილს ოდესაში ჩატარდა. ამჯერად კი ბათუმში მეორე ეტაპი იმართება, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო ფესტივალი ”ოდესა // ბათუმი ფოტო დღეები” ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმიდან დაიწყო

 

”ნდობის ზონა”

კატერინა რადჩენკო, ფოტოგრაფი ”ნდობის ზონის კურატორი”

 

 

იხილეთ გამოფენების განრიგი:

26 აგვისტო

19:00 საათზე

„სამკურნალო ტალახი“, „ტრეტიაკოვკა“

უკრაინელი ფოტოგრაფების ჯგუფი „შილო“ (ვლადისლავ კრასნოშჩეკი, სერგი ლებედინსკი, ვადიმ ტრიკოზი)

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენა გაგრძელდეა 6 სექტემბრამდე

21:00 საათზე

თბილისი ფოტო ღამეების პერზენტაცია

ორგანიზატორები: თბილისის ფოტო ფესტივალი, ნესტან ნიჟარაძე გურამ წიბახაშვილი

„ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების

ადგილმდებარეობა: საოცრებათა პარკი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

27 აგვისტო

19:00 საათზე

„ჯადოსნური გამოგონებები“

კურატორი – ბერალ მადრა (თურქეთი, სტამბული)

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენა გაგრძელდეა 20 სექტემბრამდე, ნახვის საათებია ორშაბათის გამოკლებით 11:00-18:00

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების ჩვენება

ადგილმდებარეობა: საოცრებათა პარკი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

28 აგვისტო

19:00 საათზე

Eastreet – „ქუჩის ფოტები აღმოსავლეთ ევროპიდან“ (ლუბლინი პოლონეთი)

კურატორები: ალექსანდრე ბოჩენეკი და გრეგორ ოსტრეგა

გამოფენა გაგრძელდება 6 სექტემბრამდე

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების ჩვენება

ადგილმდებარეობა: კაფე-ბარი „Sector 31“

29 აგვისტო

19:00 საათზე

„მშვიდობით სამშობლო“

ავტორი: ანდრეი ლიანკევიჩი (მინსკი, ბელორუსია)

გამოფენა გაგრძელდება 4 სექტემბრამდე, ნახვის საათებია ორშაბათის გარდა 12:00-18:00

ადგილმდებარეობა: ბათუმის ხელოვნების მუზეუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა #8

21:30 საათზე

ღამის ჩვენება

ორგანიზატორი – თბილისის ფოტო ფესტივალი

თბილისი ფოტოღამეების საუკეთესო სლაიდშოუების ჩვენება

ადგილმდებარეობა: კაფე-ბარი „Sector 31“

30 აგვისტო

18:00 საათზე

თბილისის ფოტო ფესტივალის პრეზენტაცია

საჯარო ლექცია / სლაიდ შოუ თემაზე: თბილისი ფოტო ფესტივალი, როგორც რეგიონული კულტურის ცვლილების პლატფორმა 2010 წლიდან დღემდე“

ორგანიზატორები: ნესტან ნიჟარაძე და გურამ წიბახაშვილი

ადგილმდებარეობა: „ხელოვნების თავისუფალი სივრცე“, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

19:00 საათზე

ფოტოგამოფენა: „კაცი აკორდეონით“ (საქართველო)

გამოფენა გაგრძელდება 4 სექტემბრამდე, სახვის საათებია შაბათ-კვირის გარდა 12:00-18:00

ადგილმდებარეობა: TBC Gallery, ზუბალაშვილის ქუჩა #37

21:00 საათზე

ფესტივალის „ოდესა // ბათუმი ფოტო დღეების“ დახურვა

ადგილმდებარეობა: კაფე-ბარი „Sector 31“

ანგისის დასახლება წვიმის შემდეგ

გუშინდელი წვიმის შემდეგ ანგისის დასახლებაში სახლები დაიტბორა, მოსახლეობას ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდა. ადგილობრივების თქმით მათ სახლებში წყალი ყოველი ძლიერი წვიმის დროს შედის და ამის თაობაზე ბათუმის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა მერიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლას და ზარალის აღწერას ითხოვს.  

 

 

 

 

 

 

“ლარი როგორც მსხვერპლი “ , ანუ რატომ გაუფასურდა ტურისტულ სეზონზე ეროვნული ვალუტა


ქეთი კრიალაშვილი
ქეთი კრიალაშვილი

ქალბატონო ქეთი, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობა ტურისტულ სეზონზე აკეთებდა გათვლას, სეზონის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა. მთავრობის მოლოდინი არ გამართლდა. რატომ?

ვალუტის კურსზე არამარტო ტურიზმი, არამედ  გარკვეული ეკონომიკური პროცესები ახდენს ზეგავლენას – ექსპორტი, იმპორტი და ასე შემდეგ. თუმცა, ჩვენ ამ ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც უნდა დაფიქსირებულიყო ლარის კურსთან მიმართებაში. შედეგად ჩნდება ეჭვი, რომ აქ იკვეთება გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რაზეც ჩვენთვის ცნობილი არ არის.

 

შესაძლებელია სწორედ გავლენიანი ვიწრო ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე უფასურდება ლარის კურსი და მასთან მიმართებაში ეკონომიკური პროცესები თითქმის აღარაფერ შუაში არ არის. ის, რასაც შეიძლებოდა გაემყარებინა ლარი, ანუ მოლოდინი ტურიზმთან მიმართებაში, ვერ სრულდება. თუ რა დაემართება ლარის კურსს ხვალ და ზეგ, ამის თქმა ჩვენ სწორედ იმიტომ არ შეგვიძლია, რომ გათვლები აბსოლუტურად სხვა შეიძლება ყოფილიყო და შედეგები არ გვაქვს შესაბამისი.

 

 

 მაინც ვის მიმართ ჩნდება ეჭვი, შეგიძლიათ დააკონრეტოთ?

 ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია რამდენიმე კერძო ბანკის მოგებაზე, რომლებსაც გაცემული ჰქონდათ სესხები დოლარში. ეროვნულ ბანკს ჰქონდა უფლება და ვალდებულიც იყო გაემკაცრებინა პოლიტიკა, კერძო ბანკები შეეზღუდა ლარებში სესხების გაცემისგან. მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა. დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ლარი მყარდებოდა, ეროვნულმა ბანკმა ისევ გააფუჭა კურსი. ამასთან დაკავშირებით ეკონომისტებმა გამოთქვეს საყვედური ეროვნული ბანკის მიმართ. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი  ეროვნული ბანკი არ იქცევა ისე, რომ შედეგად ლარის კურსი დასტაბილურდეს. ის ჩაერია უხეშად და ლარის კურსი გააუფასურა.

ერთადერთი, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, ეს არის შეწყვიტოს ლარის მიწოდება ბაზარზე. იგივე დამოკიდებულება იყო `ქამრების შემოჭერის პოლიტიკის~ დროს _ ხარჯების შემცირება, ლარის მასის ბაზრზე შეზღუდვა. ამ შემთხვევაში ეს იქნება მთავრობის მხრიდან ყველაზე გამართლებული. ფულის მასის შემცირების შემთხვევაში ლარს მეტნაკლებად დავასტაბილურებთ. ზოგადად, ჩვენ არ გვაქვს მცურავი ვალუტა, ჩვენ გვაქვს მართვადი მცურავი ვალუტა. ეს მართვადი მცურავი ვალუტა, სამწუხაროდ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის არაკოორდინირებული მუშაობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

 

 

 ეროვნული ბანკის კრიტიკას დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ  და ამბობენ, რომ ეს ინფლაციის მოლოდინს ზრდის მოსახლეობაში ეს რამდენად რეალურია?

 ეროვნული ბანკი დუმდა, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო. ეროვნულ ბანკს არ გაუვრცელებია საკმარისი ინფორმაცია, თუ რას და როგორ აპირებდა, რომ მოსახლეობას ან ექსპერტებს ჰქონოდათ გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება. დღემდე ხდება ისე, რომ მისი მომავალი გეგმები _ თუ რას აპირებს და როგორ, არ არის ცნობილი. საზოგადოების, ექსპერტების და მთავრობის დამოკიდებულება ეროვნული ბანკის მიმართ არის სამართლიანი, რადგან მათი ქმედებები და მომავალი გეგმები არ არის საჯარო. სწორედ ეროვნულ ბანკს ევალება ვალუტაზე მოახდინოს ზეგავლენა და ის, სამწუხაროდ, პირიქით აკეთებს. ბოლო პერიოდი სწორედ ამაზე მიუთითებს. პოლიტიკური დაპირისპირებაც მატულობს, რასაც ვერ დავაბრალებთ ლარის გაუფასურებას.

 

 

 ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, პარალელურად მოსახლეობას ლარში სესხებიც გაუძვირდა, უნდა ველოდოთ სოციალური ფონის უფრო დამძიმებას?

 გაუძვირებდა, რადგან დოლარში სესხების მოცულობა საკმაოდ დიდი იყო ჩვენს მოსახლეობაში. შესაბამისად, ამით კერძო ბანკებმა დიდი მოგება მიიღეს, მოსახლეობას გაეზარდა სესხები. ჩვენ არ ვიცით ხვალ და ზეგ რა დაემართება ლარს, სავარაუდოდ სესხები ისევ გაძვირდება. შეიძლება მოსახლეობა შეკრთეს და აიღოს სესხი ისევ უცხოურ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელია. მე მაინც ვურჩევდი მოსახლეობას, რომ სესხი აიღოს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი, თუნდაც პროცენტი იყოს უფრო მეტი.

ამავდროულად, დოლარის გამყარების ტენდენცია საერთაშორისო მასშტაბითაც ფიქსირდება. პარალელურად იყო საბერძნეთის კრიზისი, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, _ გზავნილების რაოდენობა შემცირდა. რუსეთშიც გაუფასურდა რუბლი და აქედანაც შემცირდა გზავნილები. ეს არის ეკონომიკური ასპექტები, რაზეც შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გაკეთება, მაგრამ ლარი გაცილებით მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამ ფაქტორებს შეეძლო მოეხდინა ზეგავლენა. შესაბამისად, ჭირს დასკვნების გაკეთება – ხვალ და ზეგ როგორ იქნება ლარის კურსი.

 

 

 პრემიერმა თქვა, რომ მოსახლეობა და ინვესტორები დოლარს ინახავენ, რაც პრობლემააო…

მოსახლეობა და ინვესტორები ინახავენ დოლარს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ დოლარი უფრო გამყარდება. შესაბამისად, არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში ისინი ვერ თვლიან, სად შეიძლება მოახდინონ ინვესტირება. დღეს არამყარი, არასტაბილური და არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო გვაქვს, შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ეჭვის საფუძველი. ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ დოლარის შენახვა უფრო მეტად მომგებიანი იქნება, ვიდრე მისი ბიზნესში დაბანდება, რადგან იმ შედეგს ვერ მიიღებს, რასაც დოლარის შენახვით. დოლარის გამყარება უფრო მეტ პროცენტულ მოგებას იძლევა საბოლოო ჯამში, ვიდრე დღეს ბიზნესში ფულის ჩადება. არასტაბილურობის განცდა და მოლოდინი იმისა, რომ ხვალ რა იქნება არ ვიცით – ეს გამართლებული შიშია. ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოტივაცია უნდა მივცეთ ბიზნესმენებს, რომ ეკონომიკაში ფული ჩადონ. უნდა გაკეთდეს მასტიმულირებელი პროგრამები, რომლებიც აიძულებს მათ დოლარი ჩადონ ეკონომიკაში. პრემიერი ალბათ ემყარება კვლევებს, თუმცა მოსახლეობისა და ბიზნესმენების მხრიდან არის აბსოლიტურად გამართლებული შიში იმ ბიზნესკლიმატის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

 

 

 პრემიერი ამბობს ასევე, რომ ექსპერტების დასკვნას ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ ლარი აღარ გაუფასურდება. აქვს პრემიერს ამის თქმის საფუძველი?

პრემიერი იმასაც ამბობს, რომ გარკვეულწილად ბიზნესი არ მუშაობს. ბიზნესის მუშაობა საჭიროა, რადგან დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩვენ გვქონდა სოციალურ ეკონომიკური სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ეკონომკური ზრდან გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე შარშან გვქონდა და დღეს გვაქვს. შესაბამისად, ის გათვლები, რომ ვალუტა უნდა ყოფილიყო გაცილებით მყარი, ვერ სრულდება და არ სრულდება. პრემიერი ამბობს და კარგი იქნება თუ მეტად აღარ გაუფასურდება ლარი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უნდა გვითხრას ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ამას არ ამბობს და მისი ქმედებები არის შიგადაშიგ საპირისპირო. ეს არის შიდა დაპირისპირება, პლუს საერთაშორისო დონეზე დოლარის გამყარების შედეგი.

 

რამდენად მოსალოდნელია სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება?

 სოციალური ფონი დამძიმდა, საარსებო მინიმუმი გაგვეზარდა. თუ არ ვცდები 175 ლარზეა საუბარი, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტი როგორ ითვლის საარსებო მინიმუმს, ეს ჩემთვის საეჭვოა. როცა გამოვითხოვე ინფორმაცია დეპარტამენტიდან,  აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროდუქციაზე ისინი არ აწარმოებენ კვლევას. შესაბამისად, საარსებო მინიმუმი უფრო მეტია, ვიდრე პენსია, რომელიც სექტემბრიდან იქნება.

ბიზნესიდეები – რას სთავაზობს გლეხებს სახელმწიფო და კერძო სექტორი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანაძეებში მცხოვრებ გენადი ვანაძეს სურს მცირე ბიზნესი მოცვის გადამუშავებით დაიწყოს. იგი ამბობს, რომ ექსპერიმენტის სახით მცირე ბიზნესს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით წლების განმავლობაში ეწეოდა.

„საქონლის ხორცის რეალიზაციას ვეწეოდი: ზაფხულში ახალციხეში საქონელს იაფად ვყიდულობდი, გადმომყავდა ხულოში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვკვებავდი და ზამთარში გაცილებით ძვირად ვყიდდი. 3-4 თვის განმავლობაში გამოკვებილი ათი სული საქონელი მინიმუმ 4 000 ლარს მიტოვებდა. გარდა ამისა, ვიბარებდი კაკალს. ამითაც კმაყოფილი ვიყავი. არ არსებობს ისეთი რამ, რაც მოგებას არ დაგიტოვებს, თუმცა მცირე ბიზნესის წარმება სოფლად მომგებიანი მხოლოდ მაშინაა, თუ ბიზნესს საკუთარი თანხით წაამოიწყებ და არა ბანკიდან გამოტანილი სესხით. ბანკთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა სარგებელი ვერ ვნახე და ამ გზით ბიზნესის წარმოებაზე უარი ვთქვი, რადგან ჩემი მოგება სესხს მიჰქონდა და მე მხოლოდ შრომა მრჩებოდა. მაგალითად, რომ მქონდეს ხილის საშრობი, რომელიც დღის განმავლობაში 150 კილოგრამ პროდუქციას გადაამუშავებს, ადგილზე მოცვს მივიღებ, გადავამუშავებ და გავყიდი. ტყის მოცვის რეალიზაციის პობლემა არ შემექმნება და ოჯახის რჩენასაც თავისუფლად შევძლებ. ბიზნესიდეები ბევრი მაქვს, თუმცა მთავარი მაინც დაფინასებაა. ვფიქრობ, განაცხადს აუცილებლად შევიტან“, – ამბობს გენადი, რომელმაც იცის სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – შესახებ.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

სოფელ ღორჯომში მცხოვრები ნური ირემაძე კი ამბობს, რომ იგივე პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„თუ ასე იქნება, კარგია. მაგალითად, აქ, ჩვენთან, ხელსაყრელია კარტოფილის წარმოება. ჩემი ოჯახი მესაქონლეობას ეწევა, საქონლის გამოსაკვებად ხუთ ჰექტარზე თივა მომყავს, მაგრამ თუ იქნება სახელმწიფოსგან ფინანსური ხელშეწყობა, რითაც კარტოფილის მოსაყვანად შესაბამის ტექნიკას შევიძენ, თივის მოგროვებაზე აღარ ვიშრომებ, კარტოფილს მოვიყვან“, – ამბობს ნური.

ნურის მეზობლად მცხოვრები ბიჭიკო ირემაძის აზრით, უკეთესია სახელმწიფომ ერთ სოფელში დიდი პროექტი განახორციელოს, რითაც სარგებელს სოფლის მოსახლეობა მიიღებს: „ჩემი ოჯახი და მთლიანად სოფელ ღორჯომში მცხოვრები მოსახლეობა მესაქონლეობას ეწევა. ჩვენთვის მომგებიანი იქნება თუ სოფელში გაიხსნება რძის გადმამუშავებელი საწარმო, ან შევიძენთ სპეციალურ ავტომობილს, რითაც სოფლიდან ბათუმამდე რძის გადატანას შევძლებთ. შარშან ზაფხულში ლიტრა რძეს 80 თეთრად ვაბარებდით, ყოველდღიურად ავტომობილი ამოდიოდა და დღის განმავლობაში ორ ტონამდე რძე მიჰქონდა სოფლიდან. წელს აღარავინ დაინტერესებულა, საკუთარი ძალებით კი ვერ გადაგვაქვს რძე ბათუმში გასაყიდად, რადგან შორია მანძილი“.

„თანადაფინასებასა და გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობდი, თუმცა კარგი იქნება სათბური რომ შევიძინო. აქ, ჩვენს პირობებში, მომგებიანია სასათბურე მეურნეობის წარმოება. თუ სათბურში მინიმუმ 150 ძირ პომიდორს გამოვიყვან, პურის ფული მაინც მექნება“, – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებში მცხოვრები ნიაზ დიასამიძე.
მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო ინიციატივას სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო აფინასებს. პროგრამის ფარგლებში მეწარმემ საკუთარი ბიზნესიდეა უნდა წარუდგინოს სააგენტოს დასაფინასებლად. სააგენტო ერთ მეწარმეს 5 000, ორი მეწარმის (ამხანაგობას) 10 000, სამის კი 15 000 ლარით დააფინასებს. თანადაფინასების მისაღებად მეწარმემ თანადაფინასების თანხის მინიმუმ 20% ინვესტიცია უნდა განახორციელოს ბიზნესიდეაში. თანადაფინასების მოპოვება და ბიზნესიდეის განხორციელება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრწულწლოვან მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე, სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი.

კომპანია „ჯი ემ სი ჯი“-ს დირექტორი და პროექტის კოორდინატორი აჭარაში, მაია შიშნიაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაფინასების მოსაპოვებლად განაცხადები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შევიდა.

„ნებისმიერ მეწარმეს შეუძლი ჩაერთოს პროგრამაში თუ ის არ ეწინააღმდეგება მცირე და მიკრო მეწარმეობის სტატუსით განსაზღვრულ საქმიანობას. პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში აჭარაში განაცხადის მიღება 29 ივნისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გრძელდებოდა. მოსახლეობის დაინტერესება და აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, იქედან გამომდინარე, რომ პროგრამა ბიზნესსექტორს არ ზღუდავს, საკმაოდ მრავალფეროვანი იდეები შემოვიდა. არის როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე პროდუქტის წარმოებასა და ტურიზთან დაკავშირებული ბიზნესიდეები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ერთნაირი ოდენობის განაცხადი შემოდის, ვერც ამ მხრივ გამოვყოფ ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს. განაცხადების რაოდენობა ამ ეტაპზე არ არის დათვლილი, თუმცა ბოლო პერიოდში განცხადებების შემოსვლის ტემპი გაიზარდა“, – ამბობს მაია შაშნიაშვილი.

პროექტის კოორდინატორის თქმით, ბიზნესიდეების დაფინასება ოქტომბერში დაიწყება. თანადაფინასების მოსაპოვებლად შესულ განცხადებებს კი სპეციალური კომისია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმით შეაფასებს.

„ბიზნესიდეების შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია რამდენად სიცოცხლისუნარიანია იდეა. შეფასების პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე პროცესი, საუკეთესო წინადადებების ავტორებს ჩუტარდებათ ტრენიგი ბიზნესგეგმის მოსამზადებად, ბიზნესგეგმასაც კომისია შეაფასებს, გამარჯვებულები კი პროგრამის მონაწილეები გახდებიან.
იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მეწარმემ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანოს, არ არის საჭირო მეწარმე რეგისტრირებული სუბიექტი იყოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი ბიზნესიდეების კონკურსში გაიმარჯვებს და მასთან ხელშეკრულება დაიდება, აუცილებელია მან მეწარმის სტატუსი მოიპოვოს. ხელშეკრულებით ბენეფიციარს ვალდებულება ექნება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინასება მიზნობრივად გამოიყენოს. რაც შეეხება დაფინანსების მონიტორინგს, ჩვენი ორგანიზაცია ვალდებულია ბენეფიციარს დაეხმაროს კონსულტაციებითა და ტრენინგებით – ჩაატაროს პერიოდული მონიტორინგი. მონიტორინგის დროს ორგანიზაციის თანამშრომლები დააკვირდებიან დაფინანსებული მეწარმეების საქმიანობას, მიღებული თანადაფინანსების მიზნობრივ ხარჯვას. თანადაფინანსების არამიზნობრივად გამოყენება ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ბიზნესიდეების ნაირსახეობა შეზღუდული არ არის, თუმცა პროგრამის მოცულობა განსაზღვრულია. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ბიზნესგეგმები და მათი ავტორები მიიღებენ თანადაფინანსებას“, – ამბობს მაია შაშნიაშვილი.

სახელმწიფოს გარდა, „შუახევისა და ხულოს ათი სოფლის მოსახლეობის გაძლიერების პროგრამა“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორობით სამი თვის წინ დაიწყო. საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის სამიზნე ჯგუფი ამ ორი მუნიციპალიტეტეტის ათი სოფლის მოსახლეობაა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, გენო გელაძის თქმით, პროგრამაში ჩართულობის მიზნით 88 განაცხადია წარმოდგენილი და აქედან საშუალოდ 22-24 პროექტი დაფინანსდება.

გენო გელაძე: „პროგრამის ფარგლებში მარტივი განაცხადის ფორმებია შემუშავებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეუზღუდავია საქმიანობის სფერო. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით დაინტერესებულ ოჯახებს იდეის დამუშავებაში, სწორი გათვლების გაკეთებაში. ბიუჯეტი დამოკიდებულია კონკრეტული იდეის მასშტაბზე, ჩართული ოჯახების რაოდენობასა და მოსალოდნელ შედეგებზე. პროექტების ბიუჯეტებიც რადიკალურად განსხვავებულია. ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 22 000 ლარია, ხოლო მინიმალური – 300 ლარი.

პროგრამით მოსახლეობის დაინტერესება მაღალია, რასაც ჩემი აზრით განაპირობებს სამი მთავარი ფაქტორი: მოსახლოება არ არის შეზღუდული იდეებში, არ ვთხოვთ რთულ ბიზნესპროექტებს და ვაფასებთ ობიექტურად.

ჩვენი დაფინანსებული პროექტები ძალიან მრავალფეროვანია: საცხობი, კაფე, ხელოსანთა ჯგუფი, თევზის აუზი, მეფრინველეობა, წისქვილი, ხელსაქმე, მეფუტკრეობა… მთავარია, იყოს კარგი იდეა, სწორი გათვლა და მაღალი მოტივაცია, ჩვენი მუშაობის სტილია მაქსიმალური ობიექტურობის დაცვა, დაფინანსებით დაინტერესებული პირების თანაბარ პირობებში ჩაყენება და რაც მთავარია, დაფინანების შემდგომ საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერა“.


მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ენერგოპრო: გორგილაძის და ჭავჭავაძის ქუჩებზე შუქი მალე მოვა

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ ქუჩებზე ელექტროენერგია მალე ჩაირთვება, ძლიერი წვიმის შემდეგ დაზიანებებზე „ენერგო-პროს“ თანამშრომლები მუშაობენ.  

ელექტროენერგია გუშინ, 25 აგვისტოს ბათუმის რამდენიმე უბანში გაითიშა, ენერგოკომპანიაში მიზეზად ძლიერ წვიმას ასახელებენ. 

დატბორილი ქალაქი [ფოტო]

 

დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო
დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო

 

დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო
დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო

 

დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო
დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო

 

დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო
დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო

 

დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო
დატბორილი ბათუმი. სერა ძნელაძის ფოტო

 

ბათუმში სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

 

ბათუმი,25 აგვისტო/ირინა ყურუას ფოტო

მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვისაც [01:43 საათი] მუშაობენ სრული შემადგენლობით. აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურს მაშველები  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც ეხმარებიან. 

 

უწყების ცნობით, ბათუმში რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

 

4-ბალიანი შტორმი, დატბორილი ქუჩები და საგანგებო შტაბი მერიაში


“დღეს შეგვექმნა რთული მდგომარეობა, დღის ბოლოს ნალექის რაოდენობა უხვი მოცულობით მოვიდა, ხახული-მეჯინის წყალი ამ ეტაპზე უკვე 80 პროცენტითაა გაწმენდილი. მიუხედავად 4 ბალიანი შტორმისა, ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ეგრეთწოდებული არდაგანის არხები ყველა მოქმედია და გახსნილი, არხების გადინებით პრობლემა არ დგას, მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.



ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძე და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, ეს არის მაიაკოვსკის ქუჩის ბოლო მანთაშევის გადასავლელამდე. სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ ელექტროენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად. დავიწყებთ ყველგან ამოტუმბვით სამუშაოებს.ჩვენს ხელთარსებული ტექნიკა რაც გაგვაჩნია, ამ ეტაპზე საკმარისია, საჭიროიების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჟიც ჩამოვლენ. ძირითადი პრობლება ჭაობის დასახლებაშია, სადაც ახლა კეთდება სანიაღვრე სარეაბილიტაციო სამუშაოები.”

დატბორილი ქუჩები ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

 

“ნახევარი საათის წინ მოვედი სახლში. დემეტრე თავდადებულის ქუჩა ვერ გადმოვკვეთე ბაგრატიონიდან, იმიტომ რომ მოსახლეობას საკუთარი ძალებით ჰქონდა გზა გადაკეტილი. მანქანების მოძრაობის გამო სახლებში წყალი არ შესულიყო. ბაგრატიონზე სახლების ეზოები დაიტბორა,” – უთხრა “ბათუმელებს” ლუკა ასათიანის ქუჩის მცხოვრებმა სალომე გეგეშიძემ.  

 

 

სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, „ბათუმში წვიმის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“. დატბორილია ქუჩები და ავტომანქანები. პრესცენტრის ცნობით, სამაშველოს  20 ეკიპაჟი უკვე გამოვიდა თბილისიდან, ასევე ეკიპაჟები ბათუმისკენ მოდის სამეგრელოდან და ქუთაისიდან. 

 

დატბორილი რუსთაველის ქუჩა ბათუმი 25|08|2015

 

ვაჟა-ფშაველას და რუსთაველის ქუჩის კუთხე ბათუმი 25|08|2015

 

დავით კლდიაშვილის ქუჩა ბათუმი 25|08|2015

ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

არის თუ არა ძლიერი წვიმა დაზიანების მიზეზი ჯერ უცნობია. თუ რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ამ დროისთვის ელექტროენერგია ენერგო პრო ჯორჯოაში ინფორმაცია არ აქვთ.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით ელექტრო ენერგია ამ წუთებში არ მიეწოდება ე.წ პივზაოდის დასახლებას და ძველი ბათუმის ნაწილს.

ბათუმის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე – 27 26 26.

 

შსს: მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

 

პრესცენტრის ცნობით, „მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელზეც იკვეთება შს სამინისტროს ეთიკის კოდექსის დარღვევის მომენტები, ანუ ეთიკის კოდექსის თანახმად პოლიციელს ეკრძალება უნიფორმაში ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარების ადგილზე ყოფნა, შს სამინისტროს გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო“.

ბათუმი დაიტბორა

 

 

ტატო ცეცხლაძის ფოტო
ტატო ცეცხლაძის ფოტო

პრესცენტრის ცნობით, ამ წუთებში საგანგებო შტაბია ბათუმში შეკრებილი და უფრო კონკრეტული ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბათუმში ამ წუთებშიც კოკისპირულად წვიმს. ბათუმის მერიის პრესცენტრის ცნობით, მერიაში ყველა სამსახურის ტანამშრომელი გამოძახებულია ძლიერი წვიმის გამო.

 

გუშინ წყალდიდობა მოხდა მეზობელ თურქეთში, ართვინის დაბა ხოფასა და დაბა არხავიში  სტიქიამ ადამიანებიც იმსხვერპლა.

ედრიენ ბელიუს კონცერტი 26 აგვისტოსთვის გადაიდო

 

ჰიტ ბათუმის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკა ჯოჯუას ინფორმაციით, ედრიენ ბელიუს თაყვანისმცემლები ხვალ, 8 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში მოუსმენენ.

 

 

 

არის თუ არა კანონდარღვევა, როცა პოლიციელები უნიფორმაში ალკოჰოლს იღებენ

 

გიორგი ხიმშიაშვილი
გიორგი ხიმშიაშვილი

გიორგი, არღვევენ თუ არა ფოტოზე გამოსახული პოლიციელები კანონს?


ფოტოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისციპლინურ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან პოლიციის მოქმედი ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ქცევის იმ სტანდარტს, რომელიც უნდა დაიცვას პოლიციელმა და ეს შემთხვევა, როცა უნიფორმაში მყოფი პოლიციელი იღებს ალკოჰოლს, შეიძლება განვიხლოთ, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, დარღვევა იმ პასუხისმგებლობის, რაც პოლიციელს დაკისრებული აქვს ეთიკის კოდექსის თანახმად.

 

ფოტოზე ჩანს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პოლიციელიც. ეთიკის კოდექსში რამე განსხვავებული ჩანაწერი თუ არის იარაღთან მიმართებაში?

 

კანონმდებელი არ განსაზღვრავს პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. არსებობს ზოგადი წესი, როგორ უნდა იყოს შენახული ან ტანზე დამაგრებული ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელის საქმიანობის დროს. არსებობს ზოგადი ჩანაწერი ეთიკის კოდექსში, როდესაც უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამ შემთხვევაში განხილულია ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ან გასართობი ობიექტები, ალკოჰოლური სასმელის მოხმარება. 

 

მე, პირადად, პლაჟზე ვნახე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მან იარაღი შეინახა თანმხლები პირის ჩანთაში და ზღვაში ჩავიდა. მხოლოდ და მხოლოდ ვვარაუდობ, რომ ის ამ შემთხვევაშიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი იყო. არის სხვა შემთხვევებიც, როცა, მაგალითად, იგივე პროკურორებს, ტანზე ღიად აქვთ იარაღი დამაგრებული, მათ შორის სასამართლოს ჰოლშიც. აღიქმება თუ არა ეს, როგორც არასათანადო გარემოში იარაღის ტარების ტენდენციის დამკვიდრება?

 

პოლიციელის ეთიკის კოდექსით სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციელისთვის დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის. შესაძლებელია, პოლიციელი არასამსახურებრივ პირობებში იყოს გარკვეულ დავალებაზე მივლინებული, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენ ადგილზე დამაგრება ან საზოგადოების თვალში მოსახვედრად მისი გამოჩენა, დაუშვებელია. ეთიკის კოდექსის თანახმად ესეც განიხილება, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, რაც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს.

 

შეარაღებული პოლიციელი ღვინის ჭიქით ხელში – მსგავსი ფოტოების ტირაჟირება არის თუ არა პოლიციელების მხრიდან იარაღით პოზირება და, ზოგადად, ხომ არ წაახალისებს ეს მსგავს ქცევებს?

 

ნებისმიერი დისციპლნური გადაცდომა არის ინდივიდუალურად შესასწავლი და შესაფასებელი, ამიტომ ასე გადაჭრით თქმა, რომ ერთი პოლიციელის ქმედება უბიძგებს სხვა პოლიციელებს ნეგატიური ქცევისკენ, არ შეიძლება. მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეულმა პოლიციელმა იცოდეს მასზე დაკისრებული მოვალეობების ზუსტი განმარტება, რაც არის განსაზღვრული კანონით, კანონქვემდებარე აქტებით ან ეთიკის კოდექსით.

 

ვინაიდან ეთიკის კოდექსი პოლიციელებისთვის შიდა მოხმარების დოკუმენტია, პოლიციელები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ კოდექსის მოთხოვნებს, თითოეულ პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის საქმიანობას სამსახურებრივ ვითარებაში. შესაბამისად, თითოეული ამ ვალდებულების შესრულება მიზნად ისახავს პოლიციელსა და საზოგადოებას შორის ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, პოლიციელის მანდატის მიმართ საზოგადოებრივი ნდობისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.

 

როდესაც თითოეულ მსგავსი ტიპის გადაცდომასთან გვექნება საქმე – პოლიციელის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რა თქმა უნდა, შემდგომ საზოგადოებას გაუჩნდება ნიჰილიზმი კანონის მიმართ, საზოგადოების ქცევა აღარ იქნება კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. პირველ რიგში ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიციელი იყოს მისაბაძი საზოგადოებისთვის სამსახურებრივადაც და არასამსახურებრივადაც, რამაც შემდგომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში მართლწესრიგის დამკვიდრებას, თითოეული ადამიანის კანონისადმი პატივისცემას. 

 

 

მთავრობის ადმინისტრაცია მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრა

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით მოწყობილი შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საჯარო მოხელეებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის მონაწილეებს ადამიანთა უფლებებზე  სპეციალურად მომზადებული ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა დაურიგეს.

 

„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რა კითხვაც მქონდა დავსვი და ამომწურავი პასუხიც მივიღე, რაც შეეხება უფლებების დარღვევას შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ჰესების მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და უცხოელ მუშახელს განსხვავებული, ორმაგი ანაზღაურება აქვს. მოსახლეობა ამ პრობლემით ჩვენ მოგვმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, გარდა აღნიშნულისა უფლებები იმ კუთხით ირღვევა, რომ სამუშაო გრაფიკი საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და გაცილებით მეტ დროს მოიცავს“, – აცხადებს  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ  ზოიძე.

 

ნატალია ჯალიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანთა უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი: „მაღალმთიანი აჭარა არის მეხუთე რეგიონი, სადაც შეხვედრა გავმართეთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და ჩავინიშნეთ. დღევანდელი შეხვედრა იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანთა უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს უამღლესი კომისიის ოფისისთან ერთად ახორციელებს. ეს გახლავთ, პირველ რიგში, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით, რაც გულისხმობს რეგიონებში ცნობიერების კამპანიის ჩატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ასევე ინფორმაციის მიწოდება  ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და არსებული მექანიზმების შესახებ“.

 

ნატალია ცისკარიშვილის განცხადებით, ის, რაც დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემად დაისვა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო იმუშავებს: „გარწმუნებთ, ეს პრობლემები იქნება გაზიარებული სრულად, ეს ის პრობლემებია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა რეგიონებშიც“.

 

 

6 ფოტო, სადაც ფორმიანი და შეარაღებული პოლიციელები ალკოჰოლს იღებენ

 

ფოტოები ფეისბუქ გვერდზე 18 საათის წინ არის ატვირთული
ფოტოები ფეისბუქ გვერდზე 18 საათის წინ არის ატვირთული

დათო ჭელიძის თქმით, ფოტოები პირადად მან  მას შემდეგ გადაიღო, რაც ბახმაროში დოღი მორჩა და პოლიციელები აჭარა-გურიის განყოფილებებიდან თავად დაპატიჟა სავახშმოდ.

 

საკრებულოს წევრი: მე გამოწერილი მაქვს “ბათუმელები” და არ მინდა “თავისუფალი დემოკრატების” ჩანართი

 

დღეს „ბათუმელების“ დისტრიბუტორმა ანა ბერიძემ დეპუტატს განუმარტა ჩანართის კომერციულ მიზნებზე და იქვე აუხსნა, რომ „გაზეთი ბათუმელების“ მსგავსი მომსახურება – ბუკლეტის, ჩანართისა და ასე შემდეგ გავრცელება, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი კუთვნილი პარტიისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ამის მიუხედავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მას არ სურს „საჩუქარად მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის გაზეთი“. „ბათუმელებმა“ დეპუტატს ჰკითხა, სხვა რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა უშუალოდ „გაზეთ ბათუმელების“ შინაარსთან, ან ხომ არ იგრძნობოდა მის შინაარსზე „თავისუფალი დემოკრატების“ გავლენა? – ივერი გუგუნავამ განაცხადა, რომ მას „მსგავსი განცდა არ აქვს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ივერი გუგუნავა ცოტა ხნის წინ თავად იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ის „ქართულ ოცნებაშია“. ივერი გუგუნავამ  წარსულში თავის პოლიტიკური კუთვნილების გამხელაზე „ბათუმელბთან“ თავი შეიკავა. „თქვენ რაში გაინტერესებთ, რომელი პარტიის წევრი ვიყავი. ამას ტელეფონში არ გეტყვით. თუ გინდათ ჩამოდით ქობულეთში და ისე გეტყვით“, – უთხრა საკრებულოს წევრმა „ბათუმეელბს“ სატელეფონო საუბარში.

 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ივერი გუგუნავა ჯერ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ გაწევრიანების თხოვნით უკვე მიმართა სახელისუფლებო პარტიას.

 

სულხან ოქროპირიძისადმი დასმულ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა მისთვის ივერი გუგუნავას განცხადება იმას, რომ ამ კონკრეტულ დეპუტატს აქვს მიუღებლობა სხვა პოლიტიკური ძალის და, ზოგადად, პოლიტიკური პლურალიზმის, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს: „ქობულეთში პოლიტიკური პლურალიზმი რომ არის კარგად განვითარებული და ამაში პრობლემა არ არის, იქიდანაც არის ცხადყოფილი, რომ საკრებულოში 9 პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, მე როგორც ვიცი, მას ჰქონდა გამოწერილი „გაზეთი ბათუმელები“ და იქ იყო სხვა პარტიის რეკლამა, რომელიც ახდენდა იმ პარტიის რეკლამირებას. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, რომ მას აღარ სურს ამ გაზეთის გამოწერა“.

 

სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ მსაგავსი ჩანართები პირადად მას არ აღიზიანებს: „ჩემთვის პირიქით, ძალიან მისაღებია პოლიტიკური პლურალიზმი იქედან გამომდინარე, რომ ეს პოლიტიკურ ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. მე, პირადად, ვერ ვხედავ მაგალითად ვერანაირ პრობლემას ვისი სარეკლამო თუ სააგიტაციო მასალა იქნება გაზეთში. ეს დემოკრატიული პროცესია“.

 

რას ნიშნავს, როცა მედია ორგანიზაცია სარეკლამო დაკვეთის ფარგლებში ავრცელებს პოლიტიკური პარტიის გამოცემას, რას ნიშნავს, როცა საჯარო მოხელე ღიზიანდება მსგავსი გაზეთის მიწოდებაზე? – „ბათუმელების“ ამ კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა.

 

ზვიად ქორიძე: საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება ნებისმიერ მედიასაშუალებაში განათავსოს რეკლამა, ან ქვეყანაში არსებული სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით გაავრცელოს თავისი ბეჭდური პროდუქცია. ამის უფლებას ვერც ერთ პარტიას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. და თუ პარტიას მიაჩნია, რომ საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის საჭიროა გაზეთის გამოშვება და ის ეცდება რომელიმე მედიის სადისტრიბუციო ქსელის მეშვებით გაავრცელოს ეს გაზეთი, ამაში არაფერი არ არის ერთი მხრივ კანონსაწინააღმდეგო და მეორე მხრივ არაფრით არ უკავშირდება იმ მედია საშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომელიც ამ სარეკლამო ჩანართის გამავრცელებელია.

 

კანონი და მორალური კატეგორიაც იმას ითვალსწინებს, რომ მედია საშუალებამ უარი თქვას ისეთი რეკლამის, ჩანართის გავრცელებაზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შეუწყანრებლობისა და ომის პროპაგანდას. ასეთი რამ თუ არ არის, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ქცევა, განსაკუთრებით საჯარო მოხელის მხრიდან, შეიძლება შეფასდეს, როგორც მიუღებლობა პოლიტიკური პლურალიზმისა და იმისა, რომ ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და ამომრჩევლამდე მისი თანასწორად მიწოდების საშუალება.

 

ჩანართი, რომელიც დევს გაზეთში, ის არის სარეკლამო ხასიათის. მედია საშუალებამ ამისთვის მიიღო სარეკლამო შემოსავალი, შესაბამისად, ის მოქალაქე, რომელიც იღებს გაზეთს სარეკლამო ჩანართით, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის პოლიტიკური რეკლამა, რომელსაც პოლიტიკური პარტია ამ მეთოდით ავრცელებს.

 

თუ ამ საჯარო მოხელეს აქვს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო პარტიულმა ჩანართმა მოახდინა გავლენა „ბათუმელების“ შინაარსზე, ან სარეკლამო გაზეთში მოთავსებული სტატია თუ ავტომატურად ხვდება გაზეთის მიერ მომზადებულ სტატიებში, მაშინ მას შეუძლია თქვას, რომ ამ ჩანართმა მოახდინა „გაზეთ ბათუმელების“ პოლიტიკაზე გავლენა და მე არ მინდა ასეთი „გაზეთი ბათუმელები“.

 

„გაზეთი ბათუმელები“, რომელიც ავრცელებს ცალკე აღბული პოლიტიკური პარტიის ჩანართს, მას აქვს სრული თავისუფლება ეს გააკეთოს და ეს სრულებითაც არ არის „პალიტიკური პროზელიტიზმი“, ანუ გაზეთი „თავისუფალი დემოკრატების“ ბეჭდურ გამოცემას არ გახვევს თავს, რომ გახდე ამ პარტიის წევრი ან ამომრჩეველი.

 

ხვალ, როცა უფრო გააქტიურდება სარეკლამო კამპანია, უფრო ბევრ პოლიტიკურ პარტიას გაუჩნდებასაარჩევნო ხასიათის ბროშურებისა და ჩანართების მოზადების სურვილი. თუ ამ კონკრეტულ მოქალაქეს, რომელიც ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ბროშურების გავრცელებით მისი პოლიტიკური უფლებები შეილახება, უკაცრავად, მაგრამ ეს საკმაოდ ტოტალიტარული აზროვნების შედეგია და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პლიტიკური პარტია, გარდა მმართველისა, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომლის დაცვის გარანტიც  საქართველოს კონსტიტუციაა.

 

 

 

ბათუმში ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი იდგმება

 

მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით მომზადებულ სამენოვან (ქართული, ინგლისური, რუსული) ბროშურაში წერია, რომ მემორიალი 4 მეტრი სიმაღლის იქნება: „ორი მეტრი ბუნებრივი გრანიტია, რომელსაც კლდის ფორმა აქვს – შეუვალი, მარადიული საქართველოს სიმბოლო. იგი პირამიდის ფორმისაა და რამდენიმე სიბრტყისგან შედგება. მასზე წარმოდგენილია აჭარის მთავარი სიმბოლოები, საქართველოს კარიბჭე-ფარხმალი: ხიხანის ციხე, სხალთის ტაძარი, მარჯვნივ – გონიოს ციხე, მარცხნივ – პეტრას ციხე, მარჯვნივ, მეორე მხარეს – თამარის თაღოვანი ხიდი“.

 

საზოგადოებას სიტყვით მიმართა „პოლიტიკური გაერთიანება თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ.

 

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ბათუმის საზოგადოებაში არსებობს მზარდი ქსენოფობიური განწყობები მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, ხომ არ შეუწყობს ამ შინაარსის მემორიალების დადგმა ქსენოფობიური განწყობების გაღრმავებას ხელს? – ჰკითხა „გაზეთმა ბათუმელებმა“ რამაზ სურმანიძეს, რომელიც შემდეგი განაცხადა: „ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ავუხსნით ხალხს ამის დადგმის ძირითად პრინციპს. ასეთი ძეგლები დგას ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში და იმ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო დაგეგმილი ამის დადგმა, მაგრამ ძალიან გაჭიანურდა. ამას არ უნდა დავარქვათ დამპყრობილსაგან, სატანისაგან გათავისუფლება. დავარქვათ, რომ საქართველოს დაუბრუნდა თავისი კუთხე“.

 

რამაზ სურმანიძის აზრით, ეს მემორიალი, კეთილგანწყობის გასაზრდელად „უნდა ვაჩვენოთ მეზობელი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს: „მე მაქვს ორიგინაური ხედვა – ზოგი ფიქრობს, რომ თუ ამ ობელისკს დავდგამთ, მეზობელი ქვეყანა გაგვიწყრება. პირიქითაა – ეს კარგად უნდა გავაფორმოთ და იმ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც უნდა მოვიყვანოთ და გავაცნოთ ჩვენი ისტორია. მათში დავინახოთ არა მტერი, არამედ მოყვარე და არა რაღაცა ძველი ტკივილი და წყენა გავიხსენოთ“.

 

 ბროშურაში, რომელიც მემორიალის გახსნაზე იუწყება, წერია, რომ იდეის ავტორი არის აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე. ქანდაკების ავტორი კი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი დავით ბოლქვაძეა, ხოლო არქიტექტირა დუგლას ზამთარაძეს ეკუთვნის.

 

ბროშურაში ასევე წერია, რომ მემორიალი მამულიშვილთა კავშირისა და საერთო სახალხო შემოწირულობებით მომზადდება.

 

მომავალი მემორალის ადგილზე თავშეყრა ალაფურშეტით გრძელდება.

დაკანონებული იძულება – რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

 

მესტია
მესტია

კერძო საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციას, მოსახლეობის უკმაყოფილებას კომპენსაციის ოდენობით, 2004-12 წლებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, დღესაც გვხვდება პრეცენდენტები  (მაგალითად, ჩქაროსნული მაგისტრალის სუფსისა და შემოვლითი გზის არგვეთის მონაკვეთები).

 

გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიის, ბახმაროს, სხვა ტურისტულ და ინდუსტრიულ ზონებში, არასამთავრო ორგანიზაციების შეფასებით, მესაკუთრეების უფლებები მასობრივად დაირღვა, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხარვეზიანი კანონმდებლობით ხსნიან.

 

მსოფლიოში კი, ქონების იძულებით, მასობრივად და უკანონოდ ჩამორთმევის პრეცედენტები  მხოლოდ არადემოკრატიულ, დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში არსებობს. მაღალი ხარისხის დემოკრატიის  ქვეყნებში სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებაში საბაზრო ფასს სთავაზობს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც უარზეა, როგორც წესი, პროექტში ცვლილებები შედის.

 

ქართული კანონმდებლობა და კონკრეტულად “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ” კანონი, მესაკუთრეზე ორიენტირებული არაა, რის გამოც, არასამთავრობო სექტორი მასში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და თავიანთი რეკომენდაციების შეთავაზებას იუსტიციის სამინისტროსთვის უახლოეს მომავალში აპირებს.

 

კერძოდ, რა ხარვეზებია კანონში და რას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ საკითხებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერს, გია გვილავას ვესაუბრეთ.

 

კანონის უმთავრეს ხარვეზად რა მიგაჩნიათ?

უმთავრესი საკითხია კომპენსაციის გამოთვლა, რომ კანონში დაკონკრეტდეს თუ რა პროცედურით უნდა მიეცეს მესაკუთრეს ანაზღაურება. ამასთანავე, კანონის ძირითადი ხარვეზი ქონების შეფასებაშიც არის. როგორ უნდა შეფასდეს ქონება, ეს არსად წერია.

 

თუ გაქვთ სხვა ქვეყნების გამოცდილება შესწავლილი და რომელი ქვეყნის გამოცდილებით შეიძლება იხელმძღვანელოს საქართველომ?

ჩვენ შევისწავლეთ გერმანიის გამოცდილება, იქაური მაგალითები; საინტერესო შემთხვევებია, როდესაც მხოლოდ მესაკუთრის უფლებების დაცვა კი არ ხდებოდა, არამედ, იმ კომპანიის ან ფიზიკური პირის, რომელიც კონკრეტული მიწის ნაკვეთით სარგებლობს და იჯარით აქვს აღებული.

 

საქართველოში გვქონდა შემთხვევები, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისას, როდესაც მიწის ნაკვეთი გაცემული იყო დიდხნიანი იჯარით და ამ მეიჯარეს ჰქონდა პატარა აგურის ქარხანა გაკეთებული. იყო ასევე აუზიც, სადაც თევზის მეურნეობა იყო გაშენებული. ექსპროპრიაციის გახორციელების შემდეგ კი, ამ მეიჯარეს კომპენსაცია არ მიუღია. მას გადაადგილება მოუხდა, რაც ძალიან დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული – ქარხანა გადაიტანა და აუზიც დააშრეს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში აბსოლუტურად იგნორირებულია.

 

ჩვენი რეკომენდაციაა, კანონი არა მხოლოდ მესაკუთრეზე, არამედ მოსარგებლეზეც იყოს ორიენტირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მესაკუთრის გარდა, კომპენსაცია ამ პირმაც უნდა მიიღოს.

 

რაც შეეხება ქონების შეფასებას, პროცესი გაურკვეველი და ბუნდოვანია: ზუსტად არ ვიცით, რა სტანდარტით ფასდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთები, რადგან ხშირად შევხვედრივართ შემთხვევებს, როდესაც გვერდიგვერდ განთავსებული ნაკვეთები სხვადასხვანაირადაა შეფასებული. რატომ? – ამას ვერავინ ამბობს.

 

აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს და დასავლური, ევროპული  ნებისმიერი სახელმწიფოს მაგალითებს უნდა ეყრდნობოდეს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს მსოფლიო ბანკის და EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების სახელმძღვანელო პრინციპები, რადგან მათაც მრავლად აქვთ ეს პროცედურები გაწერილი. შესაბამისად, შეგვიძლია ამ პროცედურების გადმოღება და ახლის შემუშავება არ გახდება საჭირო.

 

გარდა ამ ხარვეზებისა, კიდევ რა არის კანონში შესაცვლელი?

თვითონ ექსპროპრიაციის დაწყების პროცესიც საკმაოდ ბუნდოვანია. პირველ ეტაპზე, სასამართლოც არის ჩართული პროცესში, რაც არ მიგვაჩნია აუცილებლობად – სასამართლო აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დავა და  მოსახლეობა არ ეთანხმება იმას, რომ კონკრეტული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა. ამ შემთხვევაში, დავა სასამართლოში უნდა წარიმართოს.

 

რაც შეეხება ექსპროპრიაციის დაწყებას, ეს უფლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მაგალითად, გერმანიაში, ლანდების (მხარეების) მიხედვით, ერთ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლება გასცეს ექსპროპრიაციის ნებართვა. ამ პროცესს თავად ეს ორგანო უწევს ზედამხედველობას, თუ რამდენად შეასრულებს სხვადასხვა ორგანო, ან თუნდაც სახელმწიფო იმ მოთხოვნებს, რაც მათ დაუდგინეს. ეს ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს; მით უმეტეს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არავის უქრება და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ადამიანს, სასამართლოს მიმართოს.

 

საკმარისია პროცესში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იყოს ჩართული?

ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ სპეციალური უწყება ჩამოყალიბდება. ეს, შესაძლოა იყოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული უწყება, რომელიც ამ პროცესს წარმართავს და მეთვალყურეობასაც გაუწევს. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემები ექმნება ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირების დროს, ისინი უწყებას ვერ უკავშირდებიან, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის შემდეგ კი, აღმოჩნდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ არის საქმის კურსში. მაგალითად, იგივე პრობლემა იყო აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ჰესების მშენებლობას იწყებდნენ. მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა. იგივე პრობლემა იყო დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, როდესაც მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ასევე, მესტიაში, გრიგოლეთში და ანაკლიაშიც.  ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, უნდა იყოს სპეციალური უწყება ან დეპარტამენტი.

 

ამასთანავე, სავალდებულოდ ინფორმირების წესი უნდა დამკვიდრდეს, რადგან მოსახლეობამ წინასწარ იცოდეს რასთან აქვს საქმე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ აქტივობას. უმნიშვნელოვანესია, მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება სავალდებულო წესით. ეს წესი კანონში ახლა არ არის გაწერილი.

 

ექსპროპრიაცია იძულებაა, რაც საკუთრების უფლებას იძულებით ზღუდავს, მაგრამ რეალურად თუ მოლაპარაკების შესაძლებლობა არსებობს, ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის აუცილებლობა საერთოდ არ დადგება. ამიტომ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კანონი უნდა ავალებდეს კერძო პირს, ან სახელმწიფოს, რომ მოლაპარაკება აწარმოოს მესაკუთრესთან. ანუ მოლაპარაკება სავალდებულო უნდა იყოს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იწყებოდეს ექსპროპრიაციის პროცესი.

 

ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში დაირღვა მესაკუთრის უფლებები?

ვერ ვიტყვით, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემისას მესაკუთრის უფლებები დარღვეული იყო, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში დაირღვა. უმეტესწილად, ქონების შეფასების და კომპენსაციის გაცემამ გამოიწვია უკმაყოფილება. ეს ის საკითხია, როდესაც მესაკუთრეს აქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, ეს არის კანონის უკიდურესი გამონაკლისი და კანონი მაქსიმალურად ლოიალური და გამჭვირვალე უნდა იყოს. ლოიალური იმ კუთხით, რომ სხვადასხვა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა ამოიწუროს. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები იმისა, რამდენ მესაკუთრეს დაათმობინეს ექსპროპრიაციის კანონის საფუძველზე საკუთრება. ჩვენ მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე ვიცით რა მდგომარეობა იყო. ეს, ძირითადად, არის 2008-2011 წლების – დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების პერიოდი. მაშინ, ხარვეზიანი კანონის გამო, მესაკუთრეების უფლებების დარღვევების ფაქტები ხშირად გვხვდებოდა.

 

რაც შეეხება კანონში სახელმწიფო გადაუდებელ საჭიროებად ქონების გამოცხადების პროცედურებს, არის თუ არა ამის კიდევ უფრო დაზუსტების აუცილებლობა?

მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდის შეიძლება ქონება ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამას აგვარებს კანონმდებლობა, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს. მეორე მხრივ კი, სასამართლოში იხვეწება ეს პრაქტიკა. აქ რაიმე განსაკუთრებული  და სასწრაფო ცვლილების გახორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავთ.

 

იცის თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ამ რეკომენდაციების შესახებ, ან თუ მუშაობს უწყება კანონში ცვლილების შესატანად?

ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსთან ან რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი თავად სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა.

 

როდის მიმართავთ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით?

რეკომენდაციების დიდი ნაწილი დამუშავებული და შეჯერებულია ჩვენს ორგანიზაციაში, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ, ამ პროცედურებს მალე დავამთავრებთ და ჩვენს მოსაზრებებს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის გადავუგზავნით.

მწვანე ალტერნატივა
მწვანე ალტერნატივა

 

რეგიონული მედიის ასოციაცია
რეგიონული მედიის ასოციაცია

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში-

“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”.

საია
საია

 

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”. პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

ბათუმის მერია 40 000 ლარის დახარჯვას ცდილობს

 

 საერთაშორისო ტურნირი „ქვიშის რაგბის ფესტივალი“ ბათუმში 25-26 ივლის ბათუმის მერიის დაფინანსებით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ფესტივალი, რომელშიც საქართველოს კლუბებთან ერთად ინგლისის გუნდებიც მონაწილეობდნენ, საბოლოოდ საქართველოს ქვიშის რაგბისა და რაგბის კავშირის ხარჯებით გაიმართა. ბათუმის მერის მოადგილის, ალექსანდრე მითაიშვილის განმარტებით, ასე იმიტომ მოხდა, რომ ქვიშის რაგბის კავშირმა შეცვალა თარიღი და აგვისტოს ნაცვლად ივლისში მოითხოვა ფესტივალის გამართვა, რის გამოც მერიამ ვეღარ მოასწრო ტენდერის ჩატარება. თუმცა,ალექსანდრე მითაიშვილის განმარტებით, მერიას რაგბის კავშირისთვის თარიღის შეცვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს.

 

 

ქვიშის რაგბის ფესტივალი 2015

 

 

350 ათასი ლარი ბათუმობისთვის – მერიის ფერადი დღესასწაული

 

პროგრამის მიხედვით, ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი კონცერტი და გასართობი ღონისძიება არის დაგეგმილი. გარკვეულწილად ქალაქის ქუჩების ვიზუალური გაფერადებაც იგეგმება.

 

ბათუმობა ოფიციალურად 5 სექტემბერს, 6 საათზე გაიხსნება დუმბაძის ქუჩიდან. თუმცა, მანამდე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მაგალითად, 12 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნება ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა, რომელიც 8 საათამდე გაგრძელდება. ასევე 12 საათზე დაიწყება ფესტივალი განდაგანა. ფოლკლურის მოყვარულებს მერია ევროპის მოედანზე იხმობს. კოსტუმირებული ჭადრაკი გაიმართება ბულვარში. ჭადრაკის ფიგურების დანიშნულებას ჭადრაკის ფიგურების კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები შეასრულებენ. ამ ორიგინალური ფიგურებით ბათუმობაზე ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ. წარმოდგენა 15-25 წუთს გარძელდება.

 

კოლონადებთან ბავშვებისთვის გაიმართება წარმოდგენა – „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“. სპექტაკლი 17:30 საათზე დაიწყება.

 

ერთი საათის განმავლობაში მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასულე ორკესტრი გამართავს მსვლელობას. მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.

 

იმავე დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება მსოფლიო კინოს მუსიკის შედევრების ღონისძიება, რომელიც ასევე 8 საათზე დაიწყება, ხოლო ერთი საათით ადრე ანბანის კოშკთან დაიწყება თანამედროვე მუსიკის კონცერტი.

 

6 სექტემბერს ნაწილი ღონისძიებებისა განმეორდება. მეორე დღეს ასევე დაგეგმილია სამეჯლისო ცეკვები დუმბაძის ქუჩაძე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, ასევე პანტომიმისა (7 საათი) და თითების თეატრების წარმოდგენები (8 საათი). სპექტაკლები ამ შემთხვევაშიც დუმბაძის ქუჩაზე იგეგმება.

 

6 სექტემბერს ასევე დაგეგმილია გალა კონცერტი ანბანის კოშკთან, რომელიც 8 საათზე დაიწყება.

 

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ბათუმის ქუჩების გაფერადებაც. ბიბლიოთეკიდან ერას მოედნამდე ჩამოიკიდება ჭრელი, განათებული ბურთები, მორთული იქნება აგრეთვე ხეები. დუმბაძის ქუჩაზე გაკეთდება საჰაერო და სტაციონარული დეკორაციები, დაიკიდება განათებული ჭრელი ქოლგები და ლენტები, დაიდგმება ხილისა და ყვავილების კუთხე, დეკორატიული მინი აუზები, ჭრელად შეიღებება სავალი ნაწილი, ქაღალდის დეკორაციებით მოირთვება ვიტრინები.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა თამაშობები, მაგალითად შეჯიბრი სიმინდის სწრაფ გარჩევაში, ბაგირის გადაწევაში. მასტერკლასები ყველის ამოყვანაში, თათარას გაკეთებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.

 

რაც შეეხება ღონისძიების ბიუჯეტს – ამ ყველაფრისთვის ქალაქი 350 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ყველაზე დიდი თანხა – 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ნიკა რაჭველის მოწვევაზე – 8 500 ლარი ჰონორარი, 15 ათასი ლარი სასტუმრო და კვება; დარჩენილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტში არ არის გაწერილი.

 

42 720 ლარი გათვალისწინებულია გალა კონცერტისთვის, 33 375 ლარი თანამედროვე შემსრულებლებისთვის, სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, საბავშვო მიუზკლისთვის, მიუზიკლის გაფორმებისა თუ ყვავილებიისთვის. ამ მიზნით 21 500 ლარი დაიხარჯება. ბათუმობის რეკლამირებისთვის, პროგრამის თანახმად 16 500 ლარია გათვალისწინებული.

 

ბათუმობაზე შემდეგი ჯგუფები და შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.

 

5 სექტემებრი

 

Black Sea

Strawberry fields

Hhe Nemo

Sound lab

Groovy Phonics

Rene Band

მეოთხე სეზონი

მებო ნუცუბიძე და ჯგუფი Hhe BearFox

 

6 სექტემებრი

 

კვარტეტი ნოტა

ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი

ანსამბლი ბათუმი

აჩიკო ბერიძის კვარტეტი

ნანა მესხი

ლაშა ღლონტი

თეატრალური კვარტეტი

ჯგუფი ფრანი და კაროლინა ჩერნეცკა

 

ბათუმში ტურისტული მაჩვენებლები მოეწყობა

 

„სხვადასხვა სახის სამხატვრო-გაფორმებითი (ქალაქის ტურისტული მაჩვენებლების მოწყობა) სამუშაოების შესყიდვაზე“ ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გუშინ, 24 აგვისტოს გამოაცხადა და წინადადებების მიღების ბოლო ვადა 15 სექტემბერია. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში მაჩვენებლები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა მოეწყოს. ანუ ბანერები ნოემბრის ბოლოს მზად უნდა იყოს. საგარანტიო პერიოდი კი სამუშაოების დასრულებიდან 2 წელია. 

 

სატენდერო დოკუმენტაციის დანართიდან

შსს: საცობის მიზეზი ბათუმიდან მომავალი ავტომანქანების დიდი ნაკადია

 

რაც შეეხება ჩაქვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, შსს-ს ინფორმაციით; „ეს იყო ადმინისტრაციულად გაფორმებული მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავებულებიც კი არ არიან. ამ შემთხვევის გამო კი, გზა მხოლოდ 10 წუთით იყო ჩახერგილი“.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვში [24.08.2015 ფოტო: ნინო ზენაიშვილი]

საცობი ბათუმი-ქობულეთის გზაზე [ფოტო]

 

ავტომობილების გადაადგილებას ხელს უამინდობაც უშლის. ბათუმსა და ქობულეთში, წუხელ ღამის შემდეგ, ფაქტობრივად, გადაუღებლად წვიმს. 

 

საცობი ბათუმში [ნინო ზენაიშვილის ფოტოები]

რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას და როგორ ხდება მკურნალობა?

კლინიკა „ჰერა 2011″-ის ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ქირურგი კობა სახეჩიძე აღნიშნავს, რომ ეს პათოლოგია ორი სახის არსებობს: ადგილობრივი – როცა ჭარბი ოფლიანობა ლოკალიზებულია კონკრეტულად ხელისგულების, საზარდულის, ფეხისგულების, იღლიების, მკერდის, სახის ან ზოგადად, თავის არეში და გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი – როცა ჭარბი ოფლიანობა მთელს სხეულზე აღინიშნება.

გენერალიზებული ოფლიანობა ხშირად მეორეული ხასიათისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი სხვა დაავადებითაა გამოწვეული. ჭარბი ოფლიანობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მოხდეს ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა. სხვა შემთხვევაში ოფლიანობაზე მკურნალობა უშედეგო იქნება.

„თუ ჭარბი ოფლიანობა ლოკალურია (ხელის გულებზე, იღლიებში და ა.შ.) ამ შემთხვევაში დაავადების გამომწვევი სიმპათიკური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებაა. კერძოდ, სიმპათიკური ნერვული სისტემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწვდის არასწორ ინფორმაციას, რის გამოც ცენტრალური ნერვული სისტემა კონკრეტულ ადგილებში იწვევს საოფლე ჯირკვლების გააქტიურებას” – ამბობს კობა სახეჩიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, მეორეული ჰიპერჰიდროზი შესაძლოა განვითარდეს ინფექციების, დიაბეტის, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნური პროცესების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, კლიმაქტერული პერიოდის, სხვადასხვა სახის სიმსივნისა და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.

  •  ბატონო კობა, როგორ ხდება დიაგნოზირება?

ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის შექმნისას ენდოკრინოლოგებთან, ნევროლოგებთან და კანის ექიმებთან ერთად შემუშავდა იმ ანალიზების ნუსხა, რომლებიც იძლევა საშუალებას დადგინდეს, ჭარბი ოფლიანობის კონკრეტული შემთხვევა არის თუ არა გამოწვეული სხვა რომელიმე დაავადებით, ანუ ჰიპერჰიდროზის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, პირველად თუ მეორეულთან.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჭარბი ოფლიანობა არ არის სხვა დაავადებით გამოწვეული, ისმევა ლოკალური ჰიპერჰიდროზის დიაგნოზი და პაციენტთან ერთად ვირჩევთ მკურნალობის მეთოდს – პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

არსებობს ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის კონსერვატული, მედიკამენტოზური, მცირე ინვაზიური და ოპერაციული მეთოდები. ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება სპეციალიზირებული დეოდორანტები, რომელთა შეძენა აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძლება. თუმცა, გასათვალისწინებელია მათი სწორად მოხმარების პრინციპები, კერძოდ: სპეციალიზირებული დეოდორანტები შეიცავს ალუმინის ქლორიდს და გამოიყენება ახალდაბანილ, მშრალ კანზე.

დაახლოებით 6-8 საათის შემდეგ აუცილებელია დეოდორანტის ჩამობანა. ასევე, შესაძლოა დეოდორანტმა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, კერძოდ, ქავილი, სიწითლე და შეშუპება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

იონტოფორეზი – ეს პროცედურა ძირითადად ხელისა და ფეხის გულების ჭარბი ოფლიანობის (ზოგჯერ შესაძლებელია იღლიების არეშიც) მკურნალობის მიზნით გამოიყენება.

იონიზირებული ხსნარით ზემოქმედებენ კანის ღრმა ფენაზე, რაც აფერხებს ოფლის კანზე გამოყოფას. ეს პროცედურა 2-3 კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, თუმცა შესაძლოა სასურველი შედეგის მისაღწევად ეს პროცესი რამდენიმე თვესაც გაგრძელდეს.

სპეციალური აპარატის შეძენის შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის ჩატარება ოჯახურ პირობებშიც არის შესაძლებელი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით (განსაკუთრებით ორსულებისთვის).

აღსანიშნავია, რომ სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 4-6 თვე. შემდგომ უნდა განმეორდეს ზემოთ აღნიშნული პროცედურები.

პერორალური პრეპარატები – ექიმის რეკომენდაციით შეიძლება რამდენიმე სახის მედიკამენტის გამოყენება. ეს პრეპარატები ბლოკავენ საოფლე ჯირკვლების აქტივობას, აფერხებენ მათ მოქმედებას, რის შედეგადაც მცირდება ოფლის გამოყოფა.

ბოტულოტოქსინებით მკურნალობა – საოფლე ჯირკვლების ნერვული დაბოლოებების დროებით დაბლოკვის მიზნით პლასტიკურ ქირურგს ბოტოქსისა და დისპორტის მცირე დოზები შეჰყავს სპეციალური ტესტის ჩატარების შემდეგ. მკურნალობის შედეგი 4-6 თვეს გრძელდება.

შემდგომში პროცედურა ისევ უნდა განმეორდეს, თუმცა არსებობს ჰიპერჰიდროზის სრულად განკურნების მეთოდიც, რომელიც ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს, ეს არის თორაკოსკოპიული სიმპატექტომია. ამ დროს სიმპათიკური ნერვული ღერო იკვეთება ან ხდება მისი კლიპირება (კლიფსის დადება).

ოპერაცია, რომლის დროსაც ორი (საჭიროების შემთხვევაში სამი) 5 მმ ზომის განაკვეთი იღლიის ქვეშ კეთდება, 40-45 წუთის განმავლობაში, ზოგადი ნარკოზის ფონზე მიმდინარეობს. დადებითი შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე 95-98%-ით. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღით რჩება და სრულ ფიზიკურ აქტივობას უბრუნდება ოპერაციიდან 10 დღეში.

ალი ფაშა თავდგირიძე

 

 

ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბულში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით სახლში, ქობულეთში დაბრუნდა და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ერთის მხრივ გურიელებთან მეგობრობდა,  მეორეს მხრივ კი, თუ ზაქარია ჭიჭინაძეს დავუჯერებთ, ღალატისთვის ემზადებოდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში.  

 

ალი-ფაშა იყო მამუკა თავდგირიძის შთამომავალი. გურიის ერისთავებსა და ქობულეთში გაძლიერებულ თავდგირიძეებს შორის დაძაბულობა სწორედ ამ კაცს მიეწერება. მამუკა თავდგირიძე სამი საუკუნის წინ ქობულეთს მართავდა და ოსმალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გურიელებმა საიდუმლო თათბირი გამართეს, თავს დავეცეთ თავდგირიძეს, ქობულეთი ჩამოვართვათ და გურიას შემოვუერთოთო. თუმცა ერისთავებს უღალატეს და მათი განზრახვა თავდგირიძეს შეატყობინეს. ქობულეთის მმართველმა თავს ახალციხეში გაქცევით უშველა. ჩავიდა ახალციხის ფაშასთან და დახმარება სთხოვა.

 

თავდგირიძის პირობით, თუ ფაშა დაეხმარებოდა, ის ისლამს მიიღებდა და იზრუნებდა ისლამი ქობულეთშიც მომძლავრებულიყო. ახალციხის ფაშა დასთანხმა მამუკა თავდგირიძის წინადადებას, მძევლად კი მისი შვილი მაქსიმე დაიტოვა. მამუკა თავდგირიძემ ქობულეთის ბეგობა მიიღო. ბეგი გახდა მისი შვილიც და შემდგომ შვილიშვილებიც. წლების მანძილზე ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო, რომელიც ისტორიას ალი-ფაშა თავდგირიძის სახელით შემორჩა. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.

 

ალი-ფაშამ ის შეძლო, რაც მანამდე ვერც ერთმა მისმა წინაპარმა ვერ მოახერხა. ოსმალეთის სულთნისგან ფაშის წოდება მიიღო. წყაროების მიხედვით ამაში დიდი როლი დედამისმა შეასრულა. დინდინ ხანუმი – ალის დედა, ძლიერი და გაბედული ქალი ყოფილა. ომშიც კი იბრძოდა თურმე. სულთნის კარამდე ჩასულა და შვილისთვის ფაშას ტიტულის ბოძება უთხოვია. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ტიტული მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა.

„ალი-ფაშა იყო დიდი მექრთამე და უსამართლო. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“, – ასე ახასიათებს ზაქარია ჭიჭინაძე თავის ნაშრომში მას.

 

რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში.

 

სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას ძალიანაც კი უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა და იმათი ჩინ-მენდლების მიღება, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს ალი-ფაშას ორგულობა და სტამბოლში გაისტუმრეს დროებით. სწორედ ამ პერიოდში ქობულეთში გავრცელდა ხალხური ლექსი:

 

ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს,

იგივ არის ორივ ეშვი

ალი-ფაშამ გვიღალატა

აგვიყვანა კვირიკეში.

თვითონ ფულები აიღო,

ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში

მასაც კაი არ დამართეს

ბაწრით ჩაითრიეს გემში,

მისი ყვირილი გვესმოდა,

სუფსის გაღმა, ბაილეთში.

 

ფოტო: ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე გარეკანი

ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა, სხვა წყაროების ცნობით, ეს ფაქტი სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ომის შემდგომ ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს სამშობლოდან გადახვეწაში.

ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით, ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და აფრთხილებდა: „აქ არ დარჩეთ ხალხო, თორემ იცოდეთ, რომ მუსლიმობა აქ ცუდ დღეში ჩავარდება. ყველას გაგაქართველებენ, ჯენეთს თვალით ვეღარ ნახავთ. მე გაფრთხილებთ როგორც მუსლიმანი, რომ თავს უშველოთ. აქ, საქართველოში ცხოვრებას ოსმალში დაღუპვა უნდა არჩიოთ“.

 

ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო.

 

როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბულში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარსდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა.

 

ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით.

 

ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონამდე ჯერ ძალიან შორია

 

ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი

ალექსანდრე, რამდენი ხანია თამაშობთ ჩოგბურთს?


5 წლის ვხვდებოდი ჩოგბურთზე რომ შემიყვანეს. პროფესიონალურ ტურნირებში მონაწილეობა 12 წლიდან დავიწყე, 16 წელია ვთამაშობ ჩოგბურთს.


რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენი წინსვლა?


იანვრიდან სტამბულში წავედი სავარჯიშოდ. თვენახევარი-ორი თვე ვვარჯიშობდი სრული დატვირთვით, დღეში 7-8 საათი. რა თქმა უნდა, შრომამ გამოიწვია წინსვლა. როგორც ყველა სპორტში – შრომას, სწორს ვარჯიშს, სწორ კვებას მოაქვს შედეგი. ზედიზედ მომიგია 16-18 წლამდელთა ტურნირები, მაგრამ დიდებში, სადაც ასაკი არ არის შეზღუდული – არა.

 

ჩემთვის ეს ტურნირები მნიშვნელოვანი იყო. წლის დასაწყისში საერთაშორისო რეიტინგში 750-ე ადგილზე ვიყავი, ახლა კი 390-ე ადგილზე ვარ. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მეხმარება უფრო მაღალი დონის ტურნირებზე ასპარეზობაში. მინსკის მერე იტალიაში ვაპირებ წასვლას, სადაც ქალაქ ჯენოვანში, 75 000$ საპრიზო ფინდის მქონე, საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო ტურნირი ჩელენჯერი ტარდება.


 ვინ არის თქვენი მწვრთნელი?


 ჩემი მწვრთნელი მამაჩემი, ირაკლი მეტრეველია.


რას ფიქრობთ, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ჩოგბურთელებმა საქართველოდან მოიგონ დიდი ტურნირები, გახდნენ პირველი ჩოგნები მსოფლიოში?


წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძალიან გაგვახარა… პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, დაფინანსება უნდა იყოს, რადგან ჩოგბურთი ძალიან ძვირი სპორტია და დაფინანსების და სპონსორობის გარეშე ძალიან რთულია შენი ხარჯებით იმოგზაურო სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირს ვითამაშებთ, უფრო მეტი გამოცდილება გვექნება და ეს იქნება დევისის თასი თუ პირადი ტურნირი, უფრო მეტი შედეგი გვექნება.


 ტურნირები, რომელიც გაირეთ, თქვენი ხარჯით იყო თუ სახელმწიფოც გაფინანსებდათ?


ჩემი ხარჯით, ფაქტობრივად მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი ხარჯით მიწევდა ტურნირებზე სიარული.


 რომელი შეჯიბრის მოგებაა თქვენი მიზანი?


ჩოგბურთელების 90 პროცენტის ოცნებაა უიმბლდონის მოგება. მაქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ეს, ჯერჯერობით, ოცნებად რჩება. ყველა იმისთვის თამაშობს ტენისს, რომ რაღაცნაირად შეძლოს თავისი ოცნების ასრულება. მეც ამისთვის ვთამაშობ.


ბათუმში ხომ არ გიწევთ თამაში?


არა. ბათუმში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ბათუმში დიდი ხანია არ ტარდება ტურნირი მამაკაცებს შორის, ამიტომ დიდი ხანია არ ჩამოვსულვარ.

 

ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები – გამოფენა ნობელების მუზეუმში

 

ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ამბობს, რომ გამოფენა თემატურად ეხმაურება ძმები ნობელების მუზეუმის კონცეფციას და ამ გამოფენის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ნიკო ნიკოლაძის, ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურებისა და მნიშვნელობის შესახებ.

 

ნობელების მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის ის ნივთები გამოიფინება, რომელიც ახლა მის სახლ-მუზუემშია დაცული. მათ შორის: ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა; შვეიცარიული საანგარიშო ჩოთქი, დანიაში, კოპენჰაგენში დამზადებული რძის სეპარატორი, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ალბომი, მზის საათი და სხვა ნივთები. 

 

„ამ გამოფენის გაკეთების იდეა გაჩნდა ორი წლის წინ, როცა ვნახეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. შემდეგ ისევ ჩავედით მოსალაპარაკებლად, დავითანხმეთ დირექტორი, ქალბატონი ლია ბიბილეიშვილი, თანხმობა მოგვცა კულტურის სამინსიტრომაც და აგვისტოს ბოლოს ბათუმში ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. ამ გამოფენით გადავწყვიტეთ საზოგადოებისათვის კიდიევ ერთხელ შეგვეხსენებინა ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი და მნიშვნელობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის ვინ იყო, მაინც ჩრდილშია დღეს. გამოფენაზე უნდა მოვიდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს კიდევ უფრო მეტი რამ გაიგოს ნიკო ნიკოლაძის შესახებ და ბევრი რამ მისთვის სიურპრიზი იქნება, სულ მცირე, ეიფელის კოშკის განთებაში რომ აქვს შეტანილი წვლილი ნიკოლაძეს, ამას მაინც გაიგებს“ ამბობს თამარ ორაგველიძე.

 

 

შსს: შუასოფელში დამარხული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს. 



მანანა მენაბდე ბათუმში იმღერებს

 

მომღერალი სტუმრებისთვის, თავის პროზაულ ნაწარმოებებსაც წაიკითხავს. 

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

ქობულეთში სახალხო ზეიმი ”ქობულეთობა” აღინიშნა

 

 

 

ეთნოგრაფიული სივცრცეში წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები და ქობულეთის სოფლების ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც განთავსდა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე ქობულეთური სამზარეულო. 

 

 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

 

 

გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ნარდში.

 

 

„ქობულეთობაზე” საპატიო სტუმრების სტატუსით საქართველოში ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჟიუნასი და სომხეთის ქ. ახტალას მერი ჰაიკ ხაჩიკიანი იმყოფებოდნენ.

 

გარემოს დაცვის მინისტრი აჭარის მთავრობას შეხვდა

 

 

 

აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის გარდა, მხარეებმა შემდეგი პროექტების განხორციელების შესახებაც ისაუბრეს: აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი, დეგრადირებული სუბალპური ტყის მასივების აღდგენა, ტყის ფონდის ინვენტარიზაცია.

 

ბათუმი პლაზასთან ავტომანქანა ტროტუარზე, გარემოვაჭრეებს შორის შევარდა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში საპატრულო პოლიცია მუშაობს იმის დადგენაზე, თუ რა იყო შემთხვევის მიზეზი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლიც და ავტომანქანაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, მძღოლს მიმალვა არ უცდია.

 

დაზარალებული სამი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმის გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

Exit mobile version