•იანვარ-ივლისის ფაქტი – 105 მლნ 512,8 ლარი 129,7 %-ით, 24 მლნ 172,6 ლარით შესრულდა
•აჭარის 2015 წლის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 26 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 114 მლნ 486 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 143 მლნ 828 ათას 300 ლარი, ანუ 125,6 %-ი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აჭარის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების მუხლი 123 %-ით, სხვა შემოსავლების მუხლი – 133,7 %-ით, არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი კი 140,1 %-ით შესრულდა.
რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას, შვიდი თვის მონაცემებით შესრულებულია 129,7 %-ით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ იანვარ-ივლისის მონაცემებით ბათუმის თვითმმართველი ორგანოს ბიუჯეტი შესრულებულია 113,8 %-ით, ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი შესრულდა 142,3 %-ით, შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტი – 165,8 %-ით, ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი – 188,6 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი – 99,3 %-ით, ხოლო ქედის მუნიციპალური ბიუჯეტი 47,3 %-ითაა შესრულებული.
„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ , მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოპასუხე მხარე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია. ქართველი მუსლიმები შს სამინისტროს დისკრიმინაციის შემწყნარებლობაში ადანაშაულებენ.
დღეს მოსარჩელის კითხვებს მოპასუხე მხარე – შს სამინისტრო პასუხობდა. სამინისტროს წარმომადგენელმა რამდენიმე კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ,,არ იცის’’, ,,არ არის კომპეტენტური’’, ,,ვერ გიპასუხებთ’’. მოსარჩელეს აინტერესებდა, რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა შს სამინისტრო პანსიონის შენობისთვის განკუთვნილ სახლზე ღორის თავის მიჭედების ფაქტზე.
მოსარჩელე მხარე სახელმწიფოსგან სასწავლებლის გახსნას, საკუთრების, განათლების უფლების დაცვის მიზნით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, ასევე მორალურ კომპენსაციას – სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურებას ითხოვენ.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს გაასამართლა მამაკაცი, რომელსაც ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედებოდა ბრალად – შემაკავებელი ორდერის დარღვევა და პოლიციაზე დაუმორჩილებლობა.
მამაკაცს 30-დღიანი განრიდება ჰქონდა ცოლთან, რომელიც დედასთან, მამინაცვალთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ერთ სახლში. დაკავებული სწორედ ამ სახლში მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ჯერ მამინაცვალს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ცოლისკენ გაიწია, რომელმაც გაქცევა მოახერხა.
დახმარებისთვის დაკავებულის დედამ პატრული გამოიძახა. მამაკაცმა გამოძახებულ პატრულსაც წინააღმდეგობა გაუწია.
დაკავებულმა მოსამართლესთან ყველა ბრალდება აღიარა, რაც მას ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლემ განსასჯელს ჰკითხა, განრიდების ეტაპზე სად ცხოვრობდა. მამაკაცმა განაცხადა, რომ ,,ქუჩაში, რადგან წასასვლელი არსად აქვს’’.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ხათუნა ბოლქვაძეს ბრალდების მხარემ განუმარტა, რომ ჯარისკაცი, ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე დააკავეს.
მოსამართლემ ჰკითხა დაკავებულს, რატომ დატოვა უნებართვოდ სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ჯარისკაცმა განმარტა, რომ ,,ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი’’ და ასე იმიტომ მოიქცა.
მოსამართლემ ასევე ჰკითხა ბრალდებულს, რატომ არ სთხოვა ხელმძღავნელს გათავისუფლება, რაზეც ჯარისკაცმა უპასუხა, რომ სთხოვა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ,,იმ დღეს ნაწილის ტერიტორიიდან გასვლა გამორიცული იყო’’ და ამიტომ გადაწყვიტა ნაწილის ტერიტორიის თვითნებურად დატოვება.
ტრენინგის მონაწილეები საქართველოში წარმოებულ პროდუქციას განიხილავენ
ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გამოცდილი ექსპერტები IFC-ის აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში, რომელიც კომპანიებს სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაცნობასა და დანერგვაში ეხმარება. ეს საქმიანობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, გაყიდვების ზრდას და ექსპორტის წახალისებას. IFC-ი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია.
IFC-ის საკონსულტაციო პროგრამების ფარგლებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა სექტორის სურსათის მწარმოებელ კონპანიას გაეწია მომსახურება სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების/სქემისა და წარმოების, ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
IFC-ის აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამას სამხრეთ კავკასიაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში მაია თევზაძე ხელმძღვანელობს. მას პროექტების მართვისა და საკონსულტაციო საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნული პროგრამის საშუალებით დახმარება გაუწია კერძო სექტორის 100-ზე მეტ ფირმას ევროპაში და ცენტრალურ აზიაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში.
რა მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოში, რა წინაპირობა არსებობს HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვისათვის ქართულ საწარმოებში – „ინტელექტის“ კითხვებს ქალბატონმა მაია თევზაძემ უპასუხა:
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოა საქართველოში წარმოებული პროდუქცია და რა სტანდარტებს აკმაყოფილებენ/ვერ აკმაყოფილებენ ქართული საწარმოები?
როგორც იცით, საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი გასულ წლებთან შედარებით გაძლიერდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული სურსათის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები, სავალდებულო გახდა HACCP-ის პრინციპების დაცვა სურსათის გარკვეული სექტორებისათვის. შესაბამისად საწარმოებიც მეტ ყურადღებას უთმობენ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა საქართველოში სურსათის უვნებლობის დონე ამაღლებას კიდევ საჭიროებს. თანამედროვე სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები ფართოდ უნდა დაინერგოს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს შორის.
როგორ შეაფასებდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს სურსათის წარმოების სფეროში სტანდარტების დანერგვის კუთხით?
IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა სურსათის უვნებლობის საკითხებზე საწარმოებთან საქართველოში 2010 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც დანერგილი აქვთ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა. ამაღლდა ინფორმირებულობაც სურსათის უვნებლობის კუთხით. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დარგის სახელმწიფო კონტროლის კუთხითაც. თუმცა ქართული კომპანიების საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, ქვეყნის შიგნით სურსათის უვნებლობის დონის ამაღლებისათვის კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
რა უპირატესობები გააჩნია HACCP-ის სტანდარტების დანერგვას მეწარმისათვის?
• სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა კომპანიებს გაყიდვების ზრდასა და პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანაში ეხმარება. სტანდარტები კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის გატანაშიც უწყობს ხელს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დამატებით მოტივაციას ქმნის ქართველი მეწარმეებისათვის განახორციელონ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის ბაზარზე.
• გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ სურსათის ადგილობრივი საწარმო მსხვილი საერთაშორისო კომპანიების, მაგალითად, კოკა-კოლას, კარფურის, მეტროს, დანონის და სხვათა მიმწოდებელი გახდეს.
• სურსათის უვნებლობის სისტემა კომპანიებს ეხმარება საოპერაციო ხარჯების შემცირებაში. შესაძლებელი ხდება საწარმოო ნარჩენების შემცირება, პერსონალის პროდუქტიულობის ამაღლება, არაუვნებელი პროდუქციის ბაზრიდან დაბრუნების, ამასთან დაკავშირებული ხარჯებისა და შესაძლო ჯარიმების თავიდან აცილება.
• სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად მართონ და მინიმუმამდე დაიყვანონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები და ბაზარზე სანდო კომპანიის რეპუტაცია დაიმკვიდრონ. ეს უკანასკნელი კი მწარმოებლებს ინვესტორების მოზიდვაშიც ეხმარება. პოტენციური ინვესტორისთვის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა კომპანიის მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დამადასტურებელი ნიშანია.
მაია თევზაძე
თქვენ ამჟამად ხელმძღვანელობთ აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პროგრამა წარმატებულია…
დღეს საქართველოშიც სწორედ ამ პროგრამის, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ. რეგიონის მასშტაბით IFC -ი 100-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვაში. შედეგად ამ საწარმოების გაყიდვების ზრდამ 350 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მათ მიერ მოზიდულმა ინვესტიციებმა – 150 მილიონ დოლარს.
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში როგორაა სურსათის უვნებლობის სისტემა – HACCPდანერგილი?
შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის მასშტაბით ადგილობრივ მწარმოებლებს სურსათის უვნებლობის კუთხით მეტ-ნაკლებად მსგავსი გამოწვევები აქვთ. სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა განვითარებულ ბაზრებზე ექსპორტის წინაპირობაა. იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე (რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) ახორციელებენ პროდუქციის რეალიზაციას, HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის არსებობა აუცილებელი მოთხოვნაა. თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა კი კომპანიების მხრიდან კონცენტრირებულ ძალისხმევას საჭიროებს. სირთულეებიც ანალოგიურია: საწარმოო ინფრასტრუქტურის არასათანადო მდგომარეობა, რესურსების ნაკლებობა, პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია, ხელმძღვანელი პირების ინფორმაციისა და მოტივაციის ნაკლებობა.
რას ურჩევდით ქართველ მწარმოებლებს, რა რეკომენდაციას გაუწევდით?
რეგიონის მასშტაბით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ:
• კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი და აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია;
• მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის სისტემის უპირატესობების გაცნობიერება, რაც სწორ მოტივაციას შექმნის დანერგვის პროცესში;
• რაც შეეხება საწარმოს რეკონსტრუქციას და მასთან დაკავშირებულ ფინანსებს, რიგ შემთხვევებში შეიძლება რეკონსტრუქცია მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი. სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად საწყის ეტაპზე მრავალი ცვლილების განხორციელება შეიძლება მინიმალური დანახარჯებით.
რამდენად შესაძლებელია ქართულ რეალობაში HACCP-სა და ISO სტანდარტების დანერგვა უახლოეს მომავალში?
როგორც აღინიშნა, საქართველოში ბევრ კომპანიას უკვე დანერგილი აქვს HACCP-ის პრინციპები, ბევრ მათგანს ასევე გავლილი აქვს სერტიფიცირება. თუმცა სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ამას არც საქართველოს და არც ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვისაც, რომელთაც ჯერ არა აქვთ დანერგილი HACCP-ის პრინციპები, ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა, თუმცა მეწარმეების მხრიდან ეს მოითხოვს სურვილსა და სრულ ჩართულობას.
რა სახის მომსახურებას სთავაზობთ ქართულ ორგანიზაციებს/მეწარმეებს და რამდენადაა ხელმისაწვდომი მათთვის თქვენი მომსახურება?
ქართულ კომპანიებს ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვასა და სერტიფიცირებისათვის მომზადებაში. ასევე საცალო ქსელების მომწოდებლების ჯგუფისათვის გვაქვს სპეციალური სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის საწარმოებისთვის. ეს პროგრამა საწარმოს შეფასებას, კონსულტაციებსა და პერსონალის ტრენინგს მოიცავს. იგი მეწარმეებს ეხმარება სურსათის უვნებლობის დონის თანდათანობით ამაღლებაში და საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
ზოგადად, სისტემის დანერგვის ხარჯები განსხვავდება პროდუქციის ასორტიმენტიდან და საწარმოს ზომიდან გამომდინარე. ასევე დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები მკვეთრად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია საწარმოო ინფრასტრუქტურა. ძირითადი ხარჯები სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთანაა დაკავშირებული. თუმცა როცა HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის უპირატესობებიც, რასაც სურსათის უვნებლობის სისტემა იძლევა, ესაა: გაყიდვების ზრდა, საწარმოო დანაკარგების შემცირება და ეფექტურობის ზრდა, გაუმჯობესებული რეპუტაცია და საინვესტიციო მიმზიდველობა.
მასალა მომზადებულია პროექტის – ,, HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი’’, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს პოზიციას.
2011 წელს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით დაიწყო პროექტი “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”. პროექტს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “მწვანე ალტერნატივა” და “საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია” ახორციელებდა. მიზანი კი, საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა; ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა იყო. პროექტის მონაწილე ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მათთვისაც გაურკვეველია, საბოლოოდ მოხდება თუ არა დაზარალებული მოსახლეობის უზრუნველყოფა და როდის გამოიძიებს პროკურატურა დაზარალებულთა საქმეებს.
“უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა და ათასობით უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად მათი საქმეების გონივრულ ვადებში გადასინჯვა”, – ეს არის ამონარიდი “ქართული ოცნების” 2012 წლის 1 ოქტომბრის წინაასარჩევნო პროგრამიდან.
“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველმა მხარი ამ დანაპირებისთვისაც მისცა, თუმცა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაურკვეველი ვადით მალევე გადაიდო _ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რომელზეც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, მალევე გადაიფიქრეს; მიზეზად კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები დასახელდა, რომელთა გადასინჯვასაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ შეძლებდა; ასევე ისიც, რომ სახელმწიფო არ იყო მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნისას განაცხადა, რომ მთავრობა 2015 წლის თებერვლის ბოლომდე წარადგენდა „კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება”.
რამდენი საქმე გახსნა დეპარტამენტმა
ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა 20-მდე საქმე გახსნა და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს ქონებაც დაუბრუნა.
ერთ-ერთი ბოლო საქმე პროკურატურამ 2015 წლის 21 ივლისს გახსნა და ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა, მანამდე კი, უწყებამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი 13 ივლისს გახსნა და შსს-სა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა. უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კი მეპატრონეებს დაუბრუნდათ.
გარდა ამისა, პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა იძულებით ჩამორთმეული ქონების 5 ფაქტი ივნისშიც გახსნა. რამდენიმე დღით ადრე კი, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გააქტიურდეს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და იქვე დააანონსა ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყება.
რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, 2015 წლის 29 ივლისს კი, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. როგორც სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკითხზე თბილისის მერიას ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მიმართეს.
ირაკლი მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა და პროკურატურის წარმომადგენლებმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება ირაკლი მახარაშვილის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისა და საკუთრებაში კანონიერი ფლობის ფაქტი, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი მახარაშვილის მიერ მიწის უსასყიდლოდ მიტოვების ფაქტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი მის კანონიერ მფლობელს უკან უბრუნდება.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს” პროექტის მენეჯერი გია გვილავა ამბობს, “მთავარი პროკურატურის მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით დიდია”:
“ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება. მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო.
არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს სახელმწიფოს 12-15 მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ.
სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალური განცხადება იყო ის, რომ მიდიოდა საქმეების გამოძიება, თუმცა საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში გაჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც დაახლოებით იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით”, – აღნიშნავს გვილავა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქამდეც მიიჩნევდა, რომ პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები უფრო უნდა დააკონკრეტოს – ამ დრომდე არ არის ცნობილი, რომელ საქმეებს და რა კრიტერიუმით ანიჭებს უპირატესობას მთავარი პროკურატურა, ან რა დროშია შესაძლებელი, დასრულდეს ჩამორთმეული, დათმობილი და სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებული ქონებების გამოძიების საკითხი.
ჩუქება-მიტოვებისსტატისტიკა
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ინფორმაციით, “2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5 634 ქონება დათმეს”. კერძოდ, ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ერთეული ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი – 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.
“ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხვდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი – 477, აბაშა – 116, ბათუმი – 97, ჩოხატაური – 84, ხელვაჩაური – 76, მცხეთა – 65, ხონი – 48, ხოლო საკუთრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012-დან 2015 წლის პირველ იანვრამდე პროკურატურაში 52 530 საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან, ჯერჯერობით იძულებთ დათმობილი ქონება მხოლოდ 9 პირს დაუბრუნდა.
2015 წლის 4 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებს. მინისტრმა იქვე განმარტა, რომ შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ირიცხება.
თუმცა, მთავარ პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, მოქალაქეთა ანაზღაურების საკითხი აღსრულების ფონდიდან გახორციელდა თუ არა.
კითხვაზე – რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს ზიანი აუნაზღაუროს სახელმწიფომ? “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერი გია გვილავა გვპასუხობს, რომ “ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია”: “ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით რამდენ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაზეა საუბარი. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს, თუმცა, არც ის არის ცნობილი, თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად. თეორიულად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად გახორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია”, – ამბობს გვილავა.
დაზარალებული მოსახლეობა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, განსაკუთრებით გააქტიურდა და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალურად, ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა ზიანის კომპენსაციის მიღება.
ცოტა ხნის წინ თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა გონიოში მცხოვრები 271 ოჯახიც, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიის, მესტიის, ხარაგაულის, საირმის ტერიტორიებზეც. დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნკვეთების დაბრუნებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” აცხადებენ, რამდენიმე მათგანს სარჩელი ევროპულ სასამართლოშიც აქვს გაგზავნილი და საქმე წარმოებაშია მიღებული, თუმცა, ხანგრძლივი და რთული პროცედურების გამო საქმეების განხილვას რამდენიმე წელია ელოდებიან.
მასალა მომზადებულია პროექტისფარგლებში –
“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”
7 აგვისტოს კი – ანტიბიოტიკი, მთვარის დაბნელება და KID Jesus. ფესტივალის სპეციალური სტუმარია – The Jack Wood.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „EREDELI’s Art”, როელიც აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ატარებს ყოველწლიურ ფესტივალს.
ტრაგედია დღეს გაბაიძეების ოჯახში მოხდა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, მდინარეზე იმყოფებოდნენ ბებია, დიდი ბებია და შვილიშვილი. ,,ასე ყვებიან, რომ თავდაპირველად მდინარემ თითქოს ბავშვი გაიტაცია. ეს ქალი, ბებია ბავშვს გაყოლია. როგორც ჩანს, ვერ მიუსწრო. მდინარე იმდენად პატარაა, შეუძლებელია ქალი დაეხრჩო. ეტყობა ბავშვი რომ ნახა გარდაცვლილი, გული გაუსკდა’’ – უთხრეს ,,ბათუმელებს’’ ქობულეთის გამგეობაში.
ბათუმელების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 12 და 14 წლის მოზარდები. მძღოლი რუსეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი გარდაცვლილი მძღოლის შვილია, ხოლო მეორე შუახევის მკვიდრი.
წინასწარი, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, პიკაპის მძღოლს ჩაეძინა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ფაშისტური რეჟიმი, საკონცენტრაციო ბანაკი, ჯალათისა და მსხვერპლის სიყვარული. რა განვითარებას ჰპოვებს ეს ამბავი წლების შემდეგ, როგორ იცვლებიან ამ ისტორიის მთავარი გმირები? – ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სცენა „ღამის პორტიეს“ წარმოგიდგენთ.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ზაალ გოგუაძე, ია ვახანია, დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, ლევან თედორაძე, გოგიტა მეგრელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი და ლაშა კონცელიძე.
რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე; მხატვარი – ვახტანგ ბესელია; კოსტიუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე; მხატვრული განათება – რევაზ ლორთქიფანიძე; ვიდეოგადაღება – ალექსანდრე აბაშიძე; ვიდეომონტაჟი – ამირან ვადაჭკორია; ხმის ოპერატორი – ნანა ქობულია; რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე.
ბანაკის მიზანია პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში შექმნილი თვითდახმარების ჯგუფების, რესურსცენტრების და კოოპერატივების წარმომადგენლების უნარების გაძლიერება, პრობლემების იდენტიფიცირების ხერხებისა და მათი გაანალიზების შედეგად სტრატეგიის შემუშავება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისათვის, რესურსცენტრებისა და კოოპერატივების არსის და მისიის ფართოდ გააზრება, მათი საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა თემისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განსავითარებლად.
ბანაკის მსვლელობისას ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შორის.
ბანაკს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები დაათვალიერებენ აჭარის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.
ბანაკი იმართება პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ტასო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში ფოტოს ავთენტურობას არ ადასტურებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და სააგენტოებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.
„ბათუმელები“ დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენელს დავით რობაქიძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, დღეს 3 აგვისტოს 14:00 საათზე, მაშველებმა ნამდვილად აღმოუჩინეს 13 წლის მოზარდს დახმარება. თუმცა, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცოცხალი ჯაჭვი მაშველების გადასარჩენად გაკეთდა, გამგებლის წარმომადგენელი უარყოფს:
„სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ და მათ დასჭირდათ დახმარება, ეს ტყუილია და ასე არ ყოფილა. რადგან იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის სიგრძე საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მოზარდი მისწვდომოდა, ამიტომ გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რომ ბაწარი დაგრძელებულიყო“- ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.
ნინო, როცა ტელევიზიას არ აძლევენ დაანონსებული კონცერტის ჩატარების შესაძლებლობას, არის თუ არა ეს მედიაზე ზეწოლა?
თუ ადგილობრივი თვითმმართველობები ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში არ წარმოადგენენ შესაბამის დამადასტურებელ საბუთებს იმის შესახებ, რომ იმ ლოკაციებზე, სადაც „რუსთავი 2“-ს სურდა კონცერტის ჩატარება, ნამდვილად იყო დაგეგმილი სხვა აქტივობები, გვექნება ლეგიტიმური საფუძველი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მიზანმიმართულად უშლიან ხელს კონკრეტულ მედიასაშუალებას თავისი აქტივობის განხორციელებაში.
მედიასაშუალებებს, მათ შორის „ბათუმელებს“, აქვთ მერიის მიერ ზაფხულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების პროგრამა, სადაც განსაზღვრულია ღონისძიების ჩატარების რიცხვი, ადგილი და დრო. არც 30 ივლისს და არც 1-ელ აგვისტოს ამ პროგრამის მიხედვით ღონისძიება არ ყოფილა დაგეგმილი…
ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეთანხმებული იყო ის, რომ სამ თვითმმართველ ერთეულში ერთდროულად უთხრეს უარი „რუსთავი 2“-ს, შეიძლება სპონტანურად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბათუმში არ მოიძებნა ადგილი, რომელსაც ალტერნატივად შესთავაზებდა ქალაქის თვითმმართველობა ტელეკომპანიას. არსებობს ბევრი კითხვა და იმისათვის, რომ ამ საქმეს არ მიეცეს პოლიტიკური ელფერი და არ მოგვიწიოს იმაზე საუბარი, რომ „რუსთავი 2“ იდევნება, ან ხელი ეშლება პოლიტიკური მიზეზების გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა პროაქტიურად, არასამთავრობოთა ძალისხმევის გარეშე უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტაცია, რომ ამ ლოკაციებზე იყო დაგეგმილი ღონისძიებები.
ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროინდელი ფაქტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციის ჩატარება, მაგრამ მერიამ მაშინაც სწორედ იმ მიზეზით უთხრა უარი, რომ მოედანი დაკავებული იყო. სინამდვილეში კი მერიამ ქედის მუნიციპალური ორკესტრი სპონტანურად ჩამოიყვანა ბათუმში, რომელიც ევროპის მოდანზე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრავდა. დაახლოებით იმავეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც – უკვე დაუგზავნეს მედიას პრესრელიზები ანბანის კოშკთან უეფას პრესტიჟული თასების განთავსებაზე. რატომ ხდება ასე?
ბუნებრივია, გვახსენდება ასეთი შემთხვევები და ბუნებრივია, რომ ამას მოყვება მკაცრი რეაქცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მოქალაქეების მხრიდან. ძალიან ცუდია, თუ ხელისუფლება თვითონ მიანიჭებს სრულიად აპოლიტიკურ კონცერტს პოლიტიკურ შინაარს. ეს წამგებიანი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, მმართველი გუნდისთვის. ეს არ იქნება ნაბიჯი დემოკრატიისკენ.
ითქვა, რომ ეს იყო პირდაპირი დავალება ცენტრალური ხელისუფლებიდან. თქვენი აზრით, ვის და როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ ფაქტზე?
თუ ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების დავალება, ძალიან ცუდია, რადგან ეს მიუთითებს, რომ თვითმმართველი ერთეულები არ არიან რეალურად დამოუკიდებლები. ეს დავალება იყო თუ არა ცენტრალური ხელისუფლებიდან, უკანონო დავალების შესრულება თავისთავად არაკანონიერი ქმედებაა და თვითმმართველობებს აქვთ უფლება, რომ მსგავსი არაკანონიერი დავალება არ შეასრულონ.
რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი ფაქტების გამო მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ინდექსი გაუარესდეს?
ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას ვაფიქსირებთ და ეს ჩვენ ანგარიშებში მოხვდება. ბუნებრივია, ჩვენი ანგარიშები შესაძლებელია მოხვდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა ანგარიშებშიც. ამიტომ, ეს დეტალები უნდა გაითვალისწინონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პირველ რიგში, ისინი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ საკუთარი მოქალაქეებისა და კანონის წინაშე.
წინა ხელისუფლების დროსაც ცალკეული მედია თუ ჟურნალისტი იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით. როცა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები არ იცვლება, ეს რაზე მეტყველებს?
ანალოგიური შემთხვევა იყო თბილისში კანცელარიასთან, როდესაც კონცერტის გამართვა უნდოდათ აქციის ორგანიზატორებს და სცენა არ დაადგმევინეს, მაგრამ ეს ერთი ან ორი შემთხვევა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სისტემურ პრობლემაზე ვილაპარაკოთ. საბოლოო დასკვნების გამოტანა ადრეა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სერიოზული არგუმენტები იმის სათქმელად, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკაა და არა ერთეული გადაცდომა.
„სამსახურიდან, როგორც ბრძანებაში ეწერა, რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, სინამდვილეში ჩვენი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკური იყო, რადგან 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ვიმყოფებოდით. პარასკევს, 5 საათზე, დაგვიბარეს და მოგვაწერინეს რეორგანიზაციის განცხადებაზე ხელი, თან გაგვაფრთხილეს, ვინც ხვალ აქციაზე წახვალთ, სამსახურიდან იქნებით გათავისუფლებულებიო,“- ამბობს ლაშა კილაბერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი აქციაზე არასამუშაო დღეს – შაბათს იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.
„ბათუმის კორპუსის“ ყოფილი თანამშრომლების თქმით, რეორგანიზაცია მხოლოდ მათ შეეხო: „ეს მაშინ, როცა რეორგანიზაციის შედეგად შტატები არა თუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლები ქალაქის მერის დავალებით გაათავისუფლეს.
„ჩვენ, როგორც ვიცით, „ბათუმის კორპუსი“ აპირებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, თუმცა ყველა ინსტანციაში ვაპირებთ ბრძოლას“.
17 ივლისს, გიორგი თავამაიშვილის მოადგილემ ვალერი ბერაძემ სასპორტო სკოლის ხელმძღვანელად ირმა ნიჟარაძე წარადგინა. მუხრაბ ვახტანგაზე ირმა ნიჟარაძეს სასპორტო სკოლის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
ირმა ნიჟარაძე 1973 წლის 16 მარტს ქობულეთში, სოფელ ალამბარში დაიბადა. 2008 წლიდან სასპორტო სკოლაში სახეობათა კოორდინატორად მუშაობდა. პროფესიით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტია. დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია, 1995-1999 წლებში იმავე ინსტიტუტში სწავლობდა ასპირანტურაში და არის მეცნიერების კანდიდატი.
ირმა ნიჟარაძისთვის, როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, ამ თანამდებობაზე დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა: „პირველ რიგში, მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა მინდა გავაკეთო, მოვიწვიო კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც სემინარებს ჩაატარებენ. შემდეგ ალბათ ინვენტარს განვაახლებთ“.
რა ნიშნით დაინიშნა ირმა ნიჟარაძე სასპორტო სკოლის ხელმძღვანელად? გიორგი თავამაიშვილის თქმით, ის დიდი ხანი მუშაობს ამ დაწესებულებაში, იცნობს კოლექტივს და აქვს სამეცნიერო ხარისხი.
ახალი საცხოვრებელი სახლის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძემ და ბათუმის ვიცე მერმა, ბაგრატ მანველიძემ მიიღეს მონაწილეობა.
„საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 12 სართულიან შენობაში 73 ბინა განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ტერიტორიაზე კომპანიამ 789 კვ.მეტრზე განთავსებული 3 სახლის დემონტაჟი უკვე განახორციელა. ოჯახებზე გაცემულმა კომპესაციამ 127,500 დოლარი შეადგინა. ოჯახებს ახალ საცხოვრებელ სახლში საკუთრებაში სულ 1090 კვ.მ ფართი გადაეცემა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ.ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. პროექტის მიმართ ინტერესი ,,საქართველოს ბანკმა“ გამოიჩინა, რომელიც უკვე ფლობს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილებას. „საქართველოს ბანკსა“ და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის.
„არ ვიცით ადგილობრივია თუ ტურისტი, უკვე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილობრივებმა სამაშველოს დაურეკეს და დახმარება ითხოვეს“ – აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს გამოიძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ასე რომ, თუ ფული დაგაკლდათ, გააკეთეთ განაცხადი ონლაინ www.MoneyMan.ge-ზე ან გვეწვიეთ საზაფხულო თეატრთან 4-დან 10 საათამდე და ჩვენი პრომო გოგონები დაგეხმარებიან სასურველი თანხის მიღებაში.
ჩვენი მიზანია – ონლაინ სესხების სერვისი მაქსიმალურად მოქნილი, გამჭვირვალე და კომფორტული გავხადოთ მომხმარებლებისთვის! ამიტომ, მანიმენიგთავაზობთ:
ნდობაზედაფუძნებულურთიერთობას! ხანრგლივი თანამშრომლობისას: თანხა და გადახდის ვადა იზრდება, საპროცენტო განაკვეთი კი მცირდება.
სწრაფდამარტივსესხს! თქვენ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით მიიღებთ სასურველ თანხას 15 წუთში.
კრედიტსდოკუმენტებისშეგროვებისგარეშე! კრედიტის გაფორმებისას თქვენ არ გჭირდებათ ქონების გირავნობისა და ხელფასის ცნობის წარდგენა.
საუკეთესობონუსურსისტემას! თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბონუსური სისტემით და მაგალითად, ყოველ მოწვეულ მეგობარზე, რომელიც სესხს მანიმენში აიღებს 25 ლარისბონუსქულა მიიღოთ.
გადავადებისშესაძლებლობას! ვერ ასწრებთ სესხის დაფარვას? არ ინერვიულოთ, მანიმენში თქვენ შეგიძლიათ სესხის გადავადება.
სესხისმიღებასნებისმიერიმოწყობილობიდან! სასურველი თანხის მიღება შეგიძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობით.
საზაფხულოდ, ჩვენს ახალ მომხმარებლებს განსაკუთრებულ კონკურსსაც ვთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ 2 კაციანისაგზური მოიგოთ და საზაფხულო თავგადასავლი საყვარელ ადამიანთან ერთად თურქეთში განაგრძოთ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:www.MoneyMan.geან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე +995 322 470017
ნუგადადებთცხოვრებასხელფასამდე! დაზოგეთ დრო, ენერგია და დატკბით საზაფხულო თავგადასავლით!
პროექტი მეოთხე წელია იმართება და ის ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშველოვანი ნაწილი გახდა. ბათუმის ყოველწლიურ უჩვეულო ქუჩის გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე მულტიმედია არტისტები მონაწილეობენ, ისინი თავს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე იყრიან და „ბათუმის ეზოს ამბებს“ ეზოს მცხოვრებლებთან ერთად გვიყვებიან.
ფესტივალში მონაწილე არტისტების ნამუშევრების ინსპირაცია ეზოს მაცხოვრებელების საინტერესო პერსონალური ისტორიები, ოჯახებში არსებული ფოტო-მასალები, საყოფაცხოვრებო საგნები, ეზოს ურბანულ გარემო ან ყოველდღიური ცხოვრება ხდება, რომელსაც ბათუმელი, თბილისელი და უცხოელი მულტიმედია არტისტები სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებით გვაჩვენებენ.
წელს ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და „ბათუმის ეზოს ამბებში“ 14 არტისტი მონაწილეობს. არტისტები კონკურსის მეშვეობით შეირჩა.
წელს, „ბათუმის ეზოს ამბები“ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ეზოს მაცხოვრებლების საინტერესო ისტორიებს გაგაცნობთ. არტისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ისინი 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ და ჯგუფური ან ინდივიდუალურ ნამუშევრებს შექმნიან. ახალი ისტორიები და საინტერესო ნამუშევრები ძველ ბათუმში, ღია ცის ქვეშ, 6-დან 8 აგვისტოს ჩათვლით გამოიფინება.
„ბათუმის ეზოს ამბები“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანასებით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება, მას უკვე ტრადიციული სახე აქვს და ბათუმის არტ-ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„ბავშვთა ატრაქციონებს, სადაც პლასტმასის თოჯინები დგას, ქვემოდან აქვს განათებები, რომელიც ძალიან ცხელია და ბავშვმა ხელი დაიწვა. შეიძლება მივმართოთ ბულვარის ადმინისტრაციას ან ზედამხედველობის სამსახურს, რომ გააკეთონ დამცავი,“- წერს მშობელი.
„ბათუმელები“ ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი მიიღო:
„ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს განათებები დამონტაჟებულია არა საბავშვო ატრაქციონებზე, არამედ პალმის ძირებში. ამიტომ მშობლებმა უნდა მიაქციონ პატარებს ყურადღება, რადგან, როგორც ჩანს, ბავშვი პალმის ძირებთან მივიდა და იქ დაადო ხელი,“- ამბობს „ბათუმის ბულვარის“ ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი.
ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბულვარში განათებებს ვერ გამოცვლიან.
„ცივი განათება რომ გააკეთო, მაშინ ერთ ფერში უნდა გაანათო ბულვარი, სხვადასახვა ფერს კი თავისი ეფექტი აქვს. ეს არის ღამის ნათება და ამას ვერ შევცლით. ამიტომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რომ ბავშვები ღამის განათებებთან არ მივიდნენ“.
ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ბავშვთა კუთხესთან მინიშნებები დაიდგმება.
ვიზიტორებიდან 336 664 ტურისტია, (საერთო რაოდენობის 45,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%); 182 693 ტრანზიტი (საერთო რაოდენობის 24,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,7%) და სხვა დანარჩენი 218 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 29,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%).
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 069 999 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,9 %-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (+6,6%) და უკრაინიდან (+0,6%) შემოვიდა.
„ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 23%, 23%, 15%, 15%, 15% და 15%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 32%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 768% და საუდის არაბეთი – 137%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოდან ცხრა წონით კატეგორიაში იასპარეზებს ცხრა სპორტსმენი:
მიხეილ კაზანჯიანი – 49კგ (თბილისი)
გიორგი გოგატიშვილი – 56კგ (ფოთი)
ოთარ ერანოსიანი – 60კგ (ახალქალაქი)
ირაკლი მელიქიშვილი – 64კგ (თბილისი)
გელა აბაშიძე – 69კგ (ბათუმი)
ზაალ კვაჭატაძე – 75კგ (თბილისი)
ნიკოლოზ სეხნიაშვილი – 81კგ (გორი)
ლევან გულედანი – 91კგ (თბილისი)
მიხეილ ბახტიძე – +91კგ (თბილისი)
ნაკრების მთავარი მწრთნელი: დავით წიკლაური.
საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრები 24 ივლისამდე ორკვირიან საწვრთნო შეკრებაზე ბორჯომში იმყოფებოდა, შემდეგ კი ბელორუსიის და ლატვიის ნაკრებებთან ერთად ერთობლივ შეკრებაზე – მინსკში.
ქართველი მოკრივეები ექვსეულში მოხვედრის შემთხვევაში, ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.
საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრები
ფინალური ჩეხვედრები 15 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე
მეჰმედ ფაშა, რომლის ქართული სახელი უცნობია, ახალგაზრდობისას დაუტყვევებიათ და სტამბოლში ტყვედ გაუყიდიათ. მეჰმედი ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირს კოჯა სინან-ფაშას უყიდია. ბიჭისთვის სახელი შეუცვლია და სულთნის სასახლეში მიუყვანია. მეჰმედს კარგი განათლება მისცეს, თავისი ნიჭის წყალობით კი მალე დაწინაურდა.
კარიერის მანძილზე მეჰმედ ფაშა იყო ეგვიპტის ვალი (მმართველი), ბელგრადის ციხისთავი, ბოსნიის ვალი, ოსმალეთის მესამე ვეზირი, შემდეგ დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი, 1622 წელს კი მეჰმედ ფაშა, როგორც საქმის კარგი მცოდნე და უნარიანი ორგანიზატორი ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა.
მეჰმედ ფაშა იმპერიის 78-ე დიდი ვეზირი იყო. მან ამ თანამდებობაზე 4 თვე და 14 დღე დაჰყო. იგი 70 წელზე მეტხანს, 9 სულთნის მმართველობის პერიოდში ერთგულად ემსახურებოდა ოსმალეთს, 90 წლის ასაკში კი მოკლეს.
„ოსმალეთის ისტორიის ყველაზე კრიზისულ ეპოქაში, დიდვეზირის პოსტზე იქნებოდა თუ პროვინციის მმართველის პოზიციაზე, საზოგადოებას იგი ყოველთვის მიაჩნდა ჭკვიან და წინდახედულ მოღვაწედ. დიდვეზირის მოვალეობის შესრულებისას მან შეასწორა მონეტის ყალიბი, რითაც გამოასწორა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა”, – წერს მის შესახებ ისტორიკოსი მურატ კასაბი წიგნში „ოსმალეთის ქართველობა“.
გურჯი მეჰმედ ფაშას სახელითაა ცნობილი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის 99-ე დიდვეზირი გახდა სულთან მეჰმედ IV-ის დროს. გურჯი მეჰმედ ფაშას გზა დიდვეზირობამდე საკმაოდ გრძელი იყო. ეს თანამდებობა მან 100 წლის ასაკში, 1651 წელს მიიღო. როგორც კი დიდვეზირი გახდა, ყველა შესაძლო მეტოქე სტამბულიდან გადაასახლა. კრიტიკოსებისგან თავის დასაცავად კი აცხადებდა, რომ მას წვერი სახელმწიფო სამსახურში გაუთეთრდა. დიდვეზირობის დროს სტამბულიდან ბევრი მოქალაქის გადასახლების გამო მას ზედმეტსახელად „ჰაბუს სელათინი“ უწოდეს. მას ეს თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა. ის 1652 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ცოტახანს ციხეშიც ჩასვეს, მოგვიანებით კი სტამბულიდან მოშორებით მიზნით ოჰრიდის ვალის თანამდებობაზე დანიშნეს.
ხალხისგან განსხვავებით სულთანთან დაახლოებული პირები დიდ ვეზირს კეთილად იხსენიებდნენ. როგორც მურატ კასაბი წერს, „მეჰმედ ფაშა მათ მაღალ ხელფასებს ურიგებდა, ახალ თანამდებობებს უქმნიდა და ფლანგვისგანაც არ იკავებდა თავს.”
დიდი ვეზირი არ ყოფილა, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიის გაძლიერებაში კაცმა, რომელსაც პატარა ჰუსეინ ფაშა ერქვა. 11 წლის ასაკში ტყვედ გაყიდული ქართველი ბიჭი, თავის დასთან ერთად სტამბულში ჩაიყვანეს და სულთან მუსტაფა III-ეს აჩუქეს. მწერალი რამაზ სურმანიძე ჰუსეინ ფაშას ისტორიას ასე აღწერს:
„ჰუსეინი სულთნის შვილის, სელიმის თანატოლი იყო. ბიჭები დამეგობრდნენ და ძმადნაფიცები გახდნენ. ერთხელ მტრებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ სელიმს და თავიდან მოეშორებინათ მომავალი კანონიერი სულთანი. ეს განზრახვა სრულიად შემთხვევით გაიგო ჰუსეინის დამ და ძმას შეატყობინა. ჰუსეინის სიმამაცითა და მოხერხებით სელიმი სიკვდილს გადაურჩა. ამ ამბავმა ჰუსეინი კიდევ უფრო დაახლოვა სულთნის კარს და თვით ტახტის მემკვიდრეს. 1789 წელს, როდესაც სელიმი სულთანი გახდა, ჰუსეინი მთავარ მცველად დანიშნა, სამი წლის შემდეგ კი ოსმალეთის მიმდებარე ყველა ზღვის კაპიტნად დააწინაურეს. 1792 წელს ჰუსეინმა ცოლად შეირთო სულთან აბდულ-ჰამიდ პირველის ქალიშვილი, 36 წლის ესმა და იგი სასახლის სიძე გახდა“.
პატარა ტანის გამო მას პატარა ჰუსეინ ფაშად მოიხსენიებდნენ. იგი გამორჩეული, პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანი იყო. მისი კაპიტნობის დროს განხორციელდა ოსმალეთის ფლოტის რეფორმა, აშენდა ოცამდე ახალი გემი, წყალსაცავები და პორტები. პატარა ჰუსეინ ფაშას სამხედრო ნიჭს მიაწერენ ეგვიპტიდან ნაპოლეონის გაძევებას. ეგვიპტეში ლაშქრობის დროს პატარა ჰუსეინ ფაშას თან ახლდა ხუსრევ ფაშა, იგივე ხოსრო-ფაშა ერისთავ-ჩხეიძე, რომელიც შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა. ეგვიპტეში ფრანგების დამარცხების მიუხედავად ჰუსეინ ფაშამ საფრანგეთთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა ხუსრევ ფაშასაც. ჰუსეინ ფაშამ ეგვიპტეში გვარდიის უფროსად სწორედ ხუსრევ ფაშა დანიშნა და თავად სტამბულში დაბრუნდა. სადაც 1803 წელს გარდაიცვალა კიდეც.
ოსმალეთის იმპერიის ქართველ დიდვეზირებს შორის გამორჩეულია ხუსრევ მეჰმედ ფაშა. რაჭის ერისთავების შთამომავალი ოსმალეთის იმპერიის დიდვეზირი სულთან აბდულმეჯიდის დროს გახდა. ორი ვერსია არსებობს თუ როგორ მოხვდა იგი ოსმალეთის იმპერიაში. ერთი ვერსიით თავად წავიდა, მეორე ვერსიით კი ის ტყვედ გაყიდეს. თუ წყაროებში დაცულ ინფორმაციებს დავეყრდნობით, ეს უკანასკნელი ვერსია უფრო სარწმუნოა.
როგორც მემატიანე აბდარ რაჰმან-ჯაბარტის მიერ ფრანგულ ენაზე 1838 წელს შედგენილი დღიურიდან ირკვევა, ხოსრო ფაშა საქართველოში დაბადებულა. ჩანაწერების მიხედვით, „ხოსრო ფაშა ჯერ მონა იყო ხონთქარ აბდულ-ჰამიდისა, შემდეგ კი მისი პაჟი. აღიზარდა სერალში (სულთნის რეზიდენციაში) სახელგანთქმულ ჰუსეინ-ფაშასთან, რომელიც ასევე ქართველი იყო. ისინი ერთად იზრდებოდნენ, შემდეგ ხუსრევი ჰუსეინის ხაზინადარი გახდა“.
მწერალმა რამაზ სურმანიძემ ხუსრევ მეჰმედ ფაშას ფესვები გამოიკვლია. მისი თქმით, ხუსრევ მეჰმედ ფაშა იგივე ხოსრო ერისთავ-ჩხეიძეა, რაჭის ერისთავების შთამომავალი. ხუსრევ მეჰმედ ფაშა სულთან მაჰმუდ მეორეს დროს ადმირალი იყო, დიდი ვეზირის წოდება კი აბდულ-მეჯიდის დროს მიიღო.
როცა 1801 წელს პატარა ჰუსეინ ფაშასთან ერთად ეგვიპტის ლაშქრობაში ჩაება, მისი გავლენა სულთნის კარზე არ იყო ძლიერი. ომის დამთავრების შემდეგ ეგვიპტეში დარჩა და ალექსანდრიის გვარდიის ნაწილის უფროსად დანიშნეს, საიდანაც გუბერნატორის თანამდებობაზე გადაიყვანეს იზმითში. იმავე წელს ვეზირის წოდება მიიღო და ეგვიპტისა და სალონიკის მმართველი გახდა. ხუსრევ ფაშას აღმასვლა 1811 წელს ადმირალობით გაგრძელდა. თავისი კარიერის მანძილზე ამ თანამდებობას რამდენჯერმე გამოემშვიდობა და თავიდან დაუბრუნდა. ის იყო სულთან მაჰმუდ მეორის უერთგულესი კადრი.
დიდი წვლილი შეიტანა იანიჩართა (მე-16-19 საუკუნეში თურქეთის ელიტური ქვეითთა არმია) კორპუსის გაუქმებაში. გადმოცემის თანახმად 1826 წელს, მას შემდეგ, რაც მაჰმუდ მეორისგან ბრძანება მიიღო, ადმირალმა ხუსრევ მეჰმედ ფაშამ გემზე მყოფი იანიჩრები პირდაპირ შუა ზღვაში გადაყარა. რიგით სამხედრო მეზღვაურებს კი ტუნისიდან წამოღებული ფესები (ერთგვარი ქუდი) დაახურა. სულთანს ძალიან მოეწონა სამხედროების ახალი ფორმა და ძველი იანიჩრების ფორმა აკრძალა.
ხუსრევ მეჰმედ ფაშა ქველმოქმედებით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიაში. მან პირველი სამხედრო სკოლა გახსნა ტაქსიმზე. მის მთავარ დამსახურებად კი სტამბულში, ეიუპ-სულთნის უბანში გახსნილ ბიბლიოთეკას ასახელებენ. ფაშამ ბიბლიოთეკას 1015 წიგნი შესწირა.
ხუსრევ მეჰმედ ფაშას სულთნის შემდეგ იმ დროის ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკოსად მიიჩნევენ.
„მიუხედავად მოხუცებულობისა, ახალგაზრდული ენერგიითა და მოქნილობით გამოირჩეოდა. იყო დაბალი. ჰქონდა რძესავით თეთრი წვერი, წითელი სახე, მსხვილი ნისკარტივით ცხვირი, პატარა თვალები და დიდი თავი. 35 წელი მაღალ პოსტებზე სამსახური ადასტურებს მის პოლიტიკურ მოხერხებულობას. მან პირველად მისცა რეკომენდაცია სულთანს, შეექმნა ევროპულად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთი,“ – წერს ისტორიკოსი მურატ კასაბი დიდი ვეზირის შესახებ.
ხუსრევ მეჰმედ ფაშას არასდროს დაუვიწყებია თავისი წარმომავლობა. თავისი ცხოვრების მანძილზე მას არაერთი ტყვედ გაყიდული ქართველი ახალგაზრდა გამოუხსნია და მათთვის განათლება მიუცია.
მწერალი რამაზ სურმანიძე იხსენებს ვასპი (ვასიფ) მეჰმედ ფაშა გუჯაბიძის ისტორიას.
„მეჰმედ ფაშა წარმოშობით გურიის სოფელ ჩოჩხათიდანაა. დაბადებული 1800-1805 წლების ახლო ხანებში. 1819-1820 წლებში გურიაში ანტირუსული გამოსვლების დროს, 15-20 წლის ასაკში მყოფი ჭაბუკი ოსმალებს მიჰყიდეს. ეს გააკეთა გურულმა თავადმა მაჭუტაძემ. ბიჭში აღებული ფულით კი იარაღი იყიდა, რომ რუსებს შებრძოლებოდა. ოსმალეთში ტყვედ ჩაყვანილი გუჯაბიძე დიდვეზირმა ხოსრო-მეჰმედ ფაშამ გამოისყიდა, აღზარდა და ხელი შეუწყო, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა. ვასიფმა შეძლო სამხედრო სასწავლებლის დასრულება, მონაწილეობდა ბოსფორის რაიონში და ყარსის ბრძოლებში, მალე გახდა გენერალი, ხოლო შემდეგ ოსმალეთის მუშირი (მარშალი). ვასიფ-მეჰმედ-ფაშა გუჯაბიძე 1856 წელს გარდაიცვალა”.
რამაზ სურმანიძის ინფორმაციით, კიდევ ერთი გამოჩენილი ქართველი, რომელმაც ტყვედ გაყიდვის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში წარმატებას მიაღწია, ჰალილ-რიფათ ფაშაა. ჰალილ-რიფათ ფაშა ტყვედ გაყიდეს და სტამბულში ჩაიყვანეს. ის მოხუც სერასკირს ხოსრო ფაშას მიჰყიდეს. სწორედ ხოსროს დახმარებითა და მფარველობით მიაღწია წარმატებას ჰალილმა.
რამაზ სურმანიძე
„მისი ქართული გვარ-სახელი სამწუხაროდ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მან ოსმალეთში ცოლად შეირთო დედით ქართველი სულთნის, მაჰმუდ II-ის და მისი ქართველი მეუღლის ფატიმა ქუთათელაძის (ბეზმიალემ-ვალიდე სულთანი) ქალიშვილი. ჰალილ-ფაშა, სანამ სულთნის სიძე გახდებოდა, სულთნის კარზე დიდი პატივით სარგებლობდა. მას ევროპის ჯართა სერასკირის უმაღლესი სამხედრო წოდება ჰქონდა“.
როგორ ხდებოდნენ ტყვედ გაყიდული ქართველები ოსმალეთის სულთნების კარზე წარჩინებული დიდებულები? – ამ კითხვაზე მწერალი რამაზ სურმანიძე შემდეგნაირად პასუხობს:
„ოსმალეთში ადრე სხვა კანონები მოქმედებდა. მონა ომში ან მშვიდობიანობის დროს თავს თუ გამოიჩენდა, მას სამხედრო ჩინს ნახტომისებურად აძლევდნენ. თუ კვლავ განაგრძობდა წარმატებას, შესაძლოა სარდლის ან ვეზირის დონემდე ამაღლებულიყო. რაც მთავარია, ძველ ოსმალეთში დაწინაურების დროს ეროვნების მოტივით არავითარი შეზღუდვა არ არსებობდა. მთავარი იყო, მუსულმანური რწმენა, თანდაყოლილი ნიჭი და განსწავლულობა. სწორედ ამ თვისებებით დაწინაურდნენ ხოსრო ფაშა, მისი ქართველი მეგობრები და აღზრდილები“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნებართვით გამოცხადებული ტენდერი შეზღუდულ ვადებში ჩატარდა – წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 5 მილიონ 330 ათასი ლარი იყო.
მერიის სატენდერო კომისია „ენერგოსექტორმშენისგან“ დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ელოდებოდა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტები, როგორც შესაბამისი ოქმით ირკვევა, კომისიამ არასათანადოდ ჩათვალა, ხაზი გაუსვა სხვა უზუსტობებსაც, რის გამოც კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა.
„თანხა და შესყიდვის საგანი, ფაქტობრივად, იგივეა, უბრალოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოთხოვნები ოდნავ გამარტივდა, დიდი სხვაობა არ არის. გამოცდილებასთან დაკავშირებითაც დავწიეთ კრიტერიუმები, იმ კუთხით, რომ მეტმა პრეტენდენტმა მიიღოს მონაწილეობა.“ – განაცხადა გამარტივებული ტენდერის მიმდინარეობისას „ბათუმელებთან“ მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ბაგრატ ხალვაშმა.
ანგისაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის 4 მაისს გამოცხადებული ტენდერიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მაშინაც მხოლოდ ერთი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა, რომელიც მერიას ბაზის აშენებას 5 მილიონ 99 ათას 997 ლარად სთავაზობდა. მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.
„კონვენტ ჯორჯიაში“ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“
ახალი სპორტული ბაზა ანგისაში, არსებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი საფეხბურთო მოედანი [ზომით 68×105 მ] და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი [ზომით 63×105მ]. დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყოფაც. სატენდერო განაცხადების მიხედვით, მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 დღეში უნდა დასრულებულიყო.
ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, დღეს, 2 აგვისტოს, სახალხო დღესასწაული „შუამთობა 2015“ იმართება. ბეშუმში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სხვა ოფიციალური, ასევე სასულიერო პირები. დღესასწაულთან დაკავშირებით ბეშუმში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და სანახაობა იმართება.
„მინდა აღვნიშნო აჭარლებისა და ზემომთიანი აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები, გამორჩეული ქართველები, თქვენი გულით, თქვენი სიყვარულით, თქვენი სიკეთით. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ უკვე მეორე წელია თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს, შუამთობას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2002-2014 წლებში საქართველოში სულ რეგისტრირებულია 318 700 აბორტი. აქედან 161 აბორტი 15 წლამდე ასაკში, ხოლო 18 328 აბორტი -15-დან 19 წლამდე ასაკის ქალებში. ამ პერიოდში ყველაზე მეტი – 39 200 აბორტი რეგისტრირებულია 2012 წელს.
რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებლები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
საქართველოში, ვინაიდან ნატურალური, ნედლი რძე ძალიან ცოტაა, რძის პროდუქტების წარმოების ორი ხაზი არსებობს – ნატურალური რძისგან დამზადება (ასეთი პროდუქტი შედარებით ძვირია) და მცენარეულ ცხიმებზე დამზადება, რომელიც ფაქტობრივად, არ არის რძის პროდუქტი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „რძის პროდუქტები, რაც იწარმოება საქართველოში, უმეტესობა დამზადებულია მცენარეულ ცხიმებზე, მაგრამ აწერია, მაგალითად, „არაჟანი“, „ხაჭო“ და ა.შ. ამიტომ, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, თუ პროდუქტს აწერია „რძის პროდუქტი“, ის უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური რძისგან ან უმაღლესი ხარისხის რძის ფხვნილისგან წარმოებული, ხოლო თუ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს ან სხვა ცილებს (რაც არ არის აკრძალული), ანუ არ არის უშუალოდ რძისგან წარმოებული, მას აუცილებლად უნდა ეწეროს – „რძის შემცველი“.
ეს ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ყველი, ხაჭო, შედედებული რძე, იოგურტი და ა.შ. ნაყინის გარდა. არაჟანს არ შეიძლება ეწეროს „არჟანი“, თუ ის ნატურალური რძისგან ან რძის ფხვნილისგან არ არის ნაწარმოები (შესაძლოა ნატურალური რძისა და რძის ფხვნილის შერევაც) და თუ მასში შერეულია სხვა, რძისგან განსხვავებული, ცილა ან ცხიმი, უნდა ეწეროს – „რძის შემცველი“.
დღეს საქართველოში რძის ფხვნილი არ იწარმოება. რძის ფხვნილიც და მცენარეული ცხიმებიც უცხოეთიდან შემოაქვთ. ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებით კი, როგორც სააგენტოში აცხადებენ, შესაძლოა რძის პროდუქტების ღირებულებამ 20 თეთრით მოიმატოს, „ვიდრე ფასებს ბაზარი დაარეგულირებს“.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მთლიანობაში 4 მილიარდ 761 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2015 წ. იანვარ-ივნისის პერიოდში საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები სტატისიტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა:
საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, გამარტივებული წესით საწვავის შესყიდვა კორუფციას გამოიწვევს, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად საკითხი 13 ხმით მაინც გავიდა.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ საწვავის მომარაგებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქედის მუნიციპალიტეტში ავტოგასამართი სადგური არ აქვს, რისთვისაც საწვავის ჩასასხმელად სამსახურის უფროსები ბათუმში ჩადიან, გამარტივებული წესით საწვავის შეძენის გადაწყვეტილება კი თანხების დაზოგვის მიზნით მიიღეს.
„საწვავის ჩასახმელად სამსახურის უფროსები ბათუმში ჩადიოდნენ, რადგან „ლუკოილ-ჯორჯიას“ ქედაში ავტოგასამართი სადგური არ აქვს, ეს კი გაცილებით მეტ ხარჯებს მოითხოვდა. არსებობს კანონი – იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 15 კილომეტრ რადიუსში ავტოგასამართი სადგური არ აქვს, გამგეობა უფლებამოსილია საწვავის შესაძენად ხელშეკრულება ახლომდებარე ავტოგასამართ სადგურთან გააფორმოს. რაც შეეხება კორუფციას, ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავ“ – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
კითხვაზე, რატომ არ დაზოგა თანხა ქედის თვითმართველმა ორგანომ დღემდე თუ ამის შესაძლებლობა იყო, ამირან ცინცაძეს პასუხი არ აქვს.
ფოტოპროექტის ფარგლებში ყველა მსურველს შეეძლო უფასოდ დასწრებოდა საგანმანათლებლო პროგრამას, მოესმინა ლექციები,მასტერ-კლასები,მოენახულებინა გამოფენები და ჩვენებები.
ოდესაში ფოტოდღეებში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები – მატიუ პარენტი(საფრანგეთი), ანა რიაბოშენკო (საქართველო) და კლაუდია კუნინი (აშშ); დაახლოებით 40-მა უკრაინელმა ფოტოგრაფმა ადამ მაზურის (პოლონეთი), რაფალ მილახის (პოლონეთი) და პატერ ინგმანის (შვედეთი) მასტერკლასები მოისმინა. საღამოობით ფესტივალის სტუმრებს უჩვენებდნენ ამერიკის, აზიის, საქართველოს და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ფოტოფესტივალების საუკეთესო ნამუშევრებს.
ფოტოფესტივალის „ისტორია-მანიპულაცია“ ქართული ეტაპის პროგრამა შედგება – 7 გამოფენისგან (აქედან 3 იქნება გამოფენილი საჯარო სივრცეში); 4 ღამის ჩვენებისგან ზღვის პირას და შედგება 7 შეხვედრა ორგანიზატორებთან, კურატორებთან და თავად ხელოვანებთან.
ფესტივალის ოდესა-ბათუმი ფოტო დღეების სტუმრები იქნებიან ხელოვანები და კურატორები თურქეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან უკრაინიდან და საქართველოდან.
კატერინა რადჩენკოს ჩამოაქვს უკრაინული გამოფენა “Trust zone“, ხარკოველი ჯგუფი შილო (ვლადისლავ კროსნოშოკი,სერგეი ლებედინსკი, ვადიმ ტრიკოზი), თურქული გამოფენის „Magic Inventions“ კურატორი ბერალ მადრა, პოლონელები- Eastreet photography festival – ის ორგანიზატორები, ფოტოხელოვანი ანდრეი ლიანკევიჩი მინსკიდან გამოფენით „Good bye, Motherland“.
გელოდებით ყველას ბათუმში, ფესტივალი სტარტს იღებს 25 აგვისტოს. პროგრამას და ვრცელ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე :
ხმაური და ოვაცია მოჰყვა არმინის გამოსვლის შემდეგ ანაკლიის ცაზე გაშვებულ ულამაზეს ფეიერვერკს, რომელმაც ფესტივალის პირველი ღამე, კიდევ უფრო ჯადოსნური გახადა. არმინის შემდეგ ფესტივალზე Evol Waves და Sunnery Jsames & Ryan Marciano გამოვიდნენ.
ზღვის პირას, დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძეზე გაშლილი საფესტივალო ქალაქში ელექტრონული მუსიკის მოყვარულები მეორე დღეა ქვეყნის სხვადასხვა კუთხებიდან და უცხოეთიდან ჩადიან. ქართველების გარდა ჯემ ფესტზე პოლონელებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებსა და რუსებსაც შეხვდებით.
საფესტივალო ქალაქის ტერიტორია სამი მხრიდან შემოსაზღვრულია (მეოთხე მხარეს ზღვაზე გასასვლელია) და უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ფესტივალზე ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მკაცრად კონტროლდება. ჯემფესტზე დასწრების მსურველებს, მეტალოდეტექტორების გავლა უწევთ. აკრძალულია სასმელის და ბასრი საგნების შეტანა.
ჯემფესტის ტერიტორიაზე თვალში მოგხვდებათ საინტერესო არქიტექტურით აგებული დროებითი ღია კაფეები. საფესტივალო ქალაქის ბოლოსკენ, მწვანე მოლზე „ფლი მარკეტ ანაკლიაა“ გაშლილი. საინტერესო ხელნაკეთი სამკაულები, სიზმრების დამჭერები და ვინტაჟის სტილის ტანსაცმელი თუ გაინტერესებთ, მაშინ ფლი მარკეტს უნდა ეწვიოთ. კარგი მუსიკა, მზე და ანაკლიის ზღვა კი რა თქმა უნდა თქვენს განკარგულებაშია.
განსხვავებით გასულ წელს გამართული კაზანტიპისგან, წელს ჯემ ფესტზე ფასები დარეგულირებულია. ყავის, ჩაის, გამაგრილებელი სასმელების და საჭმელის ფასი უმნიშვნელოდ განსხვავდება იმ ფასისგან, რასაც მაგალითად ამა თუ იმ ბარში სტუმრობისას ვიხდით. თუმცა ანაკლიის მცხოვრებნი ამბობენ რომ ფესტივალზე ჩამოსული ხალხი, გასულ წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლაა. ამის დასტურად კი გაუქირავებელი ბინები მოაქვთ. ანაკლიაში, ბინების ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებზე მიქირავება, მხოლოდ მათ შეძლეს, ვისი სახლიც ანაკლიის ცენტრში დგას. ერთი ღამის გათევა ანაკლიაში, კერძო სახლში, საშუალოდ 30 ლარი ღირს. უფრო იაფია საფესტივალო ქალაქის ტერიტორიაზე გაშლილი კარვის დაქირავება, რომლის ღირებულება ერთი ღამით ათი ლარია.
ჯემფესტის მთავარ მიღწევად ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა აფხაზების ჩამოსვლას თვლის.
„მინდა დიდი სიამაყით ვთქვა რომ ჩვენ, ქართველებმა შევქმენით ჩვენი ძალიან მაგარი ბრენდი, ფესტივალი სადაც სტუმრად გვყავს აფხაზები. ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ საქართველოს ერთიანობას,“ – თქვა გიორგი სიგუამ.
სიგუას თქმით 31 ივლისს „ჯემფესტზე“ 60-მდე აფხაზი იმყოფებოდა. „ნეტგაზეთი“ შეეცადა ეპოვა სტუმრები აფხაზეთიდან, თუმცა როგორც განგვიმარტეს, მათი იდენტიფიცირება და მით უფრო ინტერვიუების ჩაწერა შეუძლებელი იყო.
არმინ ვან ბურენი ჯემფესტზე, ანაკლია ფოტო: მანანა ქველიაშვილი 31|07|2015
ხშირად ამბობენ, რომ დაინფიცირების წყარო დაბინძურებული ზღვის წყალიც შეიძლება იყოს, თუმცა მეან-გინეკოლოგ ლოლიტა მურადაშვილის განმარტებით, სგგი-ები ზღვის წყლით არ გადადის. ასევე ძალიან მცირეა ინფექციების გადადების რისკი საცურაო აუზებიდან.
„თუ აუზის ქლორირების ყველა სანიტარულ წესს ზუსტად იცავენ, წყლიდან ინფექციით დაავადების საშიშროება არ არსებობს, მაგრამ თუ ქლორი ნაკლებია ან საერთოდ დაავიწყდათ მისი გამოყენება, მაშინ აუზის თბილი წყალი ყველა ინფექციას შეინახავს. რაც შეეხება ზღვის წყალს, იგი არ წარმოადგენს ინფექციების გავრცელების წყაროს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზღვის წყლის უნიკალური შემადგენლობა უფრო კურნავს ადამიანს, ვიდრე აავადებს“, – ამბობს ექიმი, თუმცა განმარტავს, რომ ზოგიერთი სგგი-თ (მაგალითად, ტრიხამონი, კლებსიელა, სოკოვანი დაავადებები და სხვა) ადამიანი შესაძლოა ინფიცირებულის აბაზანის გამოყენებითაც დაინფიცირდეს.
მეან-გინეკოლოგი ლალი ზაქარაია ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე. „ეს შეიძლება იყოს როგორც საშვილოსნოს ყელის და საშოს დაზიანება, ისე ინფექციის გავრცელება აღმავალი გზით, რაც იწვევს როგორც მენჯის ღრუს ინფექციებსა და შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებებს, ისე უნაყოფობას ქალებსა და მამაკაცებში“, – ამბობს ის. მაგალითად, ისეთი სგგი-ები, როგორიც გონორეა (ტრიპერი) და ქლამიდოზია, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების, ორსულობის გართულებისა და უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა.
ჯანმოს ინფორმაციით, სგგი-ს გადადებამ დედიდან ნაყოფზე შესაძლოა მკვდარშობადობა ან ახალშობილის გარდაცვალება, ასევე სეფსისი, პნევმონია და თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს. მათივე ცნობით, სიფილისი ორსულობის დროს ყოველწლიურად, დაახლოებით, 305 000 ნაყოფისა და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი ხდება. პაპილომა ვირუსის გამო კი ყოველწლიურად 530 000 ქალი ავადდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რომელთაგან 275 000 შემთხვევა გარდაცვალებით სრულდება. მათივე ცნობით, ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია გონორეა (ტრიპერი), ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიქომონაზი, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური პაპილომები, აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების 7 326 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 8,2% სიფილისის, 10% გონორეის, 23% ქლამიდიოზის, ხოლო 59% ტრიქომონიაზის შემთხვევებზე მოდის.
ლალი ზაქარაია ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდები ყველა ინფექცია სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, თუმცა არსებობს სგგი-ების ზოგადი სიმპტომატიკა: გამონადენი სასქესო ორგანოებიდან; წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში (როგორც გარეთა, ისე საშოში); დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს და მძიმე შემთხვევებში სისხლიანი გამონადენი.
ექიმის თქმით, ქრონიკული სგგი-ს ფორმა შესაძლოა საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. „სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის მქონე მე-16 შტამი, რომელიც კიბოს გამომწვევია. ის არანაირ სიმპტომატიკას არ ავლენს, ამიტომ პაციენტმა სამ წელიწადში ერთხელ პაპ ტესტი და კოლპოსკოპია უნდა ჩაიტაროს“, – ამბობს ლალი ზაქარაია.
ხშირად სგგი-თ დაინფიცირებული ადამიანები ამ თემის ირგვლივ არსებული სტიგმის გამო თავს არიდებენ ექიმთან ვიზიტს, რასაც ექიმების თქმით, მომავალში მძიმე გართულებები მოჰყვება. საქმე ის არის, რომ ეს ინფექციები თავისით არ ინკურნება და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მძიმდება პაციენტის მდგომარეობა. „სამწუხაროდ, პაციენტები იქამდე არ მიმართავენ ექიმს, სანამ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე არ მივა მათი საქმე. ხშირად ეწევიან თვითმკურნალობას, ეს კი მწვავე პროცესის ქრონიკულში გადასვლას იწვევს, შედეგად უფრო მძიმე გართულებებს ვიღებთ“, – ამბობს გინეკოლოგი.
ექიმის განმარტებით, დროულსა და სწორ დიაგნოსტიკას პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ დროს, მაგალითად, პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 99% იკურნება.
სწორი და მუდმივი გამოყენების შემთხვევაში პრეზერვატივი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია სგგი-სგან თავის დასაცავად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება.
ექიმების რეკომენდაციით, ინფექციის დადგენის შემთხვევაში, საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.