დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენად მზადდება, ეხება აგროსერვისცენტრის, როგორც წარმატებული ორგანიზაციის მოდელის გადაღებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტმა აგროსერვისცენტრის დირექტორისგან მიიღო რეკომენდაციები, თუ როგორ და რა ფორმითაა უმჯობესი აგროსერვისცენტრის მსგავსი ორგანიზაციის დუბლირება და პროექტების განხორციელება სხვა რეგიონებში.
„მსგავსი ორგანიზაციის მოდელის შექმნისას მთავარი მიმართულება უნდა იყოს ექსტენცია, რადგან დღეისათვის მთავარ პრობლემას მაინც ფერმერთა ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. რისთვისაც უნდა დაიგეგმოს ტრენინგები, გადამზადდეს სპეციალისტები, ორგანიზება გაეწიოს როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებებს. აგროსერვისცენტრის მთავარ უპირატესობას კი წარმოადგენს ჩვენი სერვისების ერთობლიობა. ჩვენ შეგვიძლია ფერმერს შევთავაზოთ ნიადაგის ანალიზი, ამავდროულად გავუწიოთ რეკომენდაციები, თუ რომელი კულტურის გაშენებაა უფრო მომგებიანი და სურვილის შემთხვევაში უზრუნველვყოთ ნერგებით. ასევე, ვასწავლოთ და ჩვენს სანერგეებში პრაქტიკული მაგალითით ვაჩვენოთ თუ როგორ მოუარონ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში გაშენებულ ციტრუსს, ვაზსა თუ ხეხილს,“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს გოსის მიერ მომზადებული „აგროსერვისცენტრის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტიც და „ენპარდ პირველის“ დასრულების სტრატეგიაც. პროექტს _ „ენპარდ აჭარა- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა რეგიონში მესამე წელია ახორციელებს. 2016 წლის აპრილში კი პროგრამა სრულდება და დაგეგმილია მისი მეორე ფაზის დაწყება, რომელიც სოფლის განვითარებას ითვალისწინებს.
გელაურის, ფუშრუკაულის, პანტნარის, პაქსაძეების, გოგაძეების, ოლადაურის, ცინარეთის, ჟანივრის, ნამონასტრევის საჯარო სკოლებში 14 სექტემბერს ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება. ცხრა საჯარო სკოლიდან პირველკლასელი ხუთ – საშუალო, სამ – საბაზო და ერთ დაწყებით სკოლას არ ეყოლება.
მოსწავლეთა კლების ტენდენცია მკვეთრად შეიმჩნევა ხულოს მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ბოლო სამი წლის განმავლობაში. წელს რეგისტრირებულ პირველკლასელთა რიცხვი 2010 წელთან შედარებით ნახევარზე მეტით შემცირებულია, 2010 წელს აქ პირველკლასელთა რაოდენობა 570 მოსწავლეს აღემატებოდა, წელს კი მოსწავლეთა რაოდენობა სამასითაა შემცირებული.
2011 წელს ხულოში 527 პირველკლასელი იყო, 2012 წელს – 540, 2013 წელს – 371, 2014 წელს კი – 237 პირველკლასელი.
ახალ სასწავლო წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 270 პირველკლასელით ხვდება.
ხულოს რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ მიქელაძე მოსწავლეთა კლებას სხვადასხვა გარემოებით ხსნის, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი მოსახლეობის მიგრაციას ასახელებს. მიქელაძე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წელს მოსახლეობის გადინებამ იკლო.
„ბოლო ორი წელია მიგრაცია ისეთი მასობრივი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. პირველკლასელთა ნაკლებობა წლების მიხედვით განსაკუთრებით ღორჯომის ხეობაში შეიმჩნევა, რადგან აქედან ბევრი ეკომიგრანტი გადავიდა წალკაში საცხოვრებლად. გასულ წელთან შედარებით წელს მეტი პირველკლასელი გვყავს. ვფიქრობ, მოსწავლეთა რაოდენობა სამომავლოდ 400-მდე იქედან გამომდინარე გაიზრდება, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სოფლებში ბაღების გახსნაა – ამ დროისთვის ხულოში 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მოსახლეობას ბავშვები არ გადაჰყავს ქალაქში. რაც შეეხება სკოლებს, სადაც წელს პირველკლასელი მოსწავლე არ გვეყოლება – ასეთი ორი საბაზო და ორი 12-კლასიანი სკოლაა. გასულ წელს ყველა 12-კლასიან სკოლაში გვყავდა პირველკლასელი”, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.
პირველკლასელთა კლების ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შუახევშიც საგრძნობლად შეინიშნება, თუმცა არა ისე, როგორც ხულოში. 2010 წელს შუახევში 198 პირველკლასელი იყო, 2011 წელს – 183, 2012 წელს – 175, 2013 წელს – 176, 2014 წელს – 135, წელს კი გასულ წელთან შედარებით ერთი მოსწავლით მეტია დარეგისტრირებული და სულ 136 პირველკლასელია.
შუახევის რესურსცენტრის სპეციალისტი მზია დავითაძე ამბობს, რომ პირველკლასელი აქ სამ საშუალო და ერთ დაწყებით სკოლაში არ ეყოლებათ.
„გოგაძეების, ოლადაურის, ცინარეთის საშუალო და ჟანივრის საბაზო სკოლებში არ გვეყოლება პირველკლასელი, რაც შეეხება სხვა სკოლებს, ყველგან გვყავს პირველკლასელი”, – ამბობს მზია დავითაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშაყმაძე მიგრაციის მიზეზად სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას ასახელებს. იგი ამბობს, რომ მოსახლეობა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მიზნით ტოვებს სოფელს და უკან არავინ ბრუნდება.
„წელს მოსწავლეთა კლება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ გასულ წელს 31 დეკემბრამდე დაბადებული მოსწავლეები მივიღეთ, წელს მხოლოდ 14 სექტემბრამდე დაბადებული გვყავს, ანუ ის მოსწავლეები, რომლებიც წელს უნდა მიგვეღო, გასულ წელს მივიღეთ, რასაც არსებული კანონმდებლობა არ კრძალავდა. საციხურის საჯარო სკოლას ერთი მიერთებული სკოლა აქვს ნამონასტრევში, სადაც მხოლოდ ოთხკლასიანი სწავლებაა. წელს პირველკლასელი სწორედ ამ სკოლაში არ გვეყოლება”.
სოფელი საციხური ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან 11 კილომეტრში, ხოლო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
“1999-2000 სასწავლო წლებში, მაშინ, როდესაც საციხურის სკოლა საბაზო იყო და მხოლოდ ცხრაკლასიანი სწავლება გვქონდა, 130 მოსწავლე გვყავდა, შემდეგ სამი კლასი დაემატა, ახლა საშუალო სკოლაა, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა კი არ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა კიდეც. 12-კლასიან სკოლაში სულ 67 მოსწავლეა. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება მიგრაციით არის განპირობებული, მიგრაციის მთავარი მიზანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა, – მოსახლეობის დიდი ნაწილი წალკაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ თავდაუზოგავად მუშაობენ და შემდეგ თავს ქალაქში იმკვიდრებენ. ვინც მიდის სოფლიდან, უკან თითქმის აღარავინ ბრუნდება. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახები საცხოვრებლად ბათუმში იმიტომ მიდიან, რომ ბავშვები სხვა სკოლაში შეიყვანონ. მართალია, მაღალმთიანი სოფლის სკოლებში უცხო ენების სპეციალისტების ნაკლებობაა და რიგ შემთხვევაში მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა ამითაც არის განპირობებული, თუმცა წასვლის მთავარი მიზეზი თავის გადარჩენაა. მიგრაციის შესაჩერებლად სოფელში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. მოსწავლეთა შემცირება მცირე პროცენტით შობადობის შემცირებამაც გამოიწვია”, – ამბობს ფირუზ ვაშაყმაძე.
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, პირველკლასელთა რაოდენობა შემცირებულია ქედის მუნიციპალიტეტშიც, თუ აქ 2010 წელს სწავლა 208 მოსწავლემ დაიწყო, 2015-2016 ახალ სასწავლო წელს სკოლის კარებს მხოლოდ 174 პირველკლასელი შეაღებს.
ქედის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქედის საჯარო სკოლებში 2011 წელს – 230, 2012 წელს – 186 და 2013 წელს 178 პირველკლასელი სწავლობდა.
ხულოში 37 საშუალო, 12 საბაზო და 28 დაწყებითი კლასების კოლა ფუნქციონირებს; შუახევში – 29 საშუალო, 14 საბაზო და 24 დაწყებითი; ქედაში კი – 18 საშუალო, 8 საბაზო და 38 დაწყებითი კლასების სკოლა აქვთ.
ოფიციალური დოკუმენტაციის არარსებობის ან სიმცირის გამო, მიწის დაკარგვის და მიწის დაპატრონების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ თემებში, სადაც ურთიერთობები ტრადიციულ და ადათ-წესებით დადგენილ უფლებებს ეყრდნობა. ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების, ძირითადად, საძოვრებისა და სათიბების ტერიტორიაზე გახორციელდა. ვინაიდან ადგილობრივების უმეტესობას მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონდა, ან ჰქონდა, მაგრამ მიწის ნახაზების ელექტრონული ვერსიები აკლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისას, მიწის ტრადიციულ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა გართულდა. ამავე დროს, მიწის დარეგისტრირების თუ ნახაზის ელექტრონული ვერსიით შეცვლის ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – რეესტრის კანცელარია, უბრალოდ, აღარ იღებდა სარეგისტრაციო დოკუმენტებს და მოქალაქეებს უარით ისტუმრებდა. მესტიელები რეესტრის უარს “თბილისიდან სატელეფონო ზარით” ხსნიდნენ. სახელმწიფო ადგილობრივებს წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ან მწირ კომპენსაციას (1 კვ. მ.-ზე 3-4 ლარს) სთავაზობდა ან უსასყიდლოდ, ძალით ართმევდა.
ადგილობრივების თქმით, კომპენსაციები ვერანაირად ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგს, რაც მიწების ჩამორთმევას მოჰყვა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა ასეთ მწირ კომპენსაციებს დათანხმებოდა. ვინც კომპენსაციას არ დათანხმდა, მათ მიწა სახელმწიფომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოართვა, წინააღმდეგობის გამწევი რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.
მესტია
მესტიაში არსებული მდგომარეობა, 2011 წელს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში, არასამთავრობო ორგანზაციების კვლევის საგანი გახდა.
“ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ ფლობაში მყოფი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივებს არ მიეცათ ამ ტერიტორიებზე ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა. მშენებლობის დაწყების შემდეგ, არ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, რადგან ამისთვის საჭირო იყო მიწის ნაკვეთების მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრაცია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მაგ. ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის შედეგად, დაზარალებული რჩება, მინიმუმ, კიდევ 20 ოჯახი, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ მიწებს საკუთრებაში და შესაბამისად, მათთვის არც საკომპენსაციო თანხის გაცემა იგეგმება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევისას შერჩევითი სამართლის ნიშნებიც გამოიკვეთა, რასაც მესტიის საჯარო რეესტრის მიერ დადგენილია შეზღუდვები და ე. წ. აკრძალული სარეგისტრაციო ზონა (წყლის გაღმა ტერიტორია) წარმოშობდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ზონაში არსებული ნაკვეთების რეგისტრაციაზე საბუთებს რეესტრის კანცელარია აღარ იღებდა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქეებისათვის ე. წ. აკრძალულ სარეგისტრაციო ზონაში მაინც ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია. ანგარიშში მოტანილია ფაქტები, როდესაც საუკუნეების მანძილზე მოქალაქეების მიერ ტრადიციულ კუთვნილებაში მქონე მიწები, აღმოჩნდა სხვა მესაკუთრის – კერძოდ, პარლამენტის წევრის შვილის ხელში, რომელმაც ამ მიწაზე სასტუმრო ააშენა.
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტები და უარყოფითი შედეგები. მათ შორის, მიწის საკითხი, რომელიც სვანებისათვის ერთგვარად იდენტობის განმსაზღვრელია. არ გათვალისწინებულა მიწის ფლობის გარშემო აგებული ურთიერთობების რღვევა და მიწის ნაკვეთის, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი სარჩო-საბადებლის, შესაძლო დაკარგვა. მესტიაში მოსახლეობა განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდა ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (რაც მესტიის რაიონის დაახლოებით 80% მოიცავს) რეგისტრაციისას. საქართველოს კანონმდებლობით შემოთავაზებული საკუთრების უფლების ლეგალიზების ორი საფუძვლიდან _ “თვითნებური დაკავება” და “მართლზომიერი ფლობა” – უმრავლეს შემთხვევაში, ვერც ერთი ვერ ესადაგება მესტიაში (ისევე როგორც, ზოგადად, სვანეთში) გავრცელებულ საკუთრების ფორმას – ტრადიციულ ფლობას”, – წერია ანგარიშში.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც არასამთავრობოების ინფორმაციით, 120 ოჯახს მოიცავდა, სამართლებრივი გზით არ უდავია და სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ამას კი დოკუმენტაციის არქონით ხსნიდნენ.
არსებული მდგომარეობა
დღევანდელი მდგომარეობით, დაბა მესტიაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რასაც კანონმდებლობის გაუმართაობით ხსნიან. მოსახლეობა მაშინაც და ახლაც ითხოვს ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწების დარეგისტრირების საშუალება მიეცეთ, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ, რომ რიგ შემთხვევებში, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ ან საკუთრებაში დაიტოვონ და ინვესტორთან სეზონური გამოყენების თაობაზე მოლაპარაკებას მიაღწიონ.
როგორც მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი ამბობს, რეგისტრაციის პროცესი ისევ შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან კანონმდებლობა მიწის მართლზომიერი და არამართლზომიერი საკუთრების გარდა, სხვა პრეცედენტს დაკანონების პროცესში არ ცნობს:
“სამწუხაროდ, ჩვენ საკანონმდებლო ბაზის პრობლემა გვაქვს, სადაც სვანეთის და საერთოდ, საქართველოს მთის რეგიონების რეალობა არ არის ასახული. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ორ ცნებას იცნობს, მართლზომიერ ფლობასა და არამართლზომიერ ფლობას. მართლზომიერი ფლობაა, როცა ყველა დოკუმენტი გაქვს, რასაც კანონმდებლობა ითხოვს. თუმცა, სვანეთში მხოლოდ 50-60% ფლობს ამ დოკუმენტაციას; დანარჩენები, გამოდის, რომ მიწის არამართლზომიერი მფლობელები არიან. ისინი არიან სამემკვიდრეო მიწებზე, მათი წინაპრების მიწაზე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ფლობენ. აქ გვაქვს კაზუსი _ ერთის მხრივ, როგორ შეიძლება წინაპრების დატოვებული მიწა არამართლზომიერი იყოს და მეორე, არ გვაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში ხელს უშლის. ეს კი სვანეთში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეაფერხებს. საკმაოდ დიდი მშენებლობები მიმდინარეობს მესტიაში და ყველა მესაკუთრეს თუ რეგისტრირებული არ აქვს მიწა, ცენტრალური ხელისუფლება ანაზღაურებას ვერ უხდის. ეს ყველანაირ მშენებლობას აფერხებს. ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა, რადგან თუ მიწას საკუთრებაში არ ფლობ, ინვესტირებას ვერ ახორციელებს. ამას მარტივი გადაწყვეტილება უნდა ცენტრალური ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან – დაუკანონდეს მოსახლეობას მიწები არსებულ რეალობაში ისტორიული ფაქტორით, გარდა იმ მიწებისა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს დაკავებული”, – ამბობს ჩართოლანი.
პრობლემის გადაჭრის გზა
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების უფლების მინიჭებაში ხედავს, როგორც მოსახლეობა, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა კანონში ცვლილების შესატანად და უახლოეს მომავალში პროექტის ვარიანტიც საჯარო გახდება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროექტის პირვანდელი ვერსია სამინისტროებისთვის უკვე გადაგზავნილია, თუმცა, მათი შენიშვნების მიღებისა და შესწორების შემდეგ, როგორი სახით შევა კანონში ცვლილება, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი ცხადია – მესტიის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება მემკვიდრეობით მიღებული მიწების დაკანონებას ითხოვს, რაც “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში “ისტორიული ფაქტორის” მუხლით უნდა შევიდეს.
“ახლა ჩვენ არ ვითხოვთ იმ მიწებს, სადაც სახელმწიფოს გზა ან რაიმე სტრატეგიული ობიექტი აქვს, მაგრამ, რაც ახლაც მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაშია, ის მიწები დააკანონონ. უსამართლობაა, რომ მოსახლეობას, რომელსაც ეს მიწები საკუთრებაში აქვს, არ დაუკანონდეს. ამ მიმართულებით ვაპირებთ კანონში ცვლილებების შეტანას. პრობლემა აქ იმაშია, რომ არქივის ცნობას, მიხეილ სააკაშვილის შექმნილი კანონმდებლობა არ ცნობს. 1991 წელს გაცემული მიწის საკუთრების დოკუმენტაცია ვისაც აქვს, ის ითვლება კანონიერ მფლობელად. ეს დოკუმენტები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოსახლეობამ მიწის გადასახადების გამო ვერ აიღო. ახლა კი, ადგილობრივები ითხოვენ, რომ 1954 წელს, არქივში არსებული ცნობების საფუძველზე მოხდეს მიწის დაკანონება. ამასთანავე, გამგებლის ან მომიჯნავე მეზობლების განცხადებების საფუძველზე მოხდეს დაკანონება, რადგან მოსახლეობა ერთმანეთში ფართობების საზღვრებს არ დავობს. თავისუფლად შეიძლება ხალხის სასარგებლოდ უმტკივნეულოდ გადაწყდეს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოც მოგებული დარჩება და მოსახლეობაც”, – ამბობს ჯაფარიძე.
ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას უკანონებენ მხოლოდ 5000 კვ. მ. მიწას; ამის ზემოთ რეგისტრაცია არ მიმდინარეობს. ხალხს 2-3 ჰა მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც რეგისტრაციისას პრობლემას ქმნის: “სააკაშვილმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მესტიის დაბაში მიწის რეგისტრაცია საერთოდ არ ხდებოდა. არქივის ცნობაც რომ გქონოდა, არავინ გირეგისტრირებდა. მე, მაგალითად, მესტიის ცენტრში ვცხოვრობ და მაქვს სათიბი მიწის ფართობი, რომლის მხოლოდ ნახევარი მაქვს დაკანონებული, მეორე ნახევარის დაკანონებას კი ვერ ვახერხებ. დღესაც დგას ეს პრობლემა, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და გვინდა, არსებული მდგომარეობა კანონით დავარეგულიროთ”, – ამბობს ჯაფარიძე, თუმცა დეპუტატს უჭირს სავარაუდო თარიღის დასახელება, როდის შეიძლება შევიდეს კანონში ცვლილება პრობლემის გადასაჭრელად.
კითხვაზე – თუ კანონში აღნიშნული ცვლილება ვერ შევა, ხომ არ არის საშიშროება, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული უკანონობა დღესაც გაგრძელდეს? – მესტიის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი გვპასუხობს: “დღევანდელი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, არავინ არაფრის ჩამორთმევას არ აპირებს მოსახლეობისთვის. შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, ისეთი, როდესაც ხელისუფლება ანაზღაურებს დანაკარგს, მაგრამ მესაკუთრე არ არის თანახმა არც ერთ შეთავაზებულ ვარიანტზე, ამ შემთხვევაში, ისევ ექსპროპრიაციის შესახებ კანონის ფარგლებში, მოხდება მიწის საკუთრების იძულებით ჩამორთმევა. როცა ათასისგან ერთი ადამიანი განსხვავდები და ამით აზარალებ სახელმწიფო ინტერესს, ვფიქრობ, ეს კანონიც უნდა ამოქმედდეს”, – ამბობს ჩართოლანი და დასძენს, რომ “მომავალი წლიდან მთის კანონი ამოქმედდება, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაგრამ მიწის გარეშე ბიზნესის განვითარება დედამიწაზე ჯერ ვერავის მოუფიქრებია და არც არსებობს. ამიტომ, როცა ერთი კანონით ხელს უწყობენ ამის გაკეთებას, მეორე კანონი ხელს არ უნდა უშლიდეს”.
მასალა მომზადებულია პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.
საბაევის სახლის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს (ქ.ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #11). სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, საბაევის სახლის შესახებ შემდეგი მონაცემებია თავმოყრილი:
„დიდი ზომის, სამსართულიანი, მასშტაბური კუთხის შენობა ცოკოლის სართულით, რენესანსულ – ბაროკულ სტილშია შესრულებული. ნაგებობა აგურისაა, შელესილი, უხვად შემკული პლასტიკური დეკორით.
შენობის კუთხე ჩამოკვეთილია და ზედა ორისართულის დონეზე მრგვალი რიზალიტით სრულდება, რომელიც ატლანტების მძლავრ ფიგურებს ეყრდნობა. გამოკვეთილი ტიტანები სახლს მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაამატეს.
სახლი ეკუთვნოდა მსხვილ მეწარმეს საბაევს, მას მეორე სახელითაც მოიხსენიებენ ,,სახლი ტიტანებით”.
ნიკოლოზ საბაშვილი წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდედან ან კიდევ ვალედან იყო. ბათუმში ეწეოდა მცირემეწარმეობას, ჰქონდა ჭურჭლების მაღაზია მთელ შემოსავლებს აბანდებდა უძრავ ქონებაში, მისი მეუღლე იყო ფეფო ნაზარიშვილი, მათ ჰყავდათ 9 შვილი. 20-იან წლებში ნიკოლოზ საბაშვილი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ცნობილ ქართველ სკულპტორს პოლიკლიკაშვილს. ოდესღაც ამ შენობის ერთ ნაწილში განთავსებული იყო რუსეთ-ჩინეთის ბანკის ბათუმის განყოფილება, აგრეთვე აჭარის ფინანსთა სამინისტრო, მოგვიანებით პროკურატურა, ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაცვაა განთავსებული“.
„იმ სამართლებრივ ცირკში, რაც გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო. ჩვენ და არამხოლოდ ჩვენ, დიდი ხანია უკვე ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი უგულავას საქმეზე. საქმეზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ – ქვეყანაში, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ადამიანი შეიძლება თუ არა იმყოფებოდეს ციხეში განუსაზღვრელი ვადით.
ძალიან კარგად იცოდა სასამართლოს შემადგენლობამ, რომ დღეს უნდა გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მოსამართლე, ტექნიკური მიზეზების გამო, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ ნებისმიერი განცხადება, სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, იქნება ეს პროკურორი, მთავრობის წევრი, ნებისმიერი განცხადება საქართველოს საერთო სისტემის მოსამართლეების მიერ, რომლებიც თითქოსდა უთითებენ, რომ გიორგი უგულავას საქმეზე სამართლებრივ ჩარჩოებში იმყოფებიან, არის ფარსი. გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი და დღეს მისი უკანონო პატიმრობა ემსგავსება სპექტაკლს, რომელსაც დასასრული არ უჩანს“.
იმ შემთხვევაში, თუ ხვალ გამოცხადდება მერაბ ტურავა სამსახურში, ხვალ იქნება ვალდებული ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას? – ამ კითხვის პასუხად ბექა ბასილია ამბობს: „არ ვიცი, იმედია, მომავალში კიდევ არ გახდება ცუდად და შეძლებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდებით. თუმცა, გონივრული მოლოდინი აღარ გვაქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ელოდება ხელისუფლება, რას ელოდება ეს კონკრეტული მოსამართლე – როგორმე გიორგი უგულავას წინააღმდეგ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდგომაც აზრს დაკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება დღეს, ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ. დღეს არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. უახლეს პერიოდში ნახავთ თქვენ უკანონო განაჩენით უგულავას მიუსჯიან, რის შემდგომაც საკონსტიტუციო სასამართლომ რომც გაიზიაროს ჩვენი არგუმენტები, უგულავას უფლებები ვერ აღდგება“.
საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ გიორგი უგულავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოში უახლეს მომავალში გამოიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების შემდეგ გამოცხადდება, საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დააკმაყოფილოს უგულავას საჩივარი, ეს გადაწყვეტილება მის სასჯელზე ვეღარ აისახება.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთი მოსამართლეა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არ არის დანიშნული.
„ეს რომ ჩაიკეტოს, ფაქტობრივად, 240 კომლს [ყოფილი სოფელი მინდა] ახალ ბულვართან გასასვლელი ეკეტება. შემოთავაზება იყო ალტერნატიული გზების, თუმცა ეს იქნება დაშორებით და ჩვენთვის უვარგისი, მაგ გზით 7-8 კომლი თუ ისარგებლებს ნორმალურად. კონკრეტული ნახაზიც არ არსებობს, პროექტზე რომ არაფერი ვთქვათ. ის, რაც თითქოს უნდა გაკეთდეს, ელიავას ქუჩასაც კი არ უერთდება… ეს ყველაფერი ვიღაცის ბიზნესინტერესებია და ჩვენ ალტერნატივაც არ გვექნება, რადგან აქ მიწის ყველა გოჯი გაყიდულია“, – ამბობს გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.
მერიის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან ჩანს, რომ მთავრობის მიერ გაყიდული გზის მონაკვეთზე ქუჩის დაგეგმარება გადაწყვეტილი არ არის. სატენდერო საპროექტო გზები და ქუჩები ნახაზზე ბათუმის მერიას ყვითელი ხაზით აქვს აღნიშნული.
აღნიშნულ პრობლემაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. მაშინ ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ გზის ის მონაკვეთი, რომლის ჩაკეტვასაც მოსახლეობა აპროტესტებს, იმ ნაკვეთშია გაერთიანებული, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 3 ივნისს აუქციონზე პირობებით გაყიდა. ამ ნაკვეთის ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრია და ის საკუთრებაში კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ 2015 წლის 9 ივნისს დაირეგისტრირა.
მაშინ მოსახლეობამ „ბათუმელებს“ აცნობა, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფლებადან“ მიიღეს წერილი, რომ ინვესტორთან შეთანხმებით, გზა, რომელიც მოსახლეობას აკავშირებს ზღვასთან, იქნება 4 მეტრი სიგანის და გამოდგება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, ხოლო მანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება წრიული ზოლის გამოყენებით“.
გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, არსებული პროექტით, აქ შეწყდება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი აღნიშულთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ შემდეგი ინფორმაცია მოაწოდა: „კომპანიის მიერ გზის დაკეტვა არ იგეგმება. მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს როგორც საფეხმავლო, ასევე ალტერნატიული სამანქანე გზით. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტის დამუშავება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორი გზა იქნება და სად განთავსდება შენობა-ნაგებობები“.
კაჩინსკებისა და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთა /ფოტო ბათუმელების არქივიდან/
„ბათუმელები“ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს ამჯერადაც დაუკავშირდა. ისინი ამბობენ, რომ ახალი ინფორმაცია არ აქვთ, თავიანთ პოზიციაზე რჩებიან და ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ყოფილი სოფლის გზა, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ, გზად/ქუჩად დარჩეს, რათა შემოვლითი გზებით სარგებლობა არ მოუწიოთ.
მოსახლეობა არსებულ მოუწესრიგებელ ქუჩებსაც აპროტესტებს. როგორც ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „ამ ტენდერს მოყვება მომდევნო ტენდერები – საპროექტო, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და ლორთქიფანიძისა და მიმდებარე ქუჩებიც, შესაბამისად, კეთილმოეწყობა“.
ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს ეძღვნება და მას იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად დაესწრება. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში.
დასკვნით საღამოზე თავად ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოდის ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.
2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოჩენილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს, მიენიჭა წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის“.
BATUMI MUSIC FEST-ი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება და მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ტარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.
დაარსების დღიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთან.
დავის საგანი იყო სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომელიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადაო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთო ღონსიძიება – პატიმრობა.
მოსარჩელის შეფასებით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას.
თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაი წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ეტაპზე ადვოკატი აცხადებდა: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე 9 თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში ყოფნას. დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცველებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტ ხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”.
არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის წევრებთან დახურული შეხვედრა გუშინ გამართა. მოგვიანებით კი თქვა, რომ 17 სექტემბერს უმაღლეს საბჭოში მისვლას არ აპირებს.
„მე მინდა განვაცხადო, რომ 17 სექტემბერს არ ვაპირებ მისვლას უმაღლეს საბჭოში, რადგანაც მედეა ვასაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია შოუს დადგმა და არ მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მათ მიერ დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლში“.
არჩილ ხაბაძის აზრით, ოპოზიციას შეუძლია მაშინ დაუსვას კითხვები, როცა ოქტომბერში 9 თვის ანგარიშს მოამზადებს მთავრობა: „საზოგადოებამ კარგად იცის ის პრობლემები, რაც დასმული იქნება უმაღლესი საბჭოს მიერ და ჩვენ პერმანენტულად ამაზე პასუხებსაც ვცემთ. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ამზადებს 9 თვის შედეგებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება შეჯამება, სადაც მოვიწვევთ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, მედეა ვასაძეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. სწორედ იქ ექნებათ მათ საშუალება და დრო, დაგვისვან შეკითხვები”.
არჩილ ხაბაძის ამ განცხადების შემდეგ „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა საჯაროდ დაუსვან ის კითხვები, რასაც 17 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდნენ. მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ განცხადების მიუხედავად მაინც ელოდება უმაღლეს საბჭოში არჩილ ხაბაძეს. „იმედი მაქვს, რეგლამენტს ამჯერად მაინც არ დაარღვევს მთავრობის თავმჯდომარე“, – ამბობს მედეა ვასაძე.
„ბათუმელებმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ პეტრე ზამბახიძესაც შესთავაზა მთავრობის თავმჯდომარესთან მისი კითხვები საჯაროდ დასვას. ეს არც მან მოისურვა, რადგან მედეა ვასაძის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ 17 სექტემბერს არჩილ ხაბაძე მივა უმაღლეს საბჭოში მათ კითხვებზე პასუხების გასაცემად.
„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს კაცი, რომ დაიცვას კანონი და მოვიდეს უმაღლეს საბჭოში. სამი წელია მას ეს არ გაუკეთებია. მისთვის არის ცუდი სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს თემატიკა, თუ რა საკითხებზე ვაპირებთ მისი პოზიციის მოსმენას – გვაინტერესებს იპოთეკარებთან დაკავშირებით რატომ ვერ მოაგვარეს პრობლემა; მიწის რეფორმა გონიოში რატომ ვერ ჩაატარეს, კორუფციული თემები – სტადიონის მშენებლობის ნაწილში. კიდევ უამრავი სხვა საკითხი. ჩვენ კითხვებს ყველგან დავსვამთ, მათ შორის უფლება მაქვს მივიდე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დავსვა ეს კითხვები, ან ქუჩებში გავაკრათ, მაგრამ მთავარი ის არ არის, თუ რა კითხვები მაქვს მე, მთავარი ის არის, რომ მან საკუთარ თავს, კანონის – რეგლამენტის დარღვევის უფლება არ უნდა მისცეს“.
პეტრე ზამბახიძის თქმით, არჩილ ხაბაძეს მას შემდეგ შეეშინდა უმაღლეს საბჭოში მისვლა, როცა მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ ეს სხდომა პირდაპირ ეთერში გადაეცათ. „10 დღის წინ არ იცოდა, რომ შოუს მოწყობას ვგეგმავდი, მაშინ რატომ დათანხმდა მოსვლას. უბრალოდ, საქმე ასეა – პირდაპირი ეთერის ეშინია, რადგან ლაპარაკი არ იცის, ან კიდევ არაფერი აქვს სათქმელი“.
სოფელ დიდაჭარას მოსახლეობამ ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართა ხულოს გამგეობას ჯებირების მოწყობის მოთხოვნით. მაშინ მათ გამგეობისდან აცნობეს, რომ იგეგმებოდა მსგავსი ჯებირების მოწყობა, თუმცა მოგვიანებით. სოფელმა გამგეობას ავტოავარიის მსხვერპლით დასრულების შემდეგ, იგივე მოთხოვნით, განმეორებით მიმართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, სოფელ დიდაჭარაში, ისე როგორც მთელ 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ღორჯომის მიმართულებით იგეგმება ჯებირების მოწყობა, ოღონდ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გზის ამ მონაკვეთის მოასფალტება დასრულდება. „დარჩენილია 3,5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი, რომლის მოასფალტებაც იგეგმება 2016 წელს. სწორედ მომავლი წლისთვის არის დაგეგმილი მსგავსი ჯებირების მოწყობაზც“, – უთხრა ბესიკ ბუაჩიძემ „ბათუმელებს“.
ვინაიდან გზის ეს სახიფათო მონაკვეთი, დავიწროების შედეგად კიდევ უფრო სახიფათო გახდა, წინ კი ზამთარია, როცა გადაადგილება მეტად გართულდება, ხომ არ ფიქრობენ სოფელში, რომ ჯებირები სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მოაწყონ? – გამგებლის წარმომადგენელი სოფელ დიდაჭარაში, ირმა შავაძე ამბობს, რომ წელს ეს ვერ მოხერხდება, რადგან პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილი თანხა – 35 500 ლარი უკვე დახარჯულია: ამ თანხით სოფელში გარეგანათება და სანიაღვრე არხები მოუწყიათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, “გოლდ სთარ 2002”-ის მოდელის პისტოლეტი, 3 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების 3 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.
ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
ფოტო გადაღებულია მესამე დაწესებულებაში/ბათუმელების არქივიდან
ბექას დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბექა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში საერთო ჯამში, სხვადასხვა დროს, 9-ჯერ, მიიყენა თვითდაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. მათ შორის, ერთ-ერთი თვითდაზიანების დროს, როცა ის სასჯელს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდიდა, თვითდაზიანების შედეგად სხეულზე 80 ნაკერი დაადეს.
დედის თქმით, ასევე ერთ-ერთი თვითდაზიანების გამო, მის წინააღმდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა დევნა დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბექას დედა ირწმუნება, რომ მისი შვილს აქვს ნერვიული აშლილობა დეპრესიის გამო და სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას საჭიროებს: “მას ერთხელ ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ აქვს ნერვიული აშლილობა, სამედიცინო დეპარტამენტმა მითხრა, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. მე შევთავაზე ჩემი ხარჯებით სამხარაულის ექსერტიზის ბიუროში მისი შემოწმება. ჩემმა ადვოკატმა სამხარაულის ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბექასთვის ექსპერტიზის ჩატარება. მე მივმართე გენისპექციასაც, ტელეფონზე დავრეკე, მითხრეს წერილობით მოგვმართეო, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ბექა კი ამბობს უარს მკურნალობაზე, მაგრამ ახლა უნდა ვუყურო ჩემი შვილი როგორ იკლავს თავს, მის სიცოცხლეზე ვინმემ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოანია დადგინდეს ექსპერტიზის საფუძველზე, რომ ბექას სჭირდება სპეციალისტების დახმარება“.
ამ საკითხზე სასჯელაღარსულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილობით კომენტარს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: “მსჯავრდებული ბ.ო. სასჯელის მოხდის პერიოდში არა ერთხელ იქნა კონსულტირებული სხვადსხვა პროფილის ექიმის მიერ. საჭიროებისამებრ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში, სამოქალაქო სექტორის კლინიკებსა და N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მედპერსონალის დინამიური დაკვირვების ქვეშ.
მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურებების შესახებ.“
26 წლის ბექა მკლველობის ბრალდებით გაასამართლეს და მას 19 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ოთარ იოსელიანი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე მეორედ იმყოფება. წელს ფესტივალზე მისი ახალი, 2015 წელს გადაღებული ფილმის – „ზამთრის სიმღერა“ – ჩვენება შედგა. ფილმს განმეორებით 19 სექტემბერს, შაბათს, 22:30 საათზე აჩვენებენ კინოთეატრ „აპოლოში”.
ლევან ლეფსვერიძე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კრეატიული დირექტორია საქართველოში. ლევანი თავისი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ კრეატიულ სააგენტოს Leavingstone-ს უთმობს. 5 წლის შრომის შედეგად მან თავის პარტნიორებთან ერთად მოახერხა შეექმნა რეგიონში ყველაზე აღიარებულ კრეატიული ციფრული სააგენტო. ლევანის კრეატიული დირექტორობის ქვეშ Leavingstone-მა მოიპოვა 17 ჯილდო საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, მათ შორის ბრინჯაოს ლომი Cannes Lions Festival-ზე, რომლის შედეგადაც Leavingstone პირველი ქართული სააგენტოდ იქცა, რომელმაც შეძლო კანის ფესტივალზე გამარჯვება.
კრეატიული სამუშაოს გარდა, ლევანი აქტიურადაა ჩართული ბიზნეს და მარკეტინგის საკონსულტაციო პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში.
„მთავარია შედეგი და არა ცოდნა იმ გზებისა, რომლებსაც შედეგამდე მიყავხარ. დღეს გარემო უკვე ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ პროფესონალურად გაწერილი სქემით მოქმედება ხშირ შემთხვევაში წამგებიანი ხდება. ამ გადმოსახედით, გონებაგხსნილ ბავშვებს აქვთ დიდი პოტენციალი იყვნენ წარმატებულები, ისე რომ არ დაჭირდეთ აპრობირებული მეთოდების დასწავლა. სწორედ ახალ თაობას გააჩნია უნარი მიაგნოს აქამდე არნახულ მოკლე გზას სასურველ შედეგამდე მისაღწევად.“ -ასეთი კომენტარი გაუკეთა ლევან ლეფსვერძემ თავის გამოსვლას AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში, 2015 წლის 24-27 სექტემბერს, საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მედია მხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, Palitra tv, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media – ჟურნალები EGO და EGO Men, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა „სტარვიზია“, რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის მხარდამჭერები არიან: თელიანი ველი, ბორჯომი.
არ გამოტოვოთ, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია:www.adblacksea.com
დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 18 სექტემბრამდე. საქართველოს მოქალაქეებისათვის დასწრება უფასოა. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)
პროექტი მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში მცხოვრები ეკომიგრანტების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას; მიგრანტების სტიქიური ჩასახლების ადგილებში ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას; დაბრუნებული და პოტენციური მიგრანტების (მათ შორის ქალების) ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
„ინტელექტი“ საშუალებას აძლევს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ მიგრანტებს (და არა მარტო მათ. პროექტი მოიცავს აგრეთვე ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში და ქობულეთისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიგრანტებს), ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩაერთონ და იბრძოლონ უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობების შესაქმნელად, იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში და ასეთივე პირობებში აღზარდონ მომავალი თაობა („ოცნების ქალაქში“ ანტისანიტარიულ პირობებში 400-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს).
უპირველეს ყოვლისა „ინტელექტის“ გუნდი ეკოლოგიურ, სოციალურ და შრომით მიგრანტებს უფასო სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს, დღეისათვის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე (ბუღალტერი, მზარეული, ბარმენი, დისტრიბუტორი, სტილისტი, მკერავი, მშენებელი და ა. შ.), რათა შეძლონ კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმება და ანაზღაურების მიღება. სასწავლო გრანტის ოდენობა 200-დან 500-ს ევრომდეა. „ინტელექტი“ პროფესიული განათლების მსურველ მიგრანტებს 100%-ით დააფინანსებს.
პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება მიგრანტებისთვის მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა. კარგად გააზრებული და დასაბუთებული ბიზნესიდეის ავტორი „ინტელექტისგან“ მიიღებს გრანტს 500-დან 4000 ევრომდე, ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად. ამ შემთხვევაში ორგანიზაციის წილი იქნება ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხის 60%, ხოლო დანარჩენი 40% თავად ბენეფიციარმა უნდა მოიძიოს. პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში მინიმუმ 16 მცირე საწარმო დაფინანსდება.
შემდეგი შეთავაზება „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს შეუქმნის: #25 და #53 ბატალიონების ტერიტორიებზე აშენდება თითო ჰიგიენის სახლი, რომელშიც განთავსებული იქნება აბანო ქალებისა და მამაკაცებისათვის, სამრეცხაო – აღჭურვილი სარეცხი მანქანებითა და საშრობებით.
გარდა ჩამოთვლილი სერვისებისა, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი `ინტელექტი“ მიგრანტებს გაუწევს იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურებას მისთვის საინტერესო საკითხებზე სრულიად უფასოდ. მიგრანტთა ჩასახლების ადგილებში ჩატარდება საჯარო ლექციები მიგრანტთა უფლებების, შრომითი ტრეფიკინგის და მეზობელ სახელმწიფოში (თურქეთში) ლეგალურად დასაქმების შესახებ.
დასაქმებისპრობლემა„ოცნებისქალაქში“
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მშრომისუნარიანი მამაკაცები ახლა მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში ჩაისა და თხილის საკრებად არიან წასული. ისინი, ვისაც „დეპორტი“ აქვთ, ცდილობენ საქართველოში იშოვონ ერთჯერადი სამუშაო, რათა პურის ფული მაინც გამოიმუშავონ. ერთ-ერთი მათგანი 43 წლის დავით ცეცხლაძეა: „უკვე ორი წელია საერთოდ უმუშევარი ვარ. ადრე თურქეთში გავდიოდი ჩაის საკრებად, მაგრამ დეპორტი მაქვს და ვეღარ დავდივარ. ჩემთან ერთად 33 ქართველი გამოვიდა თურქეთიდან დეპორტით და დავრჩით შემოსავლის გარეშე. რთული კი იყო იქ მუშაობა, მაგრამ კარგი ანაზღაურება გამოგვდიოდა და გვიღირდა წასვლა. ადრე აქაც – საქართველოშიც ვშოულობდი ერთჯერად სამუშაოებს, მაგრამ ახლა აღარაფერი ჩანს. არადა, მინდა დავსაქმდე, ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? სოციალური დახმარება გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს. ამბობენ დროებითია, გადაგვამოწმებენ და აღგვიდგენენო, მაგრამ ჯერჯერობით სოციალური აგენტი არ ჩანს.“
დავით ცეცხლაძე სამომავლოდ დასაქმების იმედით და პროფესიის დაუფლების მიზნით პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ახორციელებს, გეგმავს გადაემზადოს და გახდეს პროფესიონალი ელექტრიკოსი. იგი მიიჩნევს, რომ „ელექტრიკოსობა გამოსადეგი საქმეა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. თუ ამ მიმართულებით გადავემზადები, ცოდნას ჩემთვისაც გამოვიყენებ და სხვებსაც გამოვადგები.“
დასაქმება „ოცნების ქალაქელ“ ქალბატონებსაც სურთ. „ყველა დიასახლისს უნდა 2 კაპიკი შეიტანოს სახლში, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ჩემს შვილს, რომელსაც არაორგანული ნევროზი აქვს, მუდმივად სჭირდება ყურადღება, უცებ ქუჩაში არ გავიდეს, ან ცუდად არ გახდეს… თუ მისი ინკლუზიურ სკოლაში შეყვანა მოვახერხე, მაშინ მეც ვიმუშავებ, ქმარს გვერდში დავუდგები და ცხოვრებაც შედარებით გაგვიმარტივდება. ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს ორგანიზაცია „ინტელექტს“, სწავლას დაგვიფინანსებს და მცირე ბიზნესს თუ წამოვიწყებთ, დაგვეხმარება, გრანტს მოგვცემს. მინდა სტილისტობა ან კერვა ვისწავლო… თუ პროფესია მექნება, მაშინ სამსახურსაც ადვილად ვიშოვი“, – ფიქრობს გიული ბიბინიძე. მისგან განსხვავებით მთვარისა ხილაძე ახერხებს ერთჯერადი სამუშაოების შოვნას. იგი სასურსათო მაღაზიებს დროდადრო პროდუქციის დახარისხებაში ეხმარება და აღებული „კაპიკები“ ოჯახში შეაქვს.
„ოთხბორბალზებიზნესისაწყობასარისკოა“
„ოცნების ქალაქის“ მცხოვრები დავით დიასამიძე „ინტელექტის“ მიერ შეთავაზებულ სერვისებს მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და თვითონაც აპირებს ჩაერთოს პროექტში. მას მცირე ბიზნესის დაწყება სურს და ცდილობს შესაბამისი გრანტი მიიღოს. ამბობს, რომ „ოთხ ბორბალზე და მეცხოველეობა-მეფრინველეობაზე ბიზნესის წამოწყება სარისკოა. შეიძლება გავაკეთოთ ავტომობილების სამრეცხაო, წისქვილკომბინატი… მე პირადად ვგეგმავ ფქვილის, ქატოს და მსგავსი პროდუქტების საბითუმო მაღაზიის გახსნას. ასეთი მაღაზიები სეზონურად ყოველთვის მუშაობს“.
დიასამიძე „ოცნების ქალაქში“ ბათუმიდან მოვიდა. მიზეზი ოთხი ძმის ერთ სახლში ცხოვრება გახლდათ: „იძულებული გავხდით, გავნაწილებულიყავით. 40 კვადრატულ ბინაში ოთხი ძმა ცოლ-შვილით ვერ იცხოვრებდა. მე მეუღლე და ორი შვილი მყავს. მართალია, ურთულეს პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.“
ჰიგიენადა„ოცნებისქალაქი“
„ოცნების ქალაქში“ ყველაზე მეტი ჯაფა დიასახლისებს ადგათ. მათ არაჯანსაღ გარემოში უნდა შეძლონ ქმარ-შვილის მოვლა და ოჯახში ჰიგიენის დაცვა. ამიტომაც არიან წყალს დადარაჯებული, დილით პლასტმასის ჭურჭლები უნდა შეავსონ, რომ საღამომდე ეყოთ, შემდეგ ჭურჭლისა და ტანსაცმლის გარეცხვა უნდა მოასწრონ. აქ არც აბანო აქვთ და არც ცხელი წყალი. წვიმის დროს 20 კვადრატულ ფართობში, რომელიც ერთდროულად საძინებელიც არის, მისაღები ოთახიც და სამზარეულოც, სარეცხსაც აშრობენ. ჭერში გაბმული თოკიდან სველ ტანსაცმელზე გამავალი წვეთები ერთიანად ასველებს ქოხში ყველაფერს… სარეცხი მანქანა და საშრობი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთათვის მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა.
ნათია ნავალაძე დიასახლისია. იგი ოცნების ქალაქში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ჰიგიენის პრობლემა აწუხებს: „ჩვილი ბავშვი მყავს და დღეში რამდენჯერმე სჭირდება დაბანა. ამ პატარა სახლში მოგროვებული წყლის შესანახი ადგილიც ჭირს. არც აივანი გვაქვს, წვიმის დროს სარეცხის დასაფენად რომ ვისარგებლოთ… ძალიან ცუდ დღეში ვართ“.
ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს „ოცნების ქალაქში“ მიგრანტი გიული ბიბინიძეც. სოციალურად დაუცველმა დედამ აქ ცხოვრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის, რომელსაც არაორგანული ნევროზი აქვს, ინკლუზიურ სკოლაში წერა-კითხვის სწავლის შესაძლებლობა მიეცა, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს: „ოცნების ქალაქში“ დაარსების დღიდან ვცხოვრობთ ჩემი ოჯახი. ძალიან გამიჭირდა აქაურ პირობებთან შეგუება, მაგრამ შვილის ხათრით ვუძლებ. სოფელში ბავშვი დამეჩაგრებოდა (ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულიდან ვართ), რადგან იქ ინკლუზიური სკოლა არ არის. აქ სახელმწიფოს შემწეობით ვარსებობთ, მაგრამ ახლა ესეც შეგვიჩერეს. სექტემბრიდან გვპირდებიან აღდგენას და ველოდებით… ჩემი მეუღლე თურქეთში დადის, ხან ჩაის კრეფს და ხან თხილს, დარში თუ ავდარში, რომ საჭმელი არ მოგვაკლდეს. ავადმყოფ ბავშვთან წამლებიც გვესაჭიროება, რასაც ჩემი ქმარი გამოიმუშავებს, წამლებში მიდის. ახლა სკოლაც იწყება და ათასი რამე სჭირდებათ ბავშვებს…“
ბიბინიძეები 20 კვადრატული მეტრ ფართობის ქოხში ხუთნი ცხოვრობენ. „შვილები 12, 15 და 16 წლის მყავს. ამ ფართობზე გვაქვს საძინებელი, სტუმრის მისაღები, სამზარეულო, აბანო-ტუალეტი. როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, სუნთქვა ჭირს ამ სივიწროვეში, მაგრამ ვუძლებთ, იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ გვაქვს!“ – ამბობს გიული. მიუხედავად რთული საცხოვრებელი პირობებისა, გიული ბიბინიძე კარგი მომავლის იმედს არ კარგავს და მეზობლებსაც აგულიანებს: „უფლება არ გვაქვს იმედგაცრუებულები და ხელმოცარულები ვიყოთ, ამ რთულ პირობებს უნდა გავუმკვლავდეთ! ჩვენ ამას შევძლებთ!“
„ოცნების ქალაქელი“ დიასახლისები ჰიგიენის სახლის მშენებლობის მოლოდინში არიან: „ჩვენს დასახლებაში „ინტელექტის“ მიერ შემოთავაზებული ჰიგიენის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა აშენდეს. თუ გვინდა დავიცვათ ჰიგიენა ოჯახში, ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ უსაფრთხო გარემოში და ჩვენც – დიასახლისებმა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი დაავადებები, რაც შეიძლება ანტისანიტარიულ პირობებს და დიდი ხნით წყალში მუშაობას მოყვეს, გამოსავალი სწორედ მსგავსი სახლის არსებობაშია. ესეც რომ არა, ამ რთულ პირობებში ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქდება ჯაფა და გაგვიმარტივდება ცხოვრება“.
ჰიგიენის სახლის მშენებლობის იდეა არა მარტო დიასახლისებს, არამედ მამაკაცებსაც მოსწონთ. „თუ მთავრობა ნებას დართავს, მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? თანაც ჩვენს პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: აქ არის ბევრი მაწანწალა ძაღლი ტილებით, რწყილებით და სხვა მწერებით, რომლებთანაც ბავშვებს აქვთ შეხება. მშობლებს გვეშინია მათ არ გადაედოთ“, – ამბობს დავით ცეცხლაძე.
დავით დიასამიძე კი შიშობს, რომ „წყალი იქნება ჰიგიენის სახლისთვის პრობლემა. საღამოობით, ექვსის მერე მოდის ორი საათით. არადა, ამ დასახლებას ჰიგიენის სახლები სასწრაფოდ სჭირდება.“
„ოცნების ქალაქი“ ამ დროისთვის თითქმის დაცარიელებულია. `დასახლებას მცირეწლოვანი ბავშვების ჟრიამული ახალისებს მხოლოდ, ბავშვების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ტირიან მხოლოდ მაშინ, როცა შიათ, ან თოთო სხეულზე „ზელიონკით“ დაფარული მწერების ნაკბენები ექავებათ. აგერ – იგერ კამათლების ხმაც ისმის. ეს დასახლების უხუცესი თაობაა, რომელსაც საშოვარზე წასვლა არ შეუძლია და დრო ქოხების ჩრდილში ნარდის თამაშში გაჰყავთ.
ლავასოღლის დეიდაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების წინ
შს სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რომან კეკიაშვილი 9 სექტემბერს ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 აბი, აბის ნატეხი და ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. რომან კეკიაშვილი მინდია გორაძის [„ლავას-ოღლის“] დეიდაშვილია.
ბრალდებული სასამართლო დარბაზში 10-მა პოლიციელმა შემოიყვანა. „არ დამღუპო“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა. კეკიაშვილმა მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰყავს ცოლი და მუშაობს, პოლიციელებმა კი მას ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს: „შენ ხარ ლავასოღლის დეიდაშვილი, ეს წამალი შენ გეკუთვნისო, მითხრეს და მუშტები მირტყეს თავში, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“.
ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მოწმეზე, რომელიც კეკიაშვილის მეგობარია და დაკავების პროცესს ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, მოწმეს პოლიციაში ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე, რომელსაც არ ეთანხმება. ადვოკატმა მოწმის გამოკითხვის ოქმი მოსამართლეს გასაცნობად გადასცა და განმარტა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით აპირებს მიმართოს პროკურატურას.
ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ თქვა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდების არსებობას: „ვერავინ იტყვის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია. მას აქვს ბიზნესი და არჩენს ოჯახს. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, ვერ გახდება მისი პატიმრობის საფუძველი. 23 აგვისტოს მას ჩაუტარეს ნარკოლოგიურში შემოწმება და არ აღმოაჩნდა მოხმარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რესოციალიზაცია მოვახდინეთ პირობითი მსჯავრის დროს [ბრალდებული ადრე ნასამართლევია სსკ 273-ე მუხლით და ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული-ავტ.]. ლავასოღლის დეიდაშვილობა – აი ესაა დანაშაული. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულებამ უნდა იარსებოს ამ დამახინჯებული ქმედებებით, რასაც ჰქვია ჩადება“.
დაცვის მხარე კეკიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას 40 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.
„ბრალდების მხარე აპელირებს იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა ზემოქმედება მოვახდინოთ მოწმეებზე. ეს არის აბსურდი – სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში არიან პოლიციელები: სულხან ზოიძე, ლევან სტამბოლიშვილი, ირაკლი გოგიტიძე, გურამ ირემაძე, ოლეგ გოგიტიძე. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო მოსამართლევ, ჩვენ პოლიციელებზე მოვახდენთ ზეწოლას?“ – განაცხადა ადვოკატმა.
გასულ კვირას პოლიციამ „ლავასოღლის“ კიდევ ორი ახლობელი დააკავა – ერთ-ერთი მისი სიძე – ბადრი ირემაძეა, ხოლო მეორე მეგობარი – მინდია წითელაძე.
გასულ კვირას ასევე მოსამართლე დავით მამისეიშვილისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მონაწილეობით დაიწყო ბრალდებულ გიორგი ჩოხაროღლის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. 28 წლის გიორგი ივლისში დააკავეს ბათუმში, თამარის გზატკეცილთან, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. გიორგი ჩოხაროღლიც „ლავასოღლის“ მეგობარია. ის პატიმრობიდან გირაოს – 40 ათასი ლარის საფუძველზეა გათავისუფლებული.
გიორგი ჩოხაროღლიმ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს „გადმოათრიეს~ მანქანიდან: „მათრიეს, მცემეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, ჯიბეში წამალი ჩამიდეს. მთავარ სამმართველოში მოვითხოვე წყალი და დამალევინეს. დამეწყო თავბრუხვევა, წამიყვანეს ნარკოლოგიურში, დამიდგინდა მოხმარება. კაპეზეში ცუდად ვიყავი, გამოიძახეს სასწრაფო, იქ არავის ვუცემივარ. თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“.
საქმის განხილვა 29 ოქტომბრამდე მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას და მთავარ პროკურორს მიმართა. მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის სავარაუდო წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო: „წერილობითი უარი უკვე მივიღეთ“.
არაოფიციალური ინფორმაციით, მინდია გორაძე მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გააძევეს, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის, როგორც კანონიერი ქურდი, ტელეფონის საშუალებით არჩევს საქმეებს აჭარაში. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მინდია გორაძე ზოგიერთ ბიზნესმენს მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას აიძულებს. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ დაუდასტურებიათ.
უმაღლეს საბჭოს წევრის ანზორ თხილაიშვილის თქმით, დეპუტატები არჩილ ხაბაძეს „შინაურ“ გარემოში ესაუბრნენ:
„არჩილ ხაბაძის მოწვევის მიზეზი ჩინეთში ვიზიტის დეტალების განხილვა იყო. გარდა ამისა, ბევრი საკითხები დაგვიგროვდა, როგორც ბიუჯეტთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შინაურულ ატმოსფეროში განვიხილეთ“.
ანზორ თხილაიშვილის თქმით, შეხვედრისას იყო საკამათო საკითხები-ერთ-ერთი ასეთი საკითხი საზღვაო აკადემიისთვის გემის შეძენას შეეხებოდა.
„მივედით იმ დასკვნამდე, რომ აკადემიამ უნდა წარმოადგინოს ბიზნეს-პროექტი და ამის შემდეგ განვიხილავთ გემის შესყიდვის საკითხს“, – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.
დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო 17 სექტემბრის უმაღლესი საბჭოს სხდომასთან დაკავშირებითაც, სადაც ოპოზიციის წევრები მთავრობის მისვლას ითხოვენ. „ვთხოვეთ, რომ აუცილებლად დაესწროს სხდომას, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა იყო და 19-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მისი ანგარიშით გამოსვლას. ის თანახმაა, რომ გამოცხადდეს სხდომაზე, რადგან ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დაეთანხმა“, – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.
დავით ბაციკაძე
უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის განცხადებით კი, არჩილ ხაბაძე 17 სექტემბრის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
„იმ ფარსში და კომედიაში რის დადგმასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს და როგორც გააკეთა ბიუჯეტის კორექტირების დროს, ამაში მონაწილეობას არ მიიღებს არჩილ ხაბაძე და არც ჩვენ“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით აუცილებლად წარსდგება, ოღონდ არა 17 სექტემბრის სხდომაზე.
„ეს არ მოხდება 17-ში, მაგრამ წელს აუცილებლად წარსდება უმაღლესი საბჭოს წინაშე. ის, რომ უმაღლესი საბჭოს რვა წევრს შეხვდა, იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლეს საბჭოს პატივს სცემს“.
დავით ბაციკაძის თქმით, გარდა ამ დეტალებისა, შეხვედრაზე საუბარი იყო სოციალურ საკითხებზეც. „კითხვა დავსვი ხიჭაურის ბინებთან დაკავშირებით, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და არ უკანონებენ ბინებს“.
არაოფიციალური ინფორმაციით, 17 სექტემბრის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხის დაყენებასაც აპირებენ. კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ამ პოსტზე თავიანთი კანდიდატი არ ჰყავთ.
აღნიშნული თანამდებობა დავით ბაციკაძეს ეკავა, თუმცა ის 2015 წლის 20 თებერვალს ოპოზიციამ თანამდებობიდან გადააყენა. მის ადგილზე არჩეული ჯემალ ფუტკარაძე კი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ არალეგიტიმურად ცნო.
დროში აცდენილი ეს ორი განსხვავებული მოცემულობა თავისი არსით ურთიერთსაწინააღმდეგო ლოგიკაა. მეტი სიცხადისთვის, ფეოდალიზმი არის განმანათლებლობის ეპოქამდელი პოლიტიკური სისტემა და მის დღევანდელ მოდელს შეიძლება ავტორიტარიზმი ვუწუდოთ. ავტორიტარიზმი თავისი ბუნებით ერთმმართველობას და რესურსებზე სრულ წვდომას ნიშნავს. ეს არის მმართველობა, სადაც დომინანტ აზრს სხვადასხვა მანქანებით (ხშირ შემთხვევაში ძალადობრივად) საზოგადოებას ახვევენ თავს და ამ პროცესში ზარალდება ყველა და, პირველ რიგში, ზარალდება აწმყო.
აწმყო, როგორც დროის მონაკვეთი, არის ყველაზე რეალური და ხელჩასაჭიდი, რომელიც ცხადდება თანამედროვეობაში, თანამედროვეობა თავისი არსით ქმნის თამაშის წესებს აწმყოსთვის და ფორმირდება სახე, რომლითაც წარსდგები საერთაშორისო კონკურენტულ ბაზარზე. აქ ერთის მხრივ ხელში გვაქვს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი ავტორიტარული უნარები და მეორეს მხრივ საბაზრო წესები, რომელიც ითხოვს შემოქმედებითობას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხულია თავისუფლების გარეშე.
ფეოდალიზმი და მემკვიდრეობითობა
ფეოდალური მემკვიდრეობა ქართულ პოლიტიკაში სახეცვლილად არის ფესვგადგმული, იგი სხვათა დამცრობა-დაკნინების ხარჯზე საზრდოობს და ხასიათდება დაუსრულებელი მერკანტილიზმით (შეძლებული ოჯახი, გავლენიანი წრე და ა.შ). იგი ანადგურებს შესაძლო სიახლეს და ყველაფერს ახლებურს. აშინებს ახალი ადამიანები და ამიტომაცაა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, „ცვალებად იგივეობას“ გვთავაზობს. იგი არ მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის (პოზიტიური კუთხით) და საზრდოობს წარსულით, რომელიც უკვე გავლილია და რომელსაც გონიერი, საკუთარ ბედზე დაფიქრებული საზოგადოებები მხოლოდ მაგალითებისთვის იყებენებ. მხოლოდ წარსულით ცხოვრება არაპრაგმატული, მეტიც – სახიფათოა. იგი შთანთქავს აწმყოს და რეალურ შესაძლებლობებს გართმევს, იყო ანგარიშგასაწევი. ჩანდე ადექვატური აწმყოში გარდაუვალი პირობაა წარმატებისთვის.
პრობლემების სათავე, ანუ „კოკასა შიგა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“
ქვეყანაში წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემების „გადაჭრას“ ცდილობს იგივე ხალხი, ვინც ეს პრობლემები შექმნა საკითხებისადმი თავისი დამოკიდებულებით, საკუთარი უნარებითა და ცოდნით. მათ არ შესწევთ ძალა სიტუაცია შეაფასონ აწმყოში, პრობლემათა გადაჭრის გზები მათთვის არის გასული საუკუნის ხედვით ნაკარნახევი. ეს ზოგჯერ გაცნობიერებულად ხდება და ხანაც „მამათა“ (როგორც თაობის) კარნახით. დღეს ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მცირედი რესურსია ამ რაოდენობის პრობლემებთან გასამკლავებლად. ეს არის რეალობა, სადაო და არასახარბიელო რეალობა, მაგრამ მაინც რეალობა.
პოლიტიკური მემკვიდრეობითობა
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ არ არსებობს პოლიტიკურ იდეათა და რწმენათა მემკვიდრეობითობა. თაობები (პოლიტიკური ჯგუფები) ერთამენთს არ გადასცემენ გასაკეთებელ საქმეთა ნუსხას. ისინი სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას უმართავენ ერთამენთს კონკურენციის პროცესში და შემდეგ წინარე გუნდების განადგურებით არიან დაკავებული წლების განმავლობაში, ამას აკეთებენ ისე, რომ კანონის უზენაესობის შირმით ინიღბება რეპრესიები. თუმცა, ამ დროს გამონაკლისებიც დასაშვებად მიაჩნიათ (თუ ფინანასური ინტერესია განსაკუთრებით მაშინ).
რადიკალური ბრძოლა ახასიათებს ზუსტადაც რომ ავტორიტარიზმს და ამიტომაც ვამბობ, რომ თუ რამე დაილექა ჩვენს აზროვნებაში, ეს არის ფეოდალურ-ავტორიტარული ქცევა, როცა სასწორზე ყველაფერი დევს, არამარტო ხელისუფლება, არამედ მდგომარეობა, სტატუსი, ათწლეულობით ნაგროვები ქონება, ოჯახისა და პერსონალური პრესტიჟი. მოკლედ, საბრძოლველი ბევრი აქვთ და გასაკეთებელ საკითხთა ნუსხა არავის ზრუნვის საგანს არ წარმოადგენს, ყველა საკუთარი გალავნის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული. ამ ქაოსში ვის ახსოვს სახელმწიფო ინტერესი?! ეს კითხვა აშკარად რიტორიკულია.
ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი
მოცემულობა გვაქვს უმძიმესი, გეოპოლიტიკით, უგუნურობით, სიხარბით, გამოუცდელობით თუ სხვა რამით განპირობებული, ხელში პრობლემების მეტი არაფერი შეგვრჩა. პრობლემა იგივე იქნება მანამ, სანამ პოლიტიკური სპექტრი იქნება იგივე. სანამ არ ჩამოყალიბდება საზოგადოება, რომ თანამედროვეობაში საჭიროა თანამედროვე ხედვები. არააკადემიურობა და არასოლიდურობა პოლიტიკაში ქმნის მუდმივ ქაოსს, ეს არ არის კოსმიური ქაოსი, რომელმაც ერთი დღე შეიძლება მოიტანოს წესრიგი, ეს ძალიან კონკრეტული ქაოსია, რომელიც ერთი დღეს ამ ქვეყანაში წაშლის ყველას და ყველაფერს და მერე გალავანიც დაუცველი დარჩება და მისი მაშენებელიც.
ნორჩი ტალანტების კონკურსში მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. კონკურსისთვის 14 ბავშვი შეირჩა. მათგან გამარჯვება მხოლოდ ორმა – მარიამ ობოლაშვილმა და ილია ლომთათიძემ მოიპოვეს. ორივე გამარჯვებული თბილისიდანაა. ილია ლომთათიძე თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეა, მარიამ ობოლაშვილი კი თბილისის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მე-5 კლასის მოსწავლეა.
ახალგაზრდა ტალანტების კონცერტს ფესტივალის დამფუძნებელი და იუნესკოს „ხელოვანი მშვიდობისთვის“ ტიტულის მფლობელი, ელისო ბოლქვაძე და იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილე ერიკ ფალტიც ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა ტალანტების კონცერტი ბათუმის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. BATUMI MusicFest ის ფარგლებში ახალგაზრდა შემსრულებლებს მასტერ-კლასები ჩაუტარდათ.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის ოფიციალური მოტივი, უმაღლესი საბჭოს წევრების პრეტენზიებია მთავრობის მიმართ.
ამ საკითხთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძის კომენტარი მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდზე დაიდო.
„მაღლეს საბჭოში, რადგანაც მედეა ვასაძის და ნაციონალური მოძრაობის მიზანია შოუს დადგმა და არ მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მათ მიერ დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლში. საზოგადოებამ კარგად იცის ის პრობლემები, რაც დასმული იქნება უმაღლეს საბჭოს მიერ და ჩვენ პერმანენტულად ამაზე პასუხებსაც ვცემთ. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ამზადებს 9 თვის შედეგებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება შეჯამება, სადაც მოვიწვევთ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, მედეა ვასაძეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. სწორედ იქ ექნებათ მათ საშუალება და დრო დაგვისვან შეკითხვები”- განაცხადა არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოში მისვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
არჩილ ხაბაძის შეხვედრის შემდგომ კომენტარს, რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
სკოლის ახალი, 2 სართულიანი შენობა, შიდა სპორტული დარბაზით, 9 საკლასო ოთახით, ასევე კომპიუტერების ოთახითა და ბიბლიოთეკით – 200 მოსწავლეზეა გათვლილი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო – “შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლას გადაეცა საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარი”.
სკოლაში სწავლობს 90 მოსწავლე და დასაქმებულია 16 პედაგოგი.
ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში 18 პირველკლასელია, დღეს ყველა მათგანს საჩუქრად “ბუკი” გადაეცა.
სკოლის სამშენებლო სამუშაოები შპს “ამაგმა” აწარმოა. სამუშაოების ღირებულება 450 000 ლარი იყო.
სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარისჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.
„ინკლუზიური განათლების დანერგვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს თითოეული სასწავლო დაწესებულების, საზოგადოების ძალისხმევას ამ პროცესში ინდივიდუალური მიდგომის განსახორციელებლად. ამისათვის კი აუცილებელია ეფექტური სასწავლო პროგრამების, სპეციალური მეთოდიკის შემუშავება, პროფესიული თემისა და საზოგადოების მზაობა, ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება,” – ამბობს ციალა ტუღუში, პროექტის – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” ბათუმის მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი და ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი.
პროექტი – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” გასული წლის ივნისში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, და მას ასოციაცია „დეა”, “GNNT” ჯგუფსა და “სთეფ ფორვარდთან” ერთად ახორციელებენ. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„ინკლუზიურ განათლებას სასკოლო საფეხურზე აქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა და ის მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით. ინკლუზიური განათლების პირველი მცდელობები უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის და ახლა გახდა მნიშვნელოვანი პროცესის შეფასება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობის საფუძველზე პროექტის სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა. მოვიწვიეთ ბრიტანელი ექსპერტი, რომელიც სხვა ევროპელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა ამ ქვეყნებისთვის ერთიანი მონიტორინგის ინდიკატორების შექმნაზე. მისი დახმარებით შევადგინეთ კითხვარი, რომელსაც ვიყენებთ მონიტორინგისთვის”, – ამბობს მანანა ინაიშვილი, პროექტის ბათუმის კოორდინატორი.
პროექტი – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” განხორციელდა სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. თითოეულ ქალაქში შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახდენდნენ ინსტრუმენტის პილოტირებას.
მონიტორინგისთვის ინსტრუმენტის პილოტირებისათვის ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეირჩა, რომელსაც ჰქონდა ინკლუზიური განათლების გამოცდილება.
ბათუმიდან პროექტის ფარგლებში მონიტორინგი განხორციელდა ოთხივე საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ბათუმის #3 საბავშვო ბაღში, #2 საჯარო სკოლაში, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსსა” და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.
„თითქმის ყველა სკოლაში დაინერგა ინკლუზიური სწავლება და დასამუშავებელია ხარისხის მეთვალყურეობის საკითხები. განათლების სამინისტრო მულტიდისციპლინურ გუნდს გვავალებს მონიტორინგს, თუმცა ორი და სამი ადამიანი ვერ შეძლებდა მთლიანი სისტემის კონტროლს, ამიტომაც ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც მოგვცა ინკლუზიური სასწავლო გარემოს შეფასების კითხვარი. ეს ინსტრუმენტი კარგად არის შედგენილი, და წარმოდგენილია თვითანგარიშის ფორმით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ, თავად რა აქვთ ამ სფეროში გაკეთებული და რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი. კითხვართან მუშაობის შემდეგ მონაწილეები უკვე სხვა თვალით უყურებდნენ მთელ სასწავლო პროცესს; მათთვის ნათელი გახდა, რომ პროცესების წინასწარ დაგეგმვაა საჭირო”, – აღნიშნავს ციალა ტუღუში.
ბათუმის მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი ნარგიზ გედენიძე ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებში ჯერ მაინც არ არის ინკლუზიური სასწავლო გარემო: „როცა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაბამის პირობებზე ვუსვამდით შეკითხვებს ადმინისტრაციას, ისინი გვპასუხობდნენ, რომ ასეთი ბავშვი არ ჰყავთ და რომ მას შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის პირობებს, თუ იქნება ამის საჭიროება. სინამდვილეში საგანმანათლებლო დაწესებულება მზად უნდა იყოს. ვფიქრობ, იმ სკოლებშიც კი, სადაც სპეციალური მასწავლებლები ჰყავთ, რთული მდგომარეობაა, პირველ საფეხურებს გადიან, ახლა სწავლობენ მიდგომებს, საჭიროა კადრების გადამზადება, ორი- და სამკვირიანი კურსები არ იქნება საკმარისი ამ შემთხვევაში, ბევრია სამუშაო. მარტივ მაგალითს გეტყვით: სკოლებში, სადაც გაკეთდა პანდუსები, მხოლოდ ერთ სართულზე შეუძლიათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს შესვლა. საჭიროა უფრო მეტად ადაპტირებული გარემო. პრობლემის მოგვარებად ესახებათ პანდუსის დადგმა, რესურსოთახის მოწყობა და სპეციალური მასწავლებლის მიღება, თუმცა ეს სამი კომპონენტი არ არის საკმარისი, ამით არაფერი მთავრდება, საჭიროა სასწავლო გარემოს მომზადება და სწავლების ხარისხის შეფასების სისტემის შემუშავება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი.”
მონიტორინგის ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ სწავლების ოთხივე საფეხური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური განათლების სრულყოფისთვის, ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევენ, რომ სწავლების ოთხივე საფეხურს განათლების სამინისტრო კურირებდეს. მანანა ინაიშვილი: „ხელშემშლელი ფაქტია ის, რომ ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და არა განათლების სამინისტროს. საჭიროა განათლება მოექცეს ერთიან სისტემაში, ისე შედეგს ვერ მივიღებთ. მით უფრო, რომ ბაღები მთლიანად დამოკიდებულები არიან ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რაც აფერხებს სასწავლო გარემოს განვითარებას.”
ნარგიზ გედენიძე მშობლების ნაკლებ ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ბაღებში, სკოლებშიც გვეუბნებოდნენ, რომ მშობლებიც ნაკლებად ჩართულნი არიან ამ საკითხების მოგვარებაში. ჩემი შვილიც საჭიროებდა ინკლუზიურ განათლებას, მაშინ, როცა ის დამყავდა სკოლაში, კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, ახლა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მშობლები ისევ უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. უნდა აღინიშნოს, რომ მარტო პედაგოგი და სამინისტრო ვერაფერს გახდება, ყველაზე დიდი აქცენტი მაინც მშობლებზე უნდა გაკეთდეს, მათი აქტივობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”. მისივე თქმით, მშობლების მეტი ჩართულობისთვის აუცილებელია მათი ინფორმირება და ქმედითი მონაწილეობის უზრუნველყოფა: „სწორედ სასწავლო გარემოს ერთ-ერთი ამოცანაა, რომ მშობელს დაანახო პერსპექტივა, რომ მისი შვილი განვითარებას შეძლებს” და რომ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებები აუცილებელი პირობაა ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისათვის.
საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციიდან დღის 12:00 საათზე წარმოდგენილი იყო მეთიუ ჰეინმანის [აშშ/მექსიკა] ფილმი – „კარტელის მიწა“, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას შეეხება. ფილმში ასახულია პატარა მექსიკურ ქალაქში უკანონო შეირაღებული დაჯგუფებების მოქმედებები, მონოპოლიური გავლენის მოსაპოვებლად.
დოკუმენტური საკონკურსო ფილმების სექციიდან 14.00 საათზე ნაჩვენები იქნება სოფია ტურკიევიჩი, [ავსტრალია/ პოლონეთი/უკრაინა] ფილმი – „ოდესღაც დედაჩემი“.
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციიდან 16.00 საათზე ნაჩვენები იქნება – „ელექტრო ღრუბლების ქვეშ“, ალექსეი გერმან უმცროსი, რუსეთი/ უკრაინა/პოლონეთი;
18.30 საათზე დოკუმენტალისტი, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი, 2003; 80 წთ;
20.30 საათზე ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი – „სოლომონი“,
2015 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი- მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).
როგორ გაჩნდა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ს იდეა?
Ad Black Sea არის რეკლამის ახალი საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანია დამკვიდრდეს საერთაშორისო საფესტივალო რუკაზე, გახდეს ყოველწლიური, პრესტიჟული, რეგიონალური ფორუმი და ხელი შეუწყოს რეკლამის და ზოგადად, საკომუნიკაციო დარგების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
ფესტივალი თავს მოუყრის რეკლამის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან – საქართველო, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი. მათთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ამ დარგის აღიარებული სპეციალისტები დასავლეთ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.
რა თქმა უნდა, ფესტივალი პირველ რიგში არის კონკურსი. Ad Black Sea-ს შემთხვევაში ის სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა.
თუმცა, ბუნებრივია, ფესტივალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა დარგობრივი სპეციალისტების შეხვედრების, ერთმანეთის გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.
ვინ არიან მოწვეული ჟიურის წევრებად? იქნებიან თუ არა საერთაშორისო ექსპერტები?
ჟიურის წევრებად მოვახერხეთ შეგვეკრიბა სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები არიან, მათ შორის: Cannes Lions, ADC*E, New York Festivals, Golden Drum, Epica და მრავალი სხვა. ხსენებული 3 კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეები იქნებიან თანამედროვეობის გამოჩენილი რეკლამის სპეციალისტები: Michael Conrad – Berlin School of Creative Leadership-ის პრეზიდენტი (გერმანია); Farid Chehab, Leo Burnett MENA-ს საპატიო თავმჯდომარე და მრჩეველი (ლიბანი); Joao Daniel Tikhomiroff, Mixer-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე (ბრაზილია). ჟიურის სხვა წევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფესტივალის საიტზე: adblacksea.com.
როგორ იქნება ორგანიზებული სემინარული პროგრამა?
სემინარული პროგრამა, რომელსაც სასტუმრო “რედისონი” უმასპინძლებს, ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება. 25 და 26 სექტემბერს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სარეკლამო ინდუსტრიის გამოჩენილი სპეციალისტები მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
სპიკერები ისაუბრებენ რეკლამის სხვადასხვა ასპექტზე: კრეატიული ლიდერობა; ეფექტური storytelling-ი; storytelling-იდან storytelling-ამდე; ბრენდინგის პარადიგმა; ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში; ნაციონალური სიამაყიდან ნაციონალურ ბრენდამდე; ბრენდის კომუნიკაციის ევოლუცია; ტექნოლოგიების გავლენა კრეატიულობაზე, პოლარული მარკეტინგი და ბევრი სხვა.
სპიკერთა შორის წარმოდგენილნი იქნებიან: Ravid Kuperberg, Mindscapes-ის პარტნიორი და ტრენერი (ისრაელი); Leonid Feigin, Direct Design Visual Branding agency-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (რუსეთი); Indrek Viiderfeld, Tabasco -ს კრეატიული დირექტორი (ესტონეთი); Erik Heisholt, Heisholt Inc-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (ნორვეგია); Evgeny Primachenko, Wieden + Kennedy-ს კოპირაიტერი (ნიდერლანდები); Levan Lepsveridze, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (საქართველო) და მრავალი სხვა.
წვეულებებისა და არაფორმალური ურთიერთობებისთვის თუ მოიძებნება დრო?
Ad Black Sea – არა უბრალოდ სარეკლამო ფესტივალი, არამედ ერთგვარი კულტურული დღესასწაულიც გვინდა გახდეს ბათუმის ცხოვრებაში. მონაწილეებს ელით საკმაოდ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომელიც უამრავ აქტივობას მოიცავს. სტუმრებს ყოველდღიურად ექნებათ საშუალება ექსკურსიების მეშვეობით უკეთ გაეცნონ ბათუმსა და მის შემოგარენს. 24 სექტემბერს იქნება ფესტივალის საზეიმო გახსნა, მომდევნო დღეს _ ნინო ქათამაძის კონცერტი, შემდეგ – ქართული ფოლკლორის საღამო, ბოლო დღეს კი ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზეც გამოვლინდება ფესტივალის საუკეთესო ნამუშევრები. ყოველ საღამოს გვიანობამდე დაუკრავენ დიჯეები.
რა როლი აქვს ამ ფესტივალს საქართველოსთვის?
ვფიქრობ, საქართველოსთვის Ad Black Sea-ს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს არის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებისა და ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობა. დაახლოებით 15 წლის წინ საქართველოში ერთხელ თუ ორჯერ ჩატარდა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი და მახსოვს, რამდენად პოზიტიური გავლენა იქონია მაშინ მან ბევრ ადამიანზე, მათ შორის ჩემზე. სამწუხაროდ ის ფესტივალი შემდგომში ვერ განვითარდა და შეწყვიტა არსებობა.
იმ დროსთან შედარებით დღეს სრულიად ახალი, განსხვავებული ეპოქაა სარეკლამო კომუნიკაციებშიც და ზოგადად, სამყაროში; ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი გვერდი გადაგვეშალა და წვლილი შეგვეტანა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გაიზრდება და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ რეგიონალურ ფორუმად იქცევა.
ერიკ ფალტმა მადლობა გადაუხადა ქართველ პიანისტს ფესტივალისთვის და იმ სამშვიდობო მისიისთვის, რომელსაც ის იუნესკოს სახელით მთელ მსოფლიოში ახორციელებს:
„ეს კვირა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვზეიმობთ იუნესკოს 70-ე იუბილეს და ქალბატონმა ირინა ბუკოვამ, რომელიც იუნესკოს გენერალური დირექტორი გახლავთ, სპეციალურად მომანიჭა მე ეს მოვალეობა რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თვალყური ვადევნო თუ როგორ ხდება იუნესკოს იუბილეს აღნიშვნა. მე განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება.
მიზეზი, თუ რატომ მიმაჩნია რომ საქართველოში განსაკუთრებული პატივი მიაგეს იუნესკოს იუბილეს აღნიშვნას არის არა მარტო ის რომ იუნესკო მსოფლიო მასშტაბის ორგანიცაა, არამედ იმიტომ რომ საქართველოში პატივს სცემენ იმ იდეას, რომლის საფუძველზეც დაარსდა იუნესკო და მანდატებს რომელიც გააჩნია იუნესკოს კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კომუნიკაციის და ა.შ. მიმართულებით.
ერიკ ფალტი
ასევე მინდა ელისოს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ერთგულებისთვის რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იჩენს და ძალიან ვაფასებ იმ წვლილს, რომელიც შეაქვს იუნესკოს საქმიანობაში.
ელისო გახლავთ ის პიროვნება, რომელსაც ძალიან მაღლა უჭირავს საქართველოს დროშა იუნესკოში და მიზანი ჩვენი საქმიანობის არის ის რომ მხარი დავუჭიროთ და შევაგროვოთ გარკვეული თანხები იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც ლტოლვილები არიან. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ლტოლვილი ბავშვებისთვის. ჩვენ დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა პალესტინელი ბავშვების დასახმარებლად და დღეისთვის, გაეროს თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გვინდა გავზარდოთ დახმარების მასშტაბი.
ვაფასებ ელისოს მცდელობას, რომელიც მიმართულია სირიიდან გამოდევნილი ბავშვების დასახმარებლად. დღეს მთელ მსოფლიოს აღელვებს ეს საკითხი. ისიც ვიცით თუ რაოდენ რთულ პირობებში უხდებათ ყოფა და ელისო სწორედ ამ კუთხით ეხმარება ჩვენს ორგანიზაციას“- განაცხადა ერიკ ფალტმა.
მან ასევე ისაუბრა მუსიკის როლზე მშვიდობის დარგში და თქვა რომ მუსიკა არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის რომ სწორედ მუსიკის მეშვეობით მოხდეს ჰარმონიის გაზიარება ადამიანებისთვის.
ერიკ ფალტმა ქართულ მუსიკალუ მემკვირეობაზეც ისაუბრა:
„მე ვიცი რომ მუსიკა საქართველოსთვის არის ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და განეკუთვნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს სფეროს. ამ ფესტივალით კი არა მარტო ქართულ მუსიკას ვეცნობით, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მუსიკოსების ხელოვნების ნახვის შესაძლებლობა გაგვაჩნია“.
ელისო ბოლქვაძე
ფესტივალი BATUMI MUSIC FEST-ს რომელიც ელისო ბოლქვაძემ დააარსა, ბათუმში მესამედ ტარდება.
„გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, ვფიქრობ, ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი სერიოზული განაცხადი გაკეთდა, რადგან გვაქვს ძალიან სერიოზული მასტეკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის. ვფიქრობ რომ ფესტივალს აქვს დიდი დანიშნულება და დარწმუნებული ვარ შედეგიც არ დააყოვნებს. გარდა ამისა, მე როგორც არტისტს, ბავშვების საგანამანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა პეციალურად მაქვს აღებული“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
– ნინო, დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ მოხვდით კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯია “-ში?
– როცა კომპანიაში გასაუბრებაზე მოვედი, პროექტი ჯერ საწყის ეტაპზე იყო, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაში. პირველივე დღეს ცხადად დავინახე, რომ კომპანია ,,შუახევიჰესის” მშენებლობის განხორციელების პროცესში არაერთი პრობლემის წინაშე დადგებოდა. ასე ვთქვათ, გამოწვევა მივიღე და კომპანიის საქმიანობაში ჩავერთე. მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მოსახლეობის სწორი ინფორმირება პროექტის შესახებ, დავდიოდით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში და მოსახლეობას ვუყვებოდით ჩვენი გეგმების შესახებ, იყო პროტესტი, ბევრი წინააღმდეგობა, ჩვენ არ ვუშინდებოდით სიძნელეებს და ვცდილობდით თითოეული მათგანისთვის დაგვენახვებინა, თუ რამდენად ნიშვნელოვანი იყო შუახევიჰესის აშენება რეგიონისთვის და თითოეული მცხოვრებისთვის. პარალელურად ტარდებოდა არაერთი საჯარო განხილვა გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი მიზანი იყო წარმატებული პროექტი განგვეხორციელებინა, რომელიც თავის თავში მოიცავდა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და გარემოს მაქსიმალურ დაცვას, პროექტის მშენებლობის პროცესში. ამ გადმოსახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმ არაერთი გამოწვევისა, რაც შემდგომ კი ადგილზე წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე ვგეგმავთ საპასუხო აქტივობეკომპანიის გუნდთან ერთად გავიარე, ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი. მე ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც ყოველდღიურად მეხმარება პროფესიულ განვითარებაში, სადაც დაცულია ყველა თანამშრომლის უფლება, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს მხარში უდგანან, გამოწვევასა თუ წარმატებას ერთად იზიარებენ.
– თქვენი კომპანია ლამის ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც თავისი პროექტის განხორციელების პარალელურად აიღო სოციალური პასუხისმგებლობაც. ხომ არ გაქვთ რაიმე ისეთი კომპონენტი, რომელიც ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მისცემდა?
– ვცდილობთ, შევიმუშაოთ სოციალური პროექტები, რაც ქალების შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. მაღალმთიან აჭარაში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები ქალის როლსა და ფუნქციაზე, რომელიც მხოლოდ ოჯახის მოვლითა და შვილების აღზრდით შემოიფარგლება. ჩვენ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტებით ვცდილობთ ქალის როლის გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების გაზრდას. ჩვენ სოციალური პროექტების დაგეგმვის პირველ ეტაპზე ჯერ ვიკვლევთ რეგიონის პრობლემატიკას, შემდგომ კი ადგილზე წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე ვგეგმავთ საპასუხო აქტივობებს. ყველაზე დიდ სირთულეს, რასაც ვაწყდებით მუშაობისას, წლების მანძილზე გამჯდარი სტერეოტიპებია ქალებისა და მამაკაცების უფლება-მოვალეობების შესახებ. ვგეგმავთ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც გამოიწვევს ქალების ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას. მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს ქალების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
ამ ეტაპზე ვახორციელებთ პროექტს ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე, რომლის ფარგლებშიც, კომპანია აფინანსებს საუკეთესო ბიზნესიდეებს. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტში ქალები აქტიურად არიან ჩართულები, რაც ჩვენ ორმაგად გვახარებს.
– თქვენი აზრით, რა სჭირდება ქალს წარმატებისთვის, განსაკუთრებით მთაში. როგორია თქვენი ხედვით წარმატებული ქალი?
– ზოგადად, წარმატების აღქმა ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი მიიჩნევს, რომ ქალი მაშინ არის წარმატებული, როდესაც აქვს პროფესია და კარიერა, ზოგისთვის კი წარმატება კარგი შვილების გაზრდა და ყოველდღიური ოჯახური საქმიანობაა. პირადად ჩემთვის ქალის წარმატებულობა მხოლოდ კარიერული წინსვლით არ შემოიფარგლება, ამას მრავალი დამატებითი ფაქტორი განაპირობებს. არჩევანის თავისუფლება, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქალს სჭირდება წარმატების მისაღწევად.
კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას “ ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია მჭიდრო კომუნიკაცია პროექტის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ეფექტური დიალოგის განხორციელების მიზნით შექმნილ საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მათ მთავარ ფუნქციას პროექტის შესახებ მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. საინფორმაციო ცეტრებში, ძირითადად, ქალი თანამშრომლები გვყავს. ერთ-ერთი მათგანი, შუახევის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, ინგული დავითაძე, კომპანიას ორი წლის წინ შეუერთდა. პროექტის არეალში მცხოვრებ ქალებზე ის უკეთესად მოგიყვებათ.
ინგული დავითაძე
– ინგული, თქვენი აზრით, რამდენად აქვს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება?
– ,,შუახევიჰესის“ პროექტის არეალში და ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს ნაკლებად აქვთ საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება. ისინი, ძირითადად, საოჯახო საქმიანობით არიან დაკავებული. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ოჯახი, ტრადიცია, შეხედულებები. ქალებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ საზოგადოებრივად აქტიურები გახდნენ. მათი ნაწილი ამას ახერხებს, რაც, განსაკუთრებით ამ გარემოში, ძალიან დასაფასებელია.
– თქვენი აზრით, რა არის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების მთავარი გამოწვევა?
– ბრძოლა ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანი შესაძლებლობების აღიარებისთვის. თუმცა ჩვენთან ძირითადი პრობლემა, თავად ქალებშია, მე ასე მგონია. პირველ რიგში ქალებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია – თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი იქნებიან, გაცილებით ადვილად გადალახავენ იმ დაბრკოლებებს, რაც რთულად დასაძლევი ეჩვენებათ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის შესაძლებლობა თანაბარია, უბრალოდ, გააჩნია რა არის საზომი. ერთ ადამიანს კონკრეტული საქმე უკეთ გამოსდის, ვიდრე მეორეს – ეს ხომ ბუნებრივია.
– მიუხედავად ამ გამოწვევებისა, თქვენი კომპანიის საინფორმაციო ცენტრების უმეტესობაში სწორედ ადგილობრივი ქალები მუშაობენ. მათ როგორ შეძლეს ამ დაბრკოლებების გადალახვა?
– მათ ნამდვილად შეძლეს და დაძლიეს ყველა არსებული დაბრკოლება. მერწმუნეთ, მათი წარმატება ორმაგად დასაფასებელია იმ გარემოდან გამომდინარე, სადაც ცხოვრობენ. დღეს ისინი კომპანიის მნიშვნელოვან ბირთვს წარმოადგენენ. იღებენ გადაწყვეტილებებს, ლახავენ გამოწვევებს, გეგმავენ და კონტროლს უწევენ მნიშვნელოვან პროექტებს და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან წარმატებული ქალის ახალ სახეს მაღალმთიან აჭარაში.
ბატონო სულიკო, რა მთავარი პრობლემის, გამოწვევის მოგვარება მოხერხდება წლევანდელი სასწავლი წლის დასაწყისისთვის?
ასეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა.
რამდენი საჯარო სკოლა გარემონტდა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე და რამდენი დაიხარჯა მშენებლობაზე?
წელს 28 ობიექტზე მიმდინარეობდა სამუშაოები. ხუთი ახალი სკოლის მშენებლობა გვქონდა, დანარჩენ სკოლებს კი რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ორშაბათს ქობულეთში ახალაშენებულ სკოლას ვხსნით, ბათუმში პირველ საჯარო სკოლაზე მიმდინარეობს ახალი კორპუსის მიშენება, ორწლიანი პროგრამაა და მომავალ წელს დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.
რამდენი სკოლის დასრულება ვერ მოესწრო?
ხუთი სკოლა შენდება ორწლიანი პროგრამის ფარგლებში და ამიტომ წელს ვერ მოესწრო, მომავალში დასრულდება. ეს სკოლები მუნიციპალიტეტებშია. სკოლებზე, როგორც მშენებლობაზე, ასევე რეაბილიტაციაზე, მთლიანობაში შვიდ მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა.
არის ისეთი სკოლები, სადაც დაგვიანებით იწყება სწავლა რაიმე მიზეზით?
ასეთი სამი სკოლა გვაქვს. ხულოს მუნიციპალიტეტში გვაქვს ძირკვაძეების საჯარო სკოლა, შუახევში, სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა და ქედაში, სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა. სწავლის დაგვიანებით დაწყების მიზეზი სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობა გახდა. სწავლა ამ სკოლებში ოქტომბერში განახლდება. ფურტიოში მოქმედი სკოლა გამგეობასთან ერთად სხვა ადგილზე გადაგვაქვს და სწავლა ორი კვირის დაგვიანებით განახლდება.
თუ არის ახალი სატრანსპორტო საშუალებები შეძენილი იმ სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეებს შორი მანძილის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად?
ყველა იმ სკოლაში, რომლებიდანაც მოთხოვნა იყო, ტრანსპორტის ხაზი დანიშნულია. ბათუმის გარდა ყველა რაიონში გვაქვს ტრანსპორტი დანიშნული. ზუსტი რაოდენობა ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ბევრია.
სკოლებში წიგნების დარიგების პროცესი მიმდინარეობს, ზედამხედველობას განათლების სამინისტრო უწევს თუ რესურსცენტრი?
ეს არის საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა, მათ შემოაქვთ წიგნები და მეთვალყურეობასაც მათივე წარმომადგენლები უწევენ. ამჟამად სახელმძღვანელოები ბათუმის ყველა საჯარო სკოლისთვის გვაქვს მიღებული.
რამდენი მოსწავლეა წელს საჯარო სკოლებში?
47 134 მოსწავლე გვყავს სულ. აქედან, 7 380 მოსწავლე – კერძო სკოლაში. პირველკლასელი კი 4057-ია.
ახალი კერძო სკოლები თუ გაიხსნა წელს?
კერძო სკოლები ჩვენთან არ რეგისტრირდებიან, მაგრამ თუ არ ვცდები, ახალი სკოლა არ გახსნილა.
ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა ხარვეზების გამო ბოდიში მოიხადა: „როცა არ გაქვს დიდი კინოთეატრი და ყველაფრის თავიდან აწყობა გიწევს, ხანდახან შეიძლება იყოს დაგვიანება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით აუდიტორიას“.
ოთარ იოსელიანმა ფესტივალზე და ბათუმზე ილაპარაკა: „ბათუმის კინოფესტივალი არის შესანიშნავი წამოწყება. მე ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი ფესტივალის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ბათუმი ძველი ქალაქია, ბათუმი ნაიარევი ქალაქია. ბათუმი დამახინჯებული ქალაქია. დღევანდელი ბათუმი აღარ არის ძველი ბათუმი. ლას-ვეგასს გავს და ეს ვიცი საიდანაც წამოვიდა, ვინ არის ამის მთავარი არქიტექტორი“.
BIAFF ყოველწლიურად გასცემს პრიზს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. ფესტივალის გახსნის დღეს ეს პრიზი პოლონელ მსახიობს, მაია კომოროვსკას გადასცეს.
ფესტივალის გახსნაზე ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტის რეზო ჭეიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ხვალ 14 სექტემბერს ფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ მეთიუ ჰეინმანის [აშშ/მექსიკა] ფილმის „კარტელის მიწა“ ჩვენებით გაგრძელდება. ფილმი დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს ნაჩვენები იქნება სოფია ტურკიევიჩის ფილმი [ავსტრალია/პოლონეთი/იკრაინა] – „ოდესღაც დედაჩემი“ და სხვა ფილმები.
მერიის ინფორმაციით, ბარცხანის დასახლებაში სტადიონის მშენებლობისთვის, რომელიც გუშინ გაიხსნა, ბიუჯეტიდან 178 ათას 999 ლარი იყო გამოყოფილი. ხოლო სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,გლობალ სტანდარტმშენმა“ განახორციელა.
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია, ის ახლა ერთგვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფება.
სტადიონის გახსნის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალები გიორგი ერმაკოვის ოფიციალური ფესიბუქ გვერდით გავრცელდა.
ვლადიმერ ხიჩეგაშვილი მსოლიო ჩემპიონი გახდა | 12 სექტემბერი 2015, აშშ, ლოს-ანჯელესი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ჰასან საბზალი რაჰიმი დაამარცხა, რომელიც ტრავმირებული იყო და მას ჭიდაობის განმავლობაში ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მიუხედავად ამისა ჰასან საბზალ რაჰიმი თავდაპირველად იგებდა, მის ქართველ მოწინააღმდეგეს კი გაფრთხილებაც მისცა მსაჯმა. მათი ჭიდილი 10 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჰასან საბზალი რაჰიმი 5:4 დაამარცხა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით 10 წელია მსოფლიო ასპარეზობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედალი არავის მოუპოვებია. 10 წლის წინადნელი მსოფლიოს ოქროს მედალი ნაკრების მწვრთნელს რევაზ მინდორაშვილს ეკუთვნოდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ჰასან საბზალი რაჰიმი | 12 სექტემბერი 2015, აშშ, ლოს-ანჯელესი
გარდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედლისა ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილებზე გავიდნენ 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სანდრო ამინაშვილი და 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში – გენო პეტრიაშვილი. საქართველოს ნაკრებმა ამ შედეგებით თავისუფალ სტილით ჭიდაობაში გუნდური მესამე ადგილი აიღო და 2016 წლის ოლიმპიადისთვის 4 ლიცენზიაც მოიპოვა.
გენო პეტრიაშვილი
თავისუფალი სტილით ჭიდაობამდე შეჯიბრებები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა. ამ სახეობაში საქართველოს რვა მოჭიდავედან ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა გობაძემ მოიპოვა.
ჩემპიონატი ჩატარდა ქალთა ჭიდაობაშიც. საქართველოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ქალი მოჭიდავეები არ ჰყავს.
ამირან, თქვენ დიდი ხანია თამაშობთ ფეხბურთს. ამ სეზონზე რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?
დასრულდა ჩემი კარიერა ფეხბურთში. ეს ყველაფერი მოხდა შეგნებულად, ყველასთან შეთანხმებით. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს ფეხბურთი. ისე მიყვარდა ფეხბურთი, მეგონა სულ ვითამაშებდი, მაგრამ როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო წასვლის დრო. რას იზამ, თაობები იცვლება, კარიერა მთავრდება და ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტი, სამწუხაროდ.
როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას ხომ არ უკავშირდება წასვლა ფეხბურთიდან?
არა, პირიქით, ყველაფერი რიგზეა. შეიძლებოდა კიდევ მეთამაშა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარიერის დასრულება არ მიგრძვნია იმიტომ, რომ მაინც მინდორზე დავრჩი _ მწვრთნელის რანგში, დამხმარე მწვრთნელი ვარ. ახლა უკვე გარედან ვადევნებ თვალს ფეხბურთს. ვარჯიშზე მწვრთნელებთან ერთად ვარ და ვიღებ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ჯერ ლიცენზიები უნდა მივიღო, მწვრთნელი ოფიციალურად რომ დამერქვას. პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, რა იქნება მომავალში. ფეხბურთს ვერ ველევი და ვნახოთ, მწვრთნელობაში რა გამოვა. მინდა წარმატებას მივაღწიო.
როდის აპირებთ მწვრთნელობის ლიცენზიის აღებას?
ახლო მომავალში. შემდეგ კვალიფიკაციასაც ავიმაღლებ. სანამ მთავარ მწვრთნელობას მივაღწევ, მანამდე ბევრი საფეხურია გასავლელი.
როგორია თქვენი ხედვა ფეხბურთში?
ჯერჯერობით, როგორც ფეხბურთიდან ახალწასული, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა ბევრი მეუბნება, რომ, როცა სწავლას დავიწყებ, აზრი შემეცვლება. ფეხბურთელი რომ ხარ, გგონია ბევრი რამე იცი, მაგრამ მწვრთნელობა სულ სხვაა – ნერვიულობასთანაა დაკავშირებული და იღბალთანაც.
თქვენთვის ქართულ ფეხბურთში რომელი მწვრთნელის გამოცდილება იქნება გასაზიარებელი?
ბედნიერი ვარ, ჩემს მწვრთნელთან რომ ვმუშაობ, იმასთან, ვისთანაც დავიწყე თამაში, შოთა ჭეიშვილთან. არაჩვეულებრივი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მის შესახებ ბევრი შეიძლება ილაპარაკო. „დინამომ“ წინა სეზონი არაჩვეულებრივად ჩაატარა, თითქმის არაფრისგან მეორე ადგილიც დაიკავა უმაღლეს ლიგაში და უეფაზეც ითამაშა. იმედია, წელსაც ასე იქნება, აქვს ჩვენს გუნდს ამის შანსი.
თქვენს მრავალწლიან კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რომელი იყო?
ყველა თამაში განსხვავებულია. ფეხბურთელისთვის მთავარია მინდორზე გასვლა. რა თქმა უნდა, უეფაზე თამაში განსაკუთრებულია. იმისთვის იბრძვის ყველა გუნდი, რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვოს, ევროპაზე ითამაშოს, რათა აჩვენოს თავისი სახე და თავისი ქვეყანა.
თუ არის მომენტი, რომელსაც ნანობთ?
ისე გაფრინდა წლები… უბრალოდ, გული მტკივა უფრო დიდი ყურადღება უნდა დამეთმო ფეხბურთისთვის… პატარა გულისტკივილი მაქვს, კარიერა იქ რომ დამემთავრებინა, საიდანაც ჩემი პირველი თამაში დავიწყე, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, „დინამოს“ სტადიონს ვგულისხმობ, რომელიც გუნდს საერთოდ აღარ აქვს.
ფეხბურთის სამყაროში თქვენ გიცნობენ სახელით „მუმუ“. რატომ გეძახიან „მუმუს“?
„დინამოში“ რომ მივედი, ამირანს მეძახდნენ. მერე შემარქვეს „მუმუ“. ბათუმის „დინამოში“ ადრე დავით მუჯირი თამაშობდა. მას ეძახდნენ ასე. გვარად მეც მუჯირი ვარ და მაგის გამო ვეტერანმა ფეხბურთელებმა დამარქვეს „მუმუ“.
ფეხბურთელებისადმი თქვენი მთავარი რჩევა რა იქნება?
არაფერი არ უნდა მიაკლო ფეხბურთს, მისთვის ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. რა თქმა უნდა, ოჯახზე არ მაქვს საუბარი, პირველ რიგში, ოჯახია მთავარი და მერე ფეხბურთი, რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემი აზრით, ამაზე ლამაზი თამაში დედამიწაზე არ არის. გარდა ამისა, დღეს თუ გამოაჩენ შენს ნიჭს, სადაც გინდა – ევროპისკენ გზები გახსნილია.
P.შ. ამირან მუჯირი ცხოვრობს ბათუმში. ჰყავს მეუღლე, თამილა ცენტერაძე და სამი შვილი – 16 წლის ანა, ორი წლის ტყუპები – დათა და გიორგი.
პროკურორმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 320 ლარის ზარალი გამოიწვია. საჯარიმოზე ავტომანქანის გადატანის დროს მანქანის წინა ნაწილი დაზიანდა. მძღოლი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს თანამშრომელი, სწორედ ამის გამო მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ბრალდებული ადრე კანონთან კონფლიქტში არასოდეს ყოფილა. შემთხვევის შემდეგ პატრულში თავად დარეკა. ჰყავს მეუღლე და ამ სამსახურში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო მუშაობა. ბრალდება, რაც ლევან ბაჯელიძეს აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს, ან ორ წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და ასევე ჯარიმას – მინიმუმ 500 ლარის ოდენობით.
ბრალდებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პაატა დიასამიძე იცავდა, რომელმაც მოსამართლეს სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმის გამოყენება სთხოვა.
დაცვის მხარე სადავოდ არ ხდიდა პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული კი აღიარებდა, რომ მან დააზიანა მანქანა. ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და განრიდების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ბევრად უფრო ნაკლებ ზარალს ნახავდა, – ამბობს საიას აჭარის ფილიალის იურისტი.
განრიდებას მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურა უფორმებს ბრალდებულს. სანაცვლოდ ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდის ჯარიმას, მას არ აქვს ნასამართლევის სტატუსი, ასევე დაზარალებულს ზიანს უნაზღაურებს.
სასამართლოს განაჩენის შემთხვევაში, დაზარალებულს ზარალი არ აუნაზღაურდება – ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მან სასამართლოს სამოქალაქო წესით უნდა მიმართოს: „ზიანთან შედარებით დაახლოებით ათჯერ მეტი ხარჯი ნახა სახელმწიფომ – სამი სასამართლო ჩატარდა სულ. ბრალდების მხარემ დიდი რესურსი გაწია საქმის არსებითი განხილვით, მაგრამ ამ ადამიანის დასჯით ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო, სახელმწიფომ არასწორი არჩევანი გააკეთა. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დროს განრიდების გაფორმებით, ბრალდებულს, სავარაუდოდ, შეუნარჩუნდებოდა სამსახური. გამამტყუნებელი განაჩენი კი იმის საფუძველია, რომ პირი გაათავისუფლონ საჯარო სამსახურიდან“.
პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ზარალი, თუ ის აღემატება 150 ლარს, უკვე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუმცა, ის ლევან ბაჯელიძის საქმეს ადარებს მეხუთედან მეოთხე სართულზე მეზობელთან ჩასულ წყალს: „თუ ონკანი ღია დაგრჩათ და თქვენგან ჩასულმა წყალმა მეზობლის ჭერი დააზიანა, შესაძლოა თქვენც მიეცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“.
საიას შეფასებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ლევან ბაჯელიძისთვის ზედმეტად მკაცრი სასჯელია.
„თუ არსებობს სასამართლოს განაჩენი, მაშინ ვიფიქრებთ მის [ლევან ბაჯელიძის] გათავისუფლებაზე. ამის გარდა არსებობს კიდევ სხვა ფაქტი, რომლის მოკვლევაც მიმდინარეობს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. დავფიქრდები მის სამომავლო მუშაობაზე. დროის მცირე მონაკვეთში ბევრი ინციდენტი მოხდა ამ თანამშრომელთან მიმართებაში, ერთხელ ჯარიმა მოვიდა გადაჭარბებული სიჩქარის გამო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიგა ჩხეიძე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორი.