ჰიტ ბათუმის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკა ჯოჯუას ინფორმაციით, ედრიენ ბელიუს თაყვანისმცემლები ხვალ, 8 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში მოუსმენენ.

ბათუმელები

გიორგი, არღვევენ თუ არა ფოტოზე გამოსახული პოლიციელები კანონს?
ფოტოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისციპლინურ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან პოლიციის მოქმედი ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ქცევის იმ სტანდარტს, რომელიც უნდა დაიცვას პოლიციელმა და ეს შემთხვევა, როცა უნიფორმაში მყოფი პოლიციელი იღებს ალკოჰოლს, შეიძლება განვიხლოთ, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, დარღვევა იმ პასუხისმგებლობის, რაც პოლიციელს დაკისრებული აქვს ეთიკის კოდექსის თანახმად.
ფოტოზე ჩანს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პოლიციელიც. ეთიკის კოდექსში რამე განსხვავებული ჩანაწერი თუ არის იარაღთან მიმართებაში?
კანონმდებელი არ განსაზღვრავს პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. არსებობს ზოგადი წესი, როგორ უნდა იყოს შენახული ან ტანზე დამაგრებული ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელის საქმიანობის დროს. არსებობს ზოგადი ჩანაწერი ეთიკის კოდექსში, როდესაც უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამ შემთხვევაში განხილულია ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ან გასართობი ობიექტები, ალკოჰოლური სასმელის მოხმარება.
მე, პირადად, პლაჟზე ვნახე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მან იარაღი შეინახა თანმხლები პირის ჩანთაში და ზღვაში ჩავიდა. მხოლოდ და მხოლოდ ვვარაუდობ, რომ ის ამ შემთხვევაშიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი იყო. არის სხვა შემთხვევებიც, როცა, მაგალითად, იგივე პროკურორებს, ტანზე ღიად აქვთ იარაღი დამაგრებული, მათ შორის სასამართლოს ჰოლშიც. აღიქმება თუ არა ეს, როგორც არასათანადო გარემოში იარაღის ტარების ტენდენციის დამკვიდრება?
პოლიციელის ეთიკის კოდექსით სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციელისთვის დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის. შესაძლებელია, პოლიციელი არასამსახურებრივ პირობებში იყოს გარკვეულ დავალებაზე მივლინებული, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენ ადგილზე დამაგრება ან საზოგადოების თვალში მოსახვედრად მისი გამოჩენა, დაუშვებელია. ეთიკის კოდექსის თანახმად ესეც განიხილება, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, რაც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს.
შეარაღებული პოლიციელი ღვინის ჭიქით ხელში – მსგავსი ფოტოების ტირაჟირება არის თუ არა პოლიციელების მხრიდან იარაღით პოზირება და, ზოგადად, ხომ არ წაახალისებს ეს მსგავს ქცევებს?
ნებისმიერი დისციპლნური გადაცდომა არის ინდივიდუალურად შესასწავლი და შესაფასებელი, ამიტომ ასე გადაჭრით თქმა, რომ ერთი პოლიციელის ქმედება უბიძგებს სხვა პოლიციელებს ნეგატიური ქცევისკენ, არ შეიძლება. მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეულმა პოლიციელმა იცოდეს მასზე დაკისრებული მოვალეობების ზუსტი განმარტება, რაც არის განსაზღვრული კანონით, კანონქვემდებარე აქტებით ან ეთიკის კოდექსით.
ვინაიდან ეთიკის კოდექსი პოლიციელებისთვის შიდა მოხმარების დოკუმენტია, პოლიციელები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ კოდექსის მოთხოვნებს, თითოეულ პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის საქმიანობას სამსახურებრივ ვითარებაში. შესაბამისად, თითოეული ამ ვალდებულების შესრულება მიზნად ისახავს პოლიციელსა და საზოგადოებას შორის ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, პოლიციელის მანდატის მიმართ საზოგადოებრივი ნდობისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.
როდესაც თითოეულ მსგავსი ტიპის გადაცდომასთან გვექნება საქმე – პოლიციელის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რა თქმა უნდა, შემდგომ საზოგადოებას გაუჩნდება ნიჰილიზმი კანონის მიმართ, საზოგადოების ქცევა აღარ იქნება კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. პირველ რიგში ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიციელი იყოს მისაბაძი საზოგადოებისთვის სამსახურებრივადაც და არასამსახურებრივადაც, რამაც შემდგომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში მართლწესრიგის დამკვიდრებას, თითოეული ადამიანის კანონისადმი პატივისცემას.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით მოწყობილი შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საჯარო მოხელეებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებს ადამიანთა უფლებებზე სპეციალურად მომზადებული ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა დაურიგეს.
„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რა კითხვაც მქონდა დავსვი და ამომწურავი პასუხიც მივიღე, რაც შეეხება უფლებების დარღვევას შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ჰესების მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და უცხოელ მუშახელს განსხვავებული, ორმაგი ანაზღაურება აქვს. მოსახლეობა ამ პრობლემით ჩვენ მოგვმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, გარდა აღნიშნულისა უფლებები იმ კუთხით ირღვევა, რომ სამუშაო გრაფიკი საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და გაცილებით მეტ დროს მოიცავს“, – აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე.
ნატალია ჯალიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანთა უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი: „მაღალმთიანი აჭარა არის მეხუთე რეგიონი, სადაც შეხვედრა გავმართეთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და ჩავინიშნეთ. დღევანდელი შეხვედრა იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანთა უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს უამღლესი კომისიის ოფისისთან ერთად ახორციელებს. ეს გახლავთ, პირველ რიგში, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით, რაც გულისხმობს რეგიონებში ცნობიერების კამპანიის ჩატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ასევე ინფორმაციის მიწოდება ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და არსებული მექანიზმების შესახებ“.
ნატალია ცისკარიშვილის განცხადებით, ის, რაც დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემად დაისვა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო იმუშავებს: „გარწმუნებთ, ეს პრობლემები იქნება გაზიარებული სრულად, ეს ის პრობლემებია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა რეგიონებშიც“.

დათო ჭელიძის თქმით, ფოტოები პირადად მან მას შემდეგ გადაიღო, რაც ბახმაროში დოღი მორჩა და პოლიციელები აჭარა-გურიის განყოფილებებიდან თავად დაპატიჟა სავახშმოდ.

დღეს „ბათუმელების“ დისტრიბუტორმა ანა ბერიძემ დეპუტატს განუმარტა ჩანართის კომერციულ მიზნებზე და იქვე აუხსნა, რომ „გაზეთი ბათუმელების“ მსგავსი მომსახურება – ბუკლეტის, ჩანართისა და ასე შემდეგ გავრცელება, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი კუთვნილი პარტიისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ამის მიუხედავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მას არ სურს „საჩუქარად მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის გაზეთი“. „ბათუმელებმა“ დეპუტატს ჰკითხა, სხვა რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა უშუალოდ „გაზეთ ბათუმელების“ შინაარსთან, ან ხომ არ იგრძნობოდა მის შინაარსზე „თავისუფალი დემოკრატების“ გავლენა? – ივერი გუგუნავამ განაცხადა, რომ მას „მსგავსი განცდა არ აქვს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ივერი გუგუნავა ცოტა ხნის წინ თავად იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ის „ქართულ ოცნებაშია“. ივერი გუგუნავამ წარსულში თავის პოლიტიკური კუთვნილების გამხელაზე „ბათუმელბთან“ თავი შეიკავა. „თქვენ რაში გაინტერესებთ, რომელი პარტიის წევრი ვიყავი. ამას ტელეფონში არ გეტყვით. თუ გინდათ ჩამოდით ქობულეთში და ისე გეტყვით“, – უთხრა საკრებულოს წევრმა „ბათუმეელბს“ სატელეფონო საუბარში.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ივერი გუგუნავა ჯერ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ გაწევრიანების თხოვნით უკვე მიმართა სახელისუფლებო პარტიას.
სულხან ოქროპირიძისადმი დასმულ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა მისთვის ივერი გუგუნავას განცხადება იმას, რომ ამ კონკრეტულ დეპუტატს აქვს მიუღებლობა სხვა პოლიტიკური ძალის და, ზოგადად, პოლიტიკური პლურალიზმის, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს: „ქობულეთში პოლიტიკური პლურალიზმი რომ არის კარგად განვითარებული და ამაში პრობლემა არ არის, იქიდანაც არის ცხადყოფილი, რომ საკრებულოში 9 პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, მე როგორც ვიცი, მას ჰქონდა გამოწერილი „გაზეთი ბათუმელები“ და იქ იყო სხვა პარტიის რეკლამა, რომელიც ახდენდა იმ პარტიის რეკლამირებას. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, რომ მას აღარ სურს ამ გაზეთის გამოწერა“.
სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ მსაგავსი ჩანართები პირადად მას არ აღიზიანებს: „ჩემთვის პირიქით, ძალიან მისაღებია პოლიტიკური პლურალიზმი იქედან გამომდინარე, რომ ეს პოლიტიკურ ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. მე, პირადად, ვერ ვხედავ მაგალითად ვერანაირ პრობლემას ვისი სარეკლამო თუ სააგიტაციო მასალა იქნება გაზეთში. ეს დემოკრატიული პროცესია“.
რას ნიშნავს, როცა მედია ორგანიზაცია სარეკლამო დაკვეთის ფარგლებში ავრცელებს პოლიტიკური პარტიის გამოცემას, რას ნიშნავს, როცა საჯარო მოხელე ღიზიანდება მსგავსი გაზეთის მიწოდებაზე? – „ბათუმელების“ ამ კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა.
ზვიად ქორიძე: საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება ნებისმიერ მედიასაშუალებაში განათავსოს რეკლამა, ან ქვეყანაში არსებული სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით გაავრცელოს თავისი ბეჭდური პროდუქცია. ამის უფლებას ვერც ერთ პარტიას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. და თუ პარტიას მიაჩნია, რომ საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის საჭიროა გაზეთის გამოშვება და ის ეცდება რომელიმე მედიის სადისტრიბუციო ქსელის მეშვებით გაავრცელოს ეს გაზეთი, ამაში არაფერი არ არის ერთი მხრივ კანონსაწინააღმდეგო და მეორე მხრივ არაფრით არ უკავშირდება იმ მედია საშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომელიც ამ სარეკლამო ჩანართის გამავრცელებელია.
კანონი და მორალური კატეგორიაც იმას ითვალსწინებს, რომ მედია საშუალებამ უარი თქვას ისეთი რეკლამის, ჩანართის გავრცელებაზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შეუწყანრებლობისა და ომის პროპაგანდას. ასეთი რამ თუ არ არის, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ქცევა, განსაკუთრებით საჯარო მოხელის მხრიდან, შეიძლება შეფასდეს, როგორც მიუღებლობა პოლიტიკური პლურალიზმისა და იმისა, რომ ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და ამომრჩევლამდე მისი თანასწორად მიწოდების საშუალება.
ჩანართი, რომელიც დევს გაზეთში, ის არის სარეკლამო ხასიათის. მედია საშუალებამ ამისთვის მიიღო სარეკლამო შემოსავალი, შესაბამისად, ის მოქალაქე, რომელიც იღებს გაზეთს სარეკლამო ჩანართით, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის პოლიტიკური რეკლამა, რომელსაც პოლიტიკური პარტია ამ მეთოდით ავრცელებს.
თუ ამ საჯარო მოხელეს აქვს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო პარტიულმა ჩანართმა მოახდინა გავლენა „ბათუმელების“ შინაარსზე, ან სარეკლამო გაზეთში მოთავსებული სტატია თუ ავტომატურად ხვდება გაზეთის მიერ მომზადებულ სტატიებში, მაშინ მას შეუძლია თქვას, რომ ამ ჩანართმა მოახდინა „გაზეთ ბათუმელების“ პოლიტიკაზე გავლენა და მე არ მინდა ასეთი „გაზეთი ბათუმელები“.
„გაზეთი ბათუმელები“, რომელიც ავრცელებს ცალკე აღბული პოლიტიკური პარტიის ჩანართს, მას აქვს სრული თავისუფლება ეს გააკეთოს და ეს სრულებითაც არ არის „პალიტიკური პროზელიტიზმი“, ანუ გაზეთი „თავისუფალი დემოკრატების“ ბეჭდურ გამოცემას არ გახვევს თავს, რომ გახდე ამ პარტიის წევრი ან ამომრჩეველი.
ხვალ, როცა უფრო გააქტიურდება სარეკლამო კამპანია, უფრო ბევრ პოლიტიკურ პარტიას გაუჩნდებასაარჩევნო ხასიათის ბროშურებისა და ჩანართების მოზადების სურვილი. თუ ამ კონკრეტულ მოქალაქეს, რომელიც ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ბროშურების გავრცელებით მისი პოლიტიკური უფლებები შეილახება, უკაცრავად, მაგრამ ეს საკმაოდ ტოტალიტარული აზროვნების შედეგია და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პლიტიკური პარტია, გარდა მმართველისა, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომლის დაცვის გარანტიც საქართველოს კონსტიტუციაა.
მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით მომზადებულ სამენოვან (ქართული, ინგლისური, რუსული) ბროშურაში წერია, რომ მემორიალი 4 მეტრი სიმაღლის იქნება: „ორი მეტრი ბუნებრივი გრანიტია, რომელსაც კლდის ფორმა აქვს – შეუვალი, მარადიული საქართველოს სიმბოლო. იგი პირამიდის ფორმისაა და რამდენიმე სიბრტყისგან შედგება. მასზე წარმოდგენილია აჭარის მთავარი სიმბოლოები, საქართველოს კარიბჭე-ფარხმალი: ხიხანის ციხე, სხალთის ტაძარი, მარჯვნივ – გონიოს ციხე, მარცხნივ – პეტრას ციხე, მარჯვნივ, მეორე მხარეს – თამარის თაღოვანი ხიდი“.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა „პოლიტიკური გაერთიანება თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ.
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ბათუმის საზოგადოებაში არსებობს მზარდი ქსენოფობიური განწყობები მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, ხომ არ შეუწყობს ამ შინაარსის მემორიალების დადგმა ქსენოფობიური განწყობების გაღრმავებას ხელს? – ჰკითხა „გაზეთმა ბათუმელებმა“ რამაზ სურმანიძეს, რომელიც შემდეგი განაცხადა: „ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ავუხსნით ხალხს ამის დადგმის ძირითად პრინციპს. ასეთი ძეგლები დგას ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში და იმ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო დაგეგმილი ამის დადგმა, მაგრამ ძალიან გაჭიანურდა. ამას არ უნდა დავარქვათ დამპყრობილსაგან, სატანისაგან გათავისუფლება. დავარქვათ, რომ საქართველოს დაუბრუნდა თავისი კუთხე“.
რამაზ სურმანიძის აზრით, ეს მემორიალი, კეთილგანწყობის გასაზრდელად „უნდა ვაჩვენოთ მეზობელი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს: „მე მაქვს ორიგინაური ხედვა – ზოგი ფიქრობს, რომ თუ ამ ობელისკს დავდგამთ, მეზობელი ქვეყანა გაგვიწყრება. პირიქითაა – ეს კარგად უნდა გავაფორმოთ და იმ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც უნდა მოვიყვანოთ და გავაცნოთ ჩვენი ისტორია. მათში დავინახოთ არა მტერი, არამედ მოყვარე და არა რაღაცა ძველი ტკივილი და წყენა გავიხსენოთ“.
ბროშურაში, რომელიც მემორიალის გახსნაზე იუწყება, წერია, რომ იდეის ავტორი არის აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე. ქანდაკების ავტორი კი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი დავით ბოლქვაძეა, ხოლო არქიტექტირა დუგლას ზამთარაძეს ეკუთვნის.
ბროშურაში ასევე წერია, რომ მემორიალი მამულიშვილთა კავშირისა და საერთო სახალხო შემოწირულობებით მომზადდება.
მომავალი მემორალის ადგილზე თავშეყრა ალაფურშეტით გრძელდება.

კერძო საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციას, მოსახლეობის უკმაყოფილებას კომპენსაციის ოდენობით, 2004-12 წლებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, დღესაც გვხვდება პრეცენდენტები (მაგალითად, ჩქაროსნული მაგისტრალის სუფსისა და შემოვლითი გზის არგვეთის მონაკვეთები).
გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიის, ბახმაროს, სხვა ტურისტულ და ინდუსტრიულ ზონებში, არასამთავრო ორგანიზაციების შეფასებით, მესაკუთრეების უფლებები მასობრივად დაირღვა, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხარვეზიანი კანონმდებლობით ხსნიან.
მსოფლიოში კი, ქონების იძულებით, მასობრივად და უკანონოდ ჩამორთმევის პრეცედენტები მხოლოდ არადემოკრატიულ, დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში არსებობს. მაღალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებში სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებაში საბაზრო ფასს სთავაზობს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც უარზეა, როგორც წესი, პროექტში ცვლილებები შედის.
ქართული კანონმდებლობა და კონკრეტულად “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ” კანონი, მესაკუთრეზე ორიენტირებული არაა, რის გამოც, არასამთავრობო სექტორი მასში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და თავიანთი რეკომენდაციების შეთავაზებას იუსტიციის სამინისტროსთვის უახლოეს მომავალში აპირებს.
კერძოდ, რა ხარვეზებია კანონში და რას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ საკითხებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერს, გია გვილავას ვესაუბრეთ.
კანონის უმთავრეს ხარვეზად რა მიგაჩნიათ?
უმთავრესი საკითხია კომპენსაციის გამოთვლა, რომ კანონში დაკონკრეტდეს თუ რა პროცედურით უნდა მიეცეს მესაკუთრეს ანაზღაურება. ამასთანავე, კანონის ძირითადი ხარვეზი ქონების შეფასებაშიც არის. როგორ უნდა შეფასდეს ქონება, ეს არსად წერია.
თუ გაქვთ სხვა ქვეყნების გამოცდილება შესწავლილი და რომელი ქვეყნის გამოცდილებით შეიძლება იხელმძღვანელოს საქართველომ?
ჩვენ შევისწავლეთ გერმანიის გამოცდილება, იქაური მაგალითები; საინტერესო შემთხვევებია, როდესაც მხოლოდ მესაკუთრის უფლებების დაცვა კი არ ხდებოდა, არამედ, იმ კომპანიის ან ფიზიკური პირის, რომელიც კონკრეტული მიწის ნაკვეთით სარგებლობს და იჯარით აქვს აღებული.
საქართველოში გვქონდა შემთხვევები, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისას, როდესაც მიწის ნაკვეთი გაცემული იყო დიდხნიანი იჯარით და ამ მეიჯარეს ჰქონდა პატარა აგურის ქარხანა გაკეთებული. იყო ასევე აუზიც, სადაც თევზის მეურნეობა იყო გაშენებული. ექსპროპრიაციის გახორციელების შემდეგ კი, ამ მეიჯარეს კომპენსაცია არ მიუღია. მას გადაადგილება მოუხდა, რაც ძალიან დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული – ქარხანა გადაიტანა და აუზიც დააშრეს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში აბსოლუტურად იგნორირებულია.
ჩვენი რეკომენდაციაა, კანონი არა მხოლოდ მესაკუთრეზე, არამედ მოსარგებლეზეც იყოს ორიენტირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მესაკუთრის გარდა, კომპენსაცია ამ პირმაც უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ქონების შეფასებას, პროცესი გაურკვეველი და ბუნდოვანია: ზუსტად არ ვიცით, რა სტანდარტით ფასდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთები, რადგან ხშირად შევხვედრივართ შემთხვევებს, როდესაც გვერდიგვერდ განთავსებული ნაკვეთები სხვადასხვანაირადაა შეფასებული. რატომ? – ამას ვერავინ ამბობს.
აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს და დასავლური, ევროპული ნებისმიერი სახელმწიფოს მაგალითებს უნდა ეყრდნობოდეს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს მსოფლიო ბანკის და EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების სახელმძღვანელო პრინციპები, რადგან მათაც მრავლად აქვთ ეს პროცედურები გაწერილი. შესაბამისად, შეგვიძლია ამ პროცედურების გადმოღება და ახლის შემუშავება არ გახდება საჭირო.
გარდა ამ ხარვეზებისა, კიდევ რა არის კანონში შესაცვლელი?
თვითონ ექსპროპრიაციის დაწყების პროცესიც საკმაოდ ბუნდოვანია. პირველ ეტაპზე, სასამართლოც არის ჩართული პროცესში, რაც არ მიგვაჩნია აუცილებლობად – სასამართლო აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დავა და მოსახლეობა არ ეთანხმება იმას, რომ კონკრეტული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა. ამ შემთხვევაში, დავა სასამართლოში უნდა წარიმართოს.
რაც შეეხება ექსპროპრიაციის დაწყებას, ეს უფლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მაგალითად, გერმანიაში, ლანდების (მხარეების) მიხედვით, ერთ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლება გასცეს ექსპროპრიაციის ნებართვა. ამ პროცესს თავად ეს ორგანო უწევს ზედამხედველობას, თუ რამდენად შეასრულებს სხვადასხვა ორგანო, ან თუნდაც სახელმწიფო იმ მოთხოვნებს, რაც მათ დაუდგინეს. ეს ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს; მით უმეტეს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არავის უქრება და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ადამიანს, სასამართლოს მიმართოს.
საკმარისია პროცესში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იყოს ჩართული?
ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ სპეციალური უწყება ჩამოყალიბდება. ეს, შესაძლოა იყოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული უწყება, რომელიც ამ პროცესს წარმართავს და მეთვალყურეობასაც გაუწევს. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემები ექმნება ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირების დროს, ისინი უწყებას ვერ უკავშირდებიან, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის შემდეგ კი, აღმოჩნდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ არის საქმის კურსში. მაგალითად, იგივე პრობლემა იყო აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ჰესების მშენებლობას იწყებდნენ. მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა. იგივე პრობლემა იყო დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, როდესაც მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ასევე, მესტიაში, გრიგოლეთში და ანაკლიაშიც. ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, უნდა იყოს სპეციალური უწყება ან დეპარტამენტი.
ამასთანავე, სავალდებულოდ ინფორმირების წესი უნდა დამკვიდრდეს, რადგან მოსახლეობამ წინასწარ იცოდეს რასთან აქვს საქმე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ აქტივობას. უმნიშვნელოვანესია, მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება სავალდებულო წესით. ეს წესი კანონში ახლა არ არის გაწერილი.
ექსპროპრიაცია იძულებაა, რაც საკუთრების უფლებას იძულებით ზღუდავს, მაგრამ რეალურად თუ მოლაპარაკების შესაძლებლობა არსებობს, ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის აუცილებლობა საერთოდ არ დადგება. ამიტომ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კანონი უნდა ავალებდეს კერძო პირს, ან სახელმწიფოს, რომ მოლაპარაკება აწარმოოს მესაკუთრესთან. ანუ მოლაპარაკება სავალდებულო უნდა იყოს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იწყებოდეს ექსპროპრიაციის პროცესი.
ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში დაირღვა მესაკუთრის უფლებები?
ვერ ვიტყვით, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემისას მესაკუთრის უფლებები დარღვეული იყო, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში დაირღვა. უმეტესწილად, ქონების შეფასების და კომპენსაციის გაცემამ გამოიწვია უკმაყოფილება. ეს ის საკითხია, როდესაც მესაკუთრეს აქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, ეს არის კანონის უკიდურესი გამონაკლისი და კანონი მაქსიმალურად ლოიალური და გამჭვირვალე უნდა იყოს. ლოიალური იმ კუთხით, რომ სხვადასხვა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა ამოიწუროს. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები იმისა, რამდენ მესაკუთრეს დაათმობინეს ექსპროპრიაციის კანონის საფუძველზე საკუთრება. ჩვენ მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე ვიცით რა მდგომარეობა იყო. ეს, ძირითადად, არის 2008-2011 წლების – დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების პერიოდი. მაშინ, ხარვეზიანი კანონის გამო, მესაკუთრეების უფლებების დარღვევების ფაქტები ხშირად გვხვდებოდა.
რაც შეეხება კანონში სახელმწიფო გადაუდებელ საჭიროებად ქონების გამოცხადების პროცედურებს, არის თუ არა ამის კიდევ უფრო დაზუსტების აუცილებლობა?
მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდის შეიძლება ქონება ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამას აგვარებს კანონმდებლობა, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს. მეორე მხრივ კი, სასამართლოში იხვეწება ეს პრაქტიკა. აქ რაიმე განსაკუთრებული და სასწრაფო ცვლილების გახორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავთ.
იცის თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ამ რეკომენდაციების შესახებ, ან თუ მუშაობს უწყება კანონში ცვლილების შესატანად?
ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსთან ან რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი თავად სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა.
როდის მიმართავთ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით?
რეკომენდაციების დიდი ნაწილი დამუშავებული და შეჯერებულია ჩვენს ორგანიზაციაში, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ, ამ პროცედურებს მალე დავამთავრებთ და ჩვენს მოსაზრებებს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის გადავუგზავნით.


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში-
“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”. პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.
საერთაშორისო ტურნირი „ქვიშის რაგბის ფესტივალი“ ბათუმში 25-26 ივლის ბათუმის მერიის დაფინანსებით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ფესტივალი, რომელშიც საქართველოს კლუბებთან ერთად ინგლისის გუნდებიც მონაწილეობდნენ, საბოლოოდ საქართველოს ქვიშის რაგბისა და რაგბის კავშირის ხარჯებით გაიმართა. ბათუმის მერის მოადგილის, ალექსანდრე მითაიშვილის განმარტებით, ასე იმიტომ მოხდა, რომ ქვიშის რაგბის კავშირმა შეცვალა თარიღი და აგვისტოს ნაცვლად ივლისში მოითხოვა ფესტივალის გამართვა, რის გამოც მერიამ ვეღარ მოასწრო ტენდერის ჩატარება. თუმცა,ალექსანდრე მითაიშვილის განმარტებით, მერიას რაგბის კავშირისთვის თარიღის შეცვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს.

პროგრამის მიხედვით, ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი კონცერტი და გასართობი ღონისძიება არის დაგეგმილი. გარკვეულწილად ქალაქის ქუჩების ვიზუალური გაფერადებაც იგეგმება.
ბათუმობა ოფიციალურად 5 სექტემბერს, 6 საათზე გაიხსნება დუმბაძის ქუჩიდან. თუმცა, მანამდე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მაგალითად, 12 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნება ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა, რომელიც 8 საათამდე გაგრძელდება. ასევე 12 საათზე დაიწყება ფესტივალი განდაგანა. ფოლკლურის მოყვარულებს მერია ევროპის მოედანზე იხმობს. კოსტუმირებული ჭადრაკი გაიმართება ბულვარში. ჭადრაკის ფიგურების დანიშნულებას ჭადრაკის ფიგურების კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები შეასრულებენ. ამ ორიგინალური ფიგურებით ბათუმობაზე ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ. წარმოდგენა 15-25 წუთს გარძელდება.
კოლონადებთან ბავშვებისთვის გაიმართება წარმოდგენა – „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“. სპექტაკლი 17:30 საათზე დაიწყება.
ერთი საათის განმავლობაში მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასულე ორკესტრი გამართავს მსვლელობას. მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.
იმავე დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება მსოფლიო კინოს მუსიკის შედევრების ღონისძიება, რომელიც ასევე 8 საათზე დაიწყება, ხოლო ერთი საათით ადრე ანბანის კოშკთან დაიწყება თანამედროვე მუსიკის კონცერტი.
6 სექტემბერს ნაწილი ღონისძიებებისა განმეორდება. მეორე დღეს ასევე დაგეგმილია სამეჯლისო ცეკვები დუმბაძის ქუჩაძე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, ასევე პანტომიმისა (7 საათი) და თითების თეატრების წარმოდგენები (8 საათი). სპექტაკლები ამ შემთხვევაშიც დუმბაძის ქუჩაზე იგეგმება.
6 სექტემბერს ასევე დაგეგმილია გალა კონცერტი ანბანის კოშკთან, რომელიც 8 საათზე დაიწყება.
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ბათუმის ქუჩების გაფერადებაც. ბიბლიოთეკიდან ერას მოედნამდე ჩამოიკიდება ჭრელი, განათებული ბურთები, მორთული იქნება აგრეთვე ხეები. დუმბაძის ქუჩაზე გაკეთდება საჰაერო და სტაციონარული დეკორაციები, დაიკიდება განათებული ჭრელი ქოლგები და ლენტები, დაიდგმება ხილისა და ყვავილების კუთხე, დეკორატიული მინი აუზები, ჭრელად შეიღებება სავალი ნაწილი, ქაღალდის დეკორაციებით მოირთვება ვიტრინები.
გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა თამაშობები, მაგალითად შეჯიბრი სიმინდის სწრაფ გარჩევაში, ბაგირის გადაწევაში. მასტერკლასები ყველის ამოყვანაში, თათარას გაკეთებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
რაც შეეხება ღონისძიების ბიუჯეტს – ამ ყველაფრისთვის ქალაქი 350 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ყველაზე დიდი თანხა – 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ნიკა რაჭველის მოწვევაზე – 8 500 ლარი ჰონორარი, 15 ათასი ლარი სასტუმრო და კვება; დარჩენილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტში არ არის გაწერილი.
42 720 ლარი გათვალისწინებულია გალა კონცერტისთვის, 33 375 ლარი თანამედროვე შემსრულებლებისთვის, სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, საბავშვო მიუზკლისთვის, მიუზიკლის გაფორმებისა თუ ყვავილებიისთვის. ამ მიზნით 21 500 ლარი დაიხარჯება. ბათუმობის რეკლამირებისთვის, პროგრამის თანახმად 16 500 ლარია გათვალისწინებული.
ბათუმობაზე შემდეგი ჯგუფები და შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.
5 სექტემებრი
Black Sea
Strawberry fields
Hhe Nemo
Sound lab
Groovy Phonics
Rene Band
მეოთხე სეზონი
მებო ნუცუბიძე და ჯგუფი Hhe BearFox
6 სექტემებრი
კვარტეტი ნოტა
ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი
ანსამბლი ბათუმი
აჩიკო ბერიძის კვარტეტი
ნანა მესხი
ლაშა ღლონტი
თეატრალური კვარტეტი
ჯგუფი ფრანი და კაროლინა ჩერნეცკა
„სხვადასხვა სახის სამხატვრო-გაფორმებითი (ქალაქის ტურისტული მაჩვენებლების მოწყობა) სამუშაოების შესყიდვაზე“ ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გუშინ, 24 აგვისტოს გამოაცხადა და წინადადებების მიღების ბოლო ვადა 15 სექტემბერია. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში მაჩვენებლები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა მოეწყოს. ანუ ბანერები ნოემბრის ბოლოს მზად უნდა იყოს. საგარანტიო პერიოდი კი სამუშაოების დასრულებიდან 2 წელია.


რაც შეეხება ჩაქვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, შსს-ს ინფორმაციით; „ეს იყო ადმინისტრაციულად გაფორმებული მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავებულებიც კი არ არიან. ამ შემთხვევის გამო კი, გზა მხოლოდ 10 წუთით იყო ჩახერგილი“.


ავტომობილების გადაადგილებას ხელს უამინდობაც უშლის. ბათუმსა და ქობულეთში, წუხელ ღამის შემდეგ, ფაქტობრივად, გადაუღებლად წვიმს.






კლინიკა „ჰერა 2011″-ის ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ქირურგი კობა სახეჩიძე აღნიშნავს, რომ ეს პათოლოგია ორი სახის არსებობს: ადგილობრივი – როცა ჭარბი ოფლიანობა ლოკალიზებულია კონკრეტულად ხელისგულების, საზარდულის, ფეხისგულების, იღლიების, მკერდის, სახის ან ზოგადად, თავის არეში და გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი – როცა ჭარბი ოფლიანობა მთელს სხეულზე აღინიშნება.
გენერალიზებული ოფლიანობა ხშირად მეორეული ხასიათისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი სხვა დაავადებითაა გამოწვეული. ჭარბი ოფლიანობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მოხდეს ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა. სხვა შემთხვევაში ოფლიანობაზე მკურნალობა უშედეგო იქნება.
„თუ ჭარბი ოფლიანობა ლოკალურია (ხელის გულებზე, იღლიებში და ა.შ.) ამ შემთხვევაში დაავადების გამომწვევი სიმპათიკური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებაა. კერძოდ, სიმპათიკური ნერვული სისტემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწვდის არასწორ ინფორმაციას, რის გამოც ცენტრალური ნერვული სისტემა კონკრეტულ ადგილებში იწვევს საოფლე ჯირკვლების გააქტიურებას” – ამბობს კობა სახეჩიძე.
როგორც იგი აღნიშნავს, მეორეული ჰიპერჰიდროზი შესაძლოა განვითარდეს ინფექციების, დიაბეტის, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნური პროცესების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, კლიმაქტერული პერიოდის, სხვადასხვა სახის სიმსივნისა და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.
ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის შექმნისას ენდოკრინოლოგებთან, ნევროლოგებთან და კანის ექიმებთან ერთად შემუშავდა იმ ანალიზების ნუსხა, რომლებიც იძლევა საშუალებას დადგინდეს, ჭარბი ოფლიანობის კონკრეტული შემთხვევა არის თუ არა გამოწვეული სხვა რომელიმე დაავადებით, ანუ ჰიპერჰიდროზის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, პირველად თუ მეორეულთან.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჭარბი ოფლიანობა არ არის სხვა დაავადებით გამოწვეული, ისმევა ლოკალური ჰიპერჰიდროზის დიაგნოზი და პაციენტთან ერთად ვირჩევთ მკურნალობის მეთოდს – პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ.
არსებობს ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის კონსერვატული, მედიკამენტოზური, მცირე ინვაზიური და ოპერაციული მეთოდები. ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება სპეციალიზირებული დეოდორანტები, რომელთა შეძენა აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძლება. თუმცა, გასათვალისწინებელია მათი სწორად მოხმარების პრინციპები, კერძოდ: სპეციალიზირებული დეოდორანტები შეიცავს ალუმინის ქლორიდს და გამოიყენება ახალდაბანილ, მშრალ კანზე.
დაახლოებით 6-8 საათის შემდეგ აუცილებელია დეოდორანტის ჩამობანა. ასევე, შესაძლოა დეოდორანტმა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, კერძოდ, ქავილი, სიწითლე და შეშუპება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
იონტოფორეზი – ეს პროცედურა ძირითადად ხელისა და ფეხის გულების ჭარბი ოფლიანობის (ზოგჯერ შესაძლებელია იღლიების არეშიც) მკურნალობის მიზნით გამოიყენება.
იონიზირებული ხსნარით ზემოქმედებენ კანის ღრმა ფენაზე, რაც აფერხებს ოფლის კანზე გამოყოფას. ეს პროცედურა 2-3 კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, თუმცა შესაძლოა სასურველი შედეგის მისაღწევად ეს პროცესი რამდენიმე თვესაც გაგრძელდეს.
სპეციალური აპარატის შეძენის შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის ჩატარება ოჯახურ პირობებშიც არის შესაძლებელი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით (განსაკუთრებით ორსულებისთვის).
აღსანიშნავია, რომ სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 4-6 თვე. შემდგომ უნდა განმეორდეს ზემოთ აღნიშნული პროცედურები.
პერორალური პრეპარატები – ექიმის რეკომენდაციით შეიძლება რამდენიმე სახის მედიკამენტის გამოყენება. ეს პრეპარატები ბლოკავენ საოფლე ჯირკვლების აქტივობას, აფერხებენ მათ მოქმედებას, რის შედეგადაც მცირდება ოფლის გამოყოფა.
ბოტულოტოქსინებით მკურნალობა – საოფლე ჯირკვლების ნერვული დაბოლოებების დროებით დაბლოკვის მიზნით პლასტიკურ ქირურგს ბოტოქსისა და დისპორტის მცირე დოზები შეჰყავს სპეციალური ტესტის ჩატარების შემდეგ. მკურნალობის შედეგი 4-6 თვეს გრძელდება.
შემდგომში პროცედურა ისევ უნდა განმეორდეს, თუმცა არსებობს ჰიპერჰიდროზის სრულად განკურნების მეთოდიც, რომელიც ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს, ეს არის თორაკოსკოპიული სიმპატექტომია. ამ დროს სიმპათიკური ნერვული ღერო იკვეთება ან ხდება მისი კლიპირება (კლიფსის დადება).
ოპერაცია, რომლის დროსაც ორი (საჭიროების შემთხვევაში სამი) 5 მმ ზომის განაკვეთი იღლიის ქვეშ კეთდება, 40-45 წუთის განმავლობაში, ზოგადი ნარკოზის ფონზე მიმდინარეობს. დადებითი შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე 95-98%-ით. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღით რჩება და სრულ ფიზიკურ აქტივობას უბრუნდება ოპერაციიდან 10 დღეში.
ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბულში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით სახლში, ქობულეთში დაბრუნდა და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ერთის მხრივ გურიელებთან მეგობრობდა, მეორეს მხრივ კი, თუ ზაქარია ჭიჭინაძეს დავუჯერებთ, ღალატისთვის ემზადებოდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში.
ალი-ფაშა იყო მამუკა თავდგირიძის შთამომავალი. გურიის ერისთავებსა და ქობულეთში გაძლიერებულ თავდგირიძეებს შორის დაძაბულობა სწორედ ამ კაცს მიეწერება. მამუკა თავდგირიძე სამი საუკუნის წინ ქობულეთს მართავდა და ოსმალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გურიელებმა საიდუმლო თათბირი გამართეს, თავს დავეცეთ თავდგირიძეს, ქობულეთი ჩამოვართვათ და გურიას შემოვუერთოთო. თუმცა ერისთავებს უღალატეს და მათი განზრახვა თავდგირიძეს შეატყობინეს. ქობულეთის მმართველმა თავს ახალციხეში გაქცევით უშველა. ჩავიდა ახალციხის ფაშასთან და დახმარება სთხოვა.
თავდგირიძის პირობით, თუ ფაშა დაეხმარებოდა, ის ისლამს მიიღებდა და იზრუნებდა ისლამი ქობულეთშიც მომძლავრებულიყო. ახალციხის ფაშა დასთანხმა მამუკა თავდგირიძის წინადადებას, მძევლად კი მისი შვილი მაქსიმე დაიტოვა. მამუკა თავდგირიძემ ქობულეთის ბეგობა მიიღო. ბეგი გახდა მისი შვილიც და შემდგომ შვილიშვილებიც. წლების მანძილზე ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო, რომელიც ისტორიას ალი-ფაშა თავდგირიძის სახელით შემორჩა. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.
ალი-ფაშამ ის შეძლო, რაც მანამდე ვერც ერთმა მისმა წინაპარმა ვერ მოახერხა. ოსმალეთის სულთნისგან ფაშის წოდება მიიღო. წყაროების მიხედვით ამაში დიდი როლი დედამისმა შეასრულა. დინდინ ხანუმი – ალის დედა, ძლიერი და გაბედული ქალი ყოფილა. ომშიც კი იბრძოდა თურმე. სულთნის კარამდე ჩასულა და შვილისთვის ფაშას ტიტულის ბოძება უთხოვია. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ტიტული მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა.
„ალი-ფაშა იყო დიდი მექრთამე და უსამართლო. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“, – ასე ახასიათებს ზაქარია ჭიჭინაძე თავის ნაშრომში მას.
რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში.
სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას ძალიანაც კი უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა და იმათი ჩინ-მენდლების მიღება, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს ალი-ფაშას ორგულობა და სტამბოლში გაისტუმრეს დროებით. სწორედ ამ პერიოდში ქობულეთში გავრცელდა ხალხური ლექსი:
ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს,
იგივ არის ორივ ეშვი
ალი-ფაშამ გვიღალატა
აგვიყვანა კვირიკეში.
თვითონ ფულები აიღო,
ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
მასაც კაი არ დამართეს
ბაწრით ჩაითრიეს გემში,
მისი ყვირილი გვესმოდა,
სუფსის გაღმა, ბაილეთში.

ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა, სხვა წყაროების ცნობით, ეს ფაქტი სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ომის შემდგომ ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს სამშობლოდან გადახვეწაში.
ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით, ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და აფრთხილებდა: „აქ არ დარჩეთ ხალხო, თორემ იცოდეთ, რომ მუსლიმობა აქ ცუდ დღეში ჩავარდება. ყველას გაგაქართველებენ, ჯენეთს თვალით ვეღარ ნახავთ. მე გაფრთხილებთ როგორც მუსლიმანი, რომ თავს უშველოთ. აქ, საქართველოში ცხოვრებას ოსმალში დაღუპვა უნდა არჩიოთ“.
ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო.
როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბულში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარსდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა.
ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით.
ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

ალექსანდრე, რამდენი ხანია თამაშობთ ჩოგბურთს?
5 წლის ვხვდებოდი ჩოგბურთზე რომ შემიყვანეს. პროფესიონალურ ტურნირებში მონაწილეობა 12 წლიდან დავიწყე, 16 წელია ვთამაშობ ჩოგბურთს.
რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენი წინსვლა?
იანვრიდან სტამბულში წავედი სავარჯიშოდ. თვენახევარი-ორი თვე ვვარჯიშობდი სრული დატვირთვით, დღეში 7-8 საათი. რა თქმა უნდა, შრომამ გამოიწვია წინსვლა. როგორც ყველა სპორტში – შრომას, სწორს ვარჯიშს, სწორ კვებას მოაქვს შედეგი. ზედიზედ მომიგია 16-18 წლამდელთა ტურნირები, მაგრამ დიდებში, სადაც ასაკი არ არის შეზღუდული – არა.
ჩემთვის ეს ტურნირები მნიშვნელოვანი იყო. წლის დასაწყისში საერთაშორისო რეიტინგში 750-ე ადგილზე ვიყავი, ახლა კი 390-ე ადგილზე ვარ. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მეხმარება უფრო მაღალი დონის ტურნირებზე ასპარეზობაში. მინსკის მერე იტალიაში ვაპირებ წასვლას, სადაც ქალაქ ჯენოვანში, 75 000$ საპრიზო ფინდის მქონე, საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო ტურნირი ჩელენჯერი ტარდება.
ვინ არის თქვენი მწვრთნელი?
ჩემი მწვრთნელი მამაჩემი, ირაკლი მეტრეველია.
რას ფიქრობთ, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ჩოგბურთელებმა საქართველოდან მოიგონ დიდი ტურნირები, გახდნენ პირველი ჩოგნები მსოფლიოში?
წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძალიან გაგვახარა… პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, დაფინანსება უნდა იყოს, რადგან ჩოგბურთი ძალიან ძვირი სპორტია და დაფინანსების და სპონსორობის გარეშე ძალიან რთულია შენი ხარჯებით იმოგზაურო სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირს ვითამაშებთ, უფრო მეტი გამოცდილება გვექნება და ეს იქნება დევისის თასი თუ პირადი ტურნირი, უფრო მეტი შედეგი გვექნება.
ტურნირები, რომელიც გაირეთ, თქვენი ხარჯით იყო თუ სახელმწიფოც გაფინანსებდათ?
ჩემი ხარჯით, ფაქტობრივად მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი ხარჯით მიწევდა ტურნირებზე სიარული.
რომელი შეჯიბრის მოგებაა თქვენი მიზანი?
ჩოგბურთელების 90 პროცენტის ოცნებაა უიმბლდონის მოგება. მაქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ეს, ჯერჯერობით, ოცნებად რჩება. ყველა იმისთვის თამაშობს ტენისს, რომ რაღაცნაირად შეძლოს თავისი ოცნების ასრულება. მეც ამისთვის ვთამაშობ.
ბათუმში ხომ არ გიწევთ თამაში?
არა. ბათუმში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ბათუმში დიდი ხანია არ ტარდება ტურნირი მამაკაცებს შორის, ამიტომ დიდი ხანია არ ჩამოვსულვარ.
ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ამბობს, რომ გამოფენა თემატურად ეხმაურება ძმები ნობელების მუზეუმის კონცეფციას და ამ გამოფენის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ნიკო ნიკოლაძის, ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ნობელების მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის ის ნივთები გამოიფინება, რომელიც ახლა მის სახლ-მუზუემშია დაცული. მათ შორის: ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა; შვეიცარიული საანგარიშო ჩოთქი, დანიაში, კოპენჰაგენში დამზადებული რძის სეპარატორი, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ალბომი, მზის საათი და სხვა ნივთები.
„ამ გამოფენის გაკეთების იდეა გაჩნდა ორი წლის წინ, როცა ვნახეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. შემდეგ ისევ ჩავედით მოსალაპარაკებლად, დავითანხმეთ დირექტორი, ქალბატონი ლია ბიბილეიშვილი, თანხმობა მოგვცა კულტურის სამინსიტრომაც და აგვისტოს ბოლოს ბათუმში ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. ამ გამოფენით გადავწყვიტეთ საზოგადოებისათვის კიდიევ ერთხელ შეგვეხსენებინა ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი და მნიშვნელობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის ვინ იყო, მაინც ჩრდილშია დღეს. გამოფენაზე უნდა მოვიდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს კიდევ უფრო მეტი რამ გაიგოს ნიკო ნიკოლაძის შესახებ და ბევრი რამ მისთვის სიურპრიზი იქნება, სულ მცირე, ეიფელის კოშკის განთებაში რომ აქვს შეტანილი წვლილი ნიკოლაძეს, ამას მაინც გაიგებს“ ამბობს თამარ ორაგველიძე.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს.

ეთნოგრაფიული სივცრცეში წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები და ქობულეთის სოფლების ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც განთავსდა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე ქობულეთური სამზარეულო.


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ნარდში.

„ქობულეთობაზე” საპატიო სტუმრების სტატუსით საქართველოში ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჟიუნასი და სომხეთის ქ. ახტალას მერი ჰაიკ ხაჩიკიანი იმყოფებოდნენ.
აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის გარდა, მხარეებმა შემდეგი პროექტების განხორციელების შესახებაც ისაუბრეს: აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი, დეგრადირებული სუბალპური ტყის მასივების აღდგენა, ტყის ფონდის ინვენტარიზაცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში საპატრულო პოლიცია მუშაობს იმის დადგენაზე, თუ რა იყო შემთხვევის მიზეზი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლიც და ავტომანქანაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, მძღოლს მიმალვა არ უცდია.
დაზარალებული სამი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმის გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს.
კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე.

საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი და შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგის შეფასება 12 წელზე მეტია არ განხორციელებულა. მონიტორინგი მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებების დაკვირვების საშუალებას იძლევა.

კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.
ბათუმის ნავთობტერმინალის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად, ერთდროულად აიწია გრუნტისა და მდინარის წყლების დონემ, შედეგადაც წარმოიშვა გრუნტის წყლების წნევა, რაც დააწვა დაბინძურებულ გრუნტის წყლებს და გამოდენა მდინარე ბარცხანისკენ, – “იმდენად ძლიერი იყო ის წნევა, რომ მდინარის პირას აშენებული კედელი დაანგრია და იქ დატოვებული, დაბუდებული, გარკვეული რაოდენობის ნავთობი გამოიტანა”.
ნავთობტერმინალის სამსახურთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია სანდასუფთავების სამსახურის ბრიგადა, რომელიც ასუფთავებს სანაპიროს ჩამონატანებისგან.
ამ მონაკვეთზე ზღვაში ნავთობი ყოველწლიურად იღვრება.

გასული წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ბათუმის მერიას შემოსულობების ამოღების ნაწილში სამუშაოს შესრულება არ უჭირს, რასაც ხარჯვით ნაწილზე ვერ ვიტყვით. გასულ წელს ახალარჩეული მერი და მის მიერ დანიშნული მოადგილეები ბიუჯეტის ვერშესრულებას მისი “სხვის მიერ დაგეგმვით” ხსნიდნენ: “ჩვენ დაგვხვდა უკვე დაგეგმილი ბიუჯეტი და მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შევიტანდით.” 2015 წლის ბიუჯეტი ბათუმის ახალმა მერმა დაგეგმა, საკრებულომ კი განიხილა და დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა იმასაც, რომ საკრებულოს მიერ უკან დაბრუნებული ბიუჯეტი მერიამ შესწორებასთან ერთად, რაც საკრებულოს შენიშვნებს ითვალისწინებდა, რამდენიმე მილიონით გაზარდა, ანუ ახალი ბიუჯეტი წარადგინა.
2015 წლის ბიუჯეტი წლის პირველივე კვარტალში გარღვევის საფრთხის წინაშე დადგა, როცა ჟილინის არხის 5-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა და მერია იძულებული გახდა ახალი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ისევ გამოეცხადებინა.
საკრებულოსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობები 57 842 000 ლარია, რაც შემოსულობების წლის გეგმის 55.2%-ია. გადასახადების სახით მიღებულ 14 745 600 ლარი, ანუ შემოსულობების 25.5% გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალია. 29,306.8 ათასი ლარი, ანუ შემოსულობების 50.7% – კი სხვა, არასაგადასახადო შემოსავალი. დარჩენილი 13 761 100 ლარი, ანუ 23.8% არაფინანსური აქტივების კლებაზე, ანუ ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობაზე მოდის.
ცალკეული კატეგორიების მიხედვით შემოსულობების შესრულების მდგომარეობა ასეთია: იხილეთ ინფოგრაფიკა #1.

2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, ძირითადად, ქონების გადასახადის სახით იყო წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადი საწარმოთა ქონების გადასახადს, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) და მიწაზე ქონების გადასახადს აერთიანებს. ქონების გადასახადის 2015 წლის 6 თვის გეგმიური მაჩვენებელი 14 555 000 ლარით განისაზღვრა, ანუ შესრულება 14 746 100 ლარია. ანგარიშის მიხედვით ქონების გადასახადის ცალკეული სახეობის მიხედვით შესრულება ასე გამოიყურება: იხილეთ ინფოგრაფიკა #2.

საწარმოთა ქონების გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 14 330 000 ლარით იყო განსაზღვრული. შემოსულობებში 14 468 500 ლარი აისახა. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადიდან მიღებულია 87 000 ლარი, მიწაზე ქონების გადასახადმა 150 000 ლარი შეადგინა.
ფინანსური დახმარება და გრანტები
2015 წელს, 6 თვის განმავლობაში, ფინანსური დახმარების სახით ბათუმმა 29 306 800 ლარი მიიღო, აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 26 633 500 ლარი იყო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსური სახსრები 362 500 ლარს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიღებული დახმარება 2 673 300 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში ფინანსური დახმარების წილი 50.7%-ია.
სხვა შემოსავლები
2015 წლის 6 თვის სხვა შემოსავლების შესრულება 13 761 100 ლარი, ანუ გეგმის 115.4%-ია. სხვა შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 23.8%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მერიამ 1 532 500 ლარის მობილიზება მოახერხა, პროცენტებიდან მობილიზებულია 1 239 000 ლარი; რენტის სახით მიღებულია 293 500 ლარი. აქედან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელზე მოდის 84.6 ათასი ლარი, მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან შემოსავალზე – 208.9 ათასი ლარი. საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 8 833 800 ლარი, აქედან, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით – 8,830.6 ლარი. მათ შორის: მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვაზე – 243 700 ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 7 2983 ლარი; სამორინეს მაგიდიდან – 2 850 000 ლარი; სათამაშო აპარატებიდან – 4 025 600 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან – 360 000 ლარი; წამახალისებელი გათამაშებიდან – 62 700 ლარი; ზონალური შეთანხმების გაცემისათვის – 412 0 00 ლარი; მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის – 862 200 ლარი; სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებულია 2 498 800 ლარი.
ხარჯები – ანუ ბიუჯეტის გარღვეული ნაწილი
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე 6 114 100 ლარი იყო დაგეგმილი, ხარჯმა მილიონით ნაკლები – 5 010 200 ლარი, ანუ გეგმის 81.9% შეადგინა. ამ დარგში გაერთიანებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები, ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო ხარჯები და წინა პერიოდის დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ხარჯები.
ეკონომიკური საქმიანობისთვის დაგეგმილი იყო 8 751 000 ლარი, გაწეული ხარჯი კი 6 921 100 ლარი, ანუ გეგმის 79.1%-ია. ეს სფერო მოიცავს გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის ხარჯებს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარების, ტურისტული ობიექტების მართვისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხარჯებს. გარემოს დაცვაზე გათვალისწინებული იყო 6 557 500 ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა კი 5 387 900 ლარი შეადგინა. ამ სფეროში გაერთიანებულია ქალაქის დასუფთავებისა და სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე გამოყოფილი სახსრების გეგმა, რომელშიც შედის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის, იაფი სახლის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ტექნიკური ზედამხედველობის, ქალაქის დაგეგმარების, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის, ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის, წყლის სისტემების რეაბილიტაციის, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების, გარე განათების, სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის და ქალაქის გაფორმების ხარჯები – იყო 7 165 8 ლარი, ფაქტობრივმა ხარჯებმა ორი მილიონით ნაკლები _ 5 466 700 ლარი შეადგინა.
დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროსთვის გამოყოფილი სახსრების გეგმა შეადგენდა 11,458.0 ლარს, ფაქტობრივი ხარჯები 8,977.1 ლარია, რაც გეგმის 78.3%-ია. განათლების სფეროზე გათვალისწინებული იყო 7,461.4 ლარი, საკასო შესრულება შეადგენს 6,131.3 ლარს.
ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში
საბოლოო ჯამში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში ასე გამოიყურება: ინფოგრაფიკა #3.

ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი, მთავარი პასუხისმგებელი პირისგან – ბათუმის მერისგან ვერც საკრებულომ და ვერც ბათუმელემა ამომრჩეველმა მოისმინა, გიორგი ერმაკოვი სხდომაზე არ გამოცხადდა.
თაფლის ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ და შეიძინონ თაფლი აჭარის სხვადასხვა ხეობებიდან, დაათვალიერონ ცვილისგან დამზადებული სკულპტურები და თავადაც მიიღონ მონაწილეობა მათ გამოძერწვაში.
აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის რომან კეჟერაძის ტქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, ათივე ხეობის თაფლი.















































ფინალში ნინო მგელაძემ მაკედონელი, ხოლო ნათია მიქაბერიძემ თურქი ძიუდოისტები დაამარცხეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ბრინჯაოს მედალოსნები ქრისტინა მამულაძე და ქეთი ჩხაიძე გახდნენ.
საქართველოს ნაკრები სულ ცხრა სპორტსმენით წარსდა ტურნირზე. ძიუდოისტი გოგოები ასევე აჭარის ნაკრების წევრებიც არიან. მთავარი მწვრთნელის ნანი კირკიტაძის თქმით, ისინი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლოს სპორტსმენები არიან.
ტურნირი 21 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტოს დამთავრდება. მასში სხადასხვა ქვეყნიდან 600 გოგო–ბიჭი მონაწილეობს, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში (კადეტები 1998-99-2000, 2001-2002, ახალგაზრდები 195-96-97, ვეტერანები).
საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მთავარი მწვრთნელები: ნანი კირკიტაძე; ნათია აბუსერიძე

ღამის ფოტო ჩვენებების პროგრამა :
26 აგვისტო 21:30 (საოცრებათა პარკი)
ანჯალის ფოტო ფესტივალი -ანჯალის ფოტოსახელოსნო
გაელ ტურინი – სირცხვილის გალავანი
მიშა ფრიდმანი – კორუფცია რუსეთის დნმ-შია
სოფალ ნეაკი – hang On
მუხამედ გოლჩინი – სკოლები ირანის სოფლებში
მოიზეს სამანი/მაგნუმი – უადგილოდ დარჩენილი ადამიანები
ორლანდო გარსია – კუბა
ალესიო რომენცი – სირიის სისხლი
ზმანკი ისრაელი – გაქცევა სინჯარის მთიდან
არამ კარიმი – მენკონტრაბანდისტები
კრიზისი ჩრდილოეთ ერაყში
27 აგვისტო 21:30 (საოცრებათა პარკი)
ლორი ალბერტსი – ადამიანები , ადგილები
მიხაილ მორდასოვი – ტერიტორია კაზანტიპის გარეშე
მიშა ფრიდმანი – ზრდილობიანი ადამიანები
ირანული ფოტოგრაფია – სადი გადირიანი, პეიმან ჰოშმანზადე, ჰასან სარბახშიანი, ნიუსა ტოვკოლიანი, გოჰარ დაშტი, არაშ ჰანაეი, მერჰან მოჰაჯერი, მიტრა ტაბრიზიანი.
28 აგვისტო 21:30 (სექტორი 31)
თხრობა ღია საზოგადოებაში – ეგვიპტე 2012
გროზნო 9 ქალაქი – ოლგა კრავეცი, მარია მორინა, ოქსანა იუშკო.
რუსული დოკუმენტური ფოტოგრაფია – დენიზ სენიაკოვი – თხევადი გაზი
მარია ტურჩენკოვა – ქაოსის სახალხო რესპუბლიკა
მარია პლეშკოვა – ომის დღეები: სასთუმლის წიგნაკი, მოულოდნელი გამგზავრება
29 აგვისტო 21:30 (სექტორი 31)
თბილისის ფოტოგრაფიის სახლი: ნათელა გრიგალიშვილი, იუსტინამელნიკევიჩუი, ტემო ბარძიმაშვილი
უკრაინული დოკუმკენტური ფოტოგრაფია – ალექს ფურმანი/მაიდანი ოქსანა. იუშკო/პეპლის ეფექტი2011-2014. არტურ ბონდარი/ვგარიაგებიდან ბერძნებამდე.ანდრეი ლომაკინი/მაიდანი. რომან პილიპეი/აღმოსავლეთ უკრაინა, აგვისტო – სექტემბერი 2014.
გერმანული დოკუმენტური ფოტოგრაფია -ანდრეას მეიხსნერი/დასასვენებელი კლუბი.უვე მარტინი/მკვლელი მარცვლები. მერლინ ნაჯ-თორმა/Here is everything as 22 stars J.ვოლფგანგ მიულერი/მინგონგი/ბედნიერების ძიებაში
აზერბაიჯანული ფოტოგრაფია – მარკ რაფაელოვი, ჯაჰანგირ იუსუფი, ზამირ სულეიმანოვი, ელმარ მუსტაფაზადე.
ღამის ჩვენებების ორგანიზატორია “თბილისის ფოტო ფესტივალი”.
კინოჩვენებები ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და BIAFF კინო ფესტივალის ერთობლივი პროექტის – „კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ“ ფარგლებში ტარდება.
პროექტის ფარგლებში, მომდევნო შაბათშს, 29 აგვისტოს ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები”, 5 სექტემბერს კი გიორგი ვარსიმაშვილის “პარიზული ოცნება”.








მათ შორის – 3 დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 7 – ნიშანში დგომისთვის, 6 – ტროტუარზე დგომისთვის, მხოლოდ 1 დგომა-გაჩერების დარღვევისთვის, ერთიც ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის და 182 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო.
“ბათუმელების” მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოგროვებული, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები:














ანგისის სპორტკომპლექსზე პარაოლიმპიელ მშვილდოსანთა შორის 70 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი 458 ქულით გოდერძი ზაქარაიამ დაიკავა. მეორე ადგილზე 391 ქულით ზვიად დუმბაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 368 ქულით ვანო წიკლაურმა დაიჭირა. 30 მეტრიან დისტანციაზე 553 ქულა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნიკა ჩილაძემ დააგროვა. პარაოლიმპიური ფესტივალი წოლჭიდსა და ფარიკაობაში ბონის კულტურის სახლში გაგრძელდა. წოლჭიდში გოგონებსა და ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი მამაკაცებს შორის დავით ქობალიამ აჩვენა, მან 130 კილოგრამიანი სიმძიმე ასწია. გოგონებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე 42 ნახევარი კილოგრამით დეა ერემაშვილი იყო, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ფარიკაობაშიც, რომლის შემდეგაც დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.











ტურნირი საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის მიზანს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია წარმოადგენს. იურისტების განმარტებით, საპატიმრო სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა კონკრეტული პიროვნება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
გაეროს დემოკრატიის ფონდის რეკომენდაციით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული არასაპატიმრო სანქციები. ასეთ დროს მსჯავრდებულები ხშირად ინარჩუნებენ სამსახურს და განაგრძობენ ოჯახის შენახვას. არასაპატიმრო სასჯელის სახეებია: თავისუფლების შეზღუდვა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო და სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა.
ყველაზე მეტი – 23 684 პატიმარი საქართველოში 2010 წელს იყო. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10 372 პატიმარია, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პატიმრობის ალტერნატიულ სანქციებს საქართველოში საკმარისი სიხშირით მაინც არ იყენებენ: „ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არის არასაპატიმრო სასჯელების უფრო ხშირად გამოყენების ტენდენცია, მაგრამ, საქართველო ჯერ კიდევ მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც უპირატესობას თავისუფლების აღკვეთას ანიჭებენ.”
ამავე პოზიციას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გენო გელაძეც. მისი თქმით, საქართველოში დღემდე ხშირად სჯიან ადამიანებს პატიმრობით, მაგრამ ეს არ არის ეფექტური: „ადამიანების დაპატიმრებისას, მაშინ, როცა არ არის ამის საჭიროება, ჯერ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ რამდენად არის ციხეში გამოსწორების სისტემა და რამდენად აქვს სახელმწიფოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამები,” – ამბობს გენო გელაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელ მირანდა მერკვილაძის თქმით კი, არასაპატიმრო სანქციების გამოყენების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უკეთესი სიტუაციაა, თუმცა კანონმდებლობაში მაინც არის გარკვეული ცვლილებების საჭიროება: „პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გამოყენება პრაქტიკაში არ არის იმდენად ხშირი, რამდენადაც ჩვენ, ამ სისტემის კეთილისმსურველებს გვინდა.”
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 16 776 ადამიანი იყო. მათგან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 15 530-ს, რომელთაგან პირობითი მსჯავრდებული იყო 7 581 ადამიანი. არასაპატიმრო სასჯელებიდან ჯარიმის გადახდა დაეკისრა სულ 2 722-ადამიანს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება კი – 515 მსჯავრდებულს. დანარჩენი 9 შემთხვევა სხვა სასჯელით განისაზღვრა.
2015 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში 14 426 მსჯავრდებულთაგან არასაპატიმრო სასჯელი სულ 3 905 ადამიანს შეეფარდა. კერძოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება დაევალა 186 მსჯავრდებულს, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 3 719 მსჯავრდებულს.
სამხრეთ კავკასიაში საპატიმრო სასჯელის გადამეტებულად გამოყენების შესამცირებლად და არასაპატიმრო სანქციების უფრო ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობისთვის, გაეროს დემოკრატიის ფონდის და ფინანსებით, ორწლიანი (2013-2015) პროექტი – „არასაპატიმრო სანქციების გამოყენების ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში” ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე მომზადდა რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოსთვის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი უწყებათა შორის კომუნიკაციის დეფიციტს ეხება.
„ჩვენი რეკომენდაციით, კარგი იქნებოდა, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარესა და უწყებას შორის ყოფილიყო უფრო აქტიური კომუნიკაცია, რადგან არის შემთხვევები, როცა მოსამართლე, კითხვაზე, უფრო ხშირად რატომ არ გამოაქვს სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – გვპასუხობს, რომ არ არის დარწმუნებული, მისი აღსრულება მოხდება, მაშინ როცა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ეს რესურსი.” – – ამბობს პროექტის კოორდინატორი საქართველოში მირანდა მერკვილაძე.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ორგანიზებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ამის საჭიროება უშუალოდ უწყებებშიც დაინახეს, „ეს მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს,” – ამბობს ის. გენო გელაძის განმარტებით, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება შეიძლება როგორც ნაკლებად მძიმე, ისე მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკაში ეს იშვიათად ხდება: „არის შემთხვევები, როცა საპატიმრო ღონისძიების გამოყენება მიზანს საერთოდ ვერ ასრულებს. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, როცა ეს ხდება შემთხვევით და არა შეგნებულად, როცა ადამიანი არ იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, არის მის მიერ საგზაო წესების დარღვევის პირველი შემთხვევა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა მეორე მანქანის მძღოლი ან ქვეითად მოსიარულე. ამ დროს მისი ციხეში გამოკეტვით ოჯახი კარგავს მარჩენალს, ის კარგავს კონტაქტს თავის პროფესიასთან, პრაქტიკულად რამდენიმე წელი ვეღარ ვითარდება ვერანაირი მიმართულებით. როცა ეს ადამიანები გარეთ გამოდიან, ვღებულობთ ახალ, მარგინალ და დაუცველ ჯგუფს, იქამდე კი მოუვლელ, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს”.
ხშირად საპატიმრო სასჯელი ქურდობის ჩადენის დროს გამოიყენება. გენო გელაძის თქმით, ასეთ დროს ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა მსჯავრდებულისთვის გაუმჯობესებული სარეაბილიტაციო სერვისები შეეთავაზებინათ: „მაგალითად, წლების წინ იყო ბათუმში შემთხვევა, როცა ადამიანმა მუქარით გაძარცვა აფთიაქი, წაართვა გამყიდველს წამლები და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს წამლები მიჰქონდა თავისი ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. მას თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. რა მივიღეთ ამ დამიანის დაპატიმრებით? ის, რომ ეს გაჭირვებული ოჯახი კიდევ უფრო გაუბედურდა.”
გარეოს პროექტის ფარგლებში საქართველოში ონლაინგამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგებითად აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ნაწილი საკმაოდ მკაცრია თუნდაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ამბობდა, რომ იცოდა თუ რას ნიშნავდა ალტერნატიული სანქციები, მაგრამ ისეთი დანაშაულის შემთხვევაშიც კი, როგორიც ნარკოტიკის შენახვა და მოხმარებაა, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა თქვა, რომ არ უნდა გამოეყენებინათ ალტერნატიული მეთოდები და ციხეში უნდა ჩაესვათ ადამიანი.
გენო გელაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების მკაცრ განწყობას ქვეყანაში ცვალებადი პოლიტიკური გარემო განაპირობებს: „როცა 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში იქნებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევდა, ჩაჯდებოდა ციხეში, ეს მოიწონა საზოგადოებამ. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გადაიტვირთა საპყრობილეები, ადამიანები დაიხოცნენ ციხეებში და აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანებს აწამებენ – საზოგადოებაში ეს განწყობა შეიცვალა. 2012-ში, არჩევენების შემედეგ, სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალა, ანუ აღარ არის ნულოვანი ტოლერანტობა და საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ახლა ყველა ჩაიდენს დანაშაულს. ანუ საზოგადოება ისევ გადაერთო იმაზე, რომ აღარ იჭერენ დამნაშავეებს და ამიტომ ხდება ბევრი დანაშაული, მაშინ როცა ვერც ერთი კვლევა ვერ ადასტურებს იმას, რომ მკაცრი სასჯელი არის დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის გარანტია,” – ამბობს გენო გელაძე.
მირანდა მერკვილაძის აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოების უკეთ ინფორმირება იმ სიკეთეების შესახებ, რაც ალტერნატიული სანქციების გამოყენებას და დამნაშავის რეაბილიტაციას მოაქვს: „უმეტესად მათ არ აქვთ ამაზე სრული ან სწორი ინფორმაცია და თვლიან, რომ ციხე უფრო გამოასწორებს ადამიანს, ვიდრე სასჯელის სხვა ფორმა.”
გაეროს დემოკრატიის ფონდის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ციხეებში დღეს 10 მილიონზე მეტი ადამიანია, ხშირად მცირე, არაძალადობრივი დანაშაულის გამო.
ჩატარდება უფასო კონსულტაციები და სამედიცინო კვლევები.
აქციის ფარგლებში ნონოწმინდას ეწვევიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარალელურად შეხვედრას გაიმართავენ ნინოწმინის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებთან. მედიკოსთა ტრანსპორტიტებას უზრუნველყოფს სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯია“.

ზვიად, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური „ჰიტ ბათუმის” პროექტი?
თავისი შინაარსით და მიმდინარეობით “ჰიტ ბათუმი” საკმაოდ ამორფული და გაუგებარი პროექტია და ჩემი აზრით, ტურისტების მოსაზიდად ეს პროექტი არაეფექტურია. პროგრამაში არ არის ისეთი მაღალი ცნობადობის ჯგუფები (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა), რომლისთვისაც ვიღაც შეიძლება ჩამოვიდეს, თუნდაც თბილისიდან. როცა 3,4 მილიონ ლარს იხდი და პროგრამა გაწერილია რამდენიმე კვირაზე, თანხა იხარჯება არაეფექტურად, რადგან არ არის კონცენტრაცია, ფოკუსი და ტურისტების მოსაზიდად ეს ვერ იქნება ეფექტური. მაგალითად, როცა ფოკუსი გაქვს სამ დღეზე და სამი დღე სთავაზობ საინტერესო ფესტივალს/ღონისძიებას, სამი დღისთვის ადამიანი ჩამოვა, მაგრამ რამდენიმე კვირის მანძილზე ტურისტი ვერ გაჰყვება პროგრამას.
ის, რომ პროექტი დაგეგმილია ნაჩქარევად და დაგვიანებით – ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ტურისტი გეგმავს თავის მოგზაურობას რამდენიმე თვით ადრე, სპონტანურად დაგეგმვა იშვიათად ხდება. სპონტანურობა და ფორს-მაჟორულ ფორმატში რაიმეს დაგეგმვა ასევე საკმაოდ აძვირებს ღონისძიებას.
ასევე, პროექტის ძირითადი ღონისძიებები დაგეგმილია აგვისტოში, როცა სეზონს რეალურად არ სჭირდება დახმარება. აგვისტოში ისედაც სავსეა ბათუმი ტურისტებით, გართობის ბევრი ელემენტია, კლუბებია, რომელთაც თავისითაც ჩამოჰყავთ მუსიკოსები და ა.შ. გარდა ამისა, აგვისტო არის ყველაზე ძვირი სეზონი, ძვირია სასტუმროები, ფრენები და რატომ ჩამოვა ნაკლებად ცნობილი ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად აგვისტოში ტურისტი?! ივლისში ან სექტებერში სულ სხვა სიტუაციაა, ამ დროს ნამდვილად სჭირდება დახმარება ტურისტულ სეზონს, ოღონდ ასეთი პროგრამით კი არა, არამედ წინასწარ შემუშავებული და კარგად დაგეგმილი პროგრამით.
აგვისტოში ორგანიზებული “ჰით ბათუმის” ღონისძიებებს ფაქტიურად ააქვს უკვე ჩამოსული ტურისტების გართობის დანიშნულება, რისთვისაც 3.4 მილიონი ლარის დახარჯვა არა არის გამართლებული. ჩამოსული ტურისტების გართობა გაცილებით ნაკლები ხარჯებით (და არანაკლები ხარისხით) არის შესაძლებელი.
ანუ, თქვენი აზრით, დროში გაწერილი ღონისძებები გარკვეული პრობლემაა ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით?
დიახ. მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი რომ ავიღოთ ქართული რეალობიდან, ეს არის ივენთი საინტერესო ჯგუფებით, კონცენტრირებული 4 დღეზე. ანუ ტურისტი გეგმავს ამ დღეებს წინასწარ – გინდ თბილისელი, გინდ უცხოელი. მან იცის, რომ ჩამოვა ფესტვალზე, დღისით იქნება ზღვაზე და ექნება ოთხი ძალიან კარგი საღამო. “ჰიტ ბათუმი” კი სთავაზობს რამდენიმე კვირის მანძილზე გაწერილ პროგრამას, ანუ ერთი კვირით თუ ჩამოდის ადამიანი, მან შეიძლება 1-2 საშუალო კლასის კონცერტს “გამოკრას” ხელი, რაც დიდი ვერაფერი მოტივატორია. 3.4 მილიონ ლარად შესაძლებელია 2-3 ძალიან კარგი დონის 3 დღიანი ფესტივალების ჩატარება (ივნისი და ივლისის პერიოდში), ცნობილი ჯგუფების მონაწილეობით, რომელსაც გაცილებით მეტი ეფექტი ექნება ვიდრე გაფანტული ღონისძიებების ნაკრებს.
„ჰიტ ბათუმი” ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთული პროექტია, პროგრამა მრავალფეროვანია, არის ადგილობრივი და უცხოური ჯგუფებიც. როგორ აფასებ პროგრამას?
რაც შეეხება პროგრამას, არის 10 უცხოური ჯგუფი, ძირითადად საშუალო კლასის ბენდები. ერთადერთი, აქაური რეალობიდან გამომდინარე უკრაინული ჯგუფის, “ოკეან ელზის” ჩამოყვანა შეიძლება ჩავთვალოთ საინტერესო გადაწყვეტილებად (ჯერ-ჯერობით 2015 წლის ყველაზე კარგი კონცერტი იყო). ასვე ძალიან საინტერესო ჯგუფია Andrew Belew Power Trio. დანარჩენი ჯგუფები, დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრს არ გაუგია და უცხოელებისთვისაც ნაკლებად ცნობილია. ამ ჯგუფების ჩამოყვანაზე იხარჯება დაახლოებით 800 000 ლარი.
ძალიან გასაკვირია, რომ ამ 3.4 მილიონში ვერ მოხვდა ბათუმური ჯგუფი „ინსაიტი”, რომელიც აქ ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო ცნობილია, ვიდრე „ჰიტ ბათუმის” ფარგლებში ჩამოსული სხვა ჯგუფები. რატომ ვერ მოხვდა მაგალითად ბექა და ათინა (ASEA SOOL), რომელთაც კონცერტებს დავსწრებივარ საზღვარგარეთ და ძალიან დიდი აჟიოტაჟით ხვდებიან?!
რაც შეეხება ბიუჯეტს, ყველა ნაწილში ჩნდება კითხვა. 3,4 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა. შეიძლება ერთდღიანი ან ორდღიანი კონცერტი გააკეთო და დაჯდეს დიდი თანხა, მაგრამ ამ კონცერტს ჰქონდეს ათჯერ და ასჯერ უფრო დიდი ეფექტი, ვიდრე ისეთ პროექტს, როგორიცაა „ჰიტ ბათუმი”.
საერთოდ საინტერესოა, ვინმეს დაანგარიშებული აქვს თუ არა ამ თანხის დახარჯვის შედეგად რამდენი ტურისტი უნდა მოიზიდონ ბათუმში და რა თანხა უნდა დახარჯოს ტურისტმა, რომ ეს თანხა ამოიღოს სახელწიფომ?!
პროექტის ბიუჯეტი არარეალურია იმასთან შედარებით, რაც კეთდება. იგივე, პიარ-კომუნაციების მართვისთვის გათვალისწინებულია 75 ათასი ლარი, პლუს ღონისძებების გაშუქება, კლიპები – 150 000 ლარი, ცალკე ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა 100 000 ლარის მედია მხარდაჭერა და შესყიდვა, ანუ 300 000 ლარზე მეტი ხმარდება ბუნდოვანი შედეგის მქონე პროექტის პიარს. ასევე გაუგებარია, რატომ ღირდა „ოკეან ელზის” ბილეთები 20 ლარი, როცა ეს კონცერტი დაფინანსდა ბიუჯეტის ფულით. კომერციულ კონცერტზე შეიძლება გაიყიდოს ბილეთები, გასაგებია, მაგრამ ამხელა ბიუჯეტის მქონე პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი მუსიკოსების კონცერტისათვის რატომღა ყიდიან ბილეთებს – გაუგებარია.
ივენთის მნიშვნელობა ტურიზმში ძალიან დიდია, ამას ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებიც ადასტურებს, მაგრამ უნდა გათვალო, უნდა შეარჩიო ბენდი, რომელიც არის ცნობილი და ხალხი ჩამოყვება. 2 წლის წინ ვიყავი როჯერ უოტერსის კონცერტზე სტამბულში. საბაჟოზე გავიგე, რომ ამ კონცერტისთვის ავტობუსით საზღვარი გადაკვეთა 1000-ზე მეტმა ადამიანმა, ნაწილი ჩაფრინდა. დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი ჩავიდა საქართველოდან სტამბულში ერთი კონკრეტული კონცერტისთვის. გაჩნია ვის ჩამოიყვან, ვისი დახმარებით. თუ პირდაპირ არხზე გადიხარ მუსიკოსის ჩამოსაყვანად – თანხა უფრო მცირეა. თუ მეორე, მესამე და მეოთხე შუამავლის მეშვეობით აკეთებ კოცენრტს მაშინ სამმაგი და ხუთმაგი დაჯდება ღონისძიება. ყველაფერს სჭირდება სწორი გათვლა, დაგეგმვა, პროგრამის შერჩვეა და ა.შ. „ჰიტ ბათუმის” პროგრამა და ხარჯები ამას არ აჩვენებს.
რაც შეეხება ჯგუფების რანგისა და თანხების საკითხს. მეც მქონია შეხება ამ სფეროსთან და მინდა გითხრათ, რომ არაპროპორციულია გადახდილი თანხა. გასაგებია, რომ კერძო კომპანია აკეთებს ამ ყევლაფრის ორგანიზებას და გარკვეული მოგება მასაც რჩება, მაგრამ ბათუმში არსებულ ორგანიზციებსაც თუ ჰკითხავენ, ადგილობრივ რესურსს თუ გამოიყენებენ – კარგი იქნება. ჩვენ გაცილებით უფრო ნაკლებ თანხად შეგვეძლო ამ ჯგუფების ჩამოყვანა ან ზოგადად საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება.
ვისი, მაგალითად?
მაგალითად, ჩამოდის ენდრიუ ბელიუ, და ეს ჩემი აზრით, ბათუმში ჩატარებული კონცერტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი იქნება მუსიკალური თვალსაზრისით [თუ არ ჩავთვლით მაგალითად სტინგის კონცერტს, რომელიც უფრო სასტატუსე კონცერტი იყო]. 230 000 ლარი იხარჯება ამაში. შარშან ჩვენ გვქონდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან საუბარი სამდღიან ფესტივალზე, სადაც ჩამოვიყვანდით არამარტო ენდრიუ ბელიუს თავისი ტრიოთი, არამედ ე.წ. „კინგ კრიმსონ პროჯექტს“, რომელშიც შედის ენდრიუ ბელიუს ტრიო, პლუს ჯგუფ “კინგ ქრიმსონის” ძველი შემადგენლობის რამდენიმე წევრი. ორსაათნახევრიანი კონცერტი ჩვენი პარტნიორების მეშვეობით დაგვიჯდებოდა დაახლოებით 40 000 ევრო, ანუ იმის ნახევარი ფასი, რასაც ახლა იხდის „ჰიტ ბათუმი“ ამ კონცერტისთვის.
მაგალითისთვის რომ გითხრათ, ბათუმის მერიიდან ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც არის 8-დღიანი, საერთაშორისო ღონისძიება (საშულაოდ ჩამოდის 70-80 ოფიციალური სტუმარი, უმეტესი ნაწილი უცხოელები), ამ ეტაპზე ფინანსდება ქ. ბათუმის მერიდიან ფინანსდება 120 000 ლარით, ანუ კინოფესტივალის ბიუჯეტი არის „ჰიტ ბათუმის“ ბიუჯეტის 3%. ამ თანხაში შედის სტუმრების ჩამოყვანა, განთავსება, პიარი და ყველფერი, რაც სჭირდება კინოფესტივალს. შედარებისთვის – “ჰით ბათუმის” მხოლოდ პიარ/საინფორმაციო კამპანიაზე იხარჯება 300,000 ლარი. წლებია ვითხოვთ ბიუჯეტის გაზრდას, რომ კინოფესტივალი უფრო საინტერესოდ დავგეგმოთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მომატებია დაფინანსება. წელს გვქონდა შეხვედრები ქალაქის მერთან, მთავრობის თავჯდომარესთან და ველოდებით პასუხს მხარდაჭერის გაზრდის და ბათუმისთვის ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო კომპლექტის (დიდი ეკრანი, პროექტორი და ა.შ.) შეძენის პროექტზე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ბორდის ორ წევრს: ნატა იმედაიშვილს და გიორგი ირემაძეს.
აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ტელევიზიის დირექტორის გადაყენება განიხილებოდა, ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სოსო სტურუას გადაყენებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე ითხოვდნენ.
ბეჟან გობაძე ამბობს, რომ მისთვის დასაწყისშივე გასაგები იყო ბორდის წევრების პოზიცია, რადგან ამ საკითხებზე სხდომის გარედაც ჰქონიათ საუბარი – “მე ვგრძნობდი, რომ თავიდანვე ჰქონდათ ასეთი პოზიცია, უბრალოდ არ ველოდი, არ მინდა ვთქვა რომ გამბედაობა არ ეყოთ. მე ვიფიქრე, რომ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას და მათ პოზიციას დააფიქსირებდნენ და რაღაც კითხვის ნიშნები კვლვაც არ დარჩებოდა იმიტომ, რომ გავიდოდა დავუშვათ სამით ორზე. ახლა ისეთი შედეგია – იმ ორ ადამიანს რომ მიეღო მონაწილეობა, რა იქნებოდა არ ვიცით და მათ სამწუხაროდ არ მიიღეს კენჭისყაში მონაწილეობა. სამწუხაროდ, გარკვეული თეორიული (არ ვამბობ რომ სამართლებრივი) კითხვის ნიშნები დღემდე რჩება დირექტორის დატოვებასთან დაკავშირებით” – თქვა მან.
ნატა იმედაიშვილის თქმით, მისი თავშეკავების მიზეზი ის შესაძლო საფრთხეა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნის პროცესი შეიძლება პოლიტიკური ძალების მიერ იყო ინსპირირებული: “ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ შემეშინდა და საფრთხე ვიგრძენი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ საჯარო დისკუსია, საჯაროდ განხილვა იმის თაობაზე თუ რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებელში არ მომხდარა და სწორედ ამის გამო მოხდა თავშეკავება ჩემი მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ ორი თვის განმავლობაში ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების პროცესში, ჩვენ უზრუნველვყობთ საჯარო დისკუსიებს და გავიგებთ საზოგადოების მოსაზრებას – თუ რა უნდა მას. საუბარია იმაზე თუ, რამდენად მოსწონს ტელევიზიის თანამშრომლების დიდი ნაწილიდან სოსო სტურუას მუშაობა და რას ელოდებიან მისგან. მე ჩემი მხრიდან გავაკეთე გამოკითხვა თანამშრომლებისა და მათი დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავამართლებ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ შიში და საფრთხე იმისა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამუქრებოდა რაიმე საფრთხე პოლიტიკური პარტიებისგან, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩემი აზრით, სწორედ ეს საფრთხე ავარიდე აჭარის ტელევიზიასა და რადიოს” – ამბობს ნატა იმედაიშვილი.
“დღესა და წინა შეხვედრებისა თუ მსჯელობების დროს, მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ არგუმენტები, რომლებიც ბატონმა ბეჟანმა წარმოადგინა, რომლებშიც იკითებოდა მკაცრი კრიტიკული ნოტა – საგულისხმო და სამართლიანი იყო. თუმცა ჩავთვალე, რომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიგვეღო უკიდურესი გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჩავთვალე, რომ მიუხედავად რიგი საკითხებისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, არსებობს შესაძლებლობა და რესურსები საიმისიოდ, რომ მენეჯმენტმა მოახერხოს და დასძლიოს ის ლაფსუსები, რომლებმაც ბატონი ბეჟანისა და ბატონი ირაკლის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხის აღძვრა გამოიწვია”- ამბობს გიორგი ირემაძე.

სოსო სტურუა ამბობს, რომ შეეცდება გაამართლოს მრჩეველთა საბჭოს ნდობა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა მრჩეველთა საბჭოსა და ხელმძღვანელის შეთანხმებით უნდა მოხდეს – “მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს ზედმიწევნით კონსტრუქციული, წინააღმდეგ შემთხვევაში შევალთ ჩიხში. უნდა იყოს ურთიერთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შეჯერებული აზრი, რომელსაც უმრავლესობა მიემხრობა და იქნება განხორცილებული. მე ამისთვის მზად ვარ” – ამბობს ის.
სოსო სტურუას გადაყენებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე ითხოვდნენ.