პროგრამით გათვალისწინებულია, ბათუმში რეგისტრირებული 3-დან 12 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. აუდიოლოგიური სკრინინგი კი, ბათუმში დაბადებულ 4500 ბავშვს ჩაუტარდება.
ბათუმელები
პროგრამით გათვალისწინებულია, ბათუმში რეგისტრირებული 3-დან 12 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. აუდიოლოგიური სკრინინგი კი, ბათუმში დაბადებულ 4500 ბავშვს ჩაუტარდება.

რევაზ არველაძე და არჩილ არველაძე | სასტუმრო ”ადელი”
რევაზ არველაძე სასტუმრო „ადელში“ პროექტის „სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. რევაზ არველაძე სასტუმროში თავის ძმასთან არჩილ არველაძესთან ერთად მივიდა.
რევაზ არველაძისმ თქმით 2009 წლიდან, როცა ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გახდა, ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია სფფ-დან.
„შეხვედრაზე ვილაპარაკეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროექტი“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.
რევაზ არველაძე ბათუმში by გაზეთი ბათუმელები on Mixcloud
„სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციისა (CCPA) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. პროექტის სამუშაო ჯგუფს ასევე ესწრებოდნენ ამ პროექტის იდეის ავტორი და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და პროექტის დირექტორი ვალერი ჩოლარია ესწრებოდნენ.
გამართავს თუ არა შეხვედერებს რევაზ არველაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ვისთან მან გვიპასუხა, რომ ამას საღამოს გაიგებს, ხვალ თბილისში ბრუნდება, ხოლო მოგვიანებით კვლავ აპირებს ბათუმში ჩასვლას.

რევაზ არველაძე ბათუმში | სასტუმრო ”ადელი” | 11-09-2015

პროექტ ”დსახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში” – სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო ”ადელში”

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა შვილები აჭარას 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები ბათუმში აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მოწვევით დასვენება/რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გადიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერნოპოლელი ბავშვები ბათუმში ყოფნისას მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისეირნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში,ზღვაში; დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ოთხი თვის წინ, აჭარას ორკვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 აბი, აბის ნატეხი და ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაღებული პარკირების წესების დარღვევის ფაქტები ბათუმში:




14 სექტემბერი, ორშაბათი:
12.00 – კარტელის მიწა, მეთიუ ჰეინმანი, აშშ/ მექსიკა; 2015; 100 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
14.00 – ოდესღაც დედაჩემი, სოფია ტურკიევიჩი, ავსტრალია/ პოლონეთი/უკრაინა, 2014; 75 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
16.00 – ელექტრო ღრუბლების ქვეშ, ალექსეი გერმან უმცროსი, რუსეთი/ უკრაინა/პოლონეთი, 2015; 138 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
18.30 – დოკუმენტალისტი, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი, 2003; 80 წთ.
20.30 – სოლომონი, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2015; 70 წთ.
23.00 – ჩემო კარგო ჰანს, ალექსანდრე მინდაძე, გერმანია/ რუსეთი, 2015; 110 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]
15 სექტემბერი, სამშაბათი:
12.00 – ჩრდილოეთის, დომინიკ განიონი, კანადა 2015; 74 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
14.00 – დაუსრულებელი გაქცევა, დაუსრულებელი დაბრუნება, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი/ ნიდერლანდები/
შვეიცარია 2014, 87 წთ.
16.00 – თიკუნი, ავიშაი შივანი, ისრაელი, 2015; 120 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
18.30 – პაწაწინა, ოლე ქრისტიან მადსენი, დანია/ხორვატია/ შვედეთი/არგენტინა, 2014, 107წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
20.30 – ემი, ასიფ კაპადია, დიდი ბრიტანეთი, 2015, 127 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
23.00 – სიყვარული, გასპარ ნოე, საფრანგეთი/ ბელგია, 2015; 134 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]
16 სექტემბერი, ოთხშაბათი:
12.00 – უკანასკნელი დღეები ვიეტნამში, რორი კენედი, აშშ, 2014; 98 წთ [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
14.30 – ძმა, ტიერი გრენადე/თეონა გრენადე, საფრანგეთი/საქართველო, 2014; 94 წთ.
17.00- ჯეიმზ უაიტი, ჯოშ მონდი, აშშ, 2015; 86 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
19.30 – სიმღერათა სიმღერა, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2015, 76 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
22.30 – მთებმა შეიძლება ადგილი იცვალონ, ცზია ჩჟან–კე, ჩინეთი/ იაპონია/საფრანგეთი, 2015, 131 წთ [დიდოსტატთა კოლექცია]
17 სექტემბერი, ხუთშაბათი:
12.00 – ანგელოზის შეხება, მარეკ პავლოვსკი, პოლონეთი/გერმანია, 2015; 60 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
13.30 – ორმაგი უცხოები, უგის ოლტე, ლატვია/ საქართველო, 2015; 60 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
15.30 – ეიზენშტეინი გუანახუატოში, პიტერ გრინუეი, ბელგია/ მექსიკა/ფინეთი/საფრანგეთი, 2015; 105 წთ.
18.00 – მაზარ შარიფი, აბდულ ბარზიდეჰი, ირანი, 2015, 87 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
20.00 – მუსტანგი, დენიზ გამზე ერგიუვენი, საფრანგეთი/გერმანია/ თურქეთი/ კატარი, 2015, 97 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
22.00 – დედაჩემი, ნანი მორეტი, იტალია/საფრანგეთი, 2015; 106 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]
18 სექტემბერი, პარასკევი:
12.00 – სირიული სიყვარულის ისტორია, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
14.00 – სომალის ტყვეები, ლევან ადამია, საქართველო, 2015; 47’37 წთ.
16.00 – ქიმია, ბარტეკ პროკოპოვიჩი, პოლონეთი, 2015, 105 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
18.30 – მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება, შარუნას ბარტასი, ლიტვა/საფრანგეთი/ რუსეთი, 2015; 107წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
20.30 – კრედიტის ლიმიტი, ნუცა ალექსი–მესხიშვილი, საქართველო, 2014, 85წთ.
22.30 – ეიზენშტეინი გუანახუატოში, პიტერ გრინუეი, ბელგია/ მექსიკა/ფინეთი/საფრანგეთი, 2015; 105 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]
19 სექტემბერი, შაბათი:
11.30 – რუსული კოდალა, ჩად გრასია, უკრაინა/აშშ/, 2015; 82 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
13.30 – რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ლანა ღოღობერიძე, საქართველო, 1977, 95წთ.
15.30 – მე ვარ ბესო, ლაშა ცქვიტინიძე, საქართველო, 2014; 92 წთ.
17.30 – ძმა დეჟანი, ბაკურ ბაკურაძე, რუსეთი/ სერბეთი, 2015, 113 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
20.00 – ერთი ერთზე, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2014; 122 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]
22.30 – ზამთრის სიმღერა, ოთარ იოსელიანი, საფრანგეთი/საქართველო, 2015; 117 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]
კინოფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მასტერკლასების ჩატარების თარიღი/დრო შესაძლებელია შეიცვალოს (მონაწილეების მგზავრობის განრიგის ცვლილებების შემთხვევაში). ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კინოფესტივალის საიტზე (www.biaff.org, Facebook გვერდზე (www.facebook.com/biaffbatumi) და ასევე ბეჭდური სახით გავრცელდება კინოთეატრ „აპოლოში“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი გადაყვანილია ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში.
გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

მემორანდუმის თანახმად აჭარა დალიანთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება. ისტორიული ფაზა, ორ რეგიონს შორის დამეგობრება, რაც გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: განათლება, კულტურა, სპორტი, ასევე ტურიზმი. აუცილებლად იქნება წინ წამოწეული სავაჭრო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა. ეს მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კონკრეტულ საკითხს,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ მემორანდუმის ხელის მოწერის შემდეგ.
ოქტომბერში დაგეგმილია დალიანის ხელმძღვანელების რამდენიმე ვიზიტი აჭარაში. დალიანსა და აჭარის რეგიონში შეიქმნება კომისიები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ.

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“– განაცხადა ჩინეთში ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.

ბატონო არჩილ, ამ ოდენობის დამატებითი ხარჯი 6 თვის განმავლობაში მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემაში არაეფექტურად ხდება ხარჯების გადანაწილება?
მხოლოდ ამ მონაცემით ასეთი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. 14-პროცენტიანი მატება 6 თვეში არ არის საგანგაშო ციფრი. საჭიროა ამ დანახარჯის სტრუქტურის ანალიზი და დასკვნების შემდეგ გაკეთება. ჯობია, დაველოდოთ ერთი წლის შედეგებს. პრობლემა უფრო სხვაგან არის. საქმე ის გახლავთ, რომ სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირადღირებულია. ამიტომ ხარჯები გაიზრდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლინიკები მიმართავენ სამედიცინო ნოზოლოგიების კოდებით მანიპულაციას, რათა მიიღონ მეტი ანაზღაურება, არამედ, ზოგადად, დაინერგება ახალი სერვისები, რისი ანაზღაურებაც მოუწევს სახელმწიფოს. ამიტომ საჭიროა დღევანდელი დაფინანსების წესებში კორექტივების შეტანა, რათა ეს არ აისახოს მომსახურების ხარისხზე.
თუ უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა არ შეიცვალა (დამატებით დახარჯულ თანხას ვგულისხმობ), აისახება თუ არა ეს მომსახურების ხარისხზე, მის ხელმისაწვდომობაზე და როგორ?
სახელმწიფო არ უნდა შეეცადოს მხოლოდ კლინიკებისთვის თანხის დაკორექტირებით შეაჩეროს ხარჯების ზრდა. ეს აიძულებს კლინიკებს, რომ ფასები გაზარდონ და თანაგადახდის კომპონენტით შეივსონ ეს დანაკარგი, რაც ისევ პაციენტს დააწვება, ანუ შესაძლოა პაციენტმა თქვას უარი გარკვეულ კვლევებზე, რაც შემდომში აისახება სამედიცინო დახმარების ხარისხზე.
შეიძლება თუ არა, რომ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა იყოს საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე? და როგორ აისახება ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტზე, რომელიც უკვე ისედაც გადახარჯულია?
ეს ბუნებრივია. კლინიკები ყოველთვის შეეცდებიან მიიღონ მეტი. ამიტომ საჭიროა მკაცრი და რაც მთავარია, კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგი, რომლის დროსაც დასაბუთებულად დააკორექტირებენ ხარჯებს კლინიკებისთვის. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ დავებს განვიხილავდით. ჩვენს გაერთიანებაში დღეს უკვე სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დავის პირველი შემთხვევები შემოვიდა განსახილველად. მაგალითად, ერთ-ერთი დავა ეხება რეჰოსპიტალიზაციას. როცა გვაქვს სამედიცინო მანიპულაცია და ამ შემთხვევას დასჭირდება ხელმეორედ ჩარევა, მაშინ სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს _ გადაუხადოს თუ არა ფული კლინიკას.
რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის?
სტაციონარული პროვაიდერების შეზღუდვა და კლინიკური მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სხვა მექანიზმიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის ის ძირითადი ბერკეტები, რაც ეფექტური იქნება. ასევე აუცილებელია საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა, რათა შემდგომში ჯანდაცვის ტვირთი კერძო სადაზღვევო სექტორზე გადანაწილდეს.
რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა?
ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის დანახარჯების 10-12% მიდის კერძო სადაზღვევო სქემით.
აქ არ იგულისხმება გადასახადის ზრდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. მაგალითად, რომ აიღოთ მთელი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დღეს მოსახლეობა იხდის, იმის მესამედი ყოფნის საყოველთაო ჯანდაცვას.
სახელმწიფო ყველა ქვეყანაში იმის მიხედვით არეგულირებს ამ ყველაფერს, თუ რამდენად თვითკმარია სისტემა. ჯანდაცვის გადასახადი როდესაც ყოფნის სამედიცინო დანახარჯების ანაზღაურებას, არის კარგი მოდელი. დავუშვათ, ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა – ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ვეს ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. ახლა რომ მიხვიდეთ სადაზღვევო კომპანიაში, თითქმის არც ერთს არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ისიც ძალიან შეზღუდული პაკეტი. შესაბამისად, ამით სტიმული მიეცემა კერძო დაზღვევაში ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას.
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ახალი პრიორიტეტული მიმართულება – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გამოაცხადა. ამ რეფორმასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები გაქვთ?
პირველადი ჯანდაცვის რგოლის ორგანიზაცია საჭიროა. დღეს, პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ეს ალბათ ყველაზე ჯანსაღი სქემაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვიანობა შემცირდეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურია პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ან პირადი ექიმი და რამდენად ექნება მას სანდოობა საზოგადოებაში, რომ პირველად სწორედ მას მიაკითხონ. მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეუძლებელი იქნება ამბულატორიულ დონეზე მკურნალობის დამთავრება.
მედიკამენტებზე დანახარჯი დღეს ჩვენთან ძალიან მაღალია, ამიტომ ოჯახის ექიმს, პირველადი რგოლის ექიმს, დიდი როლი აქვს ამ ხარჯების დაზოგვაში იმ მხრივ, რომ ოპტიმალურად გამოწეროს მედიკამენტები და თუ სახელმწიფოს ექნება რაიმე სუფსიდირებული მედიკამენტები, სწორედ ისინი გამოიყენოს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.


სპეციალური პრეპარატები მუნიციპალიტეტმა საკუთარი სახსრებით შეიძინა.
ალურა – ეს არის დაავადება, რომლის შედეგად მრავალწლოვან ნარგავებს მამვნებლები ესევა. საშიში მავნებელი – ბზის ალურა, რომელიც პეპლების (Lepidoptera) ოჯახს მიეკუთვნება, გასულ წელს, გურიის რეგიონში შეკვეთილის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული 1,8372 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 შეკვრად დაფასოებული 4,022 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით).
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,0212 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ე.წ. „ბიოს“, ბუპრენორფინისა და მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
უმაღლეს საბჭოში შტატით 125 თანამშრომელია. ამას ემატება შტატგარეშე თანამშრომლებიც. 2016 წლის პროექტით, მათ ხელფასებში, ჯამში, 3 478 270 ლარი დაიხარჯება.
სახელფასო ფონდი ასეა გადანაწილებული: უმაღლესი საბჭოს 21 წევრის ხელფასებისთვის 571 800 ლარი [5440 ლარით მეტი ვიდრე წელს]; აპარატის 104 წევრისთვის – 1 388 880 ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წლევანდელ ბიუჯეტშია; შტატგარეშე მომუშავეებისთვის კი ჯამში 819 200 ლარია გათვალისწინებული [77 233 ლარით მეტი, ვიდრე წელს. თანაც ამ თანხით მხოლოდ ფრაქციების აპარატში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. ეს ფრაქციებია: „ქართული ოცნება თავისუფლება“ და „დემოკრატიული აჭარა“. საბჭოში სულ 6 ფრაქციაა და 20 ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული].
ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლების ხელფასებისთვის 61 800 ლარი, სხვა შტატგარეშეებისთვის – 92 400, ხოლო სტაჟიორთა ანაზღაურებისთვის 5 ათასი ლარია გაწერილი. 100 ათასი ლარია გაწერილი მივლინებებისთვის.
საინტერესოა ასევე უმაღლეს საბჭოში პრემიისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილების სქემაც. თუ 2014 წელს უმაღლეს საბჭოში პრემიის სახით გაიცა 982 245 ლარი, მიმდინარე წელს პრემიებისთვის მხოლოდ 83 980 ლარია გაწერილი. თუმცა, ეს თანხა [ნაშთი] ხელფასებს არ მოკლებია, ვინაიდან ბიუჯეტში წელს ცალკე გაჩნდა „დანამატი“, რომელშიც 857 340 ლარია გაწერილი.
რაც შეეხება 2016 წლის პროექტს, აქ პრემიებისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი, თუმცა გაზრდილია დანამატი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხები – ჯამში 87 890 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე წელს პრემიებისთვისაა გათვალისწინებული.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „…პროექტის მიღება მომავალი წლისთვის იქონიებს დადებით გავლენას [შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის გამო] მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მომავალ წელს [ჯამში] ეზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი“.2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, უმაღლეს საბჭოს თავისი ხარჯებისთვის 4 მილიონ 947 ათასი ლარი აქვს გაწერილი, ამ თანხის 70 პროცენტზე მეტს კი, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარი თანამშრომლების ხელფასებისთვის გამოიყენებს.
ნაწყვეტი სტატიიდან: უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები
სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პროექტებიდან ერთ-ერთი მსხვილი პროექტია „მეტრო სითი“ – 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ახალ ბულვარში. შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ პროექტი 1500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
ახალ ბულვარში გარდა „მეტრო სითის“ პროექტისა ასევე ჯამში 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 ახალი ინვესტიცია მიმდინარეობს. შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ და შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 220 – 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას განახორციელებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. სამინსიტროს ცნობით, ორივე პროექტში რეგიონში მცხოვრები 800-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება.
2015 წელს საფუძველი ჩაეყარა 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასტუმრო “ORBI BEACH TOWER” –ის მშენებლობას. ასევე, შპს „ალიანსი“ 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუაბრია 100 ნომრიან სასტუმროზე.
ბათუმში მალე კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი, „მარიოტი“ შემოვა.
გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიცია დაიწყო: შპს „DAR BUILDING” 22 მლნ აშშ დოლარის, შპს „სახლი ხეივანში“ კი 9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კი შპს „მეგა პალასს“ ეკუთვნის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით გაიზარდა და 89.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, სექტორების მიხედვით ინვესტიციის ყველაზე დიდი ნაწილი ტურიზმის სექტორზე (43%)და ენერგეტიკაზე (29%) მოდის.
ტურიზმის სექტორის მაჩვენებელი 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია (პირველი კვარტალი – ტურიზმი 38,4%), ახალი პროექტების დაწყების შედეგად ზრდაა მშენებლობის სექტორშიც (პირველი კვარტალი – მშენებლობა 19,2%).
რეგიონის საინვესტიციო პორთფელის ჯამური მოცულობა 1 845 100 000 აშშ დოლარია. 2015 – 2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების საერთო ინვესტიცია 1 342 400 000 აშშ დოლარს შეადგენს, 2015 წელს კი 374 020 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.


ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებულს 2 სექტემბერს სახლში სტუმრად ჰყავდა მეგობრები. მან ერთ-ერთი მეგობარი მეზობლად მდებარე მაღაზიაში ლუდის საყიდლად (ნისიად) გაუშვა. გამოძიების ვერსიით, ამ მაღაზიაში ბრალდებული ხშირად იღებდა პროდუქციას ნისიად და ვალს ხშირად არ იხდიდა. გამყიდველმა მეზობლის მეგობარს ლუდის ნისიად გაცემაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მაღაზიაში მივიდა ბრალდებული და იმის გამო, რომ მას ორი ბოთლი ლუდი ნისიად არ მისცეს, გამყიდველს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, ჭრილობებისგან იატაკზე დავარდნილ ქალს კი ყელი გამოჭრა. ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მაღაზიაში შემთხვევით შესული მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით ბრალდებული ამოიცნო და, ფაქტობრივად, ის ამ დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, ასევე დაჭრილია – მასაც ბრალდებულმა თავის არეში მიაყენა დანით ჭრილობა. დაზიანების ხარისხს, ჯერჯერობით, ექსპერტიზა ადგენს, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ბრალდებულს კვალიფიკაცია შეეცვლება და ბრალი დაუმძიმდება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა და წვერი ჰქონდა მოშვებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის დანაშაულის ადგილიდან სახლში წავიდა, სადაც გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და ეზოში გადამალა, ასევე გაიპარსა წვერი.
პოლიციამ მოგვიანებით ის საკუთარ სახლში იპოვა, დაკითხვისა და ამოცნობის შემდეგ კი სამმართველოს შენობაში დააკავეს.
ბრალდებული ადრე ორჯერაა ნასამართლევი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოში მოსამართლეს, მანამდე კი ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს, დავით კეკელიძეს გადასცა. ის ორივეჯერ ქურდობის მუხლითაა გასამართლებული.
ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულს დაკავების დროს გაქცევის მცდელობა არ ჰქონია, ამიტომაც გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა.
მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს ჩაინიშნა.


2014 წელს აჭარის განათლების სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული დაწესებულებების პროგრამული ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯი 8 800 200 ლარს შეადგენდა. სამინისტრო გასულ წელს 10 პროგრამას და 27 ქვეპროგრამას ახორციელდება, 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გეგმა კი 14 324 200 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრო 10 პროგრამას და 28 ქვეპროგრამას ახორციელებს.

პროგრამული ბიუჯეტის განხილვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, თანამშრომლები, სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები.
უკვე აუთვისებელი მილიონები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შემდეგ და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესის გაჭიანურების გამო, გამოსავალი შემდეგი გზით იპოვა – სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამები გააუქმა და გამოყოფილი თანხა – 17 984 400 ლარი ახალი, შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში გადაიტანა – სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების მიზნით.
ეს ცვლილება უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა, რითაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი [პროგრამების კუთხით], ფაქტობრივად, 18 მილიონი ლარით შემცირდა.
შესაბამისად, მთავრობას იმის პრობლემა, რომ ამ ორი პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები ვერ დახარჯა [თუნდაც გეგმის მიხედვით] – წლის ბოლოს აღარ შეექმნება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის მთავრობა სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოშლის მიზეზად კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვადების დარღვევას ასახელებენ, მაშინ როდესაც ანალოგიური დარღვევები თუ ჯარიმები არაერთ კომპანიას აპატიეს.
კითხვაზე, რა კრიტერიუმებით არჩევს მთავრობა, თუ რომელ კომპანიას აპატიოს დარღვევები/ჯარიმები და რომელს არა – „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
„რაღაც მოქნილობა აუცილებელია ინვესტორებთან მიმართებაში. არიან კომპანიები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ საერთოდ… აჭარის მთავრობამ გამოაცხადა ერთწლიანი მორატორიუმი ამ კომპანიებთან მიმართებაში და, ძირითადად, ყველას მოუხსნა ჯარიმები. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადები გაგრძელებულიყო.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგს მოვუხსენით ჯარიმები და ზოგს არა – გადაწყვეტილებას იღებს აჭარის მთავრობა და არა ინდივიდუალურად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. იყო მსჯელობის საკითხი გადაწყვეტილების ნაწილში. ლოიალური ვიყავით იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც პროცესი რეალურად ჰქონდათ დაწყებული და გარკვეული მიზეზების გამო შეექმნათ შეფერხება.
ანალოგიური კითხვები რომ არ გაჩნდეს, ჩვენ შემოვიღეთ, ასე ვთქვათ, ახალი სტანდარტი. კომპანიებს, რომლებიც დაარღვევენ საინვესტიციო ვალდებულებას – თუ ჯარიმები ჰქონდათ დარიცხული, ეს ჯარიმები იყო გაყინული და გაცოცხლდა, დაახლოებით 10%-ის გადახდა მოუწევთ ამ ჯარიმების მიმართულებებში. დანარჩენი ისევ ეპატიებათ და სრულად გადაეწევათ ვადები. ეს იმისთვის, რომ მოტივი ჰქონდეთ, რათა დადგენილ ვადაში შეასრულონ ვალდებულებები. ვფიქრობ, უფრო საამაყოა რეგიონში გაზრდილი ინვესტიციების მოცულობა და პროექტები, ვიდრე იმაზე ჩაბღაუჭება, თუ ვის რა ჯარიმა მოეხსნა…“
დავით ბალაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყება ამ წელში აღარ მოესწრება: „გვინდა, რომ სადღაც, მომდევნო წლის პირველ თვეში უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი პროექტი მზად არის და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, დაახლოებით ოქტომბრის თვეში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მთელი სამი თვე წინ არის და ასეთი მსხვილი ობიექტებისთვის ყოველთვის განსაზღვრულია საავანსო დაფინანსება. შესაბამისად, კომპანიებს ჩვენც ვეთანხმებით ამ მიმართულებაზე, დავაფინანსებთ და ამით ამოიწურება რესპუბლიკურის შესრულების ნაწილი“.
გაზრდილი ბიუჯეტი და გაზრდილი შტატები
მაშინ, როცა წლის პირველ ნახევარში აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მხოლოდ 90 პროცენტია ათვისებული [ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ბიურომ ცნობად მიიღო], აჭარის 2015 წლის ბიუჯეტი, შეტანილი ცვლილებების შედეგად, კიდევ 8 მილიონ 314 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა სხვადასხვა ღონისძიებაზეა გადანაწილებული.
მაგალითად, აჭარის მთავრობის აპარატს ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩა #37-ში მდებარე ობიექტის [ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი] ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით დამატებით გამოეყო 29 ათასი ლარი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურს, ოთხი საშტატო ერთეულის დამატებისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის, დამატებით 58 900 ლარი გამოეყო;
„აჭარის სატყეო სააგენტოს“ „ტყის ფონდის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის)“ ქვეპროგრამის ფარგლებში 15 საშტატო ერთეულის დამატებისა და სატყეო სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობის ეზოს მოწყობის მიზნით, დამატებით გამოეყო 82 400 ლარი;
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს „სტრუქტურული გაძლიერების მიზნით“ დაემატა სამი საშტატო ერთეული, რისთვისაც დამატებით გამოეყო 19 900 ლარი; ასევე სტრუქტურული გაძლიერების მიზნით ა(ა)იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ დაემატება ერთი მოადგილის შტატი.
შპს „გაზეთი აჭარას“ თანამშრომელთა ხელფასის ზრდის მიზნით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით გამოეყო 10 900 ლარი;
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონ 486 ათას 400 ლარი, სრულიად მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში (მართვის უფლებით) გადასაცემი ქონების შესაძენად [ეს თანხა აჭარას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა].
იზრდება „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ ერთ-ერთი ქვეპროგრამის დაფინანსებაც, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციის პროექტს შეისყიდიან.
დამატებით თანხები გამოეყო ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს.
უმაღლესი საბჭო 2016 წლიდან ხელფასებს იზრდის
აჭარის კანონმდებლები ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს 2016 წლის კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, საბჭოს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 89 500 ლარით იზრდება, საიდანაც 86 583 ლარი უშუალოდ ხელფასებს მოხმარდება.
უმაღლეს საბჭოში შტატით 125 თანამშრომელია. ამას ემატება შტატგარეშე თანამშრომლებიც. 2016 წლის პროექტით, მათ ხელფასებში, ჯამში, 3 478 270 ლარი დაიხარჯება.
სახელფასო ფონდი ასეა გადანაწილებული: უმაღლესი საბჭოს 21 წევრის ხელფასებისთვის 571 800 ლარი [5440 ლარით მეტი ვიდრე წელს]; აპარატის 104 წევრისთვის – 1 388 880 ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წლევანდელ ბიუჯეტშია; შტატგარეშე მომუშავეებისთვის კი ჯამში 819 200 ლარია გათვალისწინებული [77 233 ლარით მეტი, ვიდრე წელს. თანაც ამ თანხით მხოლოდ ფრაქციების აპარატში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. ეს ფრაქციებია: „ქართული ოცნება თავისუფლება“ და „დემოკრატიული აჭარა“. საბჭოში სულ 6 ფრაქციაა და 20 ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული].
ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლების ხელფასებისთვის 61 800 ლარი, სხვა შტატგარეშეებისთვის – 92 400, ხოლო სტაჟიორთა ანაზღაურებისთვის 5 ათასი ლარია გაწერილი. 100 ათასი ლარია გაწერილი მივლინებებისთვის.
საინტერესოა ასევე უმაღლეს საბჭოში პრემიისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილების სქემაც. თუ 2014 წელს უმაღლეს საბჭოში პრემიის სახით გაიცა 982 245 ლარი, მიმდინარე წელს პრემიებისთვის მხოლოდ 83 980 ლარია გაწერილი. თუმცა, ეს თანხა [ნაშთი] ხელფასებს არ მოკლებია, ვინაიდან ბიუჯეტში წელს ცალკე გაჩნდა „დანამატი“, რომელშიც 857 340 ლარია გაწერილი.
რაც შეეხება 2016 წლის პროექტს, აქ პრემიებისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი, თუმცა გაზრდილია დანამატი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხები – ჯამში 87 890 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე წელს პრემიებისთვისაა გათვალისწინებული.
უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „…პროექტის მიღება მომავალი წლისთვის იქონიებს დადებით გავლენას [შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის გამო] მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მომავალ წელს [ჯამში] ეზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი“.2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, უმაღლეს საბჭოს თავისი ხარჯებისთვის 4 მილიონ 947 ათასი ლარი აქვს გაწერილი, ამ თანხის 70 პროცენტზე მეტს კი, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარი თანამშრომლების ხელფასებისთვის გამოიყენებს.
„ზამთრის სიმღერა“ საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის 2015 წელს გადაღებული ფილმია. ფილმი ქართულ-ფრანგული პროექტია, რომელიც ფრანგულმა კინოკომპანია “პიერ-გრიზ-პროდუქსიონმა” და ქართულმა კომპანია “სტუდია 99” ერთობლივად განახორციელეს. გადაღებები საფრანგეთსა და საქართველოში 2014 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს, ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა.

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სტუმარი იქნება ოთარ იოსელიანიც. რეჟისორს კანისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს კინოპრესისა და კრიტიკის პრიზები, დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოთი, საფრანგეთის აკადემიის ვერმეის მედლითა და ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზებით.
ფესტივალის გახსნაზე დასწრება მოსაწვევებით ხდება, ისევე როგორც ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე. დანარჩენ დღეებში ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ნახვა მაყურებელს კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო „დივანსა“ [მოკლემეტრაჟანი ფილმების საკონკურსო პროგრამა] და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ, უფასოდ შეუძლია.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება. კინოფესტივალზე სამი საკონკურსო სექციაა: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების. გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.


სამუშაო სესიების გარდა გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების პროგრამა, პირველი სამუშაო დღის შემდგომ უცხოელი და ქართველი მონაწილეები ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნას დაესწრებიან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ “ლირას” ორგანიზებით მესამე წელია ტარდება.
11 სექტემბერს კი დელეგაციის წევრები ბოტანიკურ ბაღში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხეებს დარგავენ, რომელსაც შემდგომში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ხეივანი დაერქმევა. კონფერენცია დასრულდება გალა კონცერტით,ნანი ბრეგვაძის, ნინო ქათამაძის, სოფო ნიჟარაძის, ანსამბლ „ბათუმისა“ და ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის” მონაწილეობით. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ნიკოლოზ რაჭველი და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით 2014 წელს გადაიბარა. გადაწყვეტილება კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული და მას 40 ქვეყნიდან მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა. 2014-2017 წლებში საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

9-12 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცე- პრეზიდენტებს და წევრებს; ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს.
დღეს, 10 სექტემბერს, კონფერენციის გახსნაზე სიტყვით იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდნენ.
„საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია; ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. ამ თვალსაზრისით, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის _ ის ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნა კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის ნაწილი იხილეთ ვიდეოში:
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ბათუმამდე ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.
გამოძიების ვერსიით 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, 1988 წელს დაბადებულმა მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ რაულ მ-ს.
იმავე დროს, მამუკა ა-ს და რაულ მ-ს თანხმლებმა პირმა – მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შ. და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი – დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია არასრულწლოვნების ძალადობისგან დაცვის საკითხი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან არ ტარდება ადეკვატური ქმედებები და არ ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.
„მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძირითად საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, ბავშვების უმეტესობა, თავშესაფარში ცხოვრების პარალელურად, კვლავ აგრძელებს ქუჩაში მოწყალების მიღებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვი იძულებით გაჰყავს თავშესაფრიდან და აიძულებს მას, კვლავ ჩაებას აღნიშნულ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში“, – წერს სახალხო დამცველი შს მინისტრთან გაგზავნილ წერილში.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის მონიტორინგისა და სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმისწარმოების შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დროულ დაცვას ძალადობისა და უგულებელყოფისგან.
„აღნიშნული უწყება, გარკვეულ შემთხვევებში, არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან. პრობლემურია რეფერირების პროცედურის განხორციელებაც, რაც ართულებს ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებთან მუშაობას და მათ განთავსებას საჭირო მომსახურებებში~.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ.
ფესტივალი „ზე-კართან“ შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. მისი მიზანია შუახევში თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა მწერლებსა და პოეტებში. ფესტივალი 2013 წელს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა („ზე-კართან “ თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული გახდა). მუნიციპალიტეტს პროექტის ფარგლებში 40-მდე შემოქმედი სტუმრობდა. გამოიცა კრებული „ზე-კართან“. წიგნში შესულია ნაწარმოებები, რომლებიც მხოლოდ შუახევს ეხება. სამინისტროს იმავე კონკურსის ფარგლებში ფესტივალი შუახევში 2014 წელსაც გაიმართა. კრებული „ზე-კართან -II“ მალე გამოიცემა. წიგნის წარდგენა „ზე-კართან – 2015“-ის გახსნაზე იგეგმება.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე [მუხლი 108. განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. [მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება].
ერიკ ჰაიშოლტი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კრეატორია სკანდინავიის ქვეყნებში. იგი რეკლამის სამყაროში 1993 წლიდან მუშაობს, 1999 წლიდან კი უკვე კრეატიული დირექტორის პოზიციაზე.
2015 წელს მან საკუთარი სააგენტო Heisholt Inc დააფუძნა.
მისი მიღწევების სიაშია Cannes Lions-ის გრანპრი, ისევე როგორც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომები; ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდო One Show-ზე; გრან-პრი, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები Eurobest-ზე; ვერცხლის ორი ნომინაცია D&AD-ზე და სხვა.
ერიკი ჟიურის წევრი იყო ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა:
ამჯერად კი იგი Ad Black Sea-ის ჟიურის წევრიც იქნება, საუკეთესო ვიდეო-კონტენტისა და სხვა ბრენდირებული კონტენტის კონკურსში.
რეკლამის საერთაშორისოფესტივალი Ad Black Sea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
არ გამოტოვოთ, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 11 სექტემბრამდე.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 240-ე მუხლით [სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა] დაიწყო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში წელს განთავსების ობიექტების, ისევე როგორც განთავსების ადგილების, რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში რეგიონს 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200-მდე ადგილი) შეემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 852 337-მა ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10% პროცენტით აღემატება. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.
შეხვედრაზე აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წარმოადგინა გადამდებ დაავადებათა შესახებ 2015 წლის 8 თვის ანგარიში. სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ პერიოდში აღირიცხა გადამდებ დაავადებათა 19 666 შემთხვევა, რომელთა 52%–ს შეადგენს 0–14 წლამდე ასაკის ბავშვები.
დაავადებათა გავრცელების მიხედვით 48% სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეაა, 27% სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა. შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე, განსაკუთრებული მატება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ფიქსირდება.
პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნა ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამდები დაავადებების გავრცელების მიმოხილვა. აჭარის მოსახლეობაში ფიქსირდება იმუნიზაციით მართვადი ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა, ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები და სხვა.
ყოველი წლის ოქტომბრის თვიდან კი იწყება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიდსეზონი, კერძოდ, წლის მე–40 კვირიდან მომდევნო წლის მე–20 კვირამდე. აღნიშნულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას განახორციელებს აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
შეხვედრის მიზანი იყო სეზონურ დაავადებათა შემთხვევების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებებში სეზონურ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების გზების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის და ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები.
სააგენტოს ინფორმაციით, გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების პროგრამა სამ წელზეა გათვლილი და გულისხმობს მუზეუმ-ნაკრძალში თანამედროვე ტიპის მუზეუმის მოწყობას. კეთილმოეწყობა ეზო და ღია სამუზეუმო სივრცე, მოეწყობა რომაული კოშკი და იმიტირებული არქეოლოგიური ველი, შეიცვლება ციხის კარიბჭე, მოეწყობა ატრაქციები და 3D ლაზერშოუ, დაიდგმება კატაპულტები და 3D მაკეტები.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ღია კაფესა და ეზოს კეთილმოწყობა.
გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი აჭარაში ჩამოსული ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 2015 წლის ივლისის მონაცემებით, გონიოს ციხე აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილების ხუთეულში მეოთხე ადგილზეა საბაგირო გზის, ბოტანიკური ბაღისა და დელფინარიუმის შემდეგ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო ადმინისტრაციის თანაშრომელი მალხაზ ბოლქვაძე დააკავეს.
“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე დაუდასტურეს.
ბოლქვაძე ჭვანის სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.
ჯუმბერ აბულაძემ, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, “ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უწყებას დღეს, 2015 წლის 9 სექტემბერს, მიმართა წერილობითი შუამდგომლობით და გამოითხოვა მალხაზ ბოლქვაძის სამსახურში დანიშვნის ბრძანების ასლი.
უწყებაში გაგზავნილი წერილიდან ასევე ირკვევა, რომ მალხაზ ბოლქვაძის მიმართ მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რაც ქრთამის აღებას ნიშნავს.
სამსახურის უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია ქრთამის აღების ბრალდებით სად დააკავეს ბოლქვაძე, ან რა თანხაზეა საუბარი.
ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ხვალ, საღამოს 7 საათზე გაიხსნება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი ფრანგი მაესტრო, პარიზის მუსიკისა და ცეკვის კონსერვატორიის მუსიკალური სერიების ხელძღვანელი ლორან პეტიჟერარი უდირიჟორებს, ფორტეპიანოზე ელისო ბოლქვაძე დაუკრავს, შესრულდება ჩაიკოვსკის ნაწარმოები. ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
ელისო ბოლქვაძე და ლორან პეტიჟერარი. პრესკონფერენცია ბათუმში
წელს ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშჰუბერი, დიმიტრი იაბლონსკი [აშშ], ილია კონოვალოვი [ისრაელი], მიში სიგიურა [იაპონია], სერენ აქიოლდაში [თურქეთი], ფარჰატ ბადალბელილი [აზერბაიჯანი].
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის.
წელს ფესტივალი 5 დღეს გასტანს და 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზე დაიხურება. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე და საგანგებოდ ფესტივალისათვის ბათუმში ზურაბ სოტკილავა ჩამოვა.
9 სექტემბერს სასტუმრო „დივანში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფრანგი დირიჟორი – ლორან პეტიჟერარი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება. როგორც ელისო ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, „ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე, ეს არის ფესტივალი მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, ვისაც უნდა, რომ საღამოს მოვიდეს და ძალიან კარგ მუსიკას მოუსმინოს.“
მუსიკალური ფესტივალი ბათუმში ელისო ბოქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. წელს ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთანაც.

ზვიად ელიზიანი: ფესტივალი გაიხსნება 13 სექტემბერს ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში და დაიხურება 20 სექტემბერს, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში. ფილმების ძირითადი ნაწილი ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „აპოლოში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია კი – სასტუმრო „დივანში“, საკონფერენციო დარბაზში და ასევე, აუცილებლად იქნება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რაც უკვე მესამე წელია კეთდება კინოფესტივალის ფარგლებში, იმედია ამინდიც ხელს შეგვიწყობს. გახსნა-დახურვის ჩათვლით, ფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და როგორც ყოველთვის, საუკეთესო პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს.
რამდენი სექციაა კინოფესტივალზე, რა ფილმები იქნება ნაჩვენები და თქვენი აზრით, მათან განსაკუთრებით რომელი მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას?
ტრადიციულად სამი საკონკურსო სექცია გვაქვს: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი. ყველა სექცია საინტერესოა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული, არასაკონკურსო სექცია არის დიდოსტატთა კოლექცია, სადაც გამოვყოფ კიმ კი დუკის ბოლო ნამუშევარს, ასევე, პიტერ გინუვეის ძალიან საინტერესო ფილმს. ამ სექციაში იქნება წარმოდგენილი ალექსანდრე მინდაძის ფილმიც, ეს გერმანულ-რუსული კოპროდუქციაა, რომელიც რუსეთში ერთხელ იქნა ნაჩვენები და როგორც ვიცი, ფილმი ერთგვარ „შავ სიაში“ მოხვდა თავისი თემატიკიდან გამომდინარე. საკონკურსო სექციაში შეიძლება გამოვყოთ ქართველი რეჟისორის ბაკურ ბაკურაძის ფილმი, რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალზე იყო პრემირებული, დანიური ფილმი „იცი ბიცი“, ასევე თურქული ფილმი – „მუსტანგი“, რომელიც გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინებას ეხება და ძალიან საინტერესო ფილმია.
რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც ძალიან საინტერესო სექციაა კინოფესტივალზე, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, შონ მაკალისტერის ფილმი იქნება ნაჩვენები სირიის მოვლენებზე, ასევე – ბრიტანული ფილმი, ცნობილი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის შესახებ; მექსიკურ-ამერიკული ფილმი – „კარტელის მიწა“, ნარკოკარტელებზე, რომელიც `სანდენსის~ კინოფესტივალზე იყო ნომინირებული, ასევე საინტერესოა ვიეტნამის მოვლენებზე რორი კენედის ფილმი. ახალი ქართული ფილმი ამ საკონკურსო სექციაშიც არ გვაქვს სამწუხაროდ, რადგან ფილმები ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა არის ერთი ლატვიურ-ქართული კოპროდუქცია, „ორმაგი უცხოები“.
„ქართულ პანორამაში“, რომელიც ცალკე, არასაკონკურსო სექციაა, არის წარმოდგენილი ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, „მე ვარ ბესო“, რომელიც აჭარაშია გადაღებული, ზაზა ხალვაშის „სოლომონი“, რომლის პრემიერაც იქნება, ფაქტობრივად, ფესტივალზე; თეონა გრენადეს ფილმი – „ძმა“ – ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია, დოკუმენტური ფილმი – „სომალის ტყვეები“, რომლის ეპიზოდები ასევე აჭარაშია გადაღებული.
წელს გადავცემთ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის პრიზს ქართველებიდან ლანა ღოღობერიძეს და ბაადურ წულაძეს, ხოლო უცხოელებიდან ცნობილ მსახიობს ნასტასია კინსკის. ლანას ფილმიც იქნება ნაჩვენები ფესტივალზე – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.
რაც შეეხება ჟიურის, ვინ იქნებიან მისი წევრები?
ჟიურის სამი შემადგენლობა იქნება სექციების მიხედვით. მხატვრული ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს ალექსანდრე მინდაძე. ჟიურის წევრები არიან: ნიკი კარიმი – მსახიობი ირანიდან, ქრისტოფერ გუდვინი, კინოკრიტიკოსი დიდი ბრიტანეთიდან, ნიკოლას რონჩი – საფრანგეთიდან და გიორგი ოვაშვილი, ქართველი კინორეჟისორი. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი კინოდოკუმენტალისტი ზელიმერ ზილნიკი სერბეთიდან, ვოიციეჩ სჩუდლო _ რეჟისორი პოლონეთიდან, დენის უიტლი – დიდი ბრიტანეთიდან, ირინა გორდიჩუკი, კინოკრიტიკოსი უკრაინიდან და ლაშა ხალვაში, საქართველოდან. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წარუძღვება ნენა ძინგარევიჩი, ბელა ტარის ცნობილი კინოსკოლის დეკანი; სუზანა არუთუნიანი – სომხეთიდან, ელენ იანოვსი – ისრაელიდან, თინათინ ყაჯრიშვილი – საქართველოდან და ზიგფრიდი – საფრანგეთიდან.

ვინ იქნებიან წელს ფესტივალის სტუმრები?
ჩვენი სტუმარი იქნება მერაბ ნინიძე და მისი მონაწილეობითაც იქნება ნაჩვენები ფილმი, ასევე ჩამოვლენ: ოთარ იოსელიანი, ბაკურ ბაკურაძე, რომლის ფილმიც იქნება ნაჩვენები, საკმაოდ ცნობილი მსხიობი მაია კომაროვსკა, რომელიც ანჯეი ვაიდას და ზანუსის ფილმებში თამაშობს. ცნობილი მსახიობი ნასტასაი კინსკი, ირანელი მსახიობი – ნიკი კარიმი და ა.შ.. ყველა სტუმართან მასტერკლასი გაიმართება, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ექნება საშუალება მათთან შეხვედრის.
ბათუმის კინოფესტივალზე ჩვენ რამდენიმე წელია ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია კინოფესტივალის, ეს არის საშუალება, შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამ ფესტივალზე, მოხდეს კოოპერაცია, დაკავშირება რეჟისორებისა და პროდიუსერების, რაც იმის საფუძველია, რომ ეს შეხვედრა გადაიზარდოს კინოპროექტებში. ბათუმი მითუმეტეს არაჩვეულებრივი ადგილია გადაღებებისთვის, გარდა ამისა, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს კარგი პროექტი – სუბსიდირება, რაც კარგად მუშაობს და ლოგიკურია, ჩვენც გვქონდეს ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ისევ და ისევ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი არიან ამ პლატფორმის კოორდინატორები და სიახლეა ის, რომ ახალი ფორმით გაგრძელდება ინდუსტრიული პლატფორმა, ეს იქნება ალტერნატიული ტალღა ფოკუსით – ქროსმედია და ტრანსმედია კინოპროექტებზე, რომელსაც აქვს საშუალება, რომ სხვადასხვა მედიაში ტრანსფორმირდეს. ჩამოდის ტობიას ტნასბინგერი, რომელიც მუშაობდა ბევრ პროდიუსერულ კომპანიასთან, მათ შორის „მეთჩ ფაქტორისთან“, ასევე ჩამოდის სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის ხელმძღვანელი გულინ კუსტინი და სხვა, მნიშვნელოვანი სპეციალისტი.
ინდუსტრიული პლატფორმის პარტნიორები არიან აჭარის განათლების სამინისტრო და საქართველოს კინოცენტრი. მათი დაფინანსება ხმარდება მთლიანად ამ პროექტს. ეს პირველი ნაბიჯია და ვფიქრობთ, მომავალ წელს შევძლებთ ამ მიმართულების გაძლიერებას.
მთლიანობაში ჩვენ ჩამოგვყავს 80-მდე სტუმარი. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის ჩამოყვანის საშუალება იყო და ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, ვინ ჩამოდის წელს, ვინ იქნებიან ვარსკვლავები და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოგვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები კინოში, მაგრამ თუ საუბარია ვარსკვლავზე, ქალაქი უნდა იყოს მზად ამისათვის.
რას გულისხმობთ ამაში? ფესტივალის ბიუჯეტს თუ სხვა რამეს?
ამაში იგულისხმება ფესტივალის ბიუჯეტი, იმიტომ, რომ მაგალითად, როცა იწვევ კიმ კი დუკს, ბრილიანტე მენოდზას (ფილიპინები), დარენ არანოვსკის, რისი რეალური შანსიც გვქონდა წელს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, 12-საათიანი ფრენა როცა სჭირდებათ საქართველოში ჩამოსაფრენად, შეიძლება ჰონორარი არ მოგთხოვონ, მაგრამ მინიმუმ ბიზნესკლასის ბილეთია საჭირო. ამერიკიდან ბიზნესკლასი 5-6 ათასი დოლარი ღირს, თან ასეთი პირები არასოდეს დადიან მარტო, მინიმუმ ერთი ან ორი ადამიანი ახლავთ. ეს არ არის „ვარსკვლავური“ კაპრიზი – ხაზი მინდა გავუსვა. ორი ადამიანის ბიზნესკლასი, დამატებით ლუქს ნომერი, არის დაახლოებით 15 ათასი დოლარი, რაც ჩვენი ფესტივალის ბიუჯეტის მეხუთედია, ძალიან დიდი თანხაა.
ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი ვარსკვლავების ჩამოსვლა?
როცა ჩვენს ქალაქში ადამიანებს აქვთ საშუალება შეხვდნენ კიმ კი დუკს, აბას კიაროსტამს, ცნობილ ირანელ რეჟისორს, რომელიც ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი, იოს სტელიგს, რიბჩინსკის, ბელა ტარის, ეს ადამიანები ატარებენ მასტერკლასებს, შენ გაქვს საშუალება გაიგო მათ შესახებ, ამას კულტურულ და მენტალურ დონეზე სულ სხვა ტალღაზე გადაჰყავხარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შენი ქალაქი ხდება პოპულარული, ერთგვარად ინიშნები კულტურულ რუკაზე, ეს ზრდის ქალაქის, ქვეყნის, კინოფესტივალის მნიშვნელობას. ცალკე საკითხია ის, რომ ბათუმის კინოფესტივალის ფორმატი გაძლევს საშუალებას, ეს ადამიანები ნახო ახლოს, უშუალოდ მოუსმინო მათ, ასეთი საშუალება ბევრ კინოფესტივალზე არ არის. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია და არგუმენტები, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს მომავალ წელს ჰქონდეს მინიმუმ ორმაგი ბიუჯეტი, რომ რეალურად შავი ზღვისპირა ქვეყნებში ფესტივალს თავისი მნიშვნელოვანი ნიშა გააჩნდეს.
წელს ათი წლისთავია კინოფესტივალის, რას ჰპირდებით მაყურებელს?
დიახ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობს და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ეფექტურად იმუშაოს იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მოგეხსენებათ ეს არ არის დიდი თანხა. მთლიანი ბიუჯეტი, ყველა წყაროდან, დაახლოებით 85 ათასი ევროა და თუ შევადარებთ სხვა ფესტივალებს, მაგალითად, სომხეთში კინოფესტივალის ბიუჯეტი არის 700-800 ათასი ევრო, სოფიის – დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ევრო, სტამბულის კინოფესტივალის ბიუჯეტიც სოლიდურია, ამის ფონზე ჩვენ წელსაც ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს, ჟიურიც საუკეთესოა.
თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ფესტივალი ამ ათი წლის მანძილზე?
პირველად როცა ვიწყებდით, მაშინ გვყავდა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელმაც გაგვიფორმა კონტრაქტი 30 ათას დოლარზე, ეს უნდა ყოფილიყო ფესტივალის ბიუჯეტი და გადახდის დრო რომ დადგა, პროფესიით იურისტმა მინისტრმა აღმოაჩინა, რომ ჩვენ თურმე რაღაცნაირად ვაიძულეთ ხელი მოეწერა 30 000 დოლარზე, მას კი ეგონა, რომ 30 000 ლარზე აწერდა ხელს და გადმოგვირიცხა 30 000 ლარი. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. მეორე წელიც არ იყო იოლი, მაგრამ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით, მოვახერხეთ განვითარება. მეორე წელს ჟიურის წევრი იყო ჩიკაგოს დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი კრისტოფერ კამისჩევი, რომელიც ძალიან გვეხმარება დღემდე პროგრამირებაში, კონტაქტებში. ადამ მიცკევიჩისა და პოლონეთის ინსტიტუტი ყოველთვის მხარში ედგა ფესტივალს. მინდა გავიხსენო, ყველაზე რთულ პერიოდში, 2008 წელს, როცა ომის შემდეგ მოგვიხდა ფესტივალის ოქტომბერში ჩატარება, ბევრი უცხოელი სტუმარი არ ჩამოვიდა, მაგრამ ჩამოვიდა ყველა ის პოლონელი რეჟისორი, რომელიც მოწვეული გვყავდა, მათ შორის ქშიშტოფ ზანუსი და ფესტივალი გაიხსნა ანჟეი ვაიდას „კატინით“. ამერიკის საელჩო, ბრიტანეთის საბჭო გვეხმარება, ასევე, გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი.
როგორ ფიქრობთ, შეცვალა ბათუმის კინოფესტივალმა ქალაქი?
მე ვფიქრობ, შეცვალა. ეს არის მაღალმხატვრული, არაკომერციული კინო და ამ კინოს ჰყავს მაყურებელი, რომელიც ბათუმში კინოფესტივალისთვის ჩამოდის. ეს არის ფესტივალი, სადაც არ იყიდება ბილეთები, სადაც არც ერთი კარი არ არის ჩაკეტილი, ღიაა ყველა მასტერკლასი, ყველას შეუძლია დაესწროს ფესტივალს და მეტიც – გახდეს ამ ფესტივალის ნაწილი, თუ სურვილი აქვს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი ნელ-ნელა თავის მცირე როლს ასრულებს (და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია) ქალაქის ბრენდინგშიც.


მე დღეს ვაპირებ თქვენთან ერთად განვიხილო რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები საქართველოში. ვფიქრობ, ეს განწყობები თუ რისკები ნამდვილად არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ამის ერთ-ერთი ინსპირატორი, თუ გნებავთ მაცოცხლებელი, მედიაა. სწორედ ამიტომაც პრობლემის განხილვა მედიაჭრილში არის საინტერესო, ხოლო ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის კომფორტულიც, რადგან არ მომიწევს იმ მედიაორგანიზაციის შინაგანაწესის დარღვევა, სადაც ვმუშაობ – ვგულისხმობ „გაზეთ ბათუმელებს“.
რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეების გაჩენას დიდწილად განაპირობებს სიძულვილის ენა მედიაში. ქართული მედია ხშირად მოიხსენიებს რელიგიურ უმცირესობებს არა იმ ჯგუფის წევრებად, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მიაკუთვნებენ, არამედ სხვად. მაგალითად, აჭარელ მუსლიმებს, ზოგადად, ქართველ მუსლიმებს მედია ხშირად უწოდებს „თათრებს“. ეს ტერმინი იგივე აზერბაიჯანელი ეთნოსის მოქალაქეებთან მიმართებაშიც გამოიყენება. ცხადია, საქართველოში ამ სიტყვის გარშემო ჩამოყალიბებულია გარკვეული ლინგვისტური ცნობიერება და თავისი შინაარსით ის მხოლოდ და მხოლოდ ამ მოქალაქეებს აკნინებს, შესაბამისად, ხელს უწყობს გაუცხოებას, შეუწყნარებლობას.
შეუწყნარებლობის საფრთხეების მზარდ პროცესში არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის რელიგიურ უმრავლესობას, როდესაც მისი ზოგიერთი გავლენიანი წარმომადგენელი სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ ღიად აცხადებს, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის სექტა, მეტიც – ყველა ქართველი, რომელიც არ არის მართლმადიდებელი, არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის მტერია.
მე ერთი კონკრეტული ფაქტი მინდა გაგიზიაროთ – ახლახან რედაქციაში იმყოფებოდა მოქალაქე მაღალმთიანი აჭარიდან. მას სოფელში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თურქეთის მოქალაქე სოლიდურ თანხას სთავაზობს. ამ ადამიანს შემსყიდველმა ღიად განუცხადა, რომ სახლი მეჩეთისთვის სჭირდება. საქართველოს მოქალაქეს ძალიან უნდა ეს გარიგება დადოს, მაგრამ შიშობს, რომ თუ ასე მოიქცევა, სამშობლოს გაყიდის. მე მას ვკითხე, რატომ ჰგონია, რომ სახლის გაყიდვით სამშობლოს უღალატებს. მიპასუხა – ასე გამოდის და იმიტომ. ვკითხე, თქვენი მშობლები რა აღმსარებლობის იყვნენ-მეთქი. მიპასუხა, რომ მუსლიმები. ისინი სამშობლოს მოღალატეები იყვნენ-მეთქი? – ისევ ვკითხე. ისინი არა, მაგრამ ახლა თუ ამას გავაკეთებ, მე მოღალატე გამოვალო.
კიდევ ერთ ისეთ შემთხვევაზე მინდა მოგიყვეთ, რაც, ასევე, არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი – „ბათუმელების“ ჟურნალისტი ბაირამის დღესასწაულის დღეებში ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, სრულიად სხვა თემატიკის გასაშუქებლად. ხანდაზმულმა ქალმა, როცა გაიგო თუ რა გვარის იყო ჟურნალისტი, სახლში შეიპატიჟა – ჩვენებური ყოფილხარ და შენთან სირცხვილი არ იქნება, მობრძანდი, ხალვა (ტკბილეული, რომელსაც ბაირამზე მუსლიმები ამზადებენ) უნდა გაგასინჯოო. ამ მოქალაქის მაგალითს თუ განვაზოგადებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი იდენტობის უცხოსთან გამხელა მოხუცსაც კი უჭირს, არათუ ახალგაზრდას.
პროპაგანდა მედიაში – „ვინც არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“, ერთი მხრივ, მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოს ქმნის ამ ჯგუფებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე უმრავლესობაში ამძაფრებს შეუწყნარებლობას სხვა ყველა უმცირესობის მიმართ.
მსგავს გარემოში უმცირესობისთვის რთულდება ცხოვრება, შესაბამისად, ნოყიერი ნიადაგი მზადდება ბევრი ნეგატიური ურთიერთობისთვის, მათ შორის პროზელიტიზმისთვის. ცხადია, პროზელიტიზმით დაკავებულია ყველა რელიგიური მიმდინარეობა, მაგრამ ეს საკითხი მე მაინც უმრავლესობის კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ, ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ შეუწყნარებლობა უმრავლესობაში გაცილებით სახიფათოა, ვიდრე შეუწყნარებლობა ნებისმიერ სხვა ჯგუფში.
რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა თავისი სასტუმროს დამლაგებელი მონათლა მართლმადიდებლად. ამ სასტუმროში ერთხელაც ღამის გასათევად მივიდა მართლამდიდებელი სასულიერო პირი, რომელმაც იცოდა ამ ასაკოვანი ქალბატონის მოქცევის ამბავი. ნათლობის შემდეგ ეს ქალისთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა მღვდელს ხვდებოდა, რომელმაც ჩვეულებისამებრ ჰკითხა – თუ როგორ ბრძანდებოდა. ქალმა სასულიერო პირს უპასუხა – „ალაჰ შუქურ“, ანუ უპასუხა ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება აკეთებდა.
სიღრმისეული ანალიზი სულაც არ არის საჭირო ამ ასაკოვანი ქალის სულიერი მდგომარეობის შესაფასებლად – მისმა ქვეცნობიერმა გაიაზრა, რომ თუ უმრავლესობას არ შეეკედლა, დარჩება უმცირესობაში, რაც მისთვის მინიმუმ არაკომფორტულია. ალბათ, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, როცა აჭარაში, განსაკუთრებით მთებში, მასობრივი ნათლობების მოწმეები ვხვდებით ყველა რელიგიურ დღესასწაულზე და ამას ქართული მედია მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებს.
ეს მაგალითები თითქოს არაფერია იმასთან შედარებით, რაც იყო ჭელაში, ნიგვზიანში, სამთაწყაროში, მოხეში და ბოლოს ქობულეთის ფაქტი, რომელიც მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებით დასრულდა. ბუნებრივია, მიუღებლობა და მისი თანმდევი შიშები, მხარეებში რადიკალური განწყობების შემცირებას არ უწყობს ხელს. ამიტომ კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს თუ გავიაზრებთ, რომ რადიკალურად დაპირისპირებულ საზოგადოებას ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – თავად საზოგადოება.
მე, როგორც ჟურნალისტს, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი რადიკალ ისლამისტებს საქართველოში. როცა მათ ვეკითხებოდი, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე, ძირითადად ერთნაირი პასუხები მოვისმინე: ისინი მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის კონკრეტულ ქცევებზე, მოწოდებებზე აქვთ კონკრეტული რეაქციები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათთვის რადიკალიზმი იდენტობის შენარჩუნების ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება.
რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ შეხედულებას, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკურად ქართველების ISIS-ში გაწევრიანება მხოლოდ უმრავლესობის რეაქციაზე რეაქციაა, ანუ ადამიანების მსგავს ტრანსფორმაციას საფუძვლად მხოლოდ რელიგიური შეუწყნარებლობა უდევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვიზიარებთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არსებითი მათი არგუმენტებია და კიდევ ის, თუ როგორ პასუხობს მათ სახელმწიფო. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს პასუხები არის არათანმიმდევრული და რეპრესიული, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავენ.
ახლახან, დახურულ შეხვედრაზე, სწორედ ეთნიკურად ქართველების ISIS-ში გაწევრიანების თემაზე გავუზიარე ინფორმაცია საქართველოში ევროპული ქვეყნის საელჩოს ერთ-ერთ წარმომადგენელს. ვუთხარი ისლამისტების იმ არგუმენტების შესახებ, რომლებიც აქაც ვახსენე. დიპლომატს ასევე ვუთხარი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებით შეურაცხყოფილი მოქალაქეების საჩივარს. დიპლომატის ხედვით, რასაც პირადად მეც ვიზიარებ, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ, გახდება იმის ინდიკატორი, რელიგიურ შეუწყნარებლობას მომავალში წაახალისებს სახელმწიფო, გაემიჯნება მას, თუ დაიწყებს მოქმედებას ამ განწყობის ხელის შესაშლელად.
თუმცა, იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, არც თუ ისე უნუგეშო მდგომარეობაა, პირიქით – მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები არსებობს. სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველ 8 თვეში ამ თემის მიმართ ფიზიკური თავდასხმის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც 1999-2003 წლებში სწორედ ამ მოტივით იეჰოვას მოწმეებმა 800-ზე მეტჯერ იჩივლეს სასამართლოში.
მედია, წლების განმავლობაში, ერთეული მედიაორგანიზაციების გარდა, დუმდა რელიგიური უმცირესობის პრობლემატიკაზე, ხოლო უმრავლესობას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველა არსებულმა მედიამ თანდათანობით დაუთმო თავისი პლატფორმა რელიგიურ უმცირესობას, ასევე გაჩნდა კრიტიკული მასალები დომინანტი რელიგიის კონკრეტული სასულიერო პირების შეუწყნარებელ მოწოდებებზე. ცხადია, გაშუქების დროს დაშვებული იყო ისეთი უხეში შეცდომები, როგორიც იყო, მაგალითად, ერთ-ერთი ნაციონალური არხის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია ისლამის მიერ ადამიანის მსხვერპლთშეწირვის რიტუალის დასაშვებობაზე. მე ვგულისხმობ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმეს, როცა ირანის მოქალაქის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, ფაქტობრივად, არხზე შეფასდა, როგორც რელიგიური რიტუალი. შემდეგში, იგივე მედიამ მარიამის მკვლელის ირანში დაკავების შესახებ (პირი სამშობლოში 9 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს) ინფორმაცია როცა გაავრცელა, არარაფერი უთქვამს იმ შეცდომაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე. ცხადია, ეს დაუშვებელია და ქართული მედია ამას უნდა გადაეჩვიოს, მან უნდა გაიაზროს, რომ მსგავსი შეცდომების აღიარება საზოგადოებას უცხოს მიმართ შიშის, სიძულვილის დაძლევაში ეხმარება.
კონკრეტული ფაქტების მიუხედავად, რაზეც ახლა ვისაუბრე, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხადია, ვიცი, რომ არაერთი მედია, ყველა პლატფორმაზე, მიზანმიმართულად იყენებს სიძულვილის ენას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, მაგრამ როცა მახსენდება როგორ იზრდება ბოლო წლებში მედიის მხრიდან უმცირესობების პრობლემატიკით დაინტერესება, მომზადებული სტატიებისა თუ სიუჟეტების რაოდენობა, შესაძლებლად მეჩვენება, საზოგადოებაში არსებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და მისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევა.
აქვე არ შემიძლია, პარალელურად სამდურავი არ გამოვთქვა ოპოზიციური მედიასაშუალებების მისამართით. რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან. მედია საშუალებებს მავანთა სიმპათიები კი არ უნდა ამოძრავდეს, შერიგებისა და სიკეთის ქმნის პოზიციაზე უნდა იდგნენ… – ეს ამონარიდია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის ოთარ გელაძის ანგარიშიდან, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ოთარ გელაძის წინააღმდეგ, შესაძლოა სახალხო დამცველთან კოლექტიური საჩივარი შეიტანოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის მუხლით. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა შეუფერებელს უწოდებს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას. „შეუზღუდავი სივრცის“ კითხვებს მალხაზ ჭკადუამ და ასლან ჭანიძემ უპასუხეს.