“ოცნების ქალაქი”, პრობლემები და პერსპექტივები

 

პროექტი მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში მცხოვრები ეკომიგრანტების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას; მიგრანტების სტიქიური ჩასახლების ადგილებში ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას; დაბრუნებული და პოტენციური მიგრანტების (მათ შორის ქალების) ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

 

„ინტელექტი“ საშუალებას აძლევს „ოცნების ქალაქში“  მცხოვრებ მიგრანტებს (და არა მარტო მათ. პროექტი მოიცავს აგრეთვე ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში და ქობულეთისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიგრანტებს), ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩაერთონ და იბრძოლონ უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობების შესაქმნელად, იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში და ასეთივე პირობებში აღზარდონ მომავალი თაობა („ოცნების ქალაქში“  ანტისანიტარიულ პირობებში 400-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს).

 

რას სთავაზობს ინტელექტი ოცნების ქალაქში მცხოვრებ მიგრანტებს?

 

უპირველეს ყოვლისა „ინტელექტის“  გუნდი ეკოლოგიურ, სოციალურ და შრომით მიგრანტებს უფასო სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს, დღეისათვის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე (ბუღალტერი, მზარეული, ბარმენი, დისტრიბუტორი, სტილისტი, მკერავი, მშენებელი და ა. შ.), რათა შეძლონ კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმება და ანაზღაურების მიღება. სასწავლო გრანტის ოდენობა 200-დან 500-ს ევრომდეა. „ინტელექტი“  პროფესიული განათლების მსურველ მიგრანტებს 100%-ით დააფინანსებს.

 

პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება მიგრანტებისთვის მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა. კარგად გააზრებული და დასაბუთებული ბიზნესიდეის ავტორი „ინტელექტისგან“  მიიღებს გრანტს 500-დან 4000 ევრომდე, ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად. ამ შემთხვევაში ორგანიზაციის წილი იქნება ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხის 60%, ხოლო დანარჩენი 40% თავად ბენეფიციარმა უნდა მოიძიოს. პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“  ფარგლებში მინიმუმ 16 მცირე საწარმო დაფინანსდება.

 

შემდეგი შეთავაზება „ოცნების ქალაქის“  მცხოვრებლებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს შეუქმნის: #25 და #53 ბატალიონების ტერიტორიებზე აშენდება თითო ჰიგიენის სახლი, რომელშიც განთავსებული იქნება აბანო ქალებისა და მამაკაცებისათვის, სამრეცხაო – აღჭურვილი სარეცხი მანქანებითა და საშრობებით.

 

გარდა ჩამოთვლილი სერვისებისა, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი `ინტელექტი“  მიგრანტებს გაუწევს იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურებას მისთვის საინტერესო საკითხებზე სრულიად უფასოდ. მიგრანტთა ჩასახლების ადგილებში ჩატარდება საჯარო ლექციები მიგრანტთა უფლებების, შრომითი ტრეფიკინგის და მეზობელ სახელმწიფოში (თურქეთში) ლეგალურად დასაქმების შესახებ.

 

დასაქმების პრობლემა ოცნების ქალაქში

 

„ოცნების ქალაქში“  მცხოვრები მშრომისუნარიანი მამაკაცები ახლა მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში ჩაისა და თხილის საკრებად არიან წასული. ისინი, ვისაც „დეპორტი“  აქვთ, ცდილობენ საქართველოში იშოვონ ერთჯერადი სამუშაო, რათა პურის ფული მაინც გამოიმუშავონ. ერთ-ერთი მათგანი 43 წლის დავით ცეცხლაძეა: „უკვე ორი წელია საერთოდ უმუშევარი ვარ. ადრე თურქეთში გავდიოდი ჩაის საკრებად, მაგრამ დეპორტი მაქვს და ვეღარ დავდივარ. ჩემთან ერთად 33 ქართველი გამოვიდა თურქეთიდან დეპორტით და დავრჩით შემოსავლის გარეშე. რთული კი იყო იქ მუშაობა, მაგრამ კარგი ანაზღაურება გამოგვდიოდა და გვიღირდა წასვლა. ადრე აქაც – საქართველოშიც ვშოულობდი ერთჯერად სამუშაოებს, მაგრამ ახლა აღარაფერი ჩანს. არადა, მინდა დავსაქმდე, ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? სოციალური დახმარება გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს. ამბობენ დროებითია, გადაგვამოწმებენ და აღგვიდგენენო, მაგრამ ჯერჯერობით სოციალური აგენტი არ ჩანს.“

 

დავით ცეცხლაძე სამომავლოდ დასაქმების იმედით და პროფესიის დაუფლების მიზნით პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“  ახორციელებს, გეგმავს გადაემზადოს და გახდეს პროფესიონალი ელექტრიკოსი. იგი მიიჩნევს, რომ „ელექტრიკოსობა გამოსადეგი საქმეა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. თუ ამ მიმართულებით გადავემზადები, ცოდნას ჩემთვისაც გამოვიყენებ და სხვებსაც გამოვადგები.“

 

დასაქმება „ოცნების ქალაქელ“  ქალბატონებსაც სურთ. „ყველა დიასახლისს უნდა 2 კაპიკი შეიტანოს სახლში, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ჩემს შვილს, რომელსაც არაორგანული ნევროზი აქვს, მუდმივად სჭირდება ყურადღება, უცებ ქუჩაში არ გავიდეს, ან ცუდად არ გახდეს… თუ მისი ინკლუზიურ სკოლაში შეყვანა მოვახერხე, მაშინ მეც ვიმუშავებ, ქმარს გვერდში დავუდგები და ცხოვრებაც შედარებით გაგვიმარტივდება. ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს ორგანიზაცია „ინტელექტს“, სწავლას დაგვიფინანსებს და მცირე ბიზნესს თუ წამოვიწყებთ, დაგვეხმარება, გრანტს მოგვცემს. მინდა სტილისტობა ან კერვა ვისწავლო… თუ პროფესია მექნება, მაშინ სამსახურსაც ადვილად ვიშოვი“, – ფიქრობს გიული ბიბინიძე. მისგან განსხვავებით მთვარისა ხილაძე ახერხებს ერთჯერადი სამუშაოების შოვნას. იგი სასურსათო მაღაზიებს დროდადრო პროდუქციის დახარისხებაში ეხმარება და აღებული „კაპიკები“  ოჯახში შეაქვს.

 

ოთხ ბორბალზე ბიზნესის აწყობა სარისკოა

 

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრები დავით დიასამიძე „ინტელექტის“  მიერ შეთავაზებულ სერვისებს მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და თვითონაც აპირებს ჩაერთოს პროექტში. მას მცირე ბიზნესის დაწყება სურს და ცდილობს შესაბამისი გრანტი მიიღოს. ამბობს, რომ „ოთხ ბორბალზე და მეცხოველეობა-მეფრინველეობაზე ბიზნესის წამოწყება სარისკოა. შეიძლება გავაკეთოთ ავტომობილების სამრეცხაო,  წისქვილკომბინატი… მე პირადად ვგეგმავ ფქვილის, ქატოს და მსგავსი პროდუქტების საბითუმო მაღაზიის გახსნას. ასეთი მაღაზიები სეზონურად ყოველთვის მუშაობს“.

 

დიასამიძე „ოცნების ქალაქში“  ბათუმიდან მოვიდა. მიზეზი ოთხი ძმის ერთ სახლში ცხოვრება გახლდათ: „იძულებული გავხდით, გავნაწილებულიყავით. 40 კვადრატულ ბინაში ოთხი ძმა ცოლ-შვილით ვერ იცხოვრებდა. მე მეუღლე და ორი შვილი მყავს. მართალია, ურთულეს პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.“

 

ჰიგიენა და ოცნების ქალაქი

 

„ოცნების ქალაქში“  ყველაზე მეტი ჯაფა დიასახლისებს ადგათ. მათ არაჯანსაღ გარემოში უნდა შეძლონ ქმარ-შვილის მოვლა და ოჯახში ჰიგიენის დაცვა. ამიტომაც არიან წყალს დადარაჯებული, დილით პლასტმასის ჭურჭლები უნდა შეავსონ, რომ საღამომდე ეყოთ, შემდეგ ჭურჭლისა და ტანსაცმლის გარეცხვა უნდა მოასწრონ. აქ არც აბანო აქვთ და არც ცხელი წყალი. წვიმის დროს 20 კვადრატულ ფართობში, რომელიც ერთდროულად საძინებელიც არის, მისაღები ოთახიც და სამზარეულოც, სარეცხსაც აშრობენ. ჭერში გაბმული თოკიდან სველ ტანსაცმელზე გამავალი წვეთები ერთიანად ასველებს ქოხში ყველაფერს… სარეცხი მანქანა და საშრობი „ოცნების ქალაქის“  მცხოვრებთათვის მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა.

 

ნათია ნავალაძე დიასახლისია. იგი ოცნების ქალაქში  ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ჰიგიენის პრობლემა აწუხებს: „ჩვილი ბავშვი მყავს და დღეში რამდენჯერმე სჭირდება დაბანა. ამ პატარა სახლში მოგროვებული წყლის შესანახი ადგილიც ჭირს. არც აივანი გვაქვს, წვიმის დროს სარეცხის დასაფენად რომ ვისარგებლოთ… ძალიან ცუდ დღეში ვართ“.

 

ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს „ოცნების ქალაქში“ მიგრანტი გიული ბიბინიძეც. სოციალურად დაუცველმა დედამ აქ ცხოვრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის, რომელსაც არაორგანული ნევროზი აქვს, ინკლუზიურ სკოლაში წერა-კითხვის სწავლის შესაძლებლობა მიეცა, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს: „ოცნების ქალაქში“  დაარსების დღიდან ვცხოვრობთ ჩემი ოჯახი. ძალიან გამიჭირდა აქაურ პირობებთან შეგუება, მაგრამ შვილის ხათრით ვუძლებ. სოფელში ბავშვი დამეჩაგრებოდა (ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულიდან ვართ), რადგან იქ ინკლუზიური სკოლა არ არის. აქ სახელმწიფოს შემწეობით ვარსებობთ, მაგრამ ახლა ესეც შეგვიჩერეს. სექტემბრიდან გვპირდებიან აღდგენას და ველოდებით… ჩემი მეუღლე თურქეთში დადის, ხან ჩაის კრეფს და ხან თხილს, დარში თუ ავდარში, რომ საჭმელი არ მოგვაკლდეს. ავადმყოფ ბავშვთან წამლებიც გვესაჭიროება, რასაც ჩემი ქმარი გამოიმუშავებს, წამლებში მიდის. ახლა სკოლაც იწყება და ათასი რამე სჭირდებათ ბავშვებს…“

 

ბიბინიძეები 20 კვადრატული მეტრ ფართობის ქოხში ხუთნი ცხოვრობენ. „შვილები 12, 15 და 16 წლის მყავს. ამ ფართობზე გვაქვს საძინებელი, სტუმრის მისაღები, სამზარეულო, აბანო-ტუალეტი. როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, სუნთქვა ჭირს ამ სივიწროვეში, მაგრამ ვუძლებთ, იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ გვაქვს!“  – ამბობს გიული. მიუხედავად რთული საცხოვრებელი პირობებისა, გიული ბიბინიძე კარგი მომავლის იმედს არ კარგავს და მეზობლებსაც აგულიანებს: „უფლება არ გვაქვს იმედგაცრუებულები და ხელმოცარულები ვიყოთ, ამ რთულ პირობებს უნდა გავუმკვლავდეთ! ჩვენ ამას შევძლებთ!“

 

„ოცნების ქალაქელი“  დიასახლისები ჰიგიენის სახლის მშენებლობის მოლოდინში არიან: „ჩვენს დასახლებაში „ინტელექტის“  მიერ შემოთავაზებული ჰიგიენის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა აშენდეს. თუ გვინდა დავიცვათ ჰიგიენა ოჯახში, ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ უსაფრთხო გარემოში და ჩვენც  –  დიასახლისებმა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი დაავადებები, რაც შეიძლება ანტისანიტარიულ პირობებს და დიდი ხნით წყალში მუშაობას მოყვეს, გამოსავალი სწორედ მსგავსი სახლის არსებობაშია. ესეც რომ არა, ამ რთულ პირობებში ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქდება ჯაფა და გაგვიმარტივდება ცხოვრება“.

 

ჰიგიენის სახლის მშენებლობის იდეა არა მარტო დიასახლისებს, არამედ მამაკაცებსაც მოსწონთ. „თუ მთავრობა ნებას დართავს, მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? თანაც ჩვენს პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: აქ არის ბევრი მაწანწალა ძაღლი ტილებით, რწყილებით და სხვა მწერებით, რომლებთანაც ბავშვებს აქვთ შეხება. მშობლებს გვეშინია მათ არ გადაედოთ“, – ამბობს დავით ცეცხლაძე.

 

დავით დიასამიძე კი შიშობს, რომ „წყალი იქნება ჰიგიენის სახლისთვის პრობლემა. საღამოობით, ექვსის მერე მოდის ორი საათით. არადა, ამ დასახლებას ჰიგიენის სახლები სასწრაფოდ სჭირდება.“

 

„ოცნების ქალაქი“ ამ დროისთვის თითქმის დაცარიელებულია. `დასახლებას მცირეწლოვანი ბავშვების ჟრიამული ახალისებს მხოლოდ, ბავშვების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ტირიან მხოლოდ მაშინ, როცა შიათ, ან თოთო სხეულზე „ზელიონკით“ დაფარული მწერების ნაკბენები ექავებათ. აგერ – იგერ კამათლების ხმაც ისმის. ეს დასახლების უხუცესი თაობაა, რომელსაც საშოვარზე წასვლა არ შეუძლია და დრო ქოხების ჩრდილში ნარდის თამაშში გაჰყავთ.

 

 

ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

პროექტის მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში ფარგლებში. 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

მისამართიბათუმიაღმაშენებლის 13 ტელ: 24 16 40;  ფაქსი: 24 16 50



მობ: 592 57 18 00; ელფოსტა:info@intellect.org.ge

ვებგვერდი: www.intellect.org.ge

დაკავებულია კანონიერი ქურდის ოთხი ახლობელი

 

ლავასოღლის დეიდაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების წინ
ლავასოღლის დეიდაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების წინ

შს სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რომან კეკიაშვილი 9 სექტემბერს ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 აბი, აბის ნატეხი და ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. რომან კეკიაშვილი მინდია გორაძის [„ლავას-ოღლის“] დეიდაშვილია.

 

ბრალდებული სასამართლო დარბაზში 10-მა პოლიციელმა შემოიყვანა. „არ დამღუპო“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა. კეკიაშვილმა მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰყავს ცოლი და მუშაობს, პოლიციელებმა კი მას ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს: „შენ ხარ ლავასოღლის დეიდაშვილი, ეს წამალი შენ გეკუთვნისო, მითხრეს და მუშტები მირტყეს თავში, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“.

 

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მოწმეზე, რომელიც კეკიაშვილის მეგობარია და დაკავების პროცესს ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, მოწმეს პოლიციაში ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე, რომელსაც არ ეთანხმება. ადვოკატმა მოწმის გამოკითხვის ოქმი მოსამართლეს გასაცნობად გადასცა და განმარტა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით აპირებს მიმართოს პროკურატურას.  

 

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ თქვა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდების არსებობას: „ვერავინ იტყვის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია. მას აქვს ბიზნესი და არჩენს ოჯახს. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, ვერ გახდება მისი პატიმრობის საფუძველი. 23 აგვისტოს მას ჩაუტარეს ნარკოლოგიურში შემოწმება და არ აღმოაჩნდა მოხმარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რესოციალიზაცია მოვახდინეთ პირობითი მსჯავრის დროს [ბრალდებული ადრე ნასამართლევია სსკ 273-ე მუხლით და ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული-ავტ.]. ლავასოღლის დეიდაშვილობა – აი ესაა დანაშაული. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულებამ უნდა იარსებოს ამ დამახინჯებული ქმედებებით, რასაც ჰქვია ჩადება“.

 

დაცვის მხარე კეკიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას 40 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.

„ბრალდების მხარე აპელირებს იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა ზემოქმედება მოვახდინოთ მოწმეებზე. ეს არის აბსურდი – სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში არიან პოლიციელები: სულხან ზოიძე, ლევან სტამბოლიშვილი, ირაკლი გოგიტიძე, გურამ ირემაძე, ოლეგ გოგიტიძე. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო მოსამართლევ, ჩვენ პოლიციელებზე მოვახდენთ ზეწოლას?“ – განაცხადა ადვოკატმა.

 

გასულ კვირას პოლიციამ „ლავასოღლის“ კიდევ ორი ახლობელი დააკავა – ერთ-ერთი მისი სიძე – ბადრი ირემაძეა, ხოლო მეორე მეგობარი – მინდია წითელაძე.

 

გასულ კვირას ასევე მოსამართლე დავით მამისეიშვილისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მონაწილეობით დაიწყო ბრალდებულ გიორგი ჩოხაროღლის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. 28 წლის გიორგი ივლისში დააკავეს ბათუმში, თამარის გზატკეცილთან, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. გიორგი ჩოხაროღლიც „ლავასოღლის“ მეგობარია. ის პატიმრობიდან გირაოს – 40 ათასი ლარის საფუძველზეა გათავისუფლებული.

 

გიორგი ჩოხაროღლიმ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს „გადმოათრიეს~ მანქანიდან: „მათრიეს, მცემეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, ჯიბეში წამალი ჩამიდეს. მთავარ სამმართველოში მოვითხოვე წყალი და დამალევინეს. დამეწყო თავბრუხვევა, წამიყვანეს ნარკოლოგიურში, დამიდგინდა მოხმარება. კაპეზეში ცუდად ვიყავი, გამოიძახეს სასწრაფო, იქ არავის ვუცემივარ. თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“.

 

საქმის განხილვა 29 ოქტომბრამდე მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას და მთავარ პროკურორს მიმართა. მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის სავარაუდო წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო: „წერილობითი უარი უკვე მივიღეთ“.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, მინდია გორაძე მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გააძევეს, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის, როგორც კანონიერი ქურდი, ტელეფონის საშუალებით არჩევს საქმეებს აჭარაში. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მინდია გორაძე ზოგიერთ ბიზნესმენს მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას აიძულებს. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ დაუდასტურებიათ.

არჩილ ხაბაძე და დეპუტატები „შინაურულ“ ატმოსფეროში

 

 

ანზორ თხილაიშვილი

 

უმაღლეს საბჭოს წევრის ანზორ თხილაიშვილის თქმით, დეპუტატები არჩილ ხაბაძეს „შინაურ“ გარემოში ესაუბრნენ:

 

„არჩილ ხაბაძის მოწვევის მიზეზი ჩინეთში ვიზიტის დეტალების განხილვა იყო. გარდა ამისა,  ბევრი საკითხები დაგვიგროვდა, როგორც ბიუჯეტთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შინაურულ ატმოსფეროში განვიხილეთ“.

 

ანზორ თხილაიშვილის თქმით, შეხვედრისას იყო საკამათო საკითხები-ერთ-ერთი ასეთი საკითხი საზღვაო აკადემიისთვის გემის შეძენას შეეხებოდა.

 

„მივედით იმ დასკვნამდე, რომ  აკადემიამ უნდა წარმოადგინოს ბიზნეს-პროექტი და ამის შემდეგ განვიხილავთ გემის შესყიდვის საკითხს“, – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.

 

დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო 17 სექტემბრის უმაღლესი საბჭოს სხდომასთან დაკავშირებითაც, სადაც ოპოზიციის წევრები მთავრობის მისვლას ითხოვენ.  „ვთხოვეთ, რომ აუცილებლად დაესწროს სხდომას, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა იყო და 19-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მისი ანგარიშით გამოსვლას. ის თანახმაა, რომ გამოცხადდეს სხდომაზე, რადგან  ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დაეთანხმა“, – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.

 

დავით ბაციკაძე

 

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის  განცხადებით კი, არჩილ ხაბაძე 17 სექტემბრის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

 

„იმ ფარსში და კომედიაში რის დადგმასაც „ნაციონალური მოძრაობა“  აპირებს და როგორც გააკეთა ბიუჯეტის კორექტირების დროს, ამაში მონაწილეობას არ მიიღებს არჩილ ხაბაძე და არც ჩვენ“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ. 

 

დეპუტატი  ამბობს, რომ არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით აუცილებლად წარსდგება, ოღონდ არა 17 სექტემბრის სხდომაზე.

 

„ეს არ მოხდება 17-ში, მაგრამ წელს აუცილებლად წარსდება უმაღლესი საბჭოს წინაშე. ის, რომ უმაღლესი საბჭოს რვა წევრს შეხვდა, იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლეს საბჭოს პატივს სცემს“.

 

დავით ბაციკაძის თქმით, გარდა ამ დეტალებისა, შეხვედრაზე საუბარი იყო სოციალურ საკითხებზეც. „კითხვა დავსვი ხიჭაურის ბინებთან დაკავშირებით, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და არ უკანონებენ ბინებს“.   

 

არაოფიციალური ინფორმაციით, 17 სექტემბრის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხის დაყენებასაც აპირებენ. კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ამ პოსტზე თავიანთი კანდიდატი არ ჰყავთ. 

 

აღნიშნული თანამდებობა დავით ბაციკაძეს ეკავა, თუმცა ის 2015 წლის 20 თებერვალს ოპოზიციამ თანამდებობიდან გადააყენა. მის ადგილზე არჩეული ჯემალ ფუტკარაძე კი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ არალეგიტიმურად ცნო.  

გრანტები მიგრანტებისთვის

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტიგთავაზობთ:

 

  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას. დაფინანსების მინიმალური რაოდენობა – 200 ევრო, მაქსიმალური  – 500 ევრო.

 

  • მცირე ბიზნესის დაფინანსებას. დაფინანსების მინიმალური რაოდენობა  –  500 ევრო, მაქსიმალური  –  4 000 ევრო.

 

  • უფასო იურიდიულ კონსულტაციას და იურიდიულ მომსახურებას, თქვენთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.

 

აღმოაჩინე შენში შესაძლებლობა!  მიიღე პროფესიული განათლება! დაიწყე ბიზნესი!

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მის.: ბათუმი, აღმაშენებლის 13,IV სართული.

ტელ.: (0422) 24 16 50 მობ.: 592 57 18 00

ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი

 

ფეოდალიზმი და თანამედროვეობა

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

 

დროში აცდენილი ეს ორი განსხვავებული მოცემულობა  თავისი არსით ურთიერთსაწინააღმდეგო  ლოგიკაა. მეტი სიცხადისთვის, ფეოდალიზმი არის განმანათლებლობის ეპოქამდელი პოლიტიკური სისტემა და მის დღევანდელ მოდელს შეიძლება  ავტორიტარიზმი ვუწუდოთ. ავტორიტარიზმი თავისი ბუნებით ერთმმართველობას და რესურსებზე სრულ წვდომას ნიშნავს. ეს არის მმართველობა, სადაც დომინანტ აზრს სხვადასხვა მანქანებით (ხშირ შემთხვევაში ძალადობრივად) საზოგადოებას ახვევენ თავს და ამ პროცესში ზარალდება ყველა და, პირველ რიგში, ზარალდება აწმყო.

 

აწმყო, როგორც დროის მონაკვეთი, არის ყველაზე რეალური და ხელჩასაჭიდი, რომელიც ცხადდება თანამედროვეობაში, თანამედროვეობა თავისი არსით ქმნის თამაშის წესებს  აწმყოსთვის და ფორმირდება სახე,  რომლითაც წარსდგები საერთაშორისო კონკურენტულ ბაზარზე. აქ ერთის მხრივ ხელში გვაქვს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი ავტორიტარული უნარები და მეორეს მხრივ საბაზრო წესები, რომელიც ითხოვს შემოქმედებითობას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხულია თავისუფლების გარეშე. 

 

ფეოდალიზმი და მემკვიდრეობითობა

 

ფეოდალური მემკვიდრეობა ქართულ პოლიტიკაში  სახეცვლილად არის ფესვგადგმული, იგი სხვათა დამცრობა-დაკნინების ხარჯზე საზრდოობს და  ხასიათდება დაუსრულებელი მერკანტილიზმით (შეძლებული ოჯახი, გავლენიანი წრე და ა.შ). იგი ანადგურებს შესაძლო სიახლეს და ყველაფერს ახლებურს. აშინებს ახალი ადამიანები და ამიტომაცაა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, „ცვალებად იგივეობას“ გვთავაზობს. იგი არ მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის (პოზიტიური კუთხით) და საზრდოობს წარსულით, რომელიც უკვე გავლილია და რომელსაც გონიერი, საკუთარ ბედზე დაფიქრებული საზოგადოებები მხოლოდ მაგალითებისთვის იყებენებ. მხოლოდ წარსულით ცხოვრება არაპრაგმატული, მეტიც – სახიფათოა. იგი შთანთქავს აწმყოს და რეალურ შესაძლებლობებს გართმევს, იყო ანგარიშგასაწევი. ჩანდე ადექვატური  აწმყოში  გარდაუვალი პირობაა წარმატებისთვის.

 

 

პრობლემების სათავე, ანუ „კოკასა შიგა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

 

ქვეყანაში წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემების „გადაჭრას“ ცდილობს იგივე ხალხი, ვინც ეს პრობლემები შექმნა საკითხებისადმი თავისი დამოკიდებულებით, საკუთარი უნარებითა და ცოდნით. მათ არ შესწევთ ძალა სიტუაცია შეაფასონ აწმყოში, პრობლემათა გადაჭრის გზები მათთვის არის გასული საუკუნის ხედვით ნაკარნახევი. ეს ზოგჯერ გაცნობიერებულად ხდება და ხანაც „მამათა“ (როგორც თაობის) კარნახით. დღეს ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მცირედი რესურსია ამ რაოდენობის პრობლემებთან გასამკლავებლად. ეს არის რეალობა, სადაო და არასახარბიელო რეალობა, მაგრამ მაინც რეალობა.

 

პოლიტიკური მემკვიდრეობითობა

 

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ არ არსებობს პოლიტიკურ იდეათა და რწმენათა მემკვიდრეობითობა. თაობები (პოლიტიკური ჯგუფები) ერთამენთს არ გადასცემენ გასაკეთებელ საქმეთა ნუსხას. ისინი სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას უმართავენ ერთამენთს კონკურენციის პროცესში და შემდეგ წინარე გუნდების განადგურებით არიან დაკავებული წლების განმავლობაში, ამას  აკეთებენ ისე, რომ კანონის უზენაესობის შირმით ინიღბება რეპრესიები. თუმცა, ამ დროს გამონაკლისებიც დასაშვებად მიაჩნიათ (თუ ფინანასური ინტერესია განსაკუთრებით მაშინ).

 

რადიკალური ბრძოლა ახასიათებს ზუსტადაც რომ ავტორიტარიზმს და ამიტომაც ვამბობ, რომ თუ რამე დაილექა ჩვენს აზროვნებაში, ეს არის ფეოდალურ-ავტორიტარული ქცევა, როცა სასწორზე ყველაფერი დევს, არამარტო ხელისუფლება, არამედ მდგომარეობა, სტატუსი, ათწლეულობით ნაგროვები ქონება, ოჯახისა და პერსონალური პრესტიჟი. მოკლედ, საბრძოლველი ბევრი აქვთ და გასაკეთებელ საკითხთა ნუსხა არავის  ზრუნვის საგანს არ წარმოადგენს, ყველა საკუთარი გალავნის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული. ამ ქაოსში ვის ახსოვს სახელმწიფო ინტერესი?! ეს კითხვა აშკარად რიტორიკულია.

 

ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი

 

მოცემულობა გვაქვს უმძიმესი, გეოპოლიტიკით, უგუნურობით, სიხარბით, გამოუცდელობით თუ სხვა რამით განპირობებული, ხელში პრობლემების მეტი არაფერი შეგვრჩა. პრობლემა იგივე იქნება მანამ, სანამ პოლიტიკური სპექტრი იქნება იგივე. სანამ არ ჩამოყალიბდება საზოგადოება, რომ თანამედროვეობაში საჭიროა თანამედროვე ხედვები. არააკადემიურობა და არასოლიდურობა პოლიტიკაში  ქმნის მუდმივ ქაოსს, ეს არ არის კოსმიური ქაოსი, რომელმაც ერთი დღე შეიძლება მოიტანოს წესრიგი, ეს ძალიან კონკრეტული ქაოსია, რომელიც ერთი დღეს ამ ქვეყანაში წაშლის ყველას და ყველაფერს და მერე გალავანიც დაუცველი დარჩება და მისი მაშენებელიც.

 

 

 

BATUMI MusicFest -ს ორი გამარჯვებული ჰყავს

 

კონკურსისი გამარჯვებული -მარიამ ობოლაშვილი

 

 

 ნორჩი ტალანტების კონკურსში მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.  კონკურსისთვის 14 ბავშვი შეირჩა. მათგან გამარჯვება მხოლოდ ორმა – მარიამ ობოლაშვილმა და ილია ლომთათიძემ მოიპოვეს. ორივე გამარჯვებული თბილისიდანაა. ილია ლომთათიძე თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეა, მარიამ ობოლაშვილი კი თბილისის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მე-5 კლასის მოსწავლეა.

 

ახალგაზრდა ტალანტების კონცერტს ფესტივალის დამფუძნებელი  და იუნესკოს „ხელოვანი მშვიდობისთვის“ ტიტულის მფლობელი, ელისო ბოლქვაძე და იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილე ერიკ ფალტიც ესწრებოდნენ. 

 

ახალგაზრდა  ტალანტების კონცერტი ბათუმის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.   BATUMI MusicFest ის ფარგლებში  ახალგაზრდა შემსრულებლებს მასტერ-კლასები ჩაუტარდათ. 

 

კონკურსის მეორე გამარჯვებული ილია ლომთათიძე

 

 

 

 

არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში

როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის ოფიციალური მოტივი, უმაღლესი საბჭოს წევრების  პრეტენზიებია მთავრობის მიმართ.

ამ საკითხთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძის  კომენტარი მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდზე დაიდო.

„მაღლეს საბჭოში, რადგანაც მედეა ვასაძის და ნაციონალური მოძრაობის მიზანია შოუს დადგმა და არ მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მათ მიერ დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლში. საზოგადოებამ კარგად იცის ის პრობლემები, რაც დასმული იქნება უმაღლეს საბჭოს მიერ და ჩვენ პერმანენტულად ამაზე პასუხებსაც ვცემთ. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ამზადებს 9 თვის შედეგებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება შეჯამება, სადაც მოვიწვევთ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, მედეა ვასაძეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. სწორედ იქ ექნებათ მათ საშუალება და დრო დაგვისვან შეკითხვები”- განაცხადა არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოში მისვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

არჩილ ხაბაძის შეხვედრის შემდგომ კომენტარს, რამდენიმე წუთში  შემოგთავაზებთ.

ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის

 
 
 
სკოლის ახალი, 2 სართულიანი შენობა, შიდა სპორტული დარბაზით, 9 საკლასო ოთახით, ასევე კომპიუტერების ოთახითა და ბიბლიოთეკით – 200 მოსწავლეზეა გათვლილი.
 
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო – “შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლას გადაეცა საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარი”.
 
 
სკოლაში სწავლობს 90 მოსწავლე და დასაქმებულია 16 პედაგოგი.
 
 
 
 
ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში 18 პირველკლასელია, დღეს ყველა მათგანს საჩუქრად “ბუკი” გადაეცა.
 
 
სკოლის სამშენებლო სამუშაოები შპს “ამაგმა” აწარმოა.  სამუშაოების ღირებულება 450 000 ლარი იყო. 
 
 
სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარისჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.
 

პროექტი ”უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით”

„ინკლუზიური განათლების დანერგვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს თითოეული სასწავლო დაწესებულების, საზოგადოების ძალისხმევას ამ პროცესში ინდივიდუალური მიდგომის განსახორციელებლად. ამისათვის კი აუცილებელია ეფექტური სასწავლო პროგრამების, სპეციალური მეთოდიკის შემუშავება, პროფესიული თემისა და საზოგადოების მზაობა, ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება,” – ამბობს ციალა ტუღუში, პროექტის – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” ბათუმის მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი და ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი.

პროექტი – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” გასული წლის ივნისში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, და მას ასოციაცია „დეა”, “GNNT” ჯგუფსა და “სთეფ ფორვარდთან” ერთად ახორციელებენ. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ინკლუზიურ განათლებას სასკოლო საფეხურზე აქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა და ის მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით. ინკლუზიური განათლების პირველი მცდელობები უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის და ახლა გახდა მნიშვნელოვანი პროცესის შეფასება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობის საფუძველზე პროექტის სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა. მოვიწვიეთ ბრიტანელი ექსპერტი, რომელიც სხვა ევროპელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა ამ ქვეყნებისთვის ერთიანი მონიტორინგის ინდიკატორების შექმნაზე. მისი დახმარებით შევადგინეთ კითხვარი, რომელსაც ვიყენებთ მონიტორინგისთვის”, – ამბობს მანანა ინაიშვილი, პროექტის ბათუმის კოორდინატორი.

პროექტი – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” განხორციელდა სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. თითოეულ ქალაქში შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახდენდნენ ინსტრუმენტის პილოტირებას.

მონიტორინგისთვის ინსტრუმენტის პილოტირებისათვის ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეირჩა, რომელსაც ჰქონდა ინკლუზიური განათლების გამოცდილება.

ბათუმიდან პროექტის ფარგლებში მონიტორინგი განხორციელდა ოთხივე საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ბათუმის #3 საბავშვო ბაღში, #2 საჯარო სკოლაში, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსსა” და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.
„თითქმის ყველა სკოლაში დაინერგა ინკლუზიური სწავლება და დასამუშავებელია ხარისხის მეთვალყურეობის საკითხები. განათლების სამინისტრო მულტიდისციპლინურ გუნდს გვავალებს მონიტორინგს, თუმცა ორი და სამი ადამიანი ვერ შეძლებდა მთლიანი სისტემის კონტროლს, ამიტომაც ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც მოგვცა ინკლუზიური სასწავლო გარემოს შეფასების კითხვარი. ეს ინსტრუმენტი კარგად არის შედგენილი, და წარმოდგენილია თვითანგარიშის ფორმით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ, თავად რა აქვთ ამ სფეროში გაკეთებული და რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი. კითხვართან მუშაობის შემდეგ მონაწილეები უკვე სხვა თვალით უყურებდნენ მთელ სასწავლო პროცესს; მათთვის ნათელი გახდა, რომ პროცესების წინასწარ დაგეგმვაა საჭირო”, – აღნიშნავს ციალა ტუღუში.

ბათუმის მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი ნარგიზ გედენიძე ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებში ჯერ მაინც არ არის ინკლუზიური სასწავლო გარემო: „როცა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაბამის პირობებზე ვუსვამდით შეკითხვებს ადმინისტრაციას, ისინი გვპასუხობდნენ, რომ ასეთი ბავშვი არ ჰყავთ და რომ მას შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის პირობებს, თუ იქნება ამის საჭიროება. სინამდვილეში საგანმანათლებლო დაწესებულება მზად უნდა იყოს. ვფიქრობ, იმ სკოლებშიც კი, სადაც სპეციალური მასწავლებლები ჰყავთ, რთული მდგომარეობაა, პირველ საფეხურებს გადიან, ახლა სწავლობენ მიდგომებს, საჭიროა კადრების გადამზადება, ორი- და სამკვირიანი კურსები არ იქნება საკმარისი ამ შემთხვევაში, ბევრია სამუშაო. მარტივ მაგალითს გეტყვით: სკოლებში, სადაც გაკეთდა პანდუსები, მხოლოდ ერთ სართულზე შეუძლიათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს შესვლა. საჭიროა უფრო მეტად ადაპტირებული გარემო. პრობლემის მოგვარებად ესახებათ პანდუსის დადგმა, რესურსოთახის მოწყობა და სპეციალური მასწავლებლის მიღება, თუმცა ეს სამი კომპონენტი არ არის საკმარისი, ამით არაფერი მთავრდება, საჭიროა სასწავლო გარემოს მომზადება და სწავლების ხარისხის შეფასების სისტემის შემუშავება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი.”

მონიტორინგის ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ სწავლების ოთხივე საფეხური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური განათლების სრულყოფისთვის, ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევენ, რომ სწავლების ოთხივე საფეხურს განათლების სამინისტრო კურირებდეს. მანანა ინაიშვილი: „ხელშემშლელი ფაქტია ის, რომ ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და არა განათლების სამინისტროს. საჭიროა განათლება მოექცეს ერთიან სისტემაში, ისე შედეგს ვერ მივიღებთ. მით უფრო, რომ ბაღები მთლიანად დამოკიდებულები არიან ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რაც აფერხებს სასწავლო გარემოს განვითარებას.”

ნარგიზ გედენიძე მშობლების ნაკლებ ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ბაღებში, სკოლებშიც გვეუბნებოდნენ, რომ მშობლებიც ნაკლებად ჩართულნი არიან ამ საკითხების მოგვარებაში. ჩემი შვილიც საჭიროებდა ინკლუზიურ განათლებას, მაშინ, როცა ის დამყავდა სკოლაში, კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, ახლა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მშობლები ისევ უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. უნდა აღინიშნოს, რომ მარტო პედაგოგი და სამინისტრო ვერაფერს გახდება, ყველაზე დიდი აქცენტი მაინც მშობლებზე უნდა გაკეთდეს, მათი აქტივობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”. მისივე თქმით, მშობლების მეტი ჩართულობისთვის აუცილებელია მათი ინფორმირება და ქმედითი მონაწილეობის უზრუნველყოფა: „სწორედ სასწავლო გარემოს ერთ-ერთი ამოცანაა, რომ მშობელს დაანახო პერსპექტივა, რომ მისი შვილი განვითარებას შეძლებს” და რომ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებები აუცილებელი პირობაა ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისათვის.

„აპოლოში” საკონკურსო ფილმების ჩვენება დაიწყო

საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციიდან დღის 12:00 საათზე წარმოდგენილი იყო  მეთიუ ჰეინმანის [აშშ/მექსიკა] ფილმი – „კარტელის მიწა“, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას შეეხება.  ფილმში ასახულია პატარა მექსიკურ ქალაქში  უკანონო შეირაღებული დაჯგუფებების   მოქმედებები,  მონოპოლიური გავლენის მოსაპოვებლად.  

დოკუმენტური საკონკურსო ფილმების სექციიდან 14.00  საათზე ნაჩვენები იქნება სოფია ტურკიევიჩი, [ავსტრალია/ პოლონეთი/უკრაინა] ფილმი –  „ოდესღაც დედაჩემი“.   

 მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციიდან 16.00 საათზე  ნაჩვენები იქნება –  „ელექტრო ღრუბლების ქვეშ“,  ალექსეი გერმან უმცროსი, რუსეთი/ უკრაინა/პოლონეთი; 

18.30 საათზე  დოკუმენტალისტი, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი, 2003; 80 წთ;

20.30 საათზე  ქართველი რეჟისორის  ზაზა ხალვაშის  ფილმი – „სოლომონი“,  

23.00 – ჩემო კარგო ჰანს, ალექსანდრე მინდაძე, გერმანია/ რუსეთი, 2015; 110 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

2015­ წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით­ 40­ სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი­ 30­ ქვეყნიდან და­ 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი-­ მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან­ (მთლიანობაში­ 60-70 ­სტუმარი). 

Ad Black Sea – საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი

ვატო ქავთარაძე

როგორ გაჩნდა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ს იდეა?

Ad Black Sea არის რეკლამის ახალი საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანია დამკვიდრდეს საერთაშორისო საფესტივალო რუკაზე, გახდეს ყოველწლიური, პრესტიჟული, რეგიონალური ფორუმი და ხელი შეუწყოს რეკლამის და ზოგადად, საკომუნიკაციო დარგების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
ფესტივალი თავს მოუყრის რეკლამის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან – საქართველო, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი. მათთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ამ დარგის აღიარებული სპეციალისტები დასავლეთ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.
რა თქმა უნდა, ფესტივალი პირველ რიგში არის კონკურსი. Ad Black Sea-ს შემთხვევაში ის სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა.
თუმცა, ბუნებრივია, ფესტივალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა დარგობრივი სპეციალისტების შეხვედრების, ერთმანეთის გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.

ვინ არიან მოწვეული ჟიურის წევრებად? იქნებიან თუ არა საერთაშორისო ექსპერტები?

ჟიურის წევრებად მოვახერხეთ შეგვეკრიბა სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები არიან, მათ შორის: Cannes Lions, ADC*E, New York Festivals, Golden Drum, Epica და მრავალი სხვა. ხსენებული 3 კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეები იქნებიან თანამედროვეობის გამოჩენილი რეკლამის სპეციალისტები: Michael Conrad  – Berlin School of Creative Leadership-ის პრეზიდენტი (გერმანია); Farid Chehab, Leo Burnett MENA-ს საპატიო თავმჯდომარე და მრჩეველი (ლიბანი); Joao Daniel Tikhomiroff, Mixer-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე (ბრაზილია). ჟიურის სხვა წევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფესტივალის საიტზე: adblacksea.com.

როგორ იქნება ორგანიზებული სემინარული პროგრამა?

სემინარული პროგრამა, რომელსაც სასტუმრო “რედისონი” უმასპინძლებს, ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება. 25 და 26 სექტემბერს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სარეკლამო ინდუსტრიის გამოჩენილი სპეციალისტები მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

სპიკერები ისაუბრებენ რეკლამის სხვადასხვა ასპექტზე: კრეატიული ლიდერობა; ეფექტური storytelling-ი; storytelling-იდან storytelling-ამდე; ბრენდინგის პარადიგმა; ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში; ნაციონალური სიამაყიდან ნაციონალურ ბრენდამდე; ბრენდის კომუნიკაციის ევოლუცია; ტექნოლოგიების გავლენა კრეატიულობაზე, პოლარული მარკეტინგი და ბევრი სხვა.
სპიკერთა შორის წარმოდგენილნი იქნებიან: Ravid Kuperberg, Mindscapes-ის პარტნიორი და ტრენერი (ისრაელი); Leonid Feigin, Direct Design Visual Branding agency-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (რუსეთი); Indrek Viiderfeld, Tabasco -ს კრეატიული დირექტორი (ესტონეთი); Erik Heisholt, Heisholt Inc-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (ნორვეგია); Evgeny Primachenko, Wieden + Kennedy-ს კოპირაიტერი (ნიდერლანდები); Levan Lepsveridze, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (საქართველო) და მრავალი სხვა.

წვეულებებისა და არაფორმალური ურთიერთობებისთვის თუ მოიძებნება დრო?

Ad Black Sea – არა უბრალოდ სარეკლამო ფესტივალი, არამედ ერთგვარი კულტურული დღესასწაულიც გვინდა გახდეს ბათუმის ცხოვრებაში. მონაწილეებს ელით საკმაოდ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომელიც უამრავ აქტივობას მოიცავს. სტუმრებს ყოველდღიურად ექნებათ საშუალება ექსკურსიების მეშვეობით უკეთ გაეცნონ ბათუმსა და მის შემოგარენს. 24 სექტემბერს იქნება ფესტივალის საზეიმო გახსნა, მომდევნო დღეს _ ნინო ქათამაძის კონცერტი, შემდეგ – ქართული ფოლკლორის საღამო, ბოლო დღეს კი ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზეც გამოვლინდება ფესტივალის საუკეთესო ნამუშევრები. ყოველ საღამოს გვიანობამდე დაუკრავენ დიჯეები.

რა როლი აქვს ამ ფესტივალს საქართველოსთვის?

ვფიქრობ, საქართველოსთვის Ad Black Sea-ს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს არის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებისა და ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობა. დაახლოებით 15 წლის წინ საქართველოში ერთხელ თუ ორჯერ ჩატარდა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი და მახსოვს, რამდენად პოზიტიური გავლენა იქონია მაშინ მან ბევრ ადამიანზე, მათ შორის ჩემზე. სამწუხაროდ ის ფესტივალი შემდგომში ვერ განვითარდა და შეწყვიტა არსებობა.
იმ დროსთან შედარებით დღეს სრულიად ახალი, განსხვავებული ეპოქაა სარეკლამო კომუნიკაციებშიც და ზოგადად, სამყაროში; ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი გვერდი გადაგვეშალა და წვლილი შეგვეტანა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გაიზრდება და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ რეგიონალურ ფორუმად იქცევა.

მუსიკა მშვიდობისთვის – ელისო ბოლქვაძე დევნილი ბავშვების დასახმარებლად

ერიკ ფალტმა მადლობა გადაუხადა ქართველ პიანისტს ფესტივალისთვის და იმ სამშვიდობო მისიისთვის, რომელსაც ის იუნესკოს სახელით მთელ მსოფლიოში ახორციელებს:

„ეს კვირა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვზეიმობთ იუნესკოს 70-ე იუბილეს და ქალბატონმა ირინა ბუკოვამ, რომელიც იუნესკოს გენერალური დირექტორი გახლავთ, სპეციალურად მომანიჭა მე ეს მოვალეობა რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თვალყური ვადევნო თუ როგორ ხდება იუნესკოს იუბილეს აღნიშვნა. მე განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება.

მიზეზი, თუ რატომ მიმაჩნია რომ საქართველოში განსაკუთრებული პატივი მიაგეს იუნესკოს იუბილეს აღნიშვნას არის არა მარტო ის რომ იუნესკო მსოფლიო მასშტაბის ორგანიცაა, არამედ იმიტომ რომ საქართველოში პატივს სცემენ  იმ იდეას, რომლის საფუძველზეც დაარსდა იუნესკო და მანდატებს რომელიც გააჩნია იუნესკოს კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კომუნიკაციის და ა.შ. მიმართულებით.


ერიკ ფალტი

ასევე მინდა ელისოს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ერთგულებისთვის რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იჩენს და ძალიან ვაფასებ იმ წვლილს, რომელიც შეაქვს იუნესკოს საქმიანობაში.

ელისო გახლავთ ის პიროვნება, რომელსაც ძალიან მაღლა უჭირავს  საქართველოს დროშა იუნესკოში და მიზანი ჩვენი საქმიანობის არის ის რომ მხარი დავუჭიროთ და შევაგროვოთ გარკვეული  თანხები იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც ლტოლვილები არიან.  განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ლტოლვილი ბავშვებისთვის. ჩვენ დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა პალესტინელი ბავშვების დასახმარებლად და დღეისთვის, გაეროს თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გვინდა გავზარდოთ  დახმარების მასშტაბი.

ვაფასებ ელისოს მცდელობას, რომელიც მიმართულია სირიიდან გამოდევნილი ბავშვების დასახმარებლად. დღეს მთელ მსოფლიოს აღელვებს ეს საკითხი. ისიც ვიცით თუ რაოდენ რთულ პირობებში უხდებათ ყოფა და ელისო სწორედ ამ კუთხით ეხმარება ჩვენს ორგანიზაციას“- განაცხადა ერიკ ფალტმა.

მან ასევე ისაუბრა მუსიკის როლზე მშვიდობის დარგში და თქვა რომ  მუსიკა არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის რომ სწორედ მუსიკის მეშვეობით მოხდეს ჰარმონიის გაზიარება ადამიანებისთვის.

ერიკ ფალტმა ქართულ მუსიკალუ მემკვირეობაზეც ისაუბრა:

„მე ვიცი რომ მუსიკა საქართველოსთვის  არის ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და განეკუთვნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს სფეროს.  ამ ფესტივალით კი არა მარტო ქართულ მუსიკას ვეცნობით, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მუსიკოსების ხელოვნების ნახვის შესაძლებლობა გაგვაჩნია“.

ელისო ბოლქვაძე

ფესტივალი BATUMI MUSIC FEST-ს რომელიც ელისო ბოლქვაძემ დააარსა, ბათუმში მესამედ ტარდება.

„გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, ვფიქრობ, ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი   სერიოზული განაცხადი გაკეთდა, რადგან გვაქვს ძალიან სერიოზული მასტეკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის. ვფიქრობ რომ ფესტივალს აქვს დიდი დანიშნულება და დარწმუნებული ვარ შედეგიც არ დააყოვნებს. გარდა ამისა, მე როგორც არტისტს,  ბავშვების საგანამანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა პეციალურად მაქვს აღებული“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

”აჭარისწყალი ჯორჯია” მთაში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების წარმოსაჩენად


– ნინო, დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ მოხვდით კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯია “-ში?

– როცა კომპანიაში გასაუბრებაზე მოვედი, პროექტი ჯერ საწყის ეტაპზე იყო, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაში. პირველივე დღეს ცხადად დავინახე, რომ კომპანია ,,შუახევიჰესის” მშენებლობის განხორციელების პროცესში არაერთი პრობლემის წინაშე დადგებოდა. ასე ვთქვათ, გამოწვევა მივიღე და კომპანიის საქმიანობაში ჩავერთე. მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მოსახლეობის სწორი ინფორმირება პროექტის შესახებ, დავდიოდით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში და მოსახლეობას ვუყვებოდით ჩვენი გეგმების შესახებ, იყო პროტესტი, ბევრი წინააღმდეგობა, ჩვენ არ ვუშინდებოდით სიძნელეებს და ვცდილობდით თითოეული მათგანისთვის დაგვენახვებინა, თუ რამდენად ნიშვნელოვანი იყო შუახევიჰესის აშენება რეგიონისთვის და თითოეული მცხოვრებისთვის. პარალელურად ტარდებოდა არაერთი საჯარო განხილვა გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი მიზანი იყო წარმატებული პროექტი განგვეხორციელებინა, რომელიც თავის თავში მოიცავდა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და გარემოს მაქსიმალურ დაცვას, პროექტის მშენებლობის პროცესში. ამ გადმოსახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმ არაერთი გამოწვევისა, რაც შემდგომ კი ადგილზე წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე ვგეგმავთ საპასუხო აქტივობეკომპანიის გუნდთან ერთად გავიარე, ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი. მე ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც ყოველდღიურად მეხმარება პროფესიულ განვითარებაში, სადაც დაცულია ყველა თანამშრომლის უფლება, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს მხარში უდგანან, გამოწვევასა თუ წარმატებას ერთად იზიარებენ.


– თქვენი კომპანია ლამის ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც თავისი პროექტის განხორციელების პარალელურად აიღო სოციალური პასუხისმგებლობაც. ხომ არ გაქვთ რაიმე ისეთი კომპონენტი, რომელიც ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მისცემდა?

– ვცდილობთ, შევიმუშაოთ სოციალური პროექტები, რაც ქალების შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. მაღალმთიან აჭარაში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები ქალის როლსა და ფუნქციაზე, რომელიც მხოლოდ ოჯახის მოვლითა და შვილების აღზრდით შემოიფარგლება. ჩვენ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტებით ვცდილობთ ქალის როლის გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების გაზრდას. ჩვენ სოციალური პროექტების დაგეგმვის პირველ ეტაპზე ჯერ ვიკვლევთ რეგიონის პრობლემატიკას, შემდგომ კი ადგილზე წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე ვგეგმავთ საპასუხო აქტივობებს. ყველაზე დიდ სირთულეს, რასაც ვაწყდებით მუშაობისას, წლების მანძილზე გამჯდარი სტერეოტიპებია ქალებისა და მამაკაცების უფლება-მოვალეობების შესახებ. ვგეგმავთ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც გამოიწვევს ქალების ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას. მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს ქალების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.

ამ ეტაპზე ვახორციელებთ პროექტს ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე, რომლის ფარგლებშიც, კომპანია აფინანსებს საუკეთესო ბიზნესიდეებს. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტში ქალები აქტიურად არიან ჩართულები, რაც ჩვენ ორმაგად გვახარებს.


– თქვენი აზრით, რა სჭირდება ქალს წარმატებისთვის, განსაკუთრებით მთაში. როგორია თქვენი ხედვით წარმატებული ქალი?

– ზოგადად, წარმატების აღქმა ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი მიიჩნევს, რომ ქალი მაშინ არის წარმატებული, როდესაც აქვს პროფესია და კარიერა, ზოგისთვის კი წარმატება კარგი შვილების გაზრდა და ყოველდღიური ოჯახური საქმიანობაა. პირადად ჩემთვის ქალის წარმატებულობა მხოლოდ კარიერული წინსვლით არ შემოიფარგლება, ამას მრავალი დამატებითი ფაქტორი განაპირობებს. არჩევანის თავისუფლება, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქალს სჭირდება წარმატების მისაღწევად.

კომპანია ,, აჭარისწყალი ჯორჯიას “ ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია მჭიდრო კომუნიკაცია პროექტის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ეფექტური დიალოგის განხორციელების მიზნით შექმნილ საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მათ მთავარ ფუნქციას პროექტის შესახებ მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. საინფორმაციო ცეტრებში, ძირითადად, ქალი თანამშრომლები გვყავს. ერთ-ერთი მათგანი, შუახევის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, ინგული დავითაძე, კომპანიას ორი წლის წინ შეუერთდა. პროექტის არეალში მცხოვრებ ქალებზე ის უკეთესად მოგიყვებათ.


ინგული დავითაძე

– ინგული, თქვენი აზრით, რამდენად აქვს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება?

– ,,შუახევიჰესის“ პროექტის არეალში და ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს ნაკლებად აქვთ საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება. ისინი, ძირითადად, საოჯახო საქმიანობით არიან დაკავებული. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ოჯახი, ტრადიცია, შეხედულებები. ქალებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ საზოგადოებრივად აქტიურები გახდნენ. მათი ნაწილი ამას ახერხებს, რაც, განსაკუთრებით ამ გარემოში, ძალიან დასაფასებელია.


– თქვენი აზრით, რა არის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების მთავარი გამოწვევა?

– ბრძოლა ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანი შესაძლებლობების აღიარებისთვის. თუმცა ჩვენთან ძირითადი პრობლემა, თავად ქალებშია, მე ასე მგონია. პირველ რიგში ქალებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია – თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი იქნებიან, გაცილებით ადვილად გადალახავენ იმ დაბრკოლებებს, რაც რთულად დასაძლევი ეჩვენებათ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის შესაძლებლობა თანაბარია, უბრალოდ, გააჩნია რა არის საზომი. ერთ ადამიანს კონკრეტული საქმე უკეთ გამოსდის, ვიდრე მეორეს – ეს ხომ ბუნებრივია.


– მიუხედავად ამ გამოწვევებისა, თქვენი კომპანიის საინფორმაციო ცენტრების უმეტესობაში სწორედ ადგილობრივი ქალები მუშაობენ. მათ როგორ შეძლეს ამ დაბრკოლებების გადალახვა?

– მათ ნამდვილად შეძლეს და დაძლიეს ყველა არსებული დაბრკოლება. მერწმუნეთ, მათი წარმატება ორმაგად დასაფასებელია იმ გარემოდან გამომდინარე, სადაც ცხოვრობენ. დღეს ისინი კომპანიის მნიშვნელოვან ბირთვს წარმოადგენენ. იღებენ გადაწყვეტილებებს, ლახავენ გამოწვევებს, გეგმავენ და კონტროლს უწევენ მნიშვნელოვან პროექტებს და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან წარმატებული ქალის ახალ სახეს მაღალმთიან აჭარაში.

ინგლისური ენის მასწავლებლების ტრენინი
ინგლისური ენის მასწავლებლების ტრენინი


აჭარის სამ სკოლაში სწავლა დაგვიანებით დაიწყება

 

 

 ბატონო სულიკო, რა მთავარი პრობლემის, გამოწვევის მოგვარება მოხერხდება წლევანდელი სასწავლი წლის დასაწყისისთვის?

 

ასეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა.

რამდენი საჯარო სკოლა გარემონტდა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე და რამდენი დაიხარჯა მშენებლობაზე?

წელს 28 ობიექტზე მიმდინარეობდა სამუშაოები. ხუთი ახალი სკოლის მშენებლობა გვქონდა, დანარჩენ სკოლებს კი რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ორშაბათს ქობულეთში ახალაშენებულ სკოლას ვხსნით, ბათუმში პირველ საჯარო სკოლაზე მიმდინარეობს ახალი კორპუსის მიშენება, ორწლიანი პროგრამაა და მომავალ წელს დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.

რამდენი სკოლის დასრულება ვერ მოესწრო?

 ხუთი სკოლა შენდება ორწლიანი პროგრამის ფარგლებში და ამიტომ წელს ვერ მოესწრო, მომავალში დასრულდება. ეს სკოლები მუნიციპალიტეტებშია. სკოლებზე, როგორც მშენებლობაზე, ასევე რეაბილიტაციაზე, მთლიანობაში შვიდ მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა.

 

არის ისეთი სკოლები, სადაც დაგვიანებით იწყება სწავლა რაიმე მიზეზით?

 ასეთი სამი სკოლა გვაქვს. ხულოს მუნიციპალიტეტში გვაქვს ძირკვაძეების საჯარო სკოლა, შუახევში, სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა და ქედაში, სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა. სწავლის დაგვიანებით დაწყების მიზეზი სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობა გახდა. სწავლა ამ სკოლებში ოქტომბერში განახლდება. ფურტიოში მოქმედი სკოლა გამგეობასთან ერთად სხვა ადგილზე გადაგვაქვს და სწავლა ორი კვირის დაგვიანებით განახლდება.

 


თუ არის ახალი სატრანსპორტო საშუალებები შეძენილი იმ სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეებს შორი მანძილის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად?

 ყველა იმ სკოლაში, რომლებიდანაც მოთხოვნა იყო, ტრანსპორტის ხაზი დანიშნულია. ბათუმის გარდა ყველა რაიონში გვაქვს ტრანსპორტი დანიშნული. ზუსტი რაოდენობა ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ბევრია.

 

 სკოლებში წიგნების დარიგების პროცესი მიმდინარეობს, ზედამხედველობას განათლების სამინისტრო უწევს თუ რესურსცენტრი?

 ეს არის საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა, მათ შემოაქვთ წიგნები და მეთვალყურეობასაც მათივე წარმომადგენლები უწევენ. ამჟამად სახელმძღვანელოები ბათუმის ყველა საჯარო სკოლისთვის გვაქვს მიღებული.

 

 რამდენი მოსწავლეა წელს საჯარო სკოლებში?

 47 134 მოსწავლე გვყავს სულ. აქედან, 7 380 მოსწავლე – კერძო სკოლაში. პირველკლასელი კი 4057-ია.

 

ახალი კერძო სკოლები თუ გაიხსნა წელს?

 კერძო სკოლები ჩვენთან არ რეგისტრირდებიან, მაგრამ თუ არ ვცდები, ახალი სკოლა არ გახსნილა.

BIAFF-ი გაიხსნა [ფოტო ვიდეო]

ოთარ იოსელიანი


ფესტივალის  მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა ხარვეზების გამო ბოდიში მოიხადა: „როცა არ გაქვს დიდი კინოთეატრი და ყველაფრის თავიდან აწყობა გიწევს, ხანდახან შეიძლება იყოს დაგვიანება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით აუდიტორიას“.

ოთარ იოსელიანმა ფესტივალზე და ბათუმზე ილაპარაკა: „ბათუმის კინოფესტივალი არის შესანიშნავი წამოწყება. მე ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი ფესტივალის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ბათუმი ძველი ქალაქია, ბათუმი ნაიარევი ქალაქია. ბათუმი დამახინჯებული ქალაქია. დღევანდელი ბათუმი აღარ არის ძველი ბათუმი. ლას-ვეგასს  გავს და ეს ვიცი  საიდანაც წამოვიდა, ვინ არის ამის მთავარი არქიტექტორი“.

BIAFF  ყოველწლიურად გასცემს პრიზს კინემატოგრაფიაში შეტანილი   წვლილისთვის. ფესტივალის გახსნის დღეს ეს პრიზი  პოლონელ  მსახიობს,  მაია კომოროვსკას გადასცეს.

ფესტივალის გახსნაზე ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტის რეზო ჭეიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ხვალ 14 სექტემბერს ფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“  მეთიუ ჰეინმანის [აშშ/მექსიკა]  ფილმის „კარტელის მიწა“ ჩვენებით გაგრძელდება. ფილმი დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს ნაჩვენები იქნება სოფია ტურკიევიჩის ფილმი [ავსტრალია/პოლონეთი/იკრაინა] – „ოდესღაც დედაჩემი“ და სხვა ფილმები. 

კადრი ფილმიდან „ზამთრის სიმღერა“

ფესტივალის სტუმრები

იარაღის ტარების უფლება სამსახურის უფროსის მრჩეველს

 

თანამდებობის პირები, რომლებსაც საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ტარების უფლება აქვთ:

 

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამ­­სა­ხურის უფროსის მოადგილე.

2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩე­ვე­ლი, სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე.

3. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამსახურის სამმართველოს უფ­­რო­სის მოადგილე.

4. სამსახურის ინსტრუქტორ-კონსულტანტი, სამსახურის ექსპერტ-ანა­ლი­ტიკოსი.

5. სამსახურის განყოფილების უფროსი, სამსახურის განყოფილების უფ­რო­სის მოადგილე.

 6. სამსახურის დაზვერვის ოფიცერი, სამსახურის მთავარი სპეცია­ლის­ტი.

 7. სამსახურის დაცვის ოფიცერი, სამსახურის დაცვის თანამშრომელი.

 

ლევან კობიაშვილი ბათუმში სტადიონის გახსნას დაესწრო

 

მერიის ინფორმაციით, ბარცხანის დასახლებაში სტადიონის მშენებლობისთვის, რომელიც გუშინ გაიხსნა, ბიუჯეტიდან 178 ათას 999 ლარი იყო გამოყოფილი. ხოლო სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,გლობალ სტანდარტმშენმა“ განახორციელა.

 

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია, ის ახლა ერთგვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფება.

 

სტადიონის გახსნის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალები გიორგი ერმაკოვის ოფიციალური ფესიბუქ გვერდით გავრცელდა.

ერთადერთი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

ვლადიმერ ხიჩეგაშვილი მსოლიო ჩემპიონი გახდა | 12 სექტემბერი 2015, აშშ, ლოს-ანჯელესი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ჰასან საბზალი რაჰიმი დაამარცხა, რომელიც ტრავმირებული იყო და მას ჭიდაობის განმავლობაში ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მიუხედავად ამისა ჰასან საბზალ რაჰიმი თავდაპირველად იგებდა, მის ქართველ მოწინააღმდეგეს კი გაფრთხილებაც მისცა მსაჯმა.  მათი ჭიდილი 10 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჰასან საბზალი რაჰიმი 5:4 დაამარცხა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით 10 წელია მსოფლიო ასპარეზობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედალი არავის მოუპოვებია. 10 წლის წინადნელი მსოფლიოს ოქროს მედალი ნაკრების მწვრთნელს რევაზ მინდორაშვილს ეკუთვნოდა. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ჰასან საბზალი რაჰიმი | 12 სექტემბერი 2015, აშშ, ლოს-ანჯელესი

გარდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედლისა ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილებზე გავიდნენ 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სანდრო ამინაშვილი და 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში – გენო პეტრიაშვილი. საქართველოს ნაკრებმა ამ შედეგებით თავისუფალ სტილით ჭიდაობაში გუნდური მესამე ადგილი აიღო და 2016 წლის ოლიმპიადისთვის 4 ლიცენზიაც მოიპოვა.

 

გენო პეტრიაშვილი

თავისუფალი სტილით ჭიდაობამდე შეჯიბრებები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა. ამ სახეობაში საქართველოს რვა მოჭიდავედან ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა გობაძემ მოიპოვა.

ჩემპიონატი ჩატარდა ქალთა ჭიდაობაშიც. საქართველოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ქალი მოჭიდავეები არ ჰყავს.

ამირან მუჯირი ფეხბურთში რჩება

 

 

ამირან მუჯირის გაცილება
ამირან მუჯირის გაცილება

ამირან, თქვენ დიდი ხანია თამაშობთ ფეხბურთს. ამ სეზონზე რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

დასრულდა ჩემი კარიერა ფეხბურთში. ეს ყველაფერი მოხდა შეგნებულად, ყველასთან შეთანხმებით. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს ფეხბურთი. ისე მიყვარდა ფეხბურთი, მეგონა სულ ვითამაშებდი, მაგრამ როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო წასვლის დრო. რას იზამ, თაობები იცვლება, კარიერა მთავრდება და ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტი, სამწუხაროდ.

 

როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას ხომ არ უკავშირდება წასვლა ფეხბურთიდან?

არა, პირიქით, ყველაფერი რიგზეა. შეიძლებოდა კიდევ მეთამაშა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარიერის დასრულება არ მიგრძვნია იმიტომ, რომ მაინც მინდორზე დავრჩი _ მწვრთნელის რანგში, დამხმარე მწვრთნელი ვარ. ახლა უკვე გარედან ვადევნებ თვალს ფეხბურთს. ვარჯიშზე მწვრთნელებთან ერთად ვარ და ვიღებ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ჯერ ლიცენზიები უნდა მივიღო, მწვრთნელი ოფიციალურად რომ დამერქვას. პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, რა იქნება მომავალში. ფეხბურთს ვერ ველევი და ვნახოთ, მწვრთნელობაში რა გამოვა. მინდა წარმატებას მივაღწიო.

 

როდის აპირებთ მწვრთნელობის ლიცენზიის აღებას?

ახლო მომავალში. შემდეგ კვალიფიკაციასაც ავიმაღლებ. სანამ მთავარ მწვრთნელობას მივაღწევ, მანამდე ბევრი საფეხურია გასავლელი.

 

როგორია თქვენი ხედვა ფეხბურთში?

ჯერჯერობით, როგორც ფეხბურთიდან ახალწასული, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა ბევრი მეუბნება, რომ, როცა სწავლას დავიწყებ, აზრი შემეცვლება. ფეხბურთელი რომ ხარ, გგონია ბევრი რამე იცი, მაგრამ მწვრთნელობა სულ სხვაა – ნერვიულობასთანაა დაკავშირებული და იღბალთანაც.

 

თქვენთვის ქართულ ფეხბურთში რომელი მწვრთნელის გამოცდილება იქნება გასაზიარებელი?

ბედნიერი ვარ, ჩემს მწვრთნელთან რომ ვმუშაობ, იმასთან, ვისთანაც დავიწყე თამაში, შოთა ჭეიშვილთან. არაჩვეულებრივი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მის შესახებ ბევრი შეიძლება ილაპარაკო. „დინამომ“ წინა სეზონი არაჩვეულებრივად ჩაატარა, თითქმის არაფრისგან მეორე ადგილიც დაიკავა უმაღლეს ლიგაში და უეფაზეც ითამაშა. იმედია, წელსაც ასე იქნება, აქვს ჩვენს გუნდს ამის შანსი.

 

თქვენს მრავალწლიან კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რომელი იყო?

ყველა თამაში განსხვავებულია. ფეხბურთელისთვის მთავარია მინდორზე გასვლა. რა თქმა უნდა, უეფაზე თამაში განსაკუთრებულია. იმისთვის იბრძვის ყველა გუნდი, რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვოს, ევროპაზე ითამაშოს, რათა აჩვენოს თავისი სახე და თავისი ქვეყანა.

 

თუ არის მომენტი, რომელსაც ნანობთ?

ისე გაფრინდა წლები… უბრალოდ, გული მტკივა უფრო დიდი ყურადღება უნდა დამეთმო ფეხბურთისთვის… პატარა გულისტკივილი მაქვს, კარიერა იქ რომ დამემთავრებინა, საიდანაც ჩემი პირველი თამაში დავიწყე, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, „დინამოს“ სტადიონს ვგულისხმობ, რომელიც გუნდს საერთოდ აღარ აქვს.

 

ფეხბურთის სამყაროში თქვენ გიცნობენ სახელით „მუმუ“. რატომ გეძახიან „მუმუს“?

„დინამოში“ რომ მივედი, ამირანს მეძახდნენ. მერე შემარქვეს „მუმუ“. ბათუმის „დინამოში“ ადრე დავით მუჯირი თამაშობდა. მას ეძახდნენ ასე. გვარად მეც მუჯირი ვარ და მაგის გამო ვეტერანმა ფეხბურთელებმა დამარქვეს „მუმუ“.

 

ფეხბურთელებისადმი თქვენი მთავარი რჩევა რა იქნება?

არაფერი არ უნდა მიაკლო ფეხბურთს, მისთვის ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. რა თქმა უნდა, ოჯახზე არ მაქვს საუბარი, პირველ რიგში, ოჯახია მთავარი და მერე ფეხბურთი, რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემი აზრით, ამაზე ლამაზი თამაში დედამიწაზე არ არის. გარდა ამისა, დღეს თუ გამოაჩენ შენს ნიჭს, სადაც გინდა – ევროპისკენ გზები გახსნილია.

 

P.შ. ამირან მუჯირი ცხოვრობს ბათუმში. ჰყავს მეუღლე, თამილა ცენტერაძე და სამი შვილი – 16 წლის ანა, ორი წლის ტყუპები – დათა და გიორგი.

სასჯელი ავტომანქანის დაზიანებისთვის

 

პროკურორმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 320 ლარის ზარალი გამოიწვია. საჯარიმოზე ავტომანქანის გადატანის დროს მანქანის წინა ნაწილი დაზიანდა. მძღოლი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს თანამშრომელი, სწორედ ამის გამო მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

ბრალდებული ადრე კანონთან კონფლიქტში არასოდეს ყოფილა. შემთხვევის შემდეგ პატრულში თავად დარეკა. ჰყავს მეუღლე და ამ სამსახურში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო მუშაობა. ბრალდება, რაც ლევან ბაჯელიძეს აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს, ან ორ წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და ასევე ჯარიმას – მინიმუმ 500 ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პაატა დიასამიძე იცავდა, რომელმაც მოსამართლეს სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმის გამოყენება სთხოვა.

 

დაცვის მხარე სადავოდ არ ხდიდა პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული კი აღიარებდა, რომ მან დააზიანა მანქანა. ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და განრიდების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ბევრად უფრო ნაკლებ ზარალს ნახავდა, – ამბობს საიას აჭარის ფილიალის იურისტი. 

 

განრიდებას მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურა უფორმებს ბრალდებულს. სანაცვლოდ ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდის ჯარიმას, მას არ აქვს ნასამართლევის სტატუსი, ასევე დაზარალებულს ზიანს უნაზღაურებს.

 

სასამართლოს განაჩენის შემთხვევაში, დაზარალებულს ზარალი არ აუნაზღაურდება – ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მან სასამართლოს სამოქალაქო წესით უნდა მიმართოს: „ზიანთან შედარებით დაახლოებით ათჯერ მეტი ხარჯი ნახა სახელმწიფომ – სამი სასამართლო ჩატარდა სულ. ბრალდების მხარემ დიდი რესურსი გაწია საქმის არსებითი განხილვით, მაგრამ ამ ადამიანის დასჯით ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო, სახელმწიფომ არასწორი არჩევანი გააკეთა. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დროს განრიდების გაფორმებით, ბრალდებულს, სავარაუდოდ, შეუნარჩუნდებოდა სამსახური. გამამტყუნებელი განაჩენი კი იმის საფუძველია, რომ პირი გაათავისუფლონ საჯარო სამსახურიდან“.

 

პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ზარალი, თუ ის აღემატება 150 ლარს, უკვე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუმცა, ის ლევან ბაჯელიძის საქმეს ადარებს მეხუთედან მეოთხე სართულზე მეზობელთან ჩასულ წყალს: „თუ ონკანი ღია დაგრჩათ და თქვენგან ჩასულმა წყალმა მეზობლის ჭერი დააზიანა, შესაძლოა თქვენც მიეცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“.

 

საიას შეფასებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ლევან ბაჯელიძისთვის ზედმეტად მკაცრი სასჯელია.

 

„თუ არსებობს სასამართლოს განაჩენი, მაშინ ვიფიქრებთ მის [ლევან ბაჯელიძის] გათავისუფლებაზე. ამის გარდა არსებობს კიდევ სხვა ფაქტი, რომლის მოკვლევაც მიმდინარეობს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. დავფიქრდები მის სამომავლო მუშაობაზე. დროის მცირე მონაკვეთში ბევრი ინციდენტი მოხდა ამ თანამშრომელთან მიმართებაში, ერთხელ ჯარიმა მოვიდა გადაჭარბებული სიჩქარის გამო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიგა ჩხეიძე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორი.

18,2 მილიონი ლარი ბიუჯეტში სსიპ-ებისგან

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებმაც საკუთარი შემოსავლებიდან თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიმართონ:

 

შემოსავლების სამსახური – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

 

აღსრულების ეროვნული ბიურო − 4 800 000 (ოთხი მილიონ რვაასი ათასი) ლარი;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო − 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

 

ბათუმის კინოფესტივალი დღეს ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება

 

გახსნის დღეს ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “ზამთრის სიმღერა”, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ლოკარნოს კინოფესტივალზე, ხოლო ქართული პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზეა დაგეგმილი. გახსნის ცერემონიას დაესწრება ოთარ იოსელიანი და თავად წარადგენს ფილმს.

გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ცნობილი პოლონელი მსახიობის მაია კომოროვსკას დაჯილდოება BIAFF კინოფესტივალის სპეციალური პრიზით, მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

BIAFF კინოფესტივალის ძირითადი პროგრამის ფილმები ნაჩვენები იქნება  კინოთეატრ „აპოლოში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმები სასტუმრო “დივან სუიტის” კონფერენსდარბაზში, ხოლო საღამოობით ერას მოედანზე დიდ ეკრანზე გაიმართება ღია კინოჩვენებები.

კინოსეანსებზე დასწრება უფასოა ყველა დაინტერესებულისთვის.

კინოფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო LEOGRAND, სასტუმრო „Divan Suites Batumi“,
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ საელჩო, იტალიის საელჩო, სატრანსპორტო კომპანია “METRO GEORGIA”, ტურკომპანია „Interco“, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ვანილა”, სასტუმრო “ადმირალი”, კაფე “ლაღიძის წყალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა.

კინოფესტივალის მედიაპარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, Film New Europe (www.filmneweurope.com), FILM PRINT, ონლაინსაინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური მედიის საიტებიდან – https://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 574-482181,  597-998272

 

 

”დინამოსა”(ბთ) და ”ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა [ფოტო]

პირველი ტაიმი უანგარიშოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში 61 წუთზე ტორპედოს  ფეხბურთელმა #23 გიორგი ქიმაძემ გაიტანა, ზუსტად ათი წუთის შემდეგ დინამომ #6 გელა გოგიტიძის გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

დინამოს ერთ-ერთი მწვრთნელის შეფასებით ამინდმა გავლენა იქონია შედეგზე:

ასლან ბალაძე: „ძალიან მძიმე თამაში გამოდგა. ვეთამაშებოდით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ გუნდს ცოტა ამინდმაც შეგვიშალა ხელი, სანახაობრივი თამაში არ გამოგვივიდა რასაც ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ არა უშავს სეზონის დასაწყისია და ვეცდებით რომ მომავალში უკეთ ვითამაშოთ. კარგი იქნებოდა სამი ქულა მაგრამ იქიდან მგამომდინარე რომ სათამაშო პირობები მძიმე იყო, ლოგიკური შედეგია“.

‘ტორპედოს” მეკარე რევაზ თევდორაძე კი თამაშით კმაყოფილია: „ახალი გუნდი ვართ ცოტა შეთამაშება გვჭირდება, საკმაოდ კარგი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ჩემი აზრით აუცილებლად მოიტანს შედეგს. დროის ფაქტორია.

ბათუმის დინამო ძალიან კარგი გუნდია, ძალიანკარგი მწვრთნელთა შტაბი ჰყავს, ჩემი აზრით კარგი თამაში იყო. შეიძლებოდა მოგებაც, მაგრამ სიცხემ მაინც დაღი დაასვა თამაშს“.

იხილეთ დღეს გამართული სხვა შეხვედრების განგარიშები:

საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები | 2015-2016 წლის სეზონი

 

 

 

 

ბათუმი-სარფი – შემოსავლების სამსახურის მედიატური [ფოტო]

საბაჟო პროცედურები და კონტროლის აღჭურვილობა ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“
სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ-ოფიცრების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის სიმულაციური ვარჯიში. სარფის საბაჟოს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 20 ძაღლი ჰყავს.

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ /თედო ჯორბენაძის ფოტო/

ვინ გახდება ბათუმის უნივერსიტეტის პრორექტორი

 

 

მერაბ ხალვაში

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა არჩილ ხაბაძესთან კანდიდატების განხილვის ფაქტი „ბათუმელებთან“ საუბარში უარყო, თუმცა არ შეუკავებია თავი იმის დაფიქსირებისგან, რომ სამი გამოკვეთილი კანდიდატიდან ყველაზე მეტი შანსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ინგა შამილიშვილს აქვს, სხვა ორ კანდიდატს კი არ ასახელებს.
ბოლო პრორექტორი ირაკლი ბარამიძე იყო, რომელმაც მერაბ ხალვაშის თქმით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობდა.

 

„პრორექტორის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მას ევალება სასწავლო პროცესის კოორდინირება, ამიტომ ვარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ამ მიმართულებით ექნება კომპეტენცია, მენეჯერული თვისებები და სტუდენტებთან, პროფესურასთან ურთიერთობის გამოცდილება. სამი კანდიდატი გვყავს, მათ ვინაობას არ დავასახელებ, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში დანიშნული იქნება,“ – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

 

მერაბ ხალვაში უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას მთავრობაში კანდიდატების შეთანხმება მოსთხოვეს: „ასეთი რამ არ ყოფილა. ალბათ ეს ეჭვები შიდა დინებებმა გააჩინა, რადგან პროცესი გაიწელა და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი. ისინი სხვადასხვა გზას ეძებენ და ცდილობენ ვიღაცის რეკომენდაციებით ისარგებლონ“. მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ამ „რეკომენდატორში“ მთავრობა არ მოიაზრება.

 

უნივერსიტეტში ვაკანტურია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაც. 31 მარტამდე ამ სამსახურის უფროსის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებდა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევის შემდეგ კი მან აღნიშნული პოსტი დატოვა.

 

„ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობას ინგა შამილიშვილი ასრულებდა საზოგადოებრივ საწყისებზე. შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდა და ავირჩიეთ ტურიზმის ფაკულტეტიდან ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა“, – თქვა მერაბ ხალვაშმა.

 

პაატა ჩაგანავამ აღნიშნული თანამდებობა არჩევიდან სამ თვეში დატოვა. „ამ კვირაში გამოვაცხადებთ ახალ კონკურსს“, – აცხადებს ბსუ-ს რექტორი. კანდიდატს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არჩევს, წარმომადგენლობითი საბჭო კი ამტკიცებს.

 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უნივერსიტეტში ელექტრონული მართვის სისტემა მოგვარდა და ახალი სასწავლო წლიდან რეგისტრაციას ელექტრონული ფორმით გაივლიან: „იქნება ელექტრონული ჟურნალები და ფინანსური საკითხები ელექტრონულად მოგვარდება. იქნება ელექტრონული ტაბელი და შეფასების ახალი სისტემა. ყველაფერი იქნება შეზღუდულ ვადებში, ტრენინგებს ჩავუტარებთ პროფესურასაც, მთავარია, ქაოსში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი. თუმცა, მეორე სემესტრიდან უკვე გაადვილდება ყველაფერი“.

ყველაზე ძვირადღირებული ფესტივალი ბათუმში

 

ბერლინის კრეატიული სკოლის იდეების პრეზიდენტი მაიკლ კონრადი ბათუმში ჩამოვა

 

 

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 300-ზე მეტი მონაწილე ჩამოვა. დაგეგმილია რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი ტრენერების ჩამოყვანა. ამ დროისთვის არც ჟიურის წევრების ზუსტი რაოდენობაა დაზუსტებული, თუმცა გაწერილია მათი დაბინავების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები:

 

„ჟიურის წევრების სასტუმროში განთავსებისთვის ბიუჯეტში 94 200 ლარია გათვალისწინებული, ტრანსპორტირებისთვის – 80 ათასი ლარი, კვებაზე კი – 24 300 ლარი“, – განაცხადა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.

 

საორიენტაციოდ გაწერილი ბიუჯეტის ნაწილი ასე გამოიყურება: სარეკლამო-საბეჭდი მასალების დამუშავება – 25 ათასი ლარი; ფესტივალის პრიზები – 6 500 ლარი; ფესტივალის ჟიურის საჩუქრების იდეების შემუშავება-შესყიდვა – 9 280 ლარი; ფოტო-ვიდეოგადაღების ორგანიზება – 6 400 ლარი; კონფერენციების, სემინარების ჩატარება – 12 ათასი ლარი, კულტურული საღამოს პროგრამები – 29 120 ლარი; საღამოს ყველა პროგრამის მენიუ – 55 ათასი ლარი. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ნინო ქათამაძის კონცერტიც.

 

„გარდა ბათუმის მერიისა, ფესტივალს საქართველოს მთავრობაც აფინანსებს“, – ამბობს ფესტივალის პრეზიდენტი ვატო ქავთარაძე. თუმცა, არ აზუსტებს ფესტივალის კონკრეტულად რა ნაწილს მოხმარდება საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

 

მერიის ბიუჯეტიდან რეკლამის ფესტივალისთვის თანხის გამოყოფა ნეგატიურად შეაფასეს საიამ და საკრებულოსთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ. მათი განცხადებით, ფესტივალისთვის ბიუჯეტის დამტკიცება „ცალსახად ნეგატიური ფაქტია“. ისინი ნეგატიურად შეფასების საფუძვლად სამ სამართლებრივ პუნქტს ასახლებენ. პირველი პუნქტის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ფესტივალის დეტალური აღწერილობა, არამედ „ზოგადი ხასიათის დოკუმენტაცია. სადაც არ არის გაწერილი ფესტივალის მოსალოდნელი შედეგები და ის, თუ რა კრიტერიუმებით გეგმავენ ღონისძიების შეფასებას“.

 

შემდეგი შენიშვნა ფორსმაჟორულ გადაწყვეტილებას შეეხება. „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფესტივალი სხვა ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, რომ ეს ღონისძიება ინიცირებულია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და არღვევს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის შესახებ, ასევე დოკუმენტში არ არის დასაბუთებული ფესტივალის დაფინანსების აუცილებლობა“, – ნათქვამია საიას და მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

 

ბათუმის მერია ყოველწლიურად ოთხ ფესტივალს აფინანსებს ბიუჯეტიდან, რისთვისაც მთლიანობაში 290 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. თუმცა, რეკლამის ფესტივალი ყველაზე ძვირადღირებულია. მაგალითად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ბიუჯეტი მთლიანობაში 193 500 ლარია, აქედან მერიის წილი 120 ათასი ლარია.

 

რეკლამის ფესტივალის ბიუჯეტი აღემატება ისეთი ღონისძიებების ბიუჯეტსაც, როგორიც იყო, მაგალითად, ევროპის ჩემპოინატი ჭადრაკში, რომელშიც 98 ადამიანი მონაწილეობდა და 200 ათას ლარამდე დაჯდა; ასევე, ნატოს სამიტი ბათუმში დაახლოებით 700 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით 27-28 ივნისს თბილისსა და ბათუმში გამართული ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 998 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ვატო ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ფესტივალისთვის გამოყოფილი თანხა ადეკვატურია: „ამ მასშტაბის ფესტივალები გაცილებით ძვირი ჯდება ხოლმე. მაგალითად, კანის ლომების ფესტივალი 50 მილიონი დოლარია. ფესტივალისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხა 650 ათასი ლარია, რეალურად, ფესტივალი სადღაც 400 ათასი დოლარი ჯდება.“ – ამბობს ის.

 

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა კომპანია Ad Black Sea-ის ეკუთვნის, რომლის პარტნიორები უკრაინელები არიან.
ფესტივალის პრეზიდენტის ვატო ქავთარაძის განცხადებით, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის მზადება რამდენიმე წელია მიმდინარეობს და საქართველოს მთავრობამ ფესტივალის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ მიიღო, „მოლაპარაკებები გვქონდა ბათუმის მერიასთანაც.“

 

ვატო ქავთარაძე მიიჩნევს, რომ რეკლამის ფესტივალი ბათუმისთვის მომგებიანი იქნება და ის ქალაქის ცნობადობას გაზრდის: „თავდაპირველად ფესტივალის თბილისში ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო არჩევანი ბათუმზე გაკეთდა. ყველა შევჯერდით იმაზე, რომ ბათუმი უფრო ოპტიმალური ლოკაციაა ამისთვის, იმიტომ, რომ ის გარკვეულწილად იმეორებს კანის ფესტივალის მოდელს, რომელიც ერთგვარი კანონმდებელია სარეკლამო ფესტივალების. ზღვას, მზეს თავისი ხიბლი აქვს და ბათუმიც ზუსტად კარგად ჩაჯდა ამ კონტექსტში“, – ამბობს ის.
ფესტივალის მხარდაჭერის მოტივს ბათუმის მერიაშიც ქალაქის ცნობადობის გაზრდით ხსნიან.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში ძირითადად შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა კონკურსანტებისთვის ფასიანია, 60-90 ევრო ღირს. უფასოდ მონაწილეობას მხოლოდ ქართველი კონკურსანტები მიიღებენ. ვატო ქავთარაძის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის რეგისტრაცია სამასამდე კონკურსანტმა გაიარა.

როგორ გავაშუქოთ ბავშვთა საკითხები ეთიკურად

ჟურნალისტები ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების ტრენინგზე

ერთ-ერთი ტრენერი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაი ქურციკიძეა. მისი თქმით, ეს მესამე ტრენინგია ჟურნალისტებისთვის რომელიც ამ თემაზე გაიმართა.

„უკვე ჩავატარეთ ტრენინგები თელავსა და გორში. მედიამონიტორინგი ოქტომბერში დასრულდება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გავარკვიოთ რა შეიცვალა წინა წელთან შედარებით მედიაში. თუმცა, ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების დროს დღეს მედია გაცილებით ეთიკურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

რეგიონალური მედიის ჟურნალისტები

2007-2008 წლებში მედიის მხრიდან ხდებოდა  სასჯელაღსრულების სისტემაში ჩართული ბავშვების ტოტალური იდენტიფიკაცია, რასაც დღეს ვეღარ ვხედავთ. თუმცა, პრობლემურ საკითხად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირების საკითხი. პირდაპირი იდენტიფიცირება ნაკლებად გვხვდება, თუმცა არის ირიბი იდენტიფიცირების შემთხვევები“.

მაი ქურციკიძე

მაია ქურციკიძის თქმით,  მედია ხშირად დიდ ყურადღებას უთმობს კონკრეტული ამბის მოყოლას, ვიდრე იმ პრობლემის გაშუქებას, რა მიზეზითაც მოხდა დანაშაული. „თუმცა ჟურნალისტების მხრიდან არის მუდმივი ინტერესი, ხშირად გვეკითხებიან, განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს და მათთან ერთად ვეძებთ ამ კითხვებზე პასუხებს.“-ამბობს ის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძეც ამბობს, რომ მედიაში ბავშვთა საკითხები ხშირად ეთიკურად შუქდება:

„ჟურნალისტების მცდელობა, რომ გაშუქდეს ბავშვთა საკითხები ეთიკურად, უკეთესობისკენ  არის და ჩანს კიდეც მედიაში. თუმცა, ყოველი ახალი შემთხვევა არის ძალიან ინდივიდუალური და ყოველთვის არ გადგება წინა ვარიანტი.  იმის შიშით, რომ რაღაც სტანდარტი არ დაირღვევს, ზოგჯერ მედია  იმ კადრებსაც ფარავს, სადაც დასაფარი არ არის.  ეს გახდა პრობლემა, რადგან ზოგჯერ შაბლონურებიც ვხდებით“.

თამარ რუხაძის თქმით, არის ფაქტები, როცა მსხვერპლის დაფარვა მედიას აღარ შეუძლია, რადგან  ფაქტი თავისთავად ახდებს მის იდენტიფიცირებას.

თამარ რუხაძე

„ამ მხრივ საინტერესოა ხარაგაულში მომხდარი ამბავი, როცა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. როგორც გამოძიება ამბობს, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასეთ შემთხვევებში იდენტიფიცირება ხდება გარდაუვალი, რადგან მთელი სოფელი ჩაერთო პროცესში. ასეთ დროს ჟურნალისტმა იმაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, როგორ შეამციროს ზიანი, რომელიც შეიძლება მსხვერპლს ან მის ახლობლებს მიადგეთ.  ასეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

ნოდარ ხადური: მძღოლებს მალე ძალიან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ

“ხედავთ, რომ ტექნიკური შესაძლებლობები ქართული და თურქული მხარეების საბაჟოებისა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი გამსვლელი, ასე ვთქვათ, დერეფნების რაოდენობა არის ოთხჯერ მეტი, ვიდრე თურქეთის მხარეს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მეტი მანქანის გატარება, მაგრამ თურქულ მხარეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. მე მქონდა კონსულტაცია, შევხვდი ჩემს კოლეგას, თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრს, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული. მათ წარმოგვიდგინეს სარფის საბაჟოს რეორგანიზაციის გეგმა, ხედვა. ისინი ოდნავ მოშორებით სარფიდან, იქ, სადაც ყოფილი სამხედრო ნაწილი იყო, იმ ტერიტორიაზე აპირებენ ააშენონ ახალი საბაჟო გამსვლელი პუნქტი, რაც მთლიანად მოხსნის რიგების პრობლემას. მანამდე, სამწუხაროდ, გვიწევს აი, ამ რეჟიმში მუშაობა, რომ ისედაც გადატვირთული გზები კიდევ მეტად არ გადაიტვირთოს.

ჩვენ გვაქვს ვარიანტები იმის, რომ რიგების მართვის ავტომატიზებული სისტემები დავნერგოთ და ალბათ, უახლოეს მომავალში ძაან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ როგორც ჩვენს მძღოლებს, ასევე მძღოლებს, რომლებიც სატრანზიტო გადაზიდვებს ახორციელებენ,” – განაცხადა “ბათუმელებთან” ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბათუმში [სარფში], დღეს, 12 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, “მედიატურის მიზანია მედიის მეშვეობით საზოგადოების უკეთ ინფორმირება საგადასახადო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ტექნოლოგიური თუ პროცედურული სიახლეების შესახებ”.

ნოდარ ხადური სარფის საბაჟოზე 12.09.2015

უმაღლესი საბჭო მის მიერ მიღებულ დადგენილებას არ ასრულებს

პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

„თითქმის ნახევარი წელი გავიდა ამ დადგენილების მიღებამდე, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა და ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ეხება, დადგენილებას არ ასრულებენ.  როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორების მიღებაზე, რადგან ვადები უკვე იწურება. ამას თავისი პროცედურები აქვს და სტაჟიორის აყვანა ღია, საჯარო კონკურსით უნდა მოხდეს.“ -აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში არც გასულ წელს მიუღიათ სტაჟიორები.

„2011 წელს  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიყვანა 12 სტაჟიორი, მომდევნო წელს ჩავარდა ეს საკითხი, 2014 წელს კი ეს დადგენილება მივიღეთ“. დადგენილების მიხედვით, უმაღლეს საბჭოში სტაჟიორის ანაზღაურება თვეში 100 ლარია.

პეტრე ზამბახიძის აზრით, სტაჟიორების აყვანაზე უარის თქმის მოტივი შემდეგია: „არ უნდათ, რომ მათ საქმიანობას გარედან მოსული პირი დააკვირდეს. თქვეს კიდეც პირად საუბრებში, გარეთ გაიტანენ ამბავს, რეალურად აქ არაფერს რომ არ ვაკეთებთო“.

პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ თუ ამის შემდეგაც არ შეასრულებენ დადგენილებას უმაღლეს საბჭოში, ოპოზიციური პარტიის წევრები  შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „სხვა გზა არ ჰქონდა“

 

 

 

ბრალდებული 27 წლის მამაკაცია, ის პოლიციის თანამშრომლებმა აჭარის მაღალმთიანეთში, ნათესავის სახლში დააკავეს. როგორც პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ მოსამართლეს უთხრა, მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განზრახ მკვლელობის გარდა, სახელმწიფო ბრალდებულს კიდევ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოთხი დანაშაულის ჩადენას ედავება:

 

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა და ასევე გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალდებულს ხუთივე ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შთანთქავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ყველაზე მძიმე – ადამიანის გაზრახ მკვლელობაა, რისთვისაც კანონი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ. პროკურორმა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, არგუმენტად ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა და ასევე, მიმალვის საფრთხე დაასახელა. 

 

„ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმალურადაც კი ვერ შევეწინააღმდეგები პროკურორს, ძალიან მძიმე მოცემულობაა, ამიტომაც არ ვაპროტესტებ პროკურორის შუამდგომლობას, უფრო მეტი, ვეთანხმები კიდეც მას. არის ორი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი მამაკაცი. მაგრამ მინდა საზოგადოებას მაინც ვუთხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჩემ თვალწინ გაზრდილია, ის ჩემი მეგობრის შვილია, ვერავინ იტყვის, რომ მან ვინმე დაჩაგრა, ვინმეს რამე დაუშავა, საკუთარ თავს აზიანებდა, როცა მარიხუანას ეწეოდა… იარაღი მას დიდი ხანია აქვს, მაგრამ არავის მოკვლა ან დაზიანება არ უცდია…ძნელია, როცა უყურებ შენ თვალწინ როგორ კლავენ შენს მეგობარს, შენს ნათესავს, ვფიქრობთ, სამომავლოდ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ განზრახ მკვლელობა კი არა, აუცილებელი მოგერიებით იყო გამოწვეული ეს უბედური შემთხვევა, ბრალდებულს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,“-თქვა ბრალდებულის უფლებების დამცველმა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში მისი დაჭრილი მეგობარი წაიყვანა, საავადმყოფოდან კი მიიმალა, მაღალმთიან აჭარაში, ნათესავების სახლში.

 

 

ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

 

 

 

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი – „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს.

 

ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების მიზანია, მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის დაგეგმვისა და მართვის პროცესების ოპტიმიზაციასა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვაში.

 

 

ღონისძიება მასშტაბური პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ ფარგლებში ტარდება. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა დევნილი და ეკომიგრანტი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა როგორც დასაქმებით ასევე START UP ფორმატში მათი სამეწარმეო განვითარების ფინანსური ხელშეწყობითა და გრანტის ეფექტიან ათვისებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამებით.

 

 

პროექტი საქართველოს რამდენიმე რეგიონში ხორციელდება – აჭარში, იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ასევე, გალის რაიონში. საქართველოს მასშტაბით სულ 250 ბიზნეს გრანტის გაიცემა.

 

ტრენინგების პირველ ეტაპს 11-13 სექტემბერს სასტუმრო კომპლექსი „ლეგასი“ უმასპინძლებს.  

 

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის გამგეობასთან

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა გააცნეს.

ისინი მოითხოვენ ჰესების მშენებლობის არეალში მოქცეული მცხოვრებთათვის კომპენსაციის გაცემას, ე.წ მამაპაპისეული მიწების საკუთრებაში გადაცემას და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი მიწები საჯარო რეესტრში გაარეგისტრირა.

ასევე, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ყოფილი კოლმეურნეობების მიწების მოსახლეობისთვის გადაცემას.

სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, აქცია გამაფრთხილებელია და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კვლავ განმეორდება.

ბათუმში ორი წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა

 

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯგუფი ადგილზე დროულად მივიდა და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ეს ბავშვის აივნიდან გადმოვარდნის მეორე შემთხვევაა. 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

შს სამინისტრო
შს სამინისტრო

”ალი და ნინო” ახალ ადგილას [ვიდეო]

რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის პერიმეტრზე მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო,  კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დაუმონტაჟდა.

ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, რკინის მოძრავმა ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

Jpeg
Jpeg

„ალი და ნინოს“  ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21“ ასრულებდა.

ძეგლის ადგილმონაცვლეობა ვადაზე ადრე დასრულდა, სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ძეგლი დემონტაჟისას დაზიანდა.

ძეგლი გადაღებულია ძველი ადგილიდან

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ წელს პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუდენტების ადგილები 100%-ით შეივსო, ამის მიზეზად კი აკადემიაში განათლების დონისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას ასახელებს: „წელს სტუდენტების უპრენცედენტოდ დიდი რაოდენობა მივიღეთ. მოთხოვნის ზრდა განაპირობა საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესებამ, ინფრასტრუქტურის განახლებამ, ლაბორატორიებისა და სიმულატორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვამ და პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებამ. მთავარი მიზეზი კი სტუდენტების სტაჟირება და მათი საერთაშორისო კონფერენციებზე გაგზავნა გახდა. გასულ წელს დაახლოებით 50-მა სტუდენტმა მიიღო საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა.” – ამბობს ის.

 

 

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიხსნა. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის დირექტორი აურელიო გარსია და სხვები.

 

 

 

 

ირაკლი შარაბიძის თქმით, 20 სექტემბერს ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი, დინამიკური პოზიცირების სიმულატორი გაიხსნება. სიმულატორის გახსნასთან დაკავშირებით აკადემიაში ინგლისელი ექსპერტები ჩამოვლენ.

 

 

 

 

”სტუდენტთა დახმარების” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები

 

 
 
სტუდენტი, რომელიც შეინარჩუნებს 71% და მეტ საშუალო აკადემიურ მოსწრებას, ის ავტომატურად ხდება პრეტენდენტი შემდეგი სემესტრის დაფინანსების მიღებაზე.
 
 
2012 – 2013 სასაწვლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 272 სტუდენტი; 2013 – 2014 სასწავლო წელს – 290 სტუდენტი; 2014 – 2015 სასწავლო წელს კი – 200 სტუდენტი. 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას. 
 
 
 
Exit mobile version