აჭარის ძალოსნების ფედერაციის გენერალური მდივანი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აბესალომ ბასილია ამბობს, რომ ამ შენობაში, რომელიც ადრე კულტურის სახლი იყო, ძალოსნები 40 წელზე მეტია ვარჯიშობენ. ამჟამად დარბაზში არ არის არც გათბობა და არც ელექტროენერგია. „ორ წელზე მეტია ელექტროენერგიის გარეშე ვართ. შეჯიბრებების დროს გენერატორს ვიყენებთ. აქ ვატარებთ აჭარის ჩემპიონატებს, ტურნირებს. „საელოქტროში“ აბონენტად ვერ გაგვაფორმეს. იმიტომ, რომ ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის“, – ამბობს აბესალომ ბასილია.
ყოფილი კულტურს სახლი დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩაზე | ამ შენობის ერთ-ერთ დარბაზში ძალოსნები ვარჯიშობენ
მწვრთნელები
დარბაზს მწვრთნელები დილის 10 საათზე აღებენ და 11 ნახევარზე იწყებენ ვარჯიშს – ჯერ უფროსებთან, შემდეგ კი ბავშვებთან. აქ სამი მწვრთნელი მუშაობს – აჭარის ნაკრების მთვარი მწვრთნელი აბესალომ ბასილია, სულხან დუმბაძე და ნუგზარ ჯინჭარაძე. „ორივე ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს ჩემპიონია. სულხანი 10 წელია მწვრთნელად არის ჩემთან, ნუგზარი კი სამი წელია“, – ამბობს აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ბავშვები დარბაზში ამჟამად ძალოსნობით დაინტერესებული სხვადასხა ასაკის 35 მოზარდი ვარჯიშობს. „ბავშვებს ვიღებთ მესამემეოთხე კლასიდან. მშობლებსაც მოჰყავთ, მაგრამ, ძირითადად, ჩვენ მივდივართ სკოლებში და ვარჩევთ, ვინც შეძლებს ვარჯიშს, მერე მშობლებს ველაპარაკებით. უსასყიდლოდ ვარჯიშობენ. რითაც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით მათ. ხან ვინმე სპონსორი გამოჩნდება და გვეხმარება – 500; 900; 1000 ლარით. კარგია, ბავშვებისთვის ვიტამინები რომ გვქონდეს, მაგრამ არ არის საშუალება. არც არის ისეთი კანონი, რომ ან ფედერაციამ, ან დეპარტამენტმა შეუძინოს მათ საკვები დანამატები. მარტო შეკრებისა და შეჯიბრზე წასვლის თანხა გვაქვს“.
აბესალომ ბასილია ბავშვებს ავარჯიშებს
ფედერაციისფინანსები
აჭარის ძალოსნობის ფედერაცია დაფინანსებას ძირითადად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისგან იღებს. 2015 წელს ეს დაფინანსება 45 000 ლარი იყო. „გასახარჯი დაგვრჩა 11 000 ლარი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელადაა გათვალისწინებული. 3 000 ლარი დაგვემატა 2014 წელთან შედარებით. ჯერ არ ვიცით რა ცვლილებები იქნება. თუმცა ოლიმპიური წელია და, სავარაუდოდ, დაფინანსება გაიზრდება“.
ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება. მასში აჭარიდან სამი ძალოსანი – ირაკლი თურმანიძე, გია მაჭავარიანი და რამინ შამილიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
ზამთარი
დარბაზის ფართობი, გასახდელებიანად, 160 კვადრატული მეტრია. გასახდელები დარბაზის ბოლოში მდებარეობს და ეგრეთ წოდებული „ბრეზენტითაა“ გამოყოფილი. რამდენიმე წლის წინ შენობას გვერდით სააბაზონო მიუშენეს. აბაზანაში არ არის ცხელი წყალი. გათბობისთვის კი შეშის ღუმელს იყენებენ. „ზამთარშიც აქ ვვარჯიშობთ. ერთი კვირა არ გვაქვს დასვენება, სამი-ოთხი დღე რომ შეწყვიტო ვარჯიში, სპორტსმენი უცებ გამოვა ფორმიდან, მერე ერთი თვე სჭირდება, ორმა რომ აღიდგინოს. ტატამი შევიძინეთ, მაგრამ ელექტროენერგიის უქონლობის გამო ვერ ვამონტაჟებთ“.
ძალოსნობის დარბაზი ჩაქვშიძალოსნობის დარბაზი ჩაქვში – ვარჯიში დამთავრა
შედეგები
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებში შვიდი ძალოსანი აჭარიდანაა: ვილიამინ ალექსიძე, რამინ შამილიშვილი, გოგიტა კაკიაშვილი, ირაკლი თურმანიძე, ბაქარ თურმანიძე, გია მაჭავარიანი, ალბერტ კუზილოვი. ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიასა და ასაკში ასპარეზობენ. ირაკლი თურმანიძე წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ახლახან დაბრუნდა რამინ შამილიშვილი 20-23-წლიანების ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც 1-5 ოქტომბერს ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გაიმართა. მან ატაჩში ოქრო აიღო, აკვრაში – ბრინჯაო და ორჭიდში – ვერცხლი. „ოთხი ბრინჯაო, ორი ვერცხლი და სამი ოქრო გვაქვს წელს. „ვლადიმერ სვეტილკოს შემდეგ აჭარაში ამისთანა შედეგი არ ყოფილა არასდროს“, – ამობს აბესალომ ბასილია.
გარდა ამისა, ბავშვების ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვისას და ა.შ.
ჯანმოს განმარტებით, ტყვია მეტალია, რომელიც შხამავს ადამიანს და მძიმე ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. იგი განსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, თუმცა მათ უმრავლესობას ჩივილები არ აღენიშნება. ტყვიით მოშხამვასთან დაკავშირებული ძირითადი მახასიათებლებია: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, დაქვეითებული მეტყველებითი უნარები, ჰიპერაქტიულობა, სირთულეები კითხვაში, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი პრობლემები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უნარის დაქვეითების მაღალი პროცენტი, ზრდისა და განვითარების დარღვევა.
საქართველოში ტყვიისა და მისი ნაერთების გამოყენება საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფ მასალებსა და ნაკეთობებში იზღუდება. იგი ასევე ამოღებულია კოსმეტიკური საშუალებების წარმოებიდან (გარდა თმის საღებავისა – რძემჟავა ტყვია, გათვლილი 0,5% ტყვიაზე). თუმცა, ისევ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ასობით ტონა საღებავი იმპორტირდება, საბაჟოებზე კი ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის და ტესტირება/იდენტიფიკაციის საშუალებების არ არსებობის გამო, ქიმიურ ნივთიერებათა იმპორტ-ექსპორტის ეფექტური კონტროლი ვერ ხორციელდება.
აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 1991 წელს ყოველი 6 გამოკვლეული ბავშვიდან ერთს ტყვიით მოშხამვის ნიშნები ჰქონდა.
„ჯანმრთელობისა და გარემოს გამოკვლევის მესამე ნაციონალური კონგრესის მასალების მიხედვით, აშშ-ში 930 ათასი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დაავადებათა კონტოლისა და პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ ნორმას (ნორმა 10 მგ/დლ). დაახლოებით 275 ათასი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იყო 15 მგ/დლ, 85 ათას ბავშვში – 20 მგ/დლ“ – წერია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ ბროშურაში.
ტყვიით მოშხამვის შედეგები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში პრევენციის მიზნით, ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო პირველადი სკრინინგი ტარდება. საქართველოში ასეთი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ტყვიის მავნე გავლენას ბავშვთა და მოზადთა ჯანმრთელობაზე, არ ჩატარებულა.
ტყვიით მოწამვლას ასევე იწვევს, ინდუსტრიული წარმოების ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება, რაც პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისთვის არის საშიში. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ტყვიაშემცველი ბენზინის ან ტეტრაეთილტყვიის საქართველოში იმპორტის ან გაყიდვისთვის, თუმცა ამ სამართალდარღვევის აღმოჩენა დღეს არსებულ არც ერთ სტრუქტურას არ აკისრია.
იმისთვის, რომ დაიცვათ ბავშვები ტყვიით მოშხამვისგან: კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა დაალაგოთ ოთახები სველი წესით, ასევე მოერიდეთ ბავშვებისთვის მეტალის შეფუთვით საკვების ყიდვას. ბავშვის საკვები მდიდარი უნდა იყოს რკინით, კალციუმითა და ცილებით, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის გამძლეობას. ბავშვისთვის არასასურველია ზედმეტად ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შეჩერებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ტყვიით მოწამვლა, მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ ტყვიის შემცველობაზე სპეციალური სისხლის ანალიზი. თუ ანალიზმა უჩვენა ტყვიის დასაშვებზე მეტი კონცენტრაცია, ექიმი ბავშვს დაუნიშნავს შესაბამისი მკურნალობის კურსს. ამავე დროს, მოთხოვეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეამოწმონ თქვენი საცხოვრებელი რაიონის ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროები და გამოიკვლიონ ნიადაგში ტყვიის შემცველობა.
მაუწყებილის ქცევის კოდექსი და მაუწყებლობის შესახებ კანონი, ამ ორი აქტით რომ ვიმსჯელოთ, რამდენად კანონიერია წამების კადრების გავრცელება ტელევიზიის ეთერში?
მაუწყებლობის შესახებ კანონში წერია, რომ „არსებობს პროგრამული შეზღუდვები მაუწყებლებისთვის და ამ დროს აკრძალულია ისეთი გადაცემები, სადაც რაიმე ფორმით მოხდება შუღლის გაღვივება, დისკრიმინაცია, ძალადობის წაქეზება. ასევე აკრძალულია პორნოგრაფიის, ადამიანის ღირსებისა და ძირითად თავისუფლებათა შემლახავი ისეთი გადაცემების ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში უშუალოდ არის ჩამოთვლილი ის რეგულაციები, მსგავსი შემთხვევები როგორ უნდა გაშუქდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მსგავსი მასალები შეიძლება გაუშვას მაუწყებელმა დილის 06 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედებში.
„ობიექტივი“ თავის განცხადებაში ამბობს კიდეც, რომ წამების კადრებს ავრცელებს ღამის პირველის ხუთი წუთიდან. შესაბამისად, ირღვევა თუ არა კანონი?
გარდა საათობრივი შეზღუდვისა, რომელიც არეგულირებს მსგავსი მასალების განთავსებას ეთერში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში არის მითითებები, მაგალითად, დანაშაულის და ანტისოციალური ქმედების გაშუქებაზე – ამ შემთხვევაში მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ახალი დანაშაულის წახალისება – კონკრეტულმა გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს ანტისოციალური ქცევები. მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებამ თავი აარიდოს ძალადობის სენსაციად გადაქცევას, ხოლო მსგავსი კადრების ეთერში მოხვედრით, ძალადობის ფაქტების სენსაციად გადაქცევას გვერდს ვერ ავუვლით.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შოკისმომგვრელი მასალების გამოყენებისას ფრთხილი ანალიზი ჩაატაროს მაუწყებელმა, რადგან აუდიტორიის საავარაუდო რეაქცია უნდა გაითვალისწინოს. ანუ უნდა გაითვალისწინოს მსგავსი კადრების გავრცელების შემთხვევაში მოყვება თუ არა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ახალი დანაშაულებრივი ქმედება ხომ არ იქნება წახალისებულ-წაქეზებული. ეს არის ზოგადი წესები, რომელიც ვრცელდება მთლიანად 24 საათზე.
თუკი არსებობს ასეთი რისკი, შეუძლებელია მსგავსი კადრების ტირაჟირება გამართლდეს საზოგადოებრივი ინტერესით, რადგან მოლოდინი, რომ ახალი დანაშაულის წაქეზებით უფრო მეტი ზარალი დაუდგება საზოგადოებას, არის ძალიან მაღალი.
მარეგულირებელი კომისია თუ მიიჩნევს რომ კანონს არღვევს „ობიექტივი“, მაშინ რა მოხდება მაუწყებელთან მიმართებაში?
მაუწყებლობის შესახებ კანონში, სანქციების ნაწილში წერია, რომ კონკრეტული შემთხვევა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა წლის განმავლობაში მაუწყებელს სხვა სანქცია მიღებული.
არსებულ მოცემულობაში მარეგულირებელ კომისიას შეუძლია დაანონსებული ერთკვირიანი ჩვენება შეზღუდოს, კანონმდებლობით არსებობს ამის მექანიზმი?
ძირითადი მექანიზმი დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქების დროს არის მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. ამ კოდექსის თანახმად, თვითრეგულირების გამოყენებით უნდა შეჩერდეს მსგავსი ქმედება. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ წამების კადრების ნაწილი შეიცავს უხამსობას, პორნოგრაფიის ნიშნებს, მნიშვნელოვანია მარეგულირებელმა იმსჯელოს რამდენად ცდება ეს თვითრეგულირების ფარგლებს და უნდა მიიღოს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში არ არის ნათელი, როგორი შეიძლება იყოს მარეგულირებლის გადაწყვეტილება. თუმცა, მე ვფიქრობ, მითითებაც კი, რომ ეს არ არის ქცევის კოდექსის შესრულება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა მაუწყებლებისთვისაც და კონკრეტული ერთკვირიანი ანონსისთვისაც.
შეიძლება თუ არა მოხდეს ისე, რომ კომისიამ ვერ გასცეს თავისი რეკომენდაცია ერთ კვირაში?
ამის შესაძლებლობა არსებობს, რადგან ადმინისტრაციული წარმოება თავისთავში მოიცავს ვადებს, მაგრამ შესაძლოა ადმინისტრაციული წარმოების ვადები დაჩქარდეს. კომისიას შეუძლია ეს საკითხი სწრაფად განიხილოს.
თქვენ, პირადად, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამის თაობაზე – ახერხებს თუ ვერა უახლესი ერთი კვირის ვადაში განცხადების გავრცელებას კომისია?
ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მარეგულირებელი კომისიის გამოხმაურებები ბოლო პერიოდში იყო მყისიერი და მეტ-ნაკლებად იმოქმედა არსებულ სიტუაციაზე, ხარვეზების გამოსწორებაზე მედიაში. მგონი, კომისია შეძლებს სწრაფ რეაგირებას და, შესაბამისად, შეჩერდება გაშუქების ის ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს.
ხომ შეიძლება მაუწყებელმა არ გაიზიაროს რეკომენდაციები და ეთერში წამების კადრების განთავსება გააგრძელოს, როგორც ეს არის დაანონსებული…
ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა ეს მასალები ბოლომდე ისე გავიდეს, როგორც დაანონსებულია, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ გარდა იმ საათობრივი შეზღუდვისა, რომელიც არსებობს ქცევის კოდექსში, არსებობს სხვა რეგულაციები, რომელიც ძალადობის გაშუქებას ეხება. თუმცა, თუ კომისია გადაწყვეტს, რომ თვითრეგულირების ფარგლებშია საჩივარი განსახილველი, ეს დროში გაიწელება, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს 21-დღიანი ვადა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მარეგულირებლის განცხადება შეიძლება იყოს შემაკავებელი ამ პროცესში.
მალხაზ ჭკადუა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის კოორდინატორი, მომხსენებელი: როცა ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, ხშირ შემთხვევაში სიტყვა გენდერი იწვევს გაუგებრობას, ბევრს არ გვესმის ან არასწორად გვესმის. გენდერი – ეს არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, როგორ უნდა იყვნენ თანასწორნი? ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, მანამდე კი გიჩვენებთ შვიდწუთიან ანიმაციას „არის თუ არა ოცნება რეალური”. ეს არის მულტფილმი ქალაქში მცხოვრები ოჯახის შესახებ, სადაც გადმოცემულია რამდენიმე ოჯახური პრობლემა, ყურადღებით უყურეთ ანიმაციას და თქვენთვის გონებაში მოინიშნეთ რა დაგამახსოვრდათ, დააკვირდით ქალის საქციელს, დააკვირდით მამაკაცის საქციელს, დააკვირდით შვილების საქციელს…
რა არის თქვენ გარშემო მცხოვრებ ოჯახებთან საერთო ან რა განასხვავებს? ვინ ოცნებობს და რაზე ოცნებობს თქვენი შეფასებით ამ ვიდეოს მიხედვით?
მანანა ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლე: ანუ ოჯახში ყველაფერი ქალზე იყო დამოკიდებული, სიზმარში კი ქალი ოცნებობდა, რომ ყველა საქმე თანაბრად გაენაწილებინა მეუღლესთან. მალხაზ ჭკადუა: როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაფერი ქალებზეა დამოკიდებული, თუ ქალები და კაცები თანაბრად ინაწილებენ [მაგალითად, ბავშვის მოვლის, დაუთოვების, გარეცხვის თუ ა.შ.] საქმიანობას?
მელანო ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლე: ორივეს ვხედავთ. ანუ არის ოჯახები, სადაც თანაბრად ინაწილებენ და არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ქალზეა ყველაფერი დამოკიდებული. დღეს, ჩემი აზრით, მოვალეობები არ არის თანაბრად გადანაწილებული.
მალხაზ ჭკადუა: თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ასაკში შეიძლება ოჯახი შეიქმნას? მენალო ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლე: 25-30 წლის ასაკში. მალხაზ ჭკადუა: მეც ვფიქრობ, რომ 25 წელი არის მინიმალური ზღვარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, საქართველოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, გოგონებს ათხოვებენ ძალიან ადრე, უმეტეს შემთხვევაში მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ განათლება… აღმოსავლეთ ევროპაში არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების სტატისტიკით მე-2 ადგილას ვართ. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ნაადრევი ქორწინების მიზეზი?
ეკა წინწკილაძე, დისკუსიის მონაწილე: ზოგიერთი ფიქრობს, რომ შეიძლება გაუთხოვარი დარჩეს, ალბათ ეს მშობლებზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ამბობენ, რომ თუ 15 წლის ვერ გათხოვდები, მაშინ შინაბერად ითვლები. მალხაზ ჭკადუა: საქართველოსთვის უცხო არ ყოფილა ნაადრევი ქორწინება, დღესაც ავღანეთში, ინდოეთში არის ტრადიცია რვა-ცხრა წლის გოგონებს ათხოვებენ უფროსი ასაკის მამაკაცებზე – ეს არის გამოცხადებული პედოფილია, ეს არის დანაშაული, ამიტომ ჩნდებიან ბავშვები თანდაყოლილი დაავადებებით. გარდა იმისა, რომ ეს არის სოციალური სიმახინჯე, ეს არის ბიოლოგიური სიმახინჯის წყაროც, 11-12 წლის გოგონა ფიზიოლოგიურად არის აბსოლუტურად მოუმზადებელი იმისთვის, რომ შვილი გააჩინოს. სამწუხაროდ, აჭარა არის მესამე ადგილზე თბილისისა და ქვემო ქართლის შემდეგ ნაადრევი ქორწინების სტატისტიკით.თუ გახსოვთ რამდენმა გოგონამ ჩააბარა წელს ეროვნული გამოცდები, რამდენი წავიდა სოფლიდან?
შორენა ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მასწავლებელი: წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა გაიზარდა გოგონებში. გაითავისეს, რომ უნდა ჩააბარონ ეროვნული გამოცდები, რომ განათლება აუცილებელია, 21-ე საუკუნეა და მიხვდნენ განათლების საჭიროებას. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც გოგონას უნდა განათლების მიღება, მაგრამ მშობლები არ აძლევენ ამის საშუალებას, შემდეგ გოგონები იძულებული ხდებიან გათხოვდნენ.
გვანცა ლომაია, იურისტი: მე დღეს მინდა გელაპარაკოთ არა როგორც იურისტი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც გადავწყვიტე, რომ მესწავლა და ჩემი კარიერა გამეკეთებინა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. მინდა გითხრათ, რომ ამ არჩევანით ვარ ბედნიერი. გენდერული ბალანსის დარღვევა თავისთავად გულისხმობს ოჯახში ძალადობას, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. საქართველოს კონსტიტუციით თქვენ გაქვთ განათლების, შრომის, უსაფთხოების, ჯანმრთელობის უფლება, ძალადობა კი გულისხმობს ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული უფლებების ხელყოფას: ეკონომიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. მოხდება თუ არა ოჯახში ძალადობა, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას, საპატრულო პოლიცია კი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. საქართველოში საზოგადოება არ ლაპარაკობს ოჯახურ ძალადობაზე, არის ტაბუდადებული. ბევრს მიაჩნია, რომ ეს არის ოჯახის პრობლემა და ამაზე არ საუბრობენ ხმამაღლა, არ გაქვთ იმისი ვალდებულება, თავი დაუხაროთ და აიტანოთ ძალადობა, რომელმაც შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება გაანადგუროს და თავი გაგრძნობინოთ უბედურად.
„ბათუმის წყლის“ ყოველდღიური ანგარიშის ჩაბარება მერიის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა. ჩვენ, სისტემატურად, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვიბარებთ მერიის შპს-ებს და სიპებს. როდესაც პრობლემამ იჩინა თავი, რა თქმა უნდა, უნდა დავიბაროთ და მოვისმინოთ არგუმენტები, თუ რა ხდება ამ საკითხზე.
ბატონო ლაშა, ბოლოს როდის მოისმინეთ „ბათუმის წყლის“ საქმიანობის შესახებ ანგარიში?
როგორც მახსოვს, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა მოწვეული, დაახლოებით 5-6 თვის წინ, ზუსტი თარიღი აღარ მახსოვს.
რა დარღვევების შესახებაც უწერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავის დასკვნაში, მაშინ გამოვლინდა მსგავსი ტენდენცია?
ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ასე ფუნქციონალურად ბოლომდე არ ვიყავით ჩაწვდენილი საქმიანობის ფინანსურ ნაწილში, უფრო ძირეულ საკითხებს მერია აკონტროლებს. ახლა ვხედავთ, რომ რეალურად დასჭირდა მეტი კონტროლი, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი გამოთხოვნა იმ საკითხების, რომელიც დღესდღეობით შეიქმნა. სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ პრობლემა საერთოდ არ იყოს შექმნილი, მაგრამ ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის, დაგვაინტერესა იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, აჟიოტაჟია ატეხილი. დღეს ვფიქრობთ, რომ ოფიციალურად გავგზავნოთ წერილი ინფრასტრუქტურის კომისიამ, როგორც საფინანსო კომისიამ და მოვისმინოთ საერთო ანგარიში.
როგორ ფიქრობთ, როდისთვის იქნება მერია მზად ამ ანგარიშის წარმოსადგენად?
ჩვენ ოფიციალურ წერილს მივწერთ დღეს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მალე მოხდება ეს შეხვედრა. ეს საქმე საფინანსო კომისიის პრეროგატივაა, მაგრამ ბატონი თენგიზი [თენგიზ აფხაზავა – ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი] არის მივლინებაში. აქედან გამომდინარე მათი კომისიის გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია. სავარაუდოდ, ბატონ თენგიზს დაველოდებით და იმის შემდეგ მოვიწვევთ წყალკანალის დირექტორსა და სხვა პიროვნებებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნაში, ბიუჯეტის შესრულების ნაწილში უწერიათ, რომ მერია არ ითვალისწინებს მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. რას ფიქრობთ, ახლა შეძლებთ მერიის ყურადღების მიქცევას?
რა თქმა უნდა, მერია გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს.
საკონტროლო სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა „სამ მოდულის“ აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “DATECS DP-25”მოდელის საკონტროლო სალარო აპარატი, რომლის რეალიზაციასა და მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „კასა ჯი“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ე.წ. „სამ მოდული” (SAM MODUL) შემუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურში და ის მიზნად ისახავს საკონტროლო სალარო აპარატებისათვის ერთიანი სტანდარტისა და უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. ამდენად, ნებისმიერი კომპანია, რომელიც წარადგენს ამ სტანდარტის შესაბამის სალარო აპარატებს, შეუძლიათ შემოვიდნენ ამ ბაზარზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით სალარო აპარატების შემოტანას კიდევ ორი კომპანია გეგმავს. რაც შეეხება ფასებს, ფაქტობრივად განსხვავება არ არის, თუმცა შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ფასებს, რამდენიმე ოპერატორის არსებობის პირობებში, ბაზარი დაარეგულირებს.
„კასა ჯი“ საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას უკვე ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში [ოფისი ფიროსმანის ქუჩაზე].
„კასა ჯი“-ს ვებგვერდის ინფორმაციის თანახმად „DATECS DP-25 წარმოადგენს პროგრამირებად საკონტროლო სალარო აპარატს. მისი პარამეტრები ითვალისწინებს მომხმარებლის მომსახურების მოთხოვნებს და მაღაზიების, სუპერმარკეტების, აფთიაქების, რესტორნებისა და ნებისმიერი საცალო ოპერაციის ობიექტების ანგარიშწარმოებას. აპარატი უზრუნველყოფს სრულ აღრიცხვას.
სსა „DATECS DP-25“ მუშაობს SAM მოდულის აქტივაციით, რომელიც არის ISO/IEC 7810-ის სტანდარტის შესაბამისად შექმნილი. იგი აღნიშნული სტანდარტის მიხედვით მუშაობს გარე მოწყობილობასთან და გამოიყენება დაცულობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ტექნიკური მომსახურების ღირებულება: 6 თვე – 30 ლარი; 12 თვე – 60 ლარი;
აპარატის ღირებულება: 6 თვის მომსახურებით: 420ლ; 12 თვის მომსახურებით 450ლ“.
„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ ბულგარული კომპანია „დეიზი ტექნოლოჯის“ მიერ წარმოებულ სალარო აპარატების რეალიზაციასა და მომსახურებას ახორციელებს. ამ კომპანიაშიც აპარატის ღირებულება ერთი წლის მომსახურებით 450 ლარია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „კასა ჯი“, ერთი წლის წინ, 2014 წლის ოქტომბერშია დარეგისტრირებული. კომპანის მფლობელები კი თამაზ ტაბატაძე და დავით შენგელია არიან.
თამაზ ტაბატაძე რეესტრის მიხედვით 50% წილს ფლობს ასევე კომპანია „სერვის ლაინი“-ში, ხოლო 20%-ს შპს „RS Line“-ში.
რაც შეეხება დავით შენგელიას, ის მეწილეა შემდეგ კომპანიებში: შპს „აბა და კომპანია“ [წილის 3%], „ვ. ს. კომპანია” [30%] და „ბორანი“ [100%].
„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“-ს 100% წილის მფლობელი კი ბულგალერი ევგენი სტაიკოვ მანახოვია.
მოქმედი კანონმდებლობით, საკონტროლო სალარო აპარატი შემოსავლების აღრიცხვისა და საგადასახადო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით გამოიყენება და სავალდებულოა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, გარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
„სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება მალე, იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება და მე-20 საუკუნეში აღიარებულია. მალე ყველა მიხვდება, რომ ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პიროვნებად მე-20 საუკუნის. ის კაცი იყო სიმბოლო საქართველოსი, დღეს რომ ჩადიხარ საღაცა… ჩინეთში ჩავიდა ჩვენი დელეგაცია. იცით რა შეხვედრა იყო, სტალინის ქვეყნიდან არიანო და გადაყვენ ყველას.
მე ესე ვფიქრობ – საქართველოში, ქართველი კაცი, მე-20 საუკუნის უდიდეს ქართველს მთელი მსოფლიომ იცის, რომ ის იყო ქართველი, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი… ამიტომ მაგის ლანძღვა მე მიმაჩნია, რომ არ არის ქართველი კაცის საქმე. პირიქით – მე ვფიქრობ, ის რაც მან გააკეთა, როგორ დააყენა რუსეთი ფეხზე, როგორ მიაღწია იმას 15-20 წელიწადში ეგეთი უძლიერეს ქვეყანა შექმნა. რა თქმა უნდა, ბევრი სასიკეთოც გააკეთა ქართველებისთვის, ახლა მაგას ნუ ჩამოვყვებით, რომელიც არ ჩანს დღეს, გააკეთა ძალიან ბევრი. ქართველ კაცს მაგის ლანძღვის უფლება მორალური არ უნდა ჰქონდეს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენს კაბინეტში გაქვთ სტალინის სურათი? – თოფაძემ ასე უპასუხა: „არა, ჯერ არა, დავკიდებ სიამოვნებით. სახლში მაქვს, ბევრი სურათები მაქვს, წიგნები მაქვს ძაან ბევრი, წაგაკითხებთ იმ წიგნებს და იქნება აზრი შეგეცვალოთ სტალინზე“.
სტალინი აღიარებულია როგორც ტირანი, რომლის მმართველობის დროს მილიონობით ადამიანი, მათ შორის ქართველები, იქნა დახვრეტილი და რეპრესირებული. საქართველოში სტალინის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ კომპენსაცია დააწესა.
კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა. საქართველოს მიღებული აქვს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომლის მიზანთა შორის არის “საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”.
საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. მშენებლობა 2015-2018 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ტენდერში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ანაგი“, ბოლო შეთავაზება – 25 900 000 ლარი; „დაგი“ – 24 855 000 ლარი; „ო.შ.-ინშაათი“ – 22 284 763 ლარი და „საბა კონსტრაქშენი“ – 22 172 764 ლარი.
სწორედ „საბა კონსტრაქშენის“, როგორც ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციას შეისწავლის სატენდერო კომისია. კომისიის თავმჯდომარე შპს `სტადიონის~ დირექტორი ჯემალ ბოლქვაძეა.
„ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება არ ნიშნავს, რომ პრეტენდენტი იმავდროულად ტენდერში გამარჯვებულია. უნდა მოხდეს შერჩევა-შეფასება კანონის შესაბამისად… პირველ ეტაპზე, კომისია შეისწავლის, თუ რამდენად შესაბამისობაშია ამ კომპანიის დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებთან,“ – უთხრა `ბათუმელებს“ ჯემალ ბოლქვაძემ.
მეორე ეტაპზე კომპანია წარადგენს საკვალიფიკაციო მონაცემებს – ესაა ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი ცნობები [ძირითადად ფინანსური – ქონებაზე ყადაღის არარსებობის, საბიუჯეტო დავალიანების არქონის და ა.შ.].
სატენდერო კომისიას ხელშეკრულების გაფორმებამდე მაქსიმუმ 23 სამუშაო დღე აქვს. ამასთან, პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. კითხვაზე, საკმარისია თუ არა არსებული მოთხოვნები კომპანიის შესასწავლად და იმის სათქმელად, რომ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ეს კომპანია საქმეს ბოლომდე მიიყვანს – ჯემალ ბოლქვაძე ამბობს, რომ `სატენდერო პირობებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია მაქსიმალურად ახლოსაა იდეალურთან და რაღაც რისკებისგან დაზღვეული ბოლომდე არავინაა და 100%-იან რისკებს ვერავინ გათვლის~.
არის თუ არა იმის გარანტია, რომ საავადმყოფოს მშენებლობა ოლიმპიური სტადიონის პროექტირების ბედს არ გაიზიარებს? – ჯემალ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის სხვა პროცედურა იყო, ეს სხვა პროცედურაა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ აპრილამდე. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაასრულოს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
ახალი საავადმყოფოს შენობა (მთავარი კორპუსი) და დამხმარე ნაგებობები გეგმით განთავსდება გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გასწვრივ, ასწლოვანი მცენარეებით გაშენებული ბაღის გარშემო. ცენტრალური შესასვლელი მოეწყობა აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში, ხოლო სასწრაფო დახმარების მანქანები საავადმყოფოში პუშკინის ქუჩიდან მოხვდებიან, სამეურნეო შესასვლელიც იქნება პუშკინის ქუჩიდან. შენობის მთავარი კორპუსი განსხვავებული სიმაღლის სამი: A, B და C ბლოკისაგან შედგება. A და B ბლოკი ხუთსართულიანია, C ბლოკი _ ოთხსართულიანია. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია ავტოსადგომი პერსონალისა და მიმსვლელებისთვის.
სამუშაოების დაწყებამდე ტენდერში გამარჯვებულმა უნდა აღრიცხოს მწვანე ნარგავები. თუ საჭირო გახდება მათი მოჭრა ან გადარგვა, აღნიშნული საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. ამასთან, ტერიტორიის შუაში არსებული სკვერი გაიმიჯნება სამშენებლო მოედნისგან და მშენებლობის პერიოდში მის გარშემო მოეწყობა დროებითი ღობე.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოში დადგინდეს მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რასაც, მათი შეფასებით, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა.
“თავისუფალ ჟურბალისტთა” სახლის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში მოპასუხეები და მათი წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
სიუჟეტი მომზადებულია პროექტის ფალგებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
“ბათუმელების” ინფორმაციით, თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო ოპერატიული სამძებრო საქმიანობა. ბრალდებულები ჯერ დაკავებულები არ არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ნიშნავს.
კანონის მიხედვით, ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდიდან
საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ლევან გელაშვილი დაარიგებს, ეს შეხვედრა მისთვის პირველი ტურნირი იქნება. წინა შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებს ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2017 წლის იანვარში საფრანგეთში გაიმართება.
გამოფენის თანაორგანიზატორია აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაა.
მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს გააცნონ და რეკლამირება გაუწიონ. გამოფენაში მონაწილეობენ: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი.
გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას 27 დასახელების საახალწლო აქსესუარი უნდა მიაწოდოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდული აქსესუარების ჩამონათვალში შედის როგორც საახალწლო ნაძვის ხის მორთულობები, ასევე ქუჩის დეკორაციებიც.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით შესყიდული აქსესუარები
პრივილეგიებზე, რომლებითაც მთაში მცხოვრები ოჯახები ისარგებლებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები, „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მისი ამოქმედების შემდეგ მთის მოსახლეობა მთელ რიგ შეღავათებს მიიღებს.
„ვაპირებთ, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ავუნაზღაუროთ, ასევე მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც კანონის ამოქმედებისთანავე დაწესდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს პირველ სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები – მინისტრები, დეპუტატები და მხარეების გუბერნატორები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პირის დაპატიმრებას ითვალისწინებდა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ვის შეეხება ეს გადაწყვეტილება, რა სახის დანაშაულზე იყო საუბარი ამ მუხლში?
ბექა წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
ეს ეხება ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შენახვას პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი, არის არაკონსტიტუციური: არამხოლოდ 7 წლით პატიმრობა, როგორც ეს სადავო ნორმაში იყო, არამედ – საერთოდ, ერთი დღით პატიმრობაც.
ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ ოდენობად ჩაითვლება 70 გრამზე მეტი მარიხუანა?
არა, დიდი ოდენობაზე არ არის საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლომ ოდენობა კი არ გააუქმა, სასამართლომ თქვა, რომ გინდა დიდი ოდენობა დაუძახე, გინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობა, გინდა შემაშფოთებლად დიდი ოდენობა, მინიმუმ 70 გრამამდე თუ პირს დაუდასტურდება მარიხუანას შენახვა, სასჯელად თავისუფლების აღკვეთას ვერ გამოიყენებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასჯელს ვერ დააკისრებ – სასჯელს დააკისრებს სახელმწიფო კონკრეტულ პირს მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის, თუმცა სასჯელი არ შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა ან უფლების შეზღუდვა, ან ნებისმიერი სხვა რამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი
რაც შეეხება 70 გრამზე მეტს – სასამართლომ თქვა, რომ თუ პირს აღმოუჩენ, მაგალითად, 5 კილო მარიხუანას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პირს აუცილებლად თავისუფლების აღკვეთა უნდა მიუსაჯო. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, პირს ჰქონდა თუ არა გასაღების მიზანი, ან ეს ოდენობა არის თუ არა ის ოდენობა, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ავტომატურად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.
საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ მას არ უმსჯელია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხებზე, „რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს“. ეს იმის ნიშნავს, რომ ჯარიმები, რაც იყო მოხმარებაზე, ისევ ძალაშია?
არამხოლოდ მოხმარებაზე, არამედ შენახვაზეც.
ანუ ჯარიმები, 500-ლარიანი და მეტი, რაც იყო ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული, ისევ რჩება?
დიახ, 500 ლარი არის ადმინისტრაციული ჯარიმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ლაპარაკია სისხლის სამართლებრივ ჯარიმაზე. სასჯელი მარტო ციხეში ჩასმა ხომ არ არის, არსებობს სასჯელის ბევრი სხვა სახე და საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელის ერთ-ერთ სახეზე – თავისუფლების აღკვეთაზე თქვა, რომ ეს არაკონსტიტუციურია.
ადამიანებს, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ან პირობით არიან გათავისუფლებულები, მათი სისხლის სამართლის საქმეები ავტომატურად შეწყდება?
ვისაც წაყენებული აქვს ეს ბრალი, რა თქმა უნდა, მას ვერავინ ვეღარ დააპატიმრებს; ვისაც წინასწარი პატიმრობა აქვს, ისინი უნდა გაათავისუფლონ. ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულებს, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს ახლად აღმოჩენილი გარემოებით. სასამართლო იმსჯელებს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე, რამდენად ვრცელდება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მათზე და, შესაბამისად, გამოიტანს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ამ მუხლით ციხეში ვერავის ვეღარ დატოვებენ.
თქვენ იყავით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის ავტორი. ხომ არ აპირებთ სასამართლოს მიმართოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით?
ჯერჯერობით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ფორმას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგ ნაბიჯებზე. ჯერ ჩვენთვის სასამართლოს არგუმენტაცია უცნობია, მხოლოდ შედეგები ვიცით. ეს ცნობილი გახდება ერთ კვირაში, თუმცა რთული იქნება დეკრიმინალიზაციაზე დავა. გაცილებით რთული იქნება იმ დავის მოგება, ვიდრე ამ დავის მოგება იყო.
„ოფისში ვიდეოთვალი გვაქვს დამონტაჟებული, რომელმაც დააფიქსირა ორი პირი დილის 6 საათზე. თუ წინა შემთხვევის დროს ნიღბით იყვნენ მოსული, ამ შემთხვევაში ნიღბები არ ეკეთათ,“- ამბობს რაულ თავართქილაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული პირები მათ ვერ ამოიცნეს.
„ფირები გადავეცით პოლიციას, რომელიც ამ დილით, ათი საათისთვის გამოვიძახეთ. იმედი გვაქვს გამოძიებას დაიწყებენ და დაადგენენ დამნაშავეებს,“- აცხადებს ის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის პირველ სართულზე საგამოფენო დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად გამოფენილია მხატვარ ნინო ყუბანეიშვილის ნახატები.
აღნიშნულიდან გამომდნარე, ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო და აცხადებს, რომ მოძრაობა აღნიშნულ ქუჩებზე 10 დღის განმავლობაში სრულად აღდგება.
„ბათუმიველო“, ისევე როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, მერიის ორგანიზაციაა და ერთი ადმინისტრაციის მიერ იმართება. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე ამბობს, „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“ განსხვავებით, „ბათუმიველოს“ საბიუჯეტო სუბსიდია არ სჭირდება და საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოფს ხარჯების დაფარვას. დირექტორის თქმით, ველოპარკს ამ დროისთვის 370 ველოსიპედი აქვს საკუთრებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ველოსიპედი დაიკარგა, ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, თუმცა დაკარგული ველოსიპედები ჯერ არ უპოვიათ.
პაატა დუმბაძის თქმით, ველოსიპედების გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 133 ათასი ლარი შეადგინა, მიმდინარე წელს კი – 96 ათასი ლარი. „ყველაზე შემოსავლიანი წელი იყო 2013, ამ წელს 187 ათასი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში. წელს ასეთი მაღალი შემოსავალი არ დაფიქსირებულა. აქტიური ტურისტული სეზონი დასრულდა, თუმცა, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.“
დაზიანებული ველოსიპედების შესახებ დაზუსტებული მონაცემები „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში არ აქვთ. პაატა დუმბაძე ამბობს, რომ შესწავლის პროცესი ახლა მიმდინარეობს: „ბუნებრივია, ველოსიპედები ზიანდება, რადგან ბევრი მომხმარებელი გვყავს. სარემონტო ხარჯსაც ეტაპობრივად გამოვყოფთ, იმის მიხედვით, თუ რამდენი ველოსიპედი საჭიროებს შეკეთებას. ძირითადად საკვანძო დეტალები – სახელურები, სიგნალები, მაშუქები და სავარძელი ზიანდება. ამ ნაწილებს ვიძენთ და ვაახლებთ ველოსიპედებს“.
პაატა დუმბაძის ინფორმაციით, 2013 წელს ველოსიპედების შესაკეთებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯა, გასულ წელს კი – სამი ათასი. „იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ველოსიპედს დაკარგავს, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება და ზარალის ანაზღაურება მოუწევს. საჯარიმო თანხა ფიქსირებული არ არის, დაზიანებული ნივთის ექსპლუატაციის ვადის მიხედვით განისაზღვრება. ამის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებულია, რადგან ველობარათის გაცემის დროს მასთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ. თუ ველოსიპედით მომხმარებელი დაზიანდა, დაეხაჯა რაიმეს და ტრავმა მიიღო, პირველად სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევენ. თანხას სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს, სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი ტერმინალის შკალაზეა განთავსებული“.
პაატა დუმბაძის თქმით, დაზღვევის პრაქტიკა შარშან ზაფხულში დაინერგა და მხოლოდ ტურისტულ სეზონზე იყო გათვლილი, თუმცა შემდეგ ყოველწლიური გახდა.
დირექტორის თქმით, ველოსიპედით დაზიანების გამო სადაზღვევოსთვის ჯერ არც ერთ აბონენტს არ მიუმართავს. ველოსიპედით სარგებლობის ტარიფები არ შეცვლილა – ერთი საათი ორი ლარი ღირს. მომხმარებელს ველობარათით სარგებლობა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. უცხოელი ტურისტებისთვის დამზადებულია როგორც ერთდღიანი, ასევე ათდღიანი ბარათები. პაატა დუმბაძის თქმით, ტურისტები ძირითადად ათდღიანი ველობარათებით სარგებლობენ. ბარათების შეძენა მომხმარებელს „ბათუმიველოს“ ადმინისტრაციაში შეუძლია. თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, მომავალი წლიდან როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ აბონენტებს ველობარათებით სარგებლობა სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით შეეძლებათ. „ფრანგულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და სწრაფი გადახდის აპარატებში ახალი სისტემის დასანერგად აპლიკაციას ვაკეთებთ“.
დირექტორი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ველოპარკების განთავსება არ იგეგმება. „წლის განმავლობაში ტერმინალი გამორთული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რადგან დენის მიწოდების პრობლემა იყო. ეს პრობლემა მოგვარებულია და ტერმინალიც მალე ჩაირთვება. ქალაქის ცენტრალური უბნების გარდა ველოპარკი მხოლოდ ჯავახიშვილის ქუჩაზე და ბოტანიკურ ბაღშია დამატებული“.
რაც შეეხება ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებს, პაატა დუმბაძე ამბობს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ამ ტერიტორიებზე ველოპარკი ვერ განთავსდება.
შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაავადებათა აღრიცხვიანობის სრულყოფა; შეტყობინებების დროულობა, ლაბორატორიული კვლევების ხელშწყობა.
მსმემენელებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია გრიპის სეზონის პერიოდში ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, გრიპისა და სხვა რესპირატორულ დაავადებათა აღრიცხვიანობის მნიშვნელობაზე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განხორციელების ხელშეწყობაზე.
შეხვედრები მოიცავს რეგიონის ყველა სტაციონარულ და ამბულატორიული დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ორგანიაცია ,,BATTELLE”.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით).
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
გამგეობის მოთხოვნას სამი სოციალური პროგრამის შემცირების შესახებ ხულოს საკრებულომ 8 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სხდომა ხულოში
„ჩვენმა ფრაქციამ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ამ პროექტით რიგი სოციალური პროგრამები 5 000 ლარით შემცირდა და თანხა გადატანილი იქნა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის მოვლა-შენახვის მუხლში. 54 000 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყეს, ეს თანხა ნაძვის ხის შეძენასა და, სავარაუდოდ, გამგეობის მუშაკების ქეიფს მოხმარდება. არსებულ ვითარებაში სოციალური პოროგრამების დაფინანსება კი არ უნდა მცირდებოდეს, პირიქით, სოციალური პროგრამები უნდა მუშავდებოდეს“, – ამბობს ირაკლი ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი `ნაციონალური მოძრაობიდან“.
ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით კი, აღნიშნული პროგრამები გასულ წელთან შედარებით მეტი თანხით დაფინანსდა, რაც საჭირო არ იყო. გამგებელი სოციალურ პროგრამებზე თანხის კლებას შემდეგი არგუმენტით ხსნის:
„იქედან გამომდინარე, რომ პროგრამა მომართვიანობის, ბენეფიციართა განცხადების საფუძველზე ხორციელდება, ვფიქრობდით მეტი მოგვმართავდა. წლის განმავლობაში რა თანხაც გავეცით, დავთვალეთ. სავარაუდოდ, იმ თანხაზე, რაც მოვაკელით, მოთხოვნა არ იქნება. თანხები ამ პროგრამაში, რაც მომართვიანობის საფუძველზე გაიცემა, არის. როგორც ვიცი, 3-4 000 ლარით მეტით დაფინანსდა პროგრამები წლის დასაწყისში, ვიდრე გასულ წელს იყო. დავთვალეთ რა ეკონომია შეიძლება დარჩენილიყო და ამის საფუძველზე ახალი ღონისძიებები დავგეგმეთ“.
ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, 54 000 ლარიდან 30 000 ლარი ნაძვის ხის შეძენას, დარჩენილი თანხა კი საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებასთან ერთად საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის, მრავალშვილიანი დედებისა და შშპ პირებისთვის საახალწლო ნობათის შეძენას მოხმარდება.
მოქალაქეების ერთი ნაწილის, ვისთვისაც ეს პროგრამები მუშავდება, პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ილია ართმელაძე ამბობს, რომ პროგრამების შესახებ არაფერი სმენია და ამის თაობაზე არც არავის არაფერი უთქვამს.
„მე რამდენჯერაც ვითხოვე გამგეობაში დახმარება, იმდენჯერ უარი მითხრეს, არასოდეს დამხმარებიან“, – ამბობს ილია.
ხულოს გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ცხრა სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 100 ლარია გამოყოფილი.
არსებული ცხრა პროგრამიდან ყველაზე მეტი დაფინანსება ხუთ და მეტ მცირეწლოვანშვილიანი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაზე მოდის. ამ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 60 000 ლარია. 15 ოქტომბრის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში 49-მა ოჯახმა 1000-1000 ლარი მიიღო ფინანსური დახმარების სახით, რაზეც 49 000 ლარი დაიხარჯა. დაფინანსებულია „მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაც“. პროგრამის 50 000-ლარიანი ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება 64 ოჯახს გაეწია.
ყველაზე მეტი ოჯახი კი „ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამამ“ მოიცვა – ხულოს გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 36 000-ლარიანი სოციალური პროგრამით დახმარება 275 ოჯახს გაეწია.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს ცხრა სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 239 000 ლარი გამოიყო. არსებული ცხრა პროგრამიდან მუნიციპალიტეტში მოსახლეობა, ძირითადად, ოთხი პროგრამით სარგებლობს: ყოველი ახალშობილის შეძენაზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, ეპილეფსიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფით, სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის ყოველდღიურად ერთჯერადი უფასო კვებისა და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებით.
ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე აცხადებს, რომ არსებულ პროგრამებს მომავალი წლიდან სამი ახალი პროგრამა დაემატება. მისი თქმით, მიმდინარე წელს 65-მა ახალშობილის ოჯახმა, ხოლო 45-მა გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო ფინანსური დახმარება; ეპილეფსიის პროგრამით უფასო მედიკამენტებს 60 ბენეფიციარი იღებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 26 ადამიანი კი უფასო სასადილოში იკვებება. 5 და მეტ მცირეწლოვანშვილიანმა 13-მა ოჯახმა ერთჯერადად 1000 ლარი მიიღო და დიალეზზე მყოფ დაავადებულ ცხრა ბენეფიციარს თანხმლებ პირთან ერთად მგზავრობა უფინანსდება.
„2016 წლისთვის ვაპირებ დამატებით პროგრამების შემუშავებას. კონკრეტული პროგრამების შემუშავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მოსახლეობიდან წამოვიდა მოთხოვნა: სამომავლოდ 18-წლამდე შშმ ბავშვებისთვის, რომლებიც რეაბილიტაციის კურსებს ბათუმში გადიან, პროგრამა შევიმუშავეთ, რეაბილიტაციის კურსს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გადავწყვიტეთ მათ დავუფინანსოთ მგზავრობა თანხმლებ პირთან ერთად. პროგრამის შემუშავება მომართვიანობისა და მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, ასეთი ბავშვი მუნიციპალიტეტში 13-ია. პროგრამის განსახორციელებლად 9 000 ლარი იქნება საჭირო. გარდა ამისა, ვგეგმავთ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენის პროგრამის შემუშავებას, პროგრამა დაახლოებით 40 000 ლარით დაფინანსდება. ასევე ვგეგმავთ პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. ამ პროგრამებს შესაძლოა სხვა პროგრამებიც დაემატოს“, – ამბობს დავით თედორაძე.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს 10 სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 515 607 ლარია გამოყოფილი, აქედან 272 040 ლარი სოფელ ჩანჩხალოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 59 ოჯახისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოხმარდა. აღნიშნული პროგრამის გარდა, შუახევში ყველაზე მეტი თანხა – 59 100 ლარი ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაზეა გამოყოფილი: პროგრამით შუახევში ფინანსური დახმარება 136-მა ოჯახმა მიიღო. ვრცელია ეპილეფსიით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტების პროგრამაც – პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებს 82 ბენეფიციარი იღებს.
მარინა გაბაიძე მე-10 საჯარო სკოლის მეორე კატეგორიის გეოგრაფიის მასწავლებელი და ფასილიტატორია. როგორც მარინა ამბობს, ვიდეოგაკვეთილის პრაქტიკა ჯერ არ ჰქონია. მესამე კატეგორიის მასწავლებლის ხარისხი რომ მოიპოვოს, ამისთვის 19 კრედიტი სჭირდება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს. თუმცა, წამყვანი პედაგოგის სტატუსის მიღებამდე, როგორც გამოცდებისა და შეფასების ცენტრში ამბობენ, პედაგოგები ვალდებულნი არიან, არსებული კატეგორია შეინარჩუნონ.
„კრედიტებში შედის სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მაგალითად, კონფერენციებში მონაწილეობა, ღია გაკვეთილების მომზადება, სამოდელო გაკვეთილების ჩატარება და ა.შ. მათ შორის იქნება ვიდეოგაკვეთილებიც. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია რა კრიტერიუმებით შეგვაფასებენ მასწავლებლებს და რაში მოგვანიჭებენ კატეგორიას“, – ამბობს მარინა გაბაიძე.
პედაგოგი მიიჩვენს, რომ შედეგის თვალსაზრისით ვიდეოგაკვეთილებს შესაძლებელია ნაკლები ეფექტი ჰქონდეს: „მასწავლებლისთვის მთავარია შედეგი. ეს შედეგი კი შეიძლება ჩვეულებრივი გაკვეთილითაც მივიღო, რადგან ის მექანიზმი, რასაც შემფასებელი შეიძლება შედეგის მომტანად მიიჩნევდეს, ჩემთვის არ იყოს ეფექტური. თუმცა, სიახლეების წინააღმდეგი არ ვარ“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულნაზ კარანაძეც მეორე კატეგორიის მასწავლებელია. ვიდეოგაკვეთილის პრაქტიკა აქამდე არც მას ჰქონია. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ორი ვიდეოგაკვეთილი მასწავლებლის ხარისხს ვერ განსაზღვრავს, თუმცა მასწავლებლის თვითშეფასებასა და კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს.
„მარტო ვიდეოგაკვეთილი, ბუნებრივია, არ იქნება საკმარისი მასწავლებლის შესაფასებლად, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩავატაროთ ორი სამოდელო გაკვეთილი, რომელსაც შიდა მონიტორინგის ჯგუფი შეაფასებს და სხვადასხვა აქტივობაშიც მივიღოთ მონაწილეობა“.
პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ქეთინო გვარჯალაძე მიიჩნევს, რომ საკლასო დაკვირვება კარგია, თუმცა შეფასებითი არ უნდა იყოს. „მასწავლებლის შეფასებისთვის კარგი მეთოდია საგნობრივი გამოცდები, სადაც კარგად ჩანს მასწავლებლის ძლიერი მხარეც და სუსტიც. ვიდეოგაკვეთილები, ვფიქრობ, ვალიდური ვერ იქნება. არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ამაში კრედიტი უნდა დამეწეროს, რადგან მაინც ძალიან ხელოვნური მგონია“, – ამბობს ის.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკული სავარჯიშო უნდა იყოს და არა შეფასებითი.
„მე ვიყავი ე.წ. შვიდკაცას პილოტირებულ ჯგუფში და ხშირად გვიტარდებოდა ტრენინგები. გვაჩვენეს პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი მასწავლებლების ვიდეოგაკვეთილები. ფიზიკაში გედენიძეზე საუკეთესო თეორეტიკოსი არ ვიცით, მისი სახელმძღვანელოთი ვასწავლით სკოლაში და მისი ჩატარებული ვიდეოგაკვეთილი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, არ გამოუვიდა. მაშინ დასკვნა გამოვიტანეთ ასეთი, რომ შეიძლება თეორეტიკოსი ვერ ატარებდეს პრაქტიკულად კარგ გაკვეთილს. ამიტომ, საკლასო დაკვირვების ინსტრუმენტით ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კარგი შედეგები პირველ ეტაპზე, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ და მივაღწიოთ მიზანს“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული უნარების ჯგუფის წევრი ირინა ჟვანია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკლასო დაკვირვების მიზანი პედაგოგების პრაქტიკული უნარების შეფასებაა. მისი თქმით, საკლასო დაკვირვების რუბრიკა ამ დროისთვის შემუშავებულია, თუმცა წლის ბოლომდე ინსტრუმენტი დაიტესტება და საბოლოო ვერსია მომავალი წლის მაისის ბოლოს იქნება მზად.
„საკლასო დაკვირვების შეფასების ინსტრუმენტი შემუშავებული გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ ეს ინსტრუმენტები დავტესტოთ და გავიგოთ რა ხარვეზებია, რას აფასებს სწორად და რას ვერა. სკოლებს ვთხოვთ მოგვცენ შესაძლებლობა და ტესტირების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. გაკვეთილებს ჩავიწერთ და მეთოდის საბოლოო შეფასებისთვის გამოვიყენებთ“.
ირინა ჟვანიას განცხადებით, საკლასო დაკვირვება იმ აუცილებელი კრედიტების სიაში შედის, რომელიც პედაგოგს არსებული კატეგორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
„ეს არის სავალდებულო კრედიტი, რომელშიც უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგი 5 კრედიტს მიიღებს“. ირინა ჟვანიას ინფორმაციით, შეფასების ჯგუფში საგნისა და განათლების სპეციალისტები შევლენ.
„ვიდეოგაკვეთილების ჩასატარებლად სკოლები ვიდეოთვალებით უნდა აღჭურვოს განათლების სამინისტრომ, ჩამწერი აპარატურა ერთ კლასში დამონტაჟდება და კლასში მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა სხვა პირი არ იქნება. რამდენი და რა ტიპის ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს, ამ საკითხზე პროფესიონალები მსჯელობენ. ტექნიკური საკითხები პედაგოგების საზრუნავი არ იქნება და ამაზე მათ არ უნდა იფიქრონ“, – ამბობს ირინა ჟვანია.
რაც შეეხება ბიუჯეტს, თუ რამდენი ლარი დასჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით თითო საკლასო ოთახის ტექნიკურად აღჭურვას, ამის თაობაზე საქართველოს განათლების სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ.
გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 15 ათასზე მეტი უფროსი მასწავლებელია. კითხვაზე რა პერიოდში აღიჭურვება ყველა სკოლა ტექნიკურად და ამ რაოდენობის ვიდეოგაკვეთილების დამზადება, შემდეგ კი საიტზე ატვირთვა ხომ არ გამოიწვევს ქაოსს? ირინა ჟვანია პასუხობს, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრი ამ მექანიზმზეც მუშაობს:
„ზუსტი პასუხის გაცემა ამაზე არ შეგვიძლია, ჯერ შინაარსობრივ ნაწილზე ვმუშაობთ და იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაიწეროს და აიტვირთოს, მუშაობენ სპეციალისტები. არის ასეთი იდეაც, რომ შეიძლება გაკვეთილები ჩაიწეროს CD-ზე და ისე გადმოიგზავნოს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელზეც მსჯელობა ჯერ არ არის დასრულებული“.
ირინა ჟვანიას შეფასებით, ვიდეოგაკვეთილები შესაძლებელია გაკვეთილის ბუნებრიობას ცვლიდეს, „თუმცა, მთავარი მიზანია ის, დავინახოთ შეუძლია თუ არა მასწავლებელს პრაქტიკული გაკვეთილის ჩატარება“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებლის თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად შესაბამისი კრედიტების დაგროვებაა საჭირო.
პრაქტიკოსი რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, ამისათვის მას ეძლევა 4 წელი. მან პირველი სამი წლის განმავლობაში უნდა ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა, გაიაროს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და ტრენინგი. სამივე აქტივობის წარმატებით შესრულება მას მისცემს 19 კრედიქულას, რის შედეგადაც, ის შეძლებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას.
იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, 4 წლის განმავლობაში მან უნდა გაიაროს შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება და განახორციელოს დამატებითი აქტივობები, რის შედეგადაც მას მიენიჭება 13 კრედიტქულა, რაც საკმარისია სტატუსის შესანარჩუნებლად.
იმისათვის, რომ უფროს მასწავლებელს მიენიჭოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, საჭიროა 4 წლის განმავლობაში გაიაროს შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება, განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები, რაც მას მისცემს 19 კრედიტქულას, რაც საკმარისია აღნიშნული სტატუსის მისაღებად.
იმისათვის, რომ წამყვანმა მასწავლებელმა შეინარჩუნოს სტატუსი, საჭიროა მან 5 წლის განმავლობაში ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისთვის, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა, განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები. ეს მას მოუტანს 14 კრედიტქულას.
მენტორის სტატუსის მისაღწევად, საჭიროა წამყვანმა მასწავლებელმა 5 წლის განმავლობაში ჩაატაროს 10 სამოდელო გაკვეთილი შიდა შეფასებისთვის, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა; განახორციელოს პრაქტიკული კვლევა და დამატებითი აქტივობები, რაც მისცემს 25 კრედიტქულას;
მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად, მასწავლებელმა 5 წლის განმავლობაში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, შექმნას სასწავლო რესურსი ან ლიტერატურა, გასწიოს ფასილიტატორობა, განახორციელოს სკოლის საჭიროებების კვლევა, ასევე მასწავლებელთა საჭიროებების შეფასება და პროფესიული განვითარების ღონისძიებები; კონსულტირება გაუწიოს სტუდენტებსა და მასწავლებლებს და განახორციელოს დამატებითი აქტივობები.
„შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ „ბათუმის წყალში“ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე დარიცხულია საშვებულებო ანაზღაურება 93 944,5 ლარი, ხოლო 18 თანამშრომელს, შვებულებიდან გამოძახების მიუხედავად, დაერიცხა 32 589,9 ლარი. ამასთან, თანამშრომლებზე ანაზღაურებულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების (დღეების) ღირებულება ჯამში 1 მილიონ 341 ათას 46 ლარის ოდენობით, თუმცა დოკუმენტურად არ ფიქსირდება აღნიშნულ სამუშაოთა სახეები და მათი არასამუშაო საათებში შესრულების აუცილებლობა,“ – აღნიშნულია შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც „ბათუმის წყლის“ 2014 წლის შემოწმებას ეხება.
აუდიტის ინფორმაციით, „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებზე გაიცემოდა ხელფასი [თანამდებობრივი სარგო], პრემია [როგორც ყოველკვარტალურად, ასევე თანამშრომელთა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით], ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის [რომელიც ხელფასის ორმაგი ტარიფით განისაზღვრებოდა] და ასევე რიგ შემთხვევებში, თანამშრომლები შეთავსებით სხვა ანაზღაურებად სამუშაოებსაც ასრულებდნენ.
აუდიტის მიხედვით, საწარმოს 2014 წლის სრული შემოსულობები 10 316 576 ლარით განისაზღვრა, დანახარჯებმა კი 10 233 857 ლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 5 მილიონზე მეტი – სწორედ თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებში გაიხარჯა. საწარმოში შარშან დასაქმებული იყო 236 შტატით და 201 შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებზეც დარიცხულია: ხელფასი – 3 083 874 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება – 1 341 394 ლარი და პრემია 709 940 ლარი, მათ შორის პრემია შტატგარეშე დასაქმებულთათვის – 154 792 ლარი.
აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურება გაიცემოდა ყოველთვიურად, შესაბამისი სიის მიხედვით, სადაც აღნიშნული იყო თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, თუმცა „ვერ ხდება იდენტიფიცირება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აუცილებლობისა და შინაარსის“.
«ბათუმის წყალში» აცხადებენ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება კანონმდებლობის სრული დაცვით და «აუდიტის ანგარიშში ასახული გაცემული ზენორმატიული სამუშაოს ანაზღაურების უმეტესი წილი მოდის წინასწარ დამტკიცებული ყოველთვიური [სათავე ნაგებობების, ცხელი ხაზის, გამწმენდი ნაგებობების, სატუმბო სადგურების, რეზერვუარების, ლაბორატორიისა და სამორიგეო მუშა-ჯგუფების] გრაფიკისა და განრიგის შესაბამისად.»
აუდიტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულებზე საშვებულებო ანაზღაურების გათვლა ხდებოდა ნამუშევარი ბოლო სამი თვის ანაზღაურებიდან, რომელიც გარდა ხელფასისა, ასევე მოიცავდა მათთვის ორმაგი ტარიფით ანაზღაურებულ ზეგანაკვეთური სამუშაოების თანხასაც.
„შრომის კოდექსის შესაბამისად, საშვებულებოს გათვლა უნდა მოხდეს წინა თვის ფიქსირებული ანაზღაურებიდან და არ უნდა მოიცავდეს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხულ განაცემს… მიუხედავად ამისა, „ბათუმის წყალში“ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე საშვებულებო ანაზღაურების სახით, შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, დარიცხულია 93 944,5 ლარი“, _ ასკვნის აუდიტი.
აუდიტის ჯგუფის მიერ, მაგალითისთვის, ორი დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურებაა მოყვანილი. პირველ შემთხვევაში დასაქმებულს ყოველთვიურად ერიცხება ხელფასი 1000 ლარის ოდენობით, რიგ შემთხვევაში პრემიაც და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ნამუშევარი დღეების ანაზღაურება ხელფასის ორმაგი ოდენობით. ეს დასაქმებული, 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, 24 სამუშაო დღით გავიდა შვებულებაში. მისი საშვებულებო ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად: მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ფიქსირებული ანაზღაურება, აღებული იქნა წინა სამი თვის ანაზღაურება და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხული განაცემი, რომლიდანაც გაანგარიშებული მისი საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრა 1676,07 ლარით.
თუმცა 2014 წლის 2 ოქტომბერს, ანუ შვებულებაში გასვლიდან ერთი დღის შემდეგ, გენერალური დირექტორის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, თანამშრომელი გამოძახებული იქნა შვებულებიდან, რის შედეგადაც თვის ბოლოს მას დაერიცხა ოქტომბრის სრული ხელფასი და საშვებულებო ანაზღაურება [მიუხედავად იმისა, რომ შვებულებით აღარ უსარგებლია], ანუ ჯამში _ 2676 ლარი.
მეორე დასაქმებულს, კი რომელსაც ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი 2400 ლარის ოდენობით, ასევე ეძლეოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და რიგ შემთხვევებში პრემიაც, ანალოგიური წესით აგვისტოში ხელფასი 6040,6 ლარი დაერიცხა [საშვებულებო ანაზღაურების ჩათვლით].
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ შრომითი კანონმდებლობა არ ცნობს გამოძახების ინსტიტუტს: „როგორც გამომუშავებული ხელფასის ოდენობა არის დამოკიდებული ნამუშევარ დღეებზე, ასევე საშვებულებოს ოდენობა დამოკიდებულია შვებულებაში ყოფნის დღეებზე.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თანამშრომელი პირველ ოქტომბერს გავიდა შვებულებაში 24 სამუშაო დღით, რომელიც გამოძახებულ იქნა 2 ოქტომბერს, რის გამოც მან შეწყვიტა შვებულება. მიუხედავად იმისა, რომ ისარგებლა შვებულების მხოლოდ ერთი დღე, მას საშვებულებო ჩაერიცხა 24 სამუშაო დღის, ასევე მას წლის ბოლომდე აღარ უსარგებლია შვებულებით. ზემოთ აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, საშვებულებო ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ შვებულების ერთი დღე, დანარჩენი თანხა უნდა ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილად».
ანალოგიურ გამოძახებებს „ბათუმის წყალში“ წლის განმავლობაში 18-ჯერ ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოქმედ მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამოდ გადახდილმა თანხამ ჯამში 31 589,9 ლარი შეადგინა.
საქართველოს შრომის კოდექსით დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება, ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში, განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
«ბათუმის წყალი» სადაოს ხდის «ფიქსირებული ანაზღაურების» შინაარსს და მერიის მიერ დადგენილ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს «ფიქსირებულ ანაზღაურებად» არ მიიჩნევს.
«ანაზღაურება გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც თანამდებობრივ სარგოს [საშტატო განრიგით დამტკიცებულ ხელფასის ოდენობას], ასევე შრომითი ხელშეკრულებით [ან სხვა წესებით] გათვალისწინებულ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ ნებისმიერ სხვა ფულად ან სხვა სახის კომპენსაციას… საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიღებული ნებისმიერი ფულადი ან სხვა სახის კომპენსაციიდან», _ აცხადებენ «ბათუმის წყალში» და, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საშვებულებო გაანგარიშებაც შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით ხდება: «წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აზრით ადგილი ექნებოდა დაქირავებულის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას».
რაც შეეხება თანამშრომლების შვებულებიდან გამოძახებას, «გამონაკლის შემთხვევაში საწარმო იძულებულია დასაქმებულის თანხმობის შემთხვევაში, შეაწყვეტინოს მას აღებული შვებულება [გამოძახების გზით]. შვებულება გადადის მომდევნო წლისთვის», _ აცხადებენ «ბათუმის წყალში».
აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ:
საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვერ ხდება სრულად დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების ნაშთების იდენტიფიცირება, ასევე არ არის განხორციელებული შესაბამისი ინვენტარიზაცია.
„ბათუმის წყალში“ ავტომანქანებზე გასულ წელს გახარჯულია 204 260 ლარის საწვავი. შემოწმებით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავლილი კილომეტრაჟი ფიქსირდება არა ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით, არამედ გაცემული საწვავის არსებულ კოეფიციენტზე გაყოფით და საგზაო ფურცლებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. „…შესაბამისად, კომპანიაში საწვავის ხარჯვის რეალობა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რისკის შემცველია“.
აუდიტი მოუწოდებს კომპანიის ხელმძღვანელობას უზრუნველყოს რათა საწვავის ხარჯვა და ჩამოწერა, შესაბამისი ტექნიკის მიხედვით, განხორციელდეს ფაქტობრივად გამოყენებული ლიტრაჟობისა და გავლილი კილომეტრაჟის მონაცემების მიხედვით [«ბათუმის წყალში» აცხადებენ, რომ მიმდინარე წლიდან აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია].
აუდიტი ამბობს, რომ „ბათუმის წყალმა“ გასულ წელს ქუჩების შეკეთებითი სამუშაოებისათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაუფორმა შპს „გზებს“ 475 000 ლარზე. შემსყიდველის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევა/სამუშაოების განფასება მისი ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით: „ასევე, ამ სამუშაოების წარმოება საჭიროებდა შესაბამის ნებართვას ქალაქ ბათუმის მერიისგან… ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის მიხედვით, მერიის ხელმძღვანელობა ყოველთვიურად აფრთხილებს/აცნობებს „ბათუმის წყალს“ იმის შესახებ, რომ რიგ შემთხვევებში გაცემული ნებართვები არ არის შესრულებული ან უხარისხოდ შესრულებულია, თუმცა რამდენად არის აღნიშნული ფაქტები აღმოფხვრილი „ბათუმის წყლის“ მიერ, ვერ დგინდება, რადგან მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებში, უმეტესად ვერ ხდება იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად ქუჩის რა მონაკვეთზე იქნა განხორციელებული სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, მითითებულია ქუჩა ან სამუშაოების წარმოების ადგილი“.
სახელმწიფო აუდიტისადმი გაგზავნილ წერილში «ბათუმის წყლის» გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მიქელაძე [რომელიც გენერალურ დირექტორად ერთი თვეა რაც დაინიშნა] აღნიშნავს, რომ «აუდიტის ანგარიშით გამოვლენილ ხარვეზებზე შპს «ბათუმის წყალი» მათი აღმოფხვრისა და შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, გაატარებს ქმედით ღონისძიებებს».
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო ანგარიში 2015 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და ის რეაგირებისთვის აჭარის პროკურატურას გადაუგზავნა [სახელმწიფო აუდიტს აჭარის პროკურატურაში «ბათუმის წყლის» 2013 წლის შემოწმების მასალებიც აქვს გადაგზავნილი]
[სტატია გაზეთში დაბეჭდილი იყო, როცა «ბათუმელებს» აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, რომ «ბათუმის წყლის» მასალებზე დღეს გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში მიმდინარეობს].
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი «ბათუმის წყალმა», თავის მხრივ, «საწარმოს საგადასახადო აუდიტური შემოწმების დასკვნის მომზადებაზე» გამოაცხადა ტენდერი. შემოწმების მიზანი – «საწარმოს 2013, 2014 და 2015 წლების სამეურნეო საქმიანობის შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და გამოვლენილი საგადასახადო რისკების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება».
«ბათუმის წყალმა» ტენდერში გამარჯვებული 3 ნოემბერს უნდა გამოავლინოს. საწარმოს საგადასახადო აუდიტური შემოწმება კი, 2016 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.
„ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ერთპიროვნულად ევალება დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მერია.
2014 წლის ბოლოდან საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე ასრულებდა, რომელიც საწარმოში ადრე ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა [ის 2011 წელს სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს]. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2014 წელს ალექსანდრე მიქელაძეს, როგორც «ბათუმის წყლის» გენერალური დირექტორის მოადგილეს ტექნიკურ საკითხებში, შემოსავალი, 62 411 ლარი აქვს მიღებული.
ბათუმის მერიის პრესსამსახურში «ბათუმელებს» უთხრეს, რომ მერი გაეცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს და «ბათუმელებთან» კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.
ზოგადად, ბათუმის მუნიციპალურ ორგანიზაციებს საკუთარი შემოსავლები [ბიუჯეტები] გააჩნიათ და მათი სახელფასო მონაცემები ქალაქის ბიუჯეტში არ აისახება. «ბათუმის წყლის» ძირითადი შემოსავალი აბონენტების მიერ წყლის საფასურის სახით გადახდილი თანხაა. საწარმო ბათუმის ბიუჯეტიდანაც იღებს სუბსიდიას.
როგორც «ბათუმელებს» ქალაქის მერიაში განუცხადეს, 2015 წელს ამ საწარმოსთვის გადასაცემი თანხა 1 მილიონ 680 ათასი ლარია; საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის სახელფასო ფონდი კი «ბათუმის წყალში» წლის დასაწყისისთვის 142 550 ლარით იყო განსაზღვრული.
ფოტო ბათუმელების არქივიდან
აღსანიშნავია ისიც, რომ წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით და ბათუმის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება ასევე ქალაქის აბონენტების გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში საჯარო სამსახურის ანაზღაურების სისტემა ნაკლებად მკაფიოა და რაიმე ზუსტად განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ ეფუძნება; შესაბამისად, „კანონმდებლობაში ნაკლებად არის განსაზღვრული ის ნორმები, რის მიხედვითაც ანაზღაურების დადგენა და ბონუსების გაცემა გამჭვირვალედ და სამართლიანად იქნებოდა შესაძლებელი… ეს საშუალებას იძლევა სხვადასხვა უწყების მენეჯერებმა საკითხი თვითნებურად გადაწყვიტონ, რაც ხშირად, შესაძლოა თანამშრომლებს შორის გაურკვევლობისა და დაპირისპირების მიზეზად იქცეს.“
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს საქმიანობაში შესაძლო რიგ დარღვევებსა და კორუფციულ ფაქტებზე ინფორმაცია აქვთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
ამ საკითხზე სამინისტროს პრესცენტრმა „ბათუმელებს“ გასულ კვირას წერილობით შემდეგი განუმარტა:„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში შიდა აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა. ამასთან გაცნობებთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, 2015 წლის 29 ივლისიდან წარმოებს აჭარის სამმართველოს რიგი თანამშრომლების მხრიდან შესაძლო სამსახურებრივ გადაცდომასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება“.
წერილობითი განმარტების მიღების შემდეგ, საკითხში უფრო მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, „ბათუმელებმა“ დამატებითი კითხვების გზით სცადა ინფორმაციის მიღება. სამინისტროს პრესცენტრში თავდაპირველად განმარტეს, რომ იყო მზაობა თანამშრომლობისთვის, მაგრამ მოგვიანებით რედაქციას აცნობეს, რომ მეტი განმარტება არ იქნება.
სამინისტროს განმარტებების გარეშე კი, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას. აჭარის სამსახურში კადრებს ნიშნავენ და ათავისუფლებენ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელების რეკომენდაციით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ბუნებრივი რესურსების მოპოვების უკანონო, შესაძლო კორუფციულ სქემასთან (რასაც ახლა აუდიტი სწავლობს) უშუალო კავშირი ჰქონდეთ სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამდებობის პირებსაც. მართალია, „ბათუმელები“ მსგავს ინფორმაციას ფლობს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება თავად შიდა აუდიტის დეპარტამენტი რა დასკვნას დადებს „შესაძლო სამსახურებრივ გადაცდომასთან: დაკავშირებით.
სამსახურისყოფილიდამოქმედიუფროსები
უწყების ხელმძღვანელი, რომელზეც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში „შესაძლო გადაცდომაზე“ საუბრობენ, ვახტანგ ღოღობერიძე იყო. ის თანამდებობაზე ორთვიანი გამოსაცდელი ვადით ჰყავდათ დანიშნული. თუმცა, ვახტანგ ღოღობერიძე სამსახურის ხელმძღვანელად აქამდეც მუშაობდა – ის პირველად 2014 წლის ივლისში გადადგა. მაშინ გადადგომის მოტივად ვახტანგ ღოღობერიძემ „დასვენება“ დაასახელა. მეორედ ვახტანგ ღოღობერიძე იმავე თანამდებობაზე 2015 წლის ივლისში დანიშნეს, გამოსაცდელი ვადით, ხოლო სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან გაუშვეს. ბოლო გადადგომის თაობაზე ვახტანგ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იცის გამოსაცდელი ვადა რატომ ვერ გადალახა: „კონკურსი ყველა წესის დაცვით გავიარე, მაგრამ რატომღაც გამოსაცდელი ვადა ვერ გავიარე. როგორც ვიცი, სწავლობენ საკითხს, მაგრამ ჯერ მე თვითონ არ ვიცი რა აქვთ დაწერილი“.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს იმ დოკუმენტს, რომლითაც ერთ-ერთი კომპანიის მიერ ინერტული მასალების უკანონო მოპოვებაზე სათანადო აქტი არ გამოწერეს მის დაქვემდებარებაში მყოფი სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრებმა, ვახტანგ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ სამინისტროს უნდა ვკითხოთ. მისივე თქმით, სამინისტროში მისთვის „ამ საკითხზე კითხვები არ დაუსვამთ“.
ვახტანგ ღოღობერიძე ამ ეტაპზე არსად მუშაობს. მის პოზიციაზე უწყებაში მოვალეობის შესრულებას შეუდგა დავით დევაძე, რომელიც ვახტანგ ღოღობერიძის მსგავსად ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. როგორც დავით დევაძე აცხადებს, ის აქამდე შს სამინისტროს დასავლეთ საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი იყო. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რატომ ხდება ისე, რომ აჭარაში გარემოსდაცვით თანამდებობაზე პოლიციელებს ანიჭებენ უპირატესობას? – სამინისტროსგან პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.
როგორია თქვენი გარემოსდაცვითი მგრძნობელობა? – დავით დევაძემ `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ამ კითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ გვიპასუხებს, რაც სამინისტროს პრესსამსახურისგან საუბრის ნებართვას მიიღებს. მისი აზრით, საკითხზე ნებართვა უნდა აიღოს არა თანამდებობის პირმა, არამედ ჟურნალისტმა.
ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, სოფლებს – მახოსა და ახალსოფლის გასწვრივ ტერიტორიაზე, უზარმაზარ გორებად არის დაყრილი მდინარიდან ამოღებული ქვიშა და ხრეში. ამ ტერიტორიას სამრეწველო ზონის დატვირთვა აქვს. არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და არც საქართველოს მთავრობას ამ მონაკვეთში ლიცენზიები არ აქვს გაცემული. მდინარის გასწვრივ, მეორე ნაპირზე მცხოვრებლები კი „ბათუმელებს“ უდასტურებენ, რომ ჭოროხის ამ ზოლში ინერტულ მასალებს ინტენსიურად იღებენ. ექსკავატორები და ტრაქტორები, ძირითადად, ღამის საათებში მუშაობენ მდინარის კალაპოტში.
ზოლს თუ აუყვები, მართლაც არის რამდენიმე ისეთი მონაკვეთი ჭოროხზე, სადაც თვალნათლივ ჩანს ტექნიკის მუშაობის კვალი. მდინარის რამდენიმე მონაკვეთზე არსებობს ღრმა და ფართო ორმოები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მონაკვეთებიდან დიდი ოდენობით ქვიშა ამოუღიათ.
მდინარეებიდან ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების გამოვლენა-აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურს ევალება. ამ სამსახურს სათანადოდ აღჭურვილი სპეციალური ჯგუფი ჰყავს, რომლის მოვალეობაც სწრაფი რეაგირებაა. ამ ჯგუფის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი კანონდარღვევის შესახებ საჯაროდ არაფერია ცნობილი.
ბაზარზე ერთი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ფასი 30-40 ლარია.
ინფორმირებული პირების თქმით, რომლებიც ამავე დროს დაინტერესებული პირებიც არიან, ზედამხედველობის სამსახურში თანამდებობის პირებს შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის კონფლიქტი ინერტული მასალების ლიცენზიანტების კონტროლის საკითხს უკავშირდება. ამ სამსახურის თანამშრომლები ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მფარველობენ თანამდებობის პირები გარკვეულ ლიცენზიანტ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა უბანზე მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს. იმავე პირების თქმით, საქმე ეხება არალეგალურ შემოსავლებს, რომელიც ნაწილდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი თანამდებობის პირსა და ძალოვანი უწყების თანამდებობის პირებს შორის. ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც ამ ბრალდებას დაადასტურებს, „ბათუმელებს“ არ გააჩნია.
ქვიშა–ხრეშისბიზნესი
აჭარაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ლიცენზიებს გასცემს როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ისე საქართველოს მთავრობა. ლიცენზიები, წესით, უნდა გაიცეს იმ პირობით, რომ ინერტული მასალების მოპოვებამ ნაკლებად დააზიანოს გარემო. ლიცენზიანტებს უფლება აქვთ მდინარეებიდან ამოიღონ იმ ოდენობის ქვიშა-ხრეში, რაც მათ ლიცენზიის პირობით აქვთ განსაზღვრული. რამდენად კეთილსინდისიერად საქმიანობენ ლიცენზიანტები, ამას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკვირდება. არც თუ იშვიათად, ლიცენზიანტი კომპანიები იმაზე მეტ მასალას მოიპოვებენ, ვიდრე ლიცენზიით არის განსაზღვრული.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა სტიქიის შედეგად ქობულეთის სანაპირო ზოლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას უკავშირდება. აუდიტი ამ ზოლის აღსადგენად მოპოვებული ინერტული მასალების კანონიერებაზე წერს:
`სამუშაოთა შესრულების შესახებ შპს „გზის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილიდან დამუშავებულია და სანაპირო ზოლში შეტანილია სულ 7075 კუბური მეტრი ქვიშა ხერში, რაც 1946 კუბური მეტრით მეტია შპს „გზისთვის“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის #715 განკარგულებით გამოყოფილ რაოდენობაზე. ამასთან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სხვა ლიცენზია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩატარებული სამუშაოების შესრულება ბუნებრივი რესურსების არაკანონიერი გზით მოპოვების შესაძლო რისკებზე მიუთითებს“.
კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა. აუდიტის დასკვნის თანახმად „ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელებულია დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები. აუდიტის ჯგუფის მიერ მიმწოდებელ კომპანიებს გაეგზავნათ წერილები სამუშაოს შესრულების მიზნით გამოყენებული ქვიშახრეშოვანი მასალის მოპოვების დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. პასუხი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი ინფორმაციით, ეს კომპანიები ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით მესამე პირებს უკვეთავდნენ სამუშაოების შესრულებას ან მესამე პირებისგან ყიდულობდნენ ქვიშახრეშოვან მასალას. დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების მიწოდების დოკუმენტაციის აუდიტით დგინდება, რომ მიმწოდებელი კომპანიების ნაწილს არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ან მათ ვერ წარმოადგინეს ბუნებრივი რესურსების შესყიდვის დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულის გამო არსებობს რისკები, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას“.
სტიქიურიმოვლენები
გონიოს ხიდის ქვეშ თუ გაძვრები და მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროს აუყვები, საერთაშორისო გზატკეცილიდან რამდენიმე კილომეტრში, განსაკუთრებით იმ მონაკვეთში, სადაც ქვიშა-ხრეშს ამუშავებენ, გროვებად დაყრილი საწარმოო ნარჩენები ბევრგან შეგხვდება. ყოველი გაწვიმების შემდეგ ეს ნარჩენები უპრობლემოდ ხვდება ჭოროხში, რადგან ნარჩენები ზედ მდინარის ნაპირზე აქვთ დაყრილი. ზედამხედველობითი დეპარტამენტის აჭარის სამმართველო ვალდებულია მსგავსი დარღვევები გამოავლინოს და რეაგირება იქონიოს, რადგან ეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით აკრძალულია. მით უფრო, როცა დარღვევის გამოვლენას არავითარი ძალისხმევა არ სჭირდება.
გარდა ამისა, სხვადასხვა გარემოსდაცვითი კვლევებით, მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალების ამოღება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ბათუმის სანაპირო ზოლს – ზღვა, რომელიც მდინარიდან ინერტულ მასალებს ვეღარ იღებს, ანუ ვერ „იკვებება“, უფრო მეტ მიწას იტაცებს სანაპირო ზოლიდან. ზღვის მსგავსი „თავდასხმების“ გამო მოსახლეობასა და სახელმწიფოს არაერთხელ მიადგა ზიანი.
ინერტული მასალების მოპოვებას მოსახლეობა ასევე გამუდმებით აპროტესტებს აჭარის სოფლებშიც, თითქმის ყველგან, სადაც ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე სახელმწიფოს ლიცენზია აქვს გაცემული. მოსახლეობას მიაჩნია, რომ მსგავსი ჩარევის შედეგად გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის უსაფრთხო აღარ არის. თუმცა, ყოველი სტიქიის შემდეგ მთავრობა და ლიცენზიანტი კომპანიები სიტყვიერად განმარტავენ, რომ სტიქიური მოვლენების განვითარებასთან ინერტული მასალების მოპოვებას კავშირი არ აქვს.
აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა, შენახვისათვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და შესაბამისად, სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანას მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას ოდენობა (70 გარამამდე), რომლის შეძენა/შენახვაში ედება ბრალი მოსარჩელეს, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე მოწვეული მოწმეებისა და სპეციალისტების განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი ვალდებულია კანონით დადგინოს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, შეაფასოს მარიხუანას შეძენა/შენახვის ფაქტის არსებობასთან ერთად, რამდენად არსებობს გასაღების მიზანი (ან რეალური საშიშროება) და სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ გასაღების მიზნით შეძენა/შენახვის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კანონის ნორმა, რომელიც მსგავს სასჯელს ითვალისწინებდა, არაკონსტიტუციურად იქნა გამოცხადებული.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
ბექა წიქარიშვილის საქმეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. “ბექა კრიმინალი არ არის” – კამპანია ამ სახელწოდებით ინტერნეტში დაიწყო და რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა, 31 მაისს თბილისში აქცია გაიმართა ბექას მხარდასაჭერად, აქციის მონაწილეებმა მანიფესტიც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: “მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას.”
ბექას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრი“ იცავდა.
24 ოქტომბერს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ანსამბლის წევრებს მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალი შეტანილია მსოფლიოს 10 საუკეთესო ფესტივალს შორის. კონკურსში მონაწილეობისათვის შეირჩა ქორეოგრაფიული ანსამბლები მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 185 ქორეოგრაფიული კოლექტივი. საკონკურსო პროგრამა შედგებოდა ნახევარფინალისა და ფინალისაგან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10-მა საუკეთესო კოლექტივმა.
ასევე, ანსამბლის წევრებმა კონცერტები გამართეს კორეის 7 ქალაქში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანსამბლ „ხორუმის“ გასტროლი 13 500 ლარით დააფინანსა.
დისკუსიის დაწყებამდე ორგანიზაციის მოხალისეებმა გადაწყვიტეს დაეთვალიერებინათ ხიჭაურის უნივერსიტეტი და სტუდენტები მოეწვიათ დისკუსიაზე, თუმცა ისინი უნივერსიტეტის ეზოში არ შეუშვეს.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები ძირითადად მოსწავლეები და სტუდენტები არიან. ისინი აჭარაში სხვადასხვა სოფელში დისკუსიებს მართავენ გენდერულ თანასწორობაზე, ნაადრევ ქორწინებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე პროექტის -“ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში.
2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხიჭაურში საპატრიარქოს 61 776 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 055 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი საპატრიარქოს მიერ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარიდან. 2013 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი წელიწადში 1, 354 მილიონი ლარი იყო.
ბატონო კახაბერ, რას ნიშნავს ბარიატრიული ქირურგია და როგორ მუშაობს ის?
ეს არის ჭარბი წონის მეტაბოლური ქირურგია, რომელიც არ განეკუთვნება პლასტიკურ ქირურგიას. ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ეფექტის მისაღებად არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაცია კეთდება.
რესტრუქციული ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება. წონის კლების ეფექტი მიიღება პატარა კუჭის ხარჯზე – იგი იძულებულია მცირე რაოდენობის საკვები მიიღოს. მალაბსორბციული ტიპის ოპერაციისას კი ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან. ამის შედეგად, წვრილნაწლავის რაღაც მონაკვეთი ითიშება თავისი ფუნქციიდან, კერძოდ კი კარგავს შეწოვის უნარს. ამ დროს ადამიანი საკვებს იღებს ისევ ცოტა რაოდენობით, ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ ხდება ამ საკვების ათვისება.
საქართველოში ძირითადად რა ტიპის ოპერაციები კეთდება?
რესტრუქციული ტიპის ოპერაციები, რადგან მალაბსორბციულს უფრო რთული მართვა სჭირდება. მალაბსორბციული ოპერაციის შემდეგ პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება გარკვეული ვიტამინების მიღება, რადგან დამოკლებული ნაწლავის გამო, გარდა ზედმეტი კალორიებისა, არც კალიუმის, ცილებისა და ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ათვისება ხდება. ჩვენ ვაკეთებთ რესტრუქციული ტიპის ორ ძირითად ოპერაციას – ლაპარასკოპიული სლივ-გასტრექტომია, ანუ კუჭის ვერტიკალური გასტრექტომია და ლაპარასკოპიული გასტროპლასტიკა. სლივ-გასტრექტომიის შედეგად კუჭი იღებს ბანანის ფორმას. ასევე, ამ ოპერაციისას იჭრება კუჭის ის ნაწილი, სადაც შიმშილის ჰორმონი – გრილინი გამომუშავდება. გახდომის ეფექტი სწორედ პატარა ზომის კუჭით მიიღწევა, რადგან ადამიანი იღებს ცოტა საკვებს. გასტროპლიკაციის დროს კუჭის ზომის შემცირებისთვის, ნაცლად კუჭის ნაწილის მოჭრისა, ხდება მისი სართულებად ჩაკეცვა შიგნით და მოკერვა.
რა სხვაობაა ამ ოპერაციებს შორის ეფექტურობის თვალსაზრისით?
ტექნიკურად უფრო რთული და უფრო ძვირადღირებულია სლივ-გასტრექტომია. მის შედეგად პაციენტები ჭარბი წონის 60-70%ს იკლებენ, გასტროპლიკაციის დროს კი 40-50%-ს. გასტროპლიკაცია მაქსიმუმ საათ-ნახევარს გრძელდება, სლივ-გასტრექტომია კი – საშუალოდ ორ საათს.
როდის ხდება საჭირო წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა?
ოპერაციის გაკეთება წყდება მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაღალი, პაციენტს კი უკვე რამდენჯერმე აქვს ნაცადი დიეტა, რომლითაც დაიკლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა. BMI არის სიმაღლე შეფარდებული ცხიმთან, წონასთან, შესაბამისად იგი ყველას სხვადასხვა აქვს. თუ პაციენტის BMI არის 40-ზე მეტია, ეს უკვე მორბიდული ანუ ე.წ. პათოლოგიური სიმსუქნეა. ასეთ პაციენტებთან დიეტებს ნაკლებად აქვს შედეგი და საჭირო ხდება ორგანიზმზე უფრო აგრესიული, დარტყმითი ეფექტი, რომ დაიკლოს წონა. სწორედ ასეთი ეფექტია ოპერაცია. ეს აუცილებელია, რადგან ჭარბი წონის გამო ამ პაციენტებს უჩნდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – სახსრების ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ოპერაციით კი უმჯობესდება და ხანგრძლივდება პაციენტის სიცოცხლე.
გასტროპლასტიკას ძირითადად ვთავაზობთ ისეთ პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ დიდი ჭარბი წონა. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უფრო მაღალი აქვთ სხეულის მასის ინდექსი, სლივ-გასტრექტომიაა რეკომენდებული.
როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის?
ხშირად პაციენტებს ამ ოპერაციის ჩატარება დაუყოვნებლივ უნდათ, მაგრამ არსად მსოფლიოში მსგავსი ოპერაციები გადაუდებელი ჩვენებით არ ტარდება. ამისთვის პაციენტი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. უპირველეს ყოვლისა, მან ოპერაციამდე აუცილებლად უნდა დაიკლოს განსაზღვრული რაოდენობის კილოგრამები, რათა გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან. დასაკლებ კილოგრამებსა და ვადებს ინდივიდუალურად ვუდგენთ პაციენტს. ამავდროულად პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე. თუ ყველაფერი მწყობრში არ არის, პაციენტი არ გაგვყავს ოპერაციაზე.
რამდენ ხანში იკლებს ადამიანი წონაში და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
იმის გამო, რომ ეს ოპერაციები ლაპარასკოპიულად ტარდება, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომ პაციენტს ნაკლები ტკივილი აქვს, უფრო ნაკლებად უჩივის სისუსტეს. უკვე მეორე დღეს დგება ფეხზე და დამოუკიდებლად გადაადგილდება, მესამე დღიდან ვიწყებთ თხიერ კვებას, 4-5 დღეში კი ეწერება სახლში. სამი კვირის შემდეგ პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას.
შედეგი ყველასთან ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკურად ჭარბი წონის დაკლება ოპერაციიდან 12-16 თვეში ხდება. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ აუცილებელია პაციენტმა შეიცვალოს ცხოვრების სტილი, რადგან კუჭის ელასტიურობის გამო მისი მოცულობა ისევ იზრდება და 3-5 წელიწადში პაციენტები დაკარგული წონის 15%-ს უკან იბრუნებენ. ოპერაციის შემდეგ მათ ეძლევათ რეკომენდაციები, ფიზიკური აქტივობისა და კვების შესახებ. მაგალითად, ოპერაციის შემდეგ იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურის მიღება, არ შეიძლება ზოგიერთი ხილის, ჭამის დროს სითხის მიღება და ა.შ. ისინი, ვინც ამ წესებს იცავენ, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს.
რა ღირს ლაპარასკოპიული სლივ-გასტრექტომია და გასტროპლასტიკა?
სლივ-გასტრექტომიის ფასი საქართველოს კლინიკებში 9500-დან 13 000 ლარამდეა, გასტროპლასტიკა კი გაცილებით უფრო იაფი – 5000 ლარამდე ღირს. ეს ოპერაციები საყოველთაო დაზღვევითაც ფინანსდება, საამისოდ კი პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 50-ზე ზევით უნდა იყოს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს ზღვარი 40-დან იწყება.
სარეკლამო რგოლში ბათუმის მერიის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში უნდა იყოს წარმოდგენილი. ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი 60-120 წამი უნდა იყოს. რგოლის დასამზადებლად მერია მზადაა 1 500 ლარი გადაიხადოს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ რგოლი უნდა შეიცავდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველ მაღალი ხარისხის ფოტომასალას; ინფორმაციას მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; სლოგანს, დამკვეთის ლოგოს და საკონტაქტო ინფორმაციას.
მიმწოდებლემა საინფორმაციო სარეკლამო რგოლის პროექტი-იდეა, ფორმატი, ფოტოები, ბანერები, მუსიკა და სხვა ტექნიკური დეტალები უნდა შეათანხმოს მერიასთან. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დასრულდება.
ბატონო გიორგი, რა სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს სატენდერო პირობები?
გიორგი გოცირიძე
სამუშაოს ვახორციელებთ კონკრეტული ობიექტების გარშემო, დამკვეთის მიერ მოცემულ მისამართებზე. ეს არ არის დაფარვითი ინვენტარიზაცია, დამკვეთის მიერ მოცემულ მისამართებზე არსებული კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების კვლევა. ეს მოიცავს საველე ბარათისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ძეგლების ინვენტარიზაციას იმისათვის, რომ მოცემული მისამართები დაგვემუშავებინა და გამოგვერიცხა უზუსტობები, ვინაიდან ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც არსებობს უზუსტობები, ზოგი სახლი შედის ნუსხაში და არ იმსახურებს სტატუსს, რადგან არ გააჩნია არანაირი ღირებულება. ზოგი ნაგებობა კი არ არის შესული და ამ დროს მას აქვს ღირებულება. სამწუხაროდ ხშირია ტექნიკურ-ბიუროკრატიული ხარვეზი, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა.
კეთილსინდისიერად რომ ჩაგვეტარებინა სამუშაოები, ეს მისამართები გადავამოწმეთ და ვაკორექტირებთ ხარვეზებს. ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე დაასრულეს სავალე ბარათებში მონაცემთა შეგროვება, შესაბამისი აღწერა და სარეკომენდაციო შეთავაზებების ჩამოყალიბება სააღრიცხვო ბარათის სახით. ინჟინერ-კონსტრუქტორებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, ამავე ობიექტებზე, განახორციელა საინჟინრო-კონსტრუქციული შეფასება, გამომწვევი მიზეზების დაფიქსირება, მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციები. ამ მონაცემების შეჯერების საფუძველზე დამკვეთთან მისამართებისა და ნუსხის გადამოწმების შემდეგ ვაპირებთ ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას. მთელი ეს ინფორმაცია თავს მოიყრის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც გამოყენებადი იქნება გეოინფორმაციულ სისტემაში, ხოლო კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეიქმნება ამ მონაცემების დამუშავებისთვის, მონაცემებთან ერთად გადაეცემა დამკვეთს.
რას მისცემს ეს დამკვეთს?
დამკვეთს შეეძლება ნებისმიერ დროს მოძებნოს ძეგლი, ძეგლთან დაკავშირებული ღირებული ელემენტის, ფრაგმენტის ან ისტორიულ-მემორიალური ფაქტის შესახებ ინფორმაცია; შეიძლება გარკვეული ტიპის ფასადებზე დაამუშაოს ინფორმაცია, ასევე გარკვეული ტიპის მიწის მესაკუთრეების, შენობების, პრობლემების მიხედვით, შექმნას თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებისთვის გამზადებული ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომლითაც ის იხელმძღვანელებს თავის საქმიანობაში, იქნება ეს სტატუსის მინიჭება, მოხსნა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ობიექტზე ან მის მიმდებარედ, ღირებულ შენობა-ნაგებობებზე ჩარევის ფორმების დადგენა, შეთანხმება და დამტკიცება სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების უზრუნველსაყოფად და ა.შ.
ანუ მხოლოდ სააგენტოს მიერ გადმოცემულ მისამართებზე არსებულ შენობებს შეისწავლით და სხვას არა?
ჩვენ დავდებთ ინფორმაციას, გააჩნია თუ არა შენობას ძეგლის ნიშნები, ხომ არ არის შემთხვევით ნუსხაში შესული ისეთი ობიექტი, რომელიც არ იმსახურებს ძეგლის სტატუსს ან პირიქით, რამე ხომ არ არის გამორჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაფარვით ინვენტარიზაციას არ ვაკეთებთ, ჩვენი კომპანია კარგად იცნობს ბათუმს, „გეოგრაფიკმა“ 2006-2007 წლებში განახორციელა ბათუმის დაცვით ზონებში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაფარვითი ინვენტარიზაცია, დაამუშავა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში, დამკვეთის დავალების შესაბამისად ვალდებულები ვართ შევიმუშავოთ კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტული დამკვეთის მიერ მოწოდებულ ობიექტებზე და არა მხოლოდ მათზე. რეკომენდაციები შეეხება ძეგლის სტატუსების მინიჭებას დამატებით ობიექტებზეც, და ხარვეზების შემთხვევაში ნუსხაში გაპარულ არაადეკვატურ ნაგებობებზე სტატუსის მოხსნაზეც. ჩვენი კომპანია რეკომენდაციებს არ გასცემს ღირებულ ობიექტზე არსებული სტატუსის მოხსნაზე. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ობიექტებს, რომლებიც ღირებულია და სახელმწიფოს ჯერ არ გაუძეგლებია, ვწერთ, რომ ეს გამორჩენილია და იმსახურებს ძეგლის სტატუსს.
თუ არის ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობა, მაგრამ სააგენტოს არ გადმოუცია, ან ძეგლის მიმდებარე მონაკვეთები, მაშინ რა ხდება?
ვინაიდან ჩვენ არ ვახორციელებთ დაფარვით ინვენტარიზაციას, შესაძლებელია დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალების ფარგლებში მოწოდებული საკვლევი სიის მიღმა არსებული ღირებული ობიექტების კვლევა ვერ მოხდეს და კვლევის მიღმა დარჩეს რაიმე ღირებული შენობა. შესაბამისად ეს ჩვენი კვლევის მასალებში ვერ მოხვდება. მაგრამ დამკვეთი ფლობს სრულ ინფორმაციას ქალაქზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებიც ფლობენ კარგ ინფორმაციას და საბოლოოდ ჩვენი, მიმდინარე პროექტის შედეგებიც ფართო განხილვის საგანი იქნება, მსგავსი ე.წ. გაპარვისა და ხარვეზების შესაძლებლობა ძალიან დაბალი იქნება. თუმცა მაშინდელი დაფარვითი ინვენტარიზაციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: მათ შორის დაინგრა ან დეგრადირდა შენობა-ნაგებობები, დაკონკრეტდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იდენტიფიცირების კლასიფიცირების პრაქტიკა, შეიცვალა ექსპერტული შეფასების მიდგომები. მაგალითად, ახლა მხოლოდ ერთი ექსპერტი არ აფასებს შენობა-ნაგებობას, არამედ ექსპერტთა ჯგუფი და ხშირად სადავო საკითხები გადაუწყვეტელი რჩება ექსპერტების დონეზეც და ამ საკითხს უკვე გაფართოებული ექსპერტთა საბჭოები წყვეტენ.
ბათუმში შიშობენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შესაძლოა იმისთვის აღწერენ, რომ რამდენიმე ძეგლი ან მიმდებარე ტერიტორია ინვესტორისთვის უფრო მარტივად მისაწვდომი გახდეს. ასევე ეჭვობენ, რომ ნუსხა შემცირდება. აქედან გამომდინარე გეკითხებით, თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას თქვენვე გაასაჯაროებთ, თუ მხოლოდ სააგეტოს გადასცემთ?
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქომაგების უმრავლესობა ჩემი ნაცნობები და მეგობრები არიან. კონტრაქტის ფარგლებში მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ინფორმაცია მივცე დამკვეთს. კონტრაქტის შესრულების პროცესში როგორც მეგობარი და პროფესიონალი, ჩემი გუნდის წევრები, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბუნებრივია, ინფორმაციას ცვლიან. დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ჩვენ არ შევქმნით საინტრიგო სიტუაციას. ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა დამკვეთს, თავისთავად ატარებს გახსნილობის ტექნიკურ შესაძლებლობას. ამის უზრუნველყოფა კი კონტრაქტის პირობით თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია დამკვეთზე. დამკვეთი თუ გაასაჯაროებს ინფორმაციას, ეს იქნება ინფორმაცია, რომლითაც ჩემი გუნდის წევრები იამაყებენ და ჩვენ ნებისმიერ კითხვას გავცემთ პასუხს.
ზამთარი კარს არის მომდგარი, არადა, თხილვანა ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც თოვლით ყველაზე ადრე იფარება აჭარაში. არა – შეშა, არა – საჭმლის მარაგი, ასე ხვდება ნათელა ზამთარს, რომელიც 6 თვეს მაინც გაგრძელდება. მართალია, ნათელა 57 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს, მაინც ცდილობს საკუთარი შრომით გაიტანოს თავი. გაზაფხულზე მეზობლების მხარდაჭერით მოხნა ყანა, მაგრამ მოვარდნილმა მდინარემ არათუ ნარგავები, არამედ მიწის ნაკვეთიც კი მიიტაცა. ასე დარჩა სარჩო-საბადოს გარეშე. კიდევ ერთი იმედი – ორი ძროხა, რომელიც ნათელას მეზობელს ჰყავდა იაილაღებზე წაყვანი, ზაფხულში მგელმა შეუჭამა. ახლა აღარც კარტოფილი აქვს და აღარც – რძის პროდუქტები.
წელს კიდევ ერთი გაურკვევლობა მოხდა მის ცხოვრებაში – მოუხსნეს სახელმწიფო დახმარება – 60 ლარი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში იღებდა. 2015 წლის მაისამდე მისი, როგორც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის ქონება, სოციალური აგენტისგან შეფასებული იყო 32 ათასი ქულით. ივნისში, სოციალური აგენტის სტუმრობის შემდეგ, მისი ქულები 125 ათასამდე გაიზარდა. სწორედ ეს ციფრი გახდა იმის მიზეზი, რომ ნათელასთვის სოციალური შემწეობა მოეხსნათ.
ნათელას რაიმე ისეთი ახალი ნივთი ხომ არ შეუძენია წელს, რაც შეიძლება მისთვის ქულების მომატების საფუძველი გამხდარიყო? – იგი ამბობს, რომ ოთხოთახიანი სახლის ნაწილში იატაკი ამოცვენილია, ნაწილში კი, სადაც ცხოვრობს, ორი რკინის საწოლი და ერთი პატარა ტელევიზორი უდგას. რაც შეეხება მაცივარს და მსგავს სიკეთეებს, ასეთი ნივთები ნათელას სახლში არ იძებნება. ამბობს, რომ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მეზობლები ჩუქნიან, მათ გამონაცვალს. პურს და შაქარსაც მეზობლები უზიდავენ – ვისაც როგორ შეუძლია, ისე უმართავს ნათელას ხელს.
ნათელა შაინიძის სახლი
ნათელამ არ იცის ვის მიმართოს, „ბათუმელების“ რედაქციაში მეზობლის რჩევით დარეკა. ამ შემთხვევაშიც მეზობლის ტელეფონით ისარგებლა, რადგან მას ტელეფონიც არ აქვს.
რატომ გადაწყდა ნათელასთვის შემწეობის მოხსნა? – ამის დადგენა ხულოს სოციალური სააგენტოს სამსახურშია შესაძლებელი. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქონიაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სავარაუდოდ, ის შვებულებაშია, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს გამგეობაში. გამგეობაში გვირჩევენ დაკავშირება ვცადოთ ამ სამსახურში ხელმძღავანელის მოვალეობის შემსრულებელთან – ასეთი ვინმე გენადი უნდა იყოს. მართალია, გენადი სატელეფონო ზარს პასუხობს, მაგრამ ამბობს, რომ შვებულებაშია და ითხოვს სხვას მივმართოთ, მაგრამ ამ „სხვისი“ ვინაობის დასახელებაც კი არ სურს, ტელეფონის ნომერზე ხომ საერთოდაც ზედმეტია ლაპარაკი. ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ბულბული აბაშიძე ერთადერთია, ვინც ნათელასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ბოლომდე ისმენს, – ის ნათელას ყოფითი დეტალებითაც ინტერესდება. ბულბული ნათელას ურჩევს მიმართოს მათ განყოფილებას დახმარების თხოვნით და თუ კანონით დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მუნიციპალიტეტი მას დაეხმარება.
ბულბული აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ნათელას მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პროგრამებს სოფლის მოსახლეობას აცნობს როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფლებში, ისე სოფლების მაჟორიტარი დეპუტატი. ბულბული აბაშიძე თხილვანის მაჟორიტარის ვინაობას გვეუბნება და ტელეფონის ნომერსაც. ეს ადამიანი თხილვანაში მერაბ აბულაძე ყოფილა, რომელთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.