განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ეს განცხადება ვრცელდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფონზე.
ჩვენი აზრით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების, არამედ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს მედიის შანტაჟი ამ უკიდურესად საშიში ფორმით, რადგანაც 2009 წელს თავადაც ვიწვნიეთ ის საკუთარ თავზე და ეს საქმე გამოუძიებელია როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ.
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში გამოიძიოთ ნიკა გვარამიას 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, დასაჯოთ დამნაშავეები და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოთ მედიასა და საზოგადოებას.
ბატონო ლადო, თქვენ ხართ განათლების მინისტრის მოადგილე, დარწმუნებული ვარ, მეგობრობთ სკოლის მოსწავლეებთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან, ამ კადრების გავრცელების მიზანი რა არის?
წამების აკრძალვა, ეს არის აბსოლუტური უფლება, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ყველა საერთაშორისო აქტით წამება არის აკრძალული და, ბუნებრივია, როდესაც ეს კადრები გავრცელდება, ეს ამხელს წინა ხელისუფლებას ამ აბსოლუტური უფლების დარღვევაში. მე მივიჩნიე, რომ ეს იქნება ხელისუფლების მხილება იმ უფლების დარღვევაში, რომლის დაცვაშიც მთელი მსოფლიო არის შეთანხმებული. ჩემი პროფილი არის დახურული და ამ კადრებს ნახავს მხოლოდ ის, ვინც ჩემს მეგობრებშია, მე კი მეგობრებში არასრულწლოვანი არ მყავს. შესაბამისად, ამის ნახვა შეეძლოთ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს. ამ კადრებში სახე პრაქტიკულად დამალულია, პირის იდენტიფიცირება არ ხდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კადრები არის მართლა მძიმე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რომელიმე პირის უფლება დავარღვიე, როცა ეს კადრები გავაზიარე. მსგავსი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.
ამ კადრების ატვირთვა, გავრცელება ახლა უფრო მეტი ზიანის მომტანი არ არის ადამიანებისთვის? ჩვენ ხომ ეს კადრები უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, 2012 წელს…
მე დაახლოებით 2 წლის წინ ვიყავი გერმანიაში, ვნახე სასამართლო და მუზეუმი, სადაც ეს პროცესები მიდიოდა, ჩვენება იყო საჯარო, ესრწრებოდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ნაჩვენები იყო იმ წამების ფაქტები, რასაც საკონცენტრაციო ბანაკში ფაშისტები აკეთებდნენ. ეს არ ყოფილა დასამალი. როდესაც ხდება დანაშაული და როცა ირღვევა აბსოლუტური წამების უფლება, ამ შემთხვევაში სასწორზე დგება, ერთი მხრივ, წამების უფლების დარღვევა და მეორე მხრივ კადრების გავრცელება. ესეც არის მძიმე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი არის უფრო იმისკენ, რომ ხალხი იყოს ამ წამების შესახებ ინფორმირებული.მაგრამ ამ კადრების გავრცელება არის არასასურველი ფაქტი, როგორც ვიცი, იძიებს პროკურატურა, დროულად არის გამოსაძიებელი ვინ ავრცელებს. თუმცა ჩვენ ვიცით ეს კადრები, ვინც გადაიღო, დაამონტაჟა, ბუნებრივია, მათ ხელშიც არის ეს კადრები და მათაც შეუძლიათ გამოყენება ნებისმიერ დროს. მე როგორც პირველწყარო, ბუნებრივია, არ გავავრცელებდი, მაგრამ როცა უკვე გავრცელებულია და ათასობთ ადამიანს ნანახი აქვს, ჩემი გაზიარება…
თქვენ ხელს უწყობთ ამ კადრების ტირაჟირებას?
მე ეს ჩემს სამეგობრო წრეში გავავრცელე, სადაც არ მყავს არასრულწლოვნები. მაკრიტიკებენ ჩემი „მეგობრები“, მათ შორის უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წევრია, მაშინ უნდა მიმითითონ კონკრეტული ნორმა, რა დავარღვიე, როცა მე ეს გავავრცელე.თუ ბუნებაში ასეთი ნორმა არ არსებობს და არ დამირღვევია, ბუნებრივია, არავითარი უფლების შეზღუდვასთან არ გაქვს საქმე. მე როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს იმის შესახებ, ვინც მხილებულია წამებაში, იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და ადამიანებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი და არ შეიძლება იმ პარტიას მისცე ხმა, ვინც ამას აკეთებდა. ლინკონი ამბობდა: ხალხმა იცოდეს სიმართლე და ქვეყანაში სიმშვიდე იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მათ უკვე განაცხადეს ამის შესახებ პოლიციაში და პოლიციას ოფისთან დამონტაჟებული კამერიდან ამოღებულ კადრებსაც მიაწვდიან.
შენობა, რომელშიც განთავსებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
Jpeg
წარწერა შუშაზე: საქათმე
დღეს გამთენიისას, წითელი საღებავი შეასხეს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის შესასვლელ კარსაც და იგივე ეპითეტები მიაწერეს.
საზღვრები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ხარჯზე გაფართოვდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი (მდინარე ჩაქვის წყლამდე) და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტებს ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ნაწილი ტერიტორიები, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 0,0148 გრ. ნარკოტიკული საშუალება და 9,8 გრ. გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კადრი შს სამინსიტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან
საბჭო საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრებისა და ექსპერტებისგან [სულ 45 წევრი] შედგება. საბჭოს წევრები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ხულოსა და ქედის მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე და იაშა შერვაშიძე.
დებულების მიხედვით, საბჭოს წევრ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს, სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
საბჭო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანისა და ასევე ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს.
დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს:
ა) მუნიციპალიტეტს;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
დ) სამინისტროს.
დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შენობის სცენის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალა, ასევე შენობაში დასამონტაჟებელი აპარატურები, მოწყობილობები და დანადგარები უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს წერილობითი სახით შესყიდვამდე ან/და დამონტაჟებამდე. შენობის სცენის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალის, შენობაში დასამონტაჟებელი აპარატურების, მოწყობილობებისა და დანადგარების მიწოდება/აწყობა, ინსტალაცია/მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ და სხვა სამუშაოების შესასრულებლად 30 დღე ექნება.
ბათუმის თოჯინების თეატრს 2012 წლიდან არემონტებენ. თეატრის განახლებული შენობის გახსნა 2016 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღესაა დაგეგმილი.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სეპარირებული ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
გოლდენის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ბათუმის მერს ნარჩენების მართვის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს და ქალაქისთვის ოპტიმალური პროექტი შესთავაზეს. გიორგი ერმაკოვმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს. შეხვედრას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილიც ესწრებოდა.
გამოფენა სამი ნაწილისგან შედგება და აღწერს სამი გაერთიანების ჯგუფების – „ახალი სულელები“, „საპონი“ და „ჩრდილოეთი 7“-ის შემოქმედებას.
„გამოფენის კურატორები ანალიზს უკეთებენ ბოლო ოცი წლის განმავლობაში პერფორმატიული პრაქტიკის თანმიმდევრულ გარდაქმნას და წარმოსახვითი ესტაფეტის გადაცემას ერთი გაერთიანებიდან მეორეზე,“- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.
ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცეს „სევერ7“-ის სამი წარმომადგენელი: ელიზავეტა მატვეევა, სემიონ მოტოლიანეცი და ალექსანდრე ცისკარიშვილი ეწვევა.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის აზრით, ბათუმში უნივერსიტეტის დაარსებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, – „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ისტორიული განვითარების საქმეში უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.“
1935 წლიდან დღემდე ბათუმის უნივერსიტეტს 17 რექტორი მართავდა. „ფიქრობ, ყველა თავისებურად გამორჩეული იყო, მაგრამ მე მაინც პირველ რექტორს – ხუსეინ ნაკაიძეს გამოვყოფ, რომლის მხრებზეც გადავიდა ამ სასწავლებლის დაფუძნება, სასწავლო გეგმები, ინფრასტრუქტურა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო კვლევები… ყველაფრის ფორმირება სწორედ მის პერიოდში მოხდა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი 1937 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1938 წლის პირველ იანვარს ის სალექციო აუდიტორიიდან გაიყვანეს და დახვრიტეს,“ – ამბობს მერაბ ხალვაში.
საარქივო მასალების მიხედვით, ხუსეინ ნაკაიძეს ასეთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. „იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, იყო მენშევიკური ორგანიზაციის წევრი“, – ვკითხულობთ საარქივო მასალებში, რომელიც საიუბილეოდ გამოცემულ წიგნშიც შევიდა.
„პირადად ჩემი შემწეობით და გასინჯვით გამოირკვა, რომ საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს აკლიათ ლოგინის გადასაფარებელი, დაუძველდათ ბალიშის გადასაკრავები, დაბეჯითებით, გადაუდებლივ მოვითხოვ მდგომარეობის გამოკეთებას“, – აი, ასეთი ხუსეინ ნაკაიძე დახვრიტეს. ის დიდი რუდუნებით ეკიდებოდა სტუდენტების მდგომარეობას“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
პირველი რექტორის ბედი გაიზიარა უნივერსიტეტის ორმა დეკანმა – გრიგოლ გიორგაძემ და ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ. საბჭოთა რეჟიმმა ისინიც დახვრიტა. „ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ორი წლის წინ შექმნილი სასწავლებლისთვის“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
უნივერსიტეტმა საიუბილეო წიგნი გამოსცა ორ ენაზე. მერაბ ხალვაშის თქმით, გამოცემაში ბევრი უნიკალური საარქივო მასალაა შესული, რომელიც მანამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა:
„უნიკალური მასალაა მოცემული პირველი რექტორის შესახებ, მათ შორის შემორჩენილია მისი დახვრეტის ფოტომასალაც. ასევე, პირველი კორპუსის არქიტექტურული გეგმები, დეტალები თუ როგორ შენდებოდა, წიგნში შესულია უნივერსიტეტის ძველი თანამშრომლების ფოტოები და პირველ კურსადმთავრებულთა ალბომი“.
უნივერსიტეტის დაარსებამდე იყო ორწლიანი სამასწავლებლო სასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით ოთხწლიან პედაგოგიურ სასწავლებლად გადაკეთდა. 1956 წელს კი ხუთწლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი გაიხსნა.
საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეზე
უნივერსიტეტის შექმნის პროცესს ცნობილი პიროვნებები ედგნენ სათავეში. უნივერსიტეტს დიდი დახმარება გაუწიეს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა. გიორგი ახვლედიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, პანტელეიმონ ბერაძე, სარგის კაკაბაძე, კოტე ბაქრაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ბევრი სხვა აკადემიკოსი კითხულობდა აქ ლექციებს. ისინი ამზადებდნენ პედაგოგებს, რომლებიც დეფიციტური იყო იმ პერიოდში ჩვენს რეგიონში“, – ამბობს დღევანდელი რექტორი.
მერაბ ხალვაშის შეხედულებით, ბათუმის უნივერსიტეტი ცდილობს ყველა დროის გამოწვევებს უპასუხოს. „განათლების სისტემა სრულიად ახალ ფაზაში გადავიდა, ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა გავხდით, დაიწყო ახალი პროგრამების შედგენა, ბევრი რეფორმა, შეფასების ახალი სისტემა შემოვიღეთ. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ძირითადად ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული. რეგიონების სკოლების 90 პროცენტი დაკომპლექტებულია პედაგოგებით, რომლებმაც ჩვენი უნივერსიტეტი დაამთავრეს. ბუნებრივია, უნივერსიტეტმა ეს ნიშა რომ შეინარჩუნოს, ისევე უნდა უპასუხოს ყველა გამოწვევას, როგორც წინა ეპოქებში პასუხობდა“, – ამბობს რექტორი.
უნივერსიტეტმა, როგორც უმაღლესმა სასწავლებელმა ათვლა 1935 წლიდან დაიწყო, თუმცა ეს შენობა ბევრად ადრე აშენდა, რომელშიც ჯერ კიდევ 1903 წლიდან ვაჟთა პირველი გიმნაზია გაისხნა. „აქ იყო ეკლექტური ტიპის ნაგებობა, რომლის ავთენტური სახე, სამწუხაროდ, შემორჩენილი აღარ არის“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
რექტორის მოსაზრებით, დღეს ბათუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში. „გაცვლითი პროგრამების მხრივ მესამე ადგილზეა. ბოლო წლებში კი უნივერსიტეტი საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესებისა და სემინარების ჩატარების ადგილი ხდება“.
ბათუმის უნივერსიტეტმა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღირსების ორდენით ორი პროფესორი დააჯილდოვა: 85 წლის ნოდარ კახიძე, რომელიც ეთნოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კახაბერ ქაშიბაძე, რომელმაც ბათუმში პირველმა ჩაატარა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ღირსების ორდენით უნივერსიტეტმა ორი უცხოელი სტუმარიც დააჯილდოვა.
ქალბატონო მაკა, რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?
2003 წელს იუნესკომ მიიღო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. საქართველო ამ კონვენციას მიუერთდა 2008 წლის დასაწყისში და აიღო კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება, მათ შორის ვალდებულება, აწარმოოს რეესტრი საქართველოში გავრცელებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების შესახებ, მიანიჭოს მათ გარკვეული სტატუსი და სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი დაცვა.
კონკრეტულად, როგორ უნდა დაიცვას სახელწიფომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები?
კონვენციის თანახმად, დაცვა გულისხმობს ფიქსაციასა და პოპულარიზაციას, თუმცა ახლა მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ეროვნული კატეგორიის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში უკვე კონკრეტული დაცვის მექანიზმებს მოიაზრებს. ასეთი დაცვის მექანიზმები ახლაც არსებობს, განსაკუთრებით იმ ძეგლებისთვის, რომლებიც იუნესკოს წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული. ასეთი სულ ორია: ქართული მრავალხმიანობა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი. 2015 წლის დასაწყისში ჩვენ გავაგზავნეთ ახალი ნომინაცია იუნესკოში განსახლველად წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და იქ მივუთითეთ ის დამცავი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სამივე სახეობის დაცვას, შენახვას, ფიქსაციასა და პოპულარიზაციას. 2016 წლის ბოლოს მიიღება გადწყვეტილება, განხილვის ვადა თითქმის ორი წელია.
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა ამ გადაწყვეტილებას. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია კრიტიკა?
ვფიქრობ, ეს კრიტიკა გამოწვეულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობის შესახებ ინფორმაციის დეფიციტით. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ყველანაირად ცდილობს პოპულარული იყოს ეს თემა, აწყობს გარკვეულ შეხვედრებს, ჩატარებული გვაქვს ინვენტარიზაცია, გამოცემული გვაქვს არა ერთი ბროშურა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფამდე მივიდეს ინფორმაცია.
ძეგლის სტატუსი ერთმნიშვნელოვნად აღიქმება ხოლმე. სტატუსი მიენიჭა ცოდნის ტრადიციას, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დღემდე შემოგვინახა და დღემდე მოგვიტანა. ანალოგიური ქილიკის საგანი ხდება ნებისმიერი ის ელემენტი, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობასთან არის კავშირში, თუნდაც სამზარეულოს გარკვეული ნიშნები. მახსოვს, დამბალხაჭოს [უძველესი ფშავური კერძის დამზადებს ტექნოლოგია] სტატუსზეც იყო ატეხილი გარკვეული აჟიოტაჟი. არამატერიალური მემკვიდრეობა გახლავთ ერის იდენტობის ნიშანი, ეს არის ჩვენი საუნჯე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ფაქტობრივად განსაზღვრავს ჩვენს რაობას.
ვინ წყვეტს სტატუსის მინიჭების საკითხს?
საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია თავისი ინიციატივით შეავსოს გარკვეული დოკუმენტაცია, დამტკიცებული ფორმა და წარადგინოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციაში, რომელიც განიხილავს ამ საკითხს და იძლევა რეკომენდაციას სტატუსის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.
ყოფილა ასეთი ინიციატივები შემოსული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან?
ყველა ინიციატივა შემოდის საზოგადოებრივი ჯგუფებიდან. ჩვენ ვერ ვიქნებით ერთდროულად სვანური მარილის, „ვეფსიტყაოსნის“, „ანბანის“, პოლიფონიისა და ქვევრის ღვინის სპეციალისტები. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციისათვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივა შემოვიდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, მათი ხელძღვანელი პროფესორი, ქართველოლოგი ნესტან სულავაა. სწორედ მათი ინიციატივით შედგა დოკუმენტაცია და მიენიჭა ამ ელემენტს სტატუსი.
ვინ არიან საბჭოს წევრები?
საბჭოს ხელმძღვანელობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი პროფესორი რუსუდან წურწუმია, მრავალხმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთადერთი საერთაშორისო რანგის ექსპერტია, იგი იუნესკოს სამი მოწვევის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მოწვეული ექსპერტი იყო. საბჭოს წევრები არიან: პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; დოქტორი თამარ გეგეშიძე-მუნჯიშვილი; სოფიო ლობჟანიძე – ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე და დოქტორიანა შანშიაშვილი. სექციას უფლება აქვს გაუწიოს რეკომენდაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
ამ დროისათვის რამდენი ძეგლია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში?
რეესტრში დაფიქსირებულია 24 ძეგლი, თუმცა სულ მალე სიას დაემატება კიდევ რამდენიმე.
რამდენდაც ჩემთვის არის ცნობილი, აჭარიდან ამ სიაში ცეკვა ხორუმია…
ხორუმის შესახებ განაცხადი შემოიტანა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა და ფოლკლორის ცენტრმა ერთად. აჭარა გამორჩეულია კულტურული მრავალფეროვნებით და ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს თქვენთან ინვენტარიზაციის, კონკურსის ან კვლევის ტიპის აქტივობები, რომ მოხდეს მათი დროული ფიქსაცია, გადარჩენა და თაობებისათვის შენახვა.
თქვენ ახსენეთ კანონპროექტი, დაცვის რა მექანიზმები უნდა ჩაიდოს კანონპროექტში?
დაცვის მექანიზმი არაერთია, მათ შორის: თვითონ მატარებლებისთვის ანუ ადამიანებისთვის, ვინც ამ ცოდნას და უნარ-ჩვევებს ატარებს, სტატუსის მინიჭება; რეესტრის წარმოება, აღრიცხვა. რამდენიმე ტიპის სია გვექნება, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფი ელემენტების, სადაც ის ელემენტები დაფიქსირდება, რომლებიც უკვე გაქრობის პირასაა და რომლის შესახებ ცოდნა საჭიროებს სასწრაფოდ შველას. გვექნება ასევე საუკეთესო გამოცდილების პოპულარიზაციის ელემენტი. დაცვის მექანიზმია ასევე ამა თუ იმ ელემენტის თაობიდან თაობას გადაცემული ფორმალური და არაფორმალური სწავლება და ვფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და უზრუნველყონ ადგილებზე უფრო მეტად მოტივირება იმ ადამიანების, ვინც ამ ტრადიციას ფლობს.
„ხუთი წელია თითქმის ექიმები იკვლევენ სჭირდება თუ არა ღვიძლს გადანერგვა, წელს, აგვისტოში დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად ესაჭიროება გადანერგვა. ჯერ თბილისში დავდიოდით, იქ გვითხრეს ამის შესახებ. შემდეგ სტამბულში ვიყავით, იქაც დანიშნულება მისცეს და გამოგვიშვეს. ბოლო დროს, როცა არ მოგვეწონა მდგომარეობა და თავიდან მივიყვანეთ ინდოეთიდან ჩამოსულ ექიმებთან ბათუმში, მათ ნახეს ანალიზები და თქვეს, კვლევა აღარ სჭირდება, 100 პროცენტით საჭიროა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაო. 100 000 ლარია საჭირო, 30 000 ლარით სახელმწიფო გვეხმარება, 70 ათასი ლარი უნდა ვიშოვოთ თვე-ნახევარში, ფულის ჩარიცხვას ელოდებიან საავადმყოფოში, რომ დაიწყოს ოპერაციისთვის მზადება.
ადრე არ იყო ომარი თანახმა, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო, ძალიან ჩაიკეტა, სანამ ვიცხოვრებ – ვიცხოვრებ, დამანებეთ თავიო – ამბობდა, მაგრამ როცა ბევრი ადამიანი ნახა, ვინც ოპერაცია გაიკეთა, დათანხმდა,“ – ამბობს მირანდა თავდგირიძე. იგი ამბობს, რომ ბათუმგორაზე მიწის ნაკვეთსაც ყიდიან, თუმცა ოჯახი ამის მიუხედავად, 70 ათასი ლარის შეგროვებას ვერ შეძლებს, ამიტომაც სთხოვს დახმარებას საზოგადოებას.
სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების მოპოვებას აჭარაში, საერთო ჯამში, 870 ადამიანი ცდილობს. აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი დაინტერესება ქობულეთის მუნიციპალიტეტზე მოდის, ბიზნესიდეის დაფინანსებას აქ 195 ადამიანი ელოდება. მეორე ადგილზეა ბათუმი – 134 განაცხადით. ხელვაჩაურიდან 80 განაცხადია შესული, რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, დაფინანსების მოსაპოვებლად ქედიდან – 80, ხულოს მუნიციპალიტეტდან – 41, შუახევიდან კი ყველაზე ცოტა, 21 განაცხადი შევიდა.
პროგრამას სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო აფინანსებს და აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შპს „ჯი-ემ-სი-ჯი~ ახორციელებს.
კომპანია „ჯი ემ სი ჯი“-ს დირექტორი და აჭარაში პროექტის კოორდინატორი მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ბენეფიციარების ტრენინგი მიმდინარეობს და მათ ბიზნესგეგმის დაწერას ასწავლიან.
„დაახლოებით 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება ტრენინგები, ნახევარზე მეტს ჩავუტარეთ, მაგრამ დიდი რაოდენობა დარჩენილია. ჯგუფში 20 ადამიანია და ერთ ჯგუფს ორი დღის განმავლობაში ვასწავლით, თუ როგორ უნდა დაწერონ ბიზნესგეგმა. ჩვენ ვმუშაობთ ბენეფიციარებთან, რომლებსაც არასდროს დაუწერიათ ბიზნესგეგმა. ბიზნესგეგმის ფორმატი გავამარტივეთ, რომ არ გაუჭირდეთ შედგენა. ეს არის ინტენსიური ტრენინგკურსი, პრაქტიკული რჩევები, როგორ მოვამზადოთ ბიზნესგეგმა გამარტივებული ფორმით, მაგალითები მოგვყავს, რა არის შეცდომა, რას მიაქციონ ყურადღება და ა.შ.“, – ამბობს მაია შიშნიაშვილი.
პროექტის კოორდინატორის თქმით, ტრენინგების შემდეგ ბენეფიციარებს შეუძლიათ დაწერონ ბიზნესგეგმა და დასაფინანსებლად წარადგინონ.
„ბიზნესგეგმის წარდგენა ეტაპობრივად ხდება. იდეის ავტორებს ტრენინგიდან 12 დღის განმავლობაში შეუძლიათ წარმოადგინონ ბიზნესგეგმა. როცა ტრენინგიდან მიდის ბენეფიციარი, მას თითქმის დაწერილი აქვს გეგმა, მხოლოდ კომპიუტერზე აწყობა რჩება.“
პროგრამის ფარგლებში სააგენტო ერთი მეწარმის ბიზნესიდეას 5 000, ორი მეწარმის (ამხანაგობას) – 10 000 ლარით, სამის კი – 15 000 ლარით დააფინანსებს. დაფინანსების მისაღებად მეწარმემ თანადაფინანსების თანხის მინიმუმ 20% ინვესტიცია უნდა განახორციელოს ბიზნესიდეაში.
მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ ბინზესგეგმის დაფინანსება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და ყველა შერჩეული ბიზნესგეგმა 2015 წლის ბოლომდე დაფინანსდება.
„თვის ბოლოს დავიწყებთ დაფინანსებას, თუმცა მანამდე ადგილზე განვახორციელებთ მონიტორინგს, რის შემდეგაც დაიდება ხელშეკრულება და ბენეფიციარი თავის თანხას ხარჯავს, შემდეგ იღებს დაფინანსებას. როდის მიიღებს დაფინანსებას, ეს ბენეფიციარზეც არის დამოკიდებული, თუ რა პერიოდში გაეცნობა ხელშეკულებას ის, დახარჯავს თავის თანხას, დაფინანსების გაცემა წელს დასრულდება“, – განმარტავს მაია შიშნიაშვილი.
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, თუმცა რამდენი დაიხარჯება აქედან აჭარის რეგიონზე, განსაზღვრული არ არის. პროექტის კოორდინატორი აჭარაში აცხადებს, რომ არც თანხა არის ლიმიტირებული და არც ბიზნესგეგმა, ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა კარგი ბიზნესგეგმა დაფინანსდება: „დასაფინანსებელი ბიზნესგეგმები ლიმიტირებული არ არის, სამი რეგიონიდან შემოსული ბიზნესგეგმიდან ის მოიპოვებს დაფინანსებას, რომელიც იქნება საუკეთესო. სამართლიანობის პრინციპი დაცული იქნება, ვინც კარგ იდეას მოიფიქრებს, მოტივირებულია და აქვს უნარი განახორციელოს იდეა, ის მიიღებს დაფინანსებას“.
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სააგენტოში დასაფინანსებლად 100 მომზადებული ბიზნესგეგმა შევიდა, მაია შიშნიაშვილის თქმით, სოფლებიდან ბევრი ისეთი ბიზნესგეგმა მიიღეს, რაც სოფლის მეურნეობასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ბიზნესგეგმები კვების ობიექტების, საწყობების, სამრეცხაოებისა და ამ ტიპის დაწესებულებების მოწყობას გულისხმობს.
მაია შიშნიაშვილის თქმით, „შემოსული ბიზნესგეგმებიდან დაახლოებით 40% იქნება, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მოიცავს“. მაია ბოლქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, მცირე საწარმოს გახსნას გეგმავს დაფინანსების მიღების შემთხვევაში. „ოჯახის წევრებთან ერთად ამ ეტაპზე მცირე წარმოებას ვეწევი, ვაფქვევ ყავას და პარკებში ვათავსებ, გვინდა წარმოება გავაფართოვოთ, ამისთვის 15 000 ლარი გვჭირდება. ტრენინგს დავესწარით, სადაც გვასწავლეს ბიზნესგეგმის დამუშავება, საუკეთესო ტრენერი გვყავდა და ფაქტობრივად ყველაფერი გვასწავლეს, იმედია დაფინანსებას მივიღებთ,“ – ამბობს მაია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მცხოვრები მინდია შერვაშიძე პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში არსებული სწრაფი კვების გაფართოებას გეგმავს. ბიზნესგეგმა დასაფინანსებლად უკვე წარადგინა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნინო ანტოშკინამ კი ბიზნესგეგმის წარდგენა გადაიფიქრა, ფიქრობს, რომ მისი პროექტი შემოსავალს არ მოიტანს, რადგან ტურისტული სეზონი დასრულდა. „მინდოდა ქობულეთში საკონდიტრო გამეხსნა, სადაც ყველა სახის პურფუნთუშეულს დავამზადებდით, მაგრამ ამ ეტაპზე საკონდიტროს გახსნა ქობულეთში მომგებიანი არ იქნება. ზაფხული რომ იყოს, ტურისტულ სეზონზე მოგებას დამიტოვებდა. გარდა ამისა, დოლარის კურსმაც აიწია და საკონდიტროს მოწყობა ძვირი დამიჯდება,“ – ამბობს ნინო და დასძენს, რომ თუ მსგავსი პროექტი გაზაფხულზე განხორციელდება, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.
„შარშან იყო 10 თეთრი ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე და ვალდებულება ჰქონდათ გადამამუშავებელ საწარმოებს, რომ 10 თეთრი დამატებით თვითონ გადაეხადათ, თუ უნდოდათ სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა. პირველ ეტაპზე ჩართული იყო სამი საწარმო – „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი“, „ქართული ჩაი“ და „თი ეს იფ ჯორჯია“, თუმცა, ბოლო ეტაპზე „ქართულმა ჩაიმ~ შეწყვიტა პროგრამაში მონაწილეობა. უკვე გამოკვეთილია, რომ სამივე საწარმოს აქვს სურვილი წელს ჩაერთოს სუბსიდირების პროგრამაში. ამ პროგრამის მიუხედავადაც, ორი კომპანია [„ქართული ჩაის“ გარდა] მაინც მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს, რადგან მათ ამის ვალდებულება აქვთ, თუმცა ფასს თავად დაადგენენ,“ – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ.
დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 1 კგ სტანდარტული მანდარინის საბაზრო ღირებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წლევანდელ სეზონზე 40-50 თეთრს არ გადააჭარბებს.
გარდა გადამამუშავებელი საწარმოებისა, აჭარაში გაიხსნება 32 კერძო მიმღები პუნქტი [რომელთაგან 14-ს შენობები იმ ვალდებულებით აქვთ გადაცემული სახელმწიფოსგან, რომ აუცილებლად მოაწყობენ ციტრუსის მიმღებ პუნქტს]. ამ პუნქტებიდან 21 ქობულეთში, ხოლო 11 ბათუმსა და ხელვაჩაურში იქნება.
„სავარაუდოდ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ როცა ვიკვლევდით ბაზარს, იმატებდა მიმღები პუნქტების რიცხვი, რომლებიც კერძოა და, შესაბამისად, სახელმწიფო ვერ აღრიცხავს,“ – ამბობს კარლო კეკელიძე.
მისივე თქმით, ციტრუსის გასაღების ძირითად ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც გასულ წელს 11 600 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა აჭარიდან. შემდეგ მოდის უკრაინა, სომხეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ადგილზე გადამუშავებულმა და ექსპორტზე გატანილმა ციტრუსის რაოდენობამ ჯამში 40 ათასი ტონა შეადგინა. ეს რაც აღირიცხა, რეალურად კი მოსავალი გაცილებით მეტი იყო. წელს 104 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან – ეს პროგნოზი სამინისტროს მიერ აჭარაში 800 ფერმერის გამოკითხვას ეყრდნობა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ციტრუსის ფართობების შემცირების ტენდენცია არ არის [ფართობების ახალი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, თუმცა სამინისტროს შიდა კვლევების მიხედვით, აჭარაში ციტრუსს 7600 ჰექტარი უკავია]. ამასთან, ბოლო პერიოდში ციტრუსის ნერგებზე მოთხოვნაც გაიზარდა.
კარლო კეკელიძის ინფორმაციით, 2016 წელში დაგეგმილია მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების გაშენების პროგრამის დაფინანსება, სადაც შედის ის ძირითადი კულტურები, რომლებიც მოთხოვნიდან გამომდინარე გამოიკვეთა. ესენია – ციტრუსი, თხილი, კაკალი და ხურმა.
აჭარაში საადრეო მანდარინის კრეფა მიმდინარე თვიდან დაიწყება, ციტრუსის სეზონი კი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა.
ბათუმში, თაყაიშვილის #36-ში მდებარეობს შენობა, სადაც იეჰოვას მოწმეების სამლოცველოა და იქ რელიგიური შეკრებები მიმდინარეობს. ამ შენობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ აშენდა მრავალსართულიანი კორპუსი. მოსარჩელეების მტკიცებით, მშენებლობის დროს ინვესტორს დარღვეული აქვს წითელი ხაზების საზღვრები და უკანონოდ აქვს მიშენებული, მაგალითად, აივნები, ღიობები, რაც პროექტით არ არის გათვალისწინებული. ამ საქმეზე ბოლო ორი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა ოთხჯერ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში.
“ჩვენი უფლების დარღვევის გამო მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებითა და 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლებიც შესულია კანონიერ ძალაში, გააბათილა მშენებლობის ნებართვები, პროექტები და დაადგინა, რომ მშენებარე კომპანიას არ აქვს უფლება შენობის ფასადის იმ მხარეს, რომელიც ესაზღვრება ჩვენი მიწის ნაკვეთს, 12 მეტრს ზევით მოაწყოს რაიმე სახის ღიობები გარდა ფანჯრებისა; კომპანიამ კი მოაშენა აივნები… სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ბათუმის მერიამ 2013 წლის 15 ივნისის შეთანხმებული პროექტი შეცვალა. ინვესტორი უკანონობას აგრძელებს”, – წერია სარჩელში.
იეჰოვას მოწმეების უფლებების დამცველი ადვოკატის მანუჩარ ციმენტიას თქმით, მშენებარე ობიექტებზე უსაფრთხოების და პროექტებთან მისი შესაბამისობის კონტროლი ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება, თუმცა მათი არაერთი განცხადების მიუხედავად, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები არ რეაგირებენ: `ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები აშკარად დიკსრიმინაციულ დამოკიდებულებას ავლენენ რელიგიური უმცირესობების მიმართ, რითაც უხეშად არღვევენ როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს.
საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” დისკრიმინაციას განმარტავს, როგორც ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, რაც ჩვენს შემთხვევაში აშკარად სახეზეა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი იცავს რელიგიის თავისუფლებას. იეჰოვას მოწმეებს, ისევე როგორც სხვა რელიგიური ჯგუფის წევრებს, უფლება აქვთ ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვერღვევა საკუთრების უფლება და ქალაქში უკანონოდ მიმდინარეობს მშენებლობა. მივმართეთ მერიას, მაგრამ პასუხი არ გაგვცა. მათ მიაჩნიათ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დაადგინოს ირღვევა თუ არა კანონი ნამდვილად. ჩვენი განცხადების საფუძველზე მერია თავად იყო ვალდებული ეს შეესწავლა”.
მანუჩარ ციმენტიას თქმით, შენობას, რომლის მომიჯნავედ აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები სამლოცველოდ იყენებენ. მშენებლობის დროს კი, ადვოკატის შეფასებით, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული: “იყო შემთხვევა, როცა ჩამოვარდა მასალა, დაეცა ჩვენს შენობას, დააზიანა ჭერი. შიგნით ადამიანები იმყოფებოდნენ. ერთხელ გადმოუვარდათ მასალა და ეზოში მანქანას დაეცა. ჩვენ ვთხოვდით კომპანიას, მერიას და ასევე სამართალდამცავებს დაეცვათ მშენებლობაზე უსაფრთხოება. ძიება დაიწყეს, თუმცა მოგვწერეს, რომ სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებაო და გამოძიება ამ მოტივით შეწყვიტეს. როცა უსაფრთხოებაზე არც ინვესტორი და არც სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, ეჭვი გვიჩნდება – ეს შეგნებულად იმიტომ ხდება, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ვართ.
შემწყნარებლური დამოკიდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინვესტორის მიმართ ჩვენ გვაყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი კრძალავს დისკრიმინაციას. იეჰოვას მოწმეებს ამ მშენებლობის გამო ეზღუდებოდათ საკუთრების, შეკრებისა და გადაადგილების უფლება საკუთარ ტერიტორიაზე”.
ბოლო ორი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ ოთხჯერ მიმართეს ამ მშენებლობაზე უსაფრთხოების წესებისა და საკუთრების უფლების დაცვის მოთხოვნით, მათ შორის ერთხელ სამოქალაქო წესით სასამართლომ ინვესტორს ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ორჯერ კი სასამართლომ მერიის ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო და ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ წითელ ზოლში გადასული შენობის ნაწილი მოანგრია.
გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში იეჰოვას მოწმეების სასამართლო პროცესზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. უკვე მეოთხე საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს, ამჯერადაც იეჰოვას მოწმეები მათ ტერიტორიაზე გადასული მშენებლობის მონგრევას ითხოვენ. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მანუჩარ ციმენტიას ინფორმაციით, სასამართლომ მერიას აუკრძალა იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს მომიჯნავედ აშენებული შენობის ექსპლუატაციაში მიღება.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ამ წლის სპეციალურ ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, მიუთითებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის ზრდის ტენდენციაზე. ანგარიშში განსაკუთრებით მწვავედ არის შეფასებული იეჰოვას მოწმეთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და შევიწროების ფაქტები.
თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი
სპეციალურად “ბათუმელებისთვის”
თამთა მიქელაძე
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ წლის სპეციალურ ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, მიუთითებს რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის ზრდის ტენდენციაზე. ამ კუთხით ანგარიში სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლების ინფორმაციას ეყრდნობა.
ანგარიშში განსაკუთრებით მწვავედ არის შეფასებული იეჰოვას მოწმეთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და შევიწროების ფაქტები. უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეთა თემი ყველაზე მარგინალიზებული რელიგიური ჯგუფია და მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობა თუ უფლების სხვა ფორმით შეზღუდვა ერთგვარი ტესტია ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის. ანგარიშში მითითებულია, რომ 2014 წლის იანვრის-აგვისტოს პერიოდში იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური ძალადობის 25 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მათ შევიწროებაში, დევნაში, ფიზიკური ძალადობის მუქარაში, რელიგიური ლიტერატურის გავრცელების ხელშეშლაში გამოიხატა. მათ შორის, ანგარიშში მითითებულია იეჰოვას მოწმის ბ. ჯანიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომელიც ცემის შედეგად გარდაიცვალა.
ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს წაუყენეს ბრალი და მათ პასუხისმგებლობა დააკისრეს, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშშიც უთითებს. თუმცა, სახელმწიფოს რეაგირება მაინც არაეფექტური რჩება, რეაგირების შემთხვევების სიმცირის, გამოყენებული ზომების არაადეკვატურობის და რაც მთავარია, რელიგიური შეუწყნარებლობის გახმაურებულ საქმეებში სახელმწიფოს ღია, არაეფექტური და არასეკულარული რეაგირების გამო. ამ კუთხით ანგარიში იმეორებს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირების პირობებში იქნება განცდა, რომ შეუწყნარებლობის გამოვლინება დაშვებულია საზოგადოებაში.
EMჩ შეფასებით, ბოლო პერიოდში რელიგიური ძალადობის ზრდა არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკით არის განპირობებული, რომელიც ლოიალობას იჩენს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ და არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებებს უმცირესობაში მყოფი ჯგუფების მიმართ. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო უშუალოდ ხდება რელიგიის თავისუფლების უხეში დარღვევის მიზეზი. უმრავლესობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილი და ორგანიზებული შეუწყნარებლობის ფაქტების მიმართ სახელმწიფო დემონსტრაციულ უძლურებას აჩვენებს და არ ასრულებს საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებებს. ანგარიში დიდ ადგილს უთმობს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2000-იან წლებში მათი მასობრივი დევნის ფაქტებს ეხება.
ეს ჩანაწერი ჩემთვის ერთგვარი შეხსენებაა და ხაზგასმაა ძველ გამოცდილებაზე. ანგარიში ცალკე ადგილს უთმობს თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებისთვის რელიგიური საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის შეჩერების საქმეს. დოკუმენტში გაზიარებულია იეჰოვას მოწმეთა შეფასება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება მართლმადიდებელი სასულიერო პირების ზეგავლენით იყო განპირობებული. EMჩ სწავლობს აღნიშნულ საქმეს და საკუთარი სამართლებრივი შეფასება საერთო სასამართლოების წინაშეც წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. გამგებელმა მართლმადიდებელი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული პროტესტის დროს პირდაპირ დააანონსა, რომ ყველაფერი მართლმადიდებლების სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
ამ საქმეზე პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა თერჯოლის გამგეობას მშენებლობის ნებართვის გაცემა დაავალეს. იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებას გამგეობა გასაჩივრების პროცედურების გამოყენებით თავს არიდებს – გადაწვეტილების დროულ აღსრულებას აჭიანურებს. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას იეჰოვას მოწმეთა მიმართ ადგილობრივი ქრისტიანების მუქარის წერილი მოჰყვა. ამ საქმეში ჩანს ადგილობრივი ხელისუფლებისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის სინქრონიზებული მოქმედება უმცირესობის წინააღმდეგ.
ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, დაზიანებული დისკის დონეზე მცირე ზომის კათეტერით შეჰყავთ ლაზერი მალთაშუა დისკის არეში, რისი მეშვეობითაც მცირდება მალთაშუა დისკის მოცულობა და ხდება სპინალური ნერვის დეკომპრესია ანუ განთავისუფლება.
ნეიროქირურგ ნუგზარ გურგენიძის განმარტებით მსგავსი სახის სამედიცინო მომსახურება საქართველოში პირველად ჩატარდა. ნუკლეოპლასტიკის უპირატესობები ღია ოპერაციასთან შედარებით არის: მცირე ინვაზია – ღია ოპერაციის ჩატარების თავიდან აცილება; ჰოსპიტალიზაციის მცირე დრო – 1 საწოლდღე; პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით; რეაბილიტაციის მოკლე დრო; მცირე ინვაზიისა და ზოგადი ანესთეზიის არ საჭიროების გამო გართულებების და სხვა ორგანოების დაზიანების რისკი გაცილებით დაბალია; რეციდივი ღია ოპერაციასთან შედარებით დაბალია; ეფექტურობა 80 %.
ქართველმა მედიკოსებმა პირველი ოპერაცია თურქ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს. ოპერაციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ლევან გორგილაძე და ზურაბ თენიეშვილი გაეცნენ. აღნიშნული ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
ბატონო კახა, რა მიზეზების გამო ითიშება ბათუმის რიგ უბნებში ელექტროენერგია?
როცა მთლიანად ქალაქს ეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება, ეს არ არის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ქსელის პრობლემა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო დიდ სისტემურ ავარიასთან. რაც შეეხება ლოკალურ შეზღუდვებს, არის ასეთებიც, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება და დროულად ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები.
ქალაქში აშენდა/შენდება მრავალსართულიანი კორპუსები/სასტუმროები… არსებული ელექტროქსელი და მოწყობილობები უძლებს თუ არა დატვირთვას? ამ სამუშაოების გამოც ხომ არ იქმნება ლოკალური პრობლემები უბნებში დენის მიწოდების მხრივ?
გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ძალიან სწრაფად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ანუ გვაქვს ბევრი ახალი მიერთება ბათუმში და სწორედ იმ მიზნით, რომ ახალი აბონენტების ელექტროენერგიით დაკმაყოფილება მოხდეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასობით ათასი ლარის ინვესტირებას ახორციელებს.
ქალაქის ელექტროგადამცემი ხაზები რა მდგომარეობაშია, იგივე ტრანსფორმატორები; ბათუმის რომელ უბნებშია ქსელი ყველაზე უფრო გაუმართავი/ამორტიზებული, თუ ერთნაირი მდგომარეობაა ამ კუთხით მთელ ქალაქში?
ქალაქში ელექტროქსელი სრულად ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა, ავარიულ სიტუაციებში კომპანია ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს. არის გეგმიური შეზღუდვებიც, როცა გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. ეს სამუშაოები აუცილებელია ქსელის მდგრადობისთვის. ასევე შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვიოს ახალმა მიერთებამ, ანუ როცა ახალი აბონენტისთვის დენის მიწოდება ხდება, უსაფრთხოების მიზნით იზღუდება აბონენტების ნაწილი.
რა ვალდებულებები ჰქონდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფოს წინაშე აღებული კონკრეტულად ქალაქ ბათუმთან მიმართებაში, რა შესრულდა და რა არ ან ვერ შესრულდა ამ დროისთვის? რა სამუშაოებია დარჩენილი?
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფოს მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. ქალაქების მიხედვით ვალდებულებები გაწერილი არ ყოფილა.
და ბოლოს, მოსახლეობაში გაჩნდა შიში იმისა, რომ ზამთარში პრობლემები იქნება ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდების მხრივ. რას ეტყოდით თქვენს აბონენტებს – იქნება თუ არა უწყვეტი დენი ბათუმში?
ელექტროენერგიით მომარაგება უწყვეტად მოხდება, მაგრამ არ გამოირიცხება ავარიული შემთხვევები, ასეთ სიტუაციებში კომპანია მაქსიმალურად ოპერატიულად იმოქმედებს.
თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყებასთან დაკავშირებით მთავრობას მოლაპარაკების გამართვა მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც მოუწევს, რადგან აღნიშნულ ნაკვეთზე დიდი ხანია ქვის ჯვარია აღმართული.
რას უპირებენ ჯვარს? – ამ კითხვით „ბათუმელების“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. სამინისტროში განმარტეს, რომ „საკითხზე მსჯელობენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
დავით ბალაძე: „მთელი ამ პერიდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით, არაერთ დაინტერესებულ კომპანიას შევხვდით. მათ შორის პირველ კონკურსში მონაწილეს და ასევე სრულიად ახალ კომპანიებს. გავეცანით საფეხბურთო სტადიონის პროექტირების კუთხით საინტერესო პროექტებს და ხედვებს. ვესაუბრეთ ოთხ თურქულ კომპანიას, ასევე პორტუგალიურ და ესპანურ კომპანიებს.
ამ კომპანიებმა გამოთქვეს მზაობა სტადიონის გაკეთებაზე, თუმცა მათთვის არ იყო საინტერსო კონკურსში მონაწილეობა. მთავარი არგუმენტი კი იყო ის, რომ საკმაოდ მოცულობითი საქმიანობის გაწევა მოუწევდათ და მათი დატვირთულობის გათვალისიწინებით ეს არ იყო მათთვის საინტერესო. მეორეს მხრივ ჩვენ რეალური პროექტი გვჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონს ექნება სხვა დატვირთვაც.
ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაახლოებითი კონტურები უკვე გვაქვს იმ კომანიების, რომელთაც 20-27 სტადიონი აქვთ გაკეთებული. რეალურად მათი ერთ-ერთი კონცეფცია იყო საინტერესო.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენ გვსურს მოკლე დროში დავიწყოთ მშენებლობა. თანხები მომდევნო წლების ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული.
სავსებით შესაძლებელია შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიმე შესყიდვის ფორმა გამოვიყენოთ. ქალაქს აქვს დიდი საფეხბურთო ისტორია და ქალაქის მკვიდრნი ასევე მაღალ ინტერესს გამოხატავდნენ წმინდა საფეხბურთო სტადიონის აშენებაზე.
ვფიქრობ, კომისიამ სწორედ საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა, როცა ოლიმპიურის ნაცვლად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
ასევე მეორე ფაქტორი იყო ხარჯების ნაწილი, ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული სტადიონისთვის ბიუჯეტი, რომელის გაზრდაც მოგვიწევს იქედან გამომდინარე, რომ ახლანდელი სტადიონი განსხვავებულია პირველ ეტაპზე დაგეგმილისგან.
გვსურს მოვასწროთ საპროექტო დოკუმენტაცია წელს და ხელშეკრულება გავაფორმოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულად მოხდეს აღნიშნული პროექტის მოწოდება. ჩვენ შევჯერდებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.“
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტადიონის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების ჩაშლის შემდეგ თავად შექმნა ახალი შპს, რომელიც ბათუმში სტადიონის მშენებლობას გაუწევს ორგანიზებას.
კონსტანტინე საბახტარიშვილი 1916-1921 წლების შუალედში ბათუმის თავი იყო. მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გასაბჭოების შემდეგ ის ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა და ემიგრაციაში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე.
„თქვენ ისეთ განცხადებას აკეთებთ ბატონო ჯაბა, მოსამართლესავით, მე მგონი უკვე გამოძიებაც დაასრულეთ და ხელისუფლება დაადანაშაულეთ“, – უთხრა ჯაბა ბერიძეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა.
„თქვენ წამოიწყეთ ახლა ეს თემა, თუ ამას ნაციონალური მოძრაობა იყენებდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, როგორც თქვენ ამბობთ, ახლა თქვენ იყენებთ პარტიის რეკლამირებისთვის, ამიტომაც ეს თემა წამოწიეთ. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე საუბარს“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”.
დისკუსია საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ გააგრძელა:
„ამაზრზენია კადრები, რომელიც გავრცელდა და მე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებიც ითხოვდნენ დამნაშავეების გასამართლებას. უბრალოდ, ძალიან ცუდია, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“, ჯაბა ბერიძე აკეთებს ამ განცხადებას. მინდა მას შევახსენო და თქვენ შეგახსენოთ, რომ ამ კადრებით მოხვედით ხელისუფლებაში. თქვენ მოხვედით ცოცხებით ხელისუფლებაში და აპირებთ ცოცხების კადრებით დარჩეთ ხელისუფლებაში. ძალიან ცუდია, რომ ამ კადრებით საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკაზე ზემოქმედებთ და მორალზე სპეკულირებთ, მეოთხე წელია უკვე ხელისუფლებაში ხართ. დაიჭირეთ ბატონო, დამნაშავეები. ზოგიერთი, ვინც კადრებში ჩანდა, დაწინაურებულია და წამყვან თანამდებობაზე მუშაობს, მორალზე ნუ მელაპარაკებით“.
ნოდარ დუმბაძის ამ განცხადებას საკრებულოს „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარე თემურ ყურაშვილი გამოეხმაურა, რასაც მისი და საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის დაპირისპირება მოჰყვა.
თემურ ყურაშვილი: „რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მინდა ბატონ ნოდარს მოვახსენო, რომ რესპუბლიკური პარტია იყო პირველი, რომელმაც პოზიცია გამოხატა. თუ ნახეთ თქვენ, დავით ზურაბიშვილის პოზიციაც იყო გამოქვეყნებული და შემდეგ თინა ხიდაშელის პოზიციაც. ასე რომ რესპუბლიკურმა პარტიამ გამოხატა, რომ არ შეიძლებოდა ამ კადრების ასე გამოტანა. მე ეს კადრები არ მინახავს, ვიცი რაც იქნება შიგნით,არც ნერვები მყოფნის მაგისთვის და არც ფსიქოლოგი ვარ. ეს იყო არასწორი საქციელი, ვინც გააკეთა და მე არ ვიშვერ ხელს ხელისუფლებისაკენ, არა მგონია, რომ ეს ხელისუფლების გაკეთებულია. შეიძლება ვიღაცას უფრო აწყობდა ამის გაკეთება, რომ არეულიყო რაღაც სიტუაციები, ამიტომ დღეს ჩვენ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ.“
ირაკლი ჭეიშვილის პასუხი: „კრიტიკული უნდა ყოფილიყავით მაშინაც, როდესაც ეს კადრები გავრცელდა და როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით. ჩემი პოზიციაა ეს მხოლოდ და მხოლოდ და არა პარტიის და არა უმრავლესობის“.
თემურ ყურაშვილი: „ვერ დაგეთანხმებით, 2012 წელს იყო სხვა ვითარება და ახლა სულ სხვა ვითარებაა, ჩვენ არ მოგვიგია ცოცხებით, ცოცხებით წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ. ის მომენტი დაანახეს და მას შემდეგ სამი წელია ვართ ხელისუფლებში და დღეს კიდევ როცა თანამდებობის პირები ამას აზიარებენ, ცოტა არ იყოს უხერხული მომენტია.“
ირაკლი ჭეიშვილი: „მე გავაზიარე ბატონო თემურ და ეს თქვენი მოსაზრებაა. თქვენ ყოველთვის ფიქრობთ, რომ წყნარად უნდა იყოთ, სხვისი ხელით აკეთოთ საქმე, სხვისი ხელით მოხვიდეთ ხელისუფლებაში, ეს არის ჩემი შეხედულება. მე გავაზიარე ის კადრები.“
თემურ ყურაშვილი: „ვისი სხვისი ხელით ბატონო ირაკლი?“
ირაკლი ჭეიშვილი: „მე ასე ჩავთვალე საჭიროდ და ხვალ რომ კიდევ გამოქვეყნდეს, კიდევ გავაზიარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ აპირებთ სხვისი გაკეთებული საქმით მერე საქმის გაკეთებას. ასე ხართ მე რაც ტელევიზორში გიყურებთ, პოლიტიკაში ვარ, გხედავთ და ანალიზს ვაკეთებ.“
საკრებულოს დარბაზიდან თავმჯდომარის ამ სიტყვებს აპლოდისმენტები მოჰყვა.
ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ პარტიის ოფისში. აქციის მონაწილებთან შესახვედრად ოფისიდან გამოვიდა რაულ თავართქილაძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს შესთავაზა, „ბოთლი მიუტანონ ბედუკაძეს, რომელმაც დადგა და გადაიღო წამების კადრები“.
ამ წუთებში პარტიის ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯემალ დუაძემ ძალით სცადა პარტიის ოფისში შეღწევა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატი 2015 | მაკედონია, სკოპიე
ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა ჩემპინატზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მოთამაშეები: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მირანდა მიქაძე.
გუნდის კაპიტანი: მარიკა ჯაფარიძე
კლუბის მწვრთნელი: დავით ჯოჯუა
საქართველოს დელეგაციისა და კლუბ “ნონას” ხელმძღვანელი: გიორგი ჭანტურია.
პირველ დაფაზე შავი ფიგურებით, მოასპარეზე ნანა ძაგნიძემ რუსეთის წამყვანი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა დაამარცხა. ნინო ბაციაშვილმა მეოთხე დაფაზე გაიმარჯვა ეკატერინა კოვალევსკაიასთან. ყაიმით დასრულდა ლელა ჯავახიშვილისა და ოლგა გირიას შეხვედრა. ამ რაუნდში დამარცხდა ბელა ხოტენაშილი, რომელიც მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს ეთამაშებოდა.
“ნონამ” პირველ ტურშიც გაიმარჯვა და იტალიის კლუბი „ეიესდი ცირქოლო შახი რ. ფიშერ ჩეტი (ASD CIRCOLO SCACCHI R. FISCHER CHIETI) დაამარცხა 3,5 – 0,5.
ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დაიწყო და შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად იმართება. მეშვიდე ტური 24 ოქტომბერს ჩატარდება.
ჩემპიონატზე საპრიზო ფონდი14 000 ევროა დაწესებული. პირველ ადგილე გასულ კლუბს 7 000 ევროს, მეორე ადგილზე – 4 000 ევროს, მესამე ადგილზე – 2 000 ევროს, ხოლო მეოთხე ადგილზე 1000 ევროს გადასცემენ.
ჩემპიონატში ცხრა ქვეყნიდან (რუსეთი, მაკედონია, საქართველო, ნიდერლანდები, ბელორუსია, იტალია, ინგლისი, ისრაელი, ნორვეგია)12 კლუბი მონაწილეობს.
მათ შორის რუსეთიდან სამი კლუბი (Shsm Legacy Square; Ugra; SPB), ისრაელიდან კი ორი (Richon Lezion; Herzliya Chess Club). დანარჩენ ქვეყნებს თითო კლუბი ჰყავს წარდგენილი.
მესამე რაუნდი დღეს, 20 ოქტომბერს თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. კლუბი „ნონა“ ერთ-ერთ ლიდერ კლუბს მაკედონიის „გამბიტ ასსეკო სეეს“ (Gambit Asseco See) შეხვდება.
გუშინ 9-წევრიანი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ექვსმა წევრმა. ნატა ძველიშვილი საბჭომ ფარული კენჭისყრით აირჩია.
დირექტორის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 30 ადამიანს ჰქონდა განაცხადი შეტანილი. ქარტიის საბჭომ გასაუბრებაზე ნატა ძველიშვილის გარდა კიდევ ორი კანდიდატი – იურისტი ნათია კაპანაძე და ინჟინერ ელექტრიკოსი, კინორეჟისორი დავით ყიფიანი დაიბარა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის პოზიციაზე 2013 წლიდან ჟურნალისტი თამარ რუხაძე მუშაობდა.
ბატონო ლაშა, როგორც სახელისუფლებო გუნდის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რას ფიქრობთ – ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ჩატარებული აქციები თავისი შინაარსით ხომ არ აზარალებს ხელისუფლების რეიტინგს?
ჩემი პარტიის გადასახედიდან გამოვალ – ამ აქციებში „ქართული ოცნება დემოკრატული საქართველოსთვის“ არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ჩვენი პარტიის არც ერთი აქტივისტი არ იღებდა მასში მონაწილეობას. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდება, წამების კადრებმა, სავარაუდოდ, მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია და ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია.
გასაგებია, რომ თქვენი პარტიული აქტივისტები ამ აქციებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ეს ჯგუფი მაინც ხელისუფლებასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე საინტერესოა თქვენი აზრი – აზარალებს ეს აქციები თქვენი პარტიის იმიჯს, თუ პირიქით – ხელს უწყობს მისი რეიტინგის ზრდას?
მე კიდევ ერთხელ გაგცემთ ეგეთ პასუხს – როდესაც 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მოხდა ისეთი საზიზღრობები… ფირები… სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ შემიხედია მაგ ფირებისთვის, მაგრამ ვიცი თუ რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად, უფრო მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია და ამიტომ… არ ვიცი, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებდი.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. თქვენც იზიარებთ ამ შეხედულებას?
ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად გამქარალია. თავისი მოქმედებიდან გამომდინარე მათ განაჩენი თავიანთ თავს გამოუტანეს, ამიტომ მე ვერაფერს ვეღარ ვიტყვი მათ ხვალინდელ და ზეგინდელ პოზიციაზე.
დღეს დაანონსებულია აქცია, რომელზეც არ არის გამორიცხული მოხდეს ინციდენტები. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს?
მე ვფიქრობ სამართალდამცველები არ დაუშვებენ, რომ რამე ექსცესები მოხდეს… ყველა ადამიანს აქვს დღევანდელ დღეს აზრის გამოხატვის საშუალება. ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი ფაქტები, ფაქტობრივად, რა მომხდარა – ადამიანის გატაცებები და საშინელებები, რაც თუ ხდებოდა იმ ხნის განმავლობაში.
NDI-ის კვლევების თანახმად ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ერთი პროცენტით მეტია, ვიდრე მმართველი გუნდის. აქციები ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სწორედ NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განახლდა. თქვენ ხედავთ კავშირს NDI-ის კვლევის შედეგებსა და განახლებულ აქციებს შორის?
NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით არის შეკითხვები თუ რა კატეგორიის ხალხი იქნა გამოკითხული. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ ვიზიარებ სამწუხაროდ. შესაძლებელია ჩვენ რაღაც ბევრი ნაბიჯი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი რეიტინგი აიწიოს, მაგრამ 13 და 11-პროცენტიანი ბარიერები, რომლებიც მათი მხრიდან იქნა დადებული, ნამდვილად ვერ დავეთანხმები.
თუ ხედავთ კავშირს NDI-ის კვლევებსა და ამ აქციებს შორის?
რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ, სხვადასხვა რამ არის. ეს, სავარაუდოდ, იმ ფაქტებიდან გამომდინარე არის და სხვა ძალასაც შეიძლება გაუჩნდეს იმის საშუალება, რომ მიიღოს რაღაც ახალი ტალღის აგორება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ამას ნამდვილად ვერ იხილავეს საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი იქნება სიმშვიდისკენ.
ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯემალ დუაძე ამბობს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და მოითხოვენ ამ პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.
„დღეს შევეცდებით შევიდეთ პარტიის ოფისში და ავუხსნათ პარტიის ხელმძღვანელებს ჩვენი პოზიცია. ოფისში შევა საინიციატივო ჯგუფი“, – ამბობს ჯემალ დუაძე.
თუ არ შეგიშვებენ ოფისში, მაშინ რას აპირებთ? – ამ კითხვის პასუხად ჯემალ დუაძე ამბობს, რომ „შესვლას შეეცდებიან“.
ჯემალ დუაძის თქმით, „თავისუფალი თაობა“ ბათუმიდან დღეს თუ არა ხვალ გადაინაცვლებს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან და იქ დაიწყებენ შიმშილობას იმავე მოთხოვნით – აეკრძალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ მათთვის დაგეგმილი აქციის შესახებ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი.
ირაკლი თავართქილაძე: „თუ მოვლენ, აქ დავხვდებით… ჩვენ 15:30 საათზე პრევენციულად დავურეკავთ პოლიციას და შევატყობინებთ, რომ მოვიდნენ და დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ან კვერცხებს ისვრიან ოფისის მიმართულებით, ან საღებავებს. არ ვიცი. ჩვენ ვართ მუშა პროცესში, დღეს ოფისის საგამოფენო სივრცეში ორი ბათუმელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა იგეგმება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, როგორც ორგანიზატორები უწოდებენ, „გამაფრთხილებელი აქცია“ ბათუმში გუშინაც გაიმართა. გუშინ აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარების აჭედვა სცადეს, მაგრამ მათ ამაში ხელი პარტიის წარმომადგენლებმა შეუშალეს. შს სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსი არ დაურღვევიათ.
გუშინ საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ბათუმის გარდა კიდევ სამ ქალაქში გაიმართა.
ტენდერის პირობის თანახმად, საქონელზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 2-წლიანი საგარანტიო ვადა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. წინადადების მიღების ბოლო ვადა გამგეობას 23 ოქტომბრამდე აქვს განსაზღვრული, ანუ დაინტერესებულ პირებს მხოლოდ 5 დღე აქვთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
პირობის თანახმად, სცენარი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს შემსყიდველს პროექციის შესაბამისი ტექნიკური აპარატურა, კერძოდ: ერთი ცალი პროექტორი, რომელიც დამონტაჟდება ღია ცის ქვეშ, შესაბამისად, მას უნდა გააჩნდეს თერმული შეფუთვა, ანუ კლიმატური კორპუსი. ობიექტივი – 1 ცალი, 6 ცალი ხმამაღლა მოლაპარაკე, 1 ცალი ხმის გამაძლიერებელი.
ფასში შედის აპარატურის მონტაჟი და ტექნიკური უზრულველყოფა.
ბათუმის ნავსადგურში ხომალდს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე – ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ (ბილ) კონერი დახვდებიან.
ამერიკული გემები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს. “პორტერის” ვიზიტისას ამერიკელი მეზღვაურები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მე-6 ფლოტისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას და განამტკიცოს საზღვაო უსაფრთხოება. ბათუმში ყოფნისას გემს აშშ-ის ელჩი იან კელი და აშშ-ის საზღვაო ძალების ატაშე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ბილ კონერი ეწვევიან.
“პორტერი” “არლეი ბერკის” ნაღმოსანია. ის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურშია. გემს სახელი ეწოდა აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსი კაპიტნის, დევიდ პორტერისა და მისი ვაჟის, ადმირალ დევიდ დიქსონ პორტერის პატივსაცემად.
გემს ბათუმის პორტში საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები და ადგილობრივი მოქალაქეები დახვდებიან.
აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის კონტინგენტი (მე-6 ფლოტი) აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის სამხედრო ოპერაციების სრული სპექტრის შემადგენელი ნაწილია. ის შეუფერხებელ საზღვაო მიმოსვლასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, 11 საათზე, გემის კაპიტანი ბლერ გა და მისი მოადგილე ანდრეა სლოუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს მთავრობის აპარატში შეხვდებიან.
ველოდებოდით სამართლიან სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ რამაზ დევაძეს მიუსაჯა 12 წელი და ცნო განზრახ მკვლელად. ამიტომ ვიტოვებთ მორალურ უფლებას, საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე საჯაროდ ვილაპარაკოთ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმედია, სააპელაციო სასამართლო წარდგენილ მუხლს შეცვლის.
რამეახალიგარემოებაგაქვთ, თურაგაძლევთამისიმედს?
გვაქვს ორი ფირი – ბრალდების მთავარი მოწმე, ფირუზე აბდუალევა მოვიდა ოჯახში და მოგვიყვა, რომ 20 დღე ჰყავდათ გამომწყვდეული და ისე ჩამოართვეს ჩვენება. მას აიძულეს ეთქვა, რომ რამაზ დევაძემ ახლოდან ესროლა და ისე მოკლა. ასევე უნდა ეთქვა, რომ დევაძე მისი საყვარელი იყო, ამიტომ შურისძიების გამო მოკლა მუკბანიანი. ფურუზეს ეს საუბარი რამაზის დამ ჩაიწერა ჩუმად.
გვაქვს სხვა ჩანაწერიც – თურქი მოვიდა ჩვენთან, პარიკმახერი ბიჭია. იმ საღამოს “ლეგასში” იყო და ისიც დაჭრეს. მოსასმენი ჰქონდა სარჩულის ქვეშ ჩამონტაჟებული: პოლიცია მოყვა ჩუმად – თანხას თუ შევთავაზებდით, ან ზეწოლას მოვახდენდით, ყველას დაგვაკავებდნენ. მან ეს მოსასმენი აბანოში დაკიდა და მერე გვითხრა – რამაზი იქ რომ არ ყოფილიყო, ყველას დაგვხოცავდნენო. ლეგასში სამი კაცი დაჭრეს, ერთ-ერთი იყო ეს თურქი. პროკურატურამ დაჭრილები არ დაკითხა – გადამალა.
სადჰყავდათფირუზე 20 დღეგამოკეტილი?
ჩვენთვის უცნობია. ორივე ხელზე ვენები აქვს გადაჭრილი და ეს მოსამართლესაც ვუთხარით. ფირუზე ძიების მთავარი მოწმე იყო. ის თავის ჩვენებაში ამბობდა, როგორ ესროლა რამაზ დევაძემ მუკბანიანს. სასამართლო პროცესზე ფირუზემ იგივე გაიმეორა, მაგრამ დევაძის კითხვებზე ფირუზე ჩაიჭრა და ბოლოს თქვა, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა. მოსამართლემ ეს არად ჩააგდო.
სასამართლოშირატომარწარადგინეთესფირები?
ეს იყო ერთ-ერთი ადვოკატის გადაწყვეტილება, მან გვითხრა, რომ ეს ფირი უმნიშვნელოა, ყველაფერი კარგად დასრულდება და რამაზს მუხლს აუცილებლად შეუცვლიანო. აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო ყველაფერი და 12 წელი მიუსაჯეს.
რამაზ დევაძეს გადაეკიდა აჭარის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით თამაზაშვილი. რამაზს ჰყავს გავლენიანი მეგობრები, რომელთაც შეუძლიათ პროცესზე ზეგავლენა. მან მთელ რიგი პიროვნებები ჩააყენა საქმის კურსში დავით თამაზაშვილის დანაშაულებრივი, თავხედური, ამორალური ქცევების შესახებ. თამაზაშვილმა გაიგო, რომ ზევით მის ქმედებებზე რამაზ დევაძისგან გახდა ცნობილი. აქედან გამომდინარე თამაზაშვილმა რამაზ დევაძეს დაადგა თვალი. თამაზაშვილს ამაში ეხმარებოდა მისი მეგობარი, ქალაქის სამმართველოს მაშინდელი უფროსი რამაზ თათარაშვილი. თათარაშვილმა და თამაზაშვილის მოადგილე გიგლა მოსიძემ, რომელიც მაშინ მე-2 განყოფილების უფროსი იყო, ერთობლივად დაგეგმეს რამაზის გაუბედურება.
პირველი ნასამართლეობის ისტორია ასე შეიქმნა – რამაზი პუშკინის ქუჩაზე მეგობარს ტოვებდა დისკოთეკაზე. სადგომთან ვიღაც პიროვნება მივიდა და ეუბნება – ეი, შენ აქ რას აჩერებ მანქანას? უმიზეზოდ უცხო ადამიანს დედა შეაგინა, შეაფურთხა და ხელი დაარტყა. რამაზი გადმოვიდა მანქანიდან და ის პირი ლავაშივით გააბრტყელა. აღმოჩნდა, რომ რამაზიმ სცემა პოლიციელს. პირადად თათარაშვილმა დააპატიმრა და შექმნა ნასამართლეობის ისტორია. ეს არ არის თითიდან გამოწოვილი – პოლიციელები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი თამაზაშვილმა დაგეგმა.
ასევე სანდო წყაროდან ვიცი, რომ რამაზ დევაძის ლიკვიდაციის ბრძანებაც იყო გაცემული დავით თამაზაშვილისგან. რამაზ დევაძეს გიგლა მოსიძემ უთხრა, შენ მკვლელო, სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, ვერასოდეს დაბრუნდებიო. სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ როცა გადაჰყავდაც ციხეზე, ქუთაისში სადისტურად სცემეს, იარაღი დაადეს თავზე, უნდა ესროლათ, მაგრამ ბოლო წამში ვიღაცამ დარეკა და ბრძანება შეიცვალა, არ ესროლოთო. ასე გადარჩა, მაგრამ იმდენად იყო ნაცემი, 15-20 დღე ციხეში გონზე არ მოსულა.
ამისმტკიცებულებაგაქვთ, ექსპერტიზაჩაატარეთ?
აზრი არ აქვსო, ჩემმა შვილმა, ამიტომ ვერ ჩავატარეთ ექსპერტიზა, მაგრამ ადვოკატებმა ნახეს საკუთარი თვალით.
რაზე დავიფიცო, რომ ეს ზღაპარია. ლავას-ოღლი და რამაზ დევაძე ბავშვობაში ერთად ჭიდაობდნენ და მეგობრობდნენ. ლავასოღლი თუ ქურდი გახდა, რა შუაშია რამაზ დევაძე. ლავასოღლი როცა დააპატიმრეს, დევაძე ამ დროს გერმანიაში მოღვაწეობდა – ქალაქის პოლიციის უფროსის სახლში ცხოვრობდა. სად ლავასოღლის არჩევანი და სად რამაზ დევაძე. ეს არის ის, რითაც რამაზს სახელი გაუტეხეს. რამაზის ქურდული კლიშეთი აქოთება გიგლა მოსიძემ დაგეგმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეასრულა… თუ რამაზ დევაძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა, რატომ არ წარმოადგინეს სასამართლოზე ერთი მტკიცებულება მაინც მის კავშირებზე დანაშაულებრივ სამყაროსთან. რაც არ იყო ბუნებაში, იმას ვერ გააჩენდნენ. “ნაციონალებმა” მისი სტიგმატიზება მოახდინეს, საზოგადოებისგან იზოლირებული რომ ყოფილიყო. როცა კაცს შავ პიარს აუგორებ, ხალხი მას გვერდით არ დაუდგება. პროკურატურამ, პოლიციამ და ნაციონალური მოძრაობის პიარაპარატმა ერთად იმუშავეს, რომ დევაძისგან შეექმნათ მკვლელი. მაგრამ ეს ტრაგედია იყო და “ნაცმოძრაობისგან” შეკვეთილ განაჩენს არ შევეგუებით.
ჩვენ არა, ჩვენს მეზობელს. აღმაშენებლის ქუჩის #10-ში, ჩემი მეზობლის ბინის კარებთან, დილის 6 საათზე ბენზინი დაასხეს და ცეცხლი გაუკიდეს. ლამის ამობუგეს ოჯახი. ეს ამბავი “ლეგასში” დატრიალებული ტრაგედიიდან 20 დღეში მოხდა. მაშინ პოლიციამ თქვა, რომ თითქოს შეეშალათ რამაზის დედის სახლი და ამიტომ შეასხეს ბენზინი მეზობლის სახლშიო. ითქვა ისიც, რომ ეს თითქოს გარდაცვლილი მუკბანიანის ჭირისუფალმა გააკეთა. ჩვენ ეს არ დავიჯერეთ, რადგან მუკბანიანებს შურისძიება რომ უნდოდეთ, ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.
ტაბიძის პირველი განყოფილება იძიებს ამ საქმეს, მაგრამ უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება.
დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან დიდი ზომის ლურსმნებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი მივიდა მოთხოვნით -„გაუქმდეს ნაციონალური მოძრაობა“ და ოფისის კარების აჭედება სცადა. კარები, როლის დაზიანებასაც ქართული ოცნების მხარდამჭერები გეგმავდნენ (ერთი ლურსმანი ჩააჭედეს კიდეც კარში), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ მეგრელიძე, რომელიც ამ იციდენტის დროს პარტიის ოფისში იმყოფებოდა, ამბობს, რომ თავდამსხმელები იქცეოდნენ აგრესიულად. ომარ მეგრელიძე: „დღესაც იძახდნენ, რომ 9 წლის განმავლობაში თქვენ რას აკეთებდითო. მე 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ლევან ვარშალომიძისა და ჩემს გუნდზე შემიძლია ერთი რამის თქმა, ჩვენ ახალი ბათუმი ავაშენეთ. თუ ვინმემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, გავიდა საკმაოდ ბევრი დრო და ამ ხალხს მიხედონ. ბევრი კაბინეტებში ზის და სეირს უყურებს. ვინც მართლაც დანაშაული ჩაიდინა, ის ხალხი აკეთებს უფრო მეტად ასეთი ღონისძიების ინსპირირებას“.
„მეორე მოადგილის შტატი განსაზღვრულია კანონმდებლობით და ორივე მოადგილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს. კონკრეტულად თუ რა მიმართულებებზე იმუშავებენ მოადგილეები, ეს საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა განსაზღვროს,“- ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში მეორე მოადგილის დანიშვნის საკითხი, – ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს:
„არ ვიცი, ეს იმ საკრებულოს წევრებს უნდა ჰკითხოთ, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ფრაქცია „რესპუბლიკელებს“, ჩვენ წინა სხდომაზეც თავი შევიკავეთ ამ საკითხის განხილვისაგან, თემურ ყურაშვილი იყო ინიციატორი, რომ ამოღებული ყოფილიყო ეს საკითხი დღის წესრიგიდან, რადგან ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ მიაჩნიათ, რომ ეს თანამდებობა ამ დროისთვის არ სჭირდება საკრებულოს. ერთი მოადგილე სავსებით საკმარისია“.
ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტი, თუ რატომ დადგა მეორე მოადგილის დანიშვნის აუცილებლობა, ამ საკითხზე არ მოუსმენია.
„ფაქტობრივად, ეს საკითხი ახლა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს,“-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ბათუმის საკრებულოს მოადგილის ხელფასი თვეში 2 350 ლარია.
განკარგულების თანახმად, რომლის დამტკიცებაზეც ხვალ ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე უნდა იმსჯელონ, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 49319 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ასევე მიმდებარედ არსებული 27 522 კვ/მ აჭარის მთავრობამ საფეხბურთო სტადიონისთვის შეარჩია. სწორედ ამ მიზნით, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის საკრებულოს სთხოვს ქონების განკარგვასთან დაკავშირებით 2015 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანოს.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის მარტში ბათუმის საკრებულოში არსებული ქონება მთავრობას საკრებულომ უსასყიდლოდ, თუმცა მისი პრივატიზების შემდეგ, თანხის ტრანსფერის სახით საკრებულოს ბიუჯეტში დაბრუნების პირობით გადასცა. ანუ ამ ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა ბათუმის ბიუჯეტში უნდა შესულიყო.
რას შესთავაზებს „ბათუმი მოლ დეველოპმენტს“ მთავრობა, ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კომენტარს „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.