შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ მეათე თვეა ვერ შეარჩია. „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა, სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარია, სტადიონის მშენებლობა კი ამ ტენდერის დასრულებაზეა დამოკიდებული. კომპანიას, რომელიც მხოლოდ ორი პროექტის [სტადიონისა და საავადმყოფოს] განხორციელების მიზნით ერთი წლის წინ სპეციალურად შექმნეს, დავების განხილვის საბჭოში უკვე 18-ჯერ უჩივლეს.

„სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მრავალწლიან შესყიდვაზე“ შპს „სტადიონმა“ ტენდერი მეოთხედ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოაცხადა. მხოლოდ ამ ერთი ტენდერის გამო კომპანიას შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში უკვე ოთხჯერ უჩივლეს, საიდანაც საბჭომ მხოლოდ ერთი არ დააკმაყოფილა.

რატომ ვერ ხერხდება ტენდერის დასრულება და ტექნიკური ზედამხედველის შერჩევა?

ამ კითხვაზე შპს „სტადიონის“ დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს: „ყველას უნდა გამარჯვება, კომპანიებს კანონი აძლევს საშუალებას ტენდერი გაასაჩივრონ მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. ამჯერადაც გასაჩივრებულია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაგვაბრუნა კვლავ შერჩევა-შეფასების ეტაპზე.“

დირექტორის თქმით, საკითხი უახლოეს რამდენიმე დღეში გადაწყდება. საკითხის გადაწყვეტა კი ან გამარჯვებულის გამოვლენას გულისხმობს, ან ტენდერის მეხუთედ გამოცხადებას.

პირველ აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა: თბილისში რეგისტრირებული შპს LENI [რომლის შეთავაზება იყო 1 მილიონ 300 ათასი ლარი] და პოლონური შპს კომანდიტური საზოგადოება „პერბო ინვესტიციე“ [შეთავაზება – 1 მილიონ 274 ათასი ლარი].

ეს ტენდერი დასრულებამდე გაასაჩივრა შპს „ოიკო ჯგუფიმ“. კომპანია საჩივარში მიუთითებდა, რომ: „მაღალი რისკის მქონე მე-4 და მე-5 კლასის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე არსად ცხადდება ტენდერები, რომელშიც იმპერატიულად არ იქნება მოთხოვნილი კომპანიის გამოცდილება მის მიერ ანალოგიური კლასის ობიექტებზე შესრულებულ ტექნიკურ ზედამხედველობაზე. აღნიშნულ ტენდერში კი უგულვებელყოფილია კომპანიის გამოცდილება და მოთხოვნილია მხოლოდ პერსონალის გამოცდილება…
ამასთან, დამატებით არის მოთხოვნა, რომ თითოეულ სპეციალისტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს მინიმუმ ერთი ანალოგიური სირთულის დასრულებულ ობიექტზე [როცა მაყურებლებისთვის განკუთვნილი ადგილები აღემატება შვიდი ათასს] განხორციელებული საზედამხედველო მომსახურება.

საქართველოში ობიექტი, სადაც მაყურებლებისთვის განკუთვნილი დასაჯდომი ადგილები აღემატება შვიდ ათასს, ჩვენი მონაცემებით, არის ერთი – საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში. შესაბამისად, ამ ჩანაწერით ირღვევა სამართლიანი პაექრობისა და კონკურენციის ძირითადი პრინციპი, ვინაიდან ვერც ერთი ადგილობრივი კომპანია, გარდა იმ კომპანიისა ან სპეციალისტთა ჯგუფისა, რომელმაც განახორციელა ტექნიკური ზედამხედველობა შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე, ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტენდერში.

ჩანს, რომ შემსყიდველის მიზანი არ არის კვალიფიციური პრეტენდენტის გამოვლენა, ამიტომ გაუქმდეს სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი“.

დავების საბჭომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა და „სტადიონის“ სასარგებლოდ განაცხადა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს როგორც კომპანიის, ასევე პერსონალის საქმიანობის გამოცდილება. საბჭომ არც სხვა სატენდერო მოთხოვნები – მათ შორის მაყურებელთა ადგილების შესახებ – მიიჩნია სადავოდ.

შესაბამისად, როგორც ნაკლები შეთავაზების მქონეს – პოლონურ კომპანიას, სატენდერო კომისიამ გარკვეული დოკუმენტაციის დამატებით წარდგენა მოსთხოვა. კომისიამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ „პერბო ინვესტიციეს~ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს“ და პოლონური კომპანია მოიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თუმცა, ტენდერი ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს „ტრიჯიტიმ“ და იმედა დვალიძემ. დავების საბჭომ საჩივრები დასაშვებად ცნო და „სტადიონის“ სატენდერო კომისია იძულებული გახდა ტენდერი შეეჩრებინა.

„ჩვენ მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, რის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ პრეტენდენტი მრავალ პოზიციაში ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, “ – აღნიშნულია შპს „ტრიჯიტის“ საჩივარში. „ტრიჯიტი“ ხაზს უსვამს, რომ პოლონური კომპანიის მიერ დასახელებული სპეციალისტები ვერ აკმაყოფილებდნენ სატენდერო მოთხოვნებს.

რაც შეეხება იმედა დვალიძეს, ის საჩივარში აღნიშნავს: „ჩემს მიერ მოხდა არსებული ტენდერის მსვლელობის გაანალიზება და მინდა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ განიხილოს „სტადიონის“ და „პერბო ინვესტიციეს“ მიერ ტენდერის მსვლელობისას დაშვებული შეცდომები…“

ამ „შეცდომებს“ შორის აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არ არის კომპანიის რეგისტრაციის ან იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება კომპანიის არსებობა და კომპანიის უფლებამოსილი პირის მონაცემები… ერთ-ერთ ტექზედამხედველს, იაკუბ პიტროვსკის თავის გამოცდილებაში უწერია, რომ 2012 წელს მუშაობდა ქ. ვროცლავის საფეხბურთო სტადიონზე. თუ ვიხელმძღვანელებთ ვროცლავის სტადიონის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ეს სტადიონი 2011 წლის 10 სექტემბერს დასრულებული იყო. ჩნდება ეჭვი, რომ პრეტენდენტმა ხელოვნურად შეასწორა წლები 5-წლიანი გამოცდილებაზე… აგრეთვე ამ პიროვნებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსად არ არის დაფიქსირებული 10-წლიანი საინჟინრო გამოცდილება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევას და ექვემდებარება დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე“. იმედა დვალიძე მიიჩნევს, რომ არც სხვა ზედამხედველის გამოცდილება პასუხობს სატენდერო მოთხოვნებს.

„ტრიჯიტის“ საჩივართან დაკავშირებით დავების საბჭომ გადაწყვიტა, რომ „სტადიონმა“ გადასინჯოს მიღებული გადაწყვეტილება, იმსჯელოს პოლონური კომპანიის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტები რამდენად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს ტექნიკური ზედამხედველობის გაწევის კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს იმედა დვალიძის საჩივართან დაკავშირებითაც.

დავების საბჭოს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ სატენდერო კომისიამ გააუქმა თავისივე ოქმი, რომლითაც პოლონური კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა. კომისიამ დაიტოვა დოკუმენტაციის „გადახედვის“ უფლებაც და საბოლოოდ თავისივე ადრინდელი გადაწყვეტილების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო: „დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო~ პოლონურ კომპანიას მიეცა დისკვალიფიკაცია.

ტენდერში მონაწილე კომპანია LENI-ს კომისიამ 22 სექტემბერს დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა და დრო სამი სამუშაო დღე მისცა. LENI-მ დოკუმენტაცია ამ დროში არ წარადგინა, თუმცა, ვიდრე კომისია იმსჯელებდა, 26 სექტემბერს თავად პოლონურმა კომპანიამ გაასაჩივრა სატენდერო კომისიის ბოლო გადაწყვეტილება.
„პერბო ინვესტიციე“ საჩივარში მიუთითებს, რომ მან დააზუსტა მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთა შესაბამისი დოკუმენტაცია, „სადაც დაწვრილებით არის აღწერილი სპეციალისტების პროფესიული სავალდებულო გამოცდილება, როგორც საზედამხედველო მომსახურების სფეროში, ასევე სამშენებლო სფეროს სხვა მიმართულებებშიც“.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიის ოქმში კი აღნიშნულია, რომ „პერბო ინვესტიციემ“ დამატებით წარადგინა დანართი #4 [სპორტული ობიექტების ჩამონათვალი] და სარეკომენდაციო წერილები, რომელიც სატენდერო კომისიას არ მოუთხოვია და, შესაბამისად, არც განუხილავს. თუმცა, ამავე ოქმში კომისია დისკვალიფიკაციის საფუძვლად უთითებს, რომ დაზუსტებულ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია არ ემთხვევა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში [დანართი #4, რომელიც არც მოუთხოვია და არც განუხილავს] მოცემულ ინფორმაციას.

„თუ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ განიხილება, მაშინ გაუგებარია როგორ შეიძლება გახდეს ის დისკვალიფიკაციის მიზეზი? – კითხულობს პოლონური კომპანია – „დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩვენთვის გაუგებარია. სხდომის ოქმში საერთოდ არ არის აღნიშნული რა ნაწილში არ შეესაბამება დაზუსტებული დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს… მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება მოთხოვნებს და უნდა გაუქმდეს სატენდერო კომისიის უკანონო გადაწყვეტილება „პერბო ინვესტიციეს“ დისკვალიფიკაციის შესახებ“.

დავების საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ „დეტალურად იმსჯელოს პოლონური კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან რომელი აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, 12 ოქტომბერს, ამჯერად ის ოქმი გააუქმა, რომლითაც პოლონურ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

„ვართ დაბრუნებული შერჩევა-შეფასების რეჟიმში და ველოდებით დოკუმენტაციის წარმოდგენას… წარმოადგენენ, ვიმსჯელებთ და მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. უახლოეს მომავალში გადაწყდება ეს საკითხი,“ – აცხადებს გიორგი ზირაქაშვილი.

კითხვაზე, რა დოკუმენტებია წარმოსადგენი, როცა კომპანია აცხადებს, რომ ყველაფერი სრულად წარადგინა, გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც სატენდერო კომისიის თავმჯდომარეცაა, ამბობს: „არის რაღაც დოკუმენტები ატვირთული, ვარკვევთ დეტალებს“.

თუ კომისია მართალია, რატომ არ ასაჩივრებს „სტადიონი“ თავად დავების საბჭოს გადაწყვეტილებას? – „ეს ასე არ ხდება. ნებისმიერ კომპანიას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ეს შეაქვს დავების საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვმოქმედებთ ჩვენ. არის კრიტერიუმები, რაშიც მომჩივანი მართალია. კიდევ ერთხელ ვარკვევთ და თუ აღმოჩნდა, რომ კომპანია მართალია, ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ,“ – აცხადებს ზირაქაშვილი.

ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი შპს „სტადიონმა“ პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. ეს ტენდერი არ შედგა; შემდეგ მარტში – დასრულდა უარყოფითი შედეგით; მესამედ გამოცხადებული ტენდერი კი, ასევე, გასაჩივრების გამო ივლისში შეწყდა; მეოთხედ გამოცხადებულ ტენდერში შედეგი ამ დრომდე ვერ დადგა. აქედან გამომდინარე, როდის გამოცხადდება უშუალოდ სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ან როდის დაიწყება სტადიონის მშენებლობა, უცნობია. მითუმეტეს, მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას პარალელურ რეჟიმში „სტადიონი“ არ აპირებს.

„ერთმანეთს ხელს არ უშლის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევა და მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება, მაგრამ გვინდა, რომ ჯერ გამარჯვებული ზედამხედველი კომპანია გამოვლინდეს… რაც შეეხება მშენებლობაზე ტენდერს, სატენდერო დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ. იქ არის ნიუანსები, რაც უნდა გავითვალისწინოთ – საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პირობები, რაც უნდა დააკმაყოფილოს მშენებელმა კომპანიამ… 2-3 დღე დაგვჭირდება გავერკვეთ პოლონურ კომპანიასთან დაკავშირებით და დაველოდებით დავების საბჭო საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – აცხადებს გიორგი ზირაქაშვილი.
შპს „სტადიონის“ 100%-იან წილს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით
ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ.

აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ ჰყავთ, მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში არ ჰყავთ როგორც ინგლისურისა და ქიმიის, ასევე დაწყებითის პედაგოგი. ტუნაძეების სკოლის მსგავსად ფუშრუკაულის სკოლასაც რამდენიმე საგნის პედაგოგი არ ჰყავს. სკოლას ინგლისური ენისა და გეოგრაფიის პედაგოგი სჭირდება. ინგლისურისა და ქიმიის პედაგოგი არ ჰყავთ სოფელ ჩაოშიც.

ხულოს 14 სკოლიდან 8 სკოლას ინგლისური ენის პედაგოგი, ოთხს – ქიმიის, სამს – ფიზიკის, თითოს კი – რუსულის, მუსიკის, გეოგრაფიის, დაწყებითის, ისტორიის, ქართულის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ესაჭიროება.

იგივე პრობლემაა შუახევის სკოლებშიც. თუმცა გასულ წელთან შედარებით პედაგოგების დეფიციტი აქ საგრძნობლად შემცირდა. 27 სექტემბრის მდგომარეობით პედაგოგის დეფიციტი შუახევის მუნიციპალიტეტის 5 სკოლაშია _ ჩანჩხალოს, ჯაბნიძეების, მაწყვალთის, მახალაკიძეებისა და დაბაძველის სკოლებში.

2015 წელს პედაგოგების დეფიციტი შუახევის 13 სკოლაში იყო, დეფიციტურ საგნებში პირველ ადგილს გასულ წელსაც ინგლისური იკავებდა.

გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია ხულოშიც – თუ წელს 14 სკოლაში სულ 24 ვაკანსიაა, შარშან 20 სკოლაში 45 ვაკანსია იყო. ვაკანსიების ნაწილი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებით შეივსო.

„ინგლისურისა და ქიმიის პედაგოგი გვჭირდება. სანამ ქიმიის პედაგოგს გამოვნახავთ, ვაკანტური 10 საათიდან ხუთ-ხუთი საათი მათემატიკის მასწავლებლებს შევუთავსე, ისინი ატარებენ გაკვეთილებს და არ ცდება“, – ამბობს სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე.

ქიმიის, როგორც საგნის შესწავლას, ამ მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებენ. სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე ამბობს, რომ კვირის განმავლობაში ინგლისურში 14 საათი ჩატარდება, დარჩენილი 14 საათი კი ისევ გაცდება“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების სკოლას ინგლისურის პედაგოგი ჰყავს, მაგრამ ჩაოს სკოლის მსგავსად არასაკმარისად. „ინგლისური ენის პედაგოგი მყავს, მაგრამ დამატებით მეორეა საჭირო, ბევრია საათები და ერთი პედაგოგი ვერ გაწვდება. მასწავლებელს დღეში 5-6 გაკვეთილის ჩატარება უწევს. გაკვეთილი ინგლისურ ენაში არ ცდება, მაგრამ ეს მასწავლებლის დამატებით მუშაობის ხარჯზე ხდება“, – ამბობს დირექტორი.

ამავე მუნიციპალიტეტის ჯაბნიძეების სკოლის დირექტორი ჯემალ ივანაძე კი ამბობს, რომ მათგან წასული ინგლისური ენის პედაგოგი „მთის კანონმა“ შემოაბრუნა. „სკოლაში კვირის განმავლობაში მხოლოდ ხუთი საათი მრჩება ვაკანტური, პედაგოგი, რომელიც ჩვენთან 2011 წლიდან მუშაობდა და წავიდა, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მთის კანონი ამოქმედა“, – ამბობს დირექტორი.

უცხო ენა ბარიერი რომ არის აჭარის მთის სკოლების მოსწავლეებისთვის, ეს საატესტატო გამოცდებმაც აჩვენა, წელს აქ გამოცდები ძირითადად ინგლისურში ვერ ჩააბარეს.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე განმარტავს, რომ განათლების მოქმედი სქემით სკოლას უფლება არ აქვს ის მასწავლებელი აიყვანოს, რომელსაც ან  გამოცდილება არ აქვს, ან სერტიფიკატი. ის აქვე აღნიშნავს, რომ სტუდენტებს, რომლებმაც წელს დაამთავრეს ბაკალავრიატი თუ მაგისტრატურა, სურთ სოფლის სკოლებში მუშაობა. დამწყები პედაგოგების სკოლით დაინტერესების მიზეზად რესურსცენტრის უფროსს „მთის კანონი“ მიაჩნია. ამ კანონით, მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგები შეღავათებით სარგებლობენ.

ედუარდ მიქელაძე: „დასაქმების მიზნით რესურსცენტრს არაერთმა პირმა მოგვმართა, მაგრამ არსებული სქემა საშუალებას არ გვაძლევდა ასეთი პედაგოგები აგვეყვანა. საკითხზე მინისტრთან გავიარეთ კონსულტაცია, რომლის მიხედვითაც ახალდამთავრებული პედაგოგები დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხელშეკრულებით შეგვიძლია დავასაქმოთ. ვფიქრობთ, ასე დეფიციტს აღმოვფხვრით. პირველი ოქტომბრიდან დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ხელშეკრულებით აყვანილი პედაგოგები გვეყოლება საციხურისა და რაგვთის სკოლებში“.

საუკუნის სახლი ჭინკაძეებში

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სოფლის ბოლოს ძველი კრამიტით გადახურული სახლი დგას. ლაზური არქიტექტურისა და სიძველის კვალი სახლს შორიდანვე ეტყობა. ეს მიქელაძეების საცხოვრებელი სახლია, რომელსაც გასულ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სახლის პირველი სართული ქვითკირითაა ნაშენი, მეორე სართულის ნაწილი – წაბლის ხეში, ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს გარშემორტყმული. სახლის ორივე სართულზე საუკუნოვანი ბუხარია. მისაღებ ოთახში ბუხართან, კედელში კარადაა, რომელსაც ძველად დოლაბს ეძახდნენ, რომელიც, ასევე, საუკუნეს ითვლის, საძინებელ ოთახში კი დღემდე დევს უძველესი სექვი, რომელსაც საწოლის ფუნქცია ჰქონდა და სკივრი, სადაც ოჯახი რელიქვიებს ინახავს.

სახლი განსაკუთრებული რომაა, ეს ყველაზე კარგად აქ მცხოვრებლებმა იციან. დღეს აქ ნატო მიქელაძე ძმასთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. ნატო პედაგოგია, სკოლაში დაწყებით კლასებს ასწავლის, ის დაწვრილებით გვიამბობს ამ სახლის აგებისა და მისი წინაპრების ისტორიას.

სახლი ნატოს ბაბუას, ოსმან მიქელაძეს საუკუნის წინ აუშენებია.

„1907 წელს დაუწყიათ მშენებლობა და 1910 წელს დაუსრულებიათ. ბაბუა კონსტანტინეპოლში სწავლობდა, სწავლის დასრულების შემდეგ, როცა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულა, სახლის ასაშენებლად ლაზური პროექტი ჩამოუტანია და მოხელეებიც იქედან ჩამოუყვანია, იმ მოხელეებს ქვითკირითა და წაბლის მასალით აუშენებიათ ჩვენი სახლი“, – ამბობს ნატო.

როგორც ნატო გვიყვება, ბოლო 60 წლის განმავლობაში სახლს ნატოს დედა ფიქრიე საგულდაგულოდ უვლიდა, წაბლის ხისგან აშენებულ სახლს ჩრჩილი რომ არ გასჩენოდა 3-4 წელიწადში ერთხელ ნავთით წმენდდა ხის ძელებს.

„50 წლისა ვარ და რაც მე მახსოვს, ამ სახლს დედაჩემი უვლიდა, მან შემოუნახა სილამაზე, ძველი იერი არ დაუკარგა. სახლის ძირითადი ნაწილი წაბლის ხით არის აშენებული, ჩრჩილი რომ არ გასჩენოდა, დედაჩემი მთელს სახლს ხეზე ნავთს უსვამდა, სადაც ვერ სწვდებოდა, კიბეების დახმარებით ახერხებდა ამას და ასე ინახავდა სახლს. მან ამ სახლში 60 წელი იცხოვრა. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, სახლს ჩვენ ვუვლით. სახლის აშენებიდან დღემდე არაფერი შეცვლილა, ერთი ძელიც კი, ყველაფერი საუკუნის წინ არის გაკეთებული. ერთადერთი რაც გვაწუხებს, ალაგ-ალაგ კრამიტია ჩატეხილი და წვიმა ჩამოდის“, – ამბობს ნატო.

მიქელაძეების ოჯახი ორჯერ გახდა სტალინის რეპრესიების მსხვერპლი, პირველად 1937 წელს, როდესაც ნატოს ბაბუა გააციმბირეს, ხოლო მეორედ – 1950 წელს, როდესაც ნატოს მამა ცოლ-შვილთან ერთად ყაზახეთში გაასახლეს.

ნატოს ბაბუა 1937 წელს განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებს ემსხვერპლა, მას შემდეგ რაც სახლიდან გაიყვანეს, ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. ბოლო წერილში, რაც ოჯახმა მიიღო, ის შვილებს დახმარებას სთხოვდა.

„ბაბუას კონტრაბანდისტობა დააბრალეს, 1937 წელს განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა, წაიყვანეს და მას შემდეგ არავის უნახავს. რაც გადმოცემით ვიცი, ბოლო წერილში, რომელიც ფანქრით იყო ნაწერი, ბაბუა მამაჩემს დახმარებას სთხოვდა. „მემედ თუ ზიხარ ადექი, თუ საჭმელს ჭამ, ადექი და წამოდი, თბილები ჩამომიტანე, თორემ ანთება დამემართა და კარგად ვერ ვარ“, – ეს იყო ბაბუაჩემისგან მიღებული ბოლო წერილი. ჩემს მეხსიერებას კარგად შემორჩა, როგორ ტიროდა მამაჩემი ამ წერილის კითხვისას“, – გვიყვება ნატო.

რამდენიმე წლის შემდეგ რეპრესიების სამიზნე მიქელაძეების ოჯახი მეორედ აღმოჩნდა, ნატოს მამა ცოლთან და სამ შვილთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს.

„ჩვენი ოჯახი ორჯერ აოხრდა და განადგურდა, ჯერ იყო ბაბუას გადასახლება და მერე მამაჩემის. აქ, ამ სახლში, მამაჩემთან ერთად მისი და-ძმები ცხოვრობდნენ, მაგრამ მარტო მამა გაუსახლებიათ. აქედან მხოლოდ სამი კილო ლობიო წაუღიათ და ისე წაუყვანიათ ცოლ-შვილთან ერთად ყაზახეთში. გადასახლებიდან მამა სამ შვილთან ერთად დაბრუნდა, ცოლი იქ გარდაცვლილა. აქ რომ ჩამოვიდა, დედაჩემზე დაქორწინებულა და ორი შვილი, მე და ჩემი ძმა, ადამი გავჩნდით“, – გვიყვება ნატო.

ნატოს ბაბუა სამჯერ დაქორწინებულა და ხუთი შვილი ჰყოლია, თუმცა სახლი მემკვიდრეობით მის მამას, მემედს ერგო, რადგან მის აშენებაში მემედის დედა დახმარებია ფინანსურად.

მიქელაძეების ოჯახს სახლის გაყიდვის შეთავაზება არასდროს მიუღია, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი შეთავაზების შემთხვევაშიც კი სახლს არ დათმობენ: „ეს ჩვენთვის უძვირფასესია, როგორ შეიძლება დავივიწყო რა სათუთად უვლიდა დედაჩემი სახლს, როგორ წმენდდა ყველა ძელს, ამაზე ღირებული რა უნდა იყოს? არაფერი გაგვიღებია დღემდე, არაფერი შეგვიცვლია, ძველ სახეს ვუნარჩუნებდით და ასეთ სათუთად შენახულ საცხოვრებელს განა ვინმე დათმობს?“ – ამბობს ნატო.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეც ნატოს უზრუნია: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორი წლის წინ მივმართე ბათუმში – სახლის შესახებ ვაცნობე. მოვიდნენ როგორც ბათუმიდან, ასევე თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ორი წლის განმავლობაში არაერთხელ იყვნენ სააგენტოდან, ბოლოს მიანიჭეს სახლს სტატუსი“.

14543424_1389297024432156_424140505_n
საუკუნის სახლი სოფელ ჭინკაძეებში

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბზუბზუში ორსართულიანი ქვის შენობა დგას. შენობის კარ-ფანჯარა ჩამტვრეულია, მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბე – ჩამოტეხილი. ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია, რომ წლების წინ ზუსტად ამ შენობაში თითქმის მთელი სოფელი და ზაფხულში სოფელში დასასვენებლად ჩასული ქალაქელები იკრიბებოდნენ კინოს საყურებლად.

„კანტორა“ – ასე ეძახდნენ შენობებს სოფლებში, რომელთა პირველ სართულზე მდებარე დარბაზი კინოკლუბის ფუქციას ითავსებდა. კინოს გაშვების წინ სცენას თეთრი ტილოთი ფარავდნენ და დიდ ეკრანზე ქართული თუ ინდური ფილმების სანახავად მთელი სოფელი იკრიბებოდა. ასეთი „კანტორა“ აჭარის მთის თითქმის ყველა დიდ სოფელში არსებობდა.

წლებია „კანტორამ“ ფუნქცია დაკარგა და წლების განმავლობაში მოუვლელი შენობების ნაწილი ჩამოიშალა. სოფელში გაქრა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის ტრადიციაც.

ანა დიასამიძე 20 წლისაა და დაბა შუახევში ცხოვრობს. მას დიდ ეკრანზე ფილმი არასოდეს უნახავს. ანა ამბობს, რომ ასეა ბევრი მისი მეგობარიც. „აქ არც კინოა და არც თეატრი, აქედან ბათუმში ფილმის სანახავად არავინ მიდის. ახლა ყველას ტელევიზორი აქვს და ყველა თავისთვის უყურებს  სახლში. კარგი იქნება, ადგილზე რომ იყოს კინო და ჩვენც შეგვეძლოს ყურება.“

მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი თეატრის შენობაა – ხულოს ცენტრში. აქ სპექტაკლებს კვირაში ორჯერ ხულოს დრამატული თეატრის დასი უჩვენებს. თეატრის დირექტორი გურამ აბულაძე ამბობს, რომ კინოჩვენებებს გასულ წელს ორი-სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მართავდნენ, მაგრამ რადგანაც კინომექანიკოსის შტატი ვერ დაფინანსდა, ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება აქაც შეწყვიტეს.

ფილმის დიდ ეკრანზე ყურების კულტურაზე მახუნცეთის კულტურის სახლის ხელმძღვანელი ციალა ბოლქვაძე გვესაუბრა.

„როგორც გადმოცემით ვიცი, ფილმი აჭარის მთიანეთში პირველად აწჰესში უჩვენებიათ, დაახლოებით 1932-1933 წლები იქნებოდა. ვიდრე სოფლებში კლუბ-კანტორები გაიხსნებოდა, ფილმის სანახავად სოფლებიდან ჩადიოდა ხალხი. ეს ის დროა, როცა სოფლებში შუქი არ იყო. სოფლებში ფილმის ჩვენებები 60-იანი წლებიდან დაიწყო. დიდ სოფლებში თითქმის ყველგან იყო კლუბები, შედარებით პატარა სოფლებში, სადაც კლუბი არ იყო, მოძრავი დანადგარები მიჰქონდათ და ფილმს ასე უჩვენებდნენ.

იმ დროისთვის იმდენად საინტერესო იყო კინოს დიდ ეკრანზე ყურება, რომ დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. როდესაც კარგი ფილმი გადიოდა, კლუბში დასადგომი ადგილები რომ არ იყო, კარებიდან ვიყურებოდით. კლუბი მაყურებელს ვერ იტევდა როდესაც „გიორგი სააკაძე“, „ვერის უბნის მელოდიები“ გადიოდა.“

ციალა ბოლქვაძე იხსენებს, რომ პირველად ფილმი დიდ ეკრანზე მეორე კლასში ნახა. „კინოს კვირაში ორჯერ უჩვენებდნენ და ისიც საღამოს 7-8 საათზე იწყებოდა. არავინ საუბრობდა, გადალაპარაკებაც კი არ იყო. ერთადერთი – მძიმე კადრების ჩვენებისას ემოციებს გამოხატავდა მაყურებელი, 80-იანი წლების შემდეგ კინოს კულტურა სოფელში აღარ არსებობდა, თითქმის გაქრა.“

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტებში კინოკლუბის მოწყობის სურვილი გაუჩნდათ ახალგაზრდულ ცენტრებს, თუმცა სურვილის მიუხედავად ცენტრები ფილმის ჩვენებას მწირი დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ.

„ახალგაზრდები ითხოვენ ცენტრში კინოკლუბი იყოს. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ თვითმმართველობის წინაშე, თუმცა მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ ხერხდება, ამას მინიმუმ 300 000 ლარი დასჭირდება“, – ამბობს შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ალი კეკელიძე.

„კინო, ეს არ არის მარტო ფილმის ყურება, ეს არის კლუბში მისვლა, გასეირნება, განწყობა. კინოს დღეს ნებისმიერი სახით მოიძიებ და ნახავ, მაგრამ დიდ ეკრანზე ფილმის ნახვას სულ სხვა ეფექტი აქვს“, – ამბობს ხულოს გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე. თუმცა, მისი თქმით, ახლა `სხვა დროა~ და სოფლის ახალგაზრდები თურქეთში არიან სამუშაოდ: „ვინმეს უთხოვია კინოკლუბის მოწყობა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ამის თაობაზე არც ოფიციალური და არც სიტყვიერი სახით მოთხოვნა არ ყოფილა. სოფლებში ჩვენებები რომ მოაწყო, ამას დანადგარები სჭირდება“.

ქედის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მამია გვარიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდულ ცენტრს ხულო-შუახევის მსგავსად, არც ქედაში აქვს შესაბამისი შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი ფილმის ჩვენებას შეძლებდა.

„გვინდა კლუბები ჩამოვაყალიბოთ. ძირითადი პრობლემა თანხის სიმცირეა, კინოს რომ უჩვენებ, სპეციალისტიც უნდა გყავდეს, რომელიც განიხილავს კინოს. მეორე მხარე ის არის, რომ შესაბამისი ფართობი არ გვაქვს, ყოველთვის გამგეობის სააქტო დარბაზში ვერ უჩვენებ ფილმს“, – ამბობს მამია გვარიშვილი.

ახალგაზრდებისგან განსხვავებით დიდ ეკრანზე ფილმის ყურების დიდი გამოცდილება სოფელში მცხოვრებ თითქმის ყველა ასაკოვან ადამიანს აქვს. შუახევის მუნიციპალიტეტის, ოლადაურის თემის სოფელ გორში მცხოვრები 46 წლის იაშა ფუტკარაძე დღესაც ღიმილით იხსენებს იმ დროს, როდესაც სოფლის ახალგაზრდები ფილმის სანახავად მიდიოდნენ:

„14-15 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვნახე ფილმი. სოფლებში აპარატურა კვირაში ორჯერ ამოჰქონდათ, შუახევის ცენტრში კი კინოჩვენებები თითქმის ყოველ დღეს იყო. კინოს ღია სივრცეშიც უჩვენებდნენ. ფილმის დღის ჩვენებაზე კლუბში მხოლოდ ახალგაზრდები ვიყავით, ასაკოვანს ვერ დაინახავდი, რადგანაც ყველა მუშაობდა. ინდური ფილმი – „სპილო ჩემი მეგობარია“ ახალგაზრდების რჩეული ფილმი იყო. რამდენჯერაც სოფელში გააკრავდნენ პლაკატს, რომ ეს ფილმი უნდა ეჩვენებინათ, იმდენჯერ ვუყურებდით. კარგია, სოფლებში ეს ტრადიცია რომ აღდგეს, მე აუცილებლად მივიდოდი ფილმის სანახავად“.

ძველი „კანტორა“ სოფელ ბზუბზუში. ეკა ბარამიძის ფოტო
ძველი „კანტორა“ სოფელ ბზუბზუში. ეკა ბარამიძის ფოტო

გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

ბათუმის #69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა უბნებზე ბიულეტენების დაკარგვის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი კირთაძის ინფორმაციით #69 საარჩევნო ოლქის 38 უბანზე 777 ბიულეტენი დაიკარგა: „მაგალითად, პირველ უბანში, მივიდა 612 ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში 18 ბიულეტენით ნაკლებია, როცა ყველა ხმა შედგა… ჩვენ მივმართეთ საჩივრით საუბნო საარჩევნო კომისიასაც, საოლქოსაც და სასამართლოსაც, მაგრამ არც ერთი საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიულეტების დაკარგვის შესახებ საოლქო კომისიაში საჩივარი არ შეუტანია.

გიორგი კირთაძის თქმით, მათ კონკრეტულად ბიულეტენების დაკარგვაზე საჩივრით არ მიუმართავთ, თუმცა გარკვეულ უბნებზე ხმების გადათვლა მოითხოვეს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დღეს, 18 ოქტომბერს, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები.

სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს.“

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოს მიმართა.

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის მადონა ბერიძის განმარტებით #1 უბანზე, გარდა ოქმში დაფიქსირებული დისბალანსისა, იყო პროცედურული დარღვევები წილისყრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, ასევე ხმის დათვლის პროცესში.

#31-ე უბნის ოქმს არ ჰქონდა არცერთი კომისიის წევრის ხელმოწერა.

# 54 უბანის ოქმში დაფიქსირდა დისბალანსი – მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა რვით აღემატებოდა არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ #1 უბანთან დაკავშირებით სარჩელთან ერთად სასამართლოს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებიც წარუდგინა, თუმცა ისინი სასამართლომ არ გაიზიარა.

„სასამართლომ არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოებები პირველ უბანთან დაკავშირებით, რაც გამყარებული იყო ხმის დათვლის დროს პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, პირველ და 54 -ე უბანზე სამართლიანი არჩევნების სარჩელები არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა 31-ე უბანთან დაკავშირებით საჩივარი, როცა შემაჯამებელ ოქმს არ ქონდა არცერთი კომისიის წევრის ხელმოწერა და ბათუმის საოლქო კომისია დაავალდებულა დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისროს ამ უბნის კომისიას, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.“ – განმარტა მადონა ბერიძემ.

უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა. უსკოს ინფორმაციით, მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 30 ოქტომბერია. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნების(პროპორციული) შემაჯამებელი ოქმის შედგენის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ კი უსკო გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება.

არჩევნების მეორე ტური აჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების 2 ბიულეტენს მიიღებს, ქედა, შუახევი, ხულოს გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კი ერთს. აქ მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება. ამ ოლქში პარლამენტის არჩევნების პირველ ტურშივე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ. ცესკოს მონაცემებით მან ხმების  51,75% მიიღო.

უსკოს ინფორმაციით, „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურის დანიშნვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, შესაბამისად, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები“.

აჭარის განათლების სამინისტრომ 399 სტუდენტი დააფინანსა

აჭარის განათლების სამინისტრომ  2016-2017 წლის სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე  ჩარიცხული  399 სტუდენტი დააფინანსა.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდათ 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში დაფინანსებულ 291 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბარიერი – 71%  (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2015-2016 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრში გავლილ  საგნებში არ ჰქონდათ F და FX  შეფასება.

2016 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში მეორე ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე დაფინასდა 2013, 2014 და 2015 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 108 სტუდენტი.

ქვეპროგრამის ბიუჯეტიდან სტუდენტების 2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დაფინანსებისათვის გამოიყო 409 662,5 ლარი.

სულ 2016 წელს (პირველი, მეორე სემესტრი) „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 893 სტუდენტი და გაიხარჯა 909 467  ლარი.

სტუდენტთა დაფინანსება, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროგრამის „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დაფინანსებული სტუდენტები სია, იხილეთ ქვემოთ:

 

სტუდენტების (ბაკალავრების) სია, რომლებსაც 2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გაუგრძელდა დაფინანსება
N გვარი სახელი უნივერსიტეტი სასწავლებელში ჩაირიცხვის წელი 2016-2017 სასწავლო წლის პირველ    სემესტრში დაფინანსებული სტუდენტების თანხა (ლარი)
1 მაკარაძე თამთა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
2 გობაძე მარიკა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
3 კეკელიძე დავითი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
4 ლომაძე ქეთი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
5 ლომაძე თამარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
6 გაბაიძე ნონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
7 ხითარიშვილი გიორგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
8 დიასამიძე ფატმან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
9 დანელია თეა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
10 კახიძე კამილა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
11 ცინცაძე ლელა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
12 ჯინჭარაძე დოდო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
13 კონცელიძე სოფიკო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
14 ცეცხლაძე ლევან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
15 დიასამიძე ლინდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
16 ზოიძე სოფიკო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
17 ცინცაძე ირა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
18 ბერიძე თამარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
19 აბულაძე სოფიკო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
20 მგელაძე თამთა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
21 დუმბაძე ია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
22 ბეჟანიძე მირონ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
23 გოგიძე ია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
24 თევთიძე თამარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
25 მიქელაძე ქრისტინე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
26 ჰოშგიორი ფერიდე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
27 კონცელიძე დავით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
28 გაბაიძე ია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
29 კახაძე ზეინაბ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
30 ბერიძე ია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
31 ხოზრევანიძე გურანდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
32 მიქელაძე თამარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
33 თავართქილაძე გრანდ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
34 ირემაძე მედეა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 1125
35 ხაბაზი მეგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 1125
36 ჯაყელი ხათუნა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 1125
37 გელაძე მერი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 1125
38 შარაშიძე ლელა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
39 წითელაძე დარინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
40 წულუკიძე ნიკა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
41 გაბაიძე გიორგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 1125
42 აპოსტოლი მარიანა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
43 ჟორჟოლიანი მეგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
44 კონცელიძე თინათინ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
45 ჯაყელი ლელა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
46 დუმბაძე ხათუნა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
47 წულუკიძე გურანდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
48 შაინიძე ჯაბა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
49 შარაძე ზაირა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
50 შანთაძე ლენა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
51 აბაშიძე თამარა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
52 გოგრაჭაძე ხატია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
53 ხიმშიაშვილი ნინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
54 ჯაიანი ირაკლი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
55 თავართქილაძე გია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
56 შოთაძე ნონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
57 პაქსაძე არჩილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
58 გორგაძე რამაზ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
59 ჭაღალიძე სოფიკო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
60 მჟავანაძე სოფიკო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
61 შანთაძე ნათია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
62 დიასამიძე მარიამ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
63 თურმანიძე ბესიკ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
64 ორაგველიძე მარიამ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
65 დუმბაძე ანნა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
66 გულაბერიძე თეა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
67 ფუტკარაძე ლელა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
68 მახარაძე დიდარი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
69 მსახურაძე მარიამ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 562.5
70 დიასამიძე მარინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
71 კახიძე იზა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
72 ქონდარიძე მელანო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
73 კოჩალიძე სალომე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
74 აბაშიძე გიული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
75 ქათამაძე მირიანი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
76 ნაგერვაძე ნინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
77 კონცელიძე მარინე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
78 ბერიძე მარიანა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
79 ბოლქვაძე თემურ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1100
80 ჯაყელი ინდიანა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
81 მუკუტაძე ირინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
82 თურმანიძე თოლია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
83 ბოლქვაძე თამთა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
84 პაქსაძე რუსლან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 1125
85 ცეცხლაძე შორენა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
86 შავაძე ჯამბულ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
87 ბერიძე ხვიჩა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
88 კობალაძე რუსუდან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
89 კოჩალიძე გიორგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
90 ძირკვაძე ბეგლარი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
91 შაინიძე ზურაბ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
92 მელაძე სალომე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 562.5
93 აბესლამიძე გურანდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
94 არძენაძე ქეთევან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 300
95 ცეცხლაძე დარინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
96 ნაკაშიძე სულხან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
97 ირემაძე ქეთინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
98 ცეცხლაძე ვარდო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
99 ემინაძე თეონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
100 დიასამიძე მალვინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
101 დეკანაძე ნათია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
102 ქობულაძე ნინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
103 დუმბაძე ნათელა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
104 შავაძე ჯაბა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
105 გოგიტიძე გეგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
106 კოჩალიძე რაული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
107 აბაშიძე ნუკრი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
108 შერვაშიძე გელა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
109 თებიძე ალიონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
110 ართმელაძე ხათუნა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
111 აბაშიძე სოფია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
112 თავართქილაძე გიორგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
113 ჩოგაძე როდამ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
114 დიასამიძე თეონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
115 კეკელიძე გიორგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
116 ანთაძე ადემ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
117 ბერიძე ხატია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
118 ბოლქვაძე ირინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
119 საფარიძე იმედა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
120 საფარიძე ნინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
121 ცენტერაძე მალვინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
122 მეკეიძე თეონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
123 აბაშიძე ზენარი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
124 ვაშაყმაძე მზიგული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 875
125 დავითაძე თალიკო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
126 დავითაძე დარინა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
127 თედორაძე ირმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
128 ფალავანდიშვილი სალომე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
129 ბერიძე მანონი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1000
130 მიქელაძე ნაზიბროლა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1125
131 ხოზრევანიძე ინეზა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 1000
132 მიქელაძე ნინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
133 ხარაძე ეკა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1000
134 ბერიძე ია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
135 აბუსელიძე ლია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
136 ამაღლობელი თამარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1000
137 აბუსელიძე შორენა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
138 შამილიშვილი ზურაბ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
139 ვერძაძე ჟუჟუნა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
140 დიასამიძე ავთანდილ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
141 მოსიძე თამარ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
142 სურმანიძე ნონა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1000
143 ცეცხლაძე ნინო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
144 ართმელაძე გიორგი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
145 თავართქილაძე ინგა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1000
146 ბოლქვაძე ნათია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1000
147 ათაბაგი რესან სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1125
148 გორაძე მამუკა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
149 დიასამიძე ლაშა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125.0
150 დიასამიძე ჯემალ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125.0
151 კაკაბაძე კლარიტა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
152 მიქელაძე ნანა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
153 ლორთქიფანიძე საბა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125.0
154 თავდუმაძე ნინო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
155 ხახუტაიშვილი ნინო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
156 გუჯაბიძე ნინო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 500.0
157 ხოზრევანიძე ნონა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
158 ლორთქიფანიძე თამუნა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
159 სირაბიძე ლაშა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125.0
160 დიდმანიძე მალვინა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000.0
161 სირაბიძე ავთანდილ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 787.5
162 ბალაძე მელანო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000
163 მსხალაძე ბექა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125
164 შავიშვილი მირიან სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 337.5
165 თურმანიძე ლუკა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 562.5
166 ნაკაშიძე ჯაბა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
167 ღოღობერიძე არჩილ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 337.5
168 დუმბაძე გიორგი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 562.5
169 ირემაძე ნუკრი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
170 ბოლქვაძე ფრიდონ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
171 ცინცაძე ბაგრატ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
172 გოგრაჭაძე დარინა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
173 ბალაძე ბექა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
174 ჯოიძე მინდია სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
175 დიასამიძე ბეგლარ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
176 ალიქაძე სერგო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
177 დუმბაძე მარიზა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
178 ბერიძე მამუკა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2012 787.5
179 ბერიძე ნონა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
180 აბაშიძე თეა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
181 ბერიძე რამაზ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
182 ქარცივაძე ირინა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
183 ცეცხლაძე ნათია სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
184 გოგუა დიანა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 500
185 ქარცივაძე როზა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
186 აბაშიძე მაია სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
187 ფერცელიძე არმაზ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
188 ჯიგანაძე დავით სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125
189 გორგაძე სალომე სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1000
190 გოგიტიძე გიორგი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
191 ილიაიძე კობა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2014 1125
192 ღომიძე თამბეგ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
193 დიასამიძე გიორგი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
194 ჭაღალიძე ქეთევან სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
195 ზოიძე რაულ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
196 მიქელაძე სოფიკო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
197 არუთუნიანი ელეონორა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1000
198 გვიანიძე როსტომ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
199 ტაკიძე თორნიკე სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2013 1125
200 კვაჭაძე გენადი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 562.5
201 კახიძე ნატა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1000
202 ლაბაძე გიორგი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 337.5
203 მამუჭაძე ნოდარი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1125
204 კანდელაკი გიორგი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 562.5
205 ხოზრევანიძე ლაშა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1125
206 შავიშვილი ნინელი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1000
207 ბერიძე ედნარი სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1125
208 სირაბიძე ლუკა სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1125
209 ბეჟანიძე ავთანდილ სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2015 1125
210 რიჟვაძე ხათუნა სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 2013 750
211 ფუტკარაძე გიორგი სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 2014 750
212 ზოიძე როლანდ სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 2014 900
213 ბოლქვაძე მანონი სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 2015 750
214 თედორაძე ნათია სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 2015 900
215 მემიშიში მართა ა(ა)იპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემია 2013 1125
216 ხარაძე სალომე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2011 1125
217 ქამადაძე პირიმზე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2011 1125
218 თებიძე ვახტანგ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 1125
219 მახარაძე მირიანი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 1125
220 კვირიკაძე ასლან სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 562.5
221 შარაშიძე ნაირა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 1125
222 ჩიმაკაძე ელენე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 1125
223 ტარიელაძე თეონა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2011 1125
224 კირჩხელი გიორგი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2011 562.5
225 აბულაძე მელანო სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 1125
226 ცინცქილაძე მაგდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2014 337.5
227 ჯოჯუა ბაჩანა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 562.5
228 ჩიკვაიძე სალომე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
229 სურმანიძე ნანა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
230 ჩხაიძე თამარ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
231 ჟიჟავაძე ჯემალ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 562.5
232 ჩიჩუა ანა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
233 თავართქილაძე ნინო სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
234 კვაჭანტირაძე ნია სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 562.5
235 ვასაძე მარიამ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 562.5
236 გოგრაჭაძე გოჩა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
237 ძირკვაძე მინდია სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
238 დადიანი მუხრან სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 1125
239 აბულაძე მეგი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 1125
240 გოგიტიძე ქეთევან სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 1125
241 ბერიძე თამარ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 1125
242 კაკაბაძე სერგო სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 1125
243 ცენტერაძე ხათუნა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 1125
244 გამგონეიშვილი მარიამ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 1125
245 მიქელაძე ინეზა შპს “ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” 2013 1125
246 კაკაბაძე თამარ შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2014 1125
247 ვაშაკიძე ლალი შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2014 1125
248 ქუთელია მადონა შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2013 1125
249 არძენაძე ირაკლი შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2014 1125
250 ნოღაიდელი ინოლა შპს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
251 მახარაძე ბეგლარ შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
252 ბოლქვაძე ელზა შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
253 თავართქილაძე თამთა შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2012 1125
254 შაინიძე ქეთინო შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2015 1125
255 კვაჭაძე ირმა შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2012 1125
256 ბოლქვაძე ნინო შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2013 1125
257 ბერიძე გურანდა შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2013 1125
258 კოჩალიძე ირაკლი შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2013 1125
259 ჭაღალიძე მარიამ შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2013 1125
260 აბაშიძე ლელა შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2013 1125
261 აბაშიძე რამაზ შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2015 1125
262 ლეჟავა თინათინ შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2013 1125
263 ზოიძე სულხან შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2013 1125
264 ქარცივაძე თეონა შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2013 1125
265 ქედელიძე ხათუნა შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2013 1125
266 აბულაძე თამთა შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2014 1125
267 მაჭუტაძე სოფიკო შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2013 1125
268 ტარიელაძე ანჟელა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
269 ბერიძე მარიკა შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია 2013 1125
270 თოიძე თამთა შპს ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტი 2013 562.5
271 ექიმოვა ნინო შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2014 1125
272 მიქელაძე თენგიზ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2013 1125
273 ბერიძე ლამზირა შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2014 1125
274 ნოღაიდელი თეკლე შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2014 1125
275 თურმანიძე მაგდა შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2013 1125
276 ჯიბლაძე მეგი შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 2014 1125
277 ცეცხლაძე ზვიად შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 2013 1125
278 თავართქილაძე მუხრან შპს საქართველოს უნივერსიტეტი 2013 1125
279 ცეცხლაძე რამაზ შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი 2015 1125
280 ვერძაძე ნათია ა(ა)იპ  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 2015 1125
281 ანთაძე მარიამ ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 2014 325
სულ 286950

 

“რადგან კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”

მტირალას ეროვნული ტყე-პარკის მიდამოებში 9 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთ სახლში მხოლო სამი ქალი სახლობს. ერთს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. წინასაარჩევნოდ ქალების სახლთან მისასვლელ გზაზე ერთი მანქანა ხრეში დაყარა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. ქალები დღემდე ელიან, როდის მოასწორებენ ამ ხრეშს ისე, რომ ტრასპორტმა სახლამდე მისვლა შეძლოს. ოჯახს ერთხელ უკვე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მიაღწია.

“დედაჩემს დღეში ოთხჯერ ინსულინს ვუკეთებთ. ამას წინათ ცუდად გახდა. სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მოაღწია. ექიმებმა კარდიოლოგიური აპარატურა 300 მეტრის მანძილზე ხელით ათრიეს. სასწრაფოს მანქანა სულ ახალი იყო, მაგრამ გაფუჭდა – გამოედო მიწას და ზეთი დაღვარა”, – ყვება ეთერ კონცელიძე, რომელმაც სასწრაფო დახამრების ბრიგადა დედის დასახმარებლად გამოიძახა.

14713682_895000120634084_2525591608382395504_nეთერის თქმით, ერთი სატვირთო მანქანა მიწანარევი ხრეში წინასაარჩევნოდ დაყარეს მის სახლთან მისასვლელ გზაზე: “სოფლის დახმარების პროგრამით 4 500 ლარი იყო გამოყოფილი. წელს ითქვა, რომ ამ ფულით ჩემი და ჩემი მეზობლის სახლამდე მისასვლელი გზა უნდა გაკეთებულიყო. ორივეგან მიიტანეს ხრეში, ჩემს მეზობელთან დაყრილი ხრეში მოასწორეს და ასფალტიც დააგეს. მეგონა, რომ ჩემთანაც იგივეს გააკეთებდნენ, მაგრამ ჩემთან მხოლოდ ხრეში დაყარეს და წავიდნენ. ამბის მოკითხვა როცა დავიწყე, ამიხსნეს, რომ ტრაქტორს დანა გაუტყდა და ვეღარ იმუშავებდნენ. ვცადე ხრეშის ზვინი თოხით მომესწორებინა, მაგრამ მანქანა მაინც ვერ ახერხებს გავლას”.

ეთერ კონცელიძის თქმით, ტყეში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია. გზას, რომელიც მათ გარესამყაროსთან აკავშირებთ, პატარა ღელე აფუჭებს. “ოთხი მეტრი სიგრძის მილია საჭირო. თუ ამ ღელეს მილში მოაქცევ, გზა ასეთ დღეში აღარ ჩავარდება. ახალდაყრილ ხრეშსაც, როცა იქნება ეს ღელე გადარეცხავს – გაწვიმების მერე დიდდება”.

ეთერი დარწმუნებულია, რომ ის გენდერული ნიშნით დაიჩაგრა: “ჩემს ოჯახში კაცი რომ ყოფილიყო, ასე შუა გზაზე არ მიატოვებდნენ საქმეს. ფაქტობრივად, აბუჩად აგვიგდეს. რადგან ჩვენ კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”.

ეთერ კონცელიძის თქმით, სამუშაოების მოსანახულებლად მტირალას ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე ქობულეთის გამგებლის მოადგილეები – რატი მეგრელიძე და ირაკლი ცეცხლაძე იმყოფებოდნენ.

ირაკლი ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ “ამ ქალბატონს”, ანუ ეთერ კონცელიძის პირადად ესაუბრა: “მე ველაპარაკე გამგებლის [ქობულეთის] წარმომადგენელს და ვიცი, რომ იქ ხრეში გასწორებელი არ არის და ისიც მითხრეს, რომ იქ მანქანასაც შეუძლია ასვლა… წარმომადგენელმა ისიც მითხრა, რომ ტრაქტორს დანა გაუფუჭდა და ამიტომ ვერ გაასწორეს ბოლომდე ხრეში, მაგრამ როცა ის ადგილზე ავიდა, თოხებით ჰქონდათ იქაურობა მოსწორებული.

და რომც არ იყოს გასწორებული, ერთი მანქანა ხრეშისთვის ტრაქტორს ვერ ავიყვან: იქ არსებობს მოსახლეობა, რომელმაც კეთილი უნდა ინებოს, გამოვიდეს და მცირედი სამუშაო შეასრულოს. ჩემს სოფელში მე თვითონ ვასწორებდი როცა მსგავსი შემთხვევა იყო. როცა სასწრაფოს მანქანა ვერ ამოდის, არ უნდა შეგეზაროს და ნახევარი საათი ნიჩაბით უნდა წაიმუშავო სოფელში”.

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ეთერ კონცელიძის პრეტენზიები უსაფუძვლოა: “მადლობა უნდა გადაიხადოს, ეს რომ მოვუხრეშეთ, რადგან ჩვენ ვხრეშავთ მხოლოდ შიდა სასოფლო გზას. ეს ქალბატონი ცოტა პრეტენზიულად იყო განწყობილი, ჩვენთანაც დარეკა, მთავრობაშიც. მუქარის ტონით გვითხრა, რომ ტელევიზიას დაუძახებს. ტელევიზიის დაძახებას, ჟურნალისტების დაძახებას ჯობია მეზობლის მამაკაცს თხოვოს და იმან გაასწოროს ერთი ნიჩაბი ხრეშე. თუ არ ყავს ასეთი მეზობელი, მე გავუშვებ ჩემს წარმომადენლებს და გავასწორებინებ ხელით, არ არის არც მაგის პრობლემა”.

ირაკლი ცეცხლაძეს “ბათუმელებმა” ჰკითხა გენდერული ნიშნით სავარაუდო ჩაგვრის შესახებაც, რაზეც გამგებლის მოადგილემ თქვა, რომ მისთვის უცნობია, რატომ მოხერხდა ერთ ოჯახთან მისასვლელი გზის მოშანდაგება-მოასფალტება და რატომ არ მოხერხდა იგივე სამუშაოს შესრულება ოჯახში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ. ირაკლი ცეცხლაძის თქმით, მოასფალტების საკითხი სოფლის დახმარების პროგრამის ნაწილია, შესაბამისად, პრიორიტეტებს არჩევს სოფელ, რაში ჩარევის უფლებაც გამგეობას არ აქვს.

ირაკლი ცეცხლაძე ამბობს, რომ წელს 52 სოფელში გაანაწილეს ხრეში და უკვე მარაგიც ამოეწურათ. მისივე ინფორმაციით, ქობულეთში არც თუ ისე ცოტაა ისეთი დასახლება, სადაც მანქანით მისვლა შეუძლებელია.

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ინკლუზიურ თემაზე

დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“  ინკლუზიური  ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ორგანიზებით, მეოთხე  საერთაშორისო  კონფერენცია  მიმდინარეობს.

კონფერენციის თემაა,  –  ინკლუზიური ტურიზმი,  ეკონომიკური  განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.  კონფერენციის  მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინკლუზიურ ტურიზმსა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის  სტანდარტებზე.

ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ეკონომისტის ხატია ჭონკაძის განმარტებით,  ინკლუზიურ ტურიზმსა და უნივერსალური დიზაინის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ადაპტირებულ  გარემოს,  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს  მოქალაქეთა სრულფასოვან  ჩართულობას  ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკურ  და კულტურულ ცხოვრებაში.

სასტუმრო „ჰილტონში“ მეოთზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე - ინკლუზიური ტურიზმი, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.
სასტუმრო „ჰილტონში“ მეოთზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე – ინკლუზიური ტურიზმი, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

„ ინკლუზიური ტურიზმი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.  ჩემთვის, როგორც ფინანსისტისთვის მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია, რადგან ამ კონფერენციაში გაჟღერებული ინკლუზიური ტურიზმის განვითარება  არის პირდაპირ კავშირში ეკონომიკასთან, ვინაიდან ინკლუზიური ტურიზმის განვითარება  არის ფინანსურად  მზარდი  და  მოაქვს  მაღალი შემოსავალი.  მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის  2014  წელს იაპონიაში    ტურისტულ  სექტორში 40% – ით გაიზარდა შემოსავლები  და ეს  მოდის ინკლუზიურ ტურიზმზე. ასევე,  ამერიკაში  ყოველი  54  მილიონიდან 11 მილიონი  ზრდა, მოდის  ინკლუზიურ ტურიზმზე,  აქედან  გამომდინარე,  ჩვენი ქვეყნისთვისაც  მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურიზმის განვითარება,“ – გვეუბნება  ხატია ჭონკაძე.

მისივე ინფორმაციით, ინკლუზიურ ცენტრ „პარსას“ აქვს  ასეთი  სერვისი,  რომელიც  ეხმარება ორგანიზაციებს  რომ შექმნან  ხელმისაწვდომი გარემო შშმ პირებისთვის.

 

 

„საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“

მერაბ მახათაძე 25 წლის იყო, როცა საწარმოო ტრავმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო – ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ნგრევის დროს რკინის კონტრუქციის ქვეშ მოყვა. „თაგვი რომ ხაფანგში მოყვება, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. 30-მა კაცმა ძვლივს გადაწია რკინის მასა, რომ ნანგრევებიდან გამოვეყვანე. ზემოთ როცა ამომათრიეს, გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, მივხვდი, ქვემო კიდურებში გრძნობა აღარ მქონდა“, – ასე აღწერს ის ტრაგიკულ შემთხვევას. რთული წლების მიუხედავად, მერაბი ამბობს, რომ ყველა სირთულე დაძლია და დღეს არა მარტო საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსაც ეხმარება.

მერაბისთვის იმ დღეს უბედური შემთხვევა ამით არ დასრულებულა – საავადმყოფოში გადაყვანის დროს სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა. მას პოლიციის მანქანა შეეჯახა. „ალბათ მაშინაც მივიღე დაზიანებები, სასწრაფოს ექიმი თავზე რომ დამეცა, ეგ მახსოვს“, – გვეუბნება ის. მერაბის აზრით, სამოქალაქო კულტურა მას შემდეგ დიდად არ გაზრდილა, რადგან დღემდე ვერ ხვდებიან მძღოლები, სასწრაფოს მანქანას გზა რომ უნდა დაუთმონ. „ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, აქ კი პოლიცია ეჯახება სასწრაფოს, რაზე უნდა ილაპარაკო“.

მერაბ მახათაძეს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამის შემდეგ კიდევ ორი ოპერაციის გაკეთება მოუწია თბილისში. „ექიმმა მითხრა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. ეტლში პრინციპულად არ ჩავჯექი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს მოტივაციას შემისუსტებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავივლიდი. 7 წელი ასეთ მდგომარეობაში დავრჩი.

ერთ დღეს მეგობარმა სატრენაჟორო დარბაზში წამიყვანა. ყურადღებიანი ინსტრუქტორი შემხვდა და ძალიან მეხმარებოდა. სამი წელი უწყვეტად ვვარჯიშობდი, იმდენი შევძელი, რომ სხვების დახმარებით გადაადგილებას ვახერხებდი. დღეს უკვე დამოუკიდებლად, ერთი ყავარჯნით ვახერხებ სიარულს“.

ტრავმის შემდეგ, 2012 წელს მერაბმა ბუღალტერიის შესწავლა დაიწყო. სიარული უჭირდა, მაგრამ გადაადგილებაში მეგობრები ეხმარებოდნენ. ოთხი თვის შემდეგ პირველი სამუშაო მიიღო, რაშიც 50 ლარს უხდიდნენ.

„ერთი წელი ვიმუშავე. ამასობაში ერთი გოგონა გავიცანი. ია ახლა ჩემი მეუღლეა. როცა დავქორწინდით, იმ საღამოს დამირეკეს და ახალი სამუშაო შემომთავაზეს. 300-ლარიანი სამსახური იყო, ძალიან გამიხარდა. ერთ-ერთი ინდმეწარმე იყო, დისტრიბუციის ქსელი ჰქონდა, შემდეგ კიდევ დამემატა ობიექტები და დღეს უკვე საკმაოდ მაღალი შემოსავალი მაქვს. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ, ბუღალტერიას მასაც ვასწავლი და მეხმარება მუშაობაში. საკუთარი თავის რჩენა შემიძლია და სხვებსაც ვეხმარები. სამ ადამიანს  დასაქმებაშიც კი დავეხმარე“, – გვეუბნება მერაბი.

მისი თქმით, უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. „ტრავმამდე სოფელში ვმუშაობდი და იმდენი მოსავალი მომყავდა, ოჯახს ვარჩენდი. არც ტრავმის მერე მინდოდა დანებება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ მთავარი მაინც სურვილია. ადამიანი, რომელსაც აქვს ხელი და ფეხი, თუ მოინდომებს, მშიერი არ დარჩება.“

მერაბი ძირითადად დისტანციურად მუშაობს, ზამთარში სამი მოსწავლე აიყვანა, მათ ბუღალტერიას ასწავლის. გადის პროფესიულ ტრენინგებსაც და ცდილობს კვალიფიკაცია კიდევ აიმაღლოს.

მერაბი ამბობს, რომ საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, რადგან მცდელობების მიუხედავად, მაინც რთული მდგომარეობაა ქვეყანაში: „დამსაქმებლების მენტალობაც უნდა შეიცვალოს. მესმის, რომ ყველას ჯანმრთელი და მორბენალი სჭირდება, მაგრამ ამ ადამიანებსაც სჭირდებათ თანადგომა. ჩემს სიტუაციაში კვალიფიკაციამ უფრო იმუშავა. სახელმწიფომაც მაქსიმალური ყურადღება და თანამდომა უნდა გამოიჩინოს შშმ ადამიანების მიმართ“.

თავისუფალ დროს მერაბი „თავისუფალ სივრცეში“ მიდის. ეს კაფე ბათუმში შეზღული შესაძლებლობის მქონე პირებმა გახსნეს, სადაც ხშირად იკრიბებიან.  „აქ მეგობრებს ვხვდები და ძალიან სასიამოვნო გარემოა. შეიძლება ფეხზე ვერ დადგეს ადამიანი, მაგრამ სხვა რამით იყოს ბედნიერი და შეიძლება უფრო კარგადაც კი გრძნობდეს თავს, ვიდრე ორ ფეხზე მდგომი“.

მერაბს იმედი აქვს, რომ ვარჯიშის გზით ჯერ კიდევ სუსტ ფეხშიც აღუდგება ყველა ძირითადი ფუნქცია და ამ ფეხითაც გაივლის.

მერაბ მახათაძე
მერაბ მახათაძე

 

პლასტმასი – საფრთხე შენი ჯანმრთელობისთვის

ევროპის ქვეყნები პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობენ. რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვეტა პლასტმასი 2020 წლამდე მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოიღოს. საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის წამოწყების მცდელობა აქვს სამოქალაქო სექტორს. მათ შორის ერთ-ერთია კამპანია „ჩაანაცვლე“, რომლის ორგანიზატორები ცდილობენ მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს პლასტმასი და რატომ არის მისი მრავალჯერადი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი – ამ საკითხებზე გასულ კვირას  „ჩაანაცვლეს“ ავტორი თეონა ბაღდავაძე  „ბათუმელებს“ ესაუბრა.

თეონა, რა საფრთხეს შეიცავს პლასტმასის მეორედი მოხმარება ჯანმრთელობისთვის?

მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდული თემაა პლასტმასის ჩანაცვლება მინით. მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია ამ თემაზე, განსხვავებით ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისგან, სადაც კვებით უსაფრთხოებაზე რომ მიდგება საუბარი, პირველი, რაც მოსახლეობას აინტერესებს, მისი შეფუთვაა. პროდუქტი უნდა იყოს შეფუთული ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციით.

დიდი ხანია მეცნიერები საუბრობენ იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პლასტმასს. ის შეიცავს „ბისფენოლ A-“ს, რაც ორგანიზში იწვევს ნეგატიურ ცვლილებებს გრძელვადიან პერსპექტივაში. განსაკუთრებით იზრდება ეს ნეგატიური გავლენა ორ შემთხვევაში. პირველი, როდესაც პლასტმასის პროდუქცია არის მოთავსებული მზის ქვეშ და მეორე, როდესც პლასტმასს მრავალჯერადად იყენებენ.

მოდის ზამთარი და ბევრი ოჯახი ამზადებს სხვადასხვა ტიპის საწებელს, რასაც ასხამენ პლასტმასის ბოთლებში. გარდა იმისა, რომ ის თვითონ შეიძლება შევიდეს ქიმიურ რეაქციაში და გემოც კი შეუცვალოს საჭმელს, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ვურჩევთ მოსახლეობას, რომ გაფრთხილდნენ და შეეცადონ ჩაანაცვლონ პლასტმასი მინით.

კიდევ რა ნივთიერებებს შეიცავს პლასტმასი?

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი არაბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება ის, რომ ბუნებაში წლების განმავლობაში ვერ იშლება. პლასტმასის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ ორ ზეგავლენაზე ვსაუბრობთ. ეს პროდუქტი არ იშლება და აზიანებს გარემოს. ძირითადი როლი ამ ზიანის შესამცირებლად მაინც უნდა იკისროს სახელმწიფომ. ასე ხდება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში ცოტა ხნის წინ გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე ეტაპობრივად ჩაენაცვლება პლასტმასის პროდუქციას მინის პროდუქცია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მზაობა, უნდა არსებობდეს ერთი გადამამუშავებელი, რომელიც არსებულ პლასტმასს გამოიყენებს და არც მის რაოდენობას გაზრდის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ კომპანიებს, რომლებიც პლასტმასში ასხამენ თავიანთ პროდუქციას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას შეფუთვას და, შესაბამისად, მათაც უნდა შეამცირონ პლასტმასის გამოყენება.

პლასტმასის ბოთლებს იყენებენ მაცივარში წყლის გასაცივებლად იმ იმედით, რომ პლასტმასი ცხელი სითხის მოთავსებისთვის არის უვარგისი და არა პირიქით…

ანალოგიური პრობლემები შეიძლება შეიქმნას. იცვლება შემადგენლობა მრავალჯერადი გამოყენებით. „ბისფენოლ A-“ს  გამოყოფა იწყება, როდესაც მას გამოვიყენებთ ასევე ცივი სასმელისთვის, რადგან უბრალო ტემპერატურული ცვლილებაც კი იწვევს ამ პროდუქტიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფას.

თეონა ბაღდავაძე
თეონა ბაღდავაძე

მზეზე გაცხელების შემთხვევაში რა ხდება?

ჩვენ არ გვინდა პანიკის დათესვა მოსახლეობაში. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ მიაქციოს ყურადღება შეფუთვას, საიდანაც იღებენ საკვებს. ძირითადი საფრთხე, რაც შეიძლება მომდინარეობდეს, არის მზის სხივები, რომლებიც, უწყობს ხელს იმ ნივთიერებების დაშლას წყალში თუ სხვა ტიპის სასმელში, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის შეფუთვაში.

ეს შეიძლება მოხდეს პირველჯერად გამოყენების დროსაც?

დიახ, შეიძლება. რომც იყო ინფორმირებული ზიანის შესახებ, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ პლასტმასის ბოთლები, რომლებიც ტრანსპორტირებადია, არ არის დიდი ხნით მზის ქვეშ მოთავსებული  – ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად რა პასუხისმგებლობით ეკიდება სადისტრიბუციო კომპანია ამ პროდუქციის ტრანსპორტირებას.

იმ კონტეინერებზე რას გვეტყვით, რომლებიც მომზადებული საკვების გადასატანად გამოიყენება და მრავალჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი?

მთავარი საკითხია ბავშვის კვების პროდუქცია. როდესაც ვასხამთ ბავშვის საჭმელს ან ჭურჭელს მდუღარეთი ვავლებთ, უნდა შევამოწმოთ აუცილებლად, რომ ის არ შეიცავდეს „ბისფენოლ A-“ ს. შეფუთვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას. ზოგჯერ პირდაპირ აწერია ხოლმე, რომ არ შეიცავს „ბისფენოლ A-“ ს, მაგრამ რამდენჯერმე მისი გამოყენება მაინც არ არის სასურველი. რთულია იმის კონტროლი, პლასტმასის მინარევები საკვებში შეერია თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოხმარების წესი არ იქნება დაცული. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ოფისებში ერთჯერადი ჭიქების გამოყენება, –  არ შეიძლება ამ ჭიქებში ცხელი წყლის ჩასხმა.

პლასმასის ჭურჭელი
პლასმასის ჭურჭელი

ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 21 ოქტომბერს 16:30 საათზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

სწავლის დეტალებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მე-9, მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.  ამერიკული კუთხის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ჩარიცხვების ოფისის წარმომადგენელთან,  რომელიც ისაუბრებს და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სწავლის შესაძლებლობებზე.

შეხვედრის ენა იქნება ქართული, დასწრება თავისუფალი.

 

 

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გუშინ დილით, 16 ოქტომბერს, 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იყო პნევმონიით გამოწვეული შოკი. თუმცა, ბავშვის მამა აცხადებს, რომ საჭმელიც არ აქვთ. ჩვილს ჰქონდა ნაწლავური ინფექციაც. ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ძმები.

გარდაცვლილის ძმები – 5 და 2-წლამდე პატარები ამ დროისთვისაც შპს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია. „ფილტვებისა და ბრონქების ანთებით არიან საავადმყოფოში“, – უთხრა ბავშვების მამამ „ბათუმელებს“.

4 თვის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„ახლა მე კახეთში ვარ, ბავშვი გადმოვასვენე და მამაჩემის გვერდით დავკრძალე. ხვალ ვბრუნდები ბათუმში ჩემს შვილებთან. გადმოსვენების თანხაც ვიღაცა ადამიანებმა მომცეს, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა და მკითხა რამდენი თანხა მჭირდებოდა. რომ მივედი, ჩემი ბავშვი ეჭირა ხელში და ტიროდა… სხვებმაც მომცეს ფული. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რანაირად გადმოვასვენე, მანქანა საიდან მოვიდა… ვიღაც უცნობი ადამიანები მეხმარებოდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში ჯ.ტ-მ – ჩვილის მამამ.

როგორც მამაკაცი ყვება, მას საცხოვრებელი არსად არ გააჩნია. „სახლი არსად არ მაქვს. ცოტა ხნით გურიაში ვცხოვრობდი. სახლის პატრონი იყო თბილისში, მაგრამ მერე დაბრუნდა გურიაში საცხოვრებლად და მითხრა, რომ უნდა დამეცალა სახლი. აჭარაში წამოვედი და რამდენიმე თვის წინ ჩაქვში დავსახლდი. ბინა კი ვიქირავე, მაგრამ ფულს არ ვიხდი, ბინის პატრონს ვუთხარი, რომ ფული არ მაქვს, მაგრამ მაინც არ გამომაგდო სახლიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ გარდაცვლილის მამამ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახი ნაქირავებ ბინაში გადასვლამდე ჩაქვში არსებულ ძველ ფერმაში ცხოვრობდა, სადაც არათუ პატარა ბავშვების, არამედ უფროსი ადამიანების ცხოვრებისთვისაც არავითარი პირობები არ არის.

გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ არც ის და არც მისი მეუღლე არ მუშაობენ: „მეუღლე ბავშვებს უვლის. მე ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, გულის არითმია მაქვს და ორივე მუხლში წყალი მიდგას, მენისკი მაქვს. საჭმელი საერთოდ არ მქონდა ბავშვებისთვის. გუშინ სოციალურიდან იყვნენ მოსულები და მოგვიტანეს საჭმელი“.

ბავშვის შიმშილით გარდაცვალებას თითქოს გამორიცხავენ სოციალური აგენტები, რადგან, მათი თქმით, ჩვილი დაბადების დროს იყო 1.200 კილოგრამი, გარდაცვალების დროს კი 4 კილოგრამს იწონიდა.

აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ქარცივაძის თქმით, ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს იმიტომ არ ჰქონდა, რომ აჭარაში არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, სოციალურმა აგენტებმა ბავშვების საკვებითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ინფორმაცია მიიღეს.

სოციალური სააგენტოს თუ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის იმ თანამშრომლების თქმით, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატარას გადარჩენას ცდილობდნენ, ამბობენ, რომ მათ ბავშვის შესახებ ინფორმაცია მშობლებისგან არ მიუღიათ. „ცოტა ადრე რომ გვქონოდა ინფორმაცია, ალბათ შევძლებდით მის გადარჩენას“, – უთხრა ერთ-ერთმა აგენტმა „ბათუმელებს“.

ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა. აკა თბილისში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად არამხოლოდ სხვადასხვა ნივთებსა და საკვებს აგროვებს, არამედ ღამღამობით ტაქსის მძღოლად მუშაობს და შეგროვილი თანხით შეჭირვებული ადამიანებისთვის საკვებს ყიდულობს.

„გუშინ ჩაქვში ბავშვები შიმშილისგან ცუდად გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი ბავშვი, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა გართულებული დაავადებების გამო. სასწრაფოდ მისახედები არიან და ხვალ წავალ. ერთი თხოვნა მაქვს: იქნებ ვინმემ გამართული მანქანა მათხოვოთ ერთი დღით, რაც სჭირდებათ ყველაფერს ჩავუტან“, – დაწერა სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც გუშინვე ჩამოვიდა ბათუმში.

აკა სინჯიკაშვილი იქვე წერდა, რომ “შეიძლება სამკურნალო ფული დასჭირდეთ საავადმყოფოში“ და ასევე გამოაქვეყნა ანგარიშის ნომერი, სადაც შეიძლება თანხის გადარიცხვა.

ანგარიშის ნომერი:

თიბისი ბანკი

GE9TBB7603845061100016

ონლაინ ჩართვა ამერიკის საელჩოდან

ხვალ, 18 ოქტომბერს 16:00 საათზე,  ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართება პირდაპირი ჩართვა ამერიკის საელჩოდან თემაზე – ამერიკული არჩევნების თავისებურებები, საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური პარტიები და დებატები.

ჩართვას წარუძღვება ამერიკელი ექსპერტი ჯონ ფორტიერი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი და საარჩევნო პროცესების მიმომხილველია.

დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია კითხვების დასმა.

ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმში

17 ოქტომბერს  18:00 საათზე, ბათუმის პორტში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ ერის“  შემოსვლის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ფრანგულ სამხედრო გემზე ოფიციალურ მიღებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაეწსრებიან.

მთავრობის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის ელჩი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილს გადასცემს.

ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, „პრემიე მეტრ ლ’ერის“ ეკიპაჟის წევრები ეწვევიან ბათუმის მეორე საჯარო სკოლასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხომალდის დათვალიერების მსურველებისთვის გემი ღია იქნება ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს 16:30-დან 18:00სთ-მდე.

„ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ისარგებლებენ შემთხვევით და ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნები ყვინთვაში გაიმართება სამშაბათს, 18 ოქტომბერს, 09:00-დან 11:00 სთ-მდე, ხოლო აბორდაჟის ოპერაცია ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 09:00-დან 11:00 სთ-მდე და ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს“.

სამხედრო ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ერი“ ბათუმის პორტს  ხუთშაბათს 20 ოქტომბერს დატოვებს.

ფრანგული სამხედრო ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ერი“ს ოფიციალური დახვედრის ცერემონია ბათუმში
ფრანგული სამხედრო ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ერი“ს ოფიციალური დახვედრის ცერემონია ბათუმში

ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის  ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე
ალექსანდრე თვალჭრელიძე

საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის.

 

საჯარო ლექციის ჩატარების გრაფიკი

ess

 

30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 დასახელების წიგნის ბეჭდვა-აკინძვაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები ქვეპროგრამის „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იბეჭდება. სამინისტროს პროგრამები აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად „მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას“. წიგნების ბეჭდვა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 10 დასახელების წიგნის 3 000 ეგზემპლარის ბეჭდვა [თითო 300 ეგზემპლარი; ყველა შავ-თეთრი ბეჭდვა]:

  • ვახტანგ ღლონტი „ციკლიდან წამოკრულები“, არანაკლებ 200 გვერდი;
  • სანდრო ბერიძე „Pro and Cantra“, 280 გვერდი;
  • შოთა ზოიძე „შეშლილი მუზა“, 240 გვერდი;
  • ალექსეი თარია; სერგეი დოვლატოვი „თარგმნები“. მთარგმნ. ლალი კონცელიძე, არანაკლებ 112 გვერდი;
  • თინა შიოშვილი „არტანუჯი“, არანაკლებ 528 გვერდი;
  • ანა დუნდუა „მისტერია სულისა“, არანაკლებ 320 გვერდი;
  • გენრიეტა ქუთათელაძე „ხმალოტოფაგების ქვეყნიდან“. არანაკლებ 160 გვერდი;
  • ნათელა დუმბაძე „პოეზია“, არანაკლებ 128 გვერდი;
  • მამია ვარშანიძე „რჩეული“, არანაკლებ 192 გვერდი;
  • მამუკა დოლიძე „პოეზია“, არანაკლებ 80 გვერდი.

გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში

სტატისტიკის სამსახური სიკვდილის ძირითად მიზეზებს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორის (დსკ-10) მიხედვით აქვეყნებს.

ამ კლასიფიკატორის მიხედვით, სიკვდილის ძირითადი მიზეზებია:

sikvdilis mizezebi

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2010 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი იყო 47 864, გასულ წელს კი – 49 121.

გასულ წელს გარდაცვლილთა შორის 20 ათასზე მეტ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო – სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები; 13 ათასზე მეტ შემთხვევაში – კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში და 6 ათასზე მეტ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო სიმსივნეები.

მონაცემები აღებულია სტატისტიკური კრებულიდან - დემოგრაფიული ვითარება საქართველოში
მონაცემები აღებულია სტატისტიკური კრებულიდან – დემოგრაფიული ვითარება საქართველოში

საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში

მანდარინის კრეფის სეზონი აჭარაში აქტიურ ფაზაში ნოემბრის დასაწყისიდან შევა, ნოემბრის ბოლოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 45 ფერმერს საადრეო ჯიშის მანდარინის ნერგებს დაურიგებს. საადრეო მანდარინის სამრეწველო დანიშნულების სადემონსტრაციო ბაღები ჯამში 7 ჰექტარზე გაშენდება. ფერმერულ მეურნეობებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების [მათ შორის მოცვის, თხილისა და კაკლის] ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა სამინისტროს წელს 1 131 954 ლარი დაუჯდება.

ფერმერები კომისიამ გაზაფხულზე შეარჩია. თითოეული მანდარინს 1000-2500 კვ/მ ფართობზე გააშენებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ ნერგებს უფასოდ დაურიგებს, ხოლო შესაბამის სასუქებსა თუ სხვა საჭირო მასალებს, 50%-იანი თანადაფინანსებით გადასცემს. არ გამოჩნდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც 3-5 ათასი კვ/მ და მეტ ფართობზე გააშენებდა მანდარინის ბაღს.

საადრეო მანდარინის ნერგები გამოყვანილია ჩაქვში, „აგროსერვის ცენტრში“, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის ა[ა]იპია. აქ სადემონსრტრაციო ბაღში ციტრუსებს 2012 წლიდან აკვირდებიან.

„აგროსერვის ცენტრის~ დირექტორის, გოჩა ბერიძის განცხადებით, ცენტრში 65 ჯიშის ციტრუსია, აქედან 20-მდე საადრეო მანდარინია; მათ შორის ძირითადია – 11: „ამათგან გამორჩეულია 5 ჯიში, რომლებმაც ჩვენთან გამოავლინეს ასეთი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისება – ადრე მოვიდა მოსავალი… საადრეო მანდარინი ჩვენთან შემოდის სექტემბრის მეორე დეკადაში. ზუსტი დრო არ ახასიათებს, დამოკიდებულია ამინდზე. მანდარინს სჭირდება როგორც სითბო, ასევე სიცივეც, რომ გაყვითლდეს. მაგალითად, წელს ადრე მოვიდა მოსავალი, წინა წელს უფრო გვიან. გარდამავალი პერიოდი მაქსიმუმ 10-15 დღეა“.

„აგროსერვის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ამჯერად 8 ათასამდე საადრეო მანდარინის ნერგი აქვთ გასაყიდი, საიდანაც 7 ათასს [ჯიში: ტიახარა უნშიუ] სამინისტრო შეიძენს. ერთი ძირის ფასი 2-2,5 ლარია.

„ფერმერს შეუძლია მოვიდეს და ადგილზე დაათვალიეროს, გაეცნოს ჯიშებს და შეარჩიოს მისთვის სასურველი ციტრუსი… საადრეო ხარისხობრივად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივს, იდენტურია თითქმის. ფერმერი, ვისაც სამრეწველო დანიშნულებით უნდა გააშენოს ბაღი, ერთი ჯიშის ნერგს დარგავს. სახლისთვის თუ უნდა, დარგავს რამდენიმე ძირს და მანდარინი სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე ექნება“, – ამბობს გოჩა ბერიძე. მისივე თქმით, ნორმალური მოვლის პირობებში საადრეო ჯიშები გამართლებულია.

გოჩა ბერიძის თქმით, ყინვაგამძლეობითაც საადრეო ჯიშები მედეგია, რადგან ბოლო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალი ტემპერეატურა დაფიქსირდა: -3 და -7-იც და ამ კუთხით მანდარინთან მიმართებაში პრობლემა არ შექმნილა.

გოჩა ბერიძის თქმით, სამრეწველო დანიშნულების ბაღი რომ გაშენდეს, მინიმუმ 100-დან 300-ძირამდე უნდა დაირგოს და კონკრეტული გათვლები შემდეგ გაკეთდეს; რამდენიმე ძირით ეკონომიკურ ეფექტს ვერ მიიღებ და ვერც გათვლებს გააკეთებ.

რაც შეეხება მოსავლიანობას, გოჩა ბერიძე ამბობს, რომ მცენარე ნაყოფს 3-4 წლის ასაკიდან იძლევა და სრულ მსხმოიარობას 7 წლის ასაკში აღწევს: „ორი წელია დავიწყეთ ნერგის გაყიდვა, ახლა ვერავის ვერ ვკითხავთ რა შედეგი აქვს – ეს იქნება არარეალური. „აგროსერვის ცენტრშიც“ ერთი ძირის სრული მოსავლიანობა რამდენია ვერ გეტყვით, რადგან აქ ნერგები 4 წლისაა და ახლა იძლევა ნაყოფს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მოსავლიანობის კუთხით პრობლემა არ იქნება“.

რაც შეეხება ნაყოფის ტრანსპორტირებასა და შენახვას, გოჩა ბერიძე ამბობს, რომ ამას საზღვრავენ როცა არის საგვიანო ჯიში და საჭიროა მოსავლის დასაწყობება, ვინაიდან არის დიდი რაოდენობით: „საადრეო მანდარინთან მიმართებაში პირიქით, მოთხოვნაა დიდი და მას შენახვა/დასაწყობება არ დასჭირდება. შენახვის პრობლემა არ იქნება არც ექსპორტირების დროს. ამ დროს ბევრ ქვეყანაში არ მოდის ციტრუსი, ანუ, ზოგადად, არ არის ჭარბი რაოდენობა მსოფლიო ბაზარზე… აი, ნოემბერში, მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე ჭარბი რაოდენობითაა მანდარინი. ახლა, თუ მთელი მსოფლიო გადაერთვება საადრეოზე არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე არ დგას საკითხი, რომ საადრეო მანდარინის შენახვა გახდება აუცილებელი. ამიტომ შენახვის ხარჯების ბიზნესგეგმაში გათავალისწინება არაა აუცილებელი. 10-15 წლის შემდეგ სხვა რეალობა შეიძლება დარჩეს, თუმცა შემდგომშიც, თუ ახლა ერთი კილოგრამი ღირს 1,5-დან 3-ლარამდე, შეიძლება ჩამოვიდეს 1,5 ლარზე, მაგრამ საგვიანოს რომ 40-50 თეთრად ყიდი, ამაზე გაცილებით ძვირი მაინც იქნება. ანუ ყველა შემთხვევაში მოგებულია ფერმერი“.

აჭარაში საადრეო მანდარინის სამრეწველო დანიშნულების დიდი ბაღები დღეს არ არსებობს. რა მოსავალიც მოდის, იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გააქვთ, ძირითადად, სომხეთში. რამდენიმე ტონა საადრეო მანდარინის გატანა, სამინისტროს ინფორმაციით, წელს რუსეთშიც იგეგმება. საქართველოში საადრეო მანდარინის იმპორტიც ხორციელდება, ის, ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვთ.

გოჩა ბერიძის თქმით, აჭარაში ოქტომბრის ბოლოსთვის საადრეო მანდარინი მთლიანად მოილევა, ე.წ. საგვიანო კი წელს ადრე შემოვა – 5-20 ნოემბრის შუალედში.
„აგროსერვის ცენტრში“ აცხადებენ, რომ „დღეისათვის რეგიონს სამრეწველო დანიშნულების ერთადერთი მანდარინის ჯიში – ფართოფოთლოვანი უნშიუ შემორჩა. ციტრუსების საადრეო ჯიშები კი, რეგიონის მეციტრუსეებს საშუალებას მისცემს მოწეული ციტრუსი შემოდგომის ცვალებადი ამინდის დადგომამდე უდანაკარგოდ აიღონ და რეალიზაცია გაუკეთონ“.

ფერმერების ჩართულობით სამრეწველო დანიშნულების სადემონსტრაციო ბაღებს სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს.

განქორწინებათა რიცხვი ბოლო 5 წელში გაორმაგდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 2010 წლიდან 2016 წლამდე 4386-ითაა გაზრდილი. 2010 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო სულ 4726 განქორწინება, 2015 წელს კი – 9112 განქორწინება.

აჭარის რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განქორწინებათა რიცხვი ორჯერ უფრო მეტადაა გაზრდილი:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

 

ქალაქ ქობულეთის ძლიერი და სუსტი მხარეები

ქობულეთის საკრებულომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა ორი კვირის წინ დაამტკიცა. გეგმა მოიცავს დოკუმენტურ კვლევებს, არსებული სიტუაციის აღწერას, გეგმებსა და დასკვნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უშუალოდ „ქ. ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექნიკური (საპროექტო) დავალების თანახმად, მის წინმსწრებ, ურბანული პოლიტიკის ხასიათის ნაწილს წარმოადგენს „ქ. ქობულეთის სივრცითი განვითარების ხედვა“, რომლის შემუშავების მიზნებია:

  • ქალაქის ოპტიმალური, ეფექტიანი, საზოგადოების მოთხოვნილებების და  შესაბამისი ურბანული განვითარების მოდელის წინაპირობების  შემუშავება;
  • ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პროცესში საჯაროობის, ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

„ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზში“ კი აღნიშნულია, რომ ქ. ქობულეთის ძლიერი და სუსტი მხარეები ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა:

1s2s3s

 

6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს.

ბრალდებული, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესებს თავისი სურვილით არ ესწრება. წინასასამართლო სხდომაზე მან მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. განზრახ მკვლელობის გარდა არჩილ ფ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ 4 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება; პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა; სხვისი ნივთის დაზიანება და ნარკოტიკული ნივთიერების მიღება არაერთგზის.

არჩილ ფ. ირაკლი აბუსერიძის მეზობელი იყო. ის სასჯელს აქამდეც იხდიდა საქმეზე, სადაც ასევე ფიგურირებდა ირაკლი აბუსერიძე. 2011 წელს აბუსერიძემ დანით დაჭრა არჩილ ფ.  და ამისთვის მან სასჯელი მოიხადა, ხოლო არჩილ ფ. ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოხვდა ციხეში – მან გამოძიებას არ დაუდასტურა, რომ აბუსერიძემ დაჭრა. არჩილ ფ. 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ოჯახისგან რეგულარულად ცდილობდა ფულის გამოძალვას. კონფლიქტი სწორედ აქედან გამომდინარე წარმოიშვა.

„წარმოდგენილ ექპერტიზის დასკვნებს უდავო მტკიცებულებად მივიჩნევთ,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა, მარინა ფხალაძემ. ექსპერტიზა ბრალდებულის ტანსაცმელს ჩაუტარდა, სადაც სისხლის ლაქები აღმოჩნდა. დასკვნის მიხედვით, სისხლის ლაქები გარდაცვლილს არ ეკუთვნის.

„გარდა ამისა, ექსპერტიზის მიხედვით დენთის კვალი არ აღმოჩნდა ბრალდებულის სხეულზე, კანზე ან ცხვირში, სადაც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო დენთის კვალი, თუკი ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. გამოძიების მიერ ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, ამოღებული არ არის. შესაბამისად, იარაღის ექსპერტიზა საქმეში არ დევს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ფხალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის და გამოძიება ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე დააკმაყოფილა პროკურორის, ფრიდონ ქარცივაძის შუამდგომლობა, რომელიც ნეიტრალური მოწმის სასამართლოში იძულებით გამოცხადებას ითვალისწინებს. თვითმხილველი, რომელიც მკვლელობას 6 მაისის პარკთან შეესწრო, თავისი ნებით სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

კიდევ ერთი ნეიტრალური მოწმე ამ საქმეში ტაქსის მძღოლი იყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ მომხდარის გამო ძალიან აღელდა, ინერვიულა და კარგად არ ახსოვს მკვლელობის დეტალები. გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათებით ამოცნობის დროს მან ხელი ბრალდებულს დაადო.

„მისი ჩვენება არ არის კატეგორიული,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი: „თქვა, რომ ბრალდებული სხვებისგან მსხვილი ტუჩებით გამოარჩია. ჩემს შეკითხვაზე, წარმოდგენილ ფოტოსურათებზე სხვა მამაკაცებსაც რომ მსხვილი ტუჩი ჰქონოდათ, ამოიცნობდით თუ არა ბრალდებულს, გვითხრა, რომ ეს გაუჭირდებოდა“.

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ვიდეოჩანაწერებს აჩვენებენ. ჩანაწერები გამოძიებამ იმ ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოიღო, რომლებიც 6 მაისის პარკის შესასვლელთან, მელიქიშვილის ქუჩაზეა განთავსებული. ადვოკატის მოთხოვნა ამ კუთხით ექსპერტიზის ჩატარებაზე არ დაკმაყოფილდა. ადვოკატი მარინა ფხალაძე სპეციალური ექპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, რომელიც კადრში ასახული პირების იდენტიფიცირებას მოახდენდა: „მე უკვე გავეცანი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას. არც ერთ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს კონკრეტულად არჩილ ფ. უფრო ზუსტად მისი ამოცნობა შეუძლებელია. თანაც, უშუალოდ მკვლელობის ადგილი არ აქვს დაფიქსირებული რომელიმე კამერას. კადრებში ჩანს, რომ ვიღაც გამორბის მკვლელობის ადგილიდან…“

სასამართლო სხდომებს ბრალდებულის ახლობლები არ ესწრებიან. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ნათესავები, მათ შორის, ირაკლი აბუსერიძის დედა, მარინა ნამგალაძე. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დარწმუნებულია მკვლელობის ბრალდებულის მხრიდან ჩადენაში. დეტალებზე საუბარი მან არ ისურვა. მარინა ნამგალაძე გამორიცხავს მკვლელობის  ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებას. ირაკლი აბუსერიძე სამშენებლო კომპანია „ზიმო 7“-ის ერთ-ერთი მეწილე იყო. მანანა ნამგალაძე კი, დღემდე ამ კომპანიის დირექტორია.

6 მაისის პარკთან მომხდარ მკვლელობაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა პროკურატურამ. პროკურორ ფრიქდონ ქარცივაძესთან ჩვენ იმ მტკიცებულებებზე გვსურდა გველაპარაკა, რომელიც მან სასამართლოში წარმოადგინა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, არჩილ ფ.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასჯელის ამ ზომას ითვალისწინებს განზრახ მკვლელობის მუხლი, რომელიც ბრალდებულისთვის წაყენებული 5 მუხლიდან ყველაზე მძიმეა.

მახინჯაურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს მახინჯაურში,  სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეხაჯა, მათ შორის ერთ-ერთი მიკროავტობუსია. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადამ მხოლოდ გადაიყვანა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქალა-ტვინის დაზიანება. “საკმაოდ მძიმე დაზიანება იყო. ქალბატონი, როცა ჯდება მანქანაში, მაშინ მოხდა შეჯახება. იყვნენ ბავშვები, მაგრამ როგორც ვიცით, ისინი არ დაზიანებულან”, – განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე

იმ 747 პედაგოგს შორის, რომლებიც საგნობრივ გამოცდაზე გავიდნენ, ბარიერი მხოლოდ 173-მა პედაგოგმა დაძლია. სპორტის მასწავლებლები საგნობრივ გამოცდაზე პირველად წელს, ივლისში გავიდნენ. 70 ქულიდან გამსვლელი 43 ქულა იყო. იმისათვის, რომ სპორტის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა დააგროვოს. რა ევალებათ სპორტის პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმით და რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს თანამედროვე სკოლები?

ბათუმში (აჭარაში) სპორტის რამდენმა პედაგოგმა ჩააბარა საგნობრივი გამოცდა, ამის მონაცემები არც განათლების სამინისტროს აქვს და არც ბათუმის რესურსცენტრს. თუმცა, ბათუმის რესურსცენტში გვეუბნებიან, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი სპორტის მოქმედ მასწავლებლებს არ უნდა ჰქონდეთ.

53 წლის ელენე ურუშაძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელია. მან საგნობრივი გამოცდა ივლისში ჩააბარა, თუმცა უფროსი მასწავლებლის სტატუსი ჯერ არ მოუპოვებია. ამისთვის, როგორც პედაგოგი გვეუბნება, კიდევ 9 კრედიტის დაგროვება სჭირდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სპორტის მასწავლებელს მოეთხოვება დაწყებითი, საბაზისო და საშუალო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის უნარ-ჩვევები.

„მე ჩოგბურთელი ვარ, გავლილი მაქვს ევროკავშირის ტრენინგები მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთის ტრენინგები, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი გვიტარებდა. დარეგისტრირებული ვარ 5-კრედიტქულიან ტრენინგზეც და პროფესიული უნარების ჩაბარების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მივიღებ,“ – გვეუბნება ელენე ურუშაძე.

პედაგოგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის პედაგოგმა კარგად იცოდეს  ბავშვის ანატომია: „ხერხემლის ოთხი ფიზიოლოგიური ნადრეკი, კუნთები, მათი განვითარება, აქტიური და განმავითარებელი ვარჯიშები, პულსის გამოთვლა ასაკის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმები.

სპორტის გაკვეთილი მეშვიდეა, მაგრამ ბავშვები თითქმის ყოველთვის ესწრებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც პასიურობენ, მაგრამ მაინც ვცდილობ რაიმე ფორმით ჩავრთო პროცესში. ბევრს არ აცვია სპორტული ტანსაცმელი, მაგრამ უარს არ ვეუბნები და თუ თამაში უნდა მოსწავლეს, მაინც ვათამაშებ.“

ელენე ურუშაძის თქმით, ბათუმში „სამი თუ ოთხი სპორტის მასწავლებელია, ვინც საგნობრივი გამოცდა ჩააბარა“. არის ისეთი სკოლები, სადაც სპორტის გაკვეთილებს მნიშვნელობა არ ენიჭება.

ქეთი ქობალია, სპორტის ექსპერტ-კონსულტანტია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისი თქმით, სპორტი ყველაზე რთული ჩასატარებელია – ინფრასტრუქტურას მოითხოვს. სპორტის მასწავლებლები  კომპლექსური პრობლემის წინაშე დგანან, რადგან სკოლების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

„არის სკოლები, სადაც საერთოდ არ არის სპორტული დარბაზი, არ აქვთ ეზო, ან მარტო სტადიონია  და ცუდ ამინდში კლასში უწევთ ბავშვებს ყოფნა. არის შემთხვევები, როცა გაკვეთილების ჩატარება სააქტო დარბაზში უწევთ სპორტის მასწავლებლებს. არის შემთხვევა, როცა სპორტულ დარბაზშია გამოსაცვლელები, მაგრამ სხვა ფუნქციით აქვთ დატვირთული და იქ შესვლა შეუძლებელია,“ – გვეუბნება ის.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სპორტის გაკვეთილები სავალდებულოა ყველა საფეხურზე. დაწყებით საფეხურზე, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, გაზრდილია სპორტის გაკვეთილების რაოდენობაც. თუმცა, სპორტის გაკვეთილი სკოლებში მაინც მეორეხარისხოვან გაკვეთილებად რჩება.

„ამაში დამნაშავეა არა მხოლოდ სკოლა ან სახელმწიფო, არამედ მშობელიც, რადგან ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ამ გაკვეთილის მნიშვნელობა და რატომღაც არ უკავშირებენ ჯანმრთელობას. მშობელი მიიყვანს ისეთ სკოლაში ბავშვს, სადაც არ ტარდება მათემატიკა? მაგრამ სადაც სპორტი არ ტარდება, იქ მიჰყავთ. არც კი აპროტესტებენ, თუ სპორტის გაკვეთილი არ ტარდება. აი, ეს არის პრობლემა,“ – ამბობს ქეთი ქობალია.

სკოლაში სპორტის გაკვეთილი ძირითადად ბოლოა. ქეთი ქობალიას აზრით, სასურველია სპორტის გაკვეთილი პირველი იყოს ან მინიმუმ მესამე. მაგრამ დილის გამამხნევებელი ვარჯიში ქართულ სკოლებში, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება, ამიტომ განტვირთვისთვის და ჯანმრთელობისთვის სასურველია, რომ მესამე ან მეოთხე გაკვეთილი იყოს სპორტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  მონაცემებით, 2016 წელს გამოკვლეული 24 ათასი ბავშვიდან, სქოლიოზი 281 ბავშვს გამოუვლინდა. პროგრამა სამი წელია ფუნქციონირებს და მთლიანობაში, სქოლიოზის 1248 შემთხვევაა გამოვლენილი 15 წლამდე ბავშვებში.

„კვირაში სპორტის ორი გაკვეთილი არც არის საკმარისი, დაწყებით კლასებში ყოველდღიურად საჭიროა სპორტით დატვირთვა, რადგან ბავშვის ნორმალური მდგომარეობაა მოძრაობა. ამ ასაკში 5-6 საათი მერხთან ჯდომა არის ტანჯვა. ბავშვის ხერხემლის კუნთები არ არის განვითარებული, რის გამოც ყალიბდება სქოლიოზი.  სპორტის პოპულარიზაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკა, მეტი რეკლამა“.

ქეთი ქობალიას განმარტებით, სპორტის პედაგოგებს, ვისაც საგნობრივი გამოცდების ჩაბარებამდე პროფესიული უნარ-ჩვევების გამოცდა ჰქონდათ ჩაბარებული, პირდაპირ მიენიჭათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ვისაც ეს გამოცდა ჩაბარებული არ აქვს, საგნობრივი გამოცდის შემდეგ მათ უნდა გაიარონ 5-კრედიტიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს თანამედროვე მიდგომებსა და შეფასებებს, ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლებისა და შეფასების მეთოდებს. ასევე მოუწევთ 4-კრედიტქულიანი ორი შიდა სასკოლო დაკვირვების გაკვეთილის ჩატარება.“

სპორტის საგნობრივ გამოცდაზე ზაფხულში 1029 პედაგოგი დარეგისტრირდა. გამოცდაზე 747 გავიდა, რომელთაგან ბარიერი 173-მა პედაგოგმა დაძლია.

შეფასებისა და ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გავიდნენ როგორც მოქმედი, ასევე პედაგოგობის მსურველი მასწავლებლები.

სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც ამ სამინისტროსგან სასწავლო თანადაფინანსებას იღებენ, დაფინანსება მოეხსნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ სემესტრში ვერ დააგროვებენ აკადემიური ქულების 71 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 17-მა სტუდენტმა ვერ დააგროვა ქულათა განსაზღვრული რაოდენობა, 4-მა კი – წელს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის განმარტებით, გრანტის მიზანი სტუდენტების სტიმულირებაა. „გრანტს ვერ გავცემთ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველია ან ობოლი. გრანტი რომ მიიღოს, სტუდენტი ნამდვილად წარმატებული უნდა იყოს“, – გვეუბნება მინისტრი.

მისი აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველოს განათლების სამინისტროც გადახედავს საგრანტო პოლიტიკას და მხოლოდ წარმატებულ სტუდენტებს დააფინანსებს.

„ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს საგრანტო პოლიტიკა და მხოლოდ ეროვნული გამოცდების ქულათა მონაცემებით არ უნდა გაგრძელდეს დაფინანსება. სტუდენტი, რომელიც ვერ შეინარჩუნებს მაღალ აკადემიურ მოსწრებას, მას უნდა შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება და მიეცეს იმ სტუდენტს, ვინც კარგად სწავლობს; ვინც ეროვნული გამოცდების შედეგებით ვერ მიიღო დაფინანსება, თუმცა სტუდენტობის დროს მიაღწია მაღალ აკადემიურ დონეს“, – ამბობს მინისტრი.

აჭარის განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ 71 ქულაზე ნაკლები თუ აქვს ჯამურად სტუდენტს პირველ სასწავლო სემესტრში, მას აღარ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაფინანსება.

აჭარის განათლების სამინისტროს, განათლების დეპარტამენტის უფროსის ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის ინფორმაციით, 2015 წელს, იმ 920 სტუდენტიდან, რომელთაც აჭარის განათლების სამინისტრო უფინანსებდა სწავლებას, 17-მა ვერ დააგროვა ქულათა მინიმალური რაოდენობა (71 ქულა), მიმდინარე წელს კი – 4-მა სტუდენტმა.

„დაფინანსების თაობაზე აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი წელიწადში ორჯერ – აგვისტოსა და იანვარში ცხადდება. წლის დასაწყისში ანუ იანვარში კონკურსი ცხადდება პირველკურსელებისთვის, აგვისტოში კი პირველ-მეორე და მესამე კურსელებისთვის, ანუ მათთვის, ვინც წინა წლებშიც ჩაირიცხა.

2016 წელს ვინც ჩაირიცხა, მათთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის იანვარში. იმ სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოპოვებული აქვთ დაფინანსება და პირველ სასწავლო სემესტრში შეინარჩუნებენ მაღალ აკადემიურ მოსწრებას (მინიმალურ 71 ქულას), აჭარის განათლების სამინისტრო გაუგრძელებს დაფინანსებას, ხოლო ვინც ვერ შეინარჩუნებს, მათ შეუწყდებათ დაფინანსება და მიიღებენ ისინი, ვისაც საკონკურსო კომისია შეარჩევს“, – გვეუბნება ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისივე ინფორმაციით, საკონკურსო პირობების მიხედვით, შესაძლებელია სტუდენტს ჰქონდეს 71 ქულა, თუმცა „თუ ათი ადგილია გამოყოფილი, კონკურენციიდან გამომდინარე, საუკეთესო ათი მიიღებს დაფინანსებას“, – ამბობს განათლების დეპარტამენტის უფროსი.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 893 სტუდენტია დაფინანსებული. საგრანტო ბიუჯეტი კი 909, 767 ლარს შეადგენს.

2015 წელს 920 სტუდენტი დაფინანსდა, ბიუჯეტი 775,200 ლარი იყო; 2014 წელს 790 სტუდენტი  -ბიუჯეტი 664 ათასი ლარი იყო.

ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა

დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია.

„ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს ესაუბრა, რომელიც სააგენტოს მიერ დაარსებული კომისიის წევრია. მისი თქმით, კომისია ორი წლის განმავლობაში ხუთჯერ შეიკრიბა, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ბოლოს რამდენიმე თვის წინ შევიკრებით და მაშინ თქვეს, არჩევნებამდე მუშაობა შევწყვიტოთ და არჩევნების შემდეგ განვაახლოთო, თუმცა  ოფიციალურად რაიმე დოკუმენტი კომისიას არ მიუღია. სიტყვიერად, კომისიის ყველა წევრი ამბობს, რომ შენობა მეჩეთს წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ  მართლმადიდებელ ეკლესიას უწევენ ანგარიშს“.

მამუკა ვაშაყმაძე გვეუბნება, რომ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების კომისიაში ყოფნას აზრი აღარ აქვს, „რადგან ჩვენ ვერ დავეხმარეთ მუსლიმებს პრობლემის მოგვარებაში და მათთან შეხვედრაც კი გვრცხვენია“.

მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე სახელმწიფოს არცერთი მაღალი მოხელის პოზიცია არ მოუსმენია.

სოფელ მოხეში, ნახევრად დანგრეული შენობის მესაკუთრეობაზე დავა ჯერ კიდევ  2014 წელს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმები მოითხოვდნე რომ შენობა მუსლიმ თემს გადასცემოდა, რადგან მათი თქმით, ადრე ეს ნაგებობა მეჩეთს წარმოადგენდა, საბჭოთა პეროდში კი ჯერ სათავსოდ,   შემდეგ კი ბიბლიოთეკად გამოიყენებოდა. შენობაზე პრეტენზიას ადგილობრივი ქრისტიანებიც აცხადებენ. ამ მიზეზით სიტუაცია მოხეში რამდენჯერმე დაიძაბა.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ის რაც ხდება მოხეში ხდება, სახელმწიფოს სისუსტეა.

„სახელმწიფოს სისუსტეა იმ თვალსაზრისით, რომ ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ატყუეს ეს ადამიანები და ჰქონდათ დროის გაყვანის მცდელობა.   რელიგიის სააგენტოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ, ცალკე პრობლემაა, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს დაძაბულობისკენ მიჰყავს სიტუაცია.  მისი ქმედება არასახელმწიფოებრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ და დროა პრემიერმაც  იფიქროს ამ სააგენტოს გაუქმებაზე“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, მუსლიმთა საამმართველო ამ პროცესში პასიური აღმოჩნდა, „რადგან ის წარმოადგენს უსუსურ ძალას ამ კომისიაში და იქცნენ მარიონეტებად“-გვეუბნება ის.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, კომისიაში ის პირები შეიყვანეს, რომელიც მუსლიმი თემის მიმართ აგრესიულია. „მაჭუტაძე რომელიც ამ კომისიის ერთ-ერთი წევრია,  მოხეს მოვლენების დროს მუსლიმებს არბევდა. კოხოძე, რომელიც დედას აგინებდა მუსლიმებს, ამ რეგიონის პოლიციის უფროსია, ასეთი მიდგომით, ვარაუდის დონეზეც კი დაუშვებელია რომ ვინმე ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ თავისი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას და თქვას თავისი სამართლებრივი სიტყვა. თუ არ იტყვის, ეს მოვლენები გაგრძელდება და სხვა სახესაც მიიღებს.  სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა“-ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ ჯერ კიდევ ორი წლის განაცხადა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც შენობის ისტორიულ და კონფესიურ კუთვნილებას დაადგენდა და ამის მიხედვით გადაწყდებოდა სადავო ქონების ბედიც. თუმცა, მოგვიანებით, სააგენტოს რიტორიკა შეიცვალა.

სოფელ მოხეში მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ილოცეს. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე.
სოფელ მოხეში მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ილოცეს.
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე.

არასამთავროპო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე, რომელიც საქართველოში მუსლიმთა უფლებებს იცავს, ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე პასუხისმგებელი მთლიანად სახელმწიფოა.

„კომისიაში შევიდნენ კულტურის სამინისტროს მაშინდელი წარმომადგენლები, თუმცა ორი წელი გავიდა და კომისიას არცერთი ღონისძიება ამ მიმართულებით არ ჩაუტარებია. არც ექსპერტიზა ჩატარებულა, რომ შენობის ისტორიული წარმომავლობა დაედგინა. “-გვეუბნება ის.

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ რა ვადებში უნდა განეხორციელებინა ექსპერტული სამუშაოები კომისიას, ეს გაწერილი არ იყო.

„კომისიის საქმიანობა არის დახურული. არც სახალხო დამცველი შეუშვეს და არც არასამთავრობოებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რას საქმიანობდა კომისია.  გვითხრეს რომ კომისია არ არის საჯარო დაწესებულება და არ აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ეს ნიშნავს რომ შენობის შესწავლის პროცესი არ დაწყებულა. მოგვიანებით განაცხადეს რომ კომისია დაპირისპირებული მხარეების ნდობის აღდგენაზე მუშაობდა. ნდობის აღდგენაზე საუბარი კი ძალიან ილუზორულია. კომისიაში შედიან სამუფთო სამმარველოს წარმომადგენლები ბეგლარ ქამაშიძე, ადამ შანთაძე, მამუკა ვაშაყმაძე.  მამუკა ვაშაყმაძისგან ვიცით, რომ  შენობის ექსპერტიზა არ ჩატარებულა და მიდის მოლაპარაკებები რომ მხარეები შერიგდნენო“.

თამთა მიქელაძის აზრით, შენობის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნა საჭირო არ იყო. „კულტურის სამინისტროში არსებობენ სპეციალისტები რომლებიც ასეთ საკითხებს სწავლობენ. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე დადგინდებოდა ძეგლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობა და ამის მიხედვით უნდა გადასცემოდა შესაბამის კონფესიურ ჯგუფს. ამის შემდეგ, მექანიზმი რა თქმა უნდა ითვალისწინებს სასამართლოში მისი გასაჩივრების წესსაც, თუმცა სააგენტოს კომისიამ ეს გზა არ გაიარა, რაც იმთავითვე პრობლემურია“.

თამთა მიქელაძის აზრით, არასწორი იყო კომისიაში საპატრიარქოს შეყვანაც, „რადგან   სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როცა ერთმა სასულიერო პირმა გააკეთა განცხადება რომ ეს შენობა  იყო ქრისტიანული ეკლესია, მიუხედავად იმისა რომ ამის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია“.

რაც შეეხება შენობაზე პოლიციის ზედამხედველობას, თამთა მიქელაძის განმარტებით, ეს სამართლებრივად გამართლებულია, რადგან შენობა ამ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტია მესაკუთრე, მათ ბალანსზეა შენობა რიცხული, ამიტომ შენობის დალუქვა სამართლებრივად სწორია. თუმცა რეალურად სახელმწიფომ მუსლიმების უკმაყოფილება არ შეისწავლა და ამ დრომდე პრობლემის მოსაგვარებლად არცერთი ეფექტური ნაბიჯი არ გადადგა და არსებითად არ ამოხსნა პრობლემა“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ მოხეში ერთი მუსლიმური სამლოცველოა, რომელიც კერძო სახლში ფუნქციონირებს.

შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შს  სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავა.

„ბათუმში ერთერთ სასტუმროსა და კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც დაზარალებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა ჩამოართვეს“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილით გადაადგილება 3 ლარი გახდა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ზამთრის  სეზონზე, ბაღის ტერიტორიაზე ელექტრომობილით ტრასპორტირების მომსახურება 3 ლარი გახდა.

„ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე“.

ხოლო, პირველი ივნისიდან, 31 დეკემბრამდე  ელექტრო ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 5 ლარი იქნება.

პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული სიის 15-მა წევრმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით სავარაუდოდ, დეპუტატები გახდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უსკოში წარადგინეს.

„ნარკოლოგიური ცნობის უსკოში წარდგენის ვადა ჰქონდათ 22 ოქტომბრამდე, თუმცა გუშინ, 14 ოქტომბერს წარმოადგინა იმ 15-ივე პირმა, რომლებიც პროპორციული სიის მიხედვით, სავარაუდოდ დეპუტატები გახდებიან“ – აცხადებენ უსკოში .

2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით,  ახალ უმაღლეს საბჭოში 15 პირი  ოთხი პოლიტიკური პარტიიდან შევა. ესენია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის პარტია.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, უსკოს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმება მაჟორიტარობის კანდიდატებს გავლილი აქვთ. პროპორციული სიით გამსვლელმა კანდიდატებმა კი არჩევნების დასრულების შემდეგ წარმოადგინეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ.

ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა

დღეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ახლად რესტავრირებული შენობა გაიხსნა. აჭარის მწერალთა კავშირის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აწარმოებდა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები.

“შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით იყო მართლაც სავალალო მდგომარეობაში, ფონდი ქართუ დაინტერესდა ამ ძეგლით და უმოკლეს ვადებში გავარემონტეთ. დაახლოებით აპრილში დავიწყეთ ჩვენ სამუშაოები. აღვჭურვეთ ყველა საჭირო ინვენტარით და დღეს ბათუმის მწერალთა სახლი არის მზად რომ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც მას აკისრია რეგიონში, კერძოდ გაავრცელოს ქართული სიტყვა” – ამბობს ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი – “რაც შეეხება ფონდ “ქართუს” საქმიანობას, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პროგრამა, ყოველ წელს ფონდი ქართუ აფინანსებს 50-60 ძეგლის აღდგენას, წელს ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტავრირდება დაახლოებით 80 ძეგლი. დარწმუნებული ვარ რომ ეს ის ნაწილია ჩვენი საქმიანობის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია”.


მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ“ჭოროხის” გამოცემაც, რომლის რედაქციაც ამ შენობაშია განთავსებული.

ბათუმში მწერალთა სახლის გარდა “ფონდი ქართუ” ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციას და “ბათუმის რაგბის კომპლექსის“ მშენებლობას. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაც. სარესტავრაციო სამუშაოებს ასოციაცია “ატუ” აწარმოებს.

 

21 წლის კობას დასახმარებლად

21 წლის კობა ჯინჭარაძე, რომელიც სამი დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა  მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მანქანის დაჯახების შედეგად კობამ დაკარგა მარჯვენა ფეხი და მიიღო სხეულის სხვა მძიმე დაზიანებები. კობას მამა დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ მკურნალობის ხარჯები უკვე 10 000 ლარს აღწევს, რის გადახდასაც დამოუკიდებლად ვერ შესძლებენ: „მას ერთი ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა, აქვს სხვადასხვა ორგანოების დაჟეჟილობა და მრავალნაირი მოტეხილობები, თავზეც ტრავმა აქვს მიღებული.  საჭირო ოპერაციები ჩაუტარდა და ამჟამად  10 ათას ლარამდე თანხა გადასახადი გვაქვს. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ათი დღე მაინც უნდა დარჩეს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე სადაც ერთი დღის გადასახადი 700 ლარს შეადგენს და რის გადახდასაც ვერ შევძლებთ. ექიმები გვეუბნებიან, რომ ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე.

კობა ჯინჭარაძის მამის განმარტებით, კობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და რადგან უნივერსიტეტში სწავლობს საქართველოში, ამიტომ გაუკეთდა დროებითი ბინადრობა.

კობა ამჟამად თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მის დასახმარებლად ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE77TB7745945061100032, საბანკო კოდი: TBCBGE22 (TBC ბანკი). მიმღები: დავით ჯინჭარაძე

 

ბსუ-ში ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი საინჟინრო გაანგარიშებების შესახებ საჯარო ლექციებს ჩაატარებს

18, 19 და 20 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, ჩვიდმეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი სასწავლო პუბლიკაციის ავტორის ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი გაიმართება. ლექციების თემაა „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“.

საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ მასწავლებლებისთვის, ისე თანამედროვე ინჟინერიით დაინტერესებული მსმენელებისთვის.

საჯარო ლექციათა კურსს, აჭარის განათლების სამინისტრო აფინანასებს.

ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება

დღეს, ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ჩემპიონატში 10 ადმინისტრაციული ერთეულის სამი ასაკობრივი ჯგუფი იასპარეზებს. მასში მონაწილეობას 30 გუნდი, ჯამში 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.
პროექტი „მასობრივი სპორტის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.

Exit mobile version