მთავარი,სიახლეები

გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

18.10.2016
გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

ბათუმის #69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა უბნებზე ბიულეტენების დაკარგვის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი კირთაძის ინფორმაციით #69 საარჩევნო ოლქის 38 უბანზე 777 ბიულეტენი დაიკარგა: „მაგალითად, პირველ უბანში, მივიდა 612 ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში 18 ბიულეტენით ნაკლებია, როცა ყველა ხმა შედგა… ჩვენ მივმართეთ საჩივრით საუბნო საარჩევნო კომისიასაც, საოლქოსაც და სასამართლოსაც, მაგრამ არც ერთი საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიულეტების დაკარგვის შესახებ საოლქო კომისიაში საჩივარი არ შეუტანია.

გიორგი კირთაძის თქმით, მათ კონკრეტულად ბიულეტენების დაკარგვაზე საჩივრით არ მიუმართავთ, თუმცა გარკვეულ უბნებზე ხმების გადათვლა მოითხოვეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: