შპს „სტადიონი“ ისევ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. აჭარის მთავრობის ორგანიზაციამ ტენდერი ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე 11 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 აგვისტოს დასრულდა, თუმცა მშენებელი კომპანია ჯერ კიდევ არ არის შერჩეული. შესყიდვის ბიუჯეტი 66 მილიონ 574 430 ლარია.
შპს „სტადიონმა“ დისკვალიფიკაცია მისცა „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.
კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, – მან მესამე პრეტენდენტზე ნაკლები, მაგრამ „საბა კონსტრაქშენზე“ ოთხი მილიონით მეტი მოითხოვა, იმავე სამუშაოს შესასრულებლად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენის“ საჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2].
ამჯერად შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს საჩივრით შპს „დაგმა “ მიმართა. დავების საბჭომ ეს საჩივარიც განიხილა. გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუქვეყნებია.
შპს „სტადიონის“ დირექტორი, სულხან ხალვაში იმედოვნებს, რომ საჩივრების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესი დროში არ გაიწელება და მშენებლობა მალე დაიწყება.
შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ის იმ მოტივით შექმნეს, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობა გაეწია. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას ბათუმის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველობაც ჩააბარეს.
გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა.
საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე დაყრდნობით განაცხადა, იაფი სახლის კრიტერიუმების საკრებულოსთვის გადაგზავნის თაობაზე.
ლაშა კომახიძემ სატელეფონო საუბარში განმარტა:
„…მე მხოლოდ კანდიდატი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს კონსულტაციები და პირადი კონტაქტები იგივე ქალაქის მოქმედ მერთან და სხვებთან. ასეთი კონსულტაციების დროს, როდესაც მოვიკითხე… მივიღე სწორედ ასეთი განმარტება: ჩვენ უკვე დავასრულეთ კრიტერიუმებზე მუშაობა და მზად არის საკრებულოსთვისო. გადაგზავნილია – არ არის გადაგზავნილი ტექნიკური დეტალია და შეიძლება შეფასდეს ტექნიკურ უზუსტობად… ანუ ახალი საკრებულო განიხილავს ამას თუ მოქმედი საკრებულო, ამასაც ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განმარტებები, რომლებიც მომცეს მე“.
ვინ მიაწოდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს არასწორი ინფორმაცია? – ლაშა კომახიძე ამბობს, რომ კონსულტაცია ჰქონდა ბევრთან და არ უნდა ვინმე კონკრეტული დაასახელოს: „რადგან ვხვდები, რომ რაღაც უზუსტობას აქვს ადგილი. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნამდვილად მერიიდან მივიღე ეს ინფორმაცია. თუ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ჩემდაუნებურად რაღაც უზუსტობა გამომივიდა, შემიძლია ნამდვილად გითხრათ, რომ თუკი მე გავხდები მერი, ეს პროექტი ნამდვილად განხორციელდება. აუცილებლად უნდა გაცოცხლდეს ეს პროექტი და მივიდეს ბოლომდე“.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ინფორმაცია მოქმედ მერთან გიორგი, ერმაკოვთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა. მისი თქმით, იაფი სახლის კრიტერიუმები ნამდვილად მომზადებულია, თუმცა საკრებულოში გადაგზავნილი არ არის: „კრიტერიუმები დამუშავებულია შვეიცარიელებთან ერთად, საკრებულოში გადაგზავნილი არ არის, მაგრამ მერმა თქვა, რომ მან გაიარა ამ თემაზე ზეპირი კონსულტაციები საკრებულოს რამდენიმე წევრთან“.
ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ირწმუნებიან, რომ „იაფი სახლის“ კრიტერიუმები მზად არის, თუმცა ამ დოკუმენტის დაუყოვნებლივ მოწოდებაზე უარი გვითხრეს.
იმ შემთხვევაში, თუ კრიტერიუმები მზად არის, რატომ არ გააგზავნა მერიამ პროექტი საკრებულოში განსახილველად? – პასუხი მერიისგან, ჯერჯერობით, ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ , რომელსაც იაფი სახლი უნდა აეშენებინა, მერისთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 40-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. „ბათუმელები“ გთავაზობთ 10 ახალ ფილმს, რომლებმაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა კინოფესტივალზე.
„უსიყვარულობა“
რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. რუსეთი/საფრანგეთი 2017
კინოთეატრი „აპოლო“, 20 სექტემბერი, 22:00 საათზე
ფილმი მოსკოველ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებსაც განქორწინება სურთ. მშობლებისთვის ზედმეტ ბარგად ქცეული 12 წლის ალიოშა ოჯახური კონფლიქტების შემსწრეა. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი მოულოდნელად იკარგება.
ფილმს წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი გადაეცა.
კინოფესტივალზე ფილმს აჩვენებენ „დიდოსტატთა კოლექციის“ არასაკონკურსო სექციაში.
„ცოცხლად გადარჩენის მეთოდი“
რეჟისორი არნო ჰაგერსი. ჰოლანდია, ბელგია 2016 წ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
კინოთეატრი „აპოლო“, 21 სექტემბერი, 12.00 საათზე
ფილმი ცნობილი ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის გმირების ნამდვილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. იგი პოპის მუსიკის ფონზე წიგნებიდან გაცნობილი პერსონაჟები რეალური სახით გვევლინებიან, ყოველდღიური, ადამიანური ისტორიებითა და ყოფით. დასასრულს კი მიშელ უელბეკი და იგი პოპი უელბეკის დიდი ბაბუს სახლში ხვდებიან ერთმანეთს და ახალგაზრდობის წლებზე და საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ. ფილმი განსაკუთრებით საინტერესო უელბეკისთვის მკითხველებისთვის იქნება.
„ქსელი“
რეჟისორი კიმ კი დუკი. სამხრეთ კორეა 2016 წ. [სპეციალური ჩვენების არასაკონკურსო სექცია]
კინოთეატრი „აპოლო“, 21 სექტემბერი, 23.00 საათზე
ვენეციის, ბერლინის, კანისა თუ სხვა კინოფესტვალების არაერთი ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, კიმ კი დუკის ეს სურათი ჩრდილოკორეელ მეთევზეზეა, რომელსაც ნავი უფუჭდება და შემთხვევით სამხრეთ კორეაში აღმოჩნდება. შემთხვევითობის წყალობით მას ორი სხვადასხვაგვარი სამყაროს შედარების საშუალება ეძლევა.
„მზის ქალაქი“
რეჟისორი: რატი ონელი. საქართველო, აშშ, ყატარი, ჰოლანდია 2017 წ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
ღია ჩვენება, ევროპის მოედანი, 21 სექტემბერი, 21.30 საათზე
ფილმი ჭიათურაშია გადაღებული. ყოფილი საბჭოთა ქალაქის თითქმის მიტოვებული ნანგრევების ფონზე ადამიანები საინტერესოდ ცხოვრების გზებს ეძებენ. მუსიკის ყოფილ მასწავლებელს ოჯახისთვის ახალი ცხოვრების შექმნა სურს, ყოფილი მსახიობი კი ვერ ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს მსახიობობა და გადარჩენსთვის აუცილებელი შრომა – მაღაროში მუშაობა.
ქართველი რეჟისორის ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი წელს „ბერლინალეს“ ფორუმზე აჩვენეს.
„შუქ-ჩრდილი“
რეჟისორი: იეშიმ უსტაოღლუ. თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი 2016 წ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
კინოთეატრი „აპოლო“, 22 სექტემბერი, 20.00 საათზე
ფილმი ორი ქალის ამბავს გადმოგვცემს. შეზღუდვები გარდაუვალ ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებს გმირებს, რის გადალახვაც მათ ერთად უწევთ.
თურქი რეჟისორის სხვადასხვა ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ბერლინის, სანდერსის და ვენეციის კინოფესტივალებზე.
„იმედის მეორე მხარეს“
რეჟისორი: აკი კაურისმიაკი. ფინეთი, გერმანია 2017 წ. [დიდოსტატთა კოლექცის არასაკონკურსო სექცია]
კინოთეატრი „აპოლო“, 22 სექტემბერი, 22.30 საათზე
ამბავი ორ, ბედისგან შემთხვევით დაკავშირებულ ადამიანზეა, მათი ისტორიები ფილმის პირველი 40 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ვითარდება. პირველი ამბის გმირი სირიელი ლტოლვილი ხალედია, რომელიც ქვანახშირის გემიდან შემთხვევით ჰელსინკში აღმოჩნდება. მეორე კი, ვიკსტრიომი, ვაჭრობას ანებებს თავს, აზარტული თამაშებით მოგებული თანხით ჰელსინკში რესტორანს ხსნის და ორი გმირის გზაც ამ დროს იკვეთება: ვიკსტრიომი თავისი რესტორნის ეზოში ჩაძინებულ ხალედს პოულობს.
ფილმისთვის „იმედის მეორე მხარეს“ 2017 წელს აკი კაურისმიაკი ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
„დედე“
რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი, საქართველო, ყატარი, ირლანდია, ჰოლანდია, ხორვატია 2017 წ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
ევროპის მოედანი, ღია კინოჩვენება, 22 სექტემბერი, 20.00 საათზე; კინოთეატრი „აპოლო“, 23 სექტემბერი, 22:30 საათზე.
დინა ტრადიციულ მთის სოფელში ცხოვრობს. დათო ომიდან სოფელში ბრუნდება. დინას ბაბუამ მას პირობა მისცა, რომ შვილიშვილს მიათხოვებდა, თუმცა დინას სხვა ბიჭი, დათოს მეგობარი გეგი უყვარდება.
ფილმის პრემიერა წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
„როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი „კუნძი“ მოხუცთა თავშესაფარში“
რეჟისორი: ალექსანდერ ჰანტი, რუსეთი 2017 წ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]
კინოთეატრი „აპოლო“, 23 სექტემბერი, 16:30 საათზე
ვიქტორი სმასა და დროსტარებას გადაყოლილი, თავგზააბნეული კაცია. ცოლი არ უყვარს, სხვა ქალისგან დაუგეგმავად შვილი უჩნდება. ბავშვობაში დედამ თავი მოიკლა, მამამ კი მიატოვა. ასე აღმოჩნდა ვიქტორი ობოლთა თავშესაფარში. გადის დრო და მამა ბრუნდება. ფილმის მთავარი ამბები მამა-შვილის შეხვედრის შემდეგ იწყება.
„თავისუფლების დღე“
რეჟისორები: უგის ოლტე, მორტენ ტრაავიკი. ნორვეგია, ლატვია 2016 წ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]
კინოთეატრი „აპოლო“, 23 სექტემბერი, 12:00 საათზე.
ჩრდილოეთ კორეაში იაპონიის კოლონიური პოლიტიკისგან გათავისუფლების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. ქალაქში სლოვენიური ბენდი „ლაიბახი“ ჩამოდის, რომელიც „ბითლზის“ და სხვა საკულტო როკ-ჯგუფების ქავერებს ასრულებს.
ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტილ საზოგადოებაში პირველად ჟღერს როკი. როგორ გგონიათ, რა რეაქცია ექნებათ ჩრდოლოკორეელებს 21 საუკუნეში თავისუფლების მუსიკასთან პირველი, ცოცხალი შეხებისას?
ფილმის ერთ-ერთი რეჟისორმა, მორტენ ტრაავიკმა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როცა ჯგუფი „ლაიბახი“ ჩაიყვანა და ჩრდილოეთ კორეა როკენროლის რიტმებს აზიარა.
„შემდგომი სახე“
რეჟისორი: ანჯეი ვაიდა. პოლონეთი, 2017 წელი. [დიდოსტატთა კოლექციის არასაკონკურსო სექცია]
კინოთეატრი აპოლო, 23 სექტემბერი, 20:30 საათზე.
ანჯეი ვაიდას ბოლო ფილმი კომუნისტური რეჟიმისგან დევნილი „თანამედროვე მხატვრობის მესიის“, ვლადისლავ სტრჟემინსკის ცხოვრების პერიოდს ასახავს.
„სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ მოწოდებით „აუდიტორია 115“ ბათუმელი მუშების მხადარდამჭერ აქიას მართავს. საუბარია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე, სადაც 8 სექტემბერს ორი მუშა დაიღუპა, ხოლო 18 სექტემბერს სამსახურში დაბრუნებული მუშები მშენებლობაზე აღარ შეუშვეს. მშენებლობა ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის გამართვას „აუდიტორია 115“ ამ ადგილას აპირებს.
კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციამ გუშინ, 19 სექტმებერს განაცხადა, რომ მშენებლობა დროებით შეჩერდა და სამსახურიდან არავინ დაუთხოვიათ.
„თუ ეს ასეა, მაშინ დასაქმებულების მოთხოვნაა, აუნაზღაურდეთ მათ გაცდენილი დღეები, ვინაიდან სამუშაოები შეჩერდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამავდროულად, მიეცეთ მათ გარანტია, რომ აუცილებლად დაუბრუნდებიან სამუშაოს,“ – აცხადებენ „აუდიტორია 115“-ში. ამ ორგანიზაციიის, ასევე პროფესიული კავშირების წარმომადგენლები დღეს დილით უკვე შეხვედნენ „მეტრო სითის“ ადმინისტრაციას.
„შეხვედრაზე გვითხრეს, რომ მუშები სამსახურიდან არ გაუშვიათ, მაგრამ ვერ გვიპასუხეს კონრკეტულად, როდიდან განახლდება მშენებლობა. ასევე ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ განაცთურის მიღებაზე. საუბარია 200-მდე მუშაზე, ბევრ მათგანს აქვთ ბანკის ვალები და შესაძლოა ულუკმაპუროდ დარჩნენ,“ – გვითხრა შეხვედრის შემდეგ ნათია ქარჩილაძემ, ის „აუდიტორია 115“-ის აქტივისტია.
შეხვედრის დასრულებას მუშები მშენებლობასთან ელოდნენ. „აუდიტორია 115“-ში ამბობენ, რომ კომპანიის პოზიციის მათთვის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, რომელ სახელისუფლებო ორგანოებს შეხვდებიან დღეს.
პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, დანაშაული ბავშვთა წინააღმდეგ, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველომ და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს.
ამჟამად დაკავებული პირის მიმართ საქართველოს მთავარ პროკურატურაში კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება.
18.00 საათზე: „სავარძელი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017, 93 წთ.
20.00 საათზე: „76 წუთი და 16 წამი“, აბას კიაროსტამთან, სეიფოლაჰ სამადიანი, ირანი, 2016; 76 წთ.
22.00 საათზე: „უსიყვარულობა“, ანდრეი ზვიაგინცევი, რუსეთი/საფრანგეთი, 2017; 127 წთ. [მხატვრული ფილმი „დიდოსტატთა კოლექციიდან“]
საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე, ნაჩვენები იქნება რეზო ესაძის ფილმი – „თვე როგორც ერთი დღე“ [2016 წ. 128 წთ.], ხოლო 22.00 საათზე – „ძმები ქალაქში“, რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2017; 45 წთ.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მწერალი დათო ტურაშვილი დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში – „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპული ღირებულებებისა და კულტურის შესახებ.
დათო ტურაშვილმა შეხვედრის დასაწყისში თავის წიგნებზე ისაუბრა, მათ შორის, „სხვა ამსტერდამსა“ და „ჯინსების თაობაზე“.
სტუდენტებმა მოჰყვა „ჯინსებს თაობის“ განხილვისას დისკუსია გამართეს. სტუდენტების ერთი ჯგუფის აზრით, თვითმფრინავის გატაცება, თუნდაც ყველაზე უწყინარი, ქვეყნების მონახულების მიზნით, ტერორისტული აქტია და სახელმწიფო უფლებამოსილი იყო დაესაჯა დამნაშავეები, თუმცა არა სიკვდილით.
სხვა სტუდენტების აზრით კი, საბჭოთა რეჟიმი ტოტალიტარული წყობა იყო, რომელიც განვითარების საშუალებას შეგნებულად ართმევდა ადამიანებს და ნებისმიერი სახის პროტესტი ამგვარი წყობის წინააღმდეგ გამართლებულია.
დასავლური ფასეულობებისადმი მიძღვნილი ქართველი მწერლების საჯარო ლექციები და შეხვედრა-დიალოგები სტუდენტებსა და მოსწავლეებთან, პროექტის ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის ფინანსური მხარდამჯერი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპის ფონდია.
ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმში დილის ათი საათიდან 12 საათამდე, მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ზვიად გამსახურდიას ქუჩას მოხატავს.
ხოლო „ტოლერანტობის კლუბის“ წევრები კი მოხატავენ სანაგვე ურნას აბაშიძის ქუჩაზე. პროექტი – „საქართველო ჩვენი სამშობლოა; ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.
„მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში. ზუსტად იგივე პასუხი მივიღეთ მორიგ კითხვაზეც – მუშაობს თუ არა ისევ სუს-ში ლაშა გაბრიჭიძე.
კანონის მიხედვით, თუ მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული ჩადენილია კონკრეტული პირის მიერ, სამართალდამცველებმა მას აუცილებლად უნდა წარუდგინონ ბრალი. შემდეგი ნაბიჯი ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაა, რაც სასამართლომ უნდა განიხილოს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ საერთოდ არ მივიდეს საქმე სასამართლომდე. პროკურატურას შეუძლია შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ და მასთან განრიდება გააფორმოს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არ გვაქვს საქმე და პირი განრიდების პირობებს აკმაყოფილებს. ამ დროს პირს ისევ შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის – სუს-ში.
2 აგვისტოს ღამის კლუბში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.“
დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოს ვადით 18 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
ბათუმის ამერიკულ კუთხეში კოორდინატორებისთვის ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი ცხრა ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებაა.
ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ერინ მარია ჯარეტის თქმით, ბათუმის ამერიკული კუთხე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელიც ევროპის ამერიკული კუთხეების ათეულში შედის.
დღეს, 19 სექტემბერს, საელჩომ კოორდინატორები დააჯილდოვა.
განახლებული ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გასულ წელს გაიხსნა.
ბათუმში, საბაგიროს მიმდიბარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულე სამ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სავაადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით. ამ დროისთვის მძღოლი დაკავებული არ არის. სამინისტრო ინფორმაციას ერთ-ერთის გარდაცვალების შესახებ არ ადასტურებს.
2017 წლის 20-24 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, რომლის ისტორიაც მჭიდროდაა დაკავშირებული რომაულ კულტურასთან, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’ გაიმართება. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი, ჯარისკაცის ცხოვრებასთან, საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები და რომაული კერამიკული ნაწარმი. მოეწყობა სანახაობა ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.
გონიო-აფსაროსის ციხეში ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’ გაიმართება.გონიო-აფსაროსის ციხეში ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’ გაიმართება.გონიო-აფსაროსის ციხეში ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’ გაიმართება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ცესკოსა და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საიამ რეკომენდაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა.
დღეს საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმ თემატურ დარღვევებზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, ხელს უშლის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას საქართველოში.
საიას ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პროცესები, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღე, არ იყო თავისუფალი ძალადობრივი თუ სხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებებისაგან, თუმცა მათი მასშტაბი და დარღვევების სიმძიმე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე.
საიაში მიიჩნევენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორიც იყო, მაგალითად, სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება მმართველი პარტიის ინიციატივით, ან კამპანია „არა ძალადობას,“ პარტიების მიმართ არაერთი სამოქალაქო მოწოდება და სხვა, წინასაარჩევნო პერიოდი მხოლოდ საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული არ ყოფილა:
„ამ პერიოდს თან სდევდა ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, ხშირად ისმოდა პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბრალდებები და პიროვნული შეურაცხყოფები. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, კერძოდ, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დანაშაულებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ და სხვა. “
საია კონკტრეტულ ფაქტებს ასახელებს:
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა დიდინეძში, გორსა და თბილისში საფრთხე შეუქმნა სტაბილურ საარჩევნო გარემოს და მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა;
წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებების მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში ვერ ახერხებდნენ ინციდენტის პრევენციას;
სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულების ჩადენას არ ჰქონია სისტემური ხასიათი, თუმცა როდესაც არსებობდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები, ასეთ შემთხვევაზე პროკურატურამ გამოძიებაც კი არ დაიწყო და ჩატარდა ე. წ. „წინასაგამოძიებო შემოწმება“;
საკმაოდ ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად შესაძლო დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა არ მომხდარა და მათ მიმართ არ განხორციელებულა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
კორცხელის ინციდენტზე სახელმწიფოს რეაგირება არ იყო ადეკვატური და მხოლოდ არასაჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამ ვერ იქონია გავლენა ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრაზე;
საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საკმაოდ ხშირი იყო არასწორი კვალიფიკაციის შემთხვევები;
პრობლემატურია გამოძიების პროცესში სიძულვილის მოტივის გამოკვეთაც…
საია ინკლუზიურ გარემოზე
საიას ინფორმაციით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ინკლუზიური საარჩევნო გარემოზე დაკვირვების ფარგლებში ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური, საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორისაა: არაადაპტირებული მისასვლელი გზები, ქუჩები, უბნები.
„ჩვენს ქვეყანაში როცა საუბრობენ შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოზე, ძირითადად გულისხმობენ ეტლით მოსარგებლეებს. სამწუხაროდ არც საარჩევნო უბნებზე და არც ზოგადად ქუჩებში არ არის ადაპტირებული გარემო შეზღუდული მხედველობის, სმენადაქვეითებული და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებთაც შესაბამისი მანიშნებლები ესაჭიროებათ დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის,“- ამბობს გიორგი ხიმაშიაშვილი.
საიას კვლევის მიხედვით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეზღუდულია წვდომა ინფორმაციაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური აქტორების შესახებ. რაც შეეხება გენდერულ პოლიტიკას, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო მექანიზმი, რაც ქალთა წარმომადგენლობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. ფინანსური წახალისების ნებაყოფლობითი ნორმა, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ აწესებს სრულიად არასაკმარისი და არაეფექტურია გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად. რეკომენდაციები
ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგელობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ; სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა; ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
ბათუმში, კაჩისნკების ქუჩაზე, მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ და სამსახურიდან დაუსაბუთებლად დაითხოვეს. 8 სექტემბერს აქ მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლები ამბობენ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამო იყო შეჩერებული მშენებლობა. სამსახურში დაბრუნებულებს კი, მუშაობის საშუალება აღარ მისცეს.
„12 სექტემბერს იყო დაკრძალვა, მერე ისევ სამსახურში გამოვედით. ოჯახმა მოგვმართა თხოვნით, რომ ორი-სამი დღით იქნებ პატივი მიაგოთ, 9 დღე მაინც გავიდესო. უფროსებიც იქ იყვნენ. არ უთქვამთ, არ წახვიდეთო. დავიშალეთ იმ პირობით, რომ ორშაბათს მოვიდოდით სამსახურში. მოვედით გუშინ მშენებლობაზე და აღარ შეგვიშვეს,“ – გვიყვება თენგიზ თავდგირიძე.
მშენებლების თქმით, კომპანიამ ერთდროულად 200-მდე მუშას უთხრა უარი სამსახურზე. „მენეჯერი იცვლებაო, სხვა კომპანია შემოდისო, სხვა ადამიანები იმუშავებენო, თქვენ რატომ გიშვებთო, ეს ვერ გვითხრეს. ის დღე რატომ მიატოვეთო, ეს დაუსახელებიათ მიზეზად, ჩვენდა დაუკითხავად რატომ წახვედითო, მაგრამ ოჯახის თხოვნა იყო და მიცვალებულების გამო შევაჩერეთ მუშაობა,“ – ამბობს გიორგი ბესტაევი.
„არავინ არ გაგვიშვია სამსახურიდან,“ – ამბობს კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი რაულ კახაძე. მისი თქმით, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კომპანიამ დამატებით ახალი ბრიგადის აყვანა გადაწყვიტა და ამის გამო არ შეუშვეს მუშები მშენებლობაზე. „ერთი ბრიგადა უნდა დავამატოთ. ეს ჩვენი უფლებაა, ავიყვანოთ დამატებით თანამშრომლები. ეს იყო რაღაც გაურკვევლობა. სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდება, კონკრეტულად როდის, ჯერ არ ვიცი,“- უთხრა რაულ კახაძემ „ბათუმელებს“.
გაირკვა თუ არა, რის გამო დაიღუპა ორი მშენებელი? – ამ კითხვაზე რაულ კახაძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. აქციის მონაწილე მშენებლების თქმით კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიუხედავად, ამწე კრანის ტროსი გაწყდა.
ამ წუთებში შერეული სამთავრობო კომისია ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხს განიხილავს.
აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 459,000 ლარს გამოუყოფს. ფინანსურ დახმარებას ჯამში რვა ოჯახი მიიღებს. მათ შორის ორი ოჯახის სახლი აფეთქების შემდეგ დაინგრა, ექვსი სახლი კი დაზიანდა.
„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმაცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, რომელიც ამავდროულად სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.
მინისტრის განმარტებით, ფინანსურ დახმარებას ის ექვსი ოჯახიც მიიღებს, რომელთა სახლები აღდგენას ექვემდებარება. მათაც თანხას სარეზერვო ფონდიდან ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოუყოფენ. რვა ოჯახისათვის ჯამში 459,000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დაზიანება თხევადი აირის გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია.
საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე. ნაჩვენები იქნება „სევდის ანგელოზები“, თეონა ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი გია ყანჩელის შესახებ, ხოლო 22 საათზე ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მთავარ ფოტოზე: კადრი კორნელ მუნდრუცოს ფილმიდან „მონტეკში დაბრუნება“
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება. საავტომობილო გზების აჭარის დირექციის ინფორმაციით, გვირაბთან ახლოს მიმდინარეობს არსებულ მაგისტრალზე ქობულეთის ახალი შემოვლითი გზის დაერთება.
ქობულეთის შემოვლითი გზის [ავტობანის] ქობულეთი-ბათუმის არსებულ საავტომობილო გზასთან დაერთება მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის გამოც ამ დრომდე ჩაკეტილი იქნება გვირაბის მარცხენა მხარე [ჩაქვის მხრიდან] და ორმხრივი მოძრაობაა მარჯვენა [ჩაქვის მხრიდან] გვირაბში.
25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე კი, გვირაბის მარცხენა მხარე გაიხსნება ორმხრივი მოძრაობისთვის და ჩაიკეტება მარჯვენა მხარე. ამ პერიოდში გზის გაფართოების სამუშაოები ჩატარდება.
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრიდან აღდგება.
რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას, ის 2018 წლის გაზაფხულამდე არ გაიხსნება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე საქართველოში ყველაზე დიდი ხიდის მშენებლობა.
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / 20017 წელი / თედო ჯორბენაძის ფოტო
ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში 2 აგვისტოს ადამიანი დაჭრეს. თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი პოლიციელი იყო. სინამდვილეში კი, მოხდა პირიქით – „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი, 27 წლის მამაკაცი. „სექტორში“ მომხდარ ფაქტზე სუს-ის თანამშრომლისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგენიათ.
ის, რომ სუს-ის თანამშრომელ ლაშა გაბრიჭიძეს ადამიანის დაჭრისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგინეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგვიდასტურეს. ბრალის წარდგენის შემთხვევაში პროკურატურა ვალდებული იქნებოდა სასამართლოსთვის მიემართა აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით, მაგრამ აჭარის პროკურატურას მსგავსი მოთხოვნით ბათუმის სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
საქმე იმაშია, რომ ლაშა გაბრიჭიძის მიმართ 2 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ შეიძლება საერთოდაც ვერ იმსჯელოს. როგორც საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს: „დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არ გვაქვს საქმე, პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ, თუ პირი განრიდების პირობებს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, იმის მექანიზმი, რომ პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს, არ არსებობს. განრიდებული პირის ბიოგრაფიაც აბსოლუტურად „სუფთა რჩება“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ არ მოქმედებს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მას შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ თანამდებობაზე“.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]აფარებენ თუ არა სამართალდამცავები ხელს კოლეგას, რომელმაც ადამიანი დაჭრა?[/highlight]
ამ რიტორიკული კითხვის პასუხიც რიტორიკულია – გამოძიების ქმედებით თუ ვიმსჯელებთ, დიახ, აფარებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის თანამშრომელმა 27 წლის მოქალაქე დაჭრა, სამართალდამცავებმა თავიდანვე გაასაიდუმლოეს. ფაქტიდან მეორე დღეს სრულიად ქართული მედია, მათ შორის „ბათუმელებიც“ იუწყებოდა იმის შესახებ, რომ „ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს“.
„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს, ადამიანის დაჭრის შემდეგ, ლაშა გაბრიჭიძე სიტუაციას თავად სუს-ის თანამშრომლებმა გაარიდეს. ამ უწყებამ იმავე ღამეს გაბრიჭიძე თბილისში წაიყვანა. „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა იმის გარკვევა, ლაშა გაბრიჭიძის გადაყვანაზე ოფიციალური თანხმობა გასცა თუ არა აჭარის პროკურატურამ, ანუ ორგანომ, რომელიც 2 აგვისტოს მომხდარ ფაქტს იძიებს. ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარება სწორედ აჭარის პროკურატურის პრეროგატივა იყო.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სუს-ი და მისი თანამშრომელი[/highlight]
ხალხით სავსე ღამის კლუბში 2 აგვისტოს ღამეს პირად საქმეზე ბათუმში მყოფმა ლაშა გაბრიჭიძემ გაისროლა. „გიდასტურებთ, რომ აღნიშნული პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია“, – ეს განმარტება სუს-ის პრესცენტრიდან მას შემდეგ მიიღო „ბათუმელებმა“, როცა მათ ვკითხეთ, ნამდვილად ხომ არის ლაშა გაბრიჭიძე უწყების თანამშრომელი.
სუს-ის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ 2 აგვისტოს ღამეს ლაშა გაბრიჭიძე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პრესცენტრის თქმით, „ის იყო ხელმძღვანელობის მიერ დათხოვნილი და პირად საქმეზე იმყოფებოდა ბათუმში. ამჟამად იმყოფება ბიულეტენზე“.
სუს-ში არ გვეუბნებიან, იარაღი, რომლითაც ლაშა გაბრიჭიძემ ისროლა, უწყებას ეკუთვნის თუ თავად ლაშა გაბრიჭიძის საკუთრებაა. ასევე არ გვიპასუხეს კითხვაზე, რა თანამდებობაზე მუშაობს ის. სუს-ში მიაჩნიათ, რომ უნდა „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, რომელსაც აჭარის პროკურატურა აწარმოებს.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რას ამბობს პროკურატურა[/highlight]
„ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი გვარაკიძეს ჰკითხა, დააკავეს თუ არა ლაშა გაბრიჭიძე. „არ იცით თქვენ საქმის ვითარება და ამიტომ ასე მშრალად მეკითხებით, დაკავებული არის თუ არა ეს პირი. ამიტომ გეუბნებით, რომ საქმეზე არის რაღაცები ისეთი, რაც ჯობია ერთიანობაში იცოდეთ. ასე მშრალად რომ ავიღოთ, დაკავებული არის თუ არა, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დაკავებული. მერე იტყვიან, უი, რატომ არ არის დაკავებული“, – გვიპასუხა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.
„გამოძიება რომ დაწყებულია მე ამას გიდასტურებთ, მაგრამ შეიძლება დეტალები გაინტერესებდეთ და მე ამაზე ინფორმაციას ვერ მოგცემთ. დაუკავშირდით პრესცენტრს და სრულ ინფორმაციას მოგაწვდიან“, – გვირჩია გიორგი გვარაკიძემ და დაგვემშვიდობა.
პროკურატურის პრესცენტრში თავდაპირველად „ცოტა დრო“ ითხოვეს ინფორმაციის დასამუშავებლად. მოგვიანებით კი შეგვატყობინეს: „გარდა იმისა, რომ ჩვენთან გამოძიება მიმდინარეობს, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“.
29 წლის ლაშა გაბრიჭიძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის ახლაც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობს პროფესორ მშობლებთან ერთად. ლაშა გაბრიჭიძესთან გასაუბრების მიზნით მის სახლში მისულებს ლაშას მამა დაგვხვდა. მამამ თავდაპირველად გვითხრა, რომ მისი შვილი სუს-ში არ მუშაობს. მოგვიანებით კი თქვა, რომ მისი შვილი სახლში არ იმყოფება და რომც იყოს, ამ თემაზე საუბარი არ სურს. ლაშა გაბრიჭიძეს დავუტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია იმ შემთხვევისთვის, თუ მოინდომებდა ჩვენთან საუბარს. ის არ დაგვკავშირებია.
გაბრიჭიძის ოჯახის მსგავსად, თავდაპირველად „სექტორ 26“-შიც ამბობდნენ, რომ 2 აგვისტოს ღამეს მათ კლუბში არაფერი მომხდარა. მოგვიანებით ამ კლუბის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“ უთხრა, მსმენია, რაღაც რომ მოხდა „სექტორში“, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიციო: „ვერ გეტყვით ვერაფერს. იმ მომენტში იქ არ ვიყავი და არ ვიცი არაფერი. ჩვენი თანამშრომელი (დაცვის თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა – ავტ.) სამსახურში არ დაბრუნებულა, მაგრამ ვიცი, რომ კარგად არის… საკონტაქტო არ მაქვს, რადგან მასთან შეხება არ მაქვს“.
პრესცენტრთან საუბრის შემდეგ „ბათუმელებს“ დაურეკა უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სექტორ 26“-ის მენეჯერია და თქვა, რომ მათ კლუბში არავინ დაუჭრიათ. „ტყუილს ნუ ავრცელებთ“ – კატეგორიულად მოითხოვა მამაკაცმა და ტელეფონი გამორთო. მან თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
როგორ მოხდა ისე, რომ „სექტორ 26“-ში, სადაც დაცვას საგანგებოდ იმისთვის ქირაობენ, რომ კლუბში შეიარაღებული პირი არ დაუშვან, თავად დაცვის თანამშრომელი დაჭრეს? – ეს გვინდოდა გვეკითხა „სექტორ 26“-ში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლაშა გაბრიჭიძე კლუბის მესაკუთრეების ახლო მეგობარია და ამიტომაც არ გაჩხრიკა დაცვამ ის ღამის კლუბში შესვლის დროს, „სექტორ 26“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, ჟურნალისტმა გვანცა დარასელმა კატეგორიულად გამორიცხა. მან ასევე თქვა, რომ არ იცის რა მოხდა 2 აგვისტოს, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა.
27 წლის მამაკაცი თენგიზ ა-ი, რომელიც ლაშა გაბრიჭიძემ 2 აგვისტოს დაჭრა, თბილისიდან ჩამოვიდა ბათუმში სამუშაოდ და სამსახურშიც პირველად სწორედ იმ დღეს გავიდა. თენგიზი, როგორც ექიმებმა თქვეს, 2 აგვისტოს, ღამის 3-4 საათის მონაკვეთში, გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს საავადმყოფოში. მუცლის ღრუში გაჩერებული ტყვია თენგიზის სხეულიდან ექიმებმა ქირურგიული ჩარევის გზით ამოიღეს და პროკურატურას გადასცეს.
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ იმ ღამით ლაშა გაბრიჭიძეს თენგიზისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. იმავე თვითმხილველებს თუ დავეყრდნობით, ლაშა გაბრიჭიძე 2 აგვისტოს ღამეს, მთვრალი იყო.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, „გასროლა მოულოდნელად მოხდა“.
ღამის კლუბში მყოფი კიდევ ერთი პირი კი ამბობს, რომ ბევრს არც გაუგია გასროლის შესახებ. ვცეკვავდით, როცა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ კლუბი იკეტებოდა. გასროლის ხმა ნამდვილად არ გამიგია. უცებ დაიკეტა კლუბი, ყველანი გარეთ გამოგვიშვეს ისე, რომ არავის არაფერი აუხსნია. მალევე დავიშალეთ. კაცის დაჭრის ამბავი მეორე დღეს გავიგე“.
თენგიზ ა-ი საავადმყოფოდან უკვე გაწერს. საავადმყოფოში არც ერთი საათით არ დარჩენილა ლაშა გაბრიჭიძე – მას 2 აგვისტოს ღამეს ბათუმის „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში „ზედა კიდურის კანის ჭრილობის ძირითადი შეხვევა“ გაუკეთეს. გაბრიჭიძე „რესპუბლიკურიდან“ ჭრილობის შეხვევისთანავე წავიდა. თვითმხილველების ვარაუდით, ლაშა გაბრიჭიძეც თავისივე იარაღიდან გასროლის დროს დაიჭრა.
2 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]არის თუ არა 2 აგვისტოს ღამეს მომხდარი დანაშაული ერთი ჩვეულებრივი კრიმინალური ისტორია?[/highlight]
[checklist]
არა, რადგან ცეცხლსასროლი იარაღიდან მოქალაქე სამართალდამცავმა დაჭრა.
არა, რადგან სამართალდამცავს, რომელმაც მოქალაქე დაჭრა, დღემდე ბრალი არ აქვს წარდგენილი.
არა, რადგან სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პროკურატურას 72 საათის განმავლობაში სასამართლოში უნდა გადაეგზავნა, დღემდე ისევ პროკურატურაშია.
არა, რადგან რიგით მოქალაქეს, როგორც წესი, ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალს აუცილებლად წარუდგენდნენ.
[/checklist]
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ჭრიან[/highlight]
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოიკვეთა, რომ დანაშაული ჩადენილია X პირის მიერ, სამართალდამცავებმა მას ბრალი აუცილებლად უნდა წარუდგინონ. შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯი არის ის, რომ ამ X პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს სასამართლომ. მხარეების მოსმენის შემდეგ სასამართლო თავად წყვეტს აღკვეთი ღონისძიების რა ფორმა გამოიყენოს X პირის მიმართ – პატიმრობა, გირაო თუ თავდებობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლის, ლაშა გაბრიჭიძის მიმართ, კანონის არც ერთი ეს მოთხოვნა არ იქნა დაცული. თუ ლაშა გაბრიჭიძის მიმართ სასამართლო იმსჯელებდა, შესაძლოა მას სამსახურის შენარჩუნება გასჭირვებოდა, რადგან პირობითი მსჯავრის შემთხვევაშიც კი, ის სუს-ში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სხვა შემთხვევები, როცა ასევე პოლიციელმა გაისროლა[/highlight]
21 ივლისს პოლიციელმა არჩილ დევრიშაძემ ქობულეთში მოქალაქეების მისამართით გაისროლა. არც ამ შემთხვევაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციელი. გასროლის შედეგად არავინ დაჭრილა, ამის მიუხედავად არჩილ დევრიშაძე 24 ივლისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ღამის კლუბში პოლიციის კუთვნილი იარაღიდან გაისროლეს, 2014 წლის 27 დეკემბერს მოხდა ბათუმში. ამ შემთხვევაში გასროლა ტრაგიკულად დასრულდა – ღამის კლუბ „ლეგასში“ თავად პოლიციელი დაიღუპა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი, ღამის კლუბში სამსახურებრივი იარაღით იმყოფებოდა და სროლაც მან პირველმა დაიწყო. იარაღი მას იმავე კლუბში მყოფმა რამაზ დევაძემ წაართვა. სასამართლომ დაადგინა, რომ რამაზ დევაძემ თარაშ მუკბანიანი თავისი იარაღით მოკლა. ცნობილ მოჭიდავეს, რამაზ დევაძეს, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ.
„შერჩევითი მართლმსაჯულება“ – ამ ფრაზას ახსენებს ყველაზე ხშირად „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი სუს-ის თანამშრომლის ამბის გაცნობის დროს. იგი მიიჩნევს, რომ თუკი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო კონკრეტული პირის მიმართ არ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, კანონის ერთგვაროვანი გამოყენების პრინციპი ირღვევა, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას.
არჩილ ჩოფიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროკურატურამ ღამის კლუბში მომხდარი შემთხვევას სხეულის გაზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლის კვალიფიკაცია მიანიჭა. „როცა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრიან ადამიანს, მაშინვე განზრახ მკვლელობის მუხლის კვალიფიკაციას აძლევს პროკურატურა. დანით მიყენებული ჭრილობის შემთხვევაშიც ხშირად იგივე ხდება, რადგან მუცლის არეში დაჭრეს ადამიანი. ეს მძიმე შემთხვევაა. განზრახ მკვლელობა კი შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,“ – განმარტავს იურისტი.
სხეულის განზრახ დაზიანების შემთხვევაში კი, პროკურატურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ნიშნავს ბრალის წარდგენამდე.
„ამ დასკვნით უნდა დადგინდეს, მართლა იყო თუ არა ამ კატეგორიის დაზიანება. ექსპერტიზას ამ შემთხვევაში სჭირდება დიდი დრო, რადგან იგი იწყება სამედიცინო ბარათის დახურვის შემდეგ და ხდება სამედიცინო დოკუმენტაციის სრული გამოკვლევა. როცა ცეცხლსასროლ ჭრილობასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს რეაგირება და წარედგინოს ბრალი ბრალდებულს. ამისთვის გამოძიებას თვე რომ დასჭირდეს, ან წლები, კანონით ვერავინ მიედავება, მაგრამ დროული რეაგირების პრინციპი დარღვეული იქნება. ვფიქრობ, 2 აგვისტოდან დღემდე საკმაო დროა გასული იმისთვის, რომ პროკურატურას მიეღო პროცედურული გადაწყვეტილება. როცა ასე არ ხდება, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ არ ხდება ეფექტურად გამოძიება,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი მიიჩნევს, რომ თუ საქმეში პოლიციელი ფიგურირებს, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, „ორმაგი და სამმაგი გამჭვირვალობით უნდა წარიმართოს სამართლებრივი პროცედურები და შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს“.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის თანამშრომლის სავარაუდო სამართალდარღვევას განიხილავდა სასამართლო და გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს? – არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, დამნაშავედ ცნობილი ვეღარ იმუშავებდა სუს-ში და ვერც რომელიმე საჯარო უწყებაში, რადგან „განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, კანონის შესაბამისად, ვერ დაიკავებს თანამდებობას საჯარო სამსახურში, მით უმეტეს, სამართალდამცავ უწყებაში“.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოებისთვის მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობა იმ ტენდერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:
ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების და კაბელების გადატანა; გვერდულებისა და კიუვეტების გაწმენდა; მიწის სამუშაოები; რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების შეკეთება-მოწყობა; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება; სარწყავი წყლისათვის ლითონის მილების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარით; საგზაო ნიშნების მოწყობა; სავალი ნაწილის მონიშვნა და სხვ.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 6 ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება.
გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის [კმ 1 – კმ 6 მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 14 თვე. მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან – 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე. კურორტი დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით, 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამავე წყაროს ცნობით, ვიზიტორების სიმრავლის მხრივ ყველაზე გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც მარტო ივნის-აგვისტოში 160 259 ვიზიტორი ეწვია, „რაც გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტია“. რვა 8 თვის მონაცემებით კი, ბოტანიკურ ბაღს 198 259 ვიზიტორი ესტუმრა.
ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩევა დელფინარიუმიც, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში 143 885 ტურისტი ეწვია. ხოლო რვა თვის განმავლობაში დელფინების შოუ 158 894-მა ვიზიტორმა ნახა. „სტატისტიკურ მონაცემებში არ არიან შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.
ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტი ვიზიტორი ჰყავდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო.
მეტი მომხმარებელი ჰყავდა ბათუმის საბაგიროსაც. „ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი ესტუმრა“.
მტირალას ეროვნულ პარკს 28 047 (+20%) ვიზიტორი ეწვია. რვა თვის განმავლობაში კი მტირალას პარკი სულ 35 571-მა ტურისტმა მოინახულა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მაზნიაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა. „მამაკაცს მხრის მარჯვენა ნაწილში და თავზე აქვს დაზიანებები მიღებული, სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გადაყვანის დროს მამაკაცი კონტაქტური იყო“.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სასწრაფოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლებია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე 2,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, პირი ადმინისტრაციული წესით, 500 ლარით დაჯარიმდება, ან დაეკისრება გამასწორებელი სამუშაო 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
კანონმდებლობის მიხედვით, გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამამდეა, ხოლო ნედლისა – 10 გრამამდე.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში წელს სულ სამი პირველკლასელი ჰყავთ. ამ ბავშვების პედაგოგმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბავშვები მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სამიდან ორი ბავშვის მშობელი სხეფის სკოლაში მუშაობს.
მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვს სახელისუფლო პარტიის დროშა სკოლაში სახლიდან არ მიუტანია. მალხაზი სხეფის საბაზო სკოლაში ხელოვნებასა და მუსიკას ასწავლის.
„ბავშვს დროშა სახლიდან არ წაუღია, ვინ მოიტანა სკოლაში, როდის ეს არ ვიცი. როცა ფოტოს ვუღებდი მაშინ შევამჩნიე დროშა, უხაროდა და აფრიალებდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ყველაფერი შემთხვევით მოხვდა. როდესაც გამოხმაურება მოჰყვა ამ ფოტოს, მაშინ მივხვდით, რომ დარღვევა იყო“, – ამბობს პედაგოგი.
კიდევ ერთი ბავშვის მშობელი დარიკო ცენტერაძე, რომელიც ამავე სკოლაში საქმის მწარმოებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისმა შვილმა დროშა სახლიდან წაიღო.
„დროშა ბავშვმა სახლიდან წაიღო, რამდენიმე დღის წინ მინისტრთან შეხვედრაზე იყო წასული ჩემი ოჯახის წევრი, დროშები მან მოიტანა, ბავშვს მოსწონდა და ხელში ჰქონდა. რომ მცოდნოდა არ შეიძლებოდა და ეს ამბავი მოყვებოდა, გავატანდი? ახლა რა მოხდება?“ – ამბობს დარიკო.
დარიკოს თქმით, მისმა შვილმა სკოლაში მხოლოდ „ერთი დროშა წაიღო“ და არ იცის, სხვა ბავშვების ხელში როგორ აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ სიმბოლო.
მესამე ბავშვის მშობელი ეკა დავითაძეც იმავეს ამბობს, რომ „დროშა მას არ გაუტანებია: „ფოტოს ამბავიც თქვენგან მესმის. ბავშვი სახლიდან ადრე გავიდა, ქმარმა წაიყვანა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, საიდან აღმოჩნდა დროშა ბავშვის ხელში“.
სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „ადგილზე მუშაობდა ოთხი ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“.
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, ხანძარი დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის გაჩნდა. საცხოვრებელ სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობს.
„სახლი ღაღაიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჩვენთვის უცნობია, ალბათ გამოძიება დაადგენს. სახლი მთლიანად დაიწვა, ამიტომ საცხოვრებლად გამოუსადეგია. ჩვენ ვიმსჯელებთ კომისიაზე და დაზარალებულ ოჯახს კომპენსაციას გამოვუყოფთ,“-ამბობს გამგებელი.
გამგებლის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
ბათუმი-ქედის მონაკვეთზე (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენის მშენებლობაზე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ტრიჯიტი“ განახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტექნიკური ზედამხედველი ელექტრონული ტენდერით შეარჩია.
ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი სამინისტრომ 8 აგვისტოს 126 700 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს „ტრიჯიტმა“ სამინისტროს ზედამხედველობის გაწევას 124 700 ლარად შესთავაზა, ხოლო შპს „ოიკო ჯგუფმა“ – 126 700 ლარად.
ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ტრიჯიტთან“ 5 სექტემბერს გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელშეკრულებო ვადა 2019 წლის 31 ივლისს იწურება. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ გაზსადენის მშენებლობაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტექნიკურ ზედამხედველს გაზსადენის მშენებლობის ყოველდღიური კონტროლი ევალება. მან უნდა შეამოწმოს და გააკონტროლოს გამოსაყენებელი მასალებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხი, კონსტრუქციებისა და მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობა პროექტით მოთხოვნილ პარამეტრებთან.
ტექნიკურ ზედამხედველს ასევე მოეთხოვება განახორციელოს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან, უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების მონიტორინგი და უზრუნველყოს სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს დაცვა, მონიტორინგის ანგარიში კი ყოველთვიურად სამინისტროს წარუდგინოს.
„ბათუმიდან ხიჭაურამდე გაზსადენის მშენებლობა ორ კვირაში დაიწყება. შემდეგი ეტაპი იქნება ხიჭაური – გოდერძის მიმართულებით. რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება. საუბარია ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობაზე, რომელიც ერთ თვეში დაიწყება და მშენებლობაზე 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯება,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქედაში 14 სექტემბერს, მერობის კანდიდატის წარდგენისას.
შავი ზღვის ბიზნესის აკადემია ასევე აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო კურსებზე:
– სასტუმროს მენეჯმენტი – სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA – ბუღალტერია – ბანკის მოლარე-ოპერატორი – ძვირფასი ლითონები – საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCad – არქიტექტურული მოდელირების პროგრამული პაკეტი ArchiCAD
წარმოსადგენისაბუთები:
– სააპლიკაციო ფორმა [ივსება ადგილზე სასწავლებელში];
– პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება – [ივსება ადგილზე სასწავლებელში];
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– საბაზო / სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდაზოგადი განათლების საბაზო / სრული საფეხურის დაძლევის გარეშე;
– 2 ფოტო (¾).
პროგრამაზედაშვებისწინაპირობა:
– ბუღალტერის პროგრამაზე დაიშვებიან: სრული ზოგადი განათლების მქონე პირები;
– დანარჩენ სადიპლომო პროგრამებზე [სასტუმროს მიღება-განთავსების სპეციალისტზე, სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორზე და ბანკის მოლარე-ოპერატორზე] ჩასარიცხად საკმარისია საბაზო განათლება;
სასერტიფიკატო პროგრამებზე დაიშვებიან მოქალაქეები 14 წლიდან
მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არსებობს და განყოფილებაში ორი თანამშრომელია დასაქმებული, ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თანაშემწის აყვანას აპირებს გამარტივებული კონკურსით.
კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადების გადარჩევა უკვე დასრულდა. შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, რომელსაც კონკურსანტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ან მის უფლებამოსილ პირთან გაივლიან.
რაში სჭირდება თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამგებელს, როდესაც გამგეობას ამ მიმართულებით განყოფილებაც აქვს და ორი თანამშრომელიც ჰყავს? – ხულოს გამგებელი ამბობს, რომ ვაკანსიის დასახელებაში შეცდომა გაეპარათ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაცვლად, პრესასთან ურთიერთობა უნდა ყოფილიყო. იგი დამატებით კადრის აყვანის საჭიროებას ასე ხსნის:
„ტელევიზიებს ბიუროები აქვთ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი ინფორმაციას მოითხოვს. იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერნეტგვერდი და სოციალური გვერდი აქვს და ჩვენს თანამშრომლებს ბევრი სამუშაო აქვთ, მედიასთან ურთიერთობას დიდი დრო მიაქვს და განყოფილებაში დასაქმებული ორი ადამიანი ამდენ საქმეს ვერ გასწვდება, გადავწყვიტეთ აგვეყვანა დამატებით ერთი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ პრესასთან ურთიერთობის საკითხებში იმუშავებდა, ასე ფუნქციებიც გადანაწილდება და უფრო ეფექტური იქნება მუშაობა. იქედან გამომდინარე, რომ პრესასთან ურთიერთობა იდენტურია საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები უცვლელი რჩება. კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. გასაუბრება რამდენიმე დღეში ჩატარდება,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე.
ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი https://khulo.ge/cgi-sys/suspendedpage.cgi გათიშულია. რაც შეეხება გამგეობის ფეისბუქგვერდს, გვერდზე ბოლო ათი დღის განმავლობაში „აჭარის ტელევიზიის“, „ენპარდისა“ და სააგენტო „ნიუპრესის“ მიერ მომზადებული მასალებია გაზიარებული. გარდა ამისა 15 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის გვერდზე გამოქვეყნებულია ერთი ინფორმაცია, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სკოლების მონახულებაზეა საუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა.
„2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ პიარკამპანია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გვერდები იმართება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.
ასევე, ამ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი და ყველაზე საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა შუახევის მუნიციპალიტეტში, – სკოლის მასწავლებელმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება და განათლების სამინისტრო ზრუნავდეს ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ისინი დაკავებული არიან იმით, რომ მოსწავლეები ჰყავთ მმართველი პარტიის საარჩევნო აგიტაციაში ჩართული. გამომდინარე აქედან, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი აიღოს არჩევნების გაყალბების მზადებაზე და დაუყოვნებლივ დადგეს განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი,“- განაცხადა ქამადაძემ.
მირდატ ქამადაძე მოუწოდებს აუდიტის სამსახურს და ცენტრალურ საარჩევო კომისიას გამოიკვლიოს ხსენებული ფაქტები და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საუბრობს „სამართლიანი არჩევნებიც“, მან სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე წინასაარჩევნო მასალების გამოქვეყნების გამო ცესკოს განცხადებით უკვე მიმართა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, საარჩევნო პერიოდში ეს მიიჩნევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევად. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, „სასწავლო პროცესში დროშების გამოფენით სკოლის პოლიტიკური აქტივობა წარმოჩნდა, რითაც დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი“.
სხეფის სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დროშები პირველკლასელებმა სკოლაში თვითონ მიიტანეს.
„ეს მოხდა შემთხვევით, ბავშვებს ჰქონდათ დროშები ხელში და როცა დავამთავრეთ საზეიმო შეხვედრა, ბავშვებმა ითხოვეს, რომ მასწავლებელო, გადაგვიღე სურათიო. მასწავლებელი ასე აცხადებს, ბავშვებს ჰქონდათ დროშებიო“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, იცოდა თუ არა მასწავლებელმა, რომ ამით სკოლის შინაგანაწესს არღვევდა, დირექტორი ამბობს, რომ „მაგაზე არ დაფიქრებულა, ალბათ“.
სკოლის დირექტორს ვკითხეთ, იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა, მაგალითად, გასულ წელს. დირექტორი ამბობს, რომ არა. „არ ყოფილა სხვა დროს, წელს რატომ მოვიდნენ დროშებით, არ ვიცი“.
აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ თავდაპირველად უთხრეს, რომ ფოტოს გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მოგვიანებით სამინისტროში შემდეგი განმარტეს: „აღნიშნული საკითხის პრეროგატივა აქვს სკოლის დირექტორს, თუმცა ის ერთპიროვნულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. პედაგოგს დისციპლინური პასუხისმგებლობა რომ დააკისროს, ამისთვის აუცილებელია შეიკრიბოს დისციპლინური კომიტეტი, რომელშიც შედის სკოლის მასწავლებელი, მაღალი კლასის მოსწავლე და მშობელი. პედაგოგთან მიმართებაში მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“.
რას აპირებს ოთარ დავითაძე? – ამბობს, რომ ამ საკითხს „განვიხილავთ და დავგმობთ“.
მარინა დარჩიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფოტოებიც „ქართული ოცნების“ ემბლემიანი ბენდენით. პედაგოგი წერს, რომ იმყოფება ბათუმში. გასულ კვირას ბათუმში მმართველმა პარტიამ აქცია-კონცერტი გამართა, სადაც თავისი მერობის კანდიდატები წარადგინა.
21.00 საათზე: სევდის ანგელოზები, თეონა ჯორბენაძე, საქართველო, 2017, 49 წთ.
22.30 საათზე: ქსელი, კიმ კი დუკ, სამხრეთ კორეა, 2016; 118 წთ. [დიდოსტატთა კოლექციიდან]
საღამოს, 20.30 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე. ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მთავარ ფოტოზე: კადრი კორნელ მუნდრუცოს ფილმიდან „იუპიტერის მთვარე“
დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და სამსახიობო ოსტატობისთვის ფესტივალზე ბუბა კიკაბიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. კინომსახიობს პრიზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.
კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კომპოზიტორ გია ყანჩელს.
საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ცაგო კახაბერიძის ფოტოსაავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ცაგო კახაბერიძის ფოტოსაავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ცაგო კახაბერიძის ფოტოსაავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ნანა კვაჭაძის ფოტო
ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი – „ხიბულა“.
BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები
დიდოსტატთა კოლექცია
ქართული პანორამა
სპეციალური ჩვენებები
“SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
მასტერ-კლასები
ფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს ათი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები. მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი და ჟიურის სპეციალური პრიზი. კინოფესტივალის 5 წევრისგან შემდგარ ჟიურის წელს ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, საკონკურსო სექციაში 9 ფილმი იქნება. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთაშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავმჯდომარე ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება.
კინოფესტივალის გახსნასა და დახურვაზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, შემდგომი ერთი კვირის მანძილზე კი დასწრება თავისუფალია.
ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.
ზემოთ აღნიშნული ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ასევე გაიმართება ხელახალი წილსყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.
ცესკოს დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ „აღნიშნული ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას“.
არჩევნები – 2016 / „ბათუმელები“
ცესკოს ამ დადგენილებამდე მოქმედი წესით, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს იტყოდა მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავდა კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების [ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი] გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. თუმცა, აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის უფლება ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა, რომელიც მოიწვევა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
მთავარი ფოტო: 2016 წლის არჩევნები / ბათუმი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ურეხის დასახლებაში ეკომიგრანტთათვის სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამგეობას 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.
ურეხის სოციალური სახლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე მეორედ არ შედგა. გამგეობის სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია ტენდერს მესამედ გამოაცხადებს, თუ, ვთქვათ სხვა გზით შეიძენენ პროექტს.
მეორე ტენდერის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გამარჯვებულს გამგეობისთვის უნდა წარედგინა მის მიერ მომზადებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა; პროექტის ავტორი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯით უზრუნველეყო საექსპერტო დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა კი გაცემული უნდა ყოფილიყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.
ხელვაჩაურის გამგეობა ვალდებული იყო ეცნობებინა მიმწოდებლისთვის საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებული იყო შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა აღმოჩენილი წუნი.
საპროექტო სოციალური სახლის ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლები [სატენდერო დოკუმენტების მიხედვით]:
[checklist]
„სოციალური სახლი უნდა შედგებოდეს: ხუთსართულიანი კორპუსისაგან, პირველი სართულის საცხოვრებელი ბინის იატაკის მიწის ზედაპირიდან ამოწევის მინიმალური სიმაღლე 1.5 მეტრი.
სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების (კ-1) მაქსიმალური ფართობი 500 კვ/მ.
განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) მაქსიმალური ფართობი 2800 კვ/მ.
საცხოვრებელი ბინების სავარაუდო რაოდენობა არანაკლებ 25 ბინა, სამშენებლო ფართი არაუმეტეს 3000 კვ/მ;
ბინები ფართების მიხედვით მათი საერთო რაოდენობიდან საორიენტაციოდ გადანაწილდეს შემდეგი პროპორციით: 50 კვ/მ-60კვ/მ – 30%, 65 კვ/მ-75 კვ/მ – 40%, 80კვ/მ – 90 კვ/მ – 30%“.
[/checklist]
მთავარ ფოტოზე: ეკომიგრანტებისთვის აშენებული 23 ბინიანი სოციალური სახლი ურეხში, რისთვისაც გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 432 786 ლარი იყო გამოყოფილი. გამგეობის ინფორმაციით, 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური სახლის მშენებლობისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა / ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტო
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სასტუმროს მშენებლობა იწყება. აქ არსებული ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგის ტერიტორია სამშენებლო მოედნის საზღვრებში უკვე მოექცა. ტროტუარზე ფილები აყრილია და ტერიტორიას ღობავენ. იცოდა რა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც ტროტუარი და ავტოპარკინგი იყო მოწყობილი, ბათუმის მერიამ აუქციონზე გაყიდა.
ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / მშენებლობა ტროტუარისა და პარკინგის ხარჯზე / 17.09.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
„აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი იგივე კონფიგურაციით შეინარჩუნებს ფუნქციურ დანიშნულებას. ანუ, ახლა ტროტუარი სწორხაზოვნად მიდის, შემდეგ შეტეხვაა და იქმნება საპარკინგე სივრცე, ეგ სივრცე ისედაც მათი [კომპანიის] საკუთრებაა. საუბარია მის შევსებაზე, ანუ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე იქმნება მართი კუთხე“, – განაცხადეს სამი თვის წინ ბათუმის მერიაში.
ეს განმარტება მერიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია – „ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის“. სწორედ მაშინ განაცხადეს ქალაქის მერიაში ისიც, რომ აქ სასტუმროს აშენებას კომპანია „ბათმშენი“ გეგმავდა.
„ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. დაგეგმილი აქვთ, რომ შემოიყვანონ ბრენდული კომპანია მართვაში, რომლის მოთხოვნაა, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან იყოს ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი. შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთიც, რომელიც გამოტანილია აუქციონზე, საჭიროა შესასვლელ-გასასვლელის მოსაწყობად“, – განაცხადა მაშინ გოგა ლომაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა.
„ძირითადი მიწის ნაკვეთი“ და ის ნაკვეთიც, რაც მერიას აუქციონზე ქონდა გამოტანილი, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით დღეს შპს „ბათმშენის“ საკუთრებაშია და ამ ტერიტორიაზე მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
უკვე ყოფილი ტროტუარი და ავტოპარკინფი ფიროსმანის ქუჩაზე / ბათუმი / 17.09.2017
ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგი ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე წლის ივნისში და დღეს:
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ.
როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. ხელფასს იმის მიხედვით გვიხდიან, თუ რამდენ საათს ვიმუშავებთ“.
„შარშანდელთან შედარებით ნაკლები რეისები წელს არ შესრულდება. რეისების რაოდენობა დარჩება იგივე, რაც შარშან იყო, უბრალოდ ინტერვალი გაიზრდება და ცოტათი ადრე შემოვა ავტობუსები გარაჟში“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.
„ზაფხულის გრაფიკით“ ასე ვთქვათ, ბოლო რეისი თუ დავუშვათ, საღამოს 12 საათზე სრულდებოდა, ამჯერად ბოლო რეისი საღამოს 8-9-10 საათზე [ბოლო ბრუნის დაწყების დრო, რაც განსახვავებულია სამარშრუტო ხაზების მიხედვით] შესრულდება.
„ზამთრის გრაფიკი“ ბათუმის ავტოტრანსპორტში მომავალი წლის მაისის თვის ჩათვლით გაგრძელდება.
ძირითადი გრაფიკისგან განსხვავებული გრაფიკით მოძრაობენ ავტობუსები დასვენების დღეებშიც [ასევე შაბათ-კვირას]. აქ ინტერვალი ავტობუსებს შორის გაზრდილია.
ბათუმის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ბილეთები ჯიხურებში აღარ იყიდება. 80-თეთრიანი [2 მგზავრობა] ბილეთების შეძენა მხოლოდ ავტობუსში, კონდუქტორთანაა შესაძლებელი.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სამომავლოდ მთლიანად საბარათე სისტემაზე გადასვლას გეგმავს. სამგზავრო ბარათების გაცემა უფასოა. რაც შეეხება სამომავლოდ ქაღალდის ბილეთების გაუქმებას, მოყვება თუ არა კონდუქტორების სამსახურიდან გათავისუფლება? – „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა-შეფასება, თუ რა როგორ იქნება და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
როდის გამოჩნდება ბათუმში ახალი ავტობუსები? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ბადრი ფარტენაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფაქტობრივად ყველა დეტალი გავლილი და შეთანხმებულია და ტენდერი, ახალი ავტობუსების შეძენაზე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ამ დრომდე საუბარი იყო ქალაქისთვის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსის შეძენაზე, რაც ძველი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად ისედაც არ იყო საკმარისი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი სამომავლოდ გადაიდო, რაც ბადრი ფარტენაძემაც დაგვიდასტურა: „ამჯერად ტენდერი გამოცხადდება ევრო-5 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსების შეძენაზე. ვცდილობთ, მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ავტობუსები შევიძინოთ. რაც შეეხება რაოდენობას, ამას უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გავასაჯაროებთ. ელექტროავტობუსების შეძენა მომდევნო ეტაპზე მოხდება. ეს შეთანხმებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც“.
ჩვენი ინფორმაციით ტენდერი 20-ზე გაცილებით მეტი ახალი ავტობუსის შეძენაზე გამოცხადდება.
დირექტორის თქმით, ელექტროავტობუსების შეძენაზე ტენდერი, დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე ტენდერის გამოცხადებიდან, მოკლე ინტერვალის შემდეგ გამოცხადდება.
ბადრი ფარტენაძე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მიმდინარე წლის 27 ივლისიდან ხელმძღვანელობს.
ბათუმში, წუხელ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება „112“-ისგან შევიდა, ადგილზე მისულ ბრიგადას „დახვდა მამაკაცის ცხედარი, თუმცა, ვინაობა უცნობი იყო. ამასთან, ასაკის, ან რაიმე მიზეზის დადგენა – გადმოვარდა, თუ გადმოაგდეს, იმ დროს შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არის გარდაცვლილი. ადგილზე სამართალდამცავებმა გააგრძელეს მუშაობა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო 45 წლამდე, საქართველოს მოქალაქე და ვინაობაც დადგენილია. „მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში. სამინისტროს ინფორმაციით ცხედარი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე იპოვეს.