მთავარი,სიახლეები

მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე

17.09.2017
მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სასტუმროს მშენებლობა იწყება. აქ არსებული ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგის ტერიტორია სამშენებლო მოედნის საზღვრებში უკვე მოექცა. ტროტუარზე ფილები აყრილია და ტერიტორიას ღობავენ. იცოდა რა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც ტროტუარი და ავტოპარკინგი იყო მოწყობილი, ბათუმის მერიამ აუქციონზე გაყიდა.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / მშენებლობა ტროტუარისა და პარკინგის ხარჯზე / 17.09.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / მშენებლობა ტროტუარისა და პარკინგის ხარჯზე / 17.09.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

„აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი იგივე კონფიგურაციით შეინარჩუნებს ფუნქციურ დანიშნულებას. ანუ, ახლა ტროტუარი სწორხაზოვნად მიდის, შემდეგ შეტეხვაა და იქმნება საპარკინგე სივრცე, ეგ სივრცე ისედაც მათი [კომპანიის] საკუთრებაა. საუბარია მის შევსებაზე, ანუ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე იქმნება მართი კუთხე“, – განაცხადეს სამი თვის წინ ბათუმის მერიაში.

ეს განმარტება მერიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია – „ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის“. სწორედ მაშინ განაცხადეს ქალაქის მერიაში ისიც, რომ აქ სასტუმროს აშენებას კომპანია „ბათმშენი“ გეგმავდა.

„ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. დაგეგმილი აქვთ, რომ შემოიყვანონ ბრენდული კომპანია მართვაში, რომლის მოთხოვნაა, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან იყოს ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი. შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთიც, რომელიც გამოტანილია აუქციონზე, საჭიროა შესასვლელ-გასასვლელის მოსაწყობად“, – განაცხადა მაშინ გოგა ლომაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა.

„ძირითადი მიწის ნაკვეთი“ და ის ნაკვეთიც, რაც მერიას აუქციონზე ქონდა გამოტანილი, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით დღეს შპს „ბათმშენის“ საკუთრებაშია და ამ ტერიტორიაზე მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე ყოფილი ტროტუარი და ავტოპარკინფი ფიროსმანის ქუჩაზე / ბათუმი / 17.09.2017

უკვე ყოფილი ტროტუარი და ავტოპარკინფი ფიროსმანის ქუჩაზე / ბათუმი / 17.09.2017

ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგი ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე წლის ივნისში და დღეს:

2.06.2017

2.06.2017

17.09.2017

17.09.2017

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: