საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს.

ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და სამსახიობო ოსტატობისთვის ფესტივალზე ბუბა კიკაბიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. კინომსახიობს პრიზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.

კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კომპოზიტორ გია ყანჩელს.

საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ცაგო კახაბერიძის ფოტო

საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ნანა კვაჭაძის ფოტო

საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა / 17.09.2017 / ნანა კვაჭაძის ფოტო

ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი – „ხიბულა“.

BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

  • საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები
  • დიდოსტატთა კოლექცია
  • ქართული პანორამა
  • სპეციალური ჩვენებები
  • “SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
  • მასტერ-კლასები

ფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს ათი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები.
მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი და ჟიურის სპეციალური პრიზი. კინოფესტივალის 5 წევრისგან შემდგარ ჟიურის წელს ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, საკონკურსო სექციაში 9 ფილმი იქნება.
დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთაშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავმჯდომარე ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება.

კინოფესტივალის გახსნასა და დახურვაზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, შემდგომი ერთი კვირის მანძილზე კი დასწრება თავისუფალია.

ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

____________________________________________________________

ამავე თემაზე:

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები  

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com