მთავარი,სიახლეები

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

23.08.2017 • 3389
რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იმ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წელს,  სექტემბერში, ბათუმში გამართულ ფესტივალზე საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. კინოფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

ფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს ათი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები:

 

[checklist]

  • პატიოსანი კაცი – მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.
  • ჩიტები მღერიან კიგალიში – იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.
  • Claire Obscure – იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.
  • დედე – მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.
  • ნაზი არსება სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.
  • როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში ალექსანდრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.
  • იუპიტერის მთვარე  კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ.
  • მეტი ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ.
  • წვეულება – სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.
  • აფრენა ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017

[/checklist]

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი და ჟიურის სპეციალური პრიზი. კინოფესტივალის 5 წევრისგან შემდგარ ჟიურის წელს ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი უხელმძღვანელებს.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:

[checklist]

  • აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.
  • ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.
  • აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.
  • მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.
  • დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.
  • თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
  • ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017
  • ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
  • ცოცხლად დარჩენის მეთოდი, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

[/checklist]

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთაშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავმჯდომარე ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება.

მთავარ ფოტოზე: კადრი მარიამ ხიჭვანის ფილმიდან „დედე”. ფოტო: www.gnfc.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: