მთავარი,სიახლეები

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

17.09.2017
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, წუხელ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება „112“-ისგან შევიდა, ადგილზე მისულ ბრიგადას „დახვდა მამაკაცის ცხედარი, თუმცა, ვინაობა უცნობი იყო. ამასთან, ასაკის, ან რაიმე მიზეზის დადგენა – გადმოვარდა, თუ გადმოაგდეს, იმ დროს შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არის გარდაცვლილი. ადგილზე სამართალდამცავებმა გააგრძელეს მუშაობა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო 45 წლამდე, საქართველოს მოქალაქე და ვინაობაც დადგენილია. „მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში. სამინისტროს ინფორმაციით ცხედარი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე იპოვეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: