„რთული თამაში გველის, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ბელარუსის ნაკრები ძლიერი გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. ფინეთში დაძაბული მატჩი ჩავატარეთ. იქ ერთი შეცდომა გოლად დაგვიჯდა. შევეცდებით, მსგავსი რამ აქ აღარ დაგვემართოს“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ. ერთი საინტერესო დეტალი, დღესვე იმართება მატჩი ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, ერთ-ერთის გამარჯვების შემთხვევაში (რა თქმა უნდა თუ საქართველოს ნაკრებიც მოიგებს), ჩვენი გუნდი მიმდინარე წელს ჯგუფში მეორე ადგილზე დაასრულებს. ესპანეთსა და საფრანგეთს 6-6 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებზე არიან, საქართველოს ნაკრები 4 ქულით მესამე პოზიციაზეა.
ახლა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ქეცბაიამ მინსკში იახლა.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).