ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“. ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას …

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერია გამოცხადებული

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მაგისტრალური ახალი გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის, დღევანდელი გათვლებით, 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. „პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. …

რეჟისორი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ოთარ [ოთო] ქათამაძე, ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი. ოთო ქათამაძის გადასარჩენად საზოგადოება ცოტა ხნის წინ გაერთიანდა. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოთარ [ოთო] ქათამაძე დაიბადა 1983 წლის 9 ივლისს. 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

ბათუმის სტადიონთან მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ასხვისებს – ცნობილია დაინტერესებული კომპანია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, ტბელ აბუსერიძის 17 ნომერში მდებარე 2 244 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, თუმცა მის განკარგვამდე აჭარის არალეგიტიმური მთავრობა გეგმავს ამ ნაკვეთთან გააერთიანოს მომიჯნავე 36 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. როგორც ქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 11 129 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 167 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 898 ერთეული [+40] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ

ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს. გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს. ქუჩის ამ მონაკვეთის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 075 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 11 129 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 164 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 858 ერთეული [+23] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს.  ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან …

ფეხქვეშაც გამიგდო პოლიციამ, მაგრამ ვერ გავჩერდები – 71 წლის გაგრელი აზას ბრძოლა რუსთაველზე 

40 წლის იყო, როცა 7 წლის შვილთან და დედასთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული გაგრა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ორი თვე დაყო ქალაქში და ქუჩაში მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა. ახლა 71 წლისაა და ისევ რუსეთს ებრძვის. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დგას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. „მე ვიბრძოლებ ბოლომდე, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, …

3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2,2 მილიონი ბანკში – ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონება

19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია. ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ …

ბიძინასთან „უფასო ფულმა“ იმუშავა, კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა მიშასთან – რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? | ინტერვიუ

„საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში  მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა. საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, უნდა გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. როცა ეს მოხდება, …

„საქართველოდან ახლაც მომწერეს, რომელ კლინიკას გვირჩევო“ – დოქტორანტი საფრანგეთიდან

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ძალიან დიდი უკუსვლა იქნება… ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მთავრობას“ – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ლაშა ხუბაშვილი. ის დოქტორანტია და მესამე წელია გრენობლში სწავლობს სამოქალაქო ინჟინერიას და ენერგეტიკულ პოლიტიკას. ლაშა ხუბაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ევროკომისიამ კონკრეტული პირობების შესასრულებლად …

რესტორნების შეჯიბრება ბულვარში მუსიკის ხმის გადაფარვაში – საკითხი, რომელიც არ რეგულირდება

ბათუმის ძველ ბულვარში საღამოობით რესტორნებში ჩართული მუსიკის ხმა ერთმანეთს ფარავს და გაუსაძლის ვითარებას ქმნის – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე. ძველ ბულვარში, პრომენადის გასწვრივ განლაგებული რესტორნებიდან პერიოდულად მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის, ზოგან ცოცხალი შესრულებაც არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რესტორნების მეპატრონეები და მენეჯერები ცდილობენ ერთმანეთის სივრციდან გამომავალი ხმა გადაფარონ. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამ …

ცოფის უვარგისი ვაქცინები, არასათანადო მოპყრობა – ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესების შესაბამისად არ …

ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა. გურიის პოლიციამ ოჯახის წევრის, მეუღლის, 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამართალდამცველებმა …

აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ

2025 წლის პირველი სექტემბრიდან, აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსეთიდან, 5 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს. „2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია ოკუპირებული …

„ოცნების“ განათლების მინისტრმა მასწავლებლის სახლის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობაზე ეკატერინე ხუციშვილმა შეცვალა. შუკაკიძე ცენტრის დირექტორად, 2018 წლიდან მუშაობდა. ახალი დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი დღეს, 22 აგვისტოს წარადგინეს. ხუციშვილი 2017 წლიდან მუშაობს განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა ბიუჯეტიდან, თუმცა მასწავლებლების …

სამეგრელოში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმით ამარაგებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომლებიც საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტების მიწოდებისას, ბიუჯეტიდან თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2025 წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.  „მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის …

„სამშობლო ყოველი თქვენგანია. შევხვდებით რუსთაველზე“ – არჩილ მუსელიანცის წერილი

დღეს, 22 აგვისტოს, სინდისის პატიმარს, 29 წლის არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა არჩილ მუსელიანცის წერილი, რომელიც მან განაჩენამდე, წინასწარ დაწერა. „მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან. მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამომავლო …

დღეს ბათუმში „თავისუფლების მოედანი“ ლუსტრაციის კანონზე დისკუსიას გამართავს

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „თავისუფლების მოედანი“ გამართავს დისკუსიას ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით. საჯარო განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან 20:00 საათზე დაიწყება. „თავისუფლების მოედნის“ განცხადებით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს. ლუსტრაციის კანონი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. კანონის მიზანი იყო გამოეაშკარავებინა ყველა ის პირი, რომელიც ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …

ოზურგეთი – გომისმთას გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. „შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი დღეს, 22 აგვისტოს. განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 აგვისტოს 13:00 საათის მდგომარეობით, გზაზე მოძრაობა აღდგა. 

რუსეთის მიერ „დარიალთან“ დატოვებული უკრაინის მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დააბრუნეს

შსს-ს ინფორმაციით, „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე ჩარტერული რეისით უკრაინაში დაბრუნდა. „უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 074 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790] ტანკი – 11 124 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 160 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 835 ერთეული [+46] MLRS – 1 472 ერთეული [+1] …

ოპოზიციამ საერთო ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, ცალკე მათი განადგურება მარტივია „ოცნებისთვის“ – ინტერვიუ

„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ. ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია …

„რუსეთისთვის ღირებულია მიწა და არა ხალხი. მას მიწის ავადმყოფობა სჭირს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ავად არის ტერიტორიებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა, რა კავშირი აქვს მასთან“, – ამბობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“. მას ვთხოვეთ რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასება – ლავროვმა თქვა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“, არამედ რუსეთის მიზანი „რუსი ხალხის დაცვა“. …

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს – მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ში, ხოლო 20 აგვისტოს instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის …

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან 20 აგვისტოს, კიევში გააკეთა, როდესაც რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა. „ჩატარდა წარმატებული გამოცდა და ჯერჯერობით ეს რაკეტა ყველაზე წარმატებულია იმ რაკეტებს შორის, რომლებიც ჩვენ გვაქვს – ის სამი ათას კილომეტრს დაფრინავს“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ უკრაინის პრეზიდენტს. …

„ცდილობენ დამაბრალონ ის, რასაც თვითონ აკეთებენ – კავშირი რუსულ კაპიტალთან“ – IDFI-ის დირექტორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ. „მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და …

საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია კი მტერს საკუთარ რიგებში ეძებს – ზვიად ცეცხლაძე

ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ? დღეს, 21 აგვისტოს, 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გავრცელდა. წერილს …

რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში. რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან? „ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები …

წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში. დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი. ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ. ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის …

ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს. სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს, ღამეს, ზაკარპატიის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოში მდებარე ამერიკულ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტით განახორციელა შეტევა. „ამ ღამეს რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს. ძალიან მრავლისმეტყველია. საწარმოში ჯერ ისევ აქრობენ ხანძარს. მაშველები ასევე მუშაობენ სხვა რეგიონებში – ზაპოროჟიედან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 073 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830] ტანკი – 11 120 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 157 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 789 ერთეული [+41] MLRS – 1 471 ერთეული [+1] …

Exit mobile version