საჯარო მოხელე ბენზინგასამართის მშენებლობაზე დაწერილი FB პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ცნობილი იუმორისტი, დავით როსტომაშვილი თერჯოლაში ბენზინგასამართ სადგურს აშენებს. მშენებლობას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დასახლებულ უბანში მიმდინარეობს, აქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. მათ შორისაა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკა მაკარიძე, რომელიც, მისი თქმით, თერჯოლის მერიიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული საპროტესტო შინაარსის პოსტების გამო გაათავისუფლეს. ეკა მაკარიძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. …

„პუტინის მიმართ უკმაყოფილება რუსეთში იზრდება, მაგრამ პუტინის გზა ომის გაგრძელებაა“ – გენერალი

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა… პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ცნობებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ რუსეთი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინაზე …

თბილისი-ბათუმის მატარებლის სამგზავრო დრო 4 საათამდე შევამცირეთ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა. რკინიგზის ცნობით, მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. „საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ მონაკვეთზე ლიანდაგის რეაბილიტაცია ჩაატარა. ამასთან, სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო …

ავტობანისა და წრიულების ნაწილის გასანათებლად ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ავტობანის, მცხეთიდან იგოეთამდე მონაკვეთში და ასევე სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე გარეგანათების მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი 7 მილიონი ლარით გამოაცხადა. გარე განათების ქსელის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები უნდა ჩატარდეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ24+00-კმ53+00 მონაკვეთზე და ასევე თბილისი-გორი-ზესტაფონი-სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთი-ბათუმის და ვაზიანი-საგარეჯო-თოხლიაური-ბაკურციხე-წნორის მიმართულებებზე არსებული სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე. ტენდერის ფარგლებში, ჯამში, 63 წრიული უნდა გაანათონ, მათ შორის ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, შეკვეთილში, …

მოსკოვში რესტორანში აფეთქებას, სავარაუდოდ, გენერალ-ლეიტენანტიც ემსხვერპლა – ახალი დეტალები

მედიის ცნობით, შესაძლოა, 1 აგვისტოს, მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსში“, წვეულებაზე აფეთქებას ემსხვერპლა რუსი გენერალ-ლეინტენანტი იგორ იერუსალიმოვი, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს მეგობარი და კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედრო პირი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. აფეთქება მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსიში“ 1 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. წვეულება რესტორანში, სავარაუდოდ, …

ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯეს ქალს, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება გახმაურებულ საქმეს – ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მშობიარობის შემდეგ ქალმა, „ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა“. …

ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ პოლიტიზებულ განაჩენს

დღეს, 6 აგვისტოს, ერთი წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების საელჩოები საერთო განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს: პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც: „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე, ევროკავშირი გმობს …

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭს ბათუმში რესტორანში ჩხუბისა და დანით დაჭრის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის …

“კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – საფრანგეთის საელჩო საქართველოში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. „დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 2025 წლის 6 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 454 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 246 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 087 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 47 455 …

უახლოეს დროში დენის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება – ელექტროსისტემა

დღეს, 5 აგვისტოს, ელექტროენერგიის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემამ. „24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, …

საქართველოში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა

დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე ელექტორნერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და სავარაუდოდ, მთელს საქართველოში. ფეისბუქზე მოქალაქეები წერენ, რომ შუქი არც სხვა რეგიონებშია. ამავე დროს, შეზღუდულად მუშაობს ინტერნეტი და მობილური ქსელები. გაჩერდა მატარებლები და მეტრო. მოქალაქეებს თბილისში მეტროს დატოვება ფეხით მოუხდათ. „ბათუმელები“ ცდილობს სუს-თან, სახელწიფო ელექტროსისტემასთან და ენგურჰესთან დაკავშირებას, თუმცა ამ უწყებებში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ. საქართველოში …

სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

2026 წლის სექტემბრიდან, ახალ სასწავლო წელს, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები. სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან. სკოლის ფორმა უფასო არ იქნება, მის შესაძენად მშობლებს თანხის …

დავაკავეთ პირი, რომელიც ზღვაში მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა – სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს პირი, რომელიც ურეკში, ჰიდროციკლით, საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. „სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე,  ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა …

ბათუმში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 5 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს თვითმხილველებმა, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას …

მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსი გენერლის სიძე დაიღუპა, სამიზნე სავარაუდოდ გენერალი იყო – მედია

მოსკოვში, რესტორან „ბალზი როსში“ 1 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორისაა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე ჩაიკოს სიძე, დანიილ პერედრიი – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აგენსტვო“ ავრცელებს. „აგენსტვო“ ეყრდნობა რუსეთის ინდმეწარმეების რეესტრს, კერძოდ, სააგენტოს მიერ რეესტრიდან მოპოვებულ ამონაწერში ნათქვამია, რომ პერედრიიმ საქმიანობა ოთხი დღის წინ შეწყვიტა გარდაცვალების გამო. აფეთქება მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსიში“ 1 …

ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს. ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ. სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო …

ბათუმის მერიის თანამშრომელი შსს-ში დანიშნეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ბაქარ ჩიტაია შსს-ში დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში დაუდასტურეს. ბაქარ ჩიტაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი იქნება. ბაქარ ჩიტაია ბათუმის მერიის ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამმართველოს ხელმძღვანელად გიორგი ცინცაძემ დანიშნა. საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო ბათუმში მაღალბიუჯეტიანი პროექტების შესყიდვა-განხორცილებასა და კონტროლზეა პასუხისმგებელი. ბაქარ ჩიტაია მანამდე აჭარის მთავრობის პროექტების …

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის სამინისტროდან პირადი განცხადებით წავიდა – სამინისტრო

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის. როგორც “ბათუმელებს” სამინისტროში უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. “წავიდა თუ გაათავისუფლეს?” – ოფიციალურად მოადგილის წასვლას პირად განცხადებას უკავშირებენ, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა 18 ივლისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი. “ბათუმელების” ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ …

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

როგორ დასრულდება ომი და რა ფაქტორები აძლიერებს უკრაინის წარმატებას რუსეთთან? – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ____ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა. უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად …

რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი

5 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. რუსეთის თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა და 22  დაშავდა. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 5 აგვისტოს, დაახლოებით  00:20 საათზე, ექვსი ძლიერი აფეთქება იყო, რასაც მოკლე ხანში კიდევ მინიმუმ 10 …

5 აგვისტოს მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 452 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 242 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 084 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 47 396 …

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე. „ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული …

„მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის“ – გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა

„მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის? მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა,“ – ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ  ავრცელებს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, 26 წლის ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი. ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა. ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის …

პროკურატურის ცნობით, დააკავეს მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ქრთამი შესთავაზა გამომცდელს

პროკურატურის ცნობით, აჭარაში საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა. გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში …

ჩაქვში მატარებელი კაცს დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ, 3 აგვისტოს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება

დაბა ქედაში, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი, რომელსაც „პარკი და მოსახლეობა წყალმოვარდნისგან უნდა დაეცვა“, 2025 წლის სექტემბერში მდინარე აკავრეთამ დაანგრია. ადიდებულმა მდინარემ გარკვეულ მონაკვეთში დამცავ ჯებირთან ერთად მოშალა ლითონის მოაჯირი, გარეგანათება, ველო და სასეირნო ბილიკები, რომლებიც ცენტრალურ პარკს ახალმოწყობილ სკვერთან აკავშირებდა. მას შემდეგ ეს ადგილი დაუცველი და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ქედის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არსებული …

„ვადაგასული საქმე“ – ბათუმში დღეს აქციაზე ფილმს აჩვენებენ

დღეს, 4 აგვისტოს, 20:30 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, წინააღმდეგობის მოძრაობის აქციაზე აჩვენებენ ელენე ასათიანისა და სოსო დუმბაძის ფილმს – „ვაგადასული საქმე”. სინოფსისის თანახმად, ფილმი 1992 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის ცენტრში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ასახავს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა – ე. წ. თბილისის ომი ორი კვირა გაგრძელდა. მიუხედავად მწირი ტექნიკური შესაძლებლობებისა, ამ ომს …

ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ. „გამოძიებით ასევე …

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ანტიკორუფციულის ინფორმაციით, …

რუსეთში, „ვაილდბერისის“ საწყობებში ისევ ხანძარია დრონების თავდასხმის შემდეგ

4 აგვისტოს ღამეს, დრონით თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის სოფელ კრასნი ბორში და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში მდებარე საწყობების ტერიტორიებზე, სადაც კომპანია Wildberry-ის ლოჯისტიკური ცენტრები მდებარეობს. ტელეგრამის არხებზე ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო ქვეყნდება. მედიის ცნობით, დრონებმა რუსეთში ასევე შეუტიეს ნოვოსოლკის სამრეწველო ზონას, ჩეხოვის რაიონში, მოსკოვის ოლქში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 451 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 237 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 079 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 47 331 …

შემცირდა თუ არა მეზღვაურთა დასაქმება გემებზე თავდასხმების შემდეგ

როგორ აისახა მეზღვაურთა დასაქმებაზე ბოლო პერიოდში გემებზე გახშირებული თავდასხმები? – ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ საკრუინგო კომპანიებს ბათუმში, მეზღვაურები კი ამბობენ, რომ დასაქმების მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, იკლო, თუმცა მასშტაბურად – არა. „მეზღვაურებს ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, მათ იციან რისკების შესახებ… ვერ ვიტყვით, რომ შემცირდა ნაკადი, ასე არ არის,“ – გვითხრეს, მაგალითად, კომპანია „ალფა ნავიგეიშენ მერითაიმში“. …

„გზა აყარეს და აღარავინ ჩანს“ – მოსახლეობა ფერიაში ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს

ბათუმის გარეუბანში, სოფელ ფერიაში მოსახლეობა ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა. მიმდინარე წლის მაისში ფერიაში დაანგრიეს ხიდი, რომელიც მოსახლეობას ბათუმთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები „ბათუმელებს“ უყვებიან, ხიდის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და უკვე ორ თვეზე მეტია მოსახლეობა ითხოვს პასუხს კითხვაზე – როდის …

Exit mobile version