სარფში 1,2 კგ ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.“ – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 444 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 230 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 049 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 47 003 …

საქართველოში კვლავ ექთნების დეფიციტია

საქართველოში 22.5 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალია – ასეთია საქსტატის უახლესი მონაცემები, რომელიც 2025 წელს მოიცავს. სტატისტიკური ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში კვლავ საექთნო პერსონალის დეფიციტია. ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში წლებია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი …

რუსეთის ქალაქ პენზაში დრონებმა Wildberries-ის ცენტრს შეუტიეს

30 ივლისის ღამეს, დრონები თავს დაესხნენ Wildberries-ის დახარისხების ცენტრს რუსეთის ქალაქ პენზაში. ტელეგრამზე გამოქვეყნებული ფოტო/ვიდეო მასალის თანახმად, ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ეს ადგილი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგის ფედერალურ ოლქს ემსახურება. პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ ფაქტი დაადასტურა. მან განაცხდა, რომ ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ტელეგრამ არხის, ASTRA-ს ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში საჰაერო სირენები …

ბათუმის მაგისტრალზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმის ავტომაგისტრალზე, ხელვაჩაური-ახალშენის გვირაბთან, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. შემთხვევა დღეს, 29 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

რა ღირს დასვენება წელს ბეშუმში

ბეშუმში ტურისტული სეზონის პიკია. როგორც კურორტზე „ბათუმელებს“ უთხრეს, დამსვენებლებს კოტეჯების დაქირავება აქ დღეში საშუალოდ 100-200 ლარად შეუძლიათ. ფასი, ძირითადად, დამსვენებლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული. „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ ბეშუმში და ჰკითხა, როგორია წელს სეზონი, არის თუ არა მთაში დამსვენებელი და რომელი ტურისტი უფრო სჭარბობს, – ადგილობრივი თუ უცხოელი? აჩიკო ქედელიძე ამბობს, რომ …

აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ 4 ახალ ჯიპს ყიდულობს

2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა, სადაც ტექნიკური მოთხოვნები უფრო მკაცრი, ღირებულება კი – მეტია. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი. ამ ტექნიკური მახასიათებლების გარდა, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტებში აღნიშნულია, …

სურსათის სააგენტომ ფოთში ორი რესტორნის მუშაობა შეაჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ფოთში ორ რესტორანს, „თევზის სახლსა“ და „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტო წერს, რომ ფოთში რესტორანი „თევზის სახლი“ გურიის ქ. N11-ში არაგეგმურად შეამოწმეს და ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები -ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. „ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული …

მოგება ექვს თვეში 74%-ით გაიზარდა და 112.3 მლნ ლარია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. რკინიგზის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია. რკინიგზა წერს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია. „აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი …

ახალციხეში იმამის ცემის საქმეზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მიმართავს

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს ახალციხეში ნაცემი იმამის საქმეზე და პროკურატურას მიმართავს. „დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება,“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს. ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის …

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული …

რუსეთმა ტელეგრამის დამფუძნებელ პაველ დუროვაზე ძებნა გამოაცხადა

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, Telegram-ის თანადამფუძნებელს პაველ დუროვს რუსეთში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაზე ბრალი წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. „ტასის“ ცნობით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა მესენჯერზე არხები,  რომლებსაც აქტიურად იყენებენ უკრაინის დაზვერვის ჯგუფები „…რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, ასევე მილიარდობით დოლარის მატერიალური ზიანი“. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 …

აჭარაში ყალბი დოლარების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღეს 20 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100- და 50-დოლარიანი კუპიურები.“ – წერს საგამოძიებო სამსახური. ამავე სამსახურის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 443 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 227 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 044 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 46 962 …

რუსეთის ქალაქ რიაზანში დრონებმა Wildberries-ის ცენტრზე მიიტანეს შეტევა

29 ივლისს რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სამიზნე Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრი იყო. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ ქალაქში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა დრონების თავდასხმის მოგერიების შემდეგ. მან მოსახლეობას ურჩია შენობებში დარჩნენ და ფანჯრების გაღებისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, 6 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში. განცხადება გაავრცელა Wildberries-მაც. ორგანიზაცია იუწყება, რომ „რიაზანში კომპანიის ლოჯისტიკური …

ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს. დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა. მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს. რა მოხდა ახალციხეში 18 ივლისს  შევქეთ დვალიძე, ახალციხის მეჩეთის იმამი, რომელსაც …

როგორ აისახება „ინტერ რაოს“ დასანქცირება საქართველოზე – კომენტარი

„ბანკებს ანგარიშებს დაუკეტავენ, თუ ესენი გააგრძელებენ ლარში ოპერირებას. ეროვნული ბანკი რისკის ქვეშ აყენებს ამ განცხადებით ქართულ ბანკებს“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ვესაუბრეთ თემაზე – როგორ აისახება პრაქტიკულად მომხმარებლებზე „თელასის“ საბოლოო მფლობელის – რუსული კომპანიის დასანქცირება? არის გამოსავალი ეროვნული ბანკის განაცხადი, რომ ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ? ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2026 წლის …

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი“ – 19 წლის ბიჭს მკვლელობის მცდელობას ედავებიან

„კიბეზე როცა ჩამოდიოდით, დანა როდის გაშალეთ?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი ოლღა მერებაშვილი და იმის წარმოჩენა სცადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი თავდასხმა იყო და არა აუცილებელი მოგერიება, როგორც ამას ადვოკატები ამტკიცებენ. დღეს, 28 ივლისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. ამ საქმეში ბრალდებულს, 19 წლის ლაშა გ.-ს პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის …

სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს მესტიაში მივლინებისთვის

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში, სოზარ სუბარს 930 ლარი გადაუხადეს სვანეთში მივლინებისთვის. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური მონაცემებით, ის სვანეთში თავის კოლეგასთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად 2026 წლის თებერვალში ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდა. უფრო ზუსტად კი „ოცნების“ პარლამენტის წევრები მესტიაში იმყოფებოდნენ და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1860 ლარი დაიხარჯა. სოზარ სუბარი საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 2025 …

თინათინ რუხაძე თანამდებობიდან გადადგა

კულტურის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას,  სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და …

პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. „ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და …

„გაილახა და დაგვანება თავი“ – აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე მოქალაქესთან დაპირისპირებაზე

აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს, სიტყვიერი [ერთ-ერთი ვერსიით ფიზიკური] დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დღეს, 28 ივლისს, ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რა მოხდა იმ დღეს მუზეუმში და …

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ძალადობის ფაქტი ამ დღეებში მოხდა. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალზე მოძალადე კაცი დაკავებულია. რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში გვითხრეს, რომ დეტალებს აზუსტებენ.

აჭარის მთავრობის შენობას, რომელშიც 3 სამინისტროა, დროებით გაამაგრებენ – „ცალკეული ზონები ავარიულია“

ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც აჭარის სამი სამინისტროა განთავსებული, ავარიულია. ამის შესახებ წერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში, რომლითაც სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში კი სამინისტრო 17 874 ლარს გადაიხდის უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. „შენობის ცალკეული ზონები ავარიულია და საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფება. შენობის მდგომარეობის სრულყოფილად …

რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას

იცოდით, რომ ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან ტაბლოზე გამოსახული ციფრები კონკრეტული ავტობუსის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას აჩვენებს და არა დროს? მოქალაქეების ნაწილისთვის ეს ამბავი ცნობილია, ნაწილს კი ჰგონია, რომ ციფრები ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილ წუთებს ასახავს. ბათუმში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობენ, დიდი ალბათობით მიიჩნევენ, რომ ციფრები ტაბლოზე კონკრეტული ავტობუსის გაჩერებასთან მისვლამდე დარჩენილ დროს ასახავს, რადგან მსოფლიოს …

„ასეთი არაფორმალური ჯგუფის შექმნა ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს“ – განცხადება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოძრაობის დაანონსებული მიზნები და რიტორიკა, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საუბარია იმგვარი არაფორმალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინება, ძალადობრივი ანგარიშსწორება და თვითნებური „დასჯა“. „ისეთი არაფორმალური …

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულია „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“ – აცხადებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე პასუხად. საელჩოს კომენტარი „თავისუფლებამ“ დღეს, 28 ივლისს გამოაქვეყნა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ …

„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველებმა ივლისში 8 000 ლარი შემოსწირეს

2026 წლის ივლისში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 8 ათასი ლარი შემოსწირა. მადლობა ჩვენს გამომწერებს, რომლებიც მზად არიან მთელი წელი იყვნენ ჩვენთან ერთად და მადლობა ჩვენს ერთჯერად მხარდამჭერებს! ჩვენც კვლავ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა — მუდმივი წნეხისა და საფრთხეების ფონზე, მაგრამ ამავე დროს თქვენი მხარდაჭერით გამხნევებულებს. მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 442 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 226 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 038 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 46 902 …

„ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ“ – ბრიტანეთის ახალი პრემიერი ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერნემი 27 ივლისს, პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს იყო დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პირველი ოფიციალური შეხვედრა, რასაც ბერნემმა ხაზი გაუსვა შეხვედრისას. „ვოლოდიმირ, თქვენ ხართ პირველი [უცხოელი] ლიდერი, რომელსაც პირადად ვიღებ თანამდებობის დაკავების შემდეგ და ეს შემთხვევითი არ არის. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია: ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ, …

უკრაინის ომში მონაწილე ქართველმა ექიმმა ჯილდო მიიღო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის

უკრაინის ომის მონაწილე ქართველმა ექიმმა, ქეთი ლეშკაშელმა უკრაინის წმინდა პანტელეიმონის ორდენი მიიღო უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. წმინდა პანტელეიმონის ორდენის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონია დღეს, 27 ივლისს გაიმართა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ესაა უკრაინის სამედიცინო ოსკარი, რომელიც ექიმებს სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ. დაჯილდოების შესახებ ფეისბუქზე წერს ქეთი ლეშკაშელიც. „ჩემთვის …

ავარია ხელვაჩაურში, ავტობანზე – 1 პირი დაიღუპა

ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 27 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ჩაკეტილია. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა, რა დროსაც …

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ დღეს, 27 ივლისს მოგვაწოდა. არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შესახებ „ბათუმელები“ წერდა 2026 წლის მაისშიც. მაშინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებდნენ. დღეს „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, ორი თვის წინ ჩატარებული …

რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 107 ათას 800 ლარის გადახდას გეგმავს მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომლებიც შუამთობის ღონისძიებებზე მიიწვიეს. შემსრულებლებისთვის ჰონორარების და სხვა ხარჯებისთვის საჭირო თანხას, როგორც წესი დეპარტამენტი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, „შუამთობა“ 2 დღეს გაიმართება: 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში და 4 აგვისტოს – შუახევის მუნიციპალიტეტის მთა …

„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ

„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება. სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც …

რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული? როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, …

Exit mobile version