მთავარი,სიახლეები • •

დააკავეს კაცი, რომელსაც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან – შსს

13.11.2026
დააკავეს კაცი, რომელსაც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან – შსს

თელავში, დააკავეს კაცი, რომელსაც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ინციდენტი „ურთიერთშესაპარაკების ნიადაგზე“ მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: