29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა. იქამდე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. მოკლე ხანში „ლანჩხუთის” ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზს განმარტეს: „საგანგებო განცხადება! ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება …
Category Archives: მთავარი
ღარიბაშვილი ხალხს ეკითხება, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – ახალი წერილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 29 სექტემბერს გამოქვეყნდა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ვრცლად მიმოიხილავს მისი ბოლო პრემიერობის წლებს, გახარიაზე ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“ და ვრცელი წერილის ბოლოს სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს. თითქმის სამი წელი გავიდა და …
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა ერთი ადამიანი
ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.
რატომ არ აძლევენ ზინოვკინა-გრიბულის წყვილს ციხეში ქორწინების უფლებას – ადვოკატების განმარტება
საქართველოში პატიმრობაში მყოფი რუსი აქტივისტების წყვილს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს დაქორწინების შესაძლებლობას არ აძლევენ. მათივე თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციაზე უარის მიზეზად საქართველოში მათ უკანონო ყოფნას ასახელებს. ანასტასია ზონოვკინა და არტემ გრიბული ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ კი არა იძულებით იმყოფებიან. წყვილი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მომენტში მათ უკვე ნაყიდი ჰქონდათ …
ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. „ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. …
Continue reading “ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია”
ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით
ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს. ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს …
Continue reading “ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით”
საგამოძიებო იდეების კონკურსი შავი ზღვის თემატიკაზე სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის
საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას – საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. სასურველი თემატური მიმართულებებია: ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ – დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები; …
„მას შემდეგ რაც მშენებლობისთვის მიწა გამოთხარეს, ვიტბორებით. ეკომიგრანტად მაქციეს“ – მოქალაქე სალიბაურიდან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებმა ნანა საფარიძემ „ბათუმელებს“ საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის წყალი მის ეზოში ძლიერი წვიმის შემდეგ. დღეს, 29 სექტემბერს, ნანა საფარიძის ეზო ისევ დაიტბორა. მოქალაქე აცხადებს, რომ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ იტბორება, რაც სალიბაურის მთაზე სამშენებლო კომპანიამ 15 000 კვ. მეტრზე მშენებლობის მიზნით ტერიტორია …
ხინოწმინდაში სამრეკლოს ასაშენებლად და ტაძრისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი დაიხარჯება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 680 ათას 317 ლარით გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერის „კლასიფიკაციის კოდებში“ მითითებულია „სამშენებლო სამუშაოების წარმოება პრეისტორიულ ძეგლებზე“, თუმცა, სამრეკლოს რაც შეეხება, დოკუმენტების მიხედვით ის ახალი ნაგებობა იქნება. პროექტის მიხედვით: „სამრეკლო წარმოდგენილია კლასიკური ქართული საეკლესიო …
ესტონეთი რუსეთს დივერსიაში სდებს ბრალს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იბარებს
ესტონეთი აცხადებს, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ტალინში მდებარე დრონების მწარმოებელი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. „სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ესტონეთში, „მილრემზე“ ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო“, …
Continue reading “ესტონეთი რუსეთს დივერსიაში სდებს ბრალს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იბარებს”
ქარტია „სტუდია მონიტორზე“ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. „მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო …
Continue reading “ქარტია „სტუდია მონიტორზე“ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება”
აგვისტოში ბათუმში ბინა უფრო მეტმა უცხოელმა იყიდა – კოლიერსი
„კოლიერსის“ ახალი კვლევის მიხედვით ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 386 აშშ დოლარი შეადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის გაყიდვების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის …
Continue reading “აგვისტოში ბათუმში ბინა უფრო მეტმა უცხოელმა იყიდა – კოლიერსი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 532 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 388 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 50 498 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერი”
მთავრობა ვერც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ყიდის და ვერც სხვა ქონებას – 32 აუქციონი
აჭარაში „ოცნების“ მთავრობას ისევ უჭირს ქონების სარფიანად გასხვისება. 2026 წლის ორ კვარტალში, მეორე მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა კვლავ ვერ გაყიდა და 15 სექტემბერს განმეორებით აუქციონზე გაიტანა. მთავრობას ფასი არ შეუმცირებია, შეცვალა მხოლოდ ფასის გადახდის პირობები. 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობამ 6 თვეში სხვადასხვა ქონების გასასხვისებლად …
ვინ გახდა მოსკოვის სამიზნე უკრაინის რკინიგზაზე განხორციელებული თავდასხმისას
ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო ომს დასავლეთით აფართოებენ. ისინი მიზანმიმართულად ბომბავენ სამგზავრო მატარებლებსა და სასაზღვრო ჰაბებს პოლონეთის სიახლოვეს, რათა უკრაინის სატრანზიტო ქსელი მწყობრიდან გამოიყვანონ. ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ამოცანაა, გაანადგუროს საბაზისო ეკონომიკური ცხოვრება უკრაინაში და გამოცადოს დასავლეთის სიმტკიცე. ატლანტიკური საბჭოს 14 სექტემბრის დისკუსიას წინ უძღოდა იმ სარკინიგზო შემადგენლობის …
Continue reading “ვინ გახდა მოსკოვის სამიზნე უკრაინის რკინიგზაზე განხორციელებული თავდასხმისას”
ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს
ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა. ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს. 26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს …
14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს
14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს. საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა. მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი …
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალა – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 02:00-დან 07:00 საათამდე. აღნიშნული რეჟიმი …
Continue reading “ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალა – დეპარტამენტი”
დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, …
Continue reading “დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – გაფრთხილება ამინდის შესახებ”
რუსეთის დარტყმის შედეგად კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა იწვის
28 სექტემბერს კიევის ცენტრში რუსეთის დარტყმის შედეგად უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ბოლო ცნობებით, მინიმუმ ერთი ქალი დაიღუპა, ოთხი პირი კი დაშავდა. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 28 სექტემბერს კიევში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკვე 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. „კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში თითქმის უწყვეტად გრძელდება. …
Continue reading “რუსეთის დარტყმის შედეგად კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა იწვის”
ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა
28 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო …
Continue reading “ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა”
სად შეძლებთ ძაღლებისა და კატების ცოფზე აცრას უფასოდ – მისამართები აჭარაში
28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში შესაძლებელი იქნება ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ცოფზე – კამპანიას სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დღეების განმავლობაში აცრის უფასოდ გაკეთება ბათუმში და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი შემდეგ მისამართებზე: ბათუმი – 6 მაისის პარკი; ხულო – სტალინის ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა); …
Continue reading “სად შეძლებთ ძაღლებისა და კატების ცოფზე აცრას უფასოდ – მისამართები აჭარაში”
ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა
27 სექტემბერს ბათუმში ორი ავტოავარია მოხდა – შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა, მეორე ავარია კი იმავე საღამოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც 2 მოზარდი დაშავდა. ხელვაჩაურის გზაზე დაშავებულებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებული 33 კვირის ორსული ქალია. მას თავის ტვინის შერყევა …
Continue reading “ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა”
აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს 4452-მა პაციენტმა მიმართა – რა უნდა ვიცოდეთ ცოფზე
დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის 60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც. აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა. ცოფის …
დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა …
Continue reading “დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 531 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 385 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 450 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 50 477 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 სექტემბერი”
ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა
დღეს, 27 სექტემბერს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის ქუჩების კვეთასთან. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ორი მოზარდი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. როგორც პირდაპირ ჩართვაში გამოცემა „აჭარა თაიმსს“ უთხრეს ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ავტომანქანა მოტოციკლს დაეჯახა, რომელზეც მოზარდები იყვნენ და შემდეგ სახლის ეზოში შევარდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო. _______________________ ფოტოზე: კადრი …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა”
ელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ
ელენე ხოშტარია „ვივამედის“ კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ თავად დაწერა ფეისბუქზე. იგი აღნიშნავს, რომ მკურნალობას ციხეში გააგრძელებს. „დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ – ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად. დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა …
Continue reading “ელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ”
ბათუმში 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა ავარიის შედეგად – არიან დაშავებულები
ავტოავარია მოხდა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, 27 სექტემბერს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა. ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილნი. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 276-ე მუხლით. შსს-ს ცნობით, მძღოლი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს …
Continue reading “ბათუმში 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა ავარიის შედეგად – არიან დაშავებულები”
სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა
თურქეთში 7 ადამიანი დააკავეს სკოლის მიმდებარედ სროლასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 11 მოსწავლე დაშავდა. შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა მანისას პროვინციაში – 15 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა მოსწავლეებს. მედიის ცნობით, დაკავებულებს შორისაა თავად 15 წლის მოზარდი, მისი ოჯახის წევრები და სანადირო აღჭურვილობის მაღაზიის მფლობელი, რომელსაც თავდასხმისას გამოყენებული საბრძოლო მასალის გაყიდვაში ადანაშაულებენ. საქმეზე სულ 10 ბრალდებული წარსდგა …
Continue reading “სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონში – წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 528 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 384 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 25 442 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 50 428 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 სექტემბერი”
„აფხაზეთი გახდა განზე გადადებული ტრავმა” – სოხუმელი მკვლევარი ომისა და კოლექტიური ტრავმის შესახებ
კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის მკვლევარი ქეთევან ეფაძე 2 წლის იყო, როცა დევნილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ბევრი რამე არ ახსოვს, ამბობს, რომ ომისა და დევნილობის ტრავმა მშობლებისგან მიიღო. იგი გვიხსნის, რომ ამ პროცესს ტრავმის ტრანსგენერაციული გადაცემა ჰქვია – როცა იმ მოვლენის ტრავმულ შედეგებს განიცდი, რაც თავად ფიზიკურად არ გადაგიტანია, მაგრამ განიცადა და გადაიტანა …
სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებს
სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე სარემონტო სამუშაოების გამო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ან სკოლის შეცვლა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. აჭარის განათლების სამინისტრომ 12 საჯარო სკოლების რემონტზე ტენდერი ან ზაფხულის მიწურულს გამოაცხადა, ან სექტემბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლების მოსწავლეები წელს სხვა სკოლებში გადაანაწილეს ან სწავლის გაგრძელება უწევთ სარემონტო სამუშაოების პარალელურად. კიდევ 7 …
Continue reading “სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებს”
2 000 ლარია ჯარიმა გზიდან და ავტობანიდან 100-200 მეტრში შეუთანხმებელი მშენებლობისთვის – ახალი კანონი
საავტომობილო გზებზე ან გზების გასწვრივ სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც გზების დეპარტამენტთან არ იქნება შეთანხმებული, ჯარიმა 2 ათასი ლარია. საუბარია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზებზე. შესაბამის კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 2026 წლის 16 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში 2026 წლის 19 სექტემბრიდან შევიდა. სამშენებლო სამუშაოების წარმოება ან მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გამოიწვევს დაჯარიმებას – …
აფეთქება ათენში – ბოლო ცნობებით დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტები
საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ბოლო ცნობებით 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბერძნული მედიის თანახმად, ორსართულიანი სახლის ჩამონგრევა ათენის ტურისტულ ზონაში, პლაკაზე, შესაძლოა, გაზის აფეთქებას მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტები მიზეზის დასადგენად მუშაობენ. შემთხვევა პარასკევს, 25 სექტემბერს მოხდა. დღეს, 26 სექტემბერს, ბოლო ცნობების თანახმად, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ამერიკელი ტურისტი და 2 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. …
Continue reading “აფეთქება ათენში – ბოლო ცნობებით დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტები”