ქონების გადასახადის გადახდა 2 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – ვის ევალება დეკლარციის წარდგენა

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც 2026 წელს უნდა განხორციელდეს. ამ ცვლილებით ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. ანუ, დეკლარაციის წარდგენა ევალება პირს, რომლის [მისი ან/და მისი ოჯახის წევრების] შემოსავალი 2025 წელს ჯამში აღემატებოდა 100 ათას ლარს. …

დააპატიმრეს სამშენებლო კომპანიის მფლობელები – ემიგრანტი ქალი, რომელსაც ჩამოსვლამდე ბინა გაუყიდეს

დღეს, 2 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობაში დატოვა ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი პირები: ჯუმბერ შ. და  ნოდარ ც. სამშენებლო კომპანიისგან ერთ-ერთი დაზარალებულის, ზეინაბ მახარაძის შესახებ „ბათუმელები“ 2026 წლის აგვისტოში წერდა. ზეინაბ მახარაძის თქმით, ის ემიგრაციაში წავიდა, ბათუმში ბინა რომ ეყიდა, თანხას შეთანხმების მიხედვით იხდიდა, ბათუმში დაბრუნებულს კი, საკუთარი ბინა გასხვისებული დახვდა. ბინა …

„უცნაურია, რომ დეტექტორიანი კაცი არ ჩანს ახლოს პატიმართან“ – პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების საქმე

„ჩემთვის ცოტა უცნაურია ის, რომ თუ დააკვირდებით, ეს 9-10 კაცი ერთდროულად შედის და კონკრეტულად დეტექტორიანი ადამიანი, რომელიც იქ პირველი უნდა ყოფილიყო და შეემოწმებინა, არ ჩანს მაინცდამაინც ახლოს პატიმართან. ვხედავთ, რომ ის ხელთათმანებიანი ადამიანი უფროა ჩართული მოქმედებებში,“ – გვიყვება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მას იმ პატიმრის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. …

ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“

ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები ქალაქის მერიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით პროექტი იმ მიზეზით ვერ დაიწყო, რომ დროში გაჭიანურდა კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი. ამ თემაზე: ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება  ტენდერში …

14 ორგანიზაცია ითხოვს გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სასწრაფოდ გამოძიებას

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული შესაძლო სექსუალური ძალადობა პატიმარ გიორგი დავითაძეზე. „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ …

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 2027 წლის იანვრიდან კვლავ გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2027 წლიდან 17 350 ლარი იქნება დღეს არსებული 16 000 ლარის ნაცვლად [იზრდება 1350 ლარით]. 1 147,5 ლარით გაიზრდება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასებიც და დღეს არსებული 13 600 ლარის ნაცვლად …

„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

ექიმი ვახტანგ კალოიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ ბოლქვაძის მიმართ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის კომენტარს ფეისბუქზე ეხმიანება. დღეს, 2 ოქტომბერს, მიხეილ სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროტესტზე განაცხადა, რომ ექიმმა კლინიკაში პაციენტის მიღებაზე უარი თქვა, რაზეც „აუცილებლად იქნება სამართლებრივი რეაგირება“. ექიმი ვახტანგ კალოიანი წერს, რომ გადაცდომა მართლაც თუ დაფიქსირდა, რატომ არ განიხილავს ამ ფაქტს პროფესიული …

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს. ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართობები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, …

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება

მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება. „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკის რეანიმაციულ და ემერჯენსის განყოფილებაში „საკმარისი ადგილები“ იყო და ემერჯენსის უფროსმა განზრახ არ მიიღო კლინიკაში ახალი პაციენტი. საუბარია ექიმზე, ჯუმბერ ბოლქვაძეზე, რომელსაც 2026 წლის აგვისტოში „ოცნების“ მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თანამდებობის დატოვება უშუალოდ მოსთხოვა. მინისტრს ეს მოთხოვნა რესპუბლიკურში 2026 წლის აგვისტოში …

წვიმა და ქარი – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ს 21 საათიდან 3 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, თუმცა დღისით ქარი გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 537 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 388 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 471 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 50 592 …

„ირანი ცდილობს საქართველოში გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა“ – რას აჩვენებს ელჩის სკანდალი

30 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარებას წინ უძღოდა მისი განცხადება, რომლითაც ირანის ელჩმა დააანონსა მის მიერ ჩატარებული კვლევა ქეთევან დედოფლის (ქეთევან წამებული) შესახებ, რომელიც 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს. ირანის ელჩმა …

არც განათება, არც შუქნიშანი, არც ტროტუარი – ხალვაშის გამზირი ბათუმში 20 მილიონის დახარჯვის შემდეგ

„რა გაგიხდათ ეს ლამპიონები, რომ ქუჩა გაანათოთ, ნათურები არ გაქვთ? ნულია განათება“ – წერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე. იგი ასე ეხმაურება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი მორიგი ავარიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ასობით კომენტარი დაწერეს სხვა მოქალაქეებმაც, სადაც ზუსტად აღწერეს, რა გამოწვევებია და რატომ არის სახიფათო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაადგილება. „ფრიდონ ხალვაშის გამზირი არის სასაკლაო. წვიმის …

რატომ გახდა მუსიკოსი პროპაგანდის სამიზნე

2026 წლის სექტემბრის ბოლოს მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, იგივე კორძი (KORDZ) პროპაგანდის კამპანიური თავდასხმისა და აგრესიის ობიექტი გახდა. მასზე საუბარსა და ცილისმწამებლურ განცხადებებს დიდ დროს უთმობენ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები, ფეისბუქგვერდები და თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ შორისაა ირაკლი კობახიძე, რომელმაც მუსიკოსის შესახებ ისაუბრა აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნისას 25 სექტემბერს. კობახიძემ კორძი ფაშიზმის წახალისებაში დაადანაშაულა. კობახიძის განცხადების …

ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 1 ლარამდე გაიზარდა

დღეს, პირველ ოქტომბერს მკითხველმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა ფოტო, რომელზეც ბათუმში მგზავრობის გაძვირების შესახებ განცხადებაა აღბეჭდილი და ინფორმაციის გადამოწმება გვთხოვა. ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შპს „ჯორჯია ტრანსისა“ და „სონაგოს“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიამ მგზავრობის ფასი ერთ ლარამდე გააძვირა. მიზეზად მან საწვავის ფასის გაზრდა დაგვისახელა.  „დიახ, დღეიდან გაძვირდა, კომპანიები ვადგენთ ფასს. ადრე მერია …

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სექტემბერში რუსეთმა ომში რეკორდული რაოდენობის – 46 230 სამხედრო დაკარგა ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში. ამ რაოდენობაში შედის როგორც ომში დაღუპულები, ასევე დაჭრილები და დაკარგულები. „უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში სისტემური და საგრძნობი დანაკარგების მიყენებას საბრძოლო შეხების მთელ ხაზზე. რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა სექტემბერში 46 …

„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თანამდებობის დატოვებას სთხოვს. დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ექიმებმა. როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი ექიმები ჰყვებიან „ბათუმელებთან“, ეს ამბავი 2026 წლის ივნისში მოხდა – კლინიკაში უნდა შემოეყვანათ მძიმე პაციენტი, თუმცა საავადმყოფოს „ემერჯენის“ განყოფილებაში საკმარისი ადგილი არ …

აჭარაში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი – სააგენტოს გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ გაფრთხილებას ვრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. „შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია …

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პირს ბრალდება წარუდგინეს

თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის – „TikTok“-ის ყალბი ანგარიშების და „whatsapp”-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა. „დაზარალებულების …

რას ითხოვს გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი „არაბული ქალაქის“ კონცეფციაზე

გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების საფუძველზე კრწანისსა და გონიოში მიწის დიდი ფართობების არაბულ კომპანია Eagle Hills-ისთვის გადაცემა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის საგანია. „საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, იცოდეს და შეაფასოს ფასეული სახალხო საკუთრების გასხვისების/სარგებლობაში გადაცემის დეტალები, ბევრად აღემატება კომპანიის კომერციულ ინტერესებს“ – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში. „ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 535 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 900. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 388 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 464 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 50 555 …

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის …

„თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს კარგად იცის“ – სიკორსკი

დღეს, 30 სექტემბერს, ვარშავაში, მზია ამაღლობელს გადასცეს პოლონეთის მთავრობის დაარსებული ლეხ ვალენსას „სოლიდარობის პრიზი“. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და თავად ლეხ ვალენსა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილი პოლონური მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი. მზია ამაღლობელის სახელით, პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისგან ჯილდო „ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო. „წელს ლეხ ვალენსას …

ვის წერს წერილებს ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილი – ინტერვიუ

„ის ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს. ხალხს არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად რაიმეს ცდილობდა ხალხისთვის. სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს. აი, სტალინს რომ წერდნენ სასოწარკვეთილები ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და შემდეგ თვითონ მოხვდნენ ციხეებში – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“ – ასე განმარტა …

მზია ამაღლობელს გადასცეს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო

30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო. დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდა პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსა. მზია ამაღლობელის …

15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება აივნიდან გადმოშარდვის საქმეზე

დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 1987 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდა, სამართალდამრღვევად ცნო და 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა. პოპოვს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ გააძევებენ ქვეყნიდან და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება. მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, ვინაიდან სხდომაზე ადვოკატი არ …

ბათუმში №9 სამარშრუტო ხაზზე 10-მეტრიანი ავტობუსები ივლის – ავტოტრანსპორტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, №9 სამარშრუტო ხაზზე სატრანსპორტო საშუალებების როტაცია განხორციელდება. კერძოდ, 1-ელი ოქტომბრიდან №9 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი Isuzu Ataman-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები Isuzu City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. №9 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ქათამაძის ქ. – ნონეშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ბარათაშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – გრიბოედოვის ქ. – ბაგრატიონის ქ. …

„კობახიძეს ესპარინგება“ – კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილზე

„ეს ყველაფერი არის თავის შედარება ირაკლი კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა იზოლაციაშია, ფაქტობრივად. ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, არავინ არ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და აი, ამ სიტუაციაში ის პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს იყო დალაგებული, ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი და ასე შემდეგ“ – ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის შეფერხების მიზეზად ახლა მეწყრულ მონაკვეთებს ასახელებენ

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია „ოცნების“ მთავრობის ახალი განკარგულებით სამი თვით გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან. შპს „არალი“ 13 750 კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს [ანდეზიტს] ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოიპოვებს. „არალი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის. 13 750 კუბურ მეტრ ანდეზიტს კომპანია 2 692 კვადრატული მეტრი ფართობის …

ქალი ფეხბურთელები მხარს უჭერენ „ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ

ქალი ფეხბურთელების ნაწილი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და კოლეგას, რომელიც საკუთარი კლუბის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. საუბარია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მფლობელს, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის გასული წლის დეკემბერში უჩივლა. 9-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2026 წლის 22 სექტემბერს, ბიზნესმენი გაამართლეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. …

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მაღალსართულიანი სახლის აივნიდან ახლოს მდებარე კაფეში მყოფ ადამიანებს თავზე გადმოაშარდა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ინფორმაცია ფაქტის შესახებ მოქალაქემ გაავრცელა ტიკტოკზე. მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაფეში მყოფი მოქალაქის პროტესტს, რატომ შარდავდა აივნიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა უპასუხა სიტყვებით – „Слава России“ [დიდება რუსეთს]. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონში იწვიმებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12 – 17 …

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა. პრემიის ჟიურიმ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“. „ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 533 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 388 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 50 519 …

რატომ დატოვა ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პროტესტის ნიშნად მოედანი თამაშის წინ

29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა. იქამდე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. მოკლე ხანში „ლანჩხუთის” ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზს განმარტეს: „საგანგებო განცხადება! ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება …

ღარიბაშვილი ხალხს ეკითხება, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – ახალი წერილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 29 სექტემბერს გამოქვეყნდა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ვრცლად მიმოიხილავს მისი ბოლო პრემიერობის წლებს, გახარიაზე ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“ და ვრცელი წერილის ბოლოს სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს. თითქმის სამი წელი გავიდა და …

Exit mobile version