მთავარი,სიახლეები • • •

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილს პირუტყვის მოხვედრისგან დასაცავად შეღობავენ

13.11.2026
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილს პირუტყვის მოხვედრისგან დასაცავად შეღობავენ

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეღობავს. მიზანი მოძრაობის უსაფრთხოებაა, რათა ავტომაგისტრალზე მსხვილფეხა პირუტყვი არ მოხვდეს.

დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას შეისყიდის, რისთვისაც ტენდერი 1 237 500 ლარით აქვს გამოცხადებული.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი ლანჩხუთის სოფელ სუფსაში [ლოტი 4] / ამ გზის ლოტი 4 და ლოტი 3 მონაკვეთები ძირითადად საძოვრებზე გადის

ტენდერის მიხედვით კონკრეტულად შემდეგი მომსახურება უნდა შეისყიდონ:

„საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის არგვეთა – სამტრედიის და სამტრედია – გრიგოლეთის [ლოტი 1; ლოტი 2 და ლოტი 4] მონაკვეთებზე საავტომობილო გზით მოსარგებლეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ავტომაგისტრალის გასწვრივ დამცავი ლითონის მესერის [მავთულბადის ღობე] და იმ ადგილებში, სადაც არსებობს მსხვილფეხა პირუტყვის ავტომაგისტრალზე მოხვედრის რისკი, შეერთებებზე და წრიული მოძრაობების მისასვლელებთან ლითონის მრუდხაზოვან ძელებს შორის ლითონის ცხაურების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო, საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება. საპროექტო და სხვა დოკუმენტაცია კი ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მოამზადოს.

სწორედ ამ დოკუმენტების მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა თანხა იქნება საჭირო ავტობანის ზემოთ აღნიშნული მონაკვეთების შესაღობად და ლითონის ცხაურების მოსაწყობად. უშუალოდ ამ სამუშაოებს კი დეპარტამენტი, წესით, ისევ ტენდერით შეისყიდის.

ავტობანის წრიულთან მისასვლელი გზა სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე სუფსასთან [ლოტი 4 მონაკვეთი]

  • მთავარი ფოტო: სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი [სუფსასთან, ლოტი 4 მონაკვეთი], „ბათუმელების“ არქივიდან.

პირუტყვისგან დაცვის მიზნით 2021 წელს ნაწილობრივ ქობულეთის შემოვლითი გზაც შეღობეს.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ქობულეთის შემოვლით გზას ცხოველებისგან დასაცავად ლითონის ბადით ღობავენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: