2026 წლის იანვრიდან დღემდე, 10 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში 53 მილიონ 979 200 ლარი შევიდა. პროგნოზის მიხედვით, ეს თანხა წლის ბოლომდე 71 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. სათამაშო ბიზნესიდან ზუსტად ამდენით დაგეგმა მომავალი წლის შემოსავლების პროგნოზი ბათუმის მერიის საბიუჯეტო სამსახურმა.
გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში 73 მილიონი ლარი შევიდა.
ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს 1,496,500 ლარი შესწირეს.






