გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 111 ბენზინგასამართი სადგურიდან ბენზინის 34 და დიზელის 77 სინჯი აიღეს.
მათივე ინფორმაციით, დარღვევა 14 ნიმუშში – დიზელის 12 და ბენზინის 2 სინჯში გამოვლინდა.
„ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1 მლნ 400 000 ლარია“ – აცხადებს ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგების მიხედვით, აღებულ სინჯებში „შემცირებულია გოგირდის რაოდენობა, აფეთქების მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია და საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა არ ფიქსირდება“.






