მთავარი,სიახლეები •

ბათუმში სარიტუალო დარბაზს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების“ გამო

18.11.2026
ბათუმში სარიტუალო დარბაზს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების“ გამო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში, ინდმეწარმე კ. ფ.-ის სარიტუალო დარბაზ „აჭარაში“ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა.

აღნიშნული დარბაზი ბათუმში, ორბელიანის 15 ნომერში მდებარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, არაგეგმური ინსპექტირების საფუძველზე, დარღვევების გამო არაერთ ობიექტს შეუჩერეს საწარმოო პროცესი სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის თბილისში, ახალციხეში, ზესტაფონში და ა.შ.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: