საფრანგეთში კოვიდის რეკორდული, 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

დღეს, 29 დეკემბერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა – 179 807 ახალი შემთხვევა 24 საათში – წერს „როიტერსი“. ეს არის კოვიდის დღიური შემთხვევების გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2021 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, როცა საფრანგეთში კოვიდის 104 611 დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 242 ადამიანი. ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ ახალ …

აჭარაში ომიკრონის 4 შემთხვევაა

აჭარაში დადასტურდა კორონოვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 4 შემთხვევა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ომიკრონით ინფიცირებული 3 ადამიანი მკურნალობს სახლში და დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია. ინფიცირებულები კოვიდზე ორჯერადად აცრილები არიან. ომიკრონით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი აჭარაში კოვიდსასტუმროშია, მას კორონავირუსის უფრო გამოხატული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი არ არის ვაქცინირებული, იგი მეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით. ამავე თემაზე:  საქართველოში ომიკრონის 63 შემთხვევა …

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა 7 წლის თავზე ხელახლა უნდა დაიწყოს

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ხელახლა უნდა დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, 7 წლის განმავლობაში ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაწყებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულდა. 7 წლის შემდეგ ამ საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. ამ შემთხვევაში …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 232 ახალი შემთხვევა

29 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 484 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 201 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით აჭარაში 121 მძიმე პაციენტია, მათგან 35 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2514 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 61 პაციენტი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 2514 ახალი შემთხვევა, 61 პაციენტი გარდაიცვალა

29 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2514 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 46 059 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 61 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარაში – 232, იმერეთში – 304, ქვემო ქართლში – 119, შიდა ქართლში – 108, გურიაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში …

ნაგავსაყრელიდან ვადაგასული საკვების გაყიდვისთვის 4 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან სისტემატურად ახდენდნენ გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებულ და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. საქმეზე …

„პირადად დავეხმარები“ – რესურსცენტრის უფროსი 15 წლის მოზარდზე, რომელიც სკოლაში ვერ დადის

სკოლის მიღმა დარჩენილი 15 წლის მოზარდის, შოთა ბოლქვაძის სკოლაში დაბრუნების შესახებ, „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრს ესაუბრა და ჰკითხა, რა გზები არსებობს სისტემაში იმისთვის, რომ მოზარდმა სწავლის განახლება შეძლოს და საბაზო საფეხურის ატესტატი აიღოს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ შოთას საბაზო განათლების ატესტატის მიღების ორი გზა აქვს. პირველი ის, რომ აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი და სწავლა გააგრძელოს …

გონიოში უკანონოდ აშენებული კაფე დაანგრიეს, რატომ არ შლიან უკანონო კორპუსებს – მერიის პოლიტიკა

რა ნიშნით შეარჩია ბათუმის მერიამ უკანონოდ აშენებულ შენობებს შორის ერთი კაფე, რომელიც დაანგრიეს? – ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში, სადაც დღეს, 28 დეკემბერს, გაავრცელეს ინფორმაცია გონიოში, სახელმწიფო მიწაზე აშენებული ერთი კაფეს დემონტაჟის შესახებ. „მუნიციპალური ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე ყოველთვის ახდენს რეაგირებას მსგავს სიტუაციებზე,“ – ამბობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ …

რამდენი ხნით გაითიშება ხვალ შუქი ქობულეთში

ხვალ, 29 დეკემბერს, 11:30-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ აბონენტებს ქობულეთში, შემდეგ ქუჩებზე: კაიკაციშვილის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები. აბონენტებს დენის მიწოდება აღუდგებათ სამუშაოების დასრულებისთანავე, 14:00 საათზე. კომპანიის ცნობით, დენის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.  

რას ამბობენ ხულოს მერიაში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ხულოში მდებარე ხიმშიაშვილების საგვარეულო  შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.  შენობაში ამჟამად ხულოს რესურსცენტრია განთავსებული. ნაგებობის შესახებ იციან მერიაშიც, თუმცა შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე აქამდე არავის უზრუნია.   „ყველა ხულოელმა იცის, მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა ხიმშიაშვილების საგვარეულო სახლია.  ბევრჯერ ყოფილა ეს საკითხი განხილვაში. მე არ …

„მოსამართლის დევნა დასაშვები ხდება კრიტიკული აზრის გამო“ – 14 მოსამართლე კანონის შეცვლაზე

„აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა… იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას“, – აღნიშნულია 14 მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში. ისინი პარლამენტს სთხოვენ არ …

„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურის ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს

„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურების ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს როგორც თბილისში, ისე რეგიონში და ახალ წელს უკვე 10 Self-service ავტოგასამართი სადგურით შეხვდება. კომპანიის თვითმომსახურების სადგურები უკვე მთელი საქარველოს მასშტაბით შეძლებს ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი  და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც მსოფლიოში, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების ყოველდღიური სტილია, „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებიდან ხუთი სადგური უკვე თბილისში მდებარეობს, ორი ბათუმშია, …

საქართველოში ომიკრონის 63 შემთხვევა დაფიქსირდა – გამყრელიძე

დღეს, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით ომიკრონით ინფიცირების 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე თქმით, 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, მიმდინარეობს თითქმის ყველას კონტაქტების მოკვლევა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ადამიანების უმრავლესობა აცრილია, ექვს მათგანს ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი – ანუ რეინფექციაა, მათგან …

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

„მგზავრობის ტარიფის გაზრდა ახალი წლიდან გარდაუვალია, სხვანაირად არ გამოვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ჯორჯია ტრანსის“ ხელმძღვანელი ნუგზარ ფარტენაძე. ამ კომპანიაში 500-მდე მიკროავტობუსის მძღოლი მუშაობს. 500-ვეს გამოკრული აქვს განცხადება იმის შესახებ, რომ „პირველი იანვრიდან მგზავრობის ტარიფი 70 თეთრი იქნება“. მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ტარიფს საკრებულო განსაზღვრავს, მაგრამ ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულო ვერ იკრიბება. ამ ვითარების მიუხედავად, მძღოლებს …

ყალბი მართვის მოწმობის დამზადების სქემა ტელეგრამზე, დაკავებულია 1 პირი – შსს 

შსს-ს ცნობით, პოლიციამ წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული …

აჭარაში კოვიდის 213 ახალი შემთხვევაა

28 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 497 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 191 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით აჭარაში 121 მძიმე პაციენტია, მათგან 35 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 63 პაციენტი გარდაიცვალა.

ღამის ცვლის მოწესრიგება, ხელფასების 15%-ით გაზრდა – ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა 

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის ინფორმაციით, შეთანხმება ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის გუშინ ღამით შედგა. „მედიატორს დაუკავშირდნენ და ის დაგვეხმარა. შეთანხმება შედგა ნაწილობრივ, დეტალები დასაზუსტებელია, მაგრამ გაფიცულები უკვე დაუბრუნდნენ სამსახურს… ძირითადად ეს ეხება ღამის ცვლის მოწესრიგებას, რაც პრობლემების 80 %-ს მოაგვარებს. ასევე გაიზრდება დასაქმებულთა ხელფასი 15%-ით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის …

ახალ წლამდე ბათუმში თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 11 – 16 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: 0 – 5 …

63 გარდაცვლილი და კოვიდის 2676 ახალი შემთხვევა – 28 დეკემბერი

28 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 63 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარაში – 213, იმერეთში – 439, ქვემო ქართლში – 110, შიდა ქართლში – 171, გურიაში – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 227, კახეთში -148, მცხეთა-მთიანეთში -75, …

აღადგენენ თუ არა შტორმის დროს დანგრეულ პირსს ახალ ბულვარში

აღადგენენ თუ არა ახალ ბულვართან პირსს, რომელიც ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია, დარჩენილი ნაწილი კი დაზიანებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ფარგლებში იქნება მიღებული. „შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“ – მოგვწერეს სამინისტროდან. პირსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …

რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი

ბათუმის ბულვარში ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა მხოლოდ ჭოროხის შესართავამდეა შესაძლებელი, იმის მიუხედავად, რომ ბათუმში დაახლოებით 14-კილომეტრიანი პრომინადი და ველობილიკი გვაქვს – ეშმაკის ბორბლიდან კვარიათამდე. ეს ბილიკი მდინარის შესართავთან წყდება, ვინაიდან მდინარეზე ხიდის არარსებობის გამო ველობილიკი მოწყობილი არაა. ჭოროხის შესართავთან საავტომობილო გზაც წყდება, მანამდე რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სრულდება პრომინადი და ველობილიკიც, თუმცა ველომოყვარულები აქამდეც არ …

ექიმ დავით მურვანიძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

სტუდია „ხელოვნების სახლმა“ 26 დეკემბერს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ექიმ დავით მურვანიძის დასახმარებლად. „ხელოვნების სახლის“ საქველმოქმედო გამოფენაზე 4-დან 16 წლამდე ბავშვების ნამუშევრები იყო გამოფენილი. „დავით მურვანიძის შესახებ ფეისბუქზე გავიგეთ, იგი ავად არის და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა გადავწყვიტეთ. შესაწირი ყუთი გვქონდა, სადაც ადამიანები იმდენ თანხას აგდებდნენ, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. გამოფენილი ნამუშევრებისთვის არ გვქონდა …

თალიბანი ავღანელ ქალებს კაცის გარეშე შორ მანძილზე მგზავრობას უკრძალავს

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თან ახლავთ ნათესავი კაცი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  თალიბანის ეს დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შეიმუშავა. დირექტივა კვირას შევიდა ძალაში და ქალებს, რომლებიც 72 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მიემგზავრებიან, უკრძალავს გადაადგილებას თანმხლები, ოჯახის წევრი კაცის გარეშე. ასევე, თალიბანი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, …

„იძულებული გავხდი 1 წლის შვილი დამეტოვებინა“ – ემიგრანტი დედა პოლონეთიდან

„ემიგრაციაში დავკარგე ჩემი საუკეთესო წლები. დავკარგე იმის შესაძლებლობა, დამენახა, როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი. ყველაფერი დავკარგე…“ – გვითხრა თამუნა ზაზაშვილმა, ბათუმელმა ემიგრანტმა ქალმა. თამუნა 20 წლის ახალგაზრდა დედა იყო, როცა იძულებული გახდა 1 წლის და 3 თვის შვილი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, უნდოდა მის შვილს არაფერი დაჰკლებოდა და ეს შეძლო, …

გამოიყვანთ თუ ვერა უცხოეთიდან შემოტანილ მანქანებს? -პორტში გაფიცვა გრძელდება

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში შეხვედრა გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის დასრულდა. გაფიცულების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გაფიცვა გაგრძელდება. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის 120 თანამშრომლიდან 80-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას. გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა. რაც …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და ქობულეთის სოფლებში დენი რამდენიმე საათით გაითიშება

28 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან ამავე დღის 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: ბათუმში: გენერალ ა.აბაშიძის, ინასარიძის, კობალაძის, ტ.აბუსერიძისა და მიმდებარე ქუჩებს. ქობულეთში კი, 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს, სამებას, კვირიკეს, ჭახათს, ქაქუთსა და მიმდებარე სოფლებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება: „აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში“.    

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

„დაბა ხულოში, საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარე სახლი, მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ააშენა ახმედ ბეგმა. ახმედ ბეგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო, რომელიც მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძმასთან ერთად გაიქცა და თავი გურიას შეაფარა.  1815 წლის შემდეგ ახმედ ბეგი ისევ აჭარაში დაბრუნდა, ჯერ სოფელ ნიგაზეულში, სადაც მათი რეზიდენცია და სამემკვიდრეო ადგილია, მოგვიანებით კი – …

ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული 60 წლამდე კაცია. ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში 80 თანამშრომელი გაიფიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ. „ტერმინალში მუშაობა შეჩერებულია, 120 თანამშრომლიდან 80 გაფიცულია,“ – ამბობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამირან მიქელაძე. ამ ეტაპზე გაფიცულ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. „ყველაფერი კარგად დასრულდება, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის მმართველმა დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა. მან ასევე გვითხრა, …

10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია

შოთა ბოლქვაძე 15 წლისაა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო – საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა. მერე ავად გახდა და სკოლაში ვეღარ შეძლო სიარული. შოთა მეზღვაურობაზე ოცნებობს, თუმცა ატესტატი არ აქვს. შოთას ოჯახში მასთან ერთად კიდევ ათი ადამიანი ცხოვრობს – შოთას მშობლები, ბებია-ბაბუა, მისი და-ძმები და 3 წლის დისშვილი. ყველაზე პატარა შოთას 6 …

ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღებაზე

პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის …

ვინ არის და რა ქონებას ფლობს პროფესიით ფინანსისტი ჯანდაცვის ახალი მინისტრი

27 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაასახელა. 42 წლის ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის სექტორში არასდროს უმუშავია, იგი პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მისი წარდგენისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში“. ზურაბ აზარაშვილი აქამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მისი კარიერა საჯარო სამსახურში 2020 წელს დაიწყო, როცა აზარაშვილი …

ნაძვის ხე ვანდალურად დააზიანეს – მერია

ბათუმის ცენტრალურ ნაძვის ხეზე განათებების ნაწილი დაზიანდა. მერიაში განაცხადეს, რომ განათებები ვანდალურად დააზიანეს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქის საკუთრებას. „ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის განათებებისა და მორთულობები ვანდალურად დააზიანეს. ნაძვის ხის დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებასა და მორთულობებს, რომელიც ქმნის სადღესასწაულო განწყობას“-ამბობს მერია. ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. წელს …

71 გარდაცვლილი და კოვიდის 986 ახალი შემთხვევა – 27 დეკემბერი

27 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 71 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარაში – 95, იმერეთში – 118, ქვემო ქართლში – 30, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 54, კახეთში -52, მცხეთა-მთიანეთში -20, სამცხე-ჯავახეთში …

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 3-6 იანვარს – მთავრობის დადგენილება

2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა იქვე განსაზღვრულია, თუ ვისზე არ გავრცელდება ეს დადგენილება საჯარო დაწესებულებებში. დადგენილების მიხედვით, საჯარო დაწესებულება [ადმინისტრაციული ორგანო] თავად განსაზღვრავს იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში იმუშავებენ, მიუხედავად უქმე დღეებისა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში …

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვინაიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება, ადგილობრივი გამომუშავება კი შემცირებულია, შესაბამისად, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, აფხაზეთში კი, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად მაინინგს ასახელებენ და მიწოდებაში მაინც შეზღუდვებია. ე.წ. მაინინგი სახელდება მესტიაში დენის შეზღუდვის …

Exit mobile version