დღეს, 21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, კორპუსში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული, რომელსაც სხეულის დამწვრობა აღენიშნება.
ამავე უწყების ცნობით, კურპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
________________
ბუნებრივი აირი აფეთქდა 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაშიც, რის შედეგადაც მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი კი სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
_________________
ამ თემაზე:
როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირის გაჟონვისგან – რჩევები და შენიშვნები სპეციალისტისგან






