გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან, დღისით ყველგან წვიმა. მაღალ მთაში ზოგან თოვა – დღისით ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 22 და 23 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა.






