ხულოსა და შუახევის 22 საჯარო სკოლაში წელს პირველკლასელები არ მიუღიათ.
შუახევის რესურსცენტრისგან მიღებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.
ეს სკოლებია:
- ჩანჩხალოს საჯარო სკოლა
- ჯაბნიძეების საჯარო სკოლა
- ტბეთის საჯარო სკოლა
- ნაღვარევის საჯარო სკოლა
- ინწკირვეთის საჯარო სკოლა
- სხეფის საჯარო სკოლა
- წაბლანის საჯარო სკოლა
- კვიახიძეების საჯარო სკოლა
- ლომანაურის საჯარო სკოლა
- ტომაშეთის საჯარო სკოლა
- ტაკიძეების საჯარო სკოლა
- გომარდულის საჯარო სკოლა
გასული წლის მონაცემებით, პირველკლასელები არ ჰყავდათ მაგალითად გოგაძეების, ცინარეთის, ჭალას, ცხემლისის, ზემოხევის, ვანისა და ჟანივრის საჯარო სკოლებსაც, ამიტომ დაზუსტების მიზნით შუახევის რესურსცენტრს ვკითხეთ, ეს სკოლები სხვა, უფრო მსხვილ საჯარო სკოლებთან გაერთიანდა თუ წელს დარეგისტრირდნენ ამ სკოლებში პირველკლასელები? – თუმცა, ამ კითხვაზე შუახევის რესურსცენტრმა არ გვიპასუხა.
პირველკლასელთა დეფიციტია ხულოს მუნიციპალიტეტშიც. რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს ხულოს 10 სოფელში პირველკლასელები არ ჰყავთ. ეს სკოლებია:
- ბაკოს საჯარო სკოლა
- სკვანის საჯარო სკოლა
- დიდაჭარის საჯარო სკოლა
- თაგოს საჯარო სკოლა
- პაქსაძეების საჯარო სკოლა
- საციხურის საჯარო სკოლა
- ტაბახმელის საჯარო სკოლა
- ფაჩხის საჯარო სკოლა
- ქვემო თხილვანის საჯარო სკოლა
- ძმაგულის საჯარო სკოლა
ქედაში, მხოლოდ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში არ ჰყავთ პირველკლასელი.
მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაზრდილი მიგრაციის გამო, იზრდება ისეთი სკოლების რაოდენობა, სადაც 7-8 მოსწავლე ჰყავთ მთლიანად სკოლაში.
არის ისეთი სკოლებიც კი, სადაც თითო მოსწავლე ჰყავთ. როგორც სოფლად მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, სკოლების დაცარიელება სოფლიდან ხალხის მიგრაციას უკავშირდება, მათივე თქმით, მიგრაციას უმუშევრობა და სოფლებში უპერსპექტივობა განაპირობებს.
_________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.






