რას პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეებს, რომელთა სახლი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა

2022 წლის პირველ ოქტომბერს ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, მისი ნაწილი კი წაიღო. ამ დროიდან სიხარულიძეების სამი ოჯახი ქირით ცხოვრობს, ქირას მერია იხდის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სტიქიის შემდეგ სახლის მდგომარეობა მერიის დაკვეთით შეისწავლა და მისი ექსპლუატაცია დაუშვებლად მიიჩნია. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და შენობის შესაბამისი კონსტრუქციული პროექტით …

„კარგად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავის სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ და ამაში რუსებს არ დაემსგავსებიან, რომლებიც მედესანტეებს და რუს სპეცდანიშნულებას იყენებს, როგორც უბრალო ქვეითებს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წინააღმდეგობის მოძრაობის გააქტიურებაზე რუსეთში. იგი აქტიურად ეცნობა ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს და თავის დასკვნებს გვიზიარებს. გენერლის დაკვირვებით, ბოლო დროს უკრაინელი სპეცდანიშნულების ძალების გააქტიურება შეინიშნება. ვახტანგ …

რა უნდა ვიცოდეთ ლიფის ტარების და ჯანმრთელობის შესახებ – მამოლოგის რჩევები

ძუძუს ჯანმრთელობასა და ლიფის ტარებას შორის კავშირის შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელთაგან ნაწილი მითია, ნაწილი კი რეალობა. „მედცენტრის“ ონკო-ქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ლიფის ტარებასა და ძუძუს კიბოს შორის კავშირს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არასწორი ბიუსტჰალტერის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მკერდთან დაკავშირებულ ზოგადი ჩივილებთან. ქალბატონო მზია, მიიჩნევა, რომ მავთულიანი ლიფები საზიანოა …

სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ„ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის საგანს აღარ გაივლიან პროტესტის ნიშნად, რადგან სამხარაძე რუსული კანონის მხარდამჭერია. „ბათუმელები“ ერთ-ერთ სტუდენტს, გიორგი ფაჩუაშვილს ესაუბრა, რომელიც სტუდენტური მოძრაობის – „არა რუსულ კანონს“ აქტიური წევრია. მისი თქმით, საგანი – „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე კითხულობს, 21 სტუდენტს ჰქონდა არჩეული ამ სემესტრში და აქედან 18 …

ხულოსა და შუახევში აბიტურიენტებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თებერვლიდან ხულოსა და შუახევში მცხოვრები აბიტურიენტების უფასო მომზადება დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, თამარ სირაძის თქმით, წელს პირველად ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც რეპეტიტორებთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვთ. „ძირითადად შაბათ-კვირას ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მიდიან ხულოსა და შუახევის ცენტრებში …

უკრაინულ კაფე-ბიბლიოთეკას ბათუმში „ქეა კავკასიამ” წიგნები გადასცა

„მე და ირას ძალიან გვიყვარს წიგნები. როდესაც უკრაინელებმა სამშობლო დატოვეს, ძალიან უნდოდათ წიგნების წამოღება, თუმცა ვერ შეძლეს.  აქ, ბათუმში ჩამოსულები, ეძებდნენ ადგილს, სადაც წიგნებს წაიკითხავდნენ. სწორედ ამიტომ გვინდოდა ეს შესაძლებლობა მიგვეცა მათთვის და გაგვეხარებინა, როგორც შეგვეძლო. ჩვენი კაფე ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებს. სტუმრებს შეუძლიათ სახლშიც წაიღონ წიგნები, წაიკითხონ და შემდეგ დაგვიბრუნონ“ – ამბობს ელენა ბათუმში, ვახტანგ …

დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“

2 მარტს საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე, 35 მოქალაქე დააკავეს. მოქალაქეები აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვას, რომლის რეალური მიზანი გამოხატვის თავისუფლების, მედიის, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაქრობაა. აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან სტუდენტები, ძმები – დავით და ნიკა ჩხობაძეები, დავით სეხნიაშვილი და დავით გოჩაშვილი. დავით და ნიკა ჩხობაძეების დედა მაია ძაძამია …

რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი აჭარიდან როლანდ შავაძე, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში ინგლისურ ენას ასწავლის ბავშვებს, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, მთელ საზოგადოებას დააზიანებს, რადგან კანონი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, რომ ამ კანონის იდეა კრიტიკული, თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის ჩახშობაა და მსგავსი ტიპის კანონი არ უნდა …

8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში

8 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ. „ეს იქნება ქალების მარში, ქალების წინააღმდეგობა ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ – ამბობს „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი ნათია გვრიტიშვილი. „წელს გადაწყვეტილი გვქონდა აქციები გაუპატიურებაზე კანონში ცვლილებაზე, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს შეიცვალა, იმიტომ, რომ ახლა უკვე საფრთხე ემუქრება ჩვენს არსებობას, საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. შესაბამისად, პარლამენტთან …

ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან

„პოლიტიკასთან ახლოს ვიყავი, ახლა ძალიან შორს ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ზედმეტი ბარგია. კომუნისტების დროიდან გვესმის სიტყვა „აგენტი“, ეს ჟღერს, როგორც „შპიონაჟი“, „აგენტურა“. შეიძლება ამ სიტყვის იარლიყად მიკერება ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე, მეწარმე და მევენახე ქედიდან, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ქედის ლაგმა“ [ქედის ადგილობრივი განვითარების …

როცა დიდთოვლობისას სასწრაფო გჭირდება – 2 შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში

დიდთოვლობა ზამთარში მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არავის უკვირს, თუმცა ადგილობრივების თქმით, წელს, გასულ წლებთან შედარებით, დიდთოვლობამ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შექმნა. როცა დიდთოვლობის გამო სოფლის უბნების ან  ცენტრალური გზისკენ მიმავალი გზები იკეტება და ადგილობრივებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რა ხდება ამ დროს?  „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხულოს სოფელ ბოძაურში სტუმრად მყოფ ფეხმძიმე ქალს სასწრაფო სამედიცინო …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. მაღალმთიან აჭარაში ზოგან თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

ბიზნესმენი ბათუმის მერიასთან უკანონოდ აშენებს – ის „ოცნებას“ აფინანსებს

ბათუმის ცენტრში, ბათუმის მერიის შენობის პირდაპირ მდებარე სახლს სართულებს უკანონოდ აშენებენ. მშენებლობა ახლაც გრძელდება. ლუკა ასათიანის 21-ში მდებარე შენობაზე ხიმინჯები მორიგი სართულის დასაშენებლადაც გაუმზადებიათ. ბათუმში, ლუკა ასათიანის 21-ში მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოებზეა გაცემული ნებართვა, რაც გულისხმობს ცვლილებას ფასადში და კოშკის მოცულობაში. პირველი კლასის სამუშაოები ახალი სართულების აშენებას არ გულისხმობს. რეალურად, ბათუმის მერის კაბინეტიდანაც ჩანს ის, …

ხულო-ადიგენის გზა ჩაკეტილია – სოფელ დიოკნისში მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 3 მარტს, ხულო-ადიგენის საავტომობილო გზა ჩაკეტილია, სოფელ დიოკნისში წუხელ მეწყერი ჩამოწვა. „საკმაოდ დიდი მოცულობის მასაა ჩამოსული. არავინ დაშავებულა. გზის გაწმენდა უკვე დაწყებული გვაქვს,“ – გვითხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ დიოკნისში, გურამ კახაძემ. მისივე თქმით, სავარაუდოდ დღის ბოლოს აღდგება ცენტრალურ გზაზე მოძრაობა. სწორედ ეს გზა უკავშირდება კურორტ გოდერძის. „გზის ქვემოთ ყანებია, ახლა მოსახლეობას ვუთანხმდებით, შეიძლება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 151 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 765] ტანკი – 3 405 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 6 673 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 2 402 ერთეული [+4] MLRS – 484 ერთეული [+4] საზენიტო …

რას ეუბნებიან ქობულეთელები ზაალ მიქელაძეს – რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს

„გამჭვირვალობის მიზეზად დასახელება ხომ დემაგოგიაა? გამჭვირვალობა აკლიათ NGO-ებს? გამჭვირვალობა დეპუტატებს აკლიათ ზუსტად და მთავრობას, მათი შემოსავლები გაასაჯაროვონ, ეს ჯობია. „ალტ-ინფოს“ ვინ აფინანსებს კიდევ, ისიც ძალიან მაინტერესებს. ეს რუსული კანონია და ძალიან სახიფათო თამაშია,“ – ამას ეტყოდა ქობულეთში მცხოვრები ნანა კალანდაძე  ზაალ მიქელაძეს, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში და რუსული კანონის ავტორს. „ბათუმელები“ რამდენიმე ქობულეთელს ესაუბრა: …

4 პირი დააკავეს პარლამენტთან აქციაზე, სადაც რუსული კანონს აპროტესტებდნენ

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის [166] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [173] მუხლებით. აქციის მონაწილეები რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ პარლამენტში. რა ხდება?  დღეს, 2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, სადაც რუსული კანონპროექტი განიხილეს. სხდომა თითქმის საათ-ნახევრიანი …

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

„ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს. ხელისუფლებები შეიცვლება, სიტუაციები შეიცვლება, მაგრამ ის, თუ ვინ გამოაცხადა დასავლეთი საქართველოს მტრად, ეს არ შეიცვლება და კონკრეტული სახელები და გვარები იქნება ამის ქვეშ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელით ცდილობს ხელისუფლება …

მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო

საქართველოში იწყება კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”. დოკუმენტზე ხელის მოწერა ელექტრონულად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. კამპანიის ორგანიზატორები ქართული ოპოზიციური პარტიები არიან. „რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ, ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები …

„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

„სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ?“ – ასე მიმართა დღეს, 2 მარტს, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს „ოცნებიდან“, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს. „პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ყველაფერი მოვაგვარეთ აბსოლუტურად, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს… …

დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე

საქართველოს მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს. „მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება. ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს …

„მიგვაჩნია დაუშვებლად“ – რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს. „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას. წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ …

თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება მის წინააღმდეგ

„ყველა მოქალაქეს მივმართავ – ეს არასამთავრობოების და რამდენიმე მედიის პრობლემა კი არ არის. ეს არის ამ ხალხის მცდელობა საქართველოში დაამყარონ დიქტატურა და მოსპონ თავისუფლების ბოლო კუნძულები. და თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენ გვერდით. ხვალ, ზეგ და ამ უახლოეს დღეებში,“ – ეს განცხადება დღეს, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტში გააკეთა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული …

„ხელს შეუწყობს ადვოკატების მარგინალიზაციას“ – ადვოკატთა ასოციაცია რუსულ კანონზე

„კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა, მაგალითად, „უცხოური გავლენის აგენტი“, შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია აქვეყნებს. ადვოკატთა ასოციაციას რუსულ კანონზე პოზიციის დაფიქსირება „ბათუმელებმა“ 28 თებერვალს სთხოვა. ასოციაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი პირები საქართველოში არ არიან და …

საბერძნეთში 46 ადამიანი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად

საბერძნეთში გაიზარდა 28 თებერვალს, ღამით, მატარებლის კატასტროფის გამო დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ცნობებით, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის არიან რკინიგზის თანამშრომლები და უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თესალონიკში მიდიოდნენ ათენიდან და ქალაქ ლარისადან. საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში პოლიტიკურმა პარტიებმა შეაჩერეს საარჩევნო …

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან არჩილ თალაკვაძეს მიმართავს

საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. არჩილ თალაკვაძე 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩთან ერთად ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია. თუმცა ამ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 150 605 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 715] ტანკი – 3 397 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 6 658 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 2 398 ერთეული [+5] MLRS – 480 ერთეული [+1] საზენიტო …

რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს

ყველის საწარმო „ცეზარი“ წელიწადში 2 მილიონ ლიტრ რძეს გადაამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, შებოლილ სულგუნს, კარაქსა და მაწონს. „ცეზარს“ ორი ქარხანა აქვს: ქვემო ქართლის სოფელ წალკასა და აჭარის მაღალმთიან სოფელ დიოკნისში. საწარმოს საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. გარდა ქართული ბაზრისა, „ცეზარს“ რძის პროდუქტები გააქვს აშშ-სა და კანადაშიც. საწარმო მთლიანად დასავლური დაფინანსებით აშენდა. ხულოში ყველის …

რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც პირის ღრუში, უკან ამოიჭრება. როგორც წესი, ადამიანს ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზევით, ორი – ქვევით. მათი შენარჩუნება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს სიბრძნის კბილების თავისებურებებსა და მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გართულებებზე. ბატონო თენგიზ, რა არის სიბრძნის კბილი და როგორია მისი ამოჭრის ვადები? …

ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია

„ამ კანონპროექტით მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ სტუდენტი ან მასწავლებელი არ ეთანხმება სახელმწიფოს და ამის გამო ის შეიძლება წავიდეს ციხეში“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. ის „ბათუმელებთან“ რუსული, ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საფრთხეზე საუბრობს. ბატონო სიმონ, როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროში მყოფი ადამიანების რეაქცია რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც …

რა იქნება ახლა, როცა მთავრობა ევროკავშირის დემარშს არ ითვალისწინებს – ინტერვიუ

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ის პერსონალურ სანქციებს ელის, როცა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს დემარშსაც არ ითვალისწინებს. თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია პროტესტის მასშტაბი ქვეყნის შიგნით. რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირი დემარშს, …

ჯადოქრები ФСБ-ს სამსახურში: როგორ იყენებს რუსეთი ჯადოქრებს პროპაგანდაში

უკრაინული 24tv.ua წერს, რომ რუსულ სატელევიზიო გადაცემებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ექსტრასენსები, ნათელმხილველები და ჯადოქრები. რუსულ ტელევიზიებზე დაკვირვებით არხი წერს, რომ ეს „ჯადოქრები“ შემოიფარგლებიან პუტინის სადიდებელი ოდებით და ასევე იმით, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება“. თოქშოუებს, რომლებშიც „ნათელმხილველები“ ​​რუსეთის „გამარჯვებას“ და უკრაინის განადგურებას წინასწარმეტყველებენ, რუსეთის მილიონობით მოქალაქე უყურებს. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტი ქვეყნის საზოგადოების …

უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს, ეს პუტინის მეხუთე მარცხია – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ 2023 წლის პირველ მარტს რუსეთმა მეხუთე მარცხი იწვნია უკრაინაში – უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს. ამის შესახებ კულება ფეისბუქზე წერს. „2023 წლის 1-ელ მარტს პუტინმა იწვნია მეხუთე მსხვილი მარცხი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ – უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი. ჩვენ გავუძელით ყველაზე რთულ ზამთარს ჩვენს ისტორიაში. იყო სიცივე და სიბნელე, …

38 მგზავრი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად საბერძნეთში – ბოლო ცნობები

საბერძნეთში გაიზარდა მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპული მგზავრების რაოდენობა – ბოლო ცნობებით დაიღუპა სულ მცირე 38 ადამიანი, 85 კი დაშავდა. საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან სამგზავრო მატარებელი სატვირთოს წუხელ შეეჯახა. სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ათენის მიმართულებით მიდიოდა. მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ამჟამად შემთხვევის ადგილას 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მატარებლების შეჯახების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პროკურატურამ …

რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის პირველი მარტის ანგარიში „შაჰიდებთან“ უკრაინის ბრძოლას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ღამის განმავლობაში 14 „შაჰიდით“ თავდასხმა. მათგან უკრაინამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი პოპკოს განცხადებით, ჩამოგდებული დრონებიდან 9 კიევის საჰაერო სივრცის სიახლოვეს იყო. დანარჩენი სამი „შაჰიდი“ კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, …

ფინეთი რუსეთის საზღვარზე 200 კილომეტრის სიგრძის ღობეს აშენებს

ფინეთმა დაიწყო 200 კილომეტრი სიგრძის ღობის მშენებლობა რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. ღობის სიმაღლე 3 მეტრი იქნება. მედიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მარტში დაიწყება. ღობის პირველ, სამკილომეტრიანი მონაკვეთს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იმატრაში ააშენებენ. ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ევროკავშირში, რომელიც 1340 კილომეტრზეა გადაჭიმული. ამჟამად საზღვარი მსუბუქი, ხის ღობითაა გამოყოფილი. ფინეთმა სამი მეტრი სიმაღლის მავთულხლართებიანი ღობის აგება რუსეთის …

Exit mobile version