თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პირველადი ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. დანგრეულია შენობები. ადგილზე მაშველების ჯგუფები მუშაობენ. მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა, რომ შორს დარჩნენ ნაგებობებისგან და არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. __________ ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com  

მარიუპოლთან რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფეთქებები დაფიქსირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს 27 თებერვლის ანგარიში უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 21 თებერვლის შემდეგ, პრორუსმა ჩინოვნიკებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ მინიმუმ 14 აფეთქების შესახებ განაცხადეს. უწყების ცნობით, აფეთქების ადგილებში შედის იარაღის საწყობი აეროპორტში, ორი საწვავის საცავი და ერთი ფოლადის საწარმო, რომლებსაც რუსეთი სამხედრო ბაზად იყენებს. დაზვერვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ …

აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა

აჭარაში “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლიდან 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა. სამინისტროს ცნობით,  უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით; დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა პროგრამის ამოქმედებისას 200 ათასი იყო, ახლა 300 ათასია. პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული …

გალიფ ოზთურქს 8 წელი მიუსაჯეს

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გალიფ ოზთურქს შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 27 თებერვალს, გამოაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. მოსამართლემ სასჯელის მინიმალური ოდენობა შეუფარდა ოზთურქს – ნარკოდანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ედავება ბიზნესმენს, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა …

გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა

„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – პოლიციელი ირაკლი ჯორბენაძე მოსამართლეს მოუყვა, რა უთხრა ბრალდებულმა კაცმა, როცა ძალადობის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები. დისკრიმინაციული მოტივით, კონკრეტულად კი, გარეგნობის და სქესის გამო, ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა თემურ შ.-ს ედავება. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან. გამოძიების ვერსიით, კაცი ქუჩაში …

„თქვენ შეჰქმენით ისტორია“ – აშშ-ის საელჩო კალათბურთის ნაკრებს ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოში საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ისტორიულ წარმატებას ულოცავს. „ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ამერიკის საელჩო ამაყობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდა კალათბურთელთა მხარდაჭერის საქმეში. თქვენ შეჰქმენით ისტორია!“ – წერს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. საქართველოს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

ბათუმში უკანონო ონლაინ კაზინოები გამოავლინეს, დააკავეს 1 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინგათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 148 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560] ტანკი – 3 385 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 6 621 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 380 ერთეული [+0] MLRS – 475 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა …

სად ცხოვრობს ზელენსკი – ომის ერთი წელი უკრაინელი ჟურნალისტის ობიექტივში

„წელი“ – ასე ჰქვია უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უკრაინას და მის ბრძოლას ეხება დამოუკიდებლობისთვის. ფილმი რუსეთის წინააღმდეგ სასტიკ ომში მებრძოლი პრეზიდენტის და რიგითი უკრაინელების შესახებ მოგვითხრობს. „ერთი წლის წინ, როდის გადმოკვეთეთ ამ კარის ზღურბლი?“ – ეკითხება ფილმის დასაწყისში ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტს და მისი ოფისის კარზე უთითებს. „ომი დაიწყო და ეს იყო შოკი …

გაზაფხული-ზაფხული იქნება რთული, ვემზადებით კონტრშეტევისთვის – უკრაინის დაზვერვა

ჩვენი დამცველები ყოველდღე აკავებენ რუსეთის ძალების შემოჭრას და ემზადებიან კონტრშეტევისთვის. უკრაინა მზად არის ნებისმიერი გამოწვევისა და საფრთხისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. სკიბიცკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ძალები, უკრაინის ყველა დამცველი მზადაა გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის ნებისმიერი სცენარისთვის, რაც ძალიან რთული იქნება. სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას გააზრებული …

უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 2 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 2 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ამ დრომდე ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდა, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეეძლო. გამონაკლისი ამჯერად მხოლოდ უკრაინა იქნება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს …

რჩევები ამერიკაში სწავლის მსურველთათვის

ავტორი: ნათია სირაბიძე მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის უნივერსიტეტები მაღალი რეიტინგებით გამოირჩევიან და მიიჩნევა, რომ სწორედ ამერიკაშია შესაძლებელი ყველაზე ხარისხიანი განათლების მიღება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასიც აქვს და ბაკალავრიატში სწავლის წლიური გადასახადი 70000-80000 დოლარია, თუმცა ქართველ ახალგაზრდებს აქვთ შანსი დაფინანსების მოპოვების. გთავაზობთ რჩევებს, თუ რა არის საჭირო ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და დაფინანსების მოსაპოვებლად: – ამერიკული უნივერსიტეტები …

რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

თურქეთში, რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტში სტუდენტები ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას შეძლებენ. შესაბამის პროგრამას აკრედიტაცია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ 24 თებერვალს მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. „მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ (YÖK) 24 თებერვალს აკრედიტაცია მიანიჭა რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის …

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში 27 თებერვალს

ხვალ, 27 თებერვალს დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 7, 7ა, 7ბ, 7გ, 7დ, 9, 9ა, 11-ში, ინასარიძის ქუჩის 2, 2ა, 4, 4ა, 6, 10-სა და ფიროსმანის ქუჩის 18-ში. „ბათუმის წყლის“ ცნობით, ჩამოთვლილ ქუჩებზე წყალი გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო შეწყდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 148 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 660] ტანკი – 3 381 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 6 615 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 380 ერთეული [+7] MLRS – 475 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა …

რა წერია რუსული კანონპროექტის ახალ ვერსიაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მეორე, კიდევ უფრო გაუარესებული ვერსია შექმნეს კანონპროექტისა, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა – მეორე ვერსია 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე განმარტავს, კიდევ რა ტიპის დევნას გეგმავს ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ: „ახალი ვერსია წარმოდგენილია განახლებული სათაურით და შინაარსით. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი  – ასეთია მისი სახელწოდება. …

ქვეყანამ უსაფრთხოებაზე 241 მილიონი დახარჯა, მაგრამ ერთი ჯაშუშიც არ გამოუვლენია – 2 წლის მონაცემი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გეგმავს რუსული კანონის მიღებას, რასაც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. სინამდვილეში მიზანი არასამთავრო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციაა – „უცხოური გავლენის აგენტის“ იარლიყის მიწებებით, საბოლოოდ კი, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპული მომავლის გაქრობა. სიტყვა „აგენტის“ „გაკეთილშობილება“ ირაკლი კობახიძემ სცადა, თუმცა რამდენიმე დღეში მანვე აგენტი ჯაშუშთან გააიგივა. მიუხედავად „ოცნების“ მცდელობისა, …

რა უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებმა ფიზიკის სწავლა შეძლონ?

ავტორი: ნინი თურაძე არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე მივედი მე-18 საჯარო სკოლაში. ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად ეზარებათ ხოლმე სკოლაში სიარული. მივაგენი კლასს, სადაც იმ წუთებში ფიზიკის გაკვეთილი ტარდებოდა. ჩემდა გასაკვირად, იქ არც ისე ცოტა ბავშვი დამხვდა. მე და ფიზიკის მასწავლებელმა, ვენერა აბუსერიძემ, რომელიც უკვე 38 წელია ასწავლის ფიზიკას, გადავწყვიტეთ, იქვე, კლასში, გვესაუბრა ფიზიკაზე. …

„იაფი სახლი“ – ვის ეხება შეცვლილი კრიტერიუმები და გრძელდება თუ არა განაცხადების შეტანა

ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამაში ბოლო დროს დამტკიცებულმა ცვლილებებმა პროგრამის სავარაუდო ბენეფიციარებში კითხვები გააჩინა.მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ამ კითხვებით რედაქციაში მოგვმართეს აინტერესებდა ეხებათ თუ არა დამტკიცებული ცვლილებები მათ, ვინც განაცხადი გასული წლის დეკემბრამდე დაარეგისტრირა. გარდა ამისა მოქალაქეებისთვის გაურკვეველი დარჩა დასრულდა თუ გრძელდება განაცხადების მიღება. „მერია უსამართლოდ მოგვექცა“  – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებმაც განაცხადები იმ იმედით დაარეგისტრირეს, რომ …

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ თამარ წულუკიძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ თამარ წულუკიძე აირჩიეს. თამარი 2022 წლის მარტიდან  ასოციაციის აჭარის ფილიალის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე, მანამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემური რეგისტრაციის დეპარტამენტში მუშაობდა. [2020 – 2022 წელი]. სხვადასხვა დროს თამარი მუშაოდა ასევე იურიდიულ კომპანიაში „Jorbenadze & Gatserelia conselors”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ და ასრულებდა მოხალისეობრივ საქმიანობას „მშვიდობის კორპუსის“ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 147 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 650] ტანკი – 3 375 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 6 609 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 2 373 ერთეული [+10] MLRS – 475 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა …

„რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ფაქტია. ის შეეცდება ივაჭროს“ – ინტერვიუ გენერალთან

„ეს იყო მხოლოდ ბაქიბუქი, სხვა დასკვნა პუტინის გამოსვლიდან მე ვერ გამოვიტანე,“ – ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ პუტინის განცხადებებს მოუსმინა. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს წარმატების არანაირი რესურსი არ დარჩა და ის მხოლოდ ვაჭრობისთვის ცდილობს ბრძოლის ველზე ხელსაყრელი პოზიციის დაჭერას. „ბახმუტში მდინარე, რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს აღმოსავლეთ და …

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები

ის, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, პოპულარული რეკომენდაციაა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის მიღების აუცილებლობისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში საზიანოა. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე ამბობს, რომ არ არსებობს წყლის მიღების უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველას ერთნაირად ერგება; ექიმის განმარტებით, თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ …

როგორია ზამთარი ხულოში ქალებისთვის – ამბავი ლელაზე, ნაზიბროლაზე და ნარგულზე

2023 წლის თებერვლის ბოლოს ხულოს სოფლებში მოსახლეობა დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა. შიდა სასოფლო გზები ბევრგანაა გაუწმენდავი და პერიოდულად ითიშება ელექტროენერგიაც. გიამბეთ თოვლში ჩაკეტილ ცოლ-ქმარზეც და იმაზეც, თუ როგორ შეწყდა სწავლა სკოლაში, ბაღში. ამჯერად ლელაზე, ნაზიბროლაზე და ნარგულიზე გიამბობთ, იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ქალები ხულოს სოფლებში ზამთარში, დიდთოვლობისას. „ბათუმელებს“ ბევრჯერ მოუყოლია, უჩვენებია ის მძიმე შრომა, რაც აჭარის …

ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე | ფოტო

დღეს 24 თებერვალს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღეს, ომის ერთი წლის თავზე, ბათუმში მყოფი უკრაინელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ისაუბრეს იმ სისასტიკეზე, რაც რუსეთი სჩადის უკრაინაში.

გზა სკოლისკენ ხულოში | ფოტოამბავი

დიდთოვლობის ამსახველი ფოტო, რომელიც დღეს, 24 თებერვალს, აქტიურად ვრცელდება ფეისბუქზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაშია გადაღებული 23 თებერვალს. ფოტოზე ასახულია სკოლისკენ მიმავალი მასწავლებლები და მოსწავლეები. ფოტოს ავტორი, ხატია თეთრაძე, მასწავლებელია. მან გვითხრა, რომ ფოტოზე, „წინ, 6 წლის გაბრიელია, უკან – გაბრიელის ბებია, რომელიც აგარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელია, ბებიას უკან კი გაბრიელის და, ბარბარე. ბარბარეს უკან …

უკრაინის დაზვერვას აგენტები ჰყავს პუტინის გარემოცვაშიც – ბუდანოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა თანამშრომლობს უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ისაუბრა. კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, მომავალში ნორმალურ ცხოვრებაზე ფიქრობენ. თუმცა მას არ დაუსახელებია, მაგალითად, რამდენი აგენტი ჰყავთ პუტინის გარემოცვაში. „იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე …

თიბისის და Veli.store -ის ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი და Veli.store  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს). ეს არის თიბისის და Veli.store -ის პირველი პარტნიორობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. Veli.store, საყიდლების …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 თებერვლის 21 საათიდან 25 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

ბათუმის ცენტრალურ პარკთან უკრაინის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქცია საერთაშორისოა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. აქციაზე იქნება ფლეშმობი – „უკრაინის რუკა“. გარდა ამისა, 19:00-დან 21:00 საათამდე სასტუმრო Wyndham-ში გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან ქართველი, უკრაინელი და ბელარუსი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა ნივთი, ასევე, ქართველი მხატვრების ნამუშევრები. აუქციონზე მისვლა …

უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა ლადო აფხაზავას უკრაინის მხარდაჭერისთვის

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ გმობს რუსულ აგრესიას და ომს უკრაინაში. თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდა. უკრაინის მხარდასაჭერ ცერემონიაზე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ მეგობარი ქვეყნების ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, მადლობა …

საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი – პრეზიდენტი უკრაინის ომის წლისთავზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ორბელიანის რეზიდენციაში გაიმართა უკრაინისადმი სოლიდარობის ღონისძიება. რეზიდენციაში სტუმრებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და მწუხარება გამოხატა საქართველოს მთავრობის ქცევაზე. „ამ მოცემულობაში არ შემიძლია არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ …

რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომით ბაზარზე – ბიზნესისა და სასწავლებლების შეხვედრა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში, აჭარაში, შპს „სტარ არ ჯის“ საწარმოში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საწარმოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო სერვისების სხვა მიმწოდებლები მონაწილეობდნენ. შპს „სტარ არ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 1 წელი ომის დაწყებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 146 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 970] ტანკი – 3 363 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 6 600 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 2 363 ერთეული [+11] MLRS – 474 ერთეული …

ლუსტრაციის 1 წელი – რას ამბობს „ოცნება“ უკრაინის ომზე 24 თებერვლიდან დღემდე

ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების განცხადებები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომობს, განსაკუთრებულად მკაფიოდ აჩვენებს ხელისუფლების საგარეო პრორუსულ ვექტორს. „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების არქივს გადახედა 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე ————- ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს – 23 თებერვალს იწყება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ. იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა …

Exit mobile version