ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება და  3 აპრილს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს:  თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და  ხულოში. წელს დაემატება კიდევ ერთი ცენტრი ამბროლაურშიც. ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტი ვალდებულია რეგისტრაციისას შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. „ამ ვადის ამოწურვის შემდეგ …

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ბოლო ცნობები

სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 089-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მარტს, განაცხადა თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, AFAD-მა. 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რასაც მასობრივი ნგრევა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. AFAD-ის მონაცემებით, 6 თებერვლის 2 დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში 11 000-ზე მეტი ბიძგი დააფიქსირეს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მარტის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. მაღალმთიან აჭარაში თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო …

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2023 წლის 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში სწავლა არდადეგების შემდეგ ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება. სკოლის ის მოსწავლეები, ვისაც I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურთ, გამოცდებს 7 მარტის ჩათვლით ჩააბარებენ. გამოცდებზე გასასვლელად მათ რეგისტრაცია 15 თებერვლამდე უნდა გაევლოთ. „ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2023 წლის 6 მარტს დაიწყება და გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით. პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, ადმინისტრაცია კი ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, …

დააკავეს ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვაში ჩართული კომპანიის ხელმძღვანელები – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენასა და მიწოდებაში. სხვისი ქონების მოტყუებით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 149 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 650] ტანკი – 3 395 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 6 638 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 2 393 ერთეული [+10] MLRS – 479 ერთეული [+1] საზენიტო …

დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე

„ეს როგორ შეიძლება? რატომ აკეთებენ ამას? რისი გულისთვის თან? ვიღაცებმა რომ ფულები იშოვონ იმის გულისთვის?“ – ვიდეო, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებული ვაჟა მარუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიციას ტირილით უსვამს კითხვებს, 26 თებერვლის საღამოს გავრცელდა. იმ დღეს საირმეში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ და ასე მიექციათ ხელისუფლების ყურადღება …

კომპანია ირწმუნება, რომ ბულვართან 13-სართულიანი კორპუსის აშენებით მხოლოდ $445 000 იგებს

ბათუმის ცენტრში, ბულვართან ახლოს, შპს „გრინკო“ 13-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. მიწის ნაკვეთი რუსთაველის #21-ში მდებარეობს. აქ აშენებულ კორპუსს ყველა სართულიდან ბულვარის ხედი ექნება. მეხუთე სართულიდან ზევით კი, რუსთაველის ქუჩის მხარეს განთავსებული ყველა ბინის ფანჯრიდან როგორც ბულვარი, ასევე ზღვის ხედი გადაიშლება. დაგეგმილი პროექტის მიხედვით, კომპანია შენობის ნაწილში საცხოვრებელ ბინებს განათავსებს, ნაწილი ე.წ. აპარტამენტების ტიპის ბინები …

რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მილიარდი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში შესაძლოა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ძირითადად რეკრეაციულ სივრცეებსა და პირად მოწყობილობებში მუსიკის არაუსაფრთხო მოსმენის პრაქტიკის გამო. ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ [მუსიკალურ ფლეერებსა და სმარტფონებში] ყურსასმენებით არაუსაფრთხოდ და ხანგრძლივად მოსმენილი ხმა სმენის შეუქცევადად დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მაღალი ხმის მავნე ეფექტი, როგორც წესი, მყისიერად არ …

„შვილი მეუბნება, მეშინია, წავიდეთო, მაგრამ სად?“ – 2 ოჯახი წაბლანაში კვლავ მეწყერსაშიშ ზონაშია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა, ვკითხულობთ, რომ 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების გააქტიურების ზონაში დგას და აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი …

თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე

„შესაძლოა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ სამომავლოდ არანაირი პერსპექტივა არ ექნება არც სწავლას და არც ამ დიპლომებს, თუ ქვეყანა არ წავა დემოკრატიისკენ, არ წავა ევროპისკენ და თუ არ ვიმოქმედებთ იმის შესაცვლელად, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. რუსული კანონი არა მარტო დაანგრევს ჩვენს მომავალს, სერიოზულ რისკებს შეგვიქმნის ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც“, – ამბობს მარიამ პაქსაძე, ბათუმის …

იუსტიციის სამინისტრომ 17 NGO-ს და ფიზიკურ პირს გრანტი მისცა – რას ფიქრობენ ისინი რუსულ კანონზე

„არ მსურს მაგ თემაზე საუბარი,“ – გვითხრა პროფესორმა და ყოფილმა მოსამართლემ მაია ივანიძემ. იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და იუსტიციის სამინისტრომ გრანტზე ხელშეკრულება უკვე გაუფორმა „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის“. „ბათუმელებმა“ მას რუსულ კანონზე სთხოვა მოსაზრება. იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ 17 გამარჯვებულს მისცა გრანტი ბიუჯეტიდან, მათ შორის, 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა, 11 – ფიზიკური პირი. …

ძუძუს კიბოთი დაღუპვის რისკი 2-ჯერ მეტია კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში – ჯანმო

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავადობის კიბოა ქალებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა.  ჯანმო წერს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. ჯანმო: მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე …

Loialte-ს განახლებული კონცეფცია და გეგმები აჭარაში

აუდიტორული და საკონსულტაციო სერვისების აუთსორსინგი (გარე კომპანიის მხრიდან მიწოდება) სულ უფრო დიდი დოზით შემოდის ქართული ბიზნესის ყოველდღიურობაში, რადგან ერთის მხრივ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებთან შესაბამისობა გარდაუვალია, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილი კონკურენტული გარემო სხვადასხვა გამოწვევებს აჩენს ბიზნესისთვის, რომლის გადასაწყვეტად მხოლოდ კომპანიაში დაგროვებული რესურსი და გამოცდილება საკმარისი აღარ არის. ამასთან, კომპანიები სულ უფრო მეტად ხვდებიან, რომ აუთსორსინგი უფრო …

რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ

„არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის,“ – ეს შთაბეჭდილება შეუქმნა ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ეროვნული ბანკის საკანონმდებლო ცვლილებამ, რასაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ხოლო აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გაუჩინა კითხვა: „რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა? საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნულ ბანკში სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ის შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, პრეზიდენტის არყოფნის …

რუსული კანონი ათასობით შშმ პირს სერვისების გარეშე და უმუშევარს დატოვებს – თომა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ოფისი ბათუმშია, თუმცა ეხმარება არამხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრებ შშმ პირებსაც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგის მიღებით ათასობით ადამიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებს, უმუშევრად დარჩება არაერთი შშმ პირიც. „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ და …

უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – მონაზონი ილია II-ს

მონაზონი დედა სიდონია  ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის პატრიარქ ილია მეორეს და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით. „უნდა ვიცოდეთ რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ – რუსეთი გვინდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა“, – ამბობს მონაზონი. მონაზონმა ვიდეომიმართვა დღეს, 28 თებერვალს, გაავრცელა: „პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი. იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული …

ბათუმში 4 ნომერ ავტობუსებს ხვალიდან ახლით ჩაანაცვლებენ

ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზზე მუშაობას ხვალიდან, 1-ელი მარტიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს №4 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №4 სამარშრუტო ხაზზე 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ბათუმის ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილის თვეში დასრულდება. ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს. ახალი ავტობუსები გათვლილია …

საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა ეროვნული ტელემარათონის ეთერში – ინფორმაციას და კულებას ციტატას აღნიშნულ თემაზე უკრაინული გამოცემა 24tv.ua ავრცელებს. კულებას თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა როდის წავა დიპლომატი საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. გამოცემა წერს, რომ კულებას თქმით, კიევი …

რას წერს ბელარუს პარტიზანებსა და რუსული საჰაერო სისტემების დაზიანებაზე ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 28 თებერვლის ანგარიშში ბელარუსში, მაჩულიშჩუს ბაზაზე, რუსული საჰაერო სისტემების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ცნობებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 19 იანვარს, მოყვარულმა დამკვირვებლებმა ბელარუსში, მაჩულიშჩუს საჰაერო ბაზიდან ორ მოიერიშე МиГ 31-თან ერთად აფრენილი რუსული საჰაერო-სადესანტო ადრეული შეტყობინების სისტემა A 50 დააფიქსირეს. უწყების ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ რუსულ-ბელარუსულ საჰაერო წვრთნებში, რომელიც 2023 წლის 16 …

თურქეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

27 თებერვალს თურქეთში, მალათიას პროვინციაში, მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა – ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა. მალათიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან გუშინ 32 ადამიანი გამოიყვანეს. მიწისძვრის შედეგად 31 შენობა დაინგრა. თებერვალში თურქეთში მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის …

ვაგონიდან საწვავის ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათგან 2 პოლიციელია

შს სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის – ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული …

2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები

ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს. მისამართები ბათუმში, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 149 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 550] ტანკი – 3 388 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 6 630 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 2 383 ერთეული [+3] MLRS – 478 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა …

ბავშვების თვალით დანახული „ოცნების ავტომობილი“ – „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის კონკურსის გამარჯვებულები

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ „ოცნების ავტომობილის” ხატვის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გლობალურ კონკურსში დასავლეთ საქართველოდან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ბავშვი ჩაერთო და მათ შორის საუკეთესოები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ შოურუმში გამართულ დაჯილდოებაზე 9 გამარჯვებული დასახელდა, რომელთა ნამუშევრებს ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ. ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულები 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან არიან ელიზა სამუილოვა, …

რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება

წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება ხშირი პრაქტიკაა კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში, რადგან ბევრს შეცდომით სჯერა, რომ ლაქსატივები აჩქარებენ საკვების მოშორებას მანამ, სანამ საკვები შეიწოვება ორგანიზმის მიერ. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ საფაღარათო საშუალებების თვითნებურმა და სისტემატურმა გამოყენებამ, თუნდაც გახანგრძლივებული შეკრულობის დროს, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. იმას, რომ კვებითი …

„მეც აგენტი ვყოფილვარ, ევროკავშირმა მეურნეობა დამიფინანსა“ – მებაღე ხულოდან 

გურამ ძირკვაძე და იზოლდა სურმანიძე აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში მცხოვრები მეწარმეები არიან. იზოლდა სურმანიძეს სოფელ სხალთაში საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ აქვს და ყოველწლიურად ასობით ტურისტს მასპინძლობს. გურამ ძირკვაძე სოფელ დიოკნისიდანაა. დიოკნისსა და ხულოს სხვა სოფლებში ჟოლოს მეურნეობა მისი ძალისხმევით გაშენდა, შედეგად მთელ აჭარას წელიწადის ყველა დროს სწორედ ხულოს სოფლები ამარაგებენ ადგილზე მოყვანილი ჟოლოთი. გურამ ძირკვაძემ და იზოლდა …

რთული დრო, გეგმები და რუსული კანონი – ინტერვიუ აჭარაში საიას ახალ თავმჯდომარესთან

საიას აჭარის ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ იცის, რომ „ბრძოლა რამდენიმე ფრონტზე მოუწევს“. გაზრდილი მიმართვიანობის გარდა, რაც უამრავ პრობლემას მოიცავს, რის გამო სიაის მოქალაქეები მიმართავენ, ახლა მისი საფიქრალი ახალი რუსული კანონპროექტიც არის. კანონპროექტი, რომლის მიზანიც მისთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, დისკრიმინაციული იარლიყის „მიკერება“ და თავისუფალი სიტყვის კონტროლია. იცის ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად მისი მისია ორგანიზაციის, გუნდის …

ოკუპანტები ხერსონის რეგიონიდან ყირიმში გასაქცევად ემზადებიან – უკრაინის გენშტაბში

ხერსონის ოლქის ალეშკასა და სკადოვსკას დასახლებული პუნქტებიდან რუსი სამხედროები დროებით ოკუპირებული ყირიმში გასაქცევად ემზადებიან. ამ ინფორმაციას უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, უკრაინული მედია აქვეყნებს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსები შიშობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე დაიწყებს ამ ტერიტორიების გათავისუფლებას. „უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შიშით, ხერსონის ოლქის ოლეშკასა და სკადოვსკის დასახლებაში რუსეთის ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხელისუფლება ემზადება დროებით ოკუპირებული ყირიმის …

ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია – პასტორი

„ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური  წარსულის გამოძახილია. მე პირადად, არასდროს მივიღებ „აგენტის“ სტატუსს და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, დაცინვას, ქუჩებში ცემას და ამასაც გავუძლებთ“- ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში. „ბათუმელებთან“ მან რუსული კანონპროექტი და მისგან მომავალი …

მშობელთა სკოლა ორსულებისთვის აჭარაში – ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა

აჭარაში სოციალურად დაუცველი ორსულებისა და მათი პარტნიორებისთვის ამოქმედდა ახალი პროგრამული ღონისძიება – „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“. პროგრამის ფარგლებში, ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვის მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსის ბენეფიციარებს შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის: მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი. „მშობელთა სკოლა ითვალისწინებს ორსულთა …

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, ბათუმში კრაფტ ლუდის სივრცე „9 მთა“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, „9 მთა“ გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ქართული კრაფტ ლუდი „9 მთა“-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. „9 მთა“ სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ამ ლუდების რეცეპტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პირველმა ნორვეგიელმა კრაფტ ლუდის მხარშველმა ჯიკიუნ კჟეტილმა. ბრენდის მიზანია, ქართული …

ქუთაისში, სამედიცინო ცენტრის ეზოში, საქვაბე აფეთქდა – დაშავდა 2 პირი

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში, საქვაბის შენობა აფეთქდა. აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა შენობა, სადაც საქვაბე იყო განთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. საქვაბეს წინ ქუთაისის პათოლოგანატომიური სამსახური მდებარეობს, რომლის შენობის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა აფეთქების ტალღის შედეგად. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

რუსული კანონის მიზანია მედიამ ვერ ასახოს კორუფცია და სიღარიბე – განცხადება

60-ზე მეტი მედიასაშუალება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს. განცხადებას, რომლის ხელმომწერიც „ნეტგაზეთი“/„ბათუმელებიცაა“, უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა …

თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 27 თებერვალს, თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პირველადი ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. დანგრეულია შენობები. ადგილზე მაშველების ჯგუფები მუშაობენ. მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა, რომ შორს დარჩნენ ნაგებობებისგან და არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. __________ ფოტო: „დეილი საბაჰი“/dailysabah.com  

Exit mobile version