უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 238 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
- ტანკი – 4 115 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 8 034 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 4 504 ერთეული [+23]
- MLRS – 685 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 428 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 828 ერთეული [+8]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 273 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 059 ერთეული [+15]
- სპეცტექნიკა – 677 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 455 თვითმფრინავი
- 242 ვერტმფრენი
- 5 047 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 731 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 487 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 717 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
თავდასხმა დრონებით ყირიმის ხიდზე – უკრაინული და დასავლური მედია, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს:






