უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 243 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
- ტანკი – 4 177 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 8 136 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 4 727ერთეული [+22]
- MLRS – 698 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 457 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 311 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 993 ერთეული [+16]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 307 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 211 ერთეული [+17]
- სპეცტექნიკა – 708 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 457 თვითმფრინავი
- 244 ვერტმფრენი
- 5 271 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 942 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 624 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 906 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს სტარომაიორსკის მიმართულებით – გენშტაბი






