ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 185 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680] ტანკი – 3 672 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 130 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 2 832 ერთეული [+5] MLRS – 539 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

შსს-ში გაცემული 23 მილიონი ლარის ჯილდო, დანამატი და დახმარება დაუსაბუთებელია – აუდიტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში 2021 წელს თანამშრომლებზე გაცემული, 23 მილიონ 344 ათას 352 ლარის ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი და ერთჯერადი სოციალური დახმარებები დაუსაბუთებელია. ეს აღნიშნულია იმ სარეკომენდაციო წერილში, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას გაუგზავნა. „ბატონო ვახტანგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის …

როგორ ამოვიცნოთ ნევროზული აშლილობები – ექიმის რჩევები

ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება, ნევროზი სხვადასხვა ნევროზულ აშლილობას აერთიანებს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ინგა შავაძე საუბრობს ნევროზული აშლილობის სხვადასხვა სიმპტომატიკასა და თვითმკურნალობის საზიანო შედეგებზე. ქალბატონო ინგა, რა არის ნევროზი? ნევროზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც საბედნიეროდ შექცევადია. ის ვითარდება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში. როცა ადამიანის შესაძლებლობები და სურვილები ვერ ემთხვევა ერთმანეთს, იშლება …

რა თქვა დეგნანმა აშშ-ში უვიზო მიმოსვლაზე: „ვისაც ვხვდები, საქართველოს დატოვება არავის სურს“

„არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა,“ – ამბობს კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში. მას ვკითხეთ, გადახედავს თუ არა აშშ საქართველოსთან სავიზო პოლიტიკას და ხომ არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, თუ ევროკავშირი შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს? „ეს  განსხვავებული საკითხებია, ძალიან განსხვავებული გადაწყვეტილებები და პროცესები, თუმცა ვიცი, რომ არის სხვადასხვა გზა, რომლითაც ქართველებს აშშ-ს შეუძლიათ ეწვიონ. …

ამბავი ზღაპრულ სოფელზე, სადაც ცხრათავიანი დევიც ცხოვრობს – გელაძეები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე

ხულოს ცენტრს რომ გაივლი, მალევე შეხვდები გადასახვევს, საიდანაც სოფელ გელაძეებში მიხვალ. უფრო სწორად ახვალ, რადგან გზა მკვეთრად დახრილ მაღლობზე ადის. თუ ბუნების სილამაზით ტკბობა გიყვარს, ამ გზის ნახევარი მაინც, სოფლის ცენტრამდე, ფეხით უნდა გაიარო. ზღაპარში მოხვდები, ისეთ ზღაპრულ სიუჟეტებს ნახავ წიგნებში ან ფილმებში რომ არის და რეალური არ გგონია. აპრილში აქ მინდვრის ყვავილები ხარობს, ერთ …

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …

რუსეთმა პატიმრობა შეუფარდა უკრაინის დაზვერვის შეფს, რას ამბობს ბუდანოვი

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს. გარდა ამისა, ბუდანოვი საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც მოხვდა. ამის საპასუხოდ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ეს მათი მუშაობის კარგი მაჩვენებელია და პირობა დადო, რომ კიდევ უფრო უკეთესად იმუშავებს რუსი ოკუპანტების …

„ესაუბროს რაც შეიძლება მეტ ქართველს“ – კიდევ რას ურჩევს საქართველოზე დეგნანი აშშ-ის ახალ ელჩს

„ჩემი რჩევა იქნება, მან მოიაროს მთელი საქართველო. იმის ნახვა, რაც თბილისს გარეთაა, ძალიან ღირებულია – აჭარაში ჩამოსვლა, რაჭაში, იმერეთში, ყველა რეგიონში…“ – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. ელჩს ვკითხეთ, რას ურჩევს აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოში და თავად რა შთაბეჭდილება შეექმნა ამ ქვეყანაზე? „მე ძალიან გამიმართლა, რომ წინა წელს მოვახერხე ყველა რეგიონში ვიზიტი …

თიბისი და პოლივიმი დედამიწის საერთაშორისო დღეს თანამშრომლობას იწყებენ

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თიბისისთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს თიბისი ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს. დედამიწის დღის აღსანიშნავად, თიბისი და კომპანია „პოლივიმი“ გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჩართულობით შეაგროვებს პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადასცემს კომპანიას „პოლივიმი“. საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასის …

„რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე?“- აშშ-ის ელჩის კითხვა მთავრობას სანქცირების შემდეგ

„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ…“ „ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე საუბრის დროს. დღეს, 21 აპრილს, კელი დეგნანმა …

რამადანის ბაირამი ბათუმის ძველ და ახალ მეჩეთებში [ფოტო]

მუსლიმები დღეს, 21 აპრილს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დღეს დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. ხალხის სიმრავლის გამო მორწმუნეთა ნაწილს ლოცვა ღია ცის ქვეშ, წვიმაში მოუწია. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ მუსლიმებს ბაირამი მიულოცა. „დღეს მთელი ისლამური სამყარო რამადან ბაირანს აღნიშნავს. რამაზნის თვის განმავლობაში ერთთვიანი მარხვით, ლოცვით, მოწყალების გაღებით მიღწეული სულიერი ამაღლების, ვნებებზე გამარჯვების დღესასწაულია ბაირამი. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 185 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630] ტანკი – 3 668 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 7 126 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 827 ერთეული [+2] MLRS – 539 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ქედაში სოციალური სახლის მშენებლობაზე 7 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

დაბა ქედაში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 7 მილიონ 80 ათასი ლარით გამოაცხადა. სოციალური სახლი ქედაში, თამარ მეფის ქუჩა N9-ში უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მითითებულ მისამართზე დააპროექტოს შენობა, შეადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც დაიწყებს მშენებლობას. ამ ყველაფრისთვის კი, ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე [2 წელი ექნება]. სამუშაოები ტერიტორიის შესწავლას, …

ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი

44 წლისა ლეილა მესამე წელია პარტნიორთან ერთად უნაყოფობას მკურნალობს. ამბობს, რომ საამისოდ საკუთარი ბინის გაყიდვა მოუწია და მკურნალობის სამ კურსში 30 000 ლარზე მეტი დახარჯა. „ჩემ ირგვლივ უმეტესად სესხით მკურნალობენ. მე, პირადად, ბინა გავყიდე იმისთვის, რომ უფრო პატარა ბინა შემეძინა და მკურნალობის თანხა დამრჩენოდა. პირველ ჯერზე თბილისში ვიმკურნალე, უშედეგოდ. შემდეგ ბათუმში, ასევე უშედეგოდ, ახლა თურქეთში …

რა ჩაიძირა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუსუფელში – ინტერვიუ ისტორიკოსთან

თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. წყლით დაიფარება იუსუფელში მდებარე ძეგლებიც. რამდენიმე კვირის წინ იუსუფელში ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა. ისტორიკოსი ბუბა კუდავა იუსუფელში მათი ვიზიტის შესახებ გვიყვება. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორი მდგომარეობა დაგხვდათ ქალაქში? მოკლედ, მე-20-21-ე საუკუნეთა მიჯნიდან ჭოროხის ხეობაში შენდება …

„მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს

„ბატონო შალვა, მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ და პირველი ორგანო ამ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვერ ფუნქციონირებს მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“ – მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დღეს, 20 აპრილს, …

34 წლის ბექას ექიმებმა ლიმფომა დაუდგინეს – მას გადარჩენისთვის დახმარება სჭირდება

34 წლის ბექა ლეჟავას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, ის ახლა მძიმე დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკა„Florence“-ის ინტენსიურ განყოფილებაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ბექა ლეჟავას აგრესიული ფორმის ლიმფომა დაუდგინეს, B-უჯრედოვანი. მის მკურნალობის კურსს, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, 42 ათასი აშშ დოლარი სჭირდება. „რამდენიმე დღეა, რაც ინტენსიურ განყოფილებაშია, ის ძალიან მძიმედაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბექა ლეჟავას რძალი, თიკო …

რა უთხრა აშშ-ის ელჩმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში

„საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია,“ – უთხრა დღეს, 20 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. „ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე …

დაზვერვამ ამხილა რუსი ოფიცერი, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების წამებაზე ბრძანებას გასცემდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რუსეთის გვარდიის იმ ბატალიონის მეთაურის ვინაობა, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების მოწამვლის ბრძანებას გასცემდა. უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, მან შეძლო მოეპოვებინა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი სამხედროები უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე საუბრობენ. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ჩამოაყალიბეს სადამსჯელო რაზმი, რომელიც ეძებდა უკრაინელ პატრიოტებს, შემდეგ კი იტაცებდა და აწამებდა. დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის სამხრეთში, …

მშობლების 29.4 % აღიარებს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ აგრესიას, ცემა – 4.8%-ს შეეხო – UNICEF

ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება, დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტი დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს. ამის შესახებ UNICEF-ისა და საქსტატის მიერ ერთობლივად ჩატარებულ უახლეს კვლევაში წერია. ბავშვების აღზრდისას …

საქართველოში ბავშვების 38 % განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს – UNICEF

საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ამის შესახებ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში წერია, რომელიც საქსტატმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, რომელთა შორისაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან …

პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

პრეეკლამფსია ორსულობის გართულების ერთ-ერთი ფორმაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული [ფატალურიც კი] გართულებები, როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საერთაშორისო სტატისტიკით, დედების სიკვდილიანობის 10-დან 15 პროცენტამდე გამოწვეულია პრეეკლამფსიით და მასთან დაკავშირებული გართულებით, როგორიცაა ეკლამფსია. პრეეკლამფსიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი, ქეთი ფარტენაძე საუბრობს: ქეთი, რა არის პრეეკლამფსია და რატომ არის ის ასეთი საშიში? პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 184 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670] ტანკი – 3 667 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 120 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 2 825 ერთეული [+6] MLRS – 539 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

სახლში იატაკი რომ დაზიანებულია, ამაზე რა გიპასუხოთ – ზრუნვის სააგენტო სიღარიბეში მყოფ 5 ბავშვზე

ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში, სიღარიბეში და ასევე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრები ბავშვების საკითხზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კომენტარი დღეს, 19 აპრილს გააკეთა „ბათუმელებთან“. 5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო სააგენტოს განცხადებით, 5 ბავშვის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის მდგომარეობის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა კითხვაზე – არის თუ არა გარემო, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მათი სიცოცხლისა და …

კაცი, რომელმაც გარეგნობის გამო 2 მოზარდს სცემა 2.6 წლით ციხეში გაუშვეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თეიმურაზ შაინიძეს ქუჩაში 16 წლის გოგოებზე გარეგნობის გამო ფიზიკური ძალადობისთვის. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა – ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა. „ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა …

ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს, ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა – რეპრესირებულის შვილი

სადილობის დრო იყო, როცა ჯარისკაცები გამოჩნდნენ. 90 წლის შოთა ჩიქოვანს დღემდე ნათლად ახსოვს ის კადრი – ის-ის იყო მამასთან ერთად სუფრას მიუსხდნენ, რომ მათი ეზოს კარი უცნობმა ხალხმა შეაღო. მამას ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს. 1937 წელი იდგა. სტალინის სისხლიანი რეპრესიების დრო, როცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი უმოწყალოდ დახვრიტეს. წლების შემდეგ, როცა შოთა ჩიქოვანი მამის რეაბილიტირების საბუთს …

მოითხოვე მიწის უფასოდ აზომვა წინასწარ – როდის იწყება აჭარაში სისტემური რეგისტრაცია

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის თებერვალში არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდ კლიმატურ პირობებს“ ასახელებენ. „ბათუმელებს“ დღეს საჯარო რეესტრში უთხრეს, რომყება სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდება. აღნიშნულ თვეებში მიწის უფასო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს აჭარის სხვა სოფლებშიც. რეესტრში ირწმუნებიან, რომ გეგმა-გრაფიკს მიყვებიან და ამ სოფლებში …

როცა უსინათლოთა ბილიკი მდინარის კალაპოტთან წყდება

ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, უსინათლოთა ბილიკს თუ გაუყვები, მდინარის კალაპოტს მიადგები. უფრო ზუსტად, მას შემდეგ, რაც ბილიკი შეწყდება, კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ, მოხვდები მკვეთრად დამრეც ადგილზე, რომელიც მდინარის კალაპოტზე ჩადის – თავის შეკავება უნდა შეძლო, წონასწორობა არ უნდა დაკარგო. ოდნავ მარჯვნივ თუ გაიწევი, იქ სამანქანო ხიდია. ხიდზე ფეხით გადასვლა არამხოლოდ უსინათლოსთვის, მცირედმხედველისთვისაც ასისტენტის …

საია: „ოცნება“ კლანის მხარდაჭერასთან ერთად უგულებელყოფს კონსტიტუციას

„ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება“ სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს: უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საგამოძიებო კომისიის შექმნას. დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა, სასამართლო სისტემაში კორუფციის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდეს – კენჭისყრის წინ რეგისტრაცია …

აღმოჩენილი ნივთიერება საფრთხეს უქმნის ორსულობისას ნაყოფს – momxmarebeli.ge

პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა გასულ თვეში არაერთი პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ და ასევე, ფართოდაა გავრცელებული ქართულ ბაზარზეც. momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, როგორიცაა: „პალმოლივი“, „გარნიე“, „ინტესა“ და „დავი“. აღნიშნული ბრენდების ჩამონათვალი 2023 წლის 14 აპრილს, ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის  სისტემით გავრცელდა. „ყველა მათგანში აღმოჩნდა …

რუსეთიდან მარტში 223 მილიონი დოლარი შემოვიდა, ზრდა შარშანდელთან შედარებით 727%-ია

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში 2023 წლის მარტში 727.96 %-მდე [ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი] გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მხოლოდ მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს. 2022 წლის მარტში კი რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ აშშ დოლარი იყო გადმორიცხული. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის …

„პოლიტიკური სოლიდარობა“ აქტია სასამართლოს წინააღმდეგ – ჯანეზაშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის“ გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია,“ – მიჩნევენ არასამთავრო ორგანიზაციაში „სასამართლო გუშაგი“. ეს ორგანიზაცია სასამართლო სისტემის სფეროში მუშაობს და გუშინდელ შემთხვევას ეხმაურება – 18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სასამართლო სისტემის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა განეხილათ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა. …

100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული

დღეს ბათუმში მცხოვრებ ქალზე, 100 წლის ემინე ანთაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვეში 101 წლის გახდება. როცა ემინეს ოთახში შევედი, მითხრა: მართალია, პასპორტში ემინე ვწერივარ, თუმცა ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და მირჩევნია ასე მომმართოთო. შესაბამისად, დღეს მარიამი გვამოგზაურებს თავის ერთსაუკუნოვან ცხოვრებაში. მის მეხსიერებაში მყარადაა შემონახული მნიშვნელოვანი განცდები, თარიღები, სახელ-გვარები, დეტალები. ის 1922 წლის ოქტომბერში ქობულეთში …

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე, საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 183 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620] ტანკი – 3 665 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 110 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 2 819 ერთეული [+9] MLRS – 538 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

Exit mobile version