ზაფხულის დასრულების შემდეგ ყველა სადღაც ვბრუნდებით. საყვარელ სივრცეებში დასაბრუნებელ მზადებას პსპ 40%-იანი ფასდაკლებით ხვდება. კომპანიაში დაგეგმილ ამ და სხვა სიახლეებზე „ბათუმელები“ პსპ-ს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ესაუბრა.
- სალომე, რა სიახლეებით დაიწყო პსპ-მ ახალი სეზონი? რომელ ხაზზე გაქვთ ფასდაკლებები?
სიახლეებით დატვირთული ზაფხულის შემდეგ, შემოდგომისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებასთან ასოცირდება. ვუბრუნდებით სკოლებს, უნივერსიტეტებს, ვბრუნდებით შვებულებიდან და შესაბამისად, PSP-ც თავის მომხმარებლებს კვლავ სიახლეებით ხვდება.
ჩვენს აფთიაქებში ამჟამად მიმდინარეობს 40%-იანი ფასდაკლება რჩეულ ბრენდებზე, როგორც სახისა და სხეულის მოვლის მიმართულებით, ისე დეკორატიულ კოსმეტიკაზე, სასაჩუქრე ნაკრებებსა და საკვებ დანამატებზე.
ასევე, შემოდგომიდან ვგეგმავთ, რომ პერიოდულად ჩვენს მომხმარებლებს სააფთიაქო სივრცეებში შევთავაზოთ სხვადასხვა სახის სერვისები, რასაც ძალიან მალე დავაანონსებთ და გაგაცნობთ დეტალებს. ასევე, მიმდინარეობს მზადება ახალი კონცეფციის აფთიაქის წარდგენისთვის და რა თქმა უნდა, ახალი წლისთვის. ამიტომ, კვლავაც სიახლეებით სავსე წლის ბოლო გვექნება.
- როგორც ვიცით, პსპ-ს მომხმარებლების დიდი ნაწილი მშობლები არიან, გეგმავთ თუ არა ფასდაკლებებს საბავშვო ხაზზე?
PSP-ს ბრენდი მუდმივად სთავაზობს ხოლმე მშობლებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს თუ სასაჩუქრე შეთავაზებებს და ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ ჩვენი ბავშვთა დღეების ფარგლებში შეუძლია მისთვის სასურველი პროდუქცია განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს.
არც შემოდგომის სეზონი იქნება გამონაკლისი, ჩვენი ფასდაკლებები მუდმივად ანონსდება სოციალური მედიის თუ პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, სასკოლო პერიოდისთვის მზადება უკვე დავიწყეთ და მომხმარებლებს საყვარელ ბრენდებზე ვთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას, 17 სექტემბრის ჩათვლით.
- ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ თავს მხოლოდ ქალები უვლიან. არადა, პსპ-ს კაცის თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი აქვს. გეგმავთ თუ არა კაცის ხაზის გააქტიურებას?
აღნიშნული სტერეოტიპი ნამდვილად მცდარია და ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს ქსელში პერიოდულად იზრდება მამაკაცის მოვლის საშუალებების ხაზი, რადგან მოთხოვნაც საკმაოდ დიდია.
რამდენიმე ბრენდის ხაზში წარმოდგენილი გვაქვს როგორც სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, ისე წვერის მოვლის ისეთი პროდუქტებიც, როგორიცაა ზეთი, ცვილი და სპეციალურად წვერისთვის განკუთვნილი შამპუნიც კი.
ჩვენი, როგორც ბრენდის მიზანია ჩვენს თითოეულ მომხმარებელს მივცეთ საშუალება მარტივად შეარჩიოს სასურველი პროდუქტი მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ხარისხიანი არჩევანიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდების უმრავლესობა განკუთვნილია ორივე სქესის წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით კი დერმატოლოგიური მიმართულებით.
- PSP-მ საკვები დანამატების ახალი ბრენდი, გერმანული „დოპელჰერცი“ დაიმატა. მოქმედებს თუ არა მასზე ფასდაკლება? როგორია ამ ბრენდის ისტორია და ვისთვისაა განკუთვნილი დანამატები?
PSP პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცეს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენი კორპორაციული სოციალური აქტივობისა და კორპორაციული ფასეულობის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წახალისებაა. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად უჭერდა მხარს სპორტის თითქმის ყველა სახეობას საქართველოში.
PSP ერთ-ერთი პირველია ბაზარზე, ვინც საკვები დანამატების მიმართულება განავითარა და ასობით დასახელების პროდუქტია დღეს წარმოდგენილი ჩვენს აფთიაქებში. ვინაიდან სწორედ საკვები დანამატები წარმოადგენენ იმ ვიტამინებისა და მინერალების დამატებით წყაროს, რასაც ჩვენ ვერ ვიღებთ კვების ყოველდღიური რაციონიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზის გაუმჯობესებისთვის, შენარჩუნებისთვის და რაც მთავარია, სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის.
ვთანამშრომლობთ და ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორიც არის: ამერიკული „სოლგარი“ და „ამვილაბი“, ფრანგული „პილეჟი“, გერმანული „ინაო“, და ახლა უკვე „დოპელჰერცი“ და ახალი ამერიკული ბრენდი „ფიური“. ასევე, მალე შემოგთავაზებთ ბრენდ „ცეფაკსა“ და „ორთომოლს“.
შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ საერთაშორისო ბაზარზე უკვე წარმატებული, გამოცდილი და მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდები შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს.
„დოპელჰერცი“ გერმანიაში N1 ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებელი ბრენდია და საქართველოში ჩვენ უკვე მათი ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ. ამ ბრენდის ქვეშ ერთიანდება სხვადასხვა მიმართულების ისეთი საკვები დანამატები, როგორიცაა: გრიპი და გაციება, იმუნიტეტის მხარდაჭერა, ჯანსაღი თმა/კანი/ფრჩხილი, ძვალსახსროვანი სისტემა და პროდუქცია განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის.
წარმოდგენილი გვაქვს საბავშვო ვიტამინების ფართო ასორტიმენტი, ასევე, ორსულობისა და ლაქტაციის დროს მისაღები საკვები დანამატები და ცალკე ხაზი, რომელიც განკუთვნილია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, PSP-ში მომხმარებელს შეუძლია არა მხოლოდ მარტივად შეარჩიოს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, ასევე მისთვის კომფორტულად მისაღები ფორმით, რადგან პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა შეფუთვის სახით, როგორიცაა: კაფსულა, შუშხუნა ტაბლეტები, სუსპენზია, სიროფი და სხვ.
- კიდევ რა სიახლეები იგეგმება სექტემბერში? თუ შეგიძლიათ სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქზე რომ ისაუბროთ.
განახლებული კონცეფციის აფთიაქის მომხმარებლებისთვის გაცნობისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს კომპანიაში და ვფიქრობთ, რომ დეტალებს უკვე შემოდგომის ბოლოს გაგაცნობთ.