უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 269 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
- ტანკი – 4 568 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 8 778 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 5 872 ერთეული [+33]
- MLRS – 764 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 515 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 645 ერთეული [+17]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 413 ერთეული [+43]
- სპეცტექნიკა – 881 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 467 თვითმფრინავი
- 248 ვერტმფრენი
- 6 669 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 793 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 346 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 927 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინული ძალები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში დაწინაურდნენ – ISW