უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 269 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
- ტანკი – 4 560 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 8 767 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 5 839 ერთეული [+28]
- MLRS – 760 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 512 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 628 ერთეული [+35]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 370 ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 877 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 467 თვითმფრინავი
- 248 ვერტმფრენი
- 6 628 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 779 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 331 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 905 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან