„არ ვიცი, ვინ არის ომის პარტია. ნაგულისხმევია გერმანია? ევროკავშირი?“ – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არ იცის, ვის გულისხმობენ „ოცნების“ ლიდერები, როცა „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობენ. „ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალურ ომის პარტიაზე“. არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“. ნაგულისხმევია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმევი? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე …

შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მაღალ …

რატომ თქვა აშშ-ში ვიზიტზე უარი ბათუმის სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა

თამარ ბეჟანიშვილმა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ავრცელებს, ერთ-ერთი მოსამართლე მათ შორის, ვინც აშშ-მ დაასანქცირა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო. „ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ, ნანა ჯოხაძემ, თამარ …

ბათუმში ველობილიკებს ღებავენ

ბათუმში ველობილიკების შეღებვა დაიწყეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „სამუშაოები დაწყებულია და მშრალი ამინდის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება“. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი ქალაქში ველობილიკების მოსაწესრიგებლად. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ველობილიკებს ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საღებავის მარაგით აწესრიგებენ. „ამ ეტაპზე განახლდა ველობილიკის ზოლები ასათიანის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის კვეთამდე), ბაქოს ქუჩაზე (შავშეთის ქუჩის კვეთიდან „ბელუქსის“ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 181 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 500] ტანკი – 3 650 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 069 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 2 784 ერთეული [+7] MLRS – 534 ერთეული [+0] საზენიტო …

ხელფასი თვეში 147 ლარი – სანიტრები ლანჩხუთიდან კოლექტიურ დავას იწყებენ

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის სანიტრები კოლექტიურ დავას იწყებენ. სანიტრებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკასთან მოლაპარაკებისთვის მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის განცხადებით 12 მარტს მიმართეს. ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკის სანიტარი თვეში ერთ პოზიციაზე იღებს 147 ლარს. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე (256 ლარი) დაბალია, ვერ ჩაითვლება ხელფასად“ – ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე. რეფორმა, რომელიც წელს …

გამოგვიყენეს – რატომ არ აძლევენ ბინებს „ოცნების ქალაქში“

„ოცნება 2024 წლის არჩევნებს უცდის, იმიტომ არ გვაძლევენ ბინებს,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე, რომელიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. აქ დღეს არ უჭირთ იმის თქმა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ – 2022 წლის აპრილის შუალედურ არჩევნებზე მოატყუეს და მმართველი პოლიტიკური ძალა „ოცნების ქალაქის“ გამოყენებას მომავალი არჩევნებისთვისაც აპირებს. „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა „ოცნების ქალაქში“ კორპუსებზე, რომელთა მშენებლობაც …

„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან

ამჯერად ხულოს სოფელ აგარაში მცხოვრებ 42 წლის მალხაზ მარკოიძეზე გიყვებით, რომელიც 20 წელია დურგალია. მალხაზი 19 წლის იყო, როცა ქედაში, ავეჯის საწარმოში დამხმარე ხელოსნად დაიწყო მუშაობა. მისი დურგლობის ამბავიც სწორედ აქედან იწყება. „იქამდე ცულზე ტარიც კი არ მქონდა გაკეთებული. რომ მივდიოდი, მამაჩემმა თქვა – 1 კვირაში დაბრუნდება, ცულის ტარიც არ გაუკეთებია, ავეჯს ვინ მიაკარებსო. ამან …

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გვინდა პორტფოლიოს გაუქმება – მასწავლებელი

„როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვედ და მასწავლებელს ექნება მაღალი ხელფასი, დარწმუნებული ვარ, სწავლის ხარისხიც ორ-სამ წელიწადში შეიცვლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ცანავა, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის წამყვანი მასწავლებელი. ის გვესაუბრება სამინისტროსა და სკოლას შორის კომუნიკაციის არარსებობაზე და გამოსავალზე, რომელიც, მისი აზრით, არსებობს, თუმცა სამინისტრო ამ მოთხოვნებზე არ რეაგირებს. ქალბატონო …

როგორ შეიძლება პუტინს 9 მაისი შემოუბრუნდეს – ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში

ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონმა 9 მაისს აღლუმის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ზოგი კი აღლუმს ტრადიციულად გამართავს. რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, ისევე როგორც ოკუპირებული ყირიმის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუქმებენ 9 მაისის ტრადიციულ, პომპეზურ სამხედრო აღლუმს. „როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების პრობლემების …

„შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს“ – კულებას განცხადება და კრემლის პასუხი

ბუქარესტში მიმდინარე შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს, ისე, როგორც ნატოს გახდა ბალტიის ზღვა. კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი მოხდება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების იგნორირება. „საქართველო, …

ვისთვის და რატომ არის სასარგებლო ცხარე საკვები – ექიმის რჩევები

ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას პაციენტის კვების რაციონში მარილიანი და შაქრიანი საკვების გარდა ცხარე საკვებიც იზღუდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ჯანმრთელ ადამიანს ზომიერების ფარგლებში მიღებული ცხარე საკვების არ უნდა ეშინოდეს, მეტიც, ასეთ შემთხვევაში ცხარე საკვები სარგებლის მომტანიც კია ორგანიზმისთვის. „ცხარე საკვების მოყვარულებს ხშირად ესმით, რომ ეს საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რომ ეს კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს …

აჭარაში მუნიციპალური ორგანიზაციების უფროსების დამალული ქონება – TI კვლევა

აჭარის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც ეს ვალდებულება საერთოდ დაივიწყეს. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაცია, თუმცა მხოლოდ 27-მა შეავსო. მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დეკლარაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. ორგანიზაციის განმარტებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ორგანიზაციამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 180 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 540] ტანკი – 3 646 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 7 053 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 2 777 ერთეული [+7] MLRS – 534 ერთეული [+0] საზენიტო …

ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი

20 წლის გვანცა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მედიცინის სპეციალობას სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია. გვანცა გვიყვება, რა პრობლემებს ხედავს უნივერსიტეტში, რატომ გადაწყვიტა სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყება და რა შეიძლება იყოს სტუდენტების ნაკლები აქტიურობის მიზეზები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. გვანცა, ჩვეულებრივ, აბიტურიენტობიდან აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადამიანებს, როგორი იქნება მათ მიერ შერჩეულ …

რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

შაქრის ჭარბად მოხმარება ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით საზიანო კი შაქარი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვისაა.  სწორედ შაქრის ჩასანაცვლებლად შექმნეს ბუნებრივი წარმოშობისა და ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელებითა და ფორმითაა ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა დამატკბობელი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ასევე, ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცვლელები იყოფა ორ – კალორიულ და არაკალორიულ კატეგორიად. ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„კლანმა“ ხელისუფლებისგან მიიღო გარანტია, რომ მათ არ შეეხებიან – ექსმოსამართლე აშშ-ის სანქციებზე

„არავის არ სურს, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც ეს 4 პირი აღმოჩნდა,“ – გვითხრა ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად მოსალოდნელია „სასამართლო კლანის“ დაშლა? ყოფილი მოსამართლის დაკვირვებით, „კლანმა“ პრემიერისგან გარანტიები მიიღო, რომ მათ თანამდებობებს არავინ შეეხება აშშ-ის სანქციების მიუხედავად. ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის განცხადებებზე, სადაც ჯერ არ ჩანს მკაფიოდ – რაზეა წამსვლელი „ოცნება“ …

ბათუმის ყინულის სასახლის ვერშემდგარი პროექტი და დაკარგული მილიონები – რა გაარკვია აუდიტმა

ბათუმის ყინულის არენის ვერშემდგარი მშენებლობის ამბავმა შეიძლება გაგახსენოთ ყოფილი პრემიერის ცნობილი გამონათქვამი – „რა კორუფცია, რის კორუფცია. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია?“ – ოპოზიცია კი სხვაგვარად ფიქრობს და გამოძიებას ითხოვს.  გადახდილია 10 მილიონი ლარი, მაგრამ სამუშაო შესრულებული არ არის – ასეთია სახელმწიფო აუდიტის შეფასება, ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის …

ბახმუტის მესაზღვრეებმა „ვაგნერის“ თავდასხმა მოიგერიეს – უკრაინის სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბახმუტის მცველმა მესაზღვრეებმა 11 აპრილს, ღამით „ვაგნერის“ თავდასხმა მოიგერიეს. უკრაინული მხარის ცნობით, 20-ზე მეტმა „ვაგნერელმა“ სცადა ფარულად მიახლოებოდა მესაზღვრეების პოზიციებს ბახმუტში და თავს დასხმოდნენ მათ. უკრაინელმა მესაზღვრეებმა სადამკვირვებლო პუნქტიდან „ვაგნერელები“ შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს მათ. შეტაკების დროს „ვაგნერელები“ ​​დანგრეულ შენობებში იმალებოდნენ, უკრაინელმა მებრძოლებმა მანევრირების შედეგად ერთ-ერთ შენობას შეუტიეს და მოწინააღმდეგეების …

„ამით უნდა დაინტერესდეს პრემიერი და პროკურატურა“ – საკრებულოს წევრი აუდიტის დასკვნაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რეზო ხარაზი ითხოვს პროკურატურა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, რომელიც აჭარის მთავრობის პროექტების მართვის კომპანიის 2020-2021 წლების მუშაობის შედეგების ანალიზს გვთავაზობს. აუდიტის დასკვნაში საუბარია მაღალბიუჯეტიანი პროგრამების ხარვეზებზე და ასევე არამიზნობრივ ხარჯებზე, რაც კომპანიას გასულ წლებში ჰქონდა. რეზო ხარაზის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აუდიტის დასკვნა „შერბილებული …

TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

TEDxTbilisi ბრუნდება! ინტელექტუალური ფორუმის მეათე საიუბილეო ღონისძიება, თიბისის მხარდაჭერით, 22 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემა “გარდამტეხი მომენტებია”, ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები 22 აპრილს TEDxTbilsi-ის სცენაზე გაერთიანდებიან და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვიყვებიან. TEDxTbilsi 2023-ის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ …

გადაავადებენ მასწავლებლის პორტფოლიოს ავტვირთვას? – რას ამბობს შუკაკიძე

მასწავლებლების ერთი ჯგუფი პორტფოლიოს ელექტრონულად ატვირთვისგადავადებას ითხოვს. ამ მიზნით პედაგოგებმა ონლაინკამპანიაც წამოიწყეს, რომ ხმა მიაწვდინონ განათლების მინისტრს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას. მასწავლებლები აცხადებენ, რომ პორტფოლიოს დამტკიცებული სტანდარტები შვიდი თვის დაგვიანებით მიიღეს სკოლებში, რის გამოც პორტფოლიოს ატვირთვის ვადები შემჭიდროვდა. მასწავლებლების თქმით, ეს არის იმ პედაგოგთა  დისკრიმინაციაა, ვინც გამოცდა გასული წლის ივლისში ჩააბარა, თუმცა …

რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან უბანს სავარაუდოდ კორუფციული გზით აშენებენ – „გამჭვირვალობა“

„რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს ინფორმაციაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. …

16-17 აპრილს მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, 07:00-დან 22:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და ს.მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე. მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 16 და …

2-თვიანი შვებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და სხვა დარღვევები – რას წერს აუდიტი

„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“. სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა. მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური …

უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს – დენის შმიგალი

„უკრაინის არმიის კონტრშეტევა, შესაძლოა, დაიწყოს ამ ზაფხულს“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ამერიკულ გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში. „ჩვენს ყველა მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ კონტრშეტევაზე გადასასვლელად საჭიროა იყო მზად 100%-ით და კიდევ უფრო მეტით“, – თქვა მან. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ძლიერი ზეწოლა უკრაინის შიგნიდან მოდის და არა მეგობრებისა და პარტნიორების …

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება. თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი სტამბოლიდან მოფრინავს. ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის პრესცენტრში ადასტურებენ, რომ მიზეზი ნისლია, რის გამოც თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს. „წრეზე წავიდა ისევ და ეცდება, რომ დასვას… შესაძლოა, შეირჩეს რომელიმე სხვა აეროპორტი,“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტისკენ გაფრინდა. მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 180 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 730] ტანკი – 3 646 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 043 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 2 770 ერთეული [+5] MLRS – 534 ერთეული [+0] საზენიტო …

სტრასბურგში 3300 საჩივარი აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის თაოსნობით შევიდა – მთავრობის მანიპულაცია

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი 10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც, უწყების განცხადებით, 2012 წლამდე და 2023 წელს „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების“ სტატისტიკას ასახავდა. პოსტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის მოგვიანებით დაემატა აღწერა, სადაც განმარტებული იყო, რომ ბარათის პირველ ნაწილში საუბარი იყო „2004-2012 წლებში შესულ 5416 საჩივარზე“, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა „სასამართლოს წარმოებაში …

ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”

„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან. ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის. „მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო. დაინტერესებული და …

200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს – რეპრესირებული კაცი

„200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ ისევ რუსეთში შეაგდეს. კინაღამ… ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. მაგრამ ჩვენი მომავალი ევროპაშია,“ – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები 85 წლის ხასან კარალიძე. ხასანი და მისი ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლები არიან. სტალინმა მთელი ოჯახი გადაასახლა. შიში, შიმშილი, უსახლკარობა, ყინვაში, ღია …

პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა – პენსიონერები 10 პროცენტს გადაიხდიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა. „მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით“ (DRG) დაფინანსების მოდელის პირობებში პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა, რომელიც 0-30%-ია. მიუხედავად ამისა, თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს. ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული ჯგუფებისთვის დააწესა ზედა ზღვარი, რომელზე მეტის გადახდა, მათივე განმარტებით, პაციენტს არ …

10 თევზიდან 4-ში მიკროპლასტმასა აღმოჩნდა – კვლევა თურქეთში

თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთით მდებარე იზმიტის ყურეში, მკვლევრებმა გამოიკვლიეს თევზის 12 სახეობა, რომელთა უმრავლესობა საკვებად მოიხმარება. კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასა აღმოჩნდა იზმითის ყურეში ყოველი 10 თევზიდან ოთხის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მათ შორის, წითელ კეფალსა და სკუმბრიაში – ამის შესახებ თურქული მედია წერს. პლასტმასა ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. ერდოღანის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიის განყოფილების მკვლევარი ულგენ აიტანი განმარტავს, რომ …

რუსეთში, ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს – მედია

10 აპრილს რუსეთში, ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. საფრენი აპარატი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდე ცნობები აეროპორტზე თავდასხმის შესახებ ტელეგრამის არხებზე გავრცელდა. პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა აეროპორტის ღობე და სასიგნალო კაბელები. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალურად, ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ …

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

„გამოცდა ჩავაბარე ივლისში და ახლა 10 აპრილს მოვიდა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის – პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 20 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო შევკრათ და წარვადგინოთ, ეს არის დისკრიმინაცია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავა. მასწავლებლებმა ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს, რომ განათლების სამინისტროს ამ ფორმით მაინც მიაწვდინონ ხმა. …

დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: …

Exit mobile version