დღეს, 18 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ფაქტობრივად, უკრძალავს მაღალჩინოსნებს თანამდებობიდან გადადგომას მანამ, სანამ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს. დაზვერვის ცნობით, ეს აკრძალვა ვრცელდება მინიმუმ რეგიონულ ლიდერებზე, ძალოვნებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიან წევრებზე. ბევრი თანამდებობის პირი, სავარაუდოდ, ძალიან სკეპტიკურად უყურებს ომს, ასევე, ხშირად განიცდიან სამუშაო სტრესს ომის …
Category Archives: მთავარი
რუსეთის 30 ფრთოსანი რაკეტიდან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 17 მაისის საღამოდან 18 მაისის დილამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით სარაკეტო იერიშის რამდენიმე ტალღა განახორციელეს უკრაინაში. უწყების ცნობით, რუსეთის არმიამ გაისროლა 30 საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, მათგან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, გასულ ღამეს ჩამოაგდეს რუსეთის ორი „შაჰიდი“ და ორი სადაზვერვო უპილოტო …
Continue reading “რუსეთის 30 ფრთოსანი რაკეტიდან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს”
ბათუმში დაკარგული უცხოელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს
აჭარაში გარდაცვლილი იპოვეს სტუდენტი, რომელსაც პოლიცია 22 აპრილის შემდეგ ეძებდა. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. ის ინდოეთის მოქალაქე იყო. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სტუდენტის ცხედარი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ზღვაში იპოვა. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 201 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510] ტანკი – 3 773 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 7 373 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 3 198 ერთეული [+32] MLRS – 563 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 მაისი”
„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა
„პრაქტიკულად, ჩვენ ექიმების რანგში ვართ, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და აი, ამ დაავადებულ პაციენტს, ბათუმის სახით, ვცდილობთ, რაღაცნაირად დიაგნოზი დავუსვათ“ – გვიხსნის მამუკა სალუქვაძე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის გენერალურ გეგმას [გენგეგმა] ამზადებს. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დღეს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის უკვე მომზადებული ნაწილი წარუდგინა. პრეზენტაცია …
Continue reading “„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა”
ბათუმში ზებრები ისევ გაქრა | ფოტორეპორტაჟი
ბათუმის ქუჩებში ზებრა გადასასვლელები ისევ გადაშლილია. „ბათუმელებმა“ დღეს, 17 მაისს, რამდენიმე ქუჩა შემოიარა, სადაც ზებრა გადასასვლელები ან საერთოდ არ არის, ან ნახევრად წაშლილია. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების გადაკვეთაში, თითქმის ყველგან გადაშლილია ქვეითთა გადასასვლელები. ეს მონაკვეთები „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გასულ ზაფხულს გადაღება, თუმცა ახლა ისევ შესაღებია. ქუჩების მონაკვეთებში, სადაც შუქნიშანი არ დგას, მოქალაქეების უსაფრთხოებას სწორედ …
Continue reading “ბათუმში ზებრები ისევ გაქრა | ფოტორეპორტაჟი”
„ხდება ხალხის მტრების გამოგონება“ – ჯანაშია ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე
ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ისევ იქცა „ქართული ოცნების“ სამიზნედ. ამჯერად მის წინააღმდეგ კამპანია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობის გამო ააგორეს – ბერძენიშვილმა ხევსურები შეურაცხყოო. ლევან ბერძენიშვილს სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანიც კი დაახვედრეს. რას ნიშნავს, როცა ფილოლოგი, პუბლიცისტი დევნის ობიექტი ხდება და რა ემართება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი აზროვნების გამო სდევნის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, …
ხელოსნების ცოდნას ისევ არავინ ამოწმებს – რა შეიცვალა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ
„პრობლემა სახეზეა, მაგრამ არაფერი არ იცვლება“ – ამბობენ იურისტები სამშენებლო სამუშაოებზე ხელოსნების კვალიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრისას. ხელოსნებს, რომლებიც ბინების მშენებლობასა და რემონტზე მუშაობენ, სახელმწიფო ისევ არ აკონტროლებს. არავინ ამოწმებს ცოდნას და გამოცდილებას, როცა, მაგალითად, ხელოსანი კედელს ღებავს, სანტექნიკას აწყობს, ან მზიდ კედელს ეხება. ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებისთვის ხელისუფლებამ ვერც ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მოიცალა – ბათუმში სადარბაზოს …
ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია
უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერზე, სერხი ჩერევატზე დაყრდნობით, წერს, რომ გასულ 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 500 მეტრამდე წინსვლა შეძლეს ბახმუტის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე. „მტერმა 456-ჯერ ესროლა ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა კალიბრიდან და სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან, რითაც დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჭურვების ნაკლებობა არ აქვს, სამწუხაროდ. ამ მიმართულებაზე 25 შეტაკება და 12 საჰაერო იერიში მოხდა. 107 …
Continue reading “ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია”
ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს, რაც 4 წლის წინ დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი პროექტებიც არ არის მზად. მიუხედავად პროექტების არარსებობისა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების …
Continue reading “ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია”
ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტების გამო 4 პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს“ – იუწყება პროკურატურა. ოთხივე პირს …
მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 8.4 პროცენტით შემცირდა – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. საქსტატის ცნობით, ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 …
Continue reading “მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 8.4 პროცენტით შემცირდა – საქსტატი”
„დაუმარცხებელი კინჟალის“ დაუცველობა სიურპრიზია რუსეთისთვის – ბრიტანული დაზვერვა
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საჰაერო ბრძოლები გამწვავდა. მხოლოდ 2023 წლის 13 მაისს ბრიანსკის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი თვითმფრინავი (ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი)“ – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 17 მაისს, ყოველდღიურ ანგარიშში. ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ 3 მაისს უკრაინამ ჩამოაგდო „კინჟალი“, რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც აქამდე რუსეთი „დაუმარცხებელ“ …
Continue reading “„დაუმარცხებელი კინჟალის“ დაუცველობა სიურპრიზია რუსეთისთვის – ბრიტანული დაზვერვა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
რუსეთის დანაკარგი ომში 200 ათასზე მეტი სამხედროა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 200 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 3 771 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 7 365 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 3 166 ერთეული [+16] MLRS – 562 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის დანაკარგი ომში 200 ათასზე მეტი სამხედროა – უკრაინის გენშტაბი”
ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟთან 2 ნაკვეთს საიჯარო წესით ასხვისებს
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ზღვასთან ახლოს რამდენიმე ნაკვეთის საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონი გამოაცხადა. ადმინისტრაცია ასხვისებს 1429 კვ. მეტრ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას პლაჟზე, სადაც ბოლო წლებში კლუბი „სოჰო“ ფუნქციონირებდა. შენობის ფართობი 374.63 კვ. მეტრია, აქ არის ასევე ორი მცირე ზომის დამხმარე შენობაც. აუქციონში გამარჯვებული ამ ქონებას, საიჯარო წესით, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე მიიღებს. ქონების საწყისი …
Continue reading “ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟთან 2 ნაკვეთს საიჯარო წესით ასხვისებს”
როგორ გავიყვანოთ ბავშვი უცხოეთში, როცა ერთი მშობელი წინააღმდეგია – ინტერვიუ
„მამის არგუმენტი აქ და სხვა შემთხვევებშიც ხშირად არ არის ცნობილი, მამებს აქვთ უბრალოდ კატეგორიული დამოკიდებულება, რომ არ სურთ შვილი გავიდეს საზღვარგარეთ და იყოს მისგან შორს,“ – კონკრეტულ ისტორიას იხსენებს იურისტი თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც „ბათუმელები“ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თემაზე ესაუბრა. 16 წლამდე ბავშვის უცხოეთში წასაყვანად ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო. რა …
Continue reading “როგორ გავიყვანოთ ბავშვი უცხოეთში, როცა ერთი მშობელი წინააღმდეგია – ინტერვიუ”
გოგონებს ისევ უკეთესი შედეგები აქვთ წიგნიერებაში, ვიდრე ბიჭებს – PIRLS-ის ახალი კვლევა
საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS-ის [Progress in International Reading Literacy Study] მიხედვით, რომელიც მეოთხეკლასელი მოსწავლეების დონეს აფასებს კითხვასა და წაკითხულის გააზრებაში, საქართველოს საშუალო ქულა 494-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა არ აქვს წინა კვლევასთან შედარებით, თუმცა არც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს წიგნიერების საშუალო ქულა …
საერთაშორისო ორგანიზაციები ლგბტქ პირების უფლებებზე – „გვაშფოთებს, რომ წინსვლა შეფერხდა“
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 17 მაისს, აღინიშნება. „ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა. ჩვენ მივესალმებით …
300 ლარი ჯარიმა საზოგადოებრივი ინვენტარის დაზიანებისთვის, მათ შორის ავტობუსებში
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ინვენტარის თუ სხვა ობიექტის განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი – 500 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით. იგივე ქმედება არასრულწლოვანის მიერ კი, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება და ახალი მუხლი – ვანდალიზმი დაემატა. …
Continue reading “300 ლარი ჯარიმა საზოგადოებრივი ინვენტარის დაზიანებისთვის, მათ შორის ავტობუსებში”
სურამში ხეები 384 კვ.მ ფართობზე დააბეტონეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს, 16 მაისს, განცხადება გაავრცელა სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის, ხეების თვითნებურად ჩაბეტონების ფაქტზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ 11 მაისს ბაიანთხევის დასახლებაში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. „ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს …
ბათუმში TBC ბანკის ოფისში, კრედიტოფიცერი დაჭრეს
დღეს, 16 მაისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ცენტრალურ ფილიალში კაცი დაჭრეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჭრილი TBC ბანკის თანამშრომელია. „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პირებმა უთხრეს, რომ კაცი დანით დაჭრეს. უცნობია ინფორმაცია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ერთი კაცი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც …
Continue reading “ბათუმში TBC ბანკის ოფისში, კრედიტოფიცერი დაჭრეს”
აქცია ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად – „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“
„თავისუფლება ნიკას“, „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“ – ამ გზავნილებით დღეს, 16 მაისს, ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებმა ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს. ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ დამფუძნებელია. ის ზუსტად ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ. „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ 27 მაისს, …
ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის
„კონსტიტუციის მტერი“ – ამ ტრანსპარანტით მივიდა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე 15 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მან მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა – მოსამართლემ ეს მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ქალაქის მტერი“ დააჯარიმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროტესტის გამოხატვის შემთხვევებზე აჩენს კითხვას: გადაწყვეტილება ემსახურება …
Continue reading “ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის”
უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 16 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის რაიონში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერი“ აგრძელებს წინსვლას ბახმუტის ცენტრში, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ფლანგების სტაბილიზაცია. უწყების ცნობით, ქალაქიდან სამხრეთით გადაადგილების გარდა, უკრაინის შეტევებმა შეავიწროვა რუსეთის ფრონტის ხაზი ქალაქის …
Continue reading “უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა”
224 062 ლარი გვჭირდება – ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილი მერს
ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გელა გოგიტიძე ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს ადმინისტრაციული სამსახურის ხარჯის გაზრდას ბიუჯეტში შესყიდვების შედეგად წარმოშობილი ეკონომიების ხარჯზე სთხოვს. ადმინისტრაციის უფროსი მერს მთელ რიგ საჭიროებებსა და პრობლემებზე წერს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი ბიუჯეტში კორექტირებას და სამსახურისთვის 224 062 ლარის დამატებას ითხოვს. ადმინისტრაციის უფროსის წერილი საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის თანდართული დოკუმენტის სახით მიიღო. …
Continue reading “224 062 ლარი გვჭირდება – ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილი მერს”
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. გადაწყვეტილება სამინისტრომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების გათვალისწინებით მიიღო. კანონში ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს აზუსტებს. სამინისტროს განმარტებით, ცვლილების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 …
Continue reading “პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 199 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520] ტანკი – 3 762 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 348 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 3 150 ერთეული [+13] MLRS – 562 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი”
რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?
ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია. ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ …
Continue reading “რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?”
ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. შს მინისტრი ააფეთქეს – ის რეანიმაციაშია
უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, ე.წ. „ლუგანსკის რესპუბლიკაში“ დღეს, 15 მაისს, აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ კორნეტი, რუსული მედიის ცნობით, იგი რეანიმაციაში იმყოფება. აფეთქება ლუგანსკის ცენტრში, სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ყუმბარა აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. კორნეტი ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე …
Continue reading “ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. შს მინისტრი ააფეთქეს – ის რეანიმაციაშია”
სურამში ხეები კერძო პირმა თვითნებურად ჩააბეტონა – ხაშურის მერიის განცხადება
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სურამში ხეების ჩაბეტონებაზე განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადებით, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე ბეტონი თვითნებურად დააგო და ხეებიც ჩააბეტონა. „როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა. შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს …
Continue reading “სურამში ხეები კერძო პირმა თვითნებურად ჩააბეტონა – ხაშურის მერიის განცხადება”
მოქალაქემ ბათუმში აქცია გაუმართა მოსამართლეს – „კონსტიტუციის მტერი“
„მარიონეტი მოსამართლე ალ. გოგუაძე კონსტიტუციის მტერი“ – ეს ტრანსპარანტი ჩამოიკიდა გულზე დღეს, 15 მაისს, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ და ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ პროტესტის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს. ვაჟა თავართქილაძე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული დროებითი განცხადებისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“ 1000 ლარით დააჯარიმეს. დღეს, ერთკაციან აქციაზე, სასამართლოსთან ვაჟა თავართქილაძემ …
Continue reading “მოქალაქემ ბათუმში აქცია გაუმართა მოსამართლეს – „კონსტიტუციის მტერი“”
სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს
სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს. ფაქტის ამსახველი ფოტო დღეს, 15 მაისს, გავრცელდა ფეისბუქზე. ფოტოზე ჩანს, რომ ხეები მთლიანად ჩაბეტონებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი ვერ დატენიანდება, რაც დიდი ალბათობით ხეების გახმობას გამოიწვევს. რატომ ჩააბეტონეს ხეები და ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ირაკლი ჩადუნელს. „როგორც ჩანს, წიწვოვანი …
ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო ზღვის …
„ოცნებას“ სულ 8 შემწირველი ჰყავს, მათგან 6 ბათუმელი ბიზნესმენია – „გამჭვირვალობა“
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. „მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხა გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი …
Continue reading “„ოცნებას“ სულ 8 შემწირველი ჰყავს, მათგან 6 ბათუმელი ბიზნესმენია – „გამჭვირვალობა“”
ბრიტანეთი უკრაინას ასობით დრონს მიაწვდის, რომელთაც 200 კმ-ის დაფარვა შეუძლიათ
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით თავდაცვის რაკეტასა და თავდასხმისთვის განკუთვნილ დრონებს მიაწვდის, რომელთაც 200 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ. „ეს გადამწყვეტი მომენტია უკრაინის წინააღმდეგობისთვის საშინელ, აგრესიულ ომში, რომელიც მას არ აურჩევია და არ დაუწყია“, – ციტირებს „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის განცხადებას. გასული კვირის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის Storm Shadow-ის რაკეტებს. …
Continue reading “ბრიტანეთი უკრაინას ასობით დრონს მიაწვდის, რომელთაც 200 კმ-ის დაფარვა შეუძლიათ”