ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი

2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის შედეგების შეჯამებამდე ჯერ ადრეა, თუმცა ფინანსისტებს აქვთ მოლოდინი, რომ შემოსულობების „სხვა შემოსავლების“ ნაწილი ისევ გაიზრდება და ეს ძირითადად ისევ ჯარიმების „დამსახურება“ იქნება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ „სხვა შემოსავლები“ მნიშვნელოვნად სწორედ ჯარიმებით გაზარდა. მათ შორის დიდი შენატანი დაფიქსირდა საგზაო წესის დარღვევით გამოწვეული და ადმინისტრაციული …

რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ. აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა …

ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს. ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ. „მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი …

უკრაინული დრონები რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალს მეოთხედ დაესხნენ თავს

პირველ მაისს რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად კვლავ ხანძარი გაჩნდა. რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ხანძრის ჩასაქრობად ასზე მეტი ადამიანი და 41 სპეცტექნიკაა მობილიზებული. ბოლო დღეებში ეს უკრაინის მეოთხე თავდასხმაა ტუაფსეს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განთავსებული, უკრაინული დრონების სამიზნე სწორედ ეს ინფრასტრუქტურაა. უკრაინულმა დრონებმა …

„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი ცალმხრივადაა ჩაკეტილი. ავტოტრანსპორტი ხაჯალიიდან სუფსა-გრიგოლეთის მიმართულებით პარალელური, ასე ვთქვათ, ძველი გზით მოძრაობს. გრიგოლეთიდან ხაჯალიას მიმართულებით კი ავტობანზე ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება. გზაზე შეზღუდვა 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე წლის 14 ივნისამდე გაგრძელდება. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და …

ბათუმში „შაჰ ქათამს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ გამოავლინეს. საწარმო აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. „სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი“ – წერს სააგენტო.

დღეიდან ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

დღეს, პირველ მაისს, საქართველოში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. შსს-ს ცნობით, გაიზარდა ჯარიმები ცალკეულ სამართალდარღვევებზე. კერძოდ: 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მაისის 21 საათიდან 2 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …

გდდ-ს ყოფილი უფროსი გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოდ-ის უფროსად დანიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე  დაინიშნა. ახალი უფროსი პირად შემადგენლობას სუს-ის ასევე ახალდანიშნულმა უფროსმა გეკა გელაძემ წარუდგინა. გეკა გელაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელსაც ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნეს. სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი იყო. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 331 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 903 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 496 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 41 …

დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის 23 თებერვალს და მან კიევი რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ანდჟეი დუდა ამბობს, რომ მაშინ ცრემლებამდე შეძრა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობამ, როდესაც მან უარი თქვა კიევის დატოვებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებში. დუდამ ამის შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა. „არასდროს დამავიწყდება, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა 23 თებერვალს, რუსეთის …

კაცების საპენსიო ასაკის შემცირებაზე რა თქვა საკონსტიტუციომ – ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ბუდუ შეყილაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის დადგენის არსებული წესი დისკრიმინაციულია: კაცები პენსიაში 65-ე წლიდან გადიან, ქალები 60 წლის ასაკიდან. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 30 აპრილის, მიიღო მეორე კოლეგიამ, მოსამართლეებმა – მანანა კობახიძემ, გიორგი მოდებაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ის …

სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ კომუნიკაციის კომისიაში „საქართველოს მომავლის აკადემია“ კიდევ ერთხელ უჩივის. „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომავლის აკადემიამ 29 აპრილს მიმართა და მოითხოვა ტელეკომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო. „საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის …

„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ. „მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში. მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან. ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, …

AI-გენერირებული ტროლები დიუშენის მედიკამენტის წინააღმდეგ – მითების დეტექტორის კვლევა

მითების დეტექტორი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიღმა AI გენერირებული ტროლები დგანან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისში და სახელმწიფოს სთხოვენ დააფინანსოს დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა. ბოლო 10 დღეა სახელმწიფო კანცელარიის წინ მშობლები ღამეს ათევენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. …

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს

ქობულეთში ფრინველების არალეგალური სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს დღეს, 30 აპრილს. „ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის სალიკვიდაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა და მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის პროცესი. გუშინ, 29 აპრილს, დილის ექვსი საათიდან, გაზსადენზე დაზიანების გამო, გაზი არ მიეწოდებოდა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. დღეს. 30 აპრილს, ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება რიგ ქუჩებზე დაიწყო. კომპანია „სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად …

რა იცვლება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაში – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში – ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც …

სარფისა და ბათუმის პორტის საბაჟოებზე იარაღის შემოტანის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, 2 კი მხილებულია. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე პირი ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე დააკავეს ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ბრალდებით. „პოლიციამ ბრალდებულები „ბათუმის პორტისა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მაისის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 330 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 901 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 493 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 40 …

„სად ნახა კობახიძემ 10 ლარად ხორცი? ბაზარში არ დადის?“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

28 აპრილს ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველთან“ თქვა, რომ ნახევარი კილოგრამი რბილი ხორცი 10 ლარი ღირს. რას ფიქრობს ხალხი ამაზე ბათუმში? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია

დღეს, 29 აპრილს, საღამოს, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ შენობიდან მოსახლეობა უკვე გამოიყვანეს. ამ დრომდე [21:08] დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია განახლდება. ნახეთ …

რა იცვლება შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში

„ქართული ოცნება“ ცვლის კანონს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“. კერძოდ, შვილად აყვანის მსურველ პირებს, თავიანთი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ. ისინი თავად შეაგროვებენ დოკუმენტაციას, წარადგენენ ჯანდაცვის სამინისტროში და შემდეგ პროცედურებს მიჰყვებიან. ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1571 მშვილებელი პირი/ოჯახი.  რა იცვლება არსებული კანონით შვილად აყვანის მსურველი პირები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ რეგისტრაცია …

განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შესაკერად 44 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ 44 900 000 ლარზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. აღნიშნული თანხის დახარჯვას საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შეკერვაზე აპირებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უნდა შეიკეროს 1 801 000 ერთეული ფორმა. შესყიდვის ღირებულება 44 900 000 ლარით განისაზღვრა. შესყიდვის მასალების მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო …

„მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინონ წყვილებმა, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში“ – დემოგრაფი

„შვილის ყოლა საქართველოში კვლავ რჩება საკმაოდ ძლიერ ღირებულებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ [წყვილი] გააჩენს ორ ან სამ ბავშვს“, – ამბობს ლელა მენაბდიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი. რა განაპირობებს საქართველოში შობადობის კრიტიკულად შემცირებას და აქვს თუ არა სახელმწიფოს ოჯახების გაძლიერების პოლიტიკა? – ამ თემაზე ესაუბრა ლელა მენაბდიშვილს „ბათუმელები“. ქალბატონო ლელა, …

ახალგაზრდა ქალს დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა ქალს, რომელიც სტამბოლში, ერთ-ერთ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. 41 წლის თეონა ხოზრევანიძე თურქეთში, სტამბოლში,  Hisar ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თეონას ექიმებმა სეფსისის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც საქართველოში მკურნალობის დროს დაუდგენელი მიზეზით განუვითარდა. პაციენტის ახლობლების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, გაუჩერდა თირკმელი – თეონას სამი წლის წინ მამამ თირკმელი გადაუნერგა და ერთი თირკმელით ცხოვრობს. …

ვინ გახდება პატრიარქი, რა ვიცით პატრიარქობის კანდიდატებზე – ინტერვიუ თეოლოგთან

„პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო,“ – გვიყვება თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას სინოდის სხდომასა და პატრიარქობის სამი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 328 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 894 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 486 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 40 …

ახალი ჯარიმები ნარჩენების მართვაზე

„ოცნების“ პარლამენტი ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა . ინიციირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის დამტკიცების შემდეგ კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სახიფათო …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე? ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს …

„ბათუმობა“ წელს 6-7 ივნისს ჩატარდება

ბათუმის მერიამ წელს სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ გამართვა 6-7 ივნისისთვის გადადო. ბოლო წლებია „ბათუმობას“ აპრილის ბოლოს მართავდნენ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, წელს „ბათუმობა“ საკურორტო სეზონის გახსნას დაამთხვიეს, ამიტომაც ღონისძიებას ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაატარებენ. 2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 400 000 ლარია გათვალისწინებული, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ხარჯებისთვის კი მერიაში 1 მილიონ 330 …

პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი

დღეს, 28 აპრილს, გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი),  მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). წმინდა სინოდში 39 მღვდელმთავარია, დღეს გამართულ სხდომას კი 38 ესწრებოდა. სხდომაზე არ იყო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). პატრიარქობის …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს. პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების …

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ 134 ათას აბონენტს შეუწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 აპრილის 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბათუმის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 65 902 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამავე დროს, 29 აპრილის 06:00 საათიდან 30 აპრილის 09:30 საათამდე ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 69476 აბონენტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 30 აპრილის …

ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს

დღეს, 28 აპრილს, აჭარის „ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე, ასევე აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ზურაბ პატარაძეს უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბ პატარაძე ამ თანამდებობაზე „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. აჭარის მთავრობის შემადგენლობა ზურაბ პატარაძემ უცვლელი დატოვა. აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2026 წლის 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი მუშაობდა, რომელიც …

Exit mobile version