ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ფრინველები გამოსაზამთრებლად ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ. ამ პერიოდში ბათუმს სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველიც გადაუფრენს. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას. ფესტივალი კი …
Category Archives: მთავარი
ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაცია ისევ გადაიდო – უკვე მესამედ
ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაცია წელსაც არ დაიწყება. 2026 წლის ბიუჯეტში შენობის რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციას შეეხებოდა. „ამოღებულ იქნა ღონისძიება. გასულ წლებში ორჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საჭიროებს შეცვლას/კორექტირებას“, – წერია იმ …
Continue reading “ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაცია ისევ გადაიდო – უკვე მესამედ”
როცა ოჯახის ერთი წევრი უცხოელია – „ოცნების“ საემიგრაციო პოლიტიკა შერეული ოჯახების წინააღმდეგ
ბოლო თვეებია საქართველოდან უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე აძევებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გააძევეს ბათუმში მცხოვრები კაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, დედა ბავშვის სპეციფიური საჭირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. „ოცნების“ ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა შერეულ ოჯახებს, ფაქტობრივად, …
ბათუმში ანგრევენ 135 წლის, მასკარონებიან სახლს
ბათუმში ანგრევენ 135 წლის წინ აშენებულ სახლს, რომელიც ცნობილი იყო როგორც „მასკარონებიანი სახლი“. მასკარონი სკულპტურული გამოსახულებაა, ჩვეულებრივ ადამიანის ან ცხოველის ნიღბის ფორმით. სწორედ ასეთი გამოსახულებები ჰქონდა სახლს, რომელსაც ანგრევენ. მის ადგილას ახალი, 17-სართულიანი შენობა აშენდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა #21-ში მდებარე შენობა კლასიკური, ბათუმური ორსართულიანი სახლი იყო, რომელსაც ფასადზე მასკარონები ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ინტერიერი მოჩუქურთმებული იყო. …
Continue reading “ბათუმში ანგრევენ 135 წლის, მასკარონებიან სახლს”
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც“ – მდინარაძე
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მან დღესს 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა. „შეუცვლელი არავინ არავის, თუ ოდესმე დავბრუნდი, ეს იქნება აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ დავჭირდები გუნდს. გვერდებიდან შემოჩოჩებას, რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში ეს ჩემგან არ იქნება. რომ მეფიქრა ისიც, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ჩემ გარდა არავინაა ასეთი გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას, …
Continue reading “„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც“ – მდინარაძე”
399 ათასი ლარი უტენდეროდ დაიხარჯება ბათუმში საზღვაო ფორუმის ჩასატარებლად
საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ორგანიზებაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 399 548 ლარს დახარჯავს ტენდერის გარეშე. ფორუმი [GIMF 2026] ბათუმში 2026 წლის 7 და 8 სექტემბერს გაიმართება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „ღონისძიებას სახელმწიფო მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ხელს უწყობს ქვეყნის სატრანსპორტო და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების …
Continue reading “399 ათასი ლარი უტენდეროდ დაიხარჯება ბათუმში საზღვაო ფორუმის ჩასატარებლად”
„ოცნების მთავრობა“ ასაწყობ სკოლებს ყიდულობს – გამოყოფილია 22 მილიონი ლარი
„ქართული ოცნების“ მთავრობა რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტრანსპორტირებადი მოდულური სკოლების შეძენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული. სატენდერო მონაცემების მიხედვით, მოდულები უნდა იყოს მრავალჯერადი …
Continue reading “„ოცნების მთავრობა“ ასაწყობ სკოლებს ყიდულობს – გამოყოფილია 22 მილიონი ლარი”
ნეპალსა და ტიბეტში მინიმუმ 1300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა სტიქიის შემდეგ
ნეპალსა და ტიბეტში, 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, 1300-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. მეწყერის, ღვაცოფისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია სოფლები. ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 165 ცხედარი, მათ შორის – ასობით უცხოელი ტურისტის. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქია სავარაუდოდ მოჰყა მიწისძვრასა და მყინვარის ჩამონგრევას, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და ღვაცოფი გამოიწვია. ზვავმა მდინარეების კალაპოტი გადაკეტა და ღვარცოფულმა ტალღებმა …
Continue reading “ნეპალსა და ტიბეტში მინიმუმ 1300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა სტიქიის შემდეგ”
ორ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – მუხრანში მკვლელობის საქმე
პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა …
Continue reading “ორ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – მუხრანში მკვლელობის საქმე”
მუნიციპალურმა ბათუმის ქუჩებიდან არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანეს. “საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილების გაყვანა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის სამსახური ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და წესრიგის მიზნით პარალელურ რეჟიმში არასწორ პარკირებაზეც ახორციელებს მონიტორინგს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მეტი პარკირების სივრცის შექმნასა და …
„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა აგვისტოში 6 350 ლარი შემოსწირა
2026 წლის აგვისტოში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 6 350 ლარი შემოსწირა. მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ! მადლობა თითოეულ ჩვენს გამომწერს – ვინც მზად არის, მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგეს! მადლობა მათ, ვინც ერთჯერადად დაგვიჭირა მხარი! თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ჩვენთვის მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის – ეს არის ნდობა, გამხნევება …
Continue reading “„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა აგვისტოში 6 350 ლარი შემოსწირა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 482 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 304 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 237 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 48 694 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო”
არჩილ კონცელიძემ თანამდებობა დატოვა – ის ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი იყო
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძე, თანამდებობიდან წავიდა. მან აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთან“ დაადასტურა. არჩილ კონცელიძე თანამდებობის დატოვების მიზეზად, სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებს. თუმცა, რომელ უწყებაში გადადის, არ ამბობს. „როცა გადავალ ნახავთ“, – გვითხრა მან. კონცელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. ის მანამდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2023 წელს …
$157 ათასი სესხად მკურნალობისთვის – კიდევ რას წერს თორნიკე რიჟვაძე ქონებრივ დეკლარაციაში
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული. ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა. დაჭრილ რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. შსს-ს მაშინდელი განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა …
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
დღეს, 26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
49 950 ლარი დაიხარჯება „ხინოწმინდობაზე“ აჭარის ბიუჯეტიდან უტენდეროდ
ქობულეთში დაგეგმილი „ხინოწმინდობა 2026“-ის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 49 950 ლარი დაიხარჯება. აჭარაში „ოცნების“ ხელისუფლების კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით აუცილებელია ფული ტენდერის გარეშე დაიხარჯოს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ღონისძიება 2026 წლის 12 სექტემბერსაა დაგეგმილი ქობულეთის სოფელ ხინოწმინდაში. სამინისტროს განაცხადის მიხედვით, „ხინოწმინდობა 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილია: „სადღესასწაულო …
Continue reading “49 950 ლარი დაიხარჯება „ხინოწმინდობაზე“ აჭარის ბიუჯეტიდან უტენდეროდ”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17 – 22 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 480 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 300 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 230 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 48 641 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აგვისტო”
რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“
7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს. „ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების …
სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან
ბათუმში, მამია კომახიძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტრო: ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღარ დაგხვდებათ. ადმინისტრაციულ შენობას სამივე სამინისტროს თანამშრომლები ცლიან. ისინი სხვადასხვა შენობაში ნაწილდებიან. „ეს შენობა ავარიულია, შენობის დაცლა დაწყებულია… განიხილება ალტერნატივები,“ – უთხრეს დღეს, 25 აგვისტოს „ბათუმელებს“ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრში. აქ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ სამინისტროები სხვადასხვა …
Continue reading “სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან”
რატომ აღარ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე, რა შეიცვალა – ინტერვიუ
„ჯერჯერობით ბირთვული შეკავება მუშაობს და ამ ზღვარზე რაღაცნაირად არ ვართ მისული… მეორე მხრივ, არაფრისგან არ ვართ დაცული. რა წამში შეიძლება გამწვავდეს და ესკალაცია მოხდეს ამ პროცესების, ეს ძნელი სათქმელია,“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე, იგი ბირთვული გაუვრცელებლობის და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტია. რა იცვლება ბირთვული სახელმწიფოების ბირთვულ არსენალში და რამდენად იცავს რუსეთი ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს? – „ბათუმელებმა“ …
Continue reading “რატომ აღარ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე, რა შეიცვალა – ინტერვიუ”
რატომ იზრდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები? – ინტერვიუ კობა ქამაშიძესთან
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ეს დაავადება ერთ-ერთ ყველაზე პრევენცირებად ონკოდაავადებად არის მიჩნეული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-ს) მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ქალი კი ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით და რეგულარული სკრინინგით. საქართველოში მოქმედებს უფასო სკრინინგ …
Continue reading “რატომ იზრდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები? – ინტერვიუ კობა ქამაშიძესთან “
სხვისი ინტიმური ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს უწყება.
სტუდენტებს „ოცნების“ წევრები საზეიმო ღონისძიებაზე მიმართავენ – დაიხარჯება 700 000 ლარი
„ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საზეიმო გარემოში მიმართოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და უტენდეროდ ითხოვს 742 251 ლარის გახარჯვას ღონისძიებისთვის, რომელიც 16-18 სექტემბერს ქუთაისსა და რუსთავში უნდა გაიმართოს. სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებას დაახლოებით 17 000 პირველკურსელი უნდა დაესწროს. 12 000 რუსთავში და 5 000 ქუთაისში. სამინისტრო თვლის რომ, ღონისძიება …
29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი
დღეს, 25 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი. მათივე ინფორმაციით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო …
Continue reading “29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი”
დრონები კრასნოდარში მდებარე ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს
25 აგვისტოს, ღამით, დრონები თავს დაესხნენ კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ხანძრის ამსახველი კადრები ტელეგრამის არხებზე ვრცელდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ამავე დროს, ხელისუფლების განცხადებით, დრონის ნამსხვრევები აფიპსკაიას რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დაეცა. კრასნოდარის გუბერნატორის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნოვოშახტინსკის …
Continue reading “დრონები კრასნოდარში მდებარე ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 479 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 293 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 220 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 48 567 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აგვისტო”
„პარანოიდული შიში ყველასა და ყველაფრის მიმართ“, ანუ რა ხდება ივანიშვილის კარზე – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან
„აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და მით უფრო ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარება აქვს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას დღეს, 23 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ვესაუბრეთ: რას აჩვენებს ეს ამბავი …
ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალდაგებული ასფალტის ამოჭრა იმ დროს დაიწყეს, როცა მოსახლეობის ნაწილს სამუშაოები დასრულებული ეგონა. ქალაქის მერიის განმარტებით, „მიმდინარეობს წყალარინების ჭების მოყვანა ნიშნულამდე“, რათა ასფალტის მესამე ფენა დაიგოს. თუმცა, მერიის სამმართველოსა და შპს „პალადას“ შორის დადებული 14-მილიონიანი ხელშეკრულებით სამუშაოები 2026 წლის მაისში მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, შშმ პირებისთვის საჭირო ლიფტების დამონტაჟება …
„მოსამართლემ იცის, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია. ამიტომ ზის სავარძელში და თვალებს აცეცებს“
„გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით…“ – უყვება „ბათუმელებს“ ზურა მენთეშაშვილი, რომელიც ამ პატიმრობის დროს შიმშილობდა კიდეც. ის მოსამართლეების ქცევაზე პირად დაკვირვებას გვიზიარებს. „ბიძინას მმართველობის დროს კარგად იცის თითოეულმა მოსამართლემ, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეცინებოდა, მეტი არაფერი,“ – გვიყვება 61 წლის ზურა მენთეშაშვილი. მას გადაკეტილ …
ავარია ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 1 ადამიანი დაიღუპა
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა ღამით. ახალგაზრდა კაცის დაღუპვა, სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში – 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტია – „ლელო“ და „ქართული ოცნება“ დარეგისტრირდა. ცესკომ ორივე პარტიას უკვე განუსაზღვრა საარჩევნო ნომრები: №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“ და №41 – „ქართული ოცნება“. შუალედური არჩევნებისთვის შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება …
Continue reading “ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება”
ვინ არის აგვისტოს ომის დაწყებაში დამნაშავე – ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ მკვლევრებთან
ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როგორც თავის დროზე, ისე დღესაც, ორი ცნობილი ამერიკელი მკვლევარი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა მოსკოვის მხრიდან ხანგრძლივი, მიზანმიმართული მზადებისა და შორსმიმავალი სტრატეგიული გეგმის შედეგი იყო. საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, მკვლევარი სტივენ ბლენკი და ევრაზიის საკითხთა ექსპერტ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველ, პოლ გობლი ავტორები არიან კრებულისა: „2008 …
ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. უკვე ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები ბათუმში. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ბათუმის შემდეგ სკოლებშია შესაძლებელი: მე-8 საჯარო სკოლა მე-20 საჯარო სკოლა მე-5 საჯარო სკოლა ქობულეთში ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა ხელვაჩაურში სოფელ ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და …
Continue reading “ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა”
„პუტინმა გათვალა ყველაფერი, მაგრამ დაუშვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა“ – ზელენსკი
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პუტინს იმედი აქვს უკრაინის დაღლის, თუმცა ის მოკვდავია, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მებრძოლია და არა მსხვერპლი. „უკრაინასთან დაკავშირებულ თავის ყველა გეგმაში პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მტერმა დათვალა ჩვენი რესურსები, ჩვენი მარაგები, ჩვენი ტექნიკა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის, რაც …
ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა …
Continue reading “ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს”